text-498F-9485-CE-0

You might also like

Download as txt, pdf, or txt
Download as txt, pdf, or txt
You are on page 1of 1

მიყვარხარ ტკბილო კახეთო

დიდო ალაზნის ჭალაო,


ქვეყანა შემოვიარე ვერ ვნახე შენისთანაო,
ალაზნის ტალღამ გაკურთხა,
იორმა პირი გბანაო
ვერ მოგერია დუშმანი
თუმც ბევრჯერ მოგეძალაო,
ერთიან საქართველოის შეურყეველო ძალაო.

ცივგომბორიდან სიცოცხლის,
სიმღერით გადმოსახედო
ხედავ იისფერ ნისლებში,
ირმების გადმოსახედო.
კახეთო ჩემო კახეთოო და.
ეს ალმები კი არ არის,
ოცნების თეთრი ფრთებია,
ომში დაკარგულ შავგვრემან,
ვაჟკცებს ელოდებიან
ღრუბლებში ამაღლებული
დგას ალავერდის ტაძარი
გარს აფენია იყალთოს აჩრდილი უზარმაზარი
რუსთველის სიბრძნის აკვანი
განა ამ ქვეყნად სხვაც არი?

ირმების გადმოსახედო,
კახეთო ჩემო კახეთოო.

ცივგომბორიდან სიცოცხლის,
სიმღერით გადმოსახედო,
ხედავ იისფერ ნისლებში
ირმების გადმოსახედო,
კახეთო ჩემო კახეთოო და.
სხვებზე გოდილი მარანი
ყურძნის მთებშია ჩაფლული
მთელი კვირაა რქაწითელს
ქვევრებში გააქვს ჩქაფუნი,
დუღს მაგრამ ცეცხლი სად
არი, ვინ შეუკეთა ბუხარი,
ქვევრი გულსა გავს კაცისას,
უცეცხლოდ ამომდუღარი.
ქვევრი გულსა გავს კაცისას,
უცეცხლოდ ამომდუღარი.
ირმების გადმოსახედო………

კახეთო ჩემო კახეთო

და....

You might also like