,სარჩობელაზედ მოსწავლის ბარათი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

კლასი - IX1

თემა: ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობა, ადამიანის


პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და საზოგადოების პასუხისმგებლობა
ადამიანზე.

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

საკითხი: ილია ჭავჭავაძის მოთხრობაზე ,,სარჩობელაზედ“ დაყრდნობით


არგუმენტირებული ესეს დაწერა.

სამიზნე ცნება: ჟანრი- არამხატვრული ესე


კომპოზიცია– დედააზრი/მთავარი იდეა, სტრუქტურული ელემენტები

კომპლექსური დავალების პირობა:

ილია ჭავჭავაძის მოთხრობაზე ,,სარჩობელაზედ“ დაყრდნობით დაწერეთ


არგუმენტირებული ესე - ,,პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება ცალკეული
ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე“.

თემატური საკვანძო შეკითხვები:


 რატომ არის ადამიანისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებაში სხვა
ადამიანებთან ერთად თანაცხოვრება?
 როგორ ფიქრობთ, რას უნდა გრძნობდეს საზოგადოებისაგან გარიყული
ადამიანი?
 რას გულისხმობს საზოგადოების პასუხისმგებლობა ადამიანზე? როგორ
ვლინდება ეს პასუხისმგებლობა?
 რას გულისხმობს ადამიანის პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ?
როგორ და რაში ვლინდება ადამიანის პასუხისმგებლობა
საზოგადოების/ქვეყნის მიმართ?
 ვინ და როგორ ქმნის საზოგადოების წარმოდგენას სამართლიანობაზე,
სამართლიან სასჯელზე? რა მიმართებაა სამართლიანობასა და სამართალს
შორის?

ნამუშევარში:
 წერისას გამოკვეთეთ აბზაცები, დაიცავით ენობრივი
ნორმები და პუნქტუაციის წესები;
 თეზისში მკაფიოდ გამოკვეთეთ თქვენი პოზიცია,
რომელსაც დაასაბუთებთ ნაშრომში (კომპოზიცია, მკვ.1);
 თქვენი მოსაზრებების დასასაბუთებლად მოიყვანეთ
სათანადო არგუმენტები, გამყარებული კონკრეტული
მაგალითებით (ენობრივი, მკვ.2);

 განაზოგადეთ საკითხი და გამოიტანეთ დასკვნა თქვენი


წინარემსჯელობიდან (კომპოზიცია, მკვ.2);
 ნათლად გამოკვეთეთ სამნაწილიანი სტრუქტურა:
შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა (კომპოზიციზ,
მკვ.1)

დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:

 რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის


სხვადასხვა ეტაპზე (სტრატეგიები, მკვ.2);
 რას გააკეთებდით განსხვავებულად, თავიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობას (სტრადეგიები, მკვ.2).

რესურსები: ესეს სტრუქტურა; სახელმძღვანელო (ნაწილი II ) გვ. 14 – 31,


https://youtu.be/YHblSyzCI04?si=-GdkcbB_EYUBfDFW, https://youtu.be/gd8t9P0dlUM?
si=COwadtYac8VOtTcP, https://youtu.be/zOAx2UcJiys?si=uEZ98nnT0ON0pdb1,
https://youtu.be/aFqZWz0vXEw?si=IRKecLS9Lqa2yV-f.

You might also like