ანტიკური ქვეყნების ისტორია (1)

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 30

ანტიკური ქვეყნების ისტორია

1. საბერძნეთის ისტორიის წყაროები და


წყაროთმცოდნეობა
საბერძნეთის ისტორიის წყაროები განსაკუთრებულ საფეხურს
ქმნის ძველი მსოფლიოს ისტორიაში. მრავალფეროვანია საბერძნეთის
ისტორიის წყაროები. ბერძენ პოეტთა გენიალური თხზულებები,
ორატოლური ხელოვნების ნიმუშები პირველხარისხოვან ცნობებს
შეიცავენ ძველი ელადის ისტორიის შესახებ. ელინმა ისტორიკოსებმა
დაწერეს არა მხოლოდ ძველი საბერძნეთის ისტორია, არამედ სხვა
ხალხების შესახებაც საყურადღებო ცნობები დაგვიტოვეს. დიდი როლი
აქვთ დაკისრებული წარწერებს,მონეტებსა და პაპირუსებს.

წარსული მოვლენების პროზაულ თხრობას საფუძველი


ძვ.წ.VI საუკუნეში ჩაეყარა. პირველ მწერალ-პროზაიკოსებს
ისტორიკოსმა თუკიდიდემ ლოგოგრაფოსები უწოდა. Მაგრამ
წარსულის პროზაულ თხრობას მეცნიერული სახე მისცა
ჰეროდო ჰალიკარნასელმა, რომელსაც ანტიკურმა სამყარომ
,,ისტორიის მამა” უწოდა. ჰეროდოტე დაიბადა მცირე აზიის
ქ.ჰალიკარნასში ძვ.წ.V საიკუნეში. ის წარჩინებულთა წრეს ეკუთვნოდა და
აქტიურად იბრძოდა ტირანიის წინააღმდეგ, რის გამოც მოუწია
მშობლიური ქალაქის დატოვება. იგი ბევრს მოგზაურობდა ხმელთაშუა
ზღვის სანაპიროებსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში, ბოლოს კი დასახლდა
იტალიაში დაარსებულ კოლონია თურიუმში. მისი რამდენიმე
თხზულებაა ცნობილი,თუმცა ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ
ერთმა ,,ისტორია”,რომელიც ალექსანდრიელმა მეცნიერებმა 9 წიგნად
დაყვეს და თითოეულს თითო მუზის სახელი დაარქვეს. მის ნაშრომემში
დაცული ამბების სანდოობა უმეტეს შემთხვევაში დადასტურდა
არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ამიტომ ის მნიშვნელოვანი წყაროა
ძველი საბერძნეთის ისტორიაში.
ჰეროდოტეს ,,ისტორია” ეძღვნება ბერძენ-სპარსელთა ომებს. ჰეროდოტე
თავად განსაზღვრავს თავისი ნაშრომის მიზანს - დავიწყებას არ მიეცეს
წარსული, ადამიანთა დიდი საქმეები. ჰეროდოტე თხრობას იმ ხალხების
ისტორიის შესახებ იწყებს , რომლებიც მოქცეულნი იყვნენ აქამენიდთა
იმპერიის ბატონობის პერიოდში, შემდეგ კი მოთხრობილია აქვს ომის
შესახებ ძვ.წ.478 წლამდე. ბერძენი პატრიოტი ჰეროდოტე
სპარსელებისადმი განსაკუთრებულ მტრობას არ იჩენდა. იგი აღიარებდა ,
რომ აღმოსავლეთისაგან ელინურმა სამყარომ ბევრი რამ შეითვისა.

თუკიდიდე - ჰეროდოტეს უმცროსი თანამედროვე.იგი იყო ათენის


მდიმდრული გვარის წარმომადგენელი, მემკვიდრეობით ფლობდა
ოქროს საბადოებს თრაკიაში, მიღებული ჰქონდა საფუძვლიანი
განათლება. ის აქტიურად მონაწილეობდა ათენის პოლიტიკურ
ცხოვრებაში და აღმოჩნდა პელოპონესის ომის მონაწილედ. Ძვ.წ.424 წელს
აირჩიეს სტრატეგოსად და დაევალა ათენის შეიარაღებული ძალების
მეთაურობა თრაკიაში. თუმცა მისმა სამხედრო ძალებმა დახმარება ვერ
აღმოუჩინეს ათენის დასაყრდენ ქალაქს ამფიოპოლისს და მას სამშობლოს
ღალატი დასდეს ბრალად და სამუდამო გაძევება მიუსაჯეს. თუკიდიდეს
ნაშრომი ,,ისტორია” შედგება რვა წიგნისაგან და მათში 20 წლის
მოვლენებია ასახული (431-411). ეს ნაშრომი არის პელოპონესიის ომის
პირველწყარო, სადაც ვრცლად აქვს განხილული ომის გამომწვევი
მიზეზები. ,,ისტორიაში” ჩართულია სახელმწიფო დოკუმენტები,
ხელშეკრულებები და სხვა. თუკიდიდე მიზნად ისახავდა, ობიექტურად
გადმოეცა ისტორიული და პოლიტიკური მოვლენები. თხრობის ცენტრში
აყენებდა უტყუარობას და არა ალბათობას.მისი აზრით ასეთ შემთხვევაში
შეიძლება ისტორიიდან სწორი დასკვნის გამოტანა. ის ითვლება
პრაგმანტული ისტორიის ფუძემდებლად.

ქსენოფონტი - კლასიკური პერიოდის ბერძნული


ისტორიოგრაფიის მესამე დიდი წარმომადგენელი. ის ეკუთვნოდა
ათენის არისტოკრატიული წრეს, მიღებული ჰქონდა შესანიშნავი
განათლება, ითვლებოდა სოკრატეს მოწაფედ, რომლის შესახებ
დაგვიტოვა ვრცელი
მოგონებები. ქსენოფონტის მრავალი ნაშრომია ჩვენამდე მოღწეული.
მისი ,,საბერძნეთის ისტორია” თუკიდიდეს ისტორიის გაგრძელებაა და
მოიცავს ძვ.წ.411-362 წლებს. ქსენოფონტის იდეალი იყო საერთობერძნული
ერთობა, რომლის ხორცშესხმას ხედავდა სპარტის მეფე აგესილაოსში.
სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა ,,საბერძნეთის ისტორიაში’’
ჩართული სპეციალური ნაშრომი - ,,აგესილაოსი’’. ,,საბერძნეთის
ისტორიაში’’ ასახულია ელადის პოლიტიკური,ეკონომიკური და
სოციალური ცხოვრების სრული სურათი - საერთო ბერძნული კრიზისი,
გამოწვეული პელოპონესიის ომით,რამაც საფუძველი შეუქმნა ფილიპე
მაკედონელს დაუფლებოდა მთელს ბალკანეთის ნახევარკუნძულს.
ქსენოფონრეს მეორე ნაშრომი ,,ანაბასისი’’ მოგვითხრობს სპარსეთის
დინასტიურ ომში ჩაბმული 10000 მოქირავე მეომრის მესოპოტამიიდან
სამშობლოში დაბრუნების ისტორიას. ამ ნაშრომში დაფიქსირებულია
მანამდე ნაკლებად ცნობილი იმ ტომების ყოფა-ცხოვრების ამსახველი
ფაქტები,რომელთა ტერიტორიაც ბერძნებმა გაიარეს. ქსენოფონტეს
ორი ვრცელი ნაშრომი ,,სოკრატეს აპოლოგია’’და ,,მოგონებები
სოკრატეზე’’ მიუძღვნა თავის დიდი მასწავლებელს. საბერძნეთის
ისტორიისთვის მნიშვნელოვანია ასევე მისი თხზულებები : ,,ნადიმი’’,
,,ჰიერონი’’, ,,სპარტის სახელმწიფო წყობილება’’ და სხვა.
ამ სამ ისტორიკოს საბერძნეთის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი
უჭირავს, თუმცა მათ გარდა კიდევ მრავალი ისტორიკოსი იყო.
მაგალითად: პოლიბიოსი, დიოდორე სიცილიელი, პლუტარქე,
პავსანიაასი და სხვა, რომელთაც საბერძნეთის ისტორიოგრაფიში
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ.

2. კრეტა-მიკენის ანუ ეგეოსური სამყარო


ეგეოსურ ცივილიზაციას საფუძველი კ.კრეტაზე ჩაეყარა.
Კუნძულის გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებდა მშვიდ
საცხოვრებელ პირობებს და ხელს უწყობდა მოსახლეობის სამურნეო და
კულტურულ დაწინაურებას. კრეტის კუნძულის დავიწყებული სამყარო
აღმოაჩინა ინგლისელმა მეცნიერმა არტურ ევანსმა. მან თავისი კვლევის
ობიექტს კრეტის მითური მეფის მინოსის სახელი უწოდა და კრეტის
ისტორია დაყო სამ პერიოდად: ადრემინოსური, შუამინოსური და
გვიანმინოსური. თუმვა ევანსის ქრონოლოგია ემყარებოდა კრეტული
კერამიკის კლასიფიკაციას და მოგვიანო ხანებში წამოყენებული იქნა
უფრო მყარი არგუმენტებით გამაგრებული ქრონოლოგიის
განსხვავებული სისტემა, რომელიც დამყარებული იყო დიდ
კატასტროფებზე. ახალი პერიოდიზაციით მინოსური ეპოქა იყოფა :
სასახლეებამდელი პერიოდი - ძვ.წ.2600-1900
ძველ სასახლეთა პერიოდი - ძვ.წ. 1900-1700
ახალ სასახლეთა პერიოდი - ძვ.წ.1700-1350
სასახლეთა შემდგომი პერიოდი - ძვ.წ. 1350-1100
სუბმინოსური პერიოდი - ძვ.წ. 1100-1000
სასახლებამდელი პერიოდის სათავედ მიჩნეულია ახალი
ელემენტების შეღწევა კრეტაზე და ბრძოლისა და შრომის იარაღებად
ბრინჯაოს დანერგვა, რამაც განაპირობა სოფლის მეურნეობის
განვითარება.წარმატებები შეიმჩნევა ხელოსნობაში. სამშენებლო
მასალად იყენებდნენ უხეშად დამუშავებულ ქვას და თიხას.
ბასილევსების სასახლეების მოპირკეთება გათლილი ქვებით ხდებოდა.
სასახლებეებამდელ პერიოდში მიღწეული დონე და სამშენებლო
გამოცდილება ახალ საფეხურზე ავიდა ძველ სასახლეთა პერიოდში.
იმის გამო, რომ ძალაუფლება მეფეთა ხელში გადავიდა, ყურადღების
ცენტრში დადგა მათი რეზიდენციების მშენებლობა. გაჩნდა პირველი
მსხვილი სასახლეთა ცენტრები: კნოსის, ფესტოსის, მალიის, ზაკროსის
სასახლეებს გაბატონებული ადგილი ეკავათ ვრცელ ტერიტორიაზე.
აღნიშნულ პერიოდში შეიმჩნევა საზოგადოების დაყოფა, შრომის
დანაწილება. მყარდება კონტაქტები გარესამყაროსთან.
საზოგადოებრივი ცხოვრების ამაღლებამ დღისწესრიგში დააყენა
დამწერლობის აუცილებლობა. თავდაპირველად შეიქმნა
იეროგლიფური დამწერლობა, რომელიც მალე ხაზოვან დამწერლობად
გადაიქცა. ძვ.წ.1700 წელს კრეტამ გამანადგურებელი კატასტროფა
განიცადა, გრანდიოზული სასახლეები ნანგრევებად იქცა.
კატასტროფის შემდეგ დადგა ახალი სასახლეთა პერიოდი. Კველი
სასახლეთა ნანგრევებზე აღიმართა უფრო გიგანტური შენობები.
კუნძულზე გაჩნდა მრავალი ახალი დასახლება.გააქტიურდა
კონტაქტები ხმელთაშუა ზღვის ხალხებთან. ახალი სასახლეთა და
საერთოდ კრეტის ცივილიზაციის მწვერვალი იყო კნოსის სასახლე.
მისი გრანდიოზულობა დაედო საფუძვლად მითს მინოტავრისა და
ლაბირინთის შესახებ.
ახალი სასახლეთა პერიოდის დასაწყისიდან კრეტა იყო
გაერთიანებული სამეფო, რომელსაც კნოსის დინასტია უდგა სათავეში.
სამეფოში არსებობდა ადგილობრივი მმართველობის გარკვეული
იერარქია. ცალკეული ქალაქებისა თუ კუნძულების გამგებლებად
ინიშნებოდა სამეფო ოჰახის წარმომადგენელი. კრეტაში სამხედრო
ძალების გაძლიერებამ გამოიწვია აგრესიული ზრახვების გააქტიურება.
მათი პირველი სამიზნე იყო კიკლადები, რომელთა დაპყრობის შემდეგ
კნოსის მბრძანებელთა ხელში მოექცა ეგეოსის ზღვის კუნძულები.
კრეტის პოლიტიკურ და კულტურულ აღმავლობას წერტილი
დაუსვა ვულკანურმა ამოფრქვევამ და მისგან გამოწვეულმა მიწისძვრამ
ძვ.წ.1350 წელს კუნძულ თერაზე გაანადგურა არსებული სასახლეები
და სხვა ნაგებობები. კრეტის დამოუკიდებელმა სახელმწიფომ არსებობა
შეწყვიტა.
ამით ისარგებლეს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე
დამკვიდრებულმა ტომებმა - აქეელებმა და დაიწყეს კრეტაზე
გადასვლა. მათ არ უფიქრიათ სასახლეთა აღდგენა. ისინი
ნანგრევებიდან მოშორებით აგებდნენ მიკენურ სასახლეებს -
,,მეგარონებს’’. მინოსურმა კულტურამ სერიოზული დაქვეითება
განიცადა. ძვ.წ. 1100 წლიდან კრეტაზე დაიწყო დორიელების შემოჭრა.
დადგა დაცემისა და არეულობის ხანა.
კრეტის პარალელურად მნიშვნელოვანი პოლიტიკური და
კულტურული ძვრები ხდებოდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.
ძვ.წ.VII საუკუნეში შეიმჩნევა ახალი კულტურული და ეკონომიკური
აღმავლობა, რომელიც საფუძველს ჩაუყრის შემდგომში ცნობილ
ქალაქებს: მიკენს, პილოსს, ტირინთს, არგოსს და სხვა. ყალიბდება
პირველი სახელმწიფო წარმონაქმნები, რომელთა შორის გაბატონებული
ადგილი ეკავა მიკენს.
მიკენის კულტურის განვითარება დიდად იყო დამოკიდებული
კრეტის ცივილიზაციაზე. Კნიშვნელოვანი გავლენის მიუხედავად,
მიკენურ კულტურას აქვს თავისი დამახასიათებელი ნიშნები, რითაც
გამოდის ბერძნულ ნიადაგზე არსებული უძველესი კულტურის
მემკვიდრედ.
მიკენური ცივილიზაცია ძვ.წ.XV-XIII საუკუნეებში გასცდა
არგოლიდის საზღვრებს და მოიცვა მთელი პელოპონესი, შუა
საბერძნეთი და ჩრდილოეთ საბერძნეთის მნიშვნელოვანი ნაწილი
მიკენური გავლენა კარგად სჩნს ეგეოსის ზღვის აუზისს კულტურულ
ცხოვრებაზე.
ჰომეროსის ,,ილიადას’’ მიხედვით, მიკენის მეფე იყო აგამენონი,
რომელიც ტროას ომში ბერძნებს ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად
ეს გადმოცემები ლეგენდებად მიიჩნეოდა, თუმცა შლიმანის გათხრებმა
მითიური ტროა რეალური გახადა, დადასტურდა ჰომეროსის პოემებში
აღწერილი ამბების ისტორიულობა.
ტროას დაცემის მომდევნო ხანებში, ძვ.წ.XIII საუკუნეში, მიკენური
სასახლე-სახელმწიფოები სრულ კატასტროფას განიცდიან. ბალკანეთის
ნახევარკუნძულის ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა ტომებმა-
დორიელებმა ნანგრევებად აქციეს გიგანტური სასახლეები და
გაანადგურეს მიკენური ცივილიზაცია.

3. ჰომეროსის ეპოქა
ძვ.წ.XI საუკუნიდან დორიელთა მოძრაობამ არსებითად შეცვალა
ბალკანეთის ნახევარკუნძულის მდგომარეობა და ის დააბრუნა
საუკუნეების წინანდელ მდგომარეობას. დორიელთა ბატონობის
პირველი სამი საუკუნე საბერძნეთის ისტორიაში ცნობილია ,,ბნელი
საუკუნეების’’ სახელით. ამ ეპოქის უმთავრესი წყარო ჰომეროსის
შემოქმედება იყო. ,,ილიადა’’ და ,,ოდისეა’’ შექმნილია
ზეპირგადმოცემებზე დაყრდნობით, რადგან ამ ეპოქაში დამწერლობა არ
არსებობდა, მხოლოდ ჰომეროსის ეპოქის დასასრულს ფინიკიური
გრაფიკული ნიშნების გამოყენებით შექმნეს დამწერლობა და მოხდა ამ
ეპოსების წერილობით ჩაწერა.

ჰომეროსის დროინდელი საბერძნეთი ბარბაროსული ქვეყანა


იყო. დორიელებმა დაამკვიდრე გვაროვნული საზოგადოებისთვის
დამახასიათებელი წესები .საზოგადოება დაყოფილი იყი
გვარებად,ფრატრიებად და ფილეებად. ტომებს ჰქონდათ
მმართველობის საკუთარი ორგანოები: უხუცესთა საბჭო, სახალხო
კრება და ჰყავდათ ბელადები - ბასილევსები. მეფე-ბასილევსები
განსაკუთრებულ ძალაუფლებას საომარი მოქმედებების დროს
ფლობდნენ, რაც გამოიხატებოდა იმაში,რომ ისინი უფრო დაცულები
გამოდიოდნენ, ვიდრე რიგითი მოლაშქრეები.თუმცა ის ვალდებული
იყო ყოველ მნიშვნელოვანი გადაწვეტილება ხალხთან ეთათბირა და
უხუცესთა აზრი მოესმინა. ფილეები და ფრატრიები შეადგენდნენ
თემის პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაციების საფუძველს.

ჰომეროსის საზოგადოების საარსებო საშუალება მიწათმოქმედება


და მესაქონლეობა იყო. სიმდიდრის საზომად ითვლებოდა საქონელი.
გარე სამყაროსთან არავითარი ეკონომიკური კონტაქტები არ გააჩნდათ.
საბერძნეთი გაყოფილი იყო მდიდრებად და ღარიბებად. მდიდრები ფლობდნენ
მიწის ვრცელ ნაკვეთებს - ,,კლეროსებს’’ და თავს
საუკეთესოებს უწოდებდნენ. დიდი ყურადღება ექცეოდა კერამიკულ
ნაწარმს, მაგრამ მისი მხატვრული დონე მოკრძალებულად
გამოიყურებოდა. ამ ეპოქის პროგრესად შეიძლება ჩაითვალოს რკინის
დამუშავებაზე გადასვლა.

ჰომეროსის საბერძნეთში დავიწყებას მიეცა მიკენის ეპოქის გარე


სამყაროსთან დამაკავშირებელი არტერია - სამხედრო ფლოტი. აქეური
სამეფოების დაცემამ საფლავში ჩაიტანა ზღვასთან სახელმწიფოებრივი
მიდგომა. ზღვის ბატონ-პატრონები გახდნენ მეკობრეები.
ჰომეროსის დროის ბერძნების ჩამორჩენილობის მიუხედავად, მათ
კულტურულ მიღწევას წარმოადგენს ანბანური დამწერლობის შემოღება
ძვ.წ.IX საუკუნის დასაწყისისთვის,რომელიც ბერძნებმა ფინიკიელებისგან
გადმოიღეს. ამაში გვარწმუნებს ის,რომ უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლი
ძვ.წ.VIII საუკუნეს მიეკუთვნება.
4. ბერძნული კოლონიზაცია
კოლონია ლათინური სიტყვაა და ნიშნავდა რომის საზღვრებს
გარეთ მოქალაქეთა დასახლებას. ლათინურ კოლონიას შეესიტყვება
კლასიკური პერიოდის კლერუხია.

კოლონიზაცია იძულებითი პროცესი იყო. მისი გამომწვევი


უმთავრესი მიზეზი იყო მდიდრების მიერ მიწების მიტაცება, რამაც
გააღატაკა გლეხობა და მათ ქალაქს შეაფარეს თავი, რამაც საფრთხე
შეუქმნა პოლისის მშვიდ ცხოვრებას და გაბატონებული წრეები შეუდგნენ
მოსახლეობის საბერძნეთიდან გაყვანას.

კოლონიის დაარსების პროცესს წარმართავდა პოლისის


ხელისუფლება. ირჩევდნენ ხელმძღვანელს - ოიკისტებს, რომელიც
ვალდებული იყო გასცნობოდა მომავალი დასახლების
გეოგრაფიულ მდებარეობას,ბუნებრივ პირობებს,
გარშემო მცხოვრები ტომების პოლიტიკურ მდგომარეობას და ანგარიში
წარედგინა პოლისის ხელისუფლებისთვის, რომელიც განიხილავდა
წარმოდგენილ ინფორმაციას და თუ მოეწონებოდა დაიწყებოდა
მოახალშენეთა გაყვანა.

კოლონია იყო დამოუკიდებელი პოლიტიკური


ერთეული,რომელსაც ჰქონდა საკუთარი სახელმწიფო წყობილება,
კანონმდებლობა, ჭრიდა მონეტას. ახალშენის დამაარსებელი პოლისი
რჩებოდა მეტროპოლიად. მათ შორის არსებობდა მტკიცე კონტაქტი,
გასაჭირის დროს უნდა დახმარებოდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად
ახალშენები აგრარულ ხასითს ატარებდა, დროთა განმავლობაში კი
გაჩნდა სამიწათმოქმედო- სავაჭრო ხასიათის კოლონიები.

საკოლონიზაციო მოძრაობაში ჩაბმული იყო მთელი საბერძნეთი,


მაგრამ განსაკუთრებული როლი შეასრულეს მცირე აზიის ქალაქებმა,
რომელთა შორის განსაკუთრებული დამსახურება ქალაქ მილეტს
მიუძღვის. ის
ახალშენების დაარსებას წარმართავდა შავიზღვისპირეთში და მას
ათასამდე ახალშენის დაარსება მიეწერება.

ბერძნული კოლონიზაცია მიმდინარეობდა სამი მიმართულებით:


დასავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთით. ელადის
განუყოფელი ნაწილი გახდა სამხრეთ იტალია და სიცილია, რომელიც
ანტიკურ ხანაში დიდი საბერძნეთის სახელით იყო ცნობილი.
სამხრეთით კოლონიზაცია სუსტად წარიმართა, აფრიკის ტერიტორიაზე
ერთადერთი ბერძნული ახალშენი იყო ქალაქი კირენა.კირენას
საშუალებით ბერძნები გაცნობიან სივას ოაზისის ამონის მისანს. აფრიკის
დანარჩენი ტერიტორიები ფინიკიელებს ჰქონდათ დაკავებული.
დიდი კოლონიზაციის არეალში იყო შავი ზღვის აუზიც, სადაც
ახალშენების დაარსებას წარმართავდა ქალაქი მილეტი. Კავი ზღვის
სანაპიროებზე დაარსებული ქალაქებიდან ერთ-ერთი უძველესი და
გამორჩეული ქალაქი იყო სინოპი. დასავლეთ ნაპირზე დაარსებული
ქალაქებია - პონტოს აპოლონია, ოდესოსი, ტომოსი და სხვა.
ახალშენებით დააიფარა კოლხეთის სანაპიროებიც. კოლონიზაციის
ქალაქებად მიჩნეულია: ფაზისი, დიოსკურია, პიტიუნტი და გიენოსი.

ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებში წარმართულმა საკოლონიზაციო


მოძრაობამ არსებითად გარდაქმნა საბერძნეთის ეკონომიკა. ბერძნების
ხელში გადავიდა ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის
სანაპიროები.
კოლონიზაციამ გააფართოვა ელინთა გეოგრაფიული თვალსაწიერი, რამაც
უდიდესი ზემოქმედება მოახდინა მათი სულიერი კულტურის
ამაღლებაზე. ბერძნებმა ბევრი რამ აიღეს სხვა ხალხებისგან.

კოლონიზაციამ საბერძნეთი მრავალრიცხოვან წვრილ პოლისებად


დაქუცმაცებულობის მიუხედავად, ძველი მსოფლიოს უდიდეს
პოლიტიკურ ძალად იქცა. ბერძნული სამყარო გადაჭიმული იყო
კოლხეთიდან ესპანეთამდე. კოლონიზაციის უკანასკნელი საუკუნიდან
(ძვ.წ. VI საუკუნიდან) ბერძნები ძველი სამყაროს სულიერი კულტურის
კანონმდებლები გახდნენ, ა.მაკედონელის ლაშქრობის შემდეგ
პოლიტიკურ ბატონობაში გადაიზარდა.
5. სოლონის რეფორმები
ძვ.წ.VII საუკუნის ბოლოს დემოსის მღელვარება აჯანყების საფრთხეს
ქმნიდა.ატიკის მოსახლეობა დიდ შინაურ მღელვარებას განიცდიდა.
გაღარიბებული მოსახლეობის მიწები მდიდრების ხელში იყო
გადასული,ხოლო ღარიბები მდიდრებთან კაბალურ დამოკიდებულებაში
იმყოფებოდნენ. ევპადრიდები შეუპოვრად ცდილობდნენ
ხელისუფლების შენარჩუნებას. ყოველმხრივ ოლიგარქიული წყობილება
იყო. ამას ემატებოდა საგარეო პრობლემეც, კუნძული სალამინისთვის
ბრძოლა მეგარელების გამარჯვებით დასრულდა. რამდენჯერმე
მოინდომეს კუნძულის დაბრუნება მაგრამ უშედეგოდ. სალამინის
დაბრუნების ორიგინალური გეგმა წამოაყენა წარჩინებულთა გვარის
წარმომადგენელმა სოლონმა და კვლავ აღდგა ათების ბატონობა
კუნძულზე,რამაც სოლონს დიდი ავტორიტეტი მოუპოვა.

ძვ.წ. 594 წელს სოლონი აირჩიეს არქონტად და შეუდგა


მოვალეობის შესრულებას. სოლონის დასაყრდენს წარმოადგენდა
სახალხო კრება, მის მიერ წამოყენებულ კანონებს დემოსი სრულ
მხარდაჭერას უცხადებდა. პირველი კანონი ცნობილია სისიახთიის -
,,ტვირთის მოხსნის’’ სახელით, რაც ითვალისწინებდა ვალების
გაუქმებას. კანონით აიკრძალა ვალის გადაუხდელობის გამო ადამიანის
მონად გაყიდვა.

სოლონი კრძალავდა ატიკიდან პურის გატანას, ამით ბრძოლას


უცხადებდა გვაროვნულ არისტოკრატიას, რომელიც ფლობდა ნაყოფიერ
მიწებს და ატიკის გარეთ ხორბლის გატანაზე აწესებდა თვითნებურ ფასებს.
ხელოსნობის განვითარებას ისახავდამიზნად კანონი, რომლის
მიხედვითაც შვილი არ იყო ვალდებული მიეხედა მოხუცი
მშობლებისთვის იმ შემტხვევაში, თუ რაიმე ხელობას არ ასწავლიდნენ.

სოლოსნის ინიციატივით მოხდა ფულის რეფორმა. გაუქმდა


ადგილობრივი და გვაროვნული საზომები, ეგინის ფულადი სისტემის
ნაცვლად, შემოღებული იქნა ევბეის სისტემა, რაც ამცირებდა ქონებრივ
ცენზს და უფრო ხელსაყრელი იყო ათენის ვაჭრობის განვითარებისთვის.
სოლონის რეფორმებს შორის განსაკუთრებული მნიშნვნელობა ჰქონდა
ქონებრივი ცენზის დაწესებას ანუ ტიმოკრატიულ რეფორმას. რეფორმის
თანახმად ათენის თავისუფალი მოსახლეობა , მეტეკების გარდა, დაიყო 4
კლასად. პირველ კლასში შედიოდნენ მოქალაქეები,რომელთა წლიური
შემოსავალი შეადგენდა 500 მედიმს; მეორე კლასში შედიოდნენ მხედრები,
მესამეში-ძევგიტები და მეოთხეში - თეტები. ქონებრივი ცენზის დაწესებით
სოლონმა გაანადგურა ევპატრიდების პრივილეგიები და მოქალაქეთა
პოლიტიკური უფლებები აღარ იყო დამოკიდებული გვარიშვილობაზე.
სოლონის ინიციატივით შემოღებული იქნა დემოკრატიული
ორგანო ოთხასთა საბჭო - ბულე, რომელიც შედგებოდა გვაროვნული
ფილეებისგან არჩეული წევრებით. ატიკაში არსებობდა ოთხი ფილე,
თითოეული ირჩევდა 100 წარმომადგენელს. მის სახელთანაა ასევე
სასამართლო ორგანოს - ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს - ჰელიეიას
შექმნა.

სოლონის კანონმდებლობით გზა გაეხსნა ათენის


მონათმფლობელურ პოლის ახალი ეტაპისკენ და სათავე დაუდო
დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. სოლონის კანონებმა
დიდი გავლენა მოახდინა არა მარტო ბერძნულ სახელმწიფოებზე,
არამედ მისი გავლენა შეინიშნება რომის 12 დაფის კანონში და ასევე
ელინისტური ქალაქების კანონმდებლობაშიც.

6. Კისისტრატეს ტირანია
სოლონის რეფორმებმა ათენის მოსახლეობის პოლიტიკური და
სოციალური დაპირისპირება ვერ დაძლია. უკმაყოფილო იყვნენ
მდიდრები ვალების გაუქმების გამო, რის გამოც ატიკა კვლა შინა
არეულობამ მოიცვა. Კრძოლა იმდენად დიდი ყოფილა,რომ ძვ.წ.589-584
წლებში არქონტებიც ვერ აირჩიეს.
ამ არეულობის ხანაში გამოიკვეთა სამი სოციალურ-პოლიტიკური
დაჯგუფება: პედიაკები - ბარის მცხოვრებლები, მსხვილი
მიწათმფლობელები; პარალიები - სანაპიროს მცხოვრებლები,
ხელოსნები,ვაჭრები, საშუალო გლეხობა; დიაკრიები - მთიანი ოლქის
მცხოვრებლები, ქალაქის ღარიბობა. სამივე პარტიას სათავეში უდგა
არისტოკრატიული გვარის წარმომადგენლები პედიაკებს მეთაურობდა
ლიკურგე, პარალიებს - მეგაკლე ალკმეონიდი და დიაკრიებს -
პისისტრატე.
Კვ.წ.561 წელს დაძაბულობის ფონზე მოხდა უდიდესი მოვლენა ტირანიის
დამყარება. Კირანი გახდა დიაკრიების მეთაური პისისტრატე. ტირანიის
დამყარებამ გამოიწვია პისისტრატეს მოწინააღმდეგეების გაერთიანება და
პისისტრატე სამჯერ იქნა გაძევებული ათენიდან, თუმცა სამივეჯერ
შეძლო ძალაუფლების მითვისება. Კვ.წ. 545 წლიდან ათები პისისტრატეს
ხელში გადავიდა და ბატონობდა იქ სიცოცხლის ბოლომდე (ძვ.წ.527
წლამდე).
პისისტრატეს ტირანია ათენის პოლიტიკური,ეკონომიკური და
კულტურული აღმავლობის ხანა იყო. Კისისტრატე თავიდანვე
ენერგიულად ატარებდა წვრილი გლეხობის დაცვის პოლიტიკას. Კმ მხრივ
აღსანიშნავია გლეხობისთვის სახელმწიფო იაფი კრედიტის დაარსება.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე სასამართლოს დაახლოებას
მოსახლეობასთან. ამ მიზნით, რომ გლეხებს სამართლის საძიებლად
ათენში არ ევლოთ, პისისტრატემ დემებში დააწესა მოსამართლეები,
რომლებსაც უმეტესად გლეხური ინტერესების დამცველ პირთაგან
ნოშნავდა. Კსეთი ზომების მეოხებით მან თვალსაჩინოდ გააუმჯობესა
გლეხების მდგომარეობა, ხოლო თავისი გავლენა უფრო განამტკიცა.
პისისტრატე ცდილობდა კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონოდა
ბერძნების სხვა სახელმწიფოებთან. თავსი დროზე თესალიელმა
არისტოკრატიამ, თებემ და ევბეის ქალაქმა ერეტრიამ დიდი დახმარება
აღმოუჩინეს პისისტრატეს ათებში დაბრუნებას და ხელისუფლების
მითვისებას. ამიტომ ცდილობდა პისისტრატე მათთან მეგობრული
კავშირის შენარჩუნებას.
ძვ.წ.527 წელს პისისტრატე გარდაიცვლება. მირანი გახდება ჰიპიასი,
რომელსაც ფუფუნებისადმი ლტოლვა ჰქონდა, რაც ხალხის
უკმაყოფილებას იწვევდა. Კის მოწინააღმდეგეთა ბანაკს სათავეში
ჩაუდგება ათენიდან განდევნილი არისტოკრატიის ალკმეონიდების
გვარის წარმომადგენელი კლისთენე. ის ურთიერთობას დაამყარებს
სპარტასთან და ერთიანი ძალებით ძვ.წ.510 წელს შეიჭრებიან ათენში.
ჰიპიასი იძულებული გახდება დატოვოს ათენი, რითაც სრულდება
ნახევარსაუკუნოვანი ტირანიის ეპოქა.
7. Კერძენ-სპარსელთა ომი
არქაული პერიოდის ბოლოს ბერძნული პოლისები აღმოჩნდნენ
მსოფლიოს ერთპიროვნული მპყრობელის აქამენიდური ირანის პირისპირ.
ძვ.წ. VI საუკუნის მეორე ნახევარში მათ დაიკავეს მცირე აზიის ბერძნული
ქალაქები-სახელმწიფოები.სპარსელები აქტიურად ერეოდნენ მათ საშინაო
საქმეებში, რაც რათქმაუნდა ვერ აიტანეს ბერძნებმა და აჯანყდნენ.
აჯანყება დაიწყო ძვ.წ. 500 წელს მას სათავეში ჩაუდგა მილეტის ტირანი
არისტაგორა.
ის გაემგზავრა საბერძნეთში, რათა იქაური სახელმწიფოების მხარდაჭერა
მოეპოვებინა.სპარტამ და მისმა მოკავშირეებმა უარით გამოისტუმრეს
არისტაგორა.ხოლო ათენმა დახმარება აღმოუჩინა იონიელ ბერძნებს.
ძვ.წ.498 წელს ათენელები მცირე აზიაში გადავიდნენ და შეიჭრნენ
ლიდიის სამეფოს ყოფილ დედაქალაქ სარდში. მაგრამ ათენში მომხდარმა
შინაურმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა ათენის ფლოტის უკან დახევა
გამოიწვია. იონელები თავდაუზოგავად იბრძოდნენ და იარაღს არ
ყრიდნენ, თუმცა ძვ.წ.494 წელს სპარსელებმა აიღეს მილეტი და იონიის
სხვა ქალაქებმაც შეწყვიტეს წინააღმდეგობა.
მას შემდეგ,რაც სპასეთმა ჩაახშო იონიის აჯანყება დაიწყო მზადება
მათი დამხმარე ათენის დასასჯელად. განსაკუთრებით აღელდა ათენი
,გაიმართა ცხარე კამათი თუ თავდაცმის რომელი მხარე უნდა
გამოეყენებინათ. სახმელეთი ბრძოლის მომხრეებს მეთაურობდა
მილტიადე, ხოლო საზღვაო ფლოტის მომხრეებს თემისტოკლე.
საბოოლოდ მილტიადეს დაუჭირეს მხარი.
ძვ.წ.490 წელს დარიოსის უზარმაზარი არმია ატიკისკენ დაიძრა.
სპარტის არმია მარათონის ველზე დაბანაკდა. ათენელენმა სასწრაფოოდ
გააგზავნეს მაცნე სპარტაში, საიდანაც დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ
მიიღეს.მარათონის ბრძოლაში დიდი სამხედრო ნიჭი გამოავლინა
მილტიადემ და ამ ბრძოლაში გამარჯვება ძირითადად მისი დამსახურება
იყო.
მარათონის ველზე დაიმსხვრა წარმოდგენა სპარსელთა
უძლეველობის შესახებ. ათენელები გრძნობდნენ, რომ პირველი შეტევის
მოგერიება არ ნიშნავდა საბოლოო გამარჯვებას. მალე მილტიადე
გარდაიცვლება,ათენის პოლიტიკურ ცხოვრებას სათავეში ჩაუდგება
თემისტოკლე, რომელმაც მხსნელად ძლიერი საზღვაო ფლოტის შექმნა
გამოაცხადა.
სპარტა და ათენი ცდილობდა ერთიანი მთლიანი ფრონტის შექმნას,
რისთვისაც ძვ.წ.481 წელს კორინთოშ მოიწვიეს კონგრესი,სადაც საერთო
კავშირის მეთაურად აირჩიეს სპარტელი ლეონიდასი. Კვ.წ.480 წელს
ქსერქსეს მეთაურობით დაიძრა სპარსეთთა ჯარი. Კერძნებმა გაამაგრეს
თერმოპილეს ვიწრო გასასვლელი ,თუმცა ბრძოლის ბედი ღალატმა
გადაწყვიტა. Კპარსელები დაუცველი ბილიკებით ზურგში მოექცნენ
ბერძნებს,აქ მცირერიცხოვანი რაზმით ლეონიდასი დიდ წინააღმდეგობას
უწევდა სპარსელებს, თუმცა ამ ბრძოლაში დამარცხდნენ ბერძნები.
Კპარსეთმა შუა საბერძნეთი ისთმოსამდე დაიკავა. Კმავე წელს გაიმართა
მეორე ბრძოლა სალმაინთან, ამჯერად უკვე ძღვაზე, სადაც ბერძნებმა
ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.
სპარსელთა არმიას საბერძნეთში მეთაურობდა მარდონიოსი,
რომელსაც ლაშქარი დაბანაკებული ჰყავდა პლატეასთან. ძვ.წ.479 წელს
სწორედ პლატეასთან გაიმართა ბრძოლა,სადაც სპარსელები კვლავ
დამარცხდნენ. ამავე წელს გაიმართა კიდევ ერთი ბრძოლა მიკალეს
კონცხთან,სადაც სპარსელთა მთლიანი ჯარი და ფლოტი განადგურდა.
ამის შემდეგ ბერძენ-სპარსელთა ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ
მასშტაბური ბრძოლები აღარ მომხდარა. ძვ.წ.449 წელს დაიდო კალიასის
ზავი,რომლის თანახმადაც სპარსეთის მეფე უარს ამბობდა თავის
ჰეგემონობაზე ეგეოსის ზღვაზე, ჰელოსპონტსა და ბოსფორზე და მცირე
აზიური პოლისების დამოუკიდებლობას აღიარებდა.

8.ათენის დემოკრატია პერიკლეს ეპოქაში


Კვ.წ.V საუკუნე ათენის პოლიტიკურ ისტორიაში, დემოკრატიისა და
არისტოკრატიის ბრძოლის ეპოქას წარმოადგენს. ამ საუკუნის 70-იანი
წლებისთვის ათენის არისტოკრატიის ლიდერი იყო კიმონი,რომლის
წინააღმდეგ აქტიურად ირძვის დემოკრატიის ბელადი ეფიალტე და
პერიკლე. ძვ.წ.462 წელს ეფიალტიეს ინიციატივით ათენის სახალხო
კრებამ არეოპაგს ჩამოართვა უფლებები და უბრალო სასამართლო
ორგანოდ აქცია. ეფიალტიეს რეფორმით დასრულდა პოლიტიკურ
გარდაქმნებთა ხანგრძლივი პერიოდი, ბოლო მოეღო გვაროვნული
წყობილების გადმონაშთებს. Კვ.წ.461 წელს პოლიტიკურმა მტრებმა
ეფიალტიე მოკლეს, რის შემდეგაც დემოკრატიას სათავეში ჩაუდგა
პერიკლე.
პერიკლე ათენის გამოჩენილი ოჯახის შვილი იყო. Კისი მამა
მიკელის კონცხთან ბერძენთა გამარჯვების სარდალი იყო. დედა
ეკუთვნოდა ალკმენოიდების ცნობილ გვარს, ის კლისთენეს ძმიშვილი
იყო. Კერიკლემ ბრწყინვალე განათლება მიიღო. Კისი მასწავლებელად
დასახელებულია დიდი ფილოსოფოსი ანაქსაგორაა.
პერიკლე იყო დემოკრატიული იდეების დამცველი. Კისი
კანონმდებლობა მიზნად ისახავდა რიგითი მოქალაქეების დაინტერესებას
შეესრულებინათ საზოგადოებრივი მოვალეობანი. კანონის თანახმად,
ნაფისც-მსაჯულთა სასამართლო წევრებს თითოეული სხდომისთვის
დაენიშნათ ხელფასი 2 ობოლის ოდენობით.
ღარიბი მოსახლეობის მიმხრობასა და კონტროლის ქვეშ ყოფნას
ემსახურებოდა თეორიკონი - თეატრალური სანახაობათა ფული.
თეატრალური სანახაობები ათენში დიდი პოპულარობით სარგებლობდა,
ამიტომ ხაზინა ღარიბი მოსახლეობის თეატრალურ სანახაობათა ხარჯებს
საკუთარ თავზე იღებდა.
ფინანსები, რომელსაც ხაზინა სახელმწიფო სამსახურითვის
ანაზღაურებდა, შეადგენდა ათენის საზღვაო კავშირის შემოსავლის
უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ხაზინის დელოსიდან ათენში გადატანამ
თანასწორუფლებიან პოლისთა ,,ნებაყოფლობითი’’ გადასახადი ათენის
სამსახურში ჩააყენა. ათენის ხელისუფლება მოკავშირეთა საწევროს
იყენებდა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად.
პერიკლეს წინადადებით ძვ.წ.451/450 წელს მიღებული იქნა კანონი,
რომლითაც ათენის მოქალაქედ ითვლებოდა ის, ვისი მშობლებიც ათენის
მოქალაქეები იყვნენ. Კანამდე შესაძლებელი იყო,რომ დედა არ ყოფილიყო
ათენელი. Კანონის სიმკაცრე გამოწვეული იყო იმით, რომ ათენი დიდი
რაოდენობით იზიდავდა სხვა ბერძნული პოლისებიდან ბედის
მაძიებლებს.პერიკლემ განიზრახა, შეეზღუდა მოქალაქეობის მიღების
მსურველთა რიცხვი, რომელთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა ათენის
მოქალაქეთა რიცხვს.
ძვ.წ.V საუკუნის შუა ხანებიდან ათენისა და სპარტას წინაარმდეგობა
გასცდა დიპლომატიურ საზღვრებს. ელადი ორი ჰეგემონი ეძებდა გზებს
თავიანთი უპირატესობის დასამტკიცებლად. Კვ.წ.447 წელს სპარტელები
დელფოსის დახმარების საბაბით გამოჩნდნენ ცენტრალურ საბერძნეთში.
Კპარტიის არმიის გამოჩენამ ბეოტის ქალაქები აამხედრა ათენის
წინააღმდეგ.ათენის არმიამ ვერ გაუძლო რამდენიმე ფრონტზე ბრძოლას
და მოლაპარაკება გამართა სპარტასთან. Კვ.წ. 445 წელს დაიდო 30 წლიანი
ზავი, მოხდა გავლენის სფეროების გაყოფა.
სპარტასთან დაზავების შემდეგ ათენში დადგა პერიკლეს
ერთპიროვნული მმართველობის ხანა. Კას 15 წლის განმავლობაში
,ძვ.წ.429 წლამდე, ზედიზედ ირჩევდნენ სტრატეგოსის თანამდებობაზე.
Კღნიშნულ პერიოდში იგი ერთპიროვნულად მართავდა ათენის საზღვაო
კავშირში შემავალი პოლისების საშნაო და საგარეო საქმეებს. Კერიკლეს
მოღვაწეობაში ფართოდ მიუთითებენ ერთპიროვნული გადაწყვეტილების
ფაქტებზე.დემოსი უსიტყვოდ ასრულებდა თავისი ბელადის ნებას.

9. Კელოპონესის ომი
პელოპონესის ომის მიზეზი ათენის საზღვაო კავშირისა და
პელოპონესის კავშირის პირველობისთვის ბრძოლა იყო ბერძნულ
სამყაროში. ამ ორ კავშირს დაპირისპირება ჰქონდა ასევე კორინთოსა და
მეგარასთვის. ეს დაპირისპირება ძვ.წ.432 წელს გადაიზარდა ომში,
რომელიც ძვ.წ.404 წლამდე გაგრძელდა და ცნობილია პელოპონესის
ომით. ომის დაწყების საბაბი გახდა ათენის ჩარევა კერკირასა და
კორინთოს კონფლიქტში,რითაც კორინტოს ინტერესები ილახებოდა.
Კორინთომ დახმარება სთხოვა სპარტას, რომელმაც ძვ.წ. 432 წელს ომი
გამოუცხადა ათენს.
პელოპონესის ომი ორ პერიოდად იყოფა: I - არხიდამოსის ომი
(ძვ.წ.432-421წწ.) და II - სიცილიის ექსპედიცია და დეკელიის ომი
(ძვ.წ.415-404წწ.) ძვ.წ. 421-415 წწ-ში დაიდო დროებითი ზავი.
პელოპონესის კავშირის არმიას სარდლობდა სპარტის მეფე
არხიდამოსი. ის კარგად ხედავდა სპარტელთა უპირატესობას ხმელეთზე,
რასაც ათენელები წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ, ამიტომ ცდილობდა
ათენელთა გამოწვევას ბრძოლოს ველზე. ათენს კი სტრატეგოსობდა
პერიკლე. მისი გეგმით ათენის ძ₾იერება დამოკიდებული იყო ფლოტზე,
ამიტომ მან გაამაგრა ქალაქის გალავანი და ზღვაზე რამდენჯერმე
დაამარცხა სპარტა. ხმელეთზე ბრძლას კი გამოცდილ სპარტელებთან თავს
არიდებდნენ. Კთენის თავდაცვითმა ომმა გაამართლა, მაგრამ ათენში შავი
ჭირის ეპიდემია გავრცელდა, რამაც წარმატება გააუფერულა. ძვ.წ. 429
წელს ეპიდემიამ ხანდაზმული პერიკლეს სიცოცხლეც შეიწირა.
პერიკლეს სიკვდილის შემდეგ ათენში აზრი გაიყო. ,,ომის’’
პარტიის ლიდერი ბრძოლის გაგრძელებას მოითხოვდა, ხოლო ,,ზავის’’
მომხრე ნიკეასი ომის შეწყვეტას. საბოლოოდ კლეონს დაუჭირეს მხარი.
მან და ფლოტის მეთაურმა დემოსთენემ ომი გააგრძელეს და რამდენჯერმე
დაამარცხეს სპარტელები. Კმ დროს სპარტის ახალგაზრდა სარდალმა
ბრასიდემ წამოაყენა ორიგინალური გეგმა , რომლის თანახმად უნდა
ელაშქრათ თრაკიის ქალაქებზე სახმელეთო გზით. Კვ.წ 424 წელს
სპარტელებმა უომრად დაიკავეს თრაკიაში ათენის მთავარი დასაყრდენი
ქალაქი ამფიპოლისი. Კვ.წ.422 წელს ათენი შეეცადა თრაკიაში
დაკარგული პოზიციების აღდგენას, მაგრამ დამარცხდა და ამ ბრძოლაში
დაიღუპა კლეონი და ბრასიდეც. Კმის შემდეგ ძვ.წ.421 წელს ,,ზავის’’
მომხრე ნიკეასმა სპარტას 50 წლიანი ზავი დაუდო, რომლითაც მხარეებს
ომით დაკავებული ტერიტორიები უნდა დაებრუნებინათ.
ზავის პირობები არცეთმა მხარემ არ შეასრულა და ომი განახლდა
ძვ.წ.415 წელს. ომი გააგრძელა პერიკლეს ნათესავმა, გამოცდილმა და
ნიჭიერმა სარდალმა ალკიბიადემ. მან გადაწყვიტა დახმარებოდა
სიცილიას,რომელსაც სირაკუზელები ავიწროვებდნენ. ალკიბიადეს
სურდა სიცილია დაეკავებინა და გაეფართოვებინა ათენის გავლენა.
სიცილიის ექსპედიციაში გამგზავრებამდე ქალაქში დააზიანეს ჰერმესის
ქანდაკება, რაც ალკიბიადეს დააბრალეს, მოღალატედ გამოაცხადეს და
დაპატიმრება მოუნდომეს. ალკიბიადე პროტესტის ნიშნად სპარტის
მხარეს გადავიდა. მისი დახმარებით სპარტამ რამდენიმე წარმატება
მოიპოვა. ალკიბიადე სპარტელებს ურჩევდა დეკელიის დაკავებას,
რომელიც ათენის ჩრდილოეთით მდებარეობდა და აკონტროლებდა გზას
კუნძულ ევბეასკენ. სპარტამ იქ ძვ.წ. 413 წელს გარნიზონი ჩააყენა და
ხშირი თავდასხმების მუდმივ საშიშროებად ექცა ატიკას.
ძვ.წ.411 წელს ათენში გადატრიალება მოხდა. ხელისუფლება ხელში
ჩაიგდეს ოლიგარქებმა, რომელსაც მეთაურობდა ანტიფონე. მათ სურდათ
სოლონამდელი წესრიგის აღდგენა, თუმცა მათ დაკარგეს ავტორიტეტი და
დემოკრატებმა დახმარება სთხოვეს ალკიბიადეს. ძვ.წ.410 წელს იგი
ჩაუდგა ათენელთა ფლოტს , დაამარცხა სპარტელები და ტრიუმფით
შევიდა ათენში და აღადგინა დემოკრატიული მმართველობა. ძვ.წ.406
წელს ხაზინის შევსების მიზნით ალკიბიადე ჩრდილოეთში გაემგზავრა,
სადაც ნოტიოსის კონცხთან შეხვდა სპარტის ფლოტს. ბრძოლაში
ათენელები დამარცდნენ და ალკიბიადეს მარცხი დანაშაულად
ჩაუთვალეს, რის გამოც მან მეორედ დატოვა ათენი და სამუდამოდ
გადასახლდა ქერსონესში.
ამის შემდეგ ომი სპარტელთა უპირატესობით წარიმართა და
საბოლოოდ ძვ.წ.404 წელს ათენი დათანხმდა მოლაპარაკებაზე. სპარტამ
საზავო ხელშეკრულება ასე ჩამოაყალიბა: დაშლილად გამოაცხადა ათენის
საზღვაო კავშირი, ათენი უნდა შესულიყო პელოპონესის კავშირში და
დამორჩილებოდა მის ყოველგვარ მოთხოვნას, ეკრძალებოდა სამხედრო
ფლოტის ყოლა, უნდა გადაეხადა კონტრიბუცია. პელოპონესის ომი
დასრულდა სპარტას გამარჯვებით. ათენში დამყარდა ოლიგარქიული
მმართველობა, მათ უნდა აერჩიათ 30 კაციანი ოლიგარქოსთა კომისია.
მათ მმართველობას ათენში ,,ოცდაათის ტირანია’’ ეწოდა, თუმცა ის
მხოლოდ რვა თვეს გაგრძელდა. ძვ.წ.403 წელს ათენში აღდგა
დემოკრატიული მმართველობა, იმ პირობით, რომ ის უნდა
დარჩენილიყო პელოპონესის კავშირშ.
პელოპონესის ომი დამანგრეველ აღმოჩნდა მთელი
საბერძნეთისთვის. Კპარტის ოლიგარქიულმა სახელმწიფომ ხელი შეუწყო
საბერძნეთის დაქუცმაცებას, სამაგიეროდ გაძლიერდა საბერძნეთის
ჩრდილოეთით მაკედონიის სამეფო, რომლის მეფემ, ფილიპემ მოახერხა
ერთიანი ბერძნულ-მაკედონური სახელმწიფოს შექმნა.

10. მაკედონიის გაძლიერება.ფილიპე II


მაკედონია მდებარეობდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის
ჩრდილოეთ ნაწილში. სამხრეთით ესაზღვრებოდა თრაკიას, დასავლეთით
ილირიას. საბერძნეთს უკავშირდებოდა თესალიის გზით. ანტიკურ
ავტორებს მტკიცედ სწამდათ,რომ მაკედონელები იყვნენ ბარბაროსები,
მაგრამ მათი სამეფო წარმომავლობა იყო ელინური. მაკედონია
განსხვავებული ტომებით იყო დასახლებული. მის ეკომიკურ ცხოვრებაში
მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბერძნები. ძვ.წ. VII-VI საუკუნის
მაკედონიას ბევრი საერთო ჰქონდათ ჰომეროსის ეპოქასთან. საოცრად
შენელებული იყო პოლიტიკური და ეკონომიკური ტემპი. ტომებს
სათავეში ედგნენ ბელადები, რომლებიც გვარის წარჩინებულებთან ერთად
ქმნიდნენ საბჭოებს, გეტაირებს.
ძვ.წ. V საუკუნეში ტომთა ბელადებს შორის დაწინაურდა
არგეადების გვარი, რომელიც აქტიურად დაიწყებს ბატონობის
გავრცელებას მეზობელ ტომებზე. ამ დინასტიის პირველი დიდი მეფე იყო
ალექსანდრე I (ძვ.წ.495-450 წწ.), რომლის დროსაც მოხდა ტომთა დიდი
ნაწილის გაერთიანება. ანტიკური ავტორები მას ,,ფინელინს’’
უწოდებდნენ. ალესანდრეს მეფობაში მაკედონიას პირველად დაუწყია
მონეტის მოჭრა, რასაც ნუმიზმატიკური მასალაც ადასტურებს.
მაკედონიის ამაღლებისთვის უფრო მეტი გაუკეთებია არქალეოს I-ს. მან
მრავალი რეფორმა გაატარა, გაიყვანა გზები, ააგო ციხე-სიმაგრეები,
მოაწესრიგა სამხედრო საქმე. დედაქალაქი ეგადან, რომელიც მაღლობზე
მდებარეობდა გადაუტანია ბარში და ახალი დედაქალაქი პელა
დაუარსებია. ათენთან მეგობრული ურთიერთობა დაუმყარებია და მათი
დახმარებით ჩაუხშია რამდენიმე აჯანყება მაკედონურ ქალაქებში.ძვ.წ.399
წელს არქალეოსი მოუკლავთ და რამდენიმე წლის განმავლობაში
მაკედონია მღელვარებას მოუცავს, უმთავრესად ტახტის გარშემო
ბრძოლის გამო.
ძვ.წ.359 წელს მაკედონიის მბრძანებელი გახდება ფილიპე II. ის
აქტიურ საგარეო პოლიტიკას დაიწყებს. ძვ.წ.358 წელს მახვილს
ილირიისკენ მიმართავს და შემოიმტკიცებს მაკედონიის საზღვრებს. ასევე
აიღეს ქალაქ ამფიოპოლის, რითაც გზა გაეხსნება ზღვაზე და მის
მიმდებარე ტერიტორიებზე. ფილიპესთვის ნათელი იყო, რომ
პოლიტიკურ ძლიერებას განაპირობებს ეკონომიკური სიძლიერე. ამ
მიძნით ის დაიწყებს ოქროს მონეტების-სტრატერების მოჭრას.
მაკედონიის სამეფოს ძლიერების საფუძველი გახდა სამხედრო
რეფორმა. ფილიპემ ბრძოლის ველზე გამოიყვანა ახალი შენაერთი,
ქვეითები ეწყობოდნენ საბრძოლო ერთეულებად - ფალანგებად,რამაც
სერიოზული ცვლილებები მოახდინა სამხედრო ხელოვნებაში. ეს წყობა
ფილიპეს არ გამოუგონია, ის ბერძნების მიერაა შექმნილი, მაგრამ
ფილიპემ ის უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა და უმრისხანე ძალად
გარდაქმნა. ფალანგა უფრო შეამჭიდროვა და ის იმდენად მტკიცედ იყო
რეორგანიზებული, რომ შეეძლო ნებისმიერი თავდასხმის მოგერიება.
ფალანგის ნაკლი იყო ის, რომ მას მთელი ძალით მოქმეედება შეეძლო
მხოლოდ ვაკეზე, მთაგორიან ადგილებში კი მისი ბრძოლისუნარიანობა
ეცემოდა.
ფილიპეს ტალანტის წყალობით მაკედონიამ ისეთი ნახტომი
გააკეთა, რომლითაც გაუსწრო არა მარტო გვაროვნულ სტადიაზე მდგომ
ბალკანურ ტომებს, არამედ ბერძნულ პოლისებსაც კი. მის საგარეო
პოლიტიკის წარმატებას განსაზღვრავდა ეგეოსის ზღვაზე ფეხის მოკიდება
და იქ ძლიერი დასაყრდენი ბაზის შექმნა.
საბერძნეთის კრიზისი მაკედონიას უადვილებდა საკუთარი
მიზნების განხორციელებას. ფილიპემ კარგად გამოიყენა შუა საბერძნეთში
წარმოქმნილი დაპირისპირება თებესა და ფოკიდას შორის, სადაც
ფოკიდას მხარს უერდა ფილიპე და მის დახმარებით ათენი დამარცხდა და
დაკარგა ყველაფერი ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ქერსონესის
გარდა.
ფილიპე II საბერძნეტს გაბატონებას ისახავდა მიზნად, ხოლო ათენი
ცდილობდა თავისი დამოუკიდებლობის დაცვას, რის გამოც ძვ.წ.338
წელს ბრძოლა მოხდა ქერონიასთან, სადაც ბერძენთა კოალიხია სრულიად
განადგურდა.ხოლო ფილიპე ელადის მპყრობელი გახდა. ძვ.წ. 337 წელს
ფილიპემ ჰეგემონობის განმტკიცებისა და ახალი გეგმების პოპულარობის
მიზნით კორინთოში მოიწვია ,,საერთო კრება’’, რომელიც კორინთოს
კონგრესის სახელითაა ცნობილი. მასში ყველა ბერძნული ქალაქი იღებდა
მონაწილეობას, სპარტას გარდა. კონგრესის თანახმად შეიქმნა ელინური
პოლისების კავშირი მაკედონიის მეთაურობით, რომელსაც ომი უნდა
ეწარმოებინა სპარსეთის წინააღმდეგ. თუმცა განგებამ ფილიპე ჩამოაშორა
ამ ლაშქრობას. ის საკუთარი ქალიშვილის ქორწილში საკუთარმა დაცვის
წევრებმა მოკლეს, რის შემდეგაც მაკედონიის მეფე გახდა 20 წლის
ალექსანდრე.
11. ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლური
ლაშქრობა
ძვ.წ.336 წელს მაკედონიის არმიამ მაკედონიის მეფედ გამოაცხადა 20
წლის ალექსანდრე, რომელსაც ისტორიამ დიდი საქმეებს შესრულების
გამო დიდი უწოდა. მაკედონიის ახალგაზრდა მეფემ ბერძნულ-
მაკედონური ერთიანობის საფუძველზე წამოაყენა მსოფლიო მონარქიის
შექმნის იდეა.
ძვ.წ.334 წელს ძველი მსოფლიოს ისტორიაში ახალი ექოპა დაიწყო.
ბერძენ-მაკედონელთა არმიამ, ალექსანდრე მეთაურობით, ჰელოსპონტი
გადალახა და სპარსეთის იმპერიში შეიჭრა. ამ დროს აქამენიდთა მეფე იყო
დარიოს III, რომელიც საკმაოდ ზერელედ ერკვეოდა სახელმწიფო
საქმეებში, მაშინ, როდესაც მათ წინააღმდეგ ბერძნულ-მაკედონური
აგრესია მზადდებოდა, აზრადაც არ მოსვლიათ რაიმე სიახლის გატარება.
სპარსელები უპირატესობას ანიჭებდნენ რიცხობრივ ოდენობას, რაც
ბევრად აღემატებოდა ალესანდრეს არმიის ძალებს.სპარსელების მხარეს
იბრძოდა ასევე 20 000 ბერძენი მოქირავნე.
პირველი ნაბიჯები,რომელიც ალექსანდრემ აზიაში გადადგა იყო
ტროას მონახულება. ანტიკური მწერლების გადმოცემით ეს გამოწვეული
იყო ჰომეროსის სიყვარულითა და აქილევსის თაყვანისცემით.მან
მსხვერპლი შეწირა ტროას ომში ბერძენთა მფარველ ღვთაებას- ათენას.
ოქროს გვირგვინებით შეამკო აქილევსისა და პატროკლეს საფლავები.
ამასთანავე ალექსანდრე ცდილობდა მცირეაზიელი ბერძნების
გადმობირებას, თუმცა ისინი თავს იკავებდნენ,ამის მიზეზი იყო
ეკონომიკური ინტერესები, რომელიც აგებული ჰქონდათ აქამენიდებთან
ურთიერთობაზე.
ბერძენთა-მაკედონელთა და სპარსელთა პირველი შეხვედრა
გაიმართა ძვ.წ.334 წელს ზაფხულში მდინარე გრანიკოს ნაპირზე.
ალექსანდრეს არმიის მარცხენა ფლანგს მეთაურობდა გამოცდილი
სარდალი პარმენიონი, რომელიც ურჩევდა ალექსანდრეს თავი შეეკავებინა
ბრძოლაში ჩაბმისაგან, რადგან სპარსელებს უკეთესი პოზიციები ეკავათ.
Კაგრამ მეფემ გადაწყვიტა არ შეეცვალა აზრი და პირველსავე ბრძოლაში
გასაოცარი გმირობა გამოავლინა. Კპარსელებმა ბრძოლის ველი
დამარცხებულებმა დატოვეს. Კირველი გამარჯვების შემდეგ ალექსანდრეს
ხელში გადავიდა ჰელოსპონტის ფრიგია. Კრანიკოს შემდეგ ალექსანდრემ
უბძოლველად დაიკავა ეფესო, სადაც გააუქმა ოლიგარქიული
მმართველობა და დაამყარა დემოკრატია. ასევე ის ქალაქებიც,რომელიც
ნებაყოფლობით აღიარებდნენ ალექსანდრეს ხელისუფლება, ამყარებდა
დემოკრატიულ წყობილებას.
ალექსანდრემ უბრძოლველად დაიკავა ლიკია და პაფლაგონია.
Კისიდიის გავლით შევიდა ფრიგიაში. გორდიონში მას შეუერთდნენ
ახალი ძალები,რომლებიც შვებულებაში იყვნენ. გორდიონთან არის
დაკავშირებული ,,გორდიონის კვანძის’’ გახსნა. ფრიგიის მეფეთა
სასახლეში იდგა კვანძთ შეკრული ეტლი, გადმოცემით ვინც ამ კვანძს
გახსნიდა ის დაიპყრობდა აზიას. ალექსანდრემ ვერ გახსნა კვანძი, მაგრამ
ის მახვილით გაჭრა, რითაც თანამებრძოლებს აუწყებდა,რომ მისი მიზანი
იყო აზიის დაპყრობა.
მილეტის დაპყრობის შემდეგ ალექსანდრე მოწყდა ზღვას და მთელი
ყურადღება ხმელეთზე გადაიტანა. ამით ისარგებლა მოქირავნეთა
მეთაურმა - მემნონმა და დაიწყო ეგეოსის ზღვის სანაპიროების
დალაშქრვა, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა. დარიოსს იმედი
ჰქონდა, რომ ბრძოლის ასპარეზს ევროპაში გადაიტანდა, თუმცა სარდლის
სიკვდილმა გეგმები ჩაუშალა.
ფრიგიიდან ალექსანდრე გაემართა კილიკიისკენ, რომლის
დაპყრობითაც ალექსანდრემ დაამტავრა აღმოსავლური ლაშქრობის
პირველი ეტაპი - მცირე აზიაში დამყარდა ალექსანდრეს ბატონობა.
მეორე ბრძოლა სპარსელებთან გაიმართა ძვ.წ.333 წელს ისოსის
მახლობლად, ბრძოლის ადგილი მაკედონურ სარდლობას წინასწარ
ჰქონდა განსაზღვრული. ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა.
ალექსანდრეს სტრატეგიის წყალობით მეომრებმა ადვილად დაძლიეს
რიცხობრივი უპირატესობა. დარიოსის ბანაკი მთლიანად ალექსანდრეს
ხელში გადავიდა, მათ შორის დარიოსის ოჯახის წევრებიც, რომელთაც
ალექსანდრემ დაუბრუნა ქონება და გაუზარდა მსახურთა
რიცხვი.ალექსანდრემ დაიკავა ფინიკიური ქალაქებიც,რითაც სპარსელებს
უკანასკნელი დასაყრდენი გამოაცალა ხმელთაშუა ზღვაში.
ალექსანდრეს ლაშქრობის მიმართულებამ სამხრეთით გადაინაცვლა.
ის,როგორც განმათავისუფლებელი ისე მიიღეს ეგვიპტეში და ფარაონის
მემკვიდრედ გამოაცხადეს. ალექსანდრე გაემგზავრა ასევე სივას ოაზისში,
სადაც ეგვიპტელტა უზენაესი ღვთაების- ამონის ქურუმი იმყოფებოდა.
ამონის ქურუმმა ალექსანდრე ამონის შვილად შერაცხა, რაც ღმერთად
გამოცხადებას ნიშნავდა. ნილოსის დელტაში მან დაარსა ქალაქი,
რომელსაც თავისი სახელი უწოდა. ეგვიპტიდან დაბრუნდა ფინიკიაში და
ცოლად შეირთო სპარსი დიდებულის არტაბაზის ასული ბარსინა.
ალექსანდრე ფინიკიიდან აღმოსავლეთით დაიძრა და მიადგა
დარიოსის ბანაკს, სოფელ გავგამელასთან. ბრძოლა კვლავ ბერძენ-
მაკედონელთა უპირატესობით წარიმართა, დარიოსმა ბრძოლა
წაგებულად ჩათვალა და გაიქცა, რამაც სპარსთა არმია ხერხემალში
გადატეხა. ძვ.წ.331 გავგამელას ბრძოლის შემდეგ ალექსანდრე გახდა
აღმოსავლეთის ერთპიროვნული ლიდერი. ალექსანდრე დიდი ზეიმით
შევიდა ბაბილონში. აქამენიდებს ოთხი დედაქალაქი ჰქონდათ:
პერსეპოლისი, სუზა, ეკბატანა და ბაბილონი. ალესანდრემ ოთხივე
დაიმორჩილა, თუმცა მას განსაკუთრებით მოსწონდა პერსეპოლისი, სადაც
ოთხ თვეზე მეტხანს გაჩერდა. პერსეპოლისში დამთავრდა აღმოსავლეთის
ლაშქრობის პანელინური სულისკვეთება, ალექსანდრემ მოიხსნა ელინთა
რჩეულობის ნიღაბი და თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. მან უბრძანა
ბერძენ მოკავშირეებს, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ,რითაც
აგრძნობინა,რომ ის ლაშქრობას გააგრძელებდა, როგორც მაკედონიისა და
აზიის მეფე.
ალექსანდრეს თანამებრძოლებს აღარ სურდათ ომის გაგრძელება,
მობეზრდათ გაუთავებელი ომები და მოენატრათ მშვიდი ცხოვრება.
ალექსანდრე თანდათან შორდებოდა თავდაპირველ თანამებრძოლებს და
გარშემო სპარსელებს იკრებდა. ალექსანდრეს არმიაში ოპოზიციის
არსებობა აშკარა იყო, მაგრამ ეპიზოდური გამოსვლები საერთო სურათს
ვერ ცვლიდა, მეფე შეუდრეკლად ემსახურებოდა თავის იდეას.
ძვ.წ. 327 წელს ალექსანდრემ ინდოეთისკენ გაილაშქრა. ინდოეთი
მიჩნეული იყო სამყაროს დასასრულად, მაგრამ ინდოეთში შესვლისას
აღმოჩნდა,რომ მათი ცოდნა მცდარი იყო. ალექსანდრე შევიდა მდინარე
ჰიდასპეს სანაპიროზე, სადაც იყო პოროსის სამეფო. ბრძოლა გაიმართა
ძვ.წ. 326 წელს, სადაც ალექსანდრემ გაიმარჯვა, მეფე პოროსი ტყვედ
ჩავარდა. ინდის სანაპიროების დამორჩილების შემდეგ ალექსანდრემ
გადაწყვიტა ლაშქრობა მდინარე განგის ნაპირებისკენ, მაგრამ იგი შეხვდა
დაბრკოლებას თავისი მეომრების სახით. არმიამ უარი განაცხადა
ლაშქრობის გაგრძელებაზე. Კეფე იძულებული გახდა ძვ.წ. 326 წლის
ბოლოს აღმოსავლური ლაშქრობა დამთავრებულად გამოეცხადებინა.

12. ელინისტური სახელმწიფოები


13. კლასიკური პერიოდის ბერძნული კულტურა

You might also like