Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 13

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის


ისტორიის საბაკალავრო პროგრამის II სემესტრის
სტუდენტ მარიამ ღონღაძის რეფერატი თემაზე:
ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება:
ქართველური ენები
ლექტორი:რუსუდან ასათიანი
სემინარის ხელმძღვანელი: ქეთევან ჭილაია

თბილისი
2024

1
სარჩევი
1. შესავალი-------------------------------------------- გვ.3
2. ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების
წარმოშობა და მისი კვლევის საგანი-------------- გვ.3
3. პროსპექტული და რეტროსპექტული კვლევა--- გვ.5
4. გლოტოქრონოლოგიური და ლექსიკოსტატიკური
კვლევა---------------------------------------------- გვ.6
5. ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია------------ გვ.7
6. იბერულ-კავკასური ენათა ოჯახი-----------------გვ.8
7. ქართველური ენები---------------------------------გვ.8
8. დასკვნა---------------------------------------------- გვ.10
9. ბიბლიოგრაფია------------------------------------ გვ.11

2
შესავალი
ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება უმნიშვნელოვანესი დარგია
ენათმეცნიერების ისტორიაში. ის შედარებითია იმიტომ, რომ იგი შეისწავლის
მონათესავე ენების განვითარების გზებს მათი შედარების საფუძველზე. ხოლო
ისტორიული იმიტომ, რომ ენათა შედარებისას გათვალისწინებულ უნდა იყოს მათი
ისტორიული განვითარების გზა, ენათა მდგომარეობა მათი შექმნის ადრეულ ეტაპზე.
ის იკვლევს, როგორც ავღნიშნეთ, მონათესავე ენების განვითარების გზებს შედარების
მეთოდით,თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მიაჩნდათ,რომ ის მხოლოდ
ინდოევროპული ენებისთვის იყო გამოსადეგი. მაგრამ ენათმეცნიერების
განვითარებამ სრულიად სხვა რამ გვიჩვენა. ისტორიულ-შედარებითი მეთოდით
დღეს ყველა ენის გამოკვლევა შესაძლებელი. მათ შორისაა იბერულ-კავკასიური
ენებიც,რომელთაც ეკუთვნის ქართველური ენები.ისინი უძველესი დროიდან
არსებობენ და მათ განვითარების ხანგრძლივი ისტორია აქვთ. უფრო დაწვრილებით
მათ შესახებ ქვემოთ გვექნება საუბარი.

ამ რეფერატის მიზანია, რომ გავეცნოთ ისტორიულ-შედარებითი მეთოდის


ჩამოყალიბებას,მისი კვლევის მეთოდებს და ენათა გენეალოგიურ კლასიფიკაციას.
ასევე განვიხილოთ ქართველური ენები, მათი წარმოშობა, ინფორმაცია იმის შესახებ
თუ როდის გავრცელდა თითოული მათგანი და განვითარების რა გზა განვლო.
რეფერატში მოყვანილი იქნება სხვადასხვა ენათმეცნიერებისა და მკვლევარების
მოსაზრებები მოცემულ საკითხებზე.

ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების
წარმოშობა და მისი კვლევის საგანი

ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება 150-წელზე მეტია არსებობს. მისი


შექმნა ახალი ეტაპი იყო ენათმეცნიერების განვითარების ისტორიაში. ამ მეთოდის

3
ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა იმ გარემოებამ, რომ მეცნიერებისთვის
ხელმისაწვდომი გახდა სანსკრიტი. საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო აღმოჩენილი
ინდოევროპულ ენათა მასალა, რომელთა პირველი შედარებები ემყარებოდა
სემანტიკურ და ფონეტიკურ მსგავსებებს, ფორმათა ისტორიული ანალიზის
გაუთვალისწინებლად.

XIX საუკუნეში თითქმის ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში გამოქვეყნდა


ნაშრომები,რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ისტორიულ-შედარებით
ენათმეცნიერებას. ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების ფუძემდებლები არიან:
ფ.ბოპი, რ.რასკი, ი.გრიმი, რომელთაც მთავარ ამოცანად მიაჩნდათ
ბგერათშესატყვისობისა და ფონეტიკური კანონზომიერების დადგენა.
ინდოევროპული ენების ერთ ოჯახში გაერთიანება შესაძლებელი გახდა ფონეტიკური
კანონზომიერების დადგენით.თავდაპირველად ამ მეთოდით მხოლოდ
ინდოევროპულ ენებს იკვლევდნენ, თუმცა მოგვიანებით სხვა ენებისთვისაც
გამოიყენებოდა. (ახვლედიანი, 1972)

ისტორიულ-შედარებითი მეთოდი გამოიყენება მხოლოდ მონათესავე ენების


მიმართ, მათი ევოლუციის გათვალისწინების მიზნით. მონათესავეა ისეთი ენები,
რომლებიც ერთი საერთო წინაპარი ენიდან არიან წარმოშობილი. ამგვარ წინაპარ ენებს
ფუძეენა ეწოდება. მაგალითად: ქართული, მეგრული, ჭანური და სვანური მონათესავე
ენებია, რადგან ერთი ფუძეენიდან არიან მიღებული, რომელსაც ჩვენ პირობითად
ქართველურ ენას ვუწოდებთ, თუმცა დღეს ის ცოცხალი აღარ არის, რადგან როდესაც
ის არსებობდა ძვ.წ.IV-III ათასწლეულებში დამწერლობა არ იყო. (ნებიერიძე, 2003)

ენათა ისტორიულ-შედარებითი ანალიზის დროს სრულიად არ არის საკმარისი


რეგულარული სინქრონიული შეფარდებების დადგენა ბგერებს შორის. ის
აუცილებელ ეტაპს წარმოადგენს,თუმცა შემდგომ უნდა მოხდეს მათი დიაქრონული
ინტერპრეტაცია, როგორც ფონოლოგიური, ისე სემანტიკური თვალსაზრისით. თუ
ბგერათშესტყვისობები მონათესავე ენებში სწორადაა დადგენილი, მაშინ ჩვენ

4
შეგვიძლიაამოსავალი ფორმების აღდგენაც ე.ი. არქაული ფორმების რეკონსტრუქცია,
რომლებიც ფუძეენაში გვქონდა (ნებიერიძე, 2003).

მონათესავე ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი გულისხმობს მხოლოდ


გარკვეული სახის ლექსიკის რეკონსტრუქციას ე.ი. მიახლოებით იმის დადგენას, თუ
როგორი სიტყვები გვქონდა ამა თუ იმ ფუძეენაში. ხოლო ფუძეენის რეკონსტრუქცია
გულისხმობს ლექსიკის გარდა, ფონოლოგიური და გრამატიკული სისტემების
მიახლოებით განსაზღვრას მონათესავე ენებში წარმოდგენილი რეგულარული
შეფარდებების საფუძველზე (ნებიერიძე, 2003).

პროსპექტული და რეტროსპექტული
კვლევა
ბუნებრივი ენა, როგორც დროში ცვალებადი ფენომენია, ამიტომ ის
შესაძლებელია განხილული და შესწავლილი იყოს დიაქრონიული
თვალსაზრისით,რაც გულისხმობს ენის სხვადასხვა დონის დროში მიმდინარე
ცვლილებათა თანმიმდევრულ აღწერასა და ანალიზს (გამყრელიძე, 2008).

ისტორიულ-შედარებითი მეთოდიც დიაქრონიული ენათმეცნიერებას


ეკუთვნის და ის ენათა ისტორიიას იკვლევს ორგვარად:

1. პროსპექტულად - ანუ დროის მოძრაობის მიმართულებით ე.ი. ისტორიიდან


თანამედროვეობისკენ. პროსპექტული კვლევის დროს ერთი და იმავე ენის ორ ან მეტ
სინქრონულ მდგომარეობას ერთმანეთს უდარებენ და ამ გზით არკვევენ მოცემული
ენის განვითარების ისტორიას. ასევე იკვლევს იმას, თუ როგორ, რა წესების მიხედვით
გადადის ენის ერთი სინქრონული მდგომარეობა მეორე სინქრონულ მდგომარეობაში.

5
მაგრამ პროსპექტული ენათმეცნიერებით ვიკვლევთ მხოლოდ ხანგრძლივი
სალიტერატურო ტრადიციების მქონე ენებს, მაგრამ ამ გზით ვერ ვიკვლევთ
უმწერლობო ან ისეთ ენებს, რომლებსაც ახლადშექმნილი დამწერლობა აქვთ.
(ნებიერიძე, 2003)

2. რეტროსპექტულად - ანუ დროის საწინააღმდეგო მიმართულებით ე.ი


თანამედროვეობიდან ისტორიისკენ. იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება ღრმად შევიჭრათ
ენათა განვითარების ისტორიაში. წინარეენობრივი სისტემის რეკონსტრუქცია ხდება
ისტორიულად დადასტურებული მონათესავე ენების ურთიერთშედარების
საფუძველზე და ერთი ენობრივი მდგომარეობიდან მეორე, უფრო ადრინდელი
მდგომარეობისაკენ რეტროსპექტული გზით თითოეული მდგომარეობის
ტოპოლოგიური ვერიფიკაციის შედეგად. ასეთი რეტროსპექტული სვლა
გაგრძელდება მანამდე, სანამ მიღწეული არ იქნება ის ენობრივი მდგომარეობა ,
რომლიდანაც შეიძლება გამოყვანილი იქნეს ყველა ისტორიულად დამოწმებული
მონათესავე ენათა სისტემა ტოპოლოგიურად მისაღები და თანმიმდევრული
ტრანსფორმაციების გარკვეული სიმრავლის დაშვებით (გამყრელიძე, 2008).

გროტოქრონოლოგიური და
ლექსიკოსტატისტიკური კვლევა
მონათესავე ენათა შესწავლას სარწმუნოებას მატებს
გროტოქრონოლოგიური და ლექსიკოსტატისტიკური კვლევა.
ლექსიკოსტატისტიკური კვლევა გულისხმობს ლექსიკონზე დაყრდნობით და

6
მათემატიკური მეთოდების გამოყენებით იმის დადგენას, თუ რამდენად არის
ერთმანეთს დაშორებული დროში ორი მონათესავე ენა. ლექსიკოსტატისტიკური
მონაცემების გამოყენებას ჯერ კიდევ XX საუკუნის 20-იან წლებში იწყებენ.

ხოლო როდეაც ხდება მონათესავე ენების წყვილების შედარება და


გენეალოგიური ხის თითოეული კვანძისათვის დროში სიღრმის განსაზღვრა, რითაც
იმავდროულად ირკვევა ურთიერთმიმართება ამ კვანძებს შორის ეს
გლოტოქრონოლოგიური კვლევის სფეროს წარმოადგენს, რომელიც შეიმუშავა მორის
სვოდეშმა მე-20 საუკუნის 50-იან წლებში. გლოტოქრონოლოგია არის დიაქრონიული
ენათმეცნიერების შედარებით ახალი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ხდება ენობრივი
ცვლილებებისა და ენობრივი დივერგენციის თარიღების დადგენა. (გამყრელიძე, 2008)

ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია


ისტორიულ-შედარებითი მეთოდი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს
ენათა გენეალოგიურ კლასიფიკაციას. ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია მიზნად
ისახავს ენათა ცალკეული ჯგუფების გამოყოფას მათი საერთო წარმომავლობის
მიხედვით. მსოფლიოს ენათა დაჯგუფებას, ჩვეულებრივ, სწორედ გენეტიკური ნიშნის
მიხედვით ახდენენ. თუკი ენებს დავაჯგუფებთ მათი ნათესაობის პრინციპის
მიხედვით, მივიღებთ ენათა გენეალოგიურ კლასიფიკაციას. მსოფლიოშია არსებული
ენები შეიძლება დავაჯგუფოდ ოჯახებად, რომელშიც მეტ-ნაკლებად შედიან
მონათესავე ენები. გამოიყოფა შემდეგი ენათა ოჯახები: 1.ინდოევროპული, 2.
სემიტური, 3. ფინურ-უნგრული, 4. თურქული, 5.კავკასიური , 6. მონღოლურული და
სხვა (ახვლედიანი, 1972). ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება
ბგერათშესატყვისობათა დადგენის გზით ამტკიცებს ენათა ნათესაობას. მისთვის
მნიშვნელობა არ აქვს ნასესხებ და ხმაბაძვით სიტყვებს. ქართულში, მაგალითად

7
ბევრია სპარსული, არაბული, თურქული და სხვა სიტყვები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ქართული მონათესავეა სპარსული, თურქული, არაბული ენების, ასე რომ იყოს
ქართული უამრავი სხვადასხვა ენის მონათესავე აღმოჩნდებოდა (ნებიერიძე, 2003).

იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახი


იბერიულ-კავკასიური ენები მონათესავე ენების წყებაა კავკასიაში. ამჟამად ეს
ენები - ბასკურის გარდა - მხოლოდ კავკასიში გვხვდება, ისტორიულად კი ხეთურ-
იბერიულ ენათა ოჯახის გადმონაშთს წარმოადგენს. ეს არის კავკასიის ის ენები,
რომლებიც იბერიულ ანუ ქართველურ ენებს ენათესავება. იბერიულ-კავკასიური
ენები ოთხი ჯგუფისგან შედგება:

1. ქართველური ანუ იბერიული

2. აფხაზურ-ადიღეური

3. ქისტურ-ბაცბური

4. დაღესტნური

ამჟამად 32 ენობრივი ერთეულია. ამათგან 12 სადამწერლობოა, ხოლო 20


უდამწერლობო (ჩიქობავა, 2015).

ქართველური ენები
ქართველური ენებია: ქართული, ზანური და სვანური. ამათგან ქართული ენა
სალიტერატუროც არის და დიალექტის სახითაცაა წარმოდგენილი. ზანური და
სვანური უმწერლობო ენებია. ქართული სალიტერატურო ენა ყველა ქართველი ტომის
მწიგნობრობის ენა იყო ისტორიულადაც და ამჟამადაც. არც აფხაზებს, არც სვანებს, არც
მეგრელებსა და არც ჭანებს სხვა სამწერლობო ენა არ ჰქონიათ. ქართული სამწერლობო

8
ენას ძეგლებში დადასტურებული თხუთმეტ საუკუნოვანი ისტორია მოეპოვება.
ქართული დამწერლობის ყველაზე ძველი ძეგლია წარწერა ბოლნისის სიონზე,
რომელიც Vს-ის დასასრულით თარიღდება.

ქართული სამწერლობო ენა ერთადერთი იბერიულ-კავკასიური ენაა,


რომელსაც დიდი ხნის ძეგლებში დამოწმებული ისტორია მოეპოვება. სხვა იბერიულ-
კავკასიურ ენათა დოკუმენტაცია მე-18 საუკუნის იქით არ მიდის. ამ მხრივ ქართული
ენის მონაცემებს ძვირფასი საკონტროლო საშუალების როლო ენიჭება იბერიულ-
კავკასიურ ენათა ისტორიულ-შედარებითი შესწავლის პროცესში.

ქართული ენა მდიდარია კილოებით. ესენია: ქართულ-მესხურ-ჯავახური,


კახური, მთიულური, მოხეური, თუშური, ფშაური, ხევსურული,გურული,აჭარული,
იმერული,რაჭული და ლეჩხუმური. საქართველოს ფარგლებს გარეთ: ინგილოური,
იმერხეული, ფერეიდნული.

ქართველური ენებიდან სვანურის გამოთიშვა ძვ.წ.X საუკუნეში უნდა


მომხდარიყო. ამის შემდეგ ქართულ-ზანური ერთიანად მოიხსენიება. ძვ.წ.VIII
საუკუნეში უნდა მომხდარიყო ზანურის დიფერენციაცია ორ კილოდ (მეგრულად და
ლაზურად). ამჟამად ზანური გათიშულია მეგრულად და ლაზურად, რომელთაგანაც
ცალკე გამოიყოფა კილოები. მეგრული კილოკავებია: სენაკური და ზუგდიდურ-
სამურზაყანული. ლაზური იგივე ჭანური კილოვაკებია: ხოფური, ვიწურ-არქაული და
ათინური.

სვანური ენა ოთხი კილოსაგან შედგება: ბალზემოური,ბალქვემოური,ლაშხური


და ლენტეხური. პირველი ორი ინგურის ხეობაში, ხოლო დანარჩენი ორი ცხენისწყლის
მიდამოებშია გავრცელებული. სვანური ენის დიალექტები ერთმანეთისგან დიდად
განსხვავდება, რაც პირველ რიგში, ფონეტიკაში იგრძნობა, შემდეგ მოდის სხვაობა
ბრუნება-უღლებასა და ლექსიკაში. სვანურ ენას ქართველურ ენათა ისტორიის
თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. (ჩიქობავა, 2015)

9
დასკვნა
ამრიგად ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება მნიშვნელოვან როლს
თამაშობს ენათა ისტორიის კვლევაში. ის ენას სხვადასხვა კვლევის მეთოდების
მეშვეობით იკვლევს, მაგალითად როგორიცაა პროსპექტული და რეტროსპექტული
მეთოდი, გლოტოქრონოლოგიური და ლექსიკოსტატისტიკური მეთოდი. მათი
საშუალებით ხდება ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია და ოჯახებად დაყოფა. ჩვენ
განვიხილეთ ერთ-ერთი იბერულ-კავკასიური ოჯახი და მისი ქვეჯგუფი
ქართველური ენები, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოში,
რადგან ის ერთ-ერთ უძველეს ენას წარმოადგენს და მრავალსაუკუნოვანი
განვითარების ისტორია აქვს.

10
ბიბლიოგრაფია:
ახვლედიანი, გ. (1972). ენათმეცნიერების შესავლის საკითხები.
თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
გამყრელიძე, თ. (2008). თეორიული ენათმეცნიერების კურსი.
თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
ნებიერიძე, გ. (2003). ენათმეცნიერების შესავალი. თბილისი:
გამომცემლობა ნეკერი.
ჩიქობავა, ა. (2015). შრომები X. თბილისი: თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა.

11
12
13

You might also like