რეფერატი აკადემიურ წერაში

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის


საბაკალავრო პროგრამის I სემესტრის სტუდენტ მარიამ
ღონღაძის რეფერატი

ლექტორი:ნინო შარაშენიძე

სემინარის ხელმძღვანელი:ივანე მჭედელაძე

თბილისი

2024
ომი და მისი უარყოფითი შედეგები საზოგადოებასა და
სახელმწიფოზე
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ომს დიდი ზიანი მოაქვს ნებისმიერი ქვეყნისთის,
იღუპება ხალხი, ნადგურდება ეკონომიკა , ბინძურდება ეკოსისტემა და სხვა უამრავი
პრობლემა, რაც უარყოფით კვალს ტოვებს როგორც სახემწიფოზე, ისე ადამიანის
ცხოვრებაზე.ომის შედეგად სიკვდილი უბრალოდ ,,აისბერდის მწვერვალია“ აღნიშნავს ანა
აბაშიძე თავის ნაშრომში (აბაშიძე), რაც მართლაც რომ ასეა.ამ რეფერატის მიზანიც სწორედ
ისაა, რომ მიმოიხილოს სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მკვლევართა
თვალსაზრისები და ფართოდ გამოკვეთოს ის უარყოფითი შედეგები, რაც ომს ახლავს თან.

ომში განსაკუთრებით იტანჯებიან ქალები და ბავშვები. გასულ ათწლეულში


შეიარაღებულ კონფლიქტში დაღუპულ ბაცშვთა რიცხვმა ორ მილიონს მიაღწია, რამაც
მშვიდობიან მოსახლეობას ძლიერი ემოციური და ფსიქოლოგიური სტრესი მიაყენა.ეს
გამოწვეულია ტენდეციით, როდესაც მებრძოლეებმა მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნედ
ამოღება სტრატეგიულ მიზნად აქციეს (აბაზაძე, 2023). თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობის
ყველა მსხვერპლი არ არის პირდაპირი ძალადობის შედეგი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს
ომით გამოწვეული სიღარიბე, შიმშლი და სამედიცინო მომსახურების დეფიციტი.
მაგალითად სირიაში რუსული გამანადგურლები ისე ხშირად ბომბავდნენ საავადმყოფოებს,
რომ ჯანდაცვის სისტემა განადგურდა, რამაც ხელი შეუწყო სირიაში სიცოცხლის საშუალო
ხანგრძლივობის შემცირებას ოცი წლით. კონფლიქტი ასევე ამძაფრებს სასურსათო
დაუცველობას და ხშირად იწვევს ფასების ზრდას პროდუქტზე. სამხრეთ სუდანში, სადაც
2013 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, ერთი თეფში ლობიოს ღირებულება 348 აშშ
დოლარი გახადა, რის შედეგადაც მოსახლეობის უმრავლესობა შიმშლობდა (ომი და
მშვიდობიანი მოსახლეობა, 2023).

ომის კიდევ ერთი უარყოფითი შედეგია იძულებითი მიგრაცია. ბევრ ადამიანს უწევს
დატოვოს სახლი და საკუთარი რეგიონი თავისი სიცოცხლისა და ოჯახების
უსაფრთხოებისთვის და ქვეყნის შედარებით მშვიდობიან მხარეში გადავიდნენ ან დატოვონ
საკუთარი ქვეყნის საზღვრები.მაგალითად, როგორც თურქეთში გადასული სირიელი
ლტოლვილები. ისინი უსახლკაროები ხდებიან და ემუქრებათ პირდაპირი საფრთხე, რადგან
არ არიან დაცულნი საერთაშორისო სისტემის მხრიდან. ხშრად მათ მიმართ საზოგადოებასაც
ცუდი დამოკიდებულება აქვს ეთნიკური წარმომავლობის, რასის თუ რელიგიური
შეხედულებების საფუძველზე, რაც, რა თქმა უნდა, უარქოფითად მოქმედებს ადამიანზე
(აბულაძე, 2019).

გარდა ამისა, ომი დიდ ზიანს აყენებს გარემოს. სამხედრო ძალების მშენებლობა და
შენარჩუნება დიდი რაოდენობით რესურსების გამოყენებას გულისხმობს. სამხედრო
მანქანები , თვითფრინავები, გემები, შენობები და ინფრასტრუქტურა მოითხობს დიდ
ენერგიას, განსაკუთრებით კი ნავთობისა და სხვა ჩვეულებრივი თუ ძვირფასი ლითონების
გამოყენებას, რაც დიდი ზიანს აყენებს გარემოს. კვლევით დადასტურდა, რომ სამხედრო
ოპერაციების ადგილებში CO2-ის ემისია უფრო მეტია, ვიდრე მსოფლიოს ბევრ ქვეყნებში
ერთად. სამხედროები საჭიროებენ, აგრეთვე, ხმელეთისა და ზღვის ტერიტორიების
გამოყენებას ტესტირებებისა თუ წვრთვნისათვის, რაც მიწის ზედაპირის 1-6% მოიცავს. ეს
ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი სფეროები სამხედრო წვრთვნების შედეგად ნადგურდება,
ირღვევა ლანდშაფტი და ცოცხალი და არაცოცხალი არსებების ბალანსი, რა გამოწვეულია
ქიმიური იარაღების გამოყენების შედეგად (თოდაძე, 2022).

დღეს ყველა ეს უარყოფითი შედეგები გაანალიზებულია და თანამედროვე


საერთაშორისო სამართლის მიხედვით აკრძალულია არა მარტო ომის დაწყება, არამედ
ნებისმიერი სახის სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა ზომების გამოყენება ამა თუ
იმ სახელმწიფოს დაპყრობის ან მისი პოლიტიკური დაქვემდებარების მიზნით. ნიურბერგისა
და ტოკიოს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალების წესდებითა და გაეროს გენერალური
ანსამლბლეის რეზოლუციით ომის დაგეგმვა, მომზადება და გაჩაღება საერთაშორისო
დანაშაულად არის აღიარებული (სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-
ცნობარი, 2004).

მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლება დღეს ფართოდ იყენებს როგორც


შეიარაღებულ კონფლიქტს, ისე ჰიბრიდულ ომს პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად.
მისი მიზანია დაასუსტოს ნატო, ძირი გამოუთხაროს პროდასავლურ მთავრობებს,
მოახდინოს ტერიტორიების ანექსია და სხვა. ამ ყველაფრისთვის კი ერთ-ერთი მძლავრი
იარაღია საინფორმაციო საშუალებები, რომელსაც აქტიურად იყენებს რუსეთი დასავლეთის
ქვეყნებში, რათა პოლიტიკური ინტერესები კრემლის სასარგებლოდ წარმართოს (რა არის
ჰიბრიდული ომი და როგორ ვებრძოლოთ, თ. გ.). პუტინის ომმა უკრაინასთან ათასობით
ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენა მსოფლიოს
ეკონომიკას. ამიტომ ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რადიკალურად
შეეამცირონ ენერგომატარებლების იმპორტი რუსეთიდან და გააძლიერონ ევროპული
თავდაცვა. ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი, რამაც ხელი შეუწყო რუსეთის
ეკონომიკის 15%-ით შემცირებას,რუსული რუბლის ფასი განახევრდა და გაიზარდა
ინფლაცია (ომი უკრაინაში და მისი შედეგები ევროკავშირისთვის, 2022).

რუსეთის მიერ ჰიბრიდული საშუალებების გამოყენებამ ძირეულად შეცვალა


უსაფრთხოების არსებული ლანდშაფტი და ეჭვქვეშ დააყენა ნატოს და ევროკავშირის
ინსტიტუტები. ევროპული მომავლისათბის უმთავრესია ამ უსაფრთხოების გამოწვევების
დაძლევა. ამ საფრთხეების შეკავებისთვის საქართველომ და მისმა პარტნიორებმა უნდა
შეიმუშაონ სტრატეგიული მიდგომა მრავალი მიმართულებით:

-თავდაცვა და უსაფრთხოება

-ეკონომიკა,ვაჭრობა, და განვითარება

-ენერგეტიკის დივერსიფიკაცია და ენერგოუსაფრთხოება

-დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა

-სტრატეგიული კომუნიკაცია და საკომუნიკაციო სტრატეგიები

-განათლება და ხალხებს შორის ურთიერთობა.

ეს ყველაფერი კი გააუმჯობესებს საჯარო დისკუსიების ხარისხს ალიანსის


გაფართოების შესაძლო შედეგების თაობაზე (ჰიბრიდული ომი და ევრო-ატლანტიკური
სივრცის უსაფრთხოების ლანდშაფტის ცვლილება პოლიტიკური და ეკონომიკური
შედეგები)

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას,რომ ომი დიდ ზიანს აყენებს როგორც ინდივიდებს,
ისე ქვეყნებსაც. ამიტომ ის საერთაშორისო დანაშაულად არის აღუარემებული, მაგრამ ამის
მიუხედევად დღეს ეს პრობლემა მაინც გამოწვევად რჩება და მის აღმოსაფხვრელად საჭიროა
დამნაშავის დასჯა საერთო ძალებით, რომელიც დამყარებული იქნება არ შეიარაღებულ
კონფლიქტზე, არამედ დიპლომატიურ ურთიერთობებზე. ამით თავიდან ავირიდებთ
აგრესიას ქვეყნებს შორის და მსოფლიოშიც მშვიდობა დამყარდება.

Bibliography
აბაზაძე, ლ. (2023). რა ზიანი მოაქვს ომს. ეკონომიკა და ბიზნესი, 15-25.

აბაშიძე, ა. (n.d.). ომის გავლენა საზოგადოებაზე. თბილისი: ბაკურ სულაკაურის


გამომცემლობა.

აბულაძე, ნ. (2019). ომი და მიგრაცია. თბილისი: ინტელექტი.

თოდაძე, გ. (2022). ომი და გარემოება. თბილისი: მერიდიანი.

ომი და მშვიდობიანი მოსახლეობა. (2023). თანამედროვე გეოპოლიტიკის გამოწვევები, 67-69.

ომი უკრაინაში და მისი შედეგები ევროკავშირისთვის. (2022, მარტი 14). Retrieved from
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის
ბლოგი: https://www.eeas.europa.eu/taxonomy/term/400381_en

რა არის ჰიბრიდული ომი და როგორ ვებრძოლოთ. (n.d.). Retrieved from


https://knews.ge/?p=78451

სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი. (2004). Retrieved from სოციალურ


მეცნიერებათა ცენტრი: http://dictionary.css.ge/content/war

ჰიბრიდული ომი და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ლანდშაფტის ცვლილება


პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები. (n.d.). Retrieved from ) https://eprc.ge/wp-
content/uploads/2022/02/hybrid-warfare-report-geo_web.pdf

You might also like