New Microsoft Word Document (2)

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ბუნებრივი სამართლის თეორიის მორალური სირთულე

სექსუალობის მიმართებაში

გენდერული იდენტობა და სექსუალობა დღესდღეობით პოლიტიკურ და


ფილოსოფიურ დისკურსში ყველაზე აქტუალური თემაა.ცალსახად ცხადია მზარდი
პოზიტიური დმაოკიდებულება ლგბტ თემის მიმართ, რომელიც
ინდივიდუალიზმისა და პიროვნული თავისუფლების იდეებზე დგას, მაგრამ
ბუნებრივი სამართალის თეორიაში წარმოთქმული იდეები გენდერსა და
სექსუალობას სულ სხვანაირად აღწერს.რაც პრობლემატურ წინააღმდეგობასთან
მივდივართ, ბუნებრივი სამართალის მიხედვით არსებობს უზენაესი ობიექტური
მორალი, ადამიანის ბუნებაზე დაფუძნებული ობიექტური მორალური ნორმები,
რომლებიც შეიძლება ემსახურებოდეს სამართლიანი სამართლებრივი წესრიგის
საფუძველს. 1, მაგრამ ასეთ სამართალში ადგილი არ აქვს გენდერსა და
სექსუალობის მრავალფეროვან ფორმებს.
პირველ რიგში განვიხილოთ თომა აქვინელის შეხედულებები სექსუალობის
შესახებ, აქვინელმა იგი განიხილა ბუნებრივი სამართლის პრინციპების უფრო
ფართო კონტექსტში. ის ამტკიცებდა, რომ სექსუალური აქტივობა ემსახურება
გამრავლებას, ადამიანის სახეობის გაგრძელებას. მაშასადამე, სექსუალური
აქტივობა მორალურად დასაშვებად ითვლება, როდესაც ის ხდება ქორწინების
ფარგლებში და მიმართულია გამრავლებისკენ. აქვინელის აზრით, ნებისმიერი
სექსუალური აქტივობა ქორწინების მიღმა ან არა ორიენტირებული
შთამომავლობაზე, როგორიცაა მრუშობა ან ჩასახვის საწინააღმდეგო პრაქტიკა,
ჩაითვლება ბუნებრივი კანონის წინააღმდეგ წასვლა. 2ასეთი შეხედულება
სრულიად უარჰყოფს გენდერული და სექსუალური თავისუფლების
მრავალფეროვნების , არა მხოლოდ აღქმას , არამეს მის კანონის ფარგლებში
დადასტურებასაც კი ,მეტიც თომა აქვინელის მიხედვით უკანონო უნდა იყოს ასეთი
ბუნებითი ქმედება.ამ პრობლემის ისიც ამძაფრებს ,რომ მილიონობით
ადამიანების ცხოვრებაზე აქვს გავლენა. ადამიანების პირად ცხოვრებაში იჭრება
და ისეთ ინტიმურ საკითხებს სვამს კთხვის ნიშნის ქვეშ როგორიცაა იდენტობა და
თავისუფლება. ამ საკითხს მეორე თვალითაც შევიძლია შევხედოთ , მაგალითად
ჯუდით ბატლერის მიხედვით „სექსი“ , მსგავსად გენდერისაც სოციალურად
ფორმურილებური კატეგორიაა და არა ბუნებრივი. ბატლერი ამტკიცებს, რომ
სექსის ჩვენს გაგებას აყალიბებს კულტურული, სოციალური და ლინგვისტური
ძალები და რომ ბუნებრივი ფორმაციით შემოფარგვლა არასწორი იქნებოდა.3

1
George, Robert P., ed. Natural Law Theory: Contemporary Essays. Oxford University Press, 1994.
2
Aquinas, Thomas. Summa Theologica. Benziger Bros. edition, 1947.
3
Butler, Judith. "Bodies That Matter: On the Discursive Limits of 'Sex'." Routledge, 1993.
ჩვენ შეგვიძლია გავაკრიტიკოთ აქვინელის თვალსაზრისი იმ აზრით , რომ მისი
შეხედულებები ზედმეტად ცულტურულად სპეციფიკური,კონკრეტულია და
ამავდროულად იგი განიხილავს ბუნებრივ სამართალს თეოლოგიურ
დისკურსში,შესაბამისად ჩვენ ვაწყდებით ბუნებითი სამართლის ფუნდამენტულ
პრობლემას, ვინ განაგებს თუ რა არის ბუნებრივი ან ობიექტური? , ჩვენ
კონტექსტში გენდერისა და სექსუალობის აღქმა სამართლებრივ ჩარჩოებში
ჩაჯდებოდა თუ მას ბატლერის ინტერპრეტაციით შევხედავთ, ბუნებითი სამართალი
აღარ შეეწინააღმდეგება ჩვენს მთავარ პრობლემას , არამედ მას
აღიქვამს ,როგორც ადამიანის არჩევანს .
შეგვიძლია განვიხილოთ კიდევ ერთი ავტორის შეხედულებები სექსუალობასთან
დაკავშირბით.კიდევ ერთი პრობლემა ,რომელსაც სექსუალობაზე ლაპარაკისას
ვაწყდებით არის ერთნაირსქესიანთა ქორწილი . რობერტ პ. ჯორჯის მიხედვით
ქორწინება არსებითად არის კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის, იგი თავის
მოსაზრებას უკავშირებს იმ არგუმენტს ,რომ საქორწინო კავშირი არის
გამრავლებასთან და ბავშვის აღზრდასთანდაკავშირებული. ჯორჯის პოზიცია
ერთსქესიანთა ურთიერთობებზე ეფუძნება მის გაგებას ადამიანის სექსუალობის
ტელეოლოგიური მიზნისა და ბუნებრივი წესრიგის შესახებ. თავის ნაწერებში და
საჯარო განცხადებებში ჯორჯი აკრიტიკებს მცდელობებს ქორწინების ხელახალი
განსაზღვრისკენ, რათა მოიცავდეს ერთსქესიან წყვილებს და ამტკიცებს, რომ
ასეთი ცვლილებები ძირს უთხრის ინსტიტუტის არსებით როლს საზოგადოებაში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რობერტ პ. ჯორჯის შეხედულებები
ერთსქესიანთა ურთიერთობებსა და ლგბტქ თემის უფლებებზე კრიტიკისა კამათს
მოიცავს. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მისი არგუმენტები ეყრდნობა
ბუნებრივი კანონის საკამათო ინტერპრეტაციებს .4
შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ ,რომ ბუნებრივი სამართლის მთავარ
პრობლემას წარმოადგენს მისი მარტივად მანიპულირება და ინტერპრეტირება
სხვადასხვა კულტურებისა , თელეოგიური შეხედულებებისა თუ ფილოსოფიური
დოგმების საშუალებით.პრობლემის გადაჭრის ერთ ერთი მნიშვნელოვანი გზა
წარმოადგენს ადამიანის ბუნების ჩაღრმავებას და რაც მთავარია ამ საქმის
გაკეთებას მრავალფეროვან პერსპექტივაში , რათა შევძლოთ ,რომ უკეთ
დავადგინოთ ობიექტური მორალი. თუმცა ჯორ რობერტს ,რომ დავუბრუნდეთ ,ის
თვალსაზრისიც შეგვიძლია გავითვალისწინოთ ,რომ ლიბერალიზმი და ბუნებრივი
სამართალი საკმაოდ რთულად თავსებადია ერთმანეთისგან მათი ძირითადი
ფილოსოფიური დაშვებები კონფლიქტში მოდის ერთმანეთთან. ლიბერალიზმი
პიროვნულ ავტონომიას ეფუძვნება ,ხოლო ბუნებრივი სამართალი ზოგად

4
Girgis, Sherif, Robert George, and Ryan Anderson. 2012. What Is Marriage? Encounter
Books.
აბსოლირუ ობიექტურ მორალს და შესაძლოა სწორედ ამ პრინციპული
განსხვავებების გამო წამროიქმნება ასეთი კონფლიქტი.5

ბიბლიოგრაფია :
Aquinas, Thomas. Summa Theologica. Benziger Bros. edition, 1947.

Butler, Judith. "Bodies That Matter: On the Discursive Limits of 'Sex'." Routledge, 1993.

George, Robert P. Natural Law, Liberalism, and Morality : Contemporary Essays. Oxford, Clarendon
Press ; New York, 2002.

George, Robert P., ed. Natural Law Theory: Contemporary Essays. Oxford University Press, 1994.

Girgis, Sherif, Robert George, and Ryan Anderson. 2012. What Is Marriage? Encounter Books.

5
George, Robert P. Natural Law, Liberalism, and Morality : Contemporary Essays.

Oxford, Clarendon Press ; New York, 2002.

You might also like