Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 15

N211.

რომელი არ არის ილუსტრაციაზე წარმოდგენილი პოლიტიკური ლიდერის მიერ შემუშავებული


ეკონომიკური პროგრამა?

ა) „ბრძოლა მარცვლეულისათვის“;

ბ) „ფაბრიკა-ქარხნები მუშებს“;

გ) „ბრძოლა მიწისთვის“;

დ) „ოქრო სამშობლოს“.

N212. რა შედეგი მოჰყვა ილუსტრაციაზე ასახულ მოვლენას?

ა) იტალიამ დაიპყრო ეთიოპია;

ბ) მუსოლინი განთავისუფლებული იქნა


პატიმრობიდან ოტო სკორცენის მიერ
განხორციელებული ოპერაციის შედეგად;

გ) იტალიამ მოახდინა ალბანეთის ოკუპაცია;

დ) მუსოლინი გახდა იტალიის პრემიერ-მინისტრი.

N213. რა სახელწოდებით არის ცნობილი ილუსტრაციაზე წარმოდგენილი პირების მონაწილეობით


გამართული საიდუმლო შეხვედრა?

ა) მიუნხენის კონფერენცია;

ბ) ვანზეეს კონფერენცია;

გ) აახენის თათბირი;

დ) ფრანკფურტის თათბირი.
N214. რომელი კონფლიქტის ცალკეული ეტაპები არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) ესპანეთში გამართული არჩევნების;

ბ) ესპანეთის სამოქალაქო ომის;

გ) მოკავშირეთა არმიის მიერ ესპანეთის ოკუპაციის;

დ) ესპანეთის ინდუსტრიალიზაციის.

N215. რომელი ისტორიული მოვლენა არის ასახული ილუსტრაციაზე წარმოდგენილი პაბლო პიკასოს
ტილოზე?

ა) ფრანკისტების მიერ მადრიდის აღება;

ბ) ესპანელი კომუნისტების დახვრეტა ქალაქ


ბარსელონაში;

გ) გერმანიის ავიაციის მიერ ქალაქ გერნიკას


დაბომბვა;

დ) ნაცისტების მიერ ესპანეთის ოკუპაცია.

N216. რა ეწოდებოდა ილუსტრაციაზე წარმოდგენილ თავდაცვითი ნაგებობების სისტემას?

ა) „მანერჰაიმის ხაზი“;

ბ) „ლიმესი“;

გ) „ალპების ხაზი“;

დ) მაჟინოს ხაზი.
N217. რომელია ილუსტრაციაზე გამოსახული პოლიტიკური ლიდერებს შორის დადებული საიდუმლო
შეთანხმების ერთ-ერთი შედეგი?

ა) პოლონეთის ტერიტორია განაწილებული იქნა გერმანიასა და სსრკ-ს შორის;

ბ) ჩეხოსლოვაკიის კუთვნილი სუდეტის ოლქი გადაეცა გერმანიას;

გ) ბენილუქსის ქვეყნები მოექცნენ ნაცისტების გავლენის სფეროში;

დ) საფრანგეთმა ხელი მოაწერა უპირობო კაპიტულაციას გერმანიასთან.

N218. რა სახელწოდებით არის ცნობილი ილუსტრაციაზე ასახული შეთანხმება სახელმწიფოებს შორის?

ა) ეიზენჰაუერ-დალესის პაქტი;

ბ) მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი;

გ) ბრიან-კელოგის პაქტი;

დ) ბრეჟნევ-კოსიგინის პაქტი.

N219. რას უწოდებენ სამხედრო კონფლიქტს, რომლის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია
ილუსტრაციაზე გამოსახული პირის ინიციატივით შექმნილმა თავდაცვითი სისტემის კომპლექსმა?

ა) „ზამთრის ომი“;

ბ) „ჩრდილოეთის ომი“;

გ) „ივლისის გადატრიალება“;

დ) „ოპერაცია ედელვაისი“
N220. რომელი არის მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე ასახული პოლიტიკური მოღვაწის შესახებ?

ა) მარშალი პეტენი თანამშრომლობდა ნაცისტების საოკუპაციო რეჟიმთან და


სათავეში ჩაუდგა მარიონეტულ „ვიშის მთავრობას“;

ბ) გენერალმა ფოშმა კომპიენის ტყეში განთავსებულ სამხედრო ვაგონში მიიღო


გერმანიის არმიის უპირობო კაპიტულაცია;

გ) შარლ დე გოლი დიდი ბრიტანეთიდან ხელმძღვანელობდა საფრანგეთის


წინააღმდეგობის მოძრაობას;

დ) ედუარდ დალადიე გახდა საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი მეორე


მსოფლიო ომის შემდეგ.

N221. რა ეწოდებოდა ილუსტრაციაზე მარცხნივ გამოსახული პოლიტიკური მოღვაწის მიერ შექმნილ


მარიონეტულ რეჟიმს?

ა) „კვისლინგის მთავრობა“;

ბ) „ვიშის მთავრობა“;

გ) „ვაიმარის რესპუბლიკა“;

დ) „მეხუთე რესპუბლიკა”.

N222. რომელი საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობა არის ასახული წარმოდგენილ


ილუსტრაციაზე?

ა) პოტსდამის;

ბ) იალტის;

გ) ბერლინის;

დ) თეირანის.
N223. მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარე რომელი მოვლენა არის ასახული ილუსტრაციებზე?

ა) პარიზის ოკუპაცია;

ბ) ვარშავის გეტოს ექმნა;

გ) ლენინგრადის ბლოკადა;

დ) ლონდონის დაბომბვა.

N224. რომელი სახელმწიფოს დანაშაულებრივი ქმედებას უკავშირდება ილუსტრაციაზე ასახული


მემორიალური საფოსტო მარკა?

ა) ნაცისტური გერმანიის;

ბ) პოლონეთის კომუნისტური რეჟიმის;

გ) სსრკ-ს;

დ) ფაშისტური იტალიის.

N225. რა ეწოდებოდა სამხედრო-სამეცნიერო პროექტს, რომლის განხორციელების შედეგი არის ასახული


ილუსტრაციაზე?

ა) „ჩერნობილის პროექტი“;

ბ) „ფუკუსიმას პროექტი“;

გ) „დუბნოს პროექტი“;

დ) „მანჰეტენის პროექტი“.
N226. რომელი ისტორიული მოვლენა არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) სსრკ-იაპონიას შორის თანამშრომლობის


ხელშეკრულების გაფორმება;

ბ) იაპონიის კაპიტულაცია მეორე მსოფლიო


ომში;

გ) ტოკიოს სამხედრო ტრიბუნალი;

დ) იაპონიის არმიის მიერ პერლ-ჰარბორის


ამერიკული ბაზის ოკუპაცია.

N227. რომელი ისტორიული მოვლენა არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) ნიურნბერგის ტრიბუნალი;

ბ) პოტსდამის კონფერენცია;

გ) გაეროს პირველი სხდომა;

დ) ვანზეეს ნაცისტური კონფერენცია.

N228. საერთაშორისო ვითარების აღმწერი რომელი ტერმინი დამკვიდრდა ხმარებაში ილუსტრაციაზე


ასახული ცნობილი გამოსვლის შემდეგ?

ა) „გამალებული შეიარაღება“;

ბ) „რეალური პოლიტიკა“ („რეალპოლიტიკა“)

გ) „ცივი ომი“;

დ) „დაშოშმინების პოლიტიკა“.
N229. რა მიზანს ემსახურებოდა გეგმა, რომლის შეჩერებასაც ცდილობს ილუსტრაციაზე ასახული
ისტორიული პიროვნება?

ა) ნაცისტური გერმანიის აგრესიის შეჩერებას;

ბ) მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩანაგებული ევროპის ეკონომიკის


აღდგენას;

გ) მსოფლიოში გამალებული შეიარაღების შეჩერებას;

დ) ევროპაში უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბებას.

N230. ჩამოთვლილთაგან, რომელი უკავშირდება ილუსტრაციაზე გამოსახული მმართველის სახელს?

ა) „პერესტროიკის“ სახელით ცნობილი ეკონომიკური რეფორმები;

ბ) „უძრაობის ხანა“ საბჭოთა კავშირში;

გ) „დიდი წმენდის“ სახელით ცნობილი რეპრესიები საბჭოთა კავშირში;

დ) „დათბობის“ სახელწოდებით ცნობილი სსრკ-სა და აშშ-ს შორის


ურთიერთობების ნორმალიზაცია.

N231. „ცივი ომის“ პერიოდთან დაკავშირებული რომელ მოვლენასთან ასოცირდება ილუსტრაციაზე


გამოსახული პოლიტიკური ლიდერის სახელი?

ა) „კუბის კრიზისთან“;

ბ) „პრაღის გაზაფხულთან“;

გ) უნგრეთის რევოლუციასთან;

დ) კორეის კრიზისთან.
N232. რომელია ილუსტრაციაზე ასახული ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი მთავარი შედეგი?

ა) უნგრეთში საბჭოთა ჯარების შეყვანას იმრე ნადის მთავრობის დამხობა და აჯანყების ჩახშობა მოჰყვა,
თუმცა, გამოსვლები არ შეწყვეტილა, რაც ვარშავის ხელშეკრულებიდან უნგრეთის გამოსვლით
დასრულდა;

ბ) ვილნიუსში დაწყებული ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები საყოველთაო დაუმორჩილებლობაში


გადაიზარდა, რასაც საბჭოთა ჯარების შემოყვანა და მომიტინგეთა სასტიკი რბევა მოჰყვა;

გ) პრაღაში საბჭოთა საჯარისო ნაწილების შეყვანის შემდეგ დემონსტრაციები შეწყდა, გადაყენებული იქნა
დუბჩეკის კაბინეტი და ქვეყნის მართვა სსრკ-ს მიმართ ლოიალურად განწყობილმა ახალმა მთავრობამ
გადაიბარა;

დ) პოლონეთში დაწყებულ ფართომასშტაბიან გამოსვლებს ქვეყანაში საბჭოთა ჯარების შეყვანა და


ადგილობრივი მთავრობის დამხობა მოჰყვა, დაპატიმრებული იქნენ „სოლიდარობის“ ლიდერები, რამაც
სახალხო გამოსვლები დროებით შეაჩერა.

N233. „ცივ ომთან“ დაკავშირებული რომელი შეიარაღებული კონფლიქტი არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) ვიეტნამის ომი;

ბ) კუბის კრიზისი;

გ) საბერძნეთ-თურქეთის კონფლიქტი;

დ) კორეის კონფლიქტი;
N234. აშშ-ს რომელი პრეზიდენტის მმართველობას უკავშირდება ილუსტრაციაზე ასახული მოვლენა?

ა) ჯიმი კარტერის;

ბ) ჯონ ფიცჯერალდ კენედის;

გ) დუაიტ ეიზენჰაუერის;

დ) ჰარი ტრუმანი.

N235. რა სახელწოდებით მოიხსენიებდნენ აშშ-ს წინააღმდეგ მებრძოლ პოლიტიკურ მოძრაობას, რომლის


დროშაც გამოსახულია ილუსტრაციაზე?

ა) „წითელი ქხმერები“;

ბ) „ვიეტკონგი“;

გ) „ტამილ ილამის განთავისუფლების ვეფხვები“;

დ) „წითელი ბრიგადები“.

N236. ილუსტრაციაზე გამოსახული ალიანსის წევრი რომელი სახელმწიფოს დროშა არ არის მოცემული
წარმოდგენილ ემბლემაზე?

ა) ალბანეთის;

ბ) პოლონეთის;

გ) ბულგარეთის;

დ) ჩეხოსლოვაკიის.
N237. „ცივი ომის“ პერიოდის რომელი მოვლენა უკავშირდება ილუსტრაციაზე წარმოდგენილ მმართველს?

ა) ვიეტნამის ომი;

ბ) კუბის (კარიბის) კრიზისი;

გ) კორეის კრიზისი;

დ) ვოთერგეითის სკანდალი.

N238. რომელი შეიარაღებული კონფლიქტს უკავშირდება ილუსტრაციაზე წარმოდგენილი მემორიალი?

ა) ვიეტნამის ომს;

ბ) ავღანეთის ომს;

გ) კორეის ომს;

დ) კუბის კრიზისს.

N239. რომელია მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე ასახული მოვლენის შესახებ?

ა) ავღანეთის ომში მოპოვებულმა წარმატებამ საბჭოთა კავშირის საერთაშორისო პრესტიჟი და


პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა, რამაც „ცივი ომი“ ახალ ფაზაში გადაიყვანა;

ბ) ავღანეთის გაჭიანურებულმა კონფლიქტმა და მისმა ხარჯებმა პოლიტიკურად და ეკონომიკურად


დაასუსტა საბჭოთა კავშირი, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მისი დაშლა;

გ) სამხედრო პუტჩის შემდეგ ავღანეთში დაიწყო ფართომასშტაბიანი აჯანყება, რამაც საბჭოთა


ხელისუფლება აიძულა, 1979 წლის ბოლოსათვის თავისი ჯარები ქვეყნიდან გაეყვანა;
დ) თალიბების მიერ ხელისუფლების მიტაცების შემდეგ ავღანეთში გაძლიერდა საბჭოთა გავლენა, რამაც
ძირი გამოუთხარა აშშ-სადმი ლოიალურად განწყობილ ნაჯიბულას რეჟიმს.

N240. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ უკავშირდება ილუსტრაციაზე გამოსახული ისტორიული პირის


სახელს?

ა) თურქეთის უცხოელ დამპყრობთაგან გათავისუფლება;

ბ) ომში საბჭოთა რუსეთის დამარცხება და წართმეული


ტერიტორიების უკან დაბრუნება;

გ) შარიათის კანონების გაუქმება და სამოქალაქო სამართლის


შემოღება;

დ) თურქეთში არაბული ანბანის ლათინურით ჩანაცვლება.

N241. „ცივი ომის“ პერიოდის რომელი საერთაშორისო შეთანხმება არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) დეიტონის შეთანხმების, რომელმაც დაასრულა შეიარაღებული კონფლიქტი ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში;

ბ) ისრაელსა და ეგვიპტეს შორის დადებული კემპ-დევიდის შეთანხმების;

გ) ისრაელსა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას შორის დადებული ოსლოს შეთანხმების;

დ) პარიზის შეთანხმების, რომელმაც დაასრულა ომი ვიეტნამში.


N242. რომელი ისტორიული მოვლენა არის აღბეჭდილი ილუსტრაციაზე?

ა) ვიეტნამის ლიდერის - ხო ში მინისა და მისი მომხრეების მარში დედაქალაქ ხანოიზე, რის შედეგადაც
ვიეტნამის სახალხო ფრონტი ხელისუფლებაში მოვიდა;

ბ) „მარილის მარშის“ სახელით ცნობილი მშვიდობიანი მსვლელობა ინდოეთში მაჰათმა განდისა და მისი
მომხრეების მონაწილეობით;

გ) ეთნიკური კონფლიქტის შედეგად ლტოლვილთა მიგრაცია ინდოეთიდან ახლად შექმნილი პაკისტანის


მიმართულებით;

დ) სახალხო მშვიდობიანი დემონსტრაცია მალაიზიაში კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ.

N243. რომელ სახელმწიფოს მართავდა ილუსტრაციაზე გამოსახული დიქტატორი?

ა) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას;

ბ) კონგოს;

გ) უგანდას;

დ) სენეგალს.

N244. რა ტიპის მმართველობა დამყარდა სახელმწიფოში ილუსტრაციაზე ასახული ისტორიული მოვლენის


შემდეგ?

ა) თეოკრატიული;

ბ) დემოკრატიული;

გ) ავტორიტარული;

დ) კომუნისტური.
N245. მის ქვეყანაში გავრცელებული დისკრიმინაციის რომელი სპეციფიური ფორმის წინააღმდეგ
ილაშქრებდა ილუსტრაციაზე გამოსახული პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე?

ა) ქალთა ჩაგვრის;

ბ) მშრომელთა ექსპლუატაციის;

გ) ტრეფიკინგის;

დ) აპარტეიდის.

N246. რომელი საბჭოთა ლიდერის სახელს უკავშირდება რეფორმების პროცესი, რომლის აღსანიშნავად
არის გამოცემული ილუსტრაციაზე წარმოდგენილი ბეჭდური მასალა?

ა) ნიკიტა ხრუშჩოვის;

ბ) მიხეილ გორბაჩოვის;

გ) ლეონიდ ბრეჟნევის;

დ) იური ანდროპოვის.

N247. ილუსტრაციის მიხედვით, რომელი სახელმწიფოს გადამწყვეტი როლი არის ხაზგასმული


სოციალისტური ბანაკის დაშლის საქმეში?

ა) სსრკ-ს;

ბ) აშშ-ს;

გ) დიდი ბრიტანეთის;

დ) ზოგადად დასავლეთის სახელმწიფოების.


N248. რომელი არ არის ილუსტრაციაზე ასახული მოვლენის პირდაპირი შედეგი?

ა) ვარშავის ბლოკის დაშლა;

ბ) გერმანიის გაერთიანება;

გ) ცივი ომის დასრულება;

დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

N249. საქართველოში გამართული კონკრეტულად რომელი არჩევნების შედეგები არის ასახული


ილუსტრაციაზე წარმოდგენილ დიაგრამაზე?

ა) 1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების;

ბ) 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების;

გ) 1990 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების;

დ) 1991 წლის 30 აპრილის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების.


N250. რომელია ილუსტრაციებზე ასახული მოვლენის ერთ-ერთი შედეგი?

ა) 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“


გამარჯვებამ ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია და სამოქალაქო ომი გამოიწვია, რამაც საქართველოს
დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა;

ბ) 1992-1993 წლებში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს შეიარაღებული ძალები დამარცხდა რუსეთის


მიერ მხარდაჭერილ ბოევიკებთან ბრძოლაში, რასაც საქართველოს ისტორიული მხარის - აფხაზეთის
დაკარგვა მოჰყვა;

გ) 1989 წლის გაზაფხულზე დაწყებულ ფართომასშტაბიან გამოსვლებს საბჭოთა ჯარების თბილისში


შემოყვანა და 9 აპრილს დემონსტრაციის სასტიკი დარბევა მოჰყვა, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა
საბჭოთა კავშირის დაშლა;

დ) 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაემხო კანონიერად არჩეული


ხელისუფლება, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ქვეყნიდან გაიქცა და ძალაუფლება ხელში აიღო
სამხედრო საბჭომ.

You might also like