ილუსტრ, 250 (131-171)

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 18

N131. რომელი არ უკავშირდება ილუსტრაციაზე წარმოდგენილი მონარქის სახელს?

ა) სამოქალაქო ომი ინგლისში, რასაც პარლამენტის გაძლიერება და


მეფის ძალაუფლების შესუსტება მოჰყვა;

ბ) ესპანეთის ფლოტის, „ძლევამოსილი არმადის“ დამარცხება და


ინგლისის ზღვაზე გაბატონება;

გ) ინგლისის პირველი კოლონიების დაარსება ამერიკის კონტინენტზე;

დ) ხელოვნების აღორძინება, რის გამოც მისი მმართველობის პერიოდი


ინგლისის „ოქროს ხანად“ არის მიჩნეული.

N132. ჩამოთვლილთაგან, რომელი ნაშრომი ეკუთვნის ილუსტრაციაზე წარმოდგენილ განმანათლებელს?

ა) „კანდიდი ანუ ოპტიმისტი“;

ბ) „ემილი ანუ აღზრდის შესახებ:

გ) „კანონთა გონი“;

დ) „ენციკლოპედია ანუ მეცნიერების, ხელოვნებისა და ხელოსნობის


განმარტებითი ლექსიკონი“.

N133. ჩამოთვლილთაგან, ვის სახელს კავშირდება ილუსტრაციაზე წარმოდგენილი ბეჭდური პროდუქცია?

ა) დენი დიდროს;

ბ) რენე დეკარტს;

გ) ჟან ჟაკ რუსოს;

დ) ჯონ ლოკს.
N134. რა არ უკავშირდება ილუსტრაციაზე გამოსახული მმართველის სახელს?

ა) ხრესილის ბრძოლაში ოსმალების დამარცხება;

ბ) ასპინძის ბრძოლაში მონაწილეობა;

გ) ტყვეთა სყიდვის აკრძალვა;

დ) ქართლ-კახეთის მეფესთან სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის


ჩამოყალიბება.

N135. რა შედეგით დასრულდა ილუსტრაციაზე ასახული ისტორიული მოვლენის პირველი ეტაპი?

ა) ინგლისში გაუქმდა პარლამენტი და დამყარდა


აბსოლუტური მონარქია;

ბ) სამეფო ხელისუფლება დაემხო და ინგლისი


რესპუბლიკად გამოცხადდა;

გ) ინგლისი იქცა იმპერიად;

დ) ინგლისმა საბოლოოდ მიიერთა ირლანდია,


შოტლანდია და საფრანგეთის ჩრდილოეთი
პროვინციები.
N136. რომელ მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესს მისცა ბიძგი ილუსტრაციაზე ასახულმა მოვლენამ?

ა) ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაციას;

ბ) სამოქალაქო ომს ამერიკაში;

გ) ბრძოლას ამერიკის დამოუკიდებლობისათვის;

დ) მონებით ვაჭრობის აკრძალვას ამერიკის კონტინენტზე.

N137. რომელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკავშირდება ილუსტრაციაზე ასახულ სხდომას,


რომელიც 1776 წლის ზაფხულში გაიმართა?

ა) მეორე კონტინენტური კონგრესის შექმნა;

ბ) ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება;

გ) ბრიტანეთის მიერ ამერიკის 13 კოლონიის დამოუკიდებლობის აღიარება;

დ) ამერიკის კონსტიტუციის მიღება.


N138. ვინ არის ილუსტრაციაზე წარმოდგენილი ისტორიული დოკუმენტის ტექსტის ავტორი?

ა) ჯონ ადამსი;

ბ) ჯორჯ ვაშინგტონი;

გ) თომას ჯეფერსონი;

დ) აბრაამ ლინკოლნი.

N139. რომელი არ არის მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე გამოსახული ისტორიული პირის შესახებ?

ა) კონტინენტურმა კონგრესმა ის დანიშნა კოლონიების არმიის


უმაღლეს მთავარსარდლად;

ბ) იგი იყო აშშ-ს კონსტიტუციის ავტორი;

გ) მისი სარდლობით კოლონისტების არმიამ გადამწყვეტი


გამარჯვება მოიპოვა იორკთაუნთან ბრძოლაში;

დ) ის იყი აშშ-ს პირველი პრეზიდენტი.


N140. რომელი მოვლენა არის სიმბოლურად ასახული ილუსტრაციაზე წარმოდგენილ კარიკატურაზე?

ა) იმპერიალიზმის მძიმე ტვირთი დაპყრობილ ხალხებზე;

ბ) მეფის ხელში აბსოლუტური ძალაუფლების კონცენტრაცია;

გ) არისტოკრატიისა და სამღვდელოების მიერ „მესამე წოდების“


ექსპლუატაცია ;

დ) დაპირისპირება კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებს შორის.

N141. ვის მიერ იქნა მოწვეული წოდებრივ-წარმომდგენლობით ორგანო 1789 წელს, რომლის მიმდინარეობა
არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) აშშ-ს კონტინენტური კონგრესის;

ბ) საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის;

გ) ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ის;

დ) საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის,


ფრანც II-ის.

N142. რომელ მოვლენას უკავშირდება ილუსტრაციაზე ასახული ისტორიული ფაქტი?

ა) ასწლიან ომს;

ბ) ნაპოლეონის ომებს;

გ) ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას
იტალიაში;

დ) საფრანგეთის დიდ რევოლუციას.


N143. რა ტიპის ბეჭდური მასალა არის წარმოდგენილი ილუსტრაციებზე?

ა) ფრაგმენტი დენი დიდროს „ენციკლოპედიიდან“;

ბ) საფრანგეთის „ეროვნული ხსნის კომიტეტის“ მიერ გამოქვეყნებული რევოლუციის მტრების სია;

გ) საფრანგეთის ახალი რევოლუციური კალენდარი;

დ) რესპუბლიკის კონვენტის სხდომის კენჭისყრის შედეგები, რომელზედაც წყდებოდა მეფის, ლუი XVI-ის
სიკვდილით დასჯის საკითხი.

N144. 1793 წელს მომხდარი რომელი მოვლენა არის გამოსახული ილუსტრაციაზე წარმოდგენილ თეფშზე?

ა) რობესპიერის სიკვდილით დასჯა;

ბ) ინგლისის მეფე ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯა;

გ) საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯა;

დ) ჟოზეფ გიიოტენის გამოგონების პირველი გამოცდა რესპუბლიკის მოედანზე.


N145. ვინ მეთაურობდა პროცესს, რომელიც სიმბოლურად არის გამოსახული ილუსტრაციაზე?

ა) რობესპიერი;

ბ) ნაპოლეონი;

გ) ლაფაიეტი;

დ) ლუი XVI.

N146. რომელი იყო ილუსტრაციაზე წარმოდგენილი ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი პირობა?

ა) იმერეთის მეფე შედიოდა ოსმალეთის მფარველობაში და ინარჩუნებდა საშინაო საქმეების


დამოუკიდებლად განკარგვის უფლებას;

ბ) ამიერიდან ქართლ-კახეთის სამეფო სხვა სახელმწიფოებთან დიპლომატიურ ურთიერთობებს


შეუთანხმებდა რუსეთს;

გ) მეფე ერეკლე II და მეფე სოლომონ I თანხმდებოდნენ ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების


გაერთიანებაზე;

დ) სპარსეთი აღიარებდა ბაგრატიონების უზენაეს უფლებას ქართლ-კახეთის სამეფოზე, რის სანაცვლოდაც


ერეკლე II-ს უარი უნდა ეთქვა რუსეთთან ურთიერთობაზე.
N147. რა ეწოდებოდა საფრანგეთის მმართველ ორგანოს, რომლის გადაყენებაც არის ასახული
ილუსტრაციაზე?

ა) დირექტორია;

ბ) კონსულატი;

გ) ეროვნული ხსნის კომიტეტი;

დ) სამეფო საბჭო.

N148. რას უწოდებდნენ სახელმწიფოს, რომლის მიერ დაბეჭდილი ასიგნაცია არის წარმოდგენილი
ილუსტრაციაზე?

ა) ივლისის მონარქიას;

ბ) მეორე იმპერიას;

გ) ბურბონთა სამეფოს;

დ) პირველ რესპუბლიკას.
N149. რა ტიტული მიიღო ილუსტრაციაზე გამოსახულმა პირმა 1799 წლის სახელმწიფო გადატრიალების
შემდეგ?

ა) იმპერატორის;

ბ) დირექტორიის წევრის;

გ) პირველი კონსულის;

დ) ბრიგადის გენერლის.

N150. რომელი არ არის მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე გამოსახული ეთნიკურად ქართველი


გენერლის შესახებ?

ა) ის მონაწილეობდა გენერალ სუვოროვის იტალიურ და


შვეიცარიულ კამპანიაში და თავი ისახელა ქალაქ ბრეშიას
აღებისას;

ბ) მან თავი გამოიჩინა ვატერლოოს ბრძოლაში, როდესაც VI


კოალიციის ჯარმა საბოლოო დარტყმა მიაყენა ნაპოლეონის
არმიას;

გ) მისმა დანაყოფებმა უმნიშვნელოვანესი როლი


შეასრულეს ნაპოლეონის წინააღმდეგ ბოროდინოს
ბრძოლაში;

დ) აუსტერლიცის ბრძოლაში მისმა თავდადებამ რუსეთის


არმია იხსნა სრული განადგურებისაგან.
N151. რომელია მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე ასახული საერთაშორისო ფორუმის შედეგების
შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა 1814-1815 წლებში?

ა) ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით ბათუმი, ყარსი და არტაანი რუსეთის ხელში გადავიდა;

ბ) პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გადაწყდა საერთაშორისო ორგანიზაციის - ერთა ლიგის შექმნა;

გ) პარიზის საზავო მოლაპარაკებებმა დაასრულეს შვიდწლიანი ომი და მის შედეგად საფრანგეთმა


მთლიანად დაკარგა თავისი ფლოტი და ამერიკული კოლონიები;

დ) ვენის კონგრესმა შექმნა საერთაშორისო ურთიერთობების ახალი სისტემა, ე.წ.“ევროპის კონცერტი“,


რომელსაც უნდა უზრუნველეყო ევროპაში ბალანსისა და წონასწორობის შენარჩუნება.

N152. რომელ მნიშვნელოვან მოვლენას გამოეხმაურა ილუსტრაციაზე ასახული ერთ-ერთი ფრანგული


ჟურნალის სპეციალური ნომერი?

ა) გენერალ ბულანჟეს თანამდებობიდან გადაყენებას;

ბ) პარიზში დაწყებულ აჯანყებას;

გ) დრეიფუსის საქმეს;

დ) სუეცის არხის კრიზისს.


N153. რომელია მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე ასახული მოვლენის შესახებ?

ა) ავსტრიელთა ძალადობამ იტალიის სამეფო-სამთავროების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც


ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა და იტალიის გაერთიანება მოჰყვა;

ბ) „ივლისის მონარქია“ არაეფექტური აღმოჩნდა, მისმა არაადეკვატურმა სასურსათო პოლიტიკამ


საფრანგეთის მოსახლეობის უკმაყოფილება და რევოლუციური პროცესები გამოიწვია;

გ) რუსეთის კოლონიური პოლიტიკით უკმაყოფილო პოლენელები არ ეგუებოდნენ შექმნილ


მდგომარეობას, რასაც ეროვნული ძალების გაერთიანება და რევოლუცია მოჰყვა;

დ) პრუსიის მეფე ვილჰელმ IV-ის რეფორმებმა შედეგი არ გამოიღო, რასაც გერმანულ სახელმწიფოებში
რევოლუციური პროცესების დაჩქარება და საბოლოოდ გერმანიის გაერთიანება მოჰყვა.

N154. რას უწოდებდნენ ხელისუფლებას, რომლის სათავეშიც კარიკატურაზე სიმბოლურად გამოსახული


პირი მართავდა?

ა) დირექტორიას;

ბ) მეორე რესპუბლიკას;

გ) ივლისის მონარქიას;

დ) ვაიმარის რესპუბლიკას.
N155. რომელია მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე ასახული მოვლენის შედეგების შესახებ, რომელიც
1853-1856 წლებში მიმდინარეობდა?

ა) ყირიმის ომში რუსეთი დამარცხდა და ოსმალეთმა შეძლო საკუთარი სამფლობელოების შენარჩუნება;

ბ) შვიდწლიან ომში საფრანგეთმა სრული კრახი განიცადა, რასაც მისი ამერიკული კოლონიების დაკარგვა
მოჰყვა;

გ) საფრანგეთ-პრუსიის ომში ნაპოლეონ III- დამარცხდა, რასაც მისი ტახტიდან გადაყენება და III
რესპუბლიკის გამოცხადება მოჰყვა;

დ) პიემონტის სამეფომ საბოლოოდ დაამარცხა და ქვეყნიდან გააძევა ავსტრიელები, რასაც იტალიის


საბოლოო გაერთიანება მოჰყვა.

N156. რომელია კარიკატურაზე სიმბოლურად ასახულ ისტორიული კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი


შედეგი?

ა) 1919 წლის პარიზის კონფერენციაზე გადაწყდა პოლონეთის დაშლისა და მისი ტერიტორიის დიდ
სახელმწიფოებზე განაწილების საკითხი;

ბ) 1856 წლის პარიზის საზავო კონფერენციის შედეგად რუსეთმა დაკარგა ოსმალეთისთვის წართმეული
თავისი სამფლობელოები;

გ) 1830 წლის ლონდონის კონფერენციაზე ბელგია გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ;

დ) 1871 წლის ფრანკფურტის ზავის შედეგად ელზასი და ლოტარინგია პრუსიას გადაეცა.


N157. რომელი მოვლენა არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) ალექსანდრე II-ის ტახტზე ასვლა;

ბ) გერმანიის იმპერიის შექმნის გამოცხადება;

გ) პრუსიის მეფე ვილჰელმ I-ის კორონაცია;

დ) იტალიის გაერთიანებული სამეფოს


გამოცხადება.

N158. რომელი უკავშირდება ილუსტრაციაზე ასახული მმართველის სახელს?

ა) ჟორჟ ბულანჟემ წარმატებული რეფორმები განახორციელა საფრანგეთის არმიაში, რის შემდეგაც მისი
პოპულარობით შეშინებულმა მთავრობამ ის თანამდებობიდან გადააყენა;

ბ) პიემონტის მეფე ვიქტორ-ემანუელ II-მ შეძლო იტალიის გათავისუფლება ავსტრიელთა ბატონობისაგან;

გ) იმპერატორმა ალექსანდრე II-მ გაატარა სიღრმისეული სახელმწიფო რეფორმები, რომელთა შედეგად


რუსეთის ჩამორჩენილი ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაძლიერდა;

დ) ლუი ნაპოლეონმა სამარცხვინო მარცხი იწვნია სედანის ბრძოლაში, რომლის მიმდინარეობისას ის


ტყვედ ჩაუვარდა პრუსიელებს.
N159. რა ეწოდებოდა ილუსტრაციაზე გამოსახული პირის მიერ შექმნილ პატრიოტულ ორგანიზაციას?

ა) „ახალგაზრდა იტალია“

ბ) „თავისუფლება“;

გ) „მწვანე ფარნები“;

დ) „სინდიკატი“.

N160. რომელი ისტორიული პროცესის მიმდინარეობა არის სიმბოლურად ასახული კარიკატურაზე?

ა) ავსტრიის მიერ იტალიური სამეფო სამთავროების დაპყრობის;

ბ) იტალიის გაერთიანების;

გ) პიემონტის მიერ ნიცისა და სავოის საჰერცოგოების ანექსიის;

დ) პარიზის კონფერენციაზე იტალიის დანაწილების.

N161. რომელ მოვლენასთან დაკავშირებული პროცესი არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) გერმანიის მიერ შლეზვიგისა და ჰოლშტეინის


შემოერთებასთან;

ბ) 1871 წელს გერმანიის გაერთიანებასთან;

გ) 1848 წელს გერმანიაში მიმდინარე რევოლუციასთან;

დ) 1830 წელს ბელგიის დამოუკიდებლობის


გამოცხადებასთან.
N162.საფრანგეთში მომხდარ რომელ ისტორიულ მოვლენას უკავშირდება მოცემული კარიკატურა?

ა) დრეიფუსის საქმეს;

ბ) ნაპოლეონ I-ის გადასახლებას;

გ) 1848 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს;

დ) 1830 წლის რევოლუციას.

N163. რომელი ისტორიული მოვლენის მიმდინარეობისას შექმნილი კონფიგურაცია არის ასახული


ილუსტრაციაზე მოცემულ რუკაზე?

ა) აშშ-ს დამოუკიდებლობისათვის ომის.

ბ) აშშ-ში მიმდინარე ინდუსტრიული


რევოლუციის;

გ) აშშ-ს სამოქალაქო ომის;

დ) ამერიკის კოლონიზაციის.
N164. რომელია ილუსტრაციაზე ასახული მოვლენის ერთ-ერთი შედეგი?

ა) რევოლუციის შედეგად ჰაბსბურგების დინასტია დაემხო, გერმანია რესპუბლიკად გამოცხადდა და


დაიწყო დემოკრატიული რეფორმების განხორციელება;

ბ) ჰაბსბურგებმა შეძლეს რევოლუციის საწყის ეტაპზე დაკარგული პოზიციების აღდგენა, ძალაუფლებისა


და სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნება;

გ) რევოლუციის შედეგად საღვთო რომის იმპერია ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაიშალა, პრუსიის


მეფე გადადგა და ქვეყნის მმართველობა ხელში ლიბერალურმა ძალებმა აიღეს;

დ) გერმანიის ცალკეული სამეფო-სამთავროები ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდნენ, რის შემდეგაც გერმანია


იმპერიად (რაიხად) გამოცხადდა.

N165. რომელი მოვლენა უკავშირდება ილუსტრაციაზე ასახული პირის სახელს?

ა) „სათხოვარი პუნქტების“ გაგზავნა რუსეთის იმპერატორ


პავლე I-თან;

ბ) კახეთის აჯანყების ორგანიზება რუსეთის საოკუპაციო


რეჟიმის წინააღმდეგ;

გ) გიორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება;

დ) ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების გაერთიანება.


N166. რომელია მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე გამოსახული პირის საქმიანობის შესახებ?

ა) იულონ ბატონიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა 1804 წელს აღმოსავლეთ


საქართველოში დაწყებულ აჯანყებას, თუმცა, ის დაიჭირეს და
საქართველოდან გადაასახლეს;

ბ) სამეგრელოს მთავარმა, გრიგოლ დადიანმა რუსეთს წარუდგინა ე.წ.


„სათხოვარი პუნქტები“, რომლის საფუძველზე 1804 წელს მან
იმპერატორისაგან ქვეშევრდომობის სიგელი მიიღო;

გ) სოლომონ II არ ეგუებოდა იმერეთის სამეფოს გაუქმებას და ჩაება რუსეთის


საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ღია ბრძოლაში, რომელშიც დამარცხდა და
ოსმალეთში გადაიხვეწა;

დ) 1809 წელს გურიის მთავარმა მამია გურიელმა ფოთი აიღო და რუსებს


გადასცა.

N167. რა მოვლენა არის ასახული წარმოდგენილ ილუსტრაციაზე?

ა) ინგლისის კოლონიური პოლიტიკის გაძლიერება;

ბ) საფრანგეთის მიერ სუეცის არხის პროექტის წარმატებით


დაგვირგვინება;

გ) საფრანგეთის მიერ აფრიკის კონტინენტზე გაბატონება;

დ) გერმანიის ჩაბმა კოლონიური სამფლობელოებისათვის ბრძოლაში.

N168. XIX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს თავადაზნაურობა სხვადასხვაგვარად ხედავდა ქვეყნის
დამოუკიდებლობის საკითხს. რომელ ჯგუფს განეკუთვნებოდა ილუსტრაციაზე გამოსახული საზოგადო
და პოლიტიკური მოღვაწე?

ა) ჯგუფს, რომელიც ნაადრევად მიიჩნევდა საქართველოს დამოუკიდებლობის


აღდგენას, რადგან ჯერ კიდევ დიდი იყო საფრთხე თურქეთისა და ირანის მხრიდან;

ბ) ჯგუფს, რომელიც თვლიდა, რომ ყველა პირობები არსებობდა საქართველოს


დამოუკიდებლობისათვის და ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო;

გ) ჯგუფს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ერთმორწმუნე რუსეთიდან გამოყოფას და


მხოლოდ კულტურულ ავტონომიას მოითხოვდა;

დ) ჯგუფს, რომელიც ემხრობოდა გიორგიევსკის ტრაქტატის პირობების აღდგენას.


N169. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ უკავშირდება ილუსტრაციაზე გამოსახული სახელმწიფო მოხელის
სახელს?

ა) მისი ნებართვითა და შემწეობით აღდგა ქართული თეატრი;

ბ) მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა პირველი ქართული


უნივერსიტეტი;

გ) მისი ძალისხმევის შედეგად 30 ათასზე მეტმა ქართველმა


თავადაზნაურული ტიტული მიიღო;

დ) მან მრავალი ქართველი თავადაზნაურის შვილი გააგზავნა


რუსეთში განათლების მისაღებად.

N170. რომელი თანამდებობა არ ეკავა ილუსტრაციაზე გამოსახულ სახელმწიფო მოღვაწეს?

ა) ტფილისის თავის;

ბ) დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის;

გ) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების


თავმჯდომარის;

დ) ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის.

N171. რა უკავშირდება ილუსტრაციაზე ასახული რუსეთის იმპერატორის სახელს?

ა) საქართველოს შეერთება რუსეთთან;

ბ) უნგრეთის 1848-1849 წლების აჯანყების ჩახშობა;

გ) ნაპოლეონის არმიის დამარცხება ბოროდინოს ველზე;

დ) რუსეთში ბატონყმობის გაუქმება.

You might also like