Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 7

ხელშეკრულება სასწავლო კურსში მონაწილეობის შესახებ

31/01/2024
ქ. თბილისი _______________________

ერთი მხრივ, შპს დიჯიტალ ინსტიტუტი (ს/კ 405476060) (შემდგომში „ინსტიტუტი“), წარმოდგენილი
თავისი დირექტორის, იოანე ჩიქოვანის სახით და მეორე მხრივ
ეკატერინე 01411102484
__________________________________________________
გოგბერაშვილი (პ/ნ________________________________)

(შემდგომში “სტუდენტი”). ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“, ხოლო ცალ-ცალკე “მხარე“


ვმოქმედებთ, რა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ვდებთ და ვთანხმდებით
წინამდებარე ხელშეკრულებით შემდეგზე:

1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ინსტიტუტი იღებს ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად
მხარეთა შორის შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ უზრუნველყოს სტუდენტი სასწავლო კურსით
(შემდეგში „სასწავლო კურსი“, „კურსი“). კურსის ხანგრძლივობა და სხვა დეტალები განსაზღვრულია
დანართი #C2-ში („კურსის დეტალები“).
1.2 ხელშეკრულების ნებისმიერი დანართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და
მოქმედებს მასთან ერთად.

2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები


2.1. ინსტიტუტი ვალდებულია:
2.1.1. უზრუნველყოს სტუდენტი სასწავლო კურსით. კურსი მოიცავს თეორიულ სწავლებას,
ტრენინგებსა და პროექტზე მუშაობას;
2.1.2. სასწავლო კურსის განმავლობაში უზურუნველყოს სტუდენტი კარიერის მენეჯერის
მომსახურებით/დახმარებით;
2.1.3. სტუდენტთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ მოახდინოს ნაკისრი ვალდებულების გადაცემა
მესამე პირისათვის;
2.1.4. აცნობოს სტუდენტს კურსის ჩატარების ვადის, ლექტორის, ლოკაციის ან/და სხვა
დაკავშირებული დეტალების შესაძლო ცვლილების შესახებ ამგვარ ცვლილებამდე არაუგვიანეს 1
(ერთი) კალენდარული დღით ადრე. ასევე, მიაწოდოს ინფრომაცია კურსის ჩატარების ახალი ვადების,
ლოკაციის ან/და სხვა დაკავშირებული დეტალების შესახებ.
2.1.5. წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და
მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე შეატყობინოს სტუდენტს სასწავლო კურსის დაწყების
თარიღისა და სხვა დაკავშირებული დეტალების შესახებ.
2.1.6. ინსტიტუტი არ არის ვალდებული გადასცეს სტუდენტს მოწყობილობა და სტუდენტი ვალდებულია
იქონიოს საკუთარი მოწყობილობა. მოწყობილობა გულისხმობს ლეპტოპს, პერსონალურ კომპიუტერს,
პლანშეტს, მობილურს ან სხვა ნებისმიერ მსგავსი მოწყობილობს.
2.2. სტუდენტი ვალდებულია:
2.2.1. აუნაზღაუროს ინსტიტუტს კურსის ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების
შესაბამისად;
2.2.2. არ შეუშალოს ხელი სასწაცლო პროცესს. სასწავლო კურსის ყველა ეტაპზე, მათ შორის
ინსტიტუტის ან/და სხვა სტუდენტების მიერ გამოყენებულ კომუნიკაციის ყველა საერთო არხში (Slack,
მესენჯერები, Zoom შეხვედრები, Google Meet შეხვედრები, Google Classroom, Google Drive და ა.შ.)
იხელმძღვანელოს ეთიკის ნორმებით. დაუშვებელია სტუდენტების ან/და ინსტიტუტის
თანამშრომლების, ლექტორების, ასისტენტების და სხვ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფა,
დაუშვებელია უცენზურო ლექსიკის გამოყენბა და სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელება,
რომელიც ხელს უშლის სასწავლო პროცესის წარმართვაში.
2.2.3. ასეთის შემთხვევაში, გაუფრთხილდეს კურსის განმავლობაში ინსტიტუტის მიერ მისთვის
ხელმისაწვდომად გამხდარ ტექნიკას, ინვენტარს და სხვ.;
2.2.4. არ გაასაჯაროოს, არ გამოიყენოს კურსისა და თითოეული მოდულის ფარგლებში მისთვის
გადაცემული სასწავლო მასალა, პრეზენტაცია, მოდულების სტრუქტურა ან/და წვდომა სხვადასხვა
პროგრამასა თუ ფუნქციონალზე გარდა კურსის ფარგლებში განსაზღვრული მიზნისა, არ

გვერდი 1 / 7
განახორციელოს ინფორმაციის, მასალის და ა.შ. გავრცელებისკენ/გასაჯაროებისკენ მიმართული
ნებისმიერი ქმედება;
2.2.5. არ განახორციელოს კურსის აუდიო, ვიდეო ან/და სხვაგვარი გაზიარება ან/და ჩაწერა. ჩაწერა
მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ეკრანის ჩაწერით (ე.წ “screen recording”), ლექციების
ტრანსკრიპტის გაკეთებით ან/და სხვა ნებისმიერი ქმედებით, რომელიც აფიქსირებს სასწავლო კურსის
დროს გადაცემულ ინფორმაციას;
2.2.6. არ განახორციელოს სასწავლო მასალის (ლექსიები, დავალებები და ა.შ) ჩამოწერა საერთო
წვდომის სივრციდან (cloud, drive და სხვ.), მისი ჩაწერა, გადმოწერა, შენახვა ან/და გაზიარება.
2.3. ინსტიტუტი უფლებამოსილია შეცვალოს კურსის ჩატარების ვადა, ლოკაცია ან/და სხვა
დაკავშირებული დეტალი, რის შესახებადაც აცნობებს სტუდენტს 2.1.5. მუხლის მიხედვით.
2.4. სტუდენტი უფლებამოსილია უარი განაცახადოს წინამდებარე ხელშეკრულებაზე, ინსტიტუტის მიერ
ფასის გაზრდის შემთხვევაში. თუკი, სტუდენტმა არ დააფიქსირა ხელშეკრულების მოშლის სურვილის
შესახებ კურსის დაწყებამდე ამგვარი ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის
ვადაში იგულისხმება, რომ მან მოიწონა ახალი პირობები და არ გააჩნია ინსტიტუტის მიერ
პრეტენზიები. აღნიშნული ვადის გაშვების შემდგომ სტუდენტი ვერ გამოიყენებს სასწავლო კურსის
ფასის გაზრდის წინამდებარე ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად.
2.4. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას დაიცვან ამ ხელშეკრულების ტექსტისა და ამ
ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.

3. ცვლილება სამუშაოებში
3.1. ამ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება შეიძლება შეტანილ იქნეს
მხარეების მიერ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების მოქმედების
განმავლობაში. წერილობით შეთანხმებად, ასევე, ჩაითვლება ცვლილების შეტყობინება ან/და
შეთანხმება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

4. ანგარიშსწორება
4.1. ანგარიშსწორება მოხდება დანართი #C3-ში („ანგარიშსწორების დეტალები“) მოცემული
პირობების შესაბამისად.

5. მხარეთა საერთო პასუხისმგებლობა


5.1. ხელშეკრულების თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს წინამდებარე
ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე მოვალეობათა
კეთილსინდისიერი შესრულება.
5.2. მხარე რომელიც არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს ვალდებულია აუნაზღაუროს
მეორე მხარეს მიყენებული ზარალი სრულად.
5.3. სტუდენტი ვალდებულია სრულად აუნაზრაუროს ინსტიტუტს 2.2.2 მუხლის დარღვევით
მიყენებული ზიანი.
5.4. წინამდებარე ხელშეკრულების 2.2.4-2.2.6. მუხლის დარღვევის ყოველ ფაქტზე სტუდენტი
ვალდებულია აუნაზღაუროს ინსტიტუტს ჯარიმა ზარალის სრული ოდენობით.
5.5. სტუდენტის ან/და მასთან დაკაავშირებული პირის მიერ ინსტიტუტის საქმიანი რეპუტაციის
შემლახველი ინფორმაციის გავრცელების, ცრუ ცნობებისა ან/და ინფორმაციის გავრცელების, ამგვარი
ქმედებების (საქმიანი რეპუტაციის შელახვა და სხვ.) განხორციელების შანტაჟის დაფიქსირებულ
თითოეულ ფაქტზე სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა ზარალის სრული ოდენობით.
წინამდებარე ხელშეკრულების 6. მუხლის დარღვევის ყოველ ფაქტზე სტუდენტი ვალდებულია
აუნაზღაუროს ინსტიტუტს ჯარიმა ზარალის სრული ოდენობით.
5.6. მხარეთა პასუხისმგებლობა, რაც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით
განიხილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებათა შესაბამისად.

6. კონფიდენციალობა
6.1. მხარეები ვალდებულნი არიან არ გაახმაურონ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების
უშუალოდ გაწევის პროცესში მათთვის ცნობილად გამხდარი ერთმანეთის კონფიდენციალური და
კომერციული ინფორმაცია. ეს ვალდებულება არ ვრცელდება იმ ინფორმაციის მიმართ, რომელიც
მხარეთა ძალისხმევის გარეშე ცნობილია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის.

გვერდი 2 / 7
6.2. მხარეები ვალდებულები არიან, არ დაუშვან კონფიდენციალური ინფორმაციის გახმაურება,
გარდა კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა.
6.3. სტუდენტი კისრულობს ვალდებულებას, დაუყონებლივ წერილობით აცნობოს ინსტიტუტს
ნებისმიერი მესამე პირისგან, მათ შორის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან, რაიმე
მოთხოვნის მიღების თაობაზე, თუ ხსენებული მოთხოვნა საჭიროებს კონფიდენციალური
ინფორმაციის გაცხადებას. სტუდენტი კისრულობს ვალდებულებას საშუალება მისცეს ინსტიტუტს
გაეცნოს ხსენებული მოთხოვნის შინაარსს, რათა დაადგინოს კანონიერია თუ არა აღნიშნული
მოთხოვნა და შეზღუდოს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცხადება კანონმდებლობით დადგენილ
ფარგლებში.
6.4. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებები ძალაში რჩება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც
განუსაზღრელი ვადით.
6.5. იმ შემთხვევაში თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ აცნობონ მესამე პირს მათ შორის
წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების ან/და ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რაიმე
ინფორმაცია, ამ ინფორმაციაზე არ ვრცელდება წინამდებარე მუხლით დადგენილი პირობები.

7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ვადამდე შეწყვეტა


7.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს
მხარეთა შორის ვალდებულების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.
7.2. ხელშეკრულების მოქმედება წყდება შემდეგ შემთხვევებში:
7.2.1. მხარეთა ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულებით;
7.2.2. მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
7.2.3. სტუდენტის ინიციატივით, რის შესახებ წინასწარ წერილობით უნდა ეცნობოს ინსტიტუტს
შეწყვეტამდე არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე.
7.2.4.სტუდენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დარღვევის ან/და
კურსის ფარგლებში სასწავლო პროცესის გამართულებელი ქმედებების განხორციელების
შემთხვევაში ინსტიტუტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული
დღით ადრე გაკეთებული წერილობითი გაფრთხილების საფუძველზე შეწყვიტოს წინამდებარე
ხელშეკრულება.
7.2.5. 2.2.4-2.2.6 მუხლების დარღვევით ლექციების, შეხვედრების ჩანაწერების გავრცელების
შემთხვევაში ინსტიტუტი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე
ხელშეკრულება.
7.2.6. ინსტიტუტი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება
სტუდენტის მიერ მე-6 მუხლის დარღვევის შემთხვევაში.
7.3. ინსტიტუტი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება და ამორიცხოს სტუდენტი
სასწავლო კურსიდან ყოველთვიური ან ერთიანი თანხის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში. ასეთ
დროს, ინსტიტუტი განუსაზღვრავს სტუდენტს დავალიანების დაფარვისთვის დამატებით ვადას,
რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს. დამატებითი ვადის უშედეგოდ
ამოწურვის შემთხვევაში ინსტიტუტი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე
შეთანხმება.
7.3.1. მე-4 მუხლში გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სტუდენტს
დაეკისრება პირგასამტეხლო თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის, სრული გადასახდელი
თანხის 0.5% ოდენობით.
7.4. გადახდილი სასწავლო ღირებულების ანაზღაურება არ ხდება კონტრაქტის შეწყვეტის დროს.
ამასთან ერთად, კონტრაქტის შეწყვეტა არ ათავისუფლებს სტუდენტს სასწავლო კურსის ღირებულების
მთლიანი თანხის ანაზღაურების ვალდებულებისგან. ასეთ შემთხვევაში, დარჩენილი გადასახდელი
თანხა წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის პირგასამტეხლოს.

8. ფორს-მაჟორული გარემოებანი
8.1. ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების
შეუსრულებლობა არ გამოიწვევს პასუხისმგებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან
მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი;
8.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი
კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული სტუდენტის და/ან
ინსტიტუტის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ

გვერდი 3 / 7
გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქიური
მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა;
8.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ,
რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაუყოვნებლივ უნდა
გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი
მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით
პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით
აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს
ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან
ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
8.4. მხარეები უფლებამოსილები არიან ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე ცალმხრივად
შეწყვიტონ წინამდებარე ხელშეკრულება, თუკი ფორს-მაჟორი გაგრძელდა 30 (ოცდაათი) დღეზე
მეტხანს.

9. დავების განხილვა
9.1. ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკებების
გზით. ამ გზით ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლო
წესით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10. დამატებითი პირობები


10.1. ყოველი ცვლილება და დამატება წინამდებარე ხელშეკრულებაში ნამდვილია, მისი
წერილობითი გაფორმებისა და მხარეთა ხელმოწერის შემთხვევაში.
10.2. ნებისმიერი ეჭვის გასაქარწყლებლად, „მხარეები“ თანხმდებიან, რომ „წინამდებარე
ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ნებისმიერი და ყველა ჯარიმა/პირგასამტეხლო წარმოადგენს
„მხარის“ უფლებას და არა მოვალეობას.
10.3. მხარეებს შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით
(როგორც ბეჭდური ისე ელექტრონული სახით) ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული
წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის (მათ შორის,
საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული წერილის) საშუალებით.
ოპერატიულობის მიზნით, დასაშვებია შეტყობინების მიწოდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით
შეტყობინების ხელშეკრულებაში მითითებული საკონტაქტო პირის ელექტრონული ფოსტის
მისამართზე გაგზავნის გზით. ამასთან მხარეები თანხმდებიან, რომ თუ მხარეს შეტყობინება
ეგზავნება ელექრონული ფოსტის საშუალებით, ხელშეკრულებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის
მისამართზე, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური
საშუალებით ამონაწერის ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მიწოდებული დადასტურებით.
10.4. მხარეები თანხმდებიან, რომ სტუდენტის მიერ გაცხადებულ ელექტრონული ფოსტის
მისამართზე, რომელიც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში, გაგზავნილი ელექტრონული
შეტყობინება ითვლება სტუდენტისთვის ოფიციალურად ჩაბარებულ შეტყობინებად.
10.5. მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართზე (ან
სხვა ნებისმიერ მისამართზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე
ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ
დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ
მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჯეროვნად ჩაბარებულად.
10.6. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და
რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და
არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
10.7. ყოველი საკითხი, რასაც არ მოიცავს წინამდებარე ხელშეკრულება განიმარტება საქართველოს
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.8. ხელშეკრულების რომელიმე მუხლის/პუნქტის ბათილობა არ იწვევს ხელშეკრულების
ბათილობას.
10.9. მხარეებს არ აქვთ უფლება წინამდებარე ხელშეკრულებით მინიჭებული უფლება-მოვალეობები
გადასცენ მესამე პირს, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
10.10. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეტყობინებების მიწოდება მხარეთათვის ხდება
მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე.

გვერდი 4 / 7
10.11. ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის 2 იდენტურ ეგზემპლარად ქართულ
ენაზე.

11. მხარეთა რეკვიზიტები

ინსტიტუტი: სტუდენტი:
შპს დიჯიტალ ინსტიტუტი სახელი და გვარი:
(ს/კ 405476060)
იურიდიული მის: საქართველო, ქ. თბილისი, ეკატერინე გოგბერაშვილი
ვაკის რაიონი, ილია ჭავჭავაძის გამზ., N 75, ________________________________
კორ. 2, ბ. 66

საბანკო რეკვიზიტები:
01411102484
(პ/ნ:________________________________)
სს "საქართველოს ბანკი",
მიმღები ბანკის კოდი: BAGAGE22;
ბანკი გაგარინის ქ. 29ა, თბილისი,
ქ. თბილისი. წულუკიძის
0160, საქართველო მის:________________________________
მე-4 შესახვევი, კორპუსი
მიმღების 13
დასახელებ შპს დიჯიტალ ინსტიტუტი ________________________________

მიმღების გრაფიკული დიზაინი
ანგარიშის GE26BG0000000525699505 პროფესია: ___________________________
ნომერი
599114651
მობ.ნომერი__________________________

katerina.
E-mail: ______________________________
gogberashvili@gmail.com

ხელმოწერა:
დირექტორი, იოანე ჩიქოვანი სტუდენტის ხელმოწერა:

____________________________________ ____________________________________

გვერდი 5 / 7
დანართი #C2 - კურსის დეტალები

სასწავლო კურსის დასახელება: გრაფიკული დიზაინი - Graphic Design


სასწავლო კურსის ხანგრძლივობა: 2 (ორი) თვე

დანართი #C3 - ანგარიშსწორების დეტალები

კურსის ღირებულება
4.2. კურსის ჯამური ღირებულება შეადგენს 1 340 (ათას სამას ორმოცი) ლარს. არსებობს კურსის
ღირებულების გადახდის ორი ვარიანტი: A) ნაწილობრივ ყოველთვიური თანხის გადახდა და B)
ერთიანად ჯამური თანხის გადახდა.
4.3. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ინსტიტუტი არ ახორციელებს გადახდილი თანხის
დაბრუნებას.
4.4. ვარიანტი A-ს შემთხვევაში, გადახდა წარმოებს ნაწილობრივ ყოველთვიურად 2 (ორი) თვის
განმავლობაში. თითოეულ თვეს გადასასახდელი თანხა შეადგენს 670 (ექვსას სამოცდაათი) ლარს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
4.4.1. სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს პირველადი თანხა 670 ლარის ოდენობით არაუგვიანეს
წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენადარული დღის ვადაში, მაგრამ
არაუგვიანეს კურსის დაწყებამდე 7 (შვიდი)კალენდარული დღით ადრე.
4.4.2. გადახდა წარმოებს ნაწილობრივ უნაღდო ანგარიშსწორებით ინსტიტუტის საბანკო ანგარიშზე.
პირველადი თანხის გარდა ყოველი თვის ღირებულების ანაზღაურება უნდა მოხდეს არაუგვიანეს
ყოველი მომდევნო თვის 30 (ოცდაათი) რიცხვისა.
4.4.3. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით სტუდენტი იაზრებს და ეთანხება, რომ თანხის
ნაწილობრივი გადახდა არ გულისხმობს სასწავლო კურსის თითოეული თვის შეძენას. სტუდენტი იძენს
ერთიან პროდუქტს - კურსის სრული ხანგრძლივობისგან შემდგარ სასწავლო პროგრამას. თანხის
გადანაწილება წარმოადგენს ფინანსური ტვირთის შემსუბუქების საშუალებას. რაც გულისხმობს, რომ
სასწავლო კურსის დასრულებამდე კონტრაქტის შეწყვეტა არ ათავისუფულებს სტუდენტს მისი სრული
ღირებულების გადახდის ვალდებულებისგან.
4.5. ვარიანტი B-ს შემთხვევაში, კურსის ჯამური ღირებულების დაფარვა ხდება ერთიანად 1
ტრანზაქციით/ტრანშით.
4.5.1. გადახდა წარმოებს ერთიანად უნაღდო ანგარიშსწორებით ინსტიტუტის საბანკო ანგარიშზე
თანხის ჩარიცხვის გზით.
4.5.2. სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს კურსის ჯამური ღირებულება არაუგვიანეს წინამდებარე
ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენადარული დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს კურსის
დაწყებამდე 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე.
4.6. სტუდენტის მიერ თანხის გადახდის მეშვეობით დგინდება შერჩეული გადახდის ვარიანტი.
4.7. სტუდენტის მიერ წინამდებარე მუხლით განსაზღვრულ ფინანსური ვალდებულებების ჯეროვანი
და სრული შესრულება დასტურდება კურსის ღირებულების სრული თანხის ჩარიცხვით.

გვერდი 6 / 7
ქვემოთ მოცემული ფასდაკლების პირობები (შემდეგში „აქცია“) მოქმედებს 2024 წლის 29 იანვრის
ჩათვლით.
4.8. ზემოთ აღნიშნულ 4.2 – 4.7 პუქნტებში განმარტებულ ანგარიშწორების პირობებზე ვრცელდება
ფასდაკლების აქცია, რაც გულისხმობს:
4.8.1. 4.4 პუნქტში და ქვე-პუნქტებში აღნიშნული ვარიანტი B-ს შემთხვევაში, კურსის ჯამური
ღირებულება შემცირდება 804 (რვაასოთხი) ლარამდე. ეს პირობა ვრცელდება მხოლოდ იმ
შემთხვევაში თუ კურსის სრული ღირებულების დაფარვა მოხდება ერთიანი შეტანით აქციის ვადის
გასვლამდე.
4.8.2. 4.3 პუნქტში და ქვე-პუნქტებში აღნიშნული ვარიანტი A-ს შემთხვევაში, იცვლება შემდეგი
პიროებიბი:
4.7.2.1. გადახდა წარმოებს ნაწილობრივ ორ ნაწილად. პირველი ნაწილის გადასასახდელი თანხა
შეადგენს 402 (ოთხას ორი) ლარს და მეორე ნაწილის გადასახდელი თანხა შეადგენს 402 (ოთხას ორი)
ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
4.7.2.2. სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს პირველი ნაწილი, არაუგვიანეს აქციის ვადის
გასვლამდე;
4.7.2.3. გადახდა წარმოებს ნაწილობრივ უნაღდო ანგარიშსწორებით ინსტიტუტის საბანკო ანგარიშზე.
პირველადი თანხის გარდა ყოველი თვის ღირებულების ანაზღაურება უნდა მოხდეს არაუგვიანეს
ყოველი მომდევნო თვის 30 (ოცდაათი) რიცხვისა.

გვერდი 7 / 7

You might also like