Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 22

ვარიანტი II

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 1-35.


თითოეულ შეკითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.
თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


(1) 1. რომელი არის მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე გამოსახული არტეფაქტის ერთ-ერთი დანიშნულების შესახებ?

ა) სპარტელები თიხის ჭურჭელში ჩაყრილი შავი და თეთრი ბურთულების მეშვეობით


ირჩევდნენ მეფეს;

ბ) ეტრუსკები ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის მეომარს თიხის ფიალით


აჯილდოებდნენ, რომელზედაც მისი სახელი იყო ამოტვიფრული;

გ) სახალხო კრებაზე ათენელები მასზე ამოტვიფრავდნენ ქალაქიდან გასაძევებელი პირის


სახელს;

დ) მეტალის ფულის შემოღებამდე ძველ ფინიკიაში თიხის ნაწარმი გაცვლის ერთ-ერთი


საშუალება იყო.

(1) 2. ჩამოთვლილთაგან, ძვ.წ. 594 წელს ათენში გატარებული რომელი რეფორმა უკავშირდება მონეტაზე გამოსახული არქონტის
სახელს?

ა) ოსტრაკისმოსის - დემოკრატიისათვის პოტენციურად საშიში პირების ქალაქიდან


გაძევების წესის შემოღება;

ბ) სიისახთეია - მოქალაქეებისათვის ვალების ჩამოწერა;

გ) მოქალაქეობის ცნების შემოღება;

დ) ყველა მოქალაქისათვის მიწის თანაბრად განაწილება.


(1) 3. რომელი ქალაქის შექმნასთან დაკავშირებული ლეგენდა არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) ათენის;

ბ) რომის;

გ) კართაგენის;

დ) ბაბილონის.

(1) 4. რომელი მხედართმთავრის სახელს უკავშირდება ილუსტრაციაზე ასახული ცნობილი ისტორიული მოვლენა?

ა) სციპიონის;

ბ) პომპეუსის;

გ) მითრიდატე პონტოელის;

დ) ჰანიბალის.
(1) 5. ძვ.წ. I საუკუნის 80-იან წლებში მიმდინარე რომელი ისტორიული მოვლენა არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) რომის ძარცვა ვანდალების მიერ;

ბ) სულას მიერ პროსკრიფციების შემოღება და ტერორი;

გ) ქრისტიანების დევნა იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ;

დ) მონათა აჯანყება სპარტაკის მეთაურობით.

(1) 6. რომელი არ არის მართებული მსჯელობა ლიკურგეს რეფორმების შესახებ?

ა) ლიკურგემ ძველი წყობიდან მხოლოდ ორი მეფის თანამმართველობის ინსტიტუტი შეინარჩუნა;

ბ) სპარტაში უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა 30 ადამიანისაგან შემდგარ უხუცესთა საბჭოს - გერუსიას და სახალხო
კრებას დაეკისრა;

გ) კანონების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებდა 5 ესიმნეტისაგან შემდგარი კოლეგია;

დ) რეფორმის შედეგად მოხდა ცხოვრების ყველა სფეროს უმკაცრესი რეგლამენტაცია.

(1) 7. სხვა შედეგებთან ერთად, რა ეფექტი მოჰყვა დაწერილი კანონების შემოღებას ძველ ათენში?

ა) დამკვიდრდა კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობის პრინციპი;

ბ) შეიზღუდა მონარქის უფლებები;


გ) დაწესდა მმართველობით ორგანოებზე საზოგადოებრივი კონტროლი;

დ) შეიზღუდა წარჩინებულ მოსამართლეთა თვითნებობა.

(1) 8. რა სიახლის შემოტანა უკავშირდება კლისთენეს სახელს?

ა) სეისახთეიას შემოღება, რაც გულისხმობდა მოქალაქეთათვის ვალების ჩამოწერას;

ბ) უცხოელთათვის მოქალაქეობის მინიჭების წესის შემოღება;

გ) ოსტრაკისმოსის ანუ სახელმწიფოსათვის პოტენციურად საშიში პირების ქალაქიდან გაძევების პრაქტიკის შემოღება;

დ) უდანაშაულობის პრეზუმფციის შემოღება, რაც გულისხმობდა პირის უდანაშაულოდ ცნობას მანამდე, სანამ მისი დანაშაული არ
დამტკიცდებოდა.

(1) 9. რა გზით ცდილობდა პერიკლე, გამოერიცხა მოსამართლეთა მიერ ქრთამის აღება?

ა) საქმეებს განიხილავდა არა ერთი მოსამართლე, არამედ სამი მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგია;

ბ) დააწესა სიკვდილით დასჯა ქრთამის აღებაზე;

გ) შეიქმნა მექანიზმი, როდესაც წინასწარ უცნობი იყო, რომელი მოსამართლე განსჯიდა კონკრეტულ საქმეს;

დ) მოსამართლეებს დაენიშნათ მაღალი ხელფასი.

(1) 10. პერიკლეს კანონმდებლობის მიხედვით, რომელი ქმედება არ ითვლებოდა ათენის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლად?

ა) ვალების გადაუხდელობა;

ბ) ქურდობა;

გ) სახალხო კრების მუშაობაში მონაწილეობისათვის განგებ თავის არიდება;

დ) ღმერთების უპატივცემულობა.
(1) 11. რა აზრობრივი დატვირთვა გააჩნია ბერძნული სიტყვა „სტენოხორიას“ კოლონიზაციასთან მიმართებაში?

ა) ტერმინი გულისხმობს ბერძნულ ტრადიციაში დამკვიდრებულ წესს, რომელიც ითვალისწინებს ზრდასრულ ასაკში ვაჟის
ოჯახიდან წასვლას და ახალი საცხოვრებლის ძიებას;

ბ) ტერმინი აღწერს ბერძნული პოლისების ექსპანსიონისტური პოლიტიკის არსს, რომელიც გულისხმობს პოლისის ძლიერებისათვის
ახალი ტერიტორიების ათვისებას ნებისმიერი საშუალებით;

გ) ტერმინი აღწერს მდგომარეობას, როდესაც ჭარბი მოსახლეობის გამო პოლისს აღარ აქვს შესაძლებლობა, გამოკვებოს და დაასაქმოს
მოქალაქეები;

დ) ტერმინი აღწერს ურთულეს პერიოდს საბერძნეთის ისტორიის „ბრინჯაოს ხანის კატასტროფის“ შემდეგ, რამაც მოსახლეობის
მასიური მიგრაცია გამოიწვია.

(1) 12. რომელი მსჯელობა აღწერს ბერძნული პოლისის ხელისუფლების მონაწილეობას კოლონიზაციის პროცესში?

ა) პოლისის ხელისუფლება ახალი კოლონიების შექმნის პროცესში არ ერეოდა და ის სტიქიურად მიმდინარეობდა;

ბ) ახალი პოლისის შექმნა არისტოკრატების ექსკლუზიური უფლება იყო და ის ინდივიდუალურად, შეთანხმების გარეშე
ხორციელდებოდა;

გ) ახალი კოლონიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას სახალხო კრება და არისტოკრატთა საბჭო იღებდა;

დ) ახალი კოლონიების შექმნა რეგულირდებოდა პოლისის კანონმდებლობით და მასზე ნებართვას გასცემდა უხუცესთა საბჭო.

(1) 13. რა მიზეზები განაპირობებდა იმ ფაქტს, რომ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთისაგან განსხვავებით, ბერძნებმა ვერ შეძლეს
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ადგილობრივ მოსახლეობაზე გაბატონება?

ა) თავისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბერძნები უფრო მეტ ძალისხმევას ჩრდილოეთ შავიზღვიპირეთისაკენ
მიმართავდნენ;

ბ) აღმოსავლეთ შავიზღვიპირეთში ბერძნებს მაღალი კულტურის მქონე, განვითარებული მოსახლეობა დახვდათ;

გ) ძვ.წ. VI საუკუნეში ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ხალხებს შორის შინაომები მძვინვარებდა;

დ) აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ძირითადად მილეტელი კოლონისტები სახლდებოდნენ, რომლებიც იონელებისა და


კორინთელებთან შედარებით ნაკლებად განვითარებულნი იყვნენ.
(1) 14. რა საერთო დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდათ „პელოპონესის კავშირში“ შემავალ პოლისებს?

ა) მათ უმრავლესობაში მონარქიული მმართველობა არსებობდა;

ბ) ამ პოლისების მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ძველი იონელების შთამომავლები იყვნენ;

გ) თითქმის ყველა პოლისს საკუთარი ფლოტი გააჩნდა;

დ) ყველა მათგანი ეკონომიკურად განვითარებული, ძლიერი პოლისი იყო.

(1) 15. რამ გამოიწვია ათენის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაღუპვა ძვ.წ. 430 წელს?

ა) მიწისძვრამ;

ბ) სპარტელთა ალყის შედეგად გამოწვეულმა შიმშილმა;

გ) შავი ჭირის ეპიდემიამ;

დ) ვულკანის ამოფრქვევამ.

(1) 16. რომელია მართებული მსჯელობა პელოპონესის ომის შემდეგ ათენში შექმნილი მდგომარეობის შესახებ?

ა) ათენმა მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ შეძლო სპარტელთა გავლენისაგან განთავისუფლება და დემოკრატიის აღდგენა;

ბ) ათენმა სწრაფადვე მოიშორა სპარტელთა მიერ თავსმოხვეული „ოცდაათი ტირანის“ მმართველობა და აღადგინა დემოკრატია;

გ) ზავის შემდეგ სპარტა ხანგრძლივ შინაომებში ჩაერთო, რამაც ათენს შესაძლებლობა მისცა, უმოკლეს ვადაში დაებრუნებინა
დამოუკიდებლობა;

დ) ძვ.წ. 403 წლიდან ათენი მოიცვა შინაომებმა და პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა.
(1) 17. რას გულისხმობდა ალექსანდრე მაკედონელის მსოფლიო სახელმწიფოს შექმნის იდეა?

ა) ბერძნული იარაღის ქვეშ მსოფლიოს ყველა დიდი და მცირე სახელმწიფოს გაერთიანებას, მათი სუვერენიტეტის გაუქმებას და
ერთიანი იმპერიის შექმნას;

ბ) კონფედერაციულ საწყისებზე ყველა დიდი სახელმწიფოს გაერთიანებას, რომელშიც შესაძლებელი გახდებოდა სხვადასხვა
ცივილიზაციათა მიღწევების გაზიარება და მშვიდობიანი თანაცხოვრება;

გ) საერთო ენობრივი, კულტურული და პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანების შექმნას, რომელშიც გავრცელდებოდა ბერძნული


ენა, კულტურა და სახელმწიფო მმართველობის სისტემა;

დ) ნებაყოფლობით საფუძველზე მსოფლიო ხალხების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას და მსოფლიო მთავრობის შექმნას.

(1) 18. სხვა მიზეზებთან ერთად, რით იყო განპირობებული ალექსანდრე მაკედონელის გადაწყვეტილება, დაესრულებინა ინდოეთის
კამპანია და უკან გაბრუნებულიყო?

ა) სპარსეთში დაიწყო აჯანყება, რამაც ალექსანდრე აიძულა, შეეწყვიტა ინდოეთში ლაშქრობა;

ბ) ჰიდასპის ბრძოლაში ალექსანდრემ თავისი არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა;

გ) ხანგრძლივმა ლაშქრობამ და ბრძოლებმა უკიდურესად გამოფიტა მისი ლაშქარი;

დ) ჰიდასპის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ინდოელებმა დიდძალ ლაშქარს მოუყარეს თავი და ალექსანდრემ თავი აარიდა
სარისკო ავანტიურას.

(1) 19. რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ 10 000 თავისი მებრძოლის დაქორწინებას სპარსელ
ქალებზე?

ა) ეს აქტი გამოხატავდა ბერძნული ცივილიზაციის უპირატესობას აღმოსავლურ კულტურასთან მიმართებაში;

ბ) ამ ქორწინებას საფუძველი უნდა ჩაეყარა ახალი თაობისათვის, რომელიც მალე მთელს მსოფლიოში იბატონებდა;

გ) ეს იყო ბერძნების სპარსელებთან შერიგებისა და ძველი მტრობის დავიწყების სიმბოლური აქტი;

დ) ამ ქორწინებით სიმბოლურად სრულდებოდა დაპირისპირება ევროპასა და აზიას შორის.


(1) 20. რომელი ელინისტური სახელმწიფო შეიქმნა წინა აზიაში ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დანაწილების შემდეგ?

ა) პტოლემაიოსების;

ბ) ატალიდების;

გ) ანტიგონიდების;

დ) სელევკიდების.

(1) 21. ჩამოთვლილთაგან, რომელია ელინისტური ეპოქის ძირითადი მახასიათებელი ნიშანი?

ა) ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში ბერძნული კულტურის ნიმუშების გავრცელება;

ბ) ახლო აღმოსავლეთში საქალაქო ცხოვრების განვითარება;

გ) ახლო აღმოსავლეთში სახელმწიფო მართვის ბერძნული მოდელის გავრცელება;

დ) ალექსანდრე დიდის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე მეურნეობის წარმოებისა და საგადასახადო სისტემის ბერძნული
მოდელის გავრცელება.

(1) 22. სხვა ფაქტორებთან ერთად, ძირითადად რა განაპირობებდა ელინურ სამყაროზე რომის გავლენის გაძლიერებას ძვ.წ. III
საუკუნიდან?

ა) დიადოქოსებს შორის გაუთავებელი ომები, რომელმაც ელინური სახელმწიფოები მნიშვნელოვნად დაასუსტა;

ბ) ელინისტური კულტურის დაკნინება, რომელიც ნელ-ნელა მთლიანად ასიმილირდა დომინანტ აზიურ ცივილიზაციასთან;

გ) ელინური სახელმწიფოების მკვიდრი მოსახლეობის ჭარბი მატება, რაც აზიური მმართველობის სისტემისა და ტრადიციების
გაბატონებას უწყობდა ხელს;

დ) ელინისტური სახელმწიფოების მეურნეობის შეუსაბამობა ახალი ეპოქის მოთხოვნებთან, რამაც მისი დასუსტება გამოიწვია.

(1) 23. გარდა ეგრისის მთავარი ქუჯისა და მთიელებისა, ვინ იბრძოდა ფარნავაზის მხარეს აზონის წინააღმდეგ ბრძოლაში?

ა) სელევკიდების სამეფოს 1000 ჯარისკაცი;

ბ) კახეთის ერისმთავრის მიერ გამოგზავნილი მოხალისეთა ჯარი;


გ) აზონის 1000 მხედარი;

დ) 1000 თრაკიელი დაქირავებული მეომარი.

(1) 24. ვის უწოდებდნენ „ლაოებს“ ელინისტური ეპოქის ქართლის სამეფოში?

ა) ქართლის სამეფო გვარის წარმომადგენლებს;

ბ) ქართლის მიერ დაპყრობილი და დაქვემდებარებული ტერიტორიების მეთემეებს;

გ) თავისუფალ გლეხებს;

დ) დაწინაურებულ საგვარეულოებს, რომლებიც იკავებდნენ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს.

(1) 25. რა ტიპის მმართველობა დამყარდა რომში უკანასკნელი მეფე ტარკვინიუსის დამხობის შემდეგ?

ა) ათენის ტიპის დემოკრატია;

ბ) რესპუბლიკა;

გ) შერეული ტიპის მონარქია;

დ) ქურუმთა მმართველობა - თეოკრატია.

(1) 26. რა ძირითად მიზანს ემსახურებოდა ერთ სახელმწიფო თანამდებობაზე ორი თანაბარუფლებიანი პირის დანიშვნა ძველ რომში?

ა) არჩეული თანამდებობის პირის გარდაცვალების ან ქმედუუნარობის შემთხვევაში მის მოვალეობას მეორე პირი ასრულებდა, რაც
სისტემას უფრო ეფექტურს ხდიდა;

ბ) ამით დაცული იყო წარმომადგენლობითი პარიტეტი, რადგან არჩეული პირები სხვადა-სხვა სოციალურ ფენას ეკუთვნოდნენ;

გ) ამით მიიღწეოდა გადაწყვეტილებათა მიღების დროს კოლეგიალობა და გამოირიცხებოდა ძალაუფლების უზურპაცია;

დ) არჩეულ პირთაგან ერთ-ერთის მოვალეობა შემოიფარგლებოდა მეორე პირის საქმიანობის ზედამხედველობით, რაც სისტემას
უფრო გამჭვირვალესა და ეფექტურს ხდიდა.
(1) 27. რომელია ნაკლებად მართებული მსჯელობა რომის რესპუბლიკაში დიქტატორის დანიშვნისა და მისი ფუნქციების შესახებ?

ა) დიქტატორი ინიშნებოდა მხოლოდ 6 თვის ვადით ან რომელიმე ერთი დავალების შესასრულებლად;

ბ) დიქტატორი სარგებლობდა თითქმის შეუზღუდავი უფლებამოსილებებით, მის მიერ გამოცემული კანონები მაშინვე შედიოდა
ძალაში;

გ) ძვ.წ. IV საუკუნემდე დიქტატორის მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა კომიციაში გასაჩივრებას;

დ) დიქტატორი უფლებამოსილი იყო დამოუკიდებლად და აპელაციის გარეშე გადაეწყვიტა სიკვდილით დასჯის საკითხები.

(1) 28. რა დამსახურებისათვის ეწოდა კონსულ პუბლიუს კორნელიუს სციპიონს „აფრიკელის“ მეტსახელი?

ა) პუნიკური ომების დაწყებამდე ის წარმატებით ხელმძღვანელობდა რომის „აფრიკულ“ ლეგიონებს ეგვიპტისა და ნუმიდიის
წინააღმდეგ ბრძოლებში;

ბ) კანეს ბრძოლის შემდეგ მან შეძლო ჰანიბალის არმიის დასუსტება, ბრძოლის ფრონტის აფრიკაში გადატანა და იქ გადამწყვეტი
გამარჯვების მოპოვება;

გ) ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, სციპიონის შორეული წინაპარი აფრიკელი მონა იყო;

დ) პირველი პუნიკური ომის დროს სციპიონი წარმატებით ებრძოდა ჰამილკარ ბარკას უშუალოდ კართაგენში.

(1) 29. რომელი ისტორიული მოვლენა არის ცნობილი „ეფესოსის საღამოს“ სახელწოდებით?

ა) ძვ.წ. 89 წელს რომაელების შეჭრა ქალაქ ეფესოში, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი ჟლეტა მოჰყვა;

ბ) ძვ.წ. 84 წელს პონტოს სამეფოს წინააღმდეგ პირველი ომის დასასრულს ქალაქ ეფესოში შემდგარი საზავო მოლაპარაკებები
რომაელებსა და მითრიდატე ევპატორს შორის;

გ) ძვ.წ. 88 წელს მითრიდატე პონტოელის არმიის მიერ რომაელთა დამარცხება და 80 000 რომაელის დახოცვა ქალაქ ეფესოში;

დ) ძვ.წ. 120 წელს ქალაქ ეფესოში მითრიდატე VI ევპატორის ტახტზე ასვლის გრანდიოზული ცერემონია.
(1) 30. რომელი სარდლის სახელს უკავშირდება მარიუსის მომხრეთა საბოლოო დამარცხება პირენეს ნახევარკუნძულზე?

ა) კრასუსის;

ბ) სერტორიუსის;

გ) მეტელიუსის;

დ) პომპეუსის.

(1) 31. ძირითადად, რით იყო განპირობებული სენატორთა მიერ იულიუს კეისრის წინააღმდეგ მოწყობილი თავდასხმა და მისი
მკვლელობა ძვ.წ. 44 წელს?

ა) პომპეუსის მომხრეთა შურისძიებით;

ბ) ანტონიუსისა და ოქტავიანეს ძალაუფლებისაკენ სწრაფვით.

გ) კეისრის მიერ ძალაუფლების უზურპაციითა და შეუზღუდავი ერთპიროვნული მმართველობის დამყარებით;

დ) სენატორთა შორის გავლენათა გადანაწილების მოტივით.

(1) 32. რას გულისხმობს რომის ისტორიის ერთ-ერთი ეპოქის სტილიზებული სახელწოდება - „რომაული მშვიდობა“?

ა) ეს ირონიზებული გამოთქმა ეხება ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის პერიოდს, რომელიც აღინიშნა გაუთავებელი ომებითა
და სისხლისღვრით;

ბ) გამოთქმა აღწერს რომში შედარებითი მშვიდობისა და სახელმწიფო წესრიგის პერიოდს, რომელიც აღინიშნა პოლიტიკური და
კულტურული აღმავლობით;

გ) გამოთქმა აღწერს რომში პოლიტიკური დიქტატის პერიოდს, რომლის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა რესპუბლიკური
ინსტიტუტის ფუნქციონირება;

დ) გამოთქმა შეეხება ეპოქას, როდესაც რომს არ უწარმოებია ომი არც ერთ სახელმწიფოსთან.
(1) 33. რომელი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილება უკავშირდება იმპერატორ კარაკალას სახელს?

ა) მონებით ვაჭრობის აკრძალვა;

ბ) ედიქტის გამოცემა, რომლითაც იმპერიაში მცხოვრებ ყველა თავისუფალ ადამიანს რომის მოქალაქეობა მიენიჭა;

გ) სენატისა და კომიციების გაუქმება;

დ) სახელმწიფო თანამდებობაზე არჩევითობის გაუქმება.

(1) 34. რა პოზიცია ეკავა ქართლის სამეფოს რომსა და პონტოს სამეფოს შორის მიმდინარე ომში?

ა) ქართლის სამეფო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა;

ბ) ქართლის სამეფო ხან მითრიდატე ევპატორის, ხანაც რომაელთა მოკავშირე იყო;

გ) ქართლის სამეფო ალბანეთთან ერთად პონტოსა და დიდი არმენიის მოკავშირე იყო;

დ) ქართლის სამეფო თავიდანვე რომის მოკავშირედ ითვლებოდა.

(1) 35. რომელი ისტორიული ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ძვ.წ. II საუკუნის ბოლოს ქართლის მეფეებს რომის მიმართ თავი
დამოუკიდებლად ეჭირათ?

ა) მეფე ფარსმან I-მა უარი განაცხადა, რომში ხლებოდა იმპერატორ ადრიანეს, რითაც აგრძნობინა საკუთარი სიძლიერე;

ბ) ქართლის მეფე ამაზასპ I-მა რომს შეუწყვიტა ხარკის გადახდა და ქართლიდან გააძევა მცხეთაში მდგარი რომაული გარნიზონი;

გ) ქართლის მეფე ფარსმან II-მ უარი თქვა იმპერატორ ადრიანეს მიწვევაზე და მას ძვირფასი საჩუქრების სანაცვლოდ მხოლოდ
საპასუხო ძღვენი გაუგზავნა;

დ) ქართლის მეფე ღადამა არ დაემორჩილა რომაელთა მოთხოვნას, გახსნა ჩრდილოეთის კარიბჭე და მომთაბარე ტომები შეუსია
რომაელებს
ინსტრუქცია დავალებისათვის № 36.
დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო
პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.
დავალების მაქსიმალური ქულაა 6.

რუკა და დავალებები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


კითხვები:

(1) 36.1. რომელი დიდი შეიარაღებული დაპირისპირების ცალკეული ლაშქრობები არის ასახული რუკაზე?

ა) ბარბაროსთა შემოსევების;

ბ) გალური ომების;

გ) გოთური ომების;

დ) ფრანკთა სამეფოსა და ბიზანტიას შორის ომის.

(1) 36.2. ვინ მართავდა სახელმწიფოს, რომლის ლაშქრობები და ტერიტორიული გაფართოება არის ასახული რუკაზე?

ა) პიპინ მოკლე;

ბ) ტოტილა;

გ) ანასტასიოს I;

დ) ისუტინიანე I.

(1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქი დაიბრუნა ერთ-ერთმა მებრძოლმა მხარემ 543 წელს?

ა) ნეაპოლი;

ბ) რომი;

გ) რავენა;

დ) რეჯო კალაბრია.
(1) 36.4. რუკის მიხედვით, რომელი სარდლის ლაშქრობის შემდეგ მოიპოვა ერთ-ერთმა მებრძოლმა მხარემ ყველაზე მეტი
ტერიტორია?

ა) ველისარიუსის;

ბ) ნარსესის;

გ) მუნდის;

დ) ტოტილას.

(1) 36.5. რომელ წელს აიღო ერთ-ერთმა მებრძოლმა მხარემ მოწინააღმდეგე სახელმწიფოს დედაქალაქი?

ა) 536 წელს;

ბ) 538 წელს;

გ) 540 წელს;

დ) 543 წელს.

(1) 36.6. რუკის მიხედვით, რომელმა სახელმწიფომ მიიტაცა რუკაზე ყავისფრად აღნიშნული სახელმწიფოს კუთვნილი მხარე -
პროვანსი?

ა) აღმოსავლეთ რომის იმპერიამ;

ბ) ვესტგოთების სამეფომ;

გ) არაბთა სახალიფომ;

დ) ფრანკთა სამეფომ;
ინსტრუქცია დავალებებისათვის № 37.
ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს.
დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

დავალება და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


ძვ.წ. 594 წელს სოლონმა გააუქმა ვალები (სეისახთეია) და აკრძალა ვალების გამო თავისუფალი ადამიანის მონად გაყიდვა.

კითხვები:

(1) 37.1. დაასახელეთ ამ რეფორმის ერთი კონკრეტული ეკონომიკური მიზეზი.

(1) 37.2. დაასახელეთ ამ რეფორმის ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.

(1) 37.3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო უარყოფითი შედეგის მომტანი ეს რეფორმა და რატომ? თქვენი მოსაზრება
აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.

(2.) 37.4. ძველი რომის ისტორიიდან დაასახელეთ ამ მოვლენის ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის
დასასაბუთებლად.

ინსტრუქცია დავალებისათვის №38.


ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ
კითხვებს.
დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

დავალება და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


22 მაისი 1918, ქალაქი ბათუმი

სრულიად საიდუმლოთ

საქართველოს ეროვნულ საბჭოს და აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტს.

საბჭოს და კომიტეტის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია უკვე გაემგზავრა თფილისს, როცა მე წავიკითხე ზოგიერთი ახალი გაზეთები, რის
გამო მოვალედ ვთვლი ჩემს თავს რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ.

ჩვენი გაზეთები ჯერ კიდევ კამათობენ იმის შესახებ გამოცხადდეს თუ არა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაშინ
როდესაც უმწვერვალესათ საჭიროა მტკიცე ნაბიჯი გადიდგას ახლავე. საზოგადოთ უნდა ითქვას, რომ ეს გაზეთები სრულიად
უპასუხისმგებლოთ გრძნობენ თავს; არც კი ფიქრობენ, რომ მათ ნაწერებს აქ მოლაპარაკებების მონაწილეები კითხულობენ და
სარგებლობენ ცნობებით; არც ერთი არაა გამსჭვალული სახელმწიფო აზრით…

მე უკანასკნელ წუთამდე არ დამიკარგავს იმედი, რომ შეიძლებოდა შეგვეკრა ზავი ამიერკავკასიის სახელით. მართალია, ჩვენმა
თათრებმა თავის სეპარატიული ნაბიჯებით ძირი გამოუთხარეს დელეგაციის ერთობას მაგრამ, ვინაიდან გერმანიის დელეგაცია
სრულიად არ იზიარებდა თურქების პოზიციას, ამიტომ ჩემი იმედი საფუძვლიანი იყო. თურქებმა მართლაც ვერ გაბედეს, მიუხედავათ
მუქარისა, ულტიმატუმის გამოგზავნა, მაგრამ სამაგიეროთ მათ მიმართეს მეორე ხერხს: ანხორციელებენ ფაქტიურათ თავის
დაპყრობით პოლიტიკას – ერევნის გუბერნიას წაესიეს, განჯაში თავის მთავრობა დასვეს, რასაც მთელი ადერბეიჟანის მოკედლება
მოჰყვება, დარჩა მარტო საქართველო, რომელსაც ემუქრებიან ყოველი მხრიდან...

დარჩა, მაშასადამე, განმარტოებული საქართველო, რომლისათვის დარჩენილა სამი შესაძლებლობა: ა) საქართველო ადერბეიჟანთან
ერთ სახელმწიფოს წარმოადგენს... როცა ადერბაიჟანში თურქები სხედან და იმავე დროს არსებობს ამიერ-კავკასიის მთავრობა, ეს
მოასწავებს ოსმალეთის ბატონობის იურიდიულათ ცნობას, რასაც ფაქტიური დაპყრობა მოჰყვება. ბ) საქართველო სომხებთან ერთათ
ადგენენ ერთ სახელმწიფოს. არ არსებობს ფაქტიურათ სომხების ტერიტორია ამიერკავკასიაში, ვინაიდან ის თურქების ხელშია,
შეუძლებელია, მაშასადამე, მასთან ერთი სახელმწიფოს შექმნა... გ) საქართველოს დამოუკიდებლობა – აი ერთათ ერთი გამოსავალი...

გენ. ფონ ლოსოვი იყო დღეს ჩემთან, მას გავაცანი ეს აზრები და კატეგორიულათ განაცხადა, რომ დარჩენილია ერთათ-ერთი გზა –
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. მან კიდეც გაუგზავნა ცნობა თავის მთავრობას, რომ საქართველო გამოაცხადებს
ხვალვე დამოუკიდებლობას და გთხვოთ ცნობას და მფარველობას. ის ელის ახალ ინსტრუქციას, მაგრამ ჩვენ უკვე ვიქონიეთ მსჯელობა
ზოგიერთ პრაქტიკულ საკითხებზე. ჩვენ გვენიშნება მაშინვე, მთავრობასთან გერმანიის წარმომადგენელი ელჩის უფლებებით,
ინიშნებიან კონსულები ქალაქებში, მსწრაფლ გარდაიქმნას გერმანია-ავსტრიის ტყვეები ჯარის-კაცებად და გადავიდეს საქართველოს
მთავრობის განკარგულებაში, რომ ამით ფაქტიურათ გამოეცხადოს ოსმალეთს საქართველოს გერმანიის მფარველობის ქვეშ ყოფნა…

დაბეჯითებით არ შეიძლება ითქვას, რას იტყვის ოსმალეთი ამ ფაქტის წინაშე. ზოგიერთი ამბობს, რომ ოსმალეთი კარგათ შეხვდება ამ
ამბავს და შეეცდება მოურიგდეს საქართველოს; ზოგიერთი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია. პირველ შემთხვევაში ზავი აქვე შეიძლება
შეიკრას, თუ მასში გერმანიის დელეგაციაც ურევია; მეორე შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ ფორმალური პროტესტი ჯარების
შემოსევის წინააღმდეგ, ბრძოლა ბანდებთან სასტიკი, თუ ისინი თურქების სამხედრო ფორმას არ ატარებენ. მეორე შემთხვევაში ფონ
ლოსსოვი წავა აქედან, რომ პირადათ ნახოს ვილჰელმი და კანცლერი, მას მეც უნდა გავყვე, რომ საჩქაროთ იქნას ზომები მიღებული
საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავათ. ამის საბუთი არის. ნოტებია გაცვლილი ოთხ სახელმწიფოთა მთავრობათა შორის, რომ
საქართველო მაშინვე ცნობილი იქნას, როგორც თავის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ეს მოხდა წარსული წლის დამლევს,
ოსმალეთის მთავრობამ ამა წლის იანვარს მოაწერა ამ ნოტას ხელი. პირობები არაფერია წარმოდგენილი, სავალდებულოა ოთხივე
მხარისათვის.

საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა გამოცხადდეს საზღვრების აღუნუსხავათ. ხსენებული ნოტების თანახმათ საქართველოში
შედის ბათუმის მხარე, სოხუმის და ზაქათალის ოლქები. მათი ხსენება გამოიწვევს საქმის უმწვერვალესად გამწვავებას, თუ
გამოვტოვეთ, მაშინ ჩვენ თვითონ უარვყოფთ იურიდიულათ ჩვენს უფლებას. ეს უნდა მიენდოს საგარეო მინისტრის საიდუმლო
მოქმედებას და შეთანხმებას გერმანიის მთავრობასთან...

კითხვები:

(1) 38.1. წყაროზე დაყრდნობით დაასახელეთ ორგანო, რომელსაც მოცემულ მომენტში ხელმძღვანელობდა საქართველოს
რესპუბლიკის მომავალი მთავრობის მეთაური.

(1) 38.2. თქვენი აზრით, კონკრეტულად რომელ მოლაპარაკებებზეა საუბარია დოკუმენტის დასაწყისში?

(1) 38.3. წყაროს მიხედვით, ძირითადად რაში გამოიხატებოდა ქართული გაზეთების უპასუხისმგებლობა?

(1) 38.4. თქვენი აზრით, ვინ იგულისხმება დოკუმენტში ნახსენებ „ჩვენს თათრებში“, რომლებმაც თავიანთი ქმედებით ძირი
გამოუთხარეს დელეგაციის ერთობას?

(1) 38.5. დოკუმენტის მიხედვით, რა ალტერნატიულ ხერხს მიმართეს თურქებმა თავისი მიზნების მისაღწევად მას შემდეგ, რაც
გერმანიის დელეგაციის მტკიცე პოზიციის გამო, ვერ გაბედეს ულტიმატუმის წამოყენება?

(1) 38.6. დოკუმენტის მიხედვით, რა საკითხთან დაკავშირებულ მითითებებს ელოდებოდა გენერალი ფონ ლასოვი საკუთარი
მთავრობისაგან?

(2) 38.7. დოკუმენტის მიხედვით, რატომ აღარ შეიძლებოდა საქართველოს დარჩენა ამიერკავკასიის ფედერაციის შემადგენლობაში და
რა იყო მოცემულ მომენტში თურქეთის აგრესიის შესაჩერებლად ერთადერთი გამოსავალი?

(2) 38.8. წყაროს მიხედვით, რა პრაქტიკული ხასიათის მოქმედებები დაიგეგმა გერმანიის წარმომადგენელთან მოლაპარაკების დროს
და რა მიზანს ემსახურებოდა ეს?

(2) 38.9. წყაროს მიხედვით, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას და რა ნაბიჯები უნდა
გადაედგა საქართველოს მთავრობას ასეთ შემთხვევაში?
(2) 38.10. წყაროს მიხედვით, რომელია ერთ-ერთი ძირითადი პირობა, რომლის გათვალისწინებითაც უნდა მომხდარიყო
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და რა იყო ამის მიზეზი?

ვარიანტი III

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 1-35.


თითოეულ შეკითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.
თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე

You might also like