Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 23

ვარიანტი V

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 1-35.


თითოეულ შეკითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.
თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

დავალება და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


(1) 1. რომელი ისტორიული მოვლენა არის ასახული ილუსტრაციებზე?

ა) „ბართლომის ღამე“;

ბ) „ეფესოს საღამო“;

გ) ბასტილიის აღება;

დ) ნიდერლანდების რევოლუცია.
(1) 2. რომელი ისტორიული პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო ილუსტრაციაზე გამოსახული პირის მიერ ორდენის შექმნა და მისი
საქმიანობა?

ა) რეფორმაციის;

ბ) რელიგიური ომების;

გ) კონტრრეფორმაციის;

დ) ასწლიანი ომის.
(1) 3. რომელი ისტორიული დოკუმენტის გამოცემის აღსანიშნავად იქნა დამზადებული ილუსტრაციაზე წარმოდგენილი საფოსტო
მარკა?

ა) საფრანგეთის პირველი კონსტიტუციის;

ბ) აუგსბურგის ზავის;

გ) ნანტის ედიქტის;

დ) სენ ჟერმენის ედიქტის.

(1) 4. ინგლისში XVI საუკუნის 50 წლების დასაწყისში მომხდარი რომელი ისტორიული მოვლენა არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) „ხანგრძლივი პარლამენტის“ მიერ მეფისათვის „დიდი რემონსტრაციის“ წარდგენა;

ბ) პარლამენტის მიერ მეფე ჩარლზ I-სთვის „უფლებათა შესახებ პეტიციის“ წარდგენა;

გ) „ხანმოკლე პარლამენტის“ მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა;

დ) კრომველის მიერ პარლამენტის გარეკვა.


(1) 5. რომელი არის მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე ასახული მოვლენის შესახებ?

ა) ფერნანდო მაგელანის ექსპედიცია ფილიპინებს მიადგა, სადაც მას მოუწია ადგილობრივ ტომებთან ბრძოლაში ჩაბმა, რა დროსაც
ის დაიღუპა;

ბ) აცტეკებმა ერნან კორტესი თავის ღმერთად მიიჩნიეს და მისი ამალა პატივით მიიღეს, რაც საბოლოოდ მათი სახელმწიფოს
განადგურებით დასრულდა;

გ) ფრანსისკო პისარომ ისარგებლა ინკების იმპერატორის შვილებს შორის არსებული დაპირისპირებით და მოახერხა მათი
სათითაოდ განადგურება, რასაც საბოლოოდ ინკების იმპერიის დაცემა მოჰყვა;

დ) 1492 წლის 28 ოქტომბერს კოლუმბი თავის ამალასთან ერთად ახლადაღმოჩენილ მიწაზე გადავიდა, სადაც ადგილობრივებმა
გულთბილი შეხედრა მოუწყვეს.
(1) 6. რომელმა ხალხმა შექმნა პირველი ცივილიზაცია ამერიკაში?

ა) მაიამ;

ბ) ჩავინის ხალხმა;

გ) ოლმეკებმა;

დ) აცტეკებმა.

(1) 7. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი ახალ გეოგრაფიულ აღმოჩენებს XV-XVI საუკუნეებში?

ა) შიდაწვისძრავიანი გემების შექმნამ;

ბ) რუკების დახვეწამ და კომპასის გაუმჯობესებამ;

გ) პირველი სისტემატიზირებული საზღვაო რუკების - პორტულანების შექმნამ;

დ) ევროპაში პირველი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების ჩამოყალიბებამ.

(1) 8. რას ითვალისწინებდა პორტუგალიასა და ესპანეთს შორის 1494 წელს დადებული ხელშეკრულება საკოლონიზაციო
ტერიტორიების განაწილების შესახებ?

ა) დადგინდა, რომ ნებისმიერი ახალი აღმოჩენილი ტერიტორია თანაბრად განაწილდებოდა ორ სახელმწიფოს შორის;

ბ) ხელშეკრულებით კარიბის ზღვის აუზი და სამხრეთ ამერიკა ესპანეთის, ხოლო, ჩრდილოეთის მიწები კი პორტუგალიის
საკუთრებად გამოცხადდა;

გ) გაივლო წარმოსახვით ხაზი, რომლის აღმოსავლეთით აღმოჩენილი ტერიტორიები პორტუგალიის მეფის, ხოლო დასავლეთით
აღმოჩენილი - ესპანეთის მეფის საკუთრებად გამოცხადდა;

დ) დადგინდა, რომ პორტუგალია და ესპანეთი ერთობლივად გადაწყვეტდნენ ნებისმიერი მესამე ქვეყნის პრეტენზიებს ახლად
აღმოჩენილ ტერიტორიებზე.
(1) 9. რომელი ესპანელი კონკისტადორის სახელთან არის დაკავშირებული ინკების სახელმწიფოს დაპყრობა?

ა) პედრო დე მენდოსას;

ბ) ერნანდო დე სოტოს;

გ) გონსალო დე სანდოვალის;

დ) ფრანსისკო პისაროს.

(1) 10. რომელი არის მართებული მსჯელობა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგების შესახებ?

ა) ხანმოკლე იზოლაციის შემდეგ, საქართველო ესპანეთისა და პორტუგალიის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა;

ბ) XVI საუკუნის შუა ხანებში ახალი ტერიტორიის კოლონიზაციაში ჩაერთო ჰოლანდიის სამეფოც, რომელიც მეტოქეობას უწევდა
ესპანეთსა და პორტუგალიას;

გ) ახალი გეოგრაფიული აღმოჩენების მიუხედავად, ძლიერი სავაჭრო ფლოტის წყალობით ინგლისი ინარჩუნებდა პირველობას
საერთაშორისო ვაჭრობაში;

დ) ახალმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა გენუასა და ვენეციას საერთაშორისო ვაჭრობაში ჰეგემონის პოზიციები დააკარგვინა.

(1) 11. რომელი მოვლენა იქცა პროტესტანტული მოძრაობის დაწყების საბაბად ?

ა) ინკვიზიციის გაძლიერება;

ბ) საეკლესიო გადასახადის გაზრდა;

გ) ინდულგენციით ვაჭრობა;

დ) საეკლესიო თანამდებობებით ვაჭრობა - სიმონია.


(1) 12. რა გახდა რომის პაპის მიერ მარტინ ლუთერის ეკლესიიდან მოკვეთის მიზეზი 1520 წელს?

ა) ბერი იოჰან ტეტცელის საჯარო კრიტიკა და მისთვის ინდულგენციით ვაჭრობაში ხელის შეშლა;

ბ) მის მიერ გამოქვეყნებული ე.წ. „95 თეზისი“;

გ) პაპის ნაშრომის-„პაპის დიქტატის“ საჯაროდ დაწვა მრევლის თანდასწრებით;

დ) ვიტენბერგის ეკლესიის კედლებიდან ხატების ჩამოხსნა.

(1) 13. ჩამოთვლილთაგან რომელი არა არის 1555 წლის აუგსბურგის რელიგიური ზავის ერთ-ერთი შედეგი?

ა) ზავმა პროტესტანტიზმი კათოლიკობასთან ერთად ოფიციალურ რელიგიად აღიარა;

ბ) ზავის მიხედვით აიკრძალა პროტესტანტული ეკლესიებიდან საეკლესიო გადასახადის აკრეფა;

გ) ზავი სარწმუნოებრივ თავისუფლებას ანიჭებდა მხოლოდ კათოლიკე და ლუთერან მთავრებს - ის არ ვრცელდებოდა


კალვინისტებზე;

დ) ზავის მიხედვით, ქვეშევრდომები მოვალენი იყვნენ ეღიარებინათ თავიანთი მთავრის რელიგია ან სხვაგან გადასახლებულიყვნენ.

(1) 14. რომელი მონარქის სახელთან არის დაკავშირებული ინგლისში პროტესტანტული სარწმუნოების შემოღება?

ა) ელისაბედ I-ის;

ბ) ჰენრი VIII-ის;

გ) ედუარდ VI-ის;

დ) ჯეიმს I-ის.
(1) 15. რომელ საეკლესიო კრებასთანაა დაკავშირებული კათოლიკურ ეკლესიაში დაწყებული თვითრეფორმაციის პროცესი?

ა) ფლორენციის;

ბ) ტრიდენტის;

გ) კონსტანცის;

დ) ლატერანის.

(1) 16. თავდაპირველი ჩანაფიქრით, რა პოლიტიკურ მიზანს ისახავდა ნავარის მეფე ანრი ბურბონისა და საფრანგეთის მონარქის,
შარლ IX -ის დის, მარგარიტა ვალუას დაქორწინება?

ა) ჰუგენოტების პარიზში ჩატყუებას და იქ განადგურებას;

ბ) ვალუას დინასტიის დანათესავება ჰაბსბურგებთან, რომლის ერთ-ერთ შტოს წარმოადგენდნენ ბურბონები;

გ) დაპირისპირებული კათოლიკებისა და პროტესტანტების შერიგებას;

დ) საფრანგეთის ორი სამეფო გვარის გაერთიანებას.

(1) 17. რა მიზნის მიღწევა სურდა იმპერატორ ფილიპე II-ს ნიდერლანდების ქალაქების შევიწროებითა და იქ მკაცრი საგადასახადო
ღონისძიებების გატარებით?

ა) მას სურდა ნიდერლანდში კალვინიზმი მოესპო და კათოლიკობა გაევრცელებინა;

ბ) მისი მიზანი იყო ნიდერლანდების მდიდარი ქალაქებით შეევსო დაცარიელებული ხაზინა;

გ) მას სჭირდებოდა პროტესტანტული ნიდერლანდების მხარდაჭერა მოეპოვებინა საფრანგეთთან დაგეგმილი ომის წინ;

დ) ნიდერლანდების დამორჩილებით ის შეძლებდა ბალტიის ზღვაზე დაუბრკოლებელი გასასვლელის მოპოვებას და სავაჭრო


გზების ხელში ჩაგდებას.
(1) 18. ვის დაავალა ფილიპე II-მ ნიდერლანდებში დაწყებული აჯანყების ჩახშობა?

ა) ჰერცოგ მანრიკე დე ლარას;

ბ) ამბროზიო სპინოლას;

გ) მის ვაჟს, ასტურიის პრინც დიეგოს;

დ) ჰერცოგ ალბას.

(1) 19. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ განაპირობა ნიდერლანდების წინააღმდეგ დაძრული „უძლეველი არმადას“ განადგურება 1588
წელს?

ა) ღია ზღვაში ფლოტი პორტუგალიელი მეკობრეების ხომალდებს გადააწყდნენ, რომლის დროსაც მრავალი ხომალდი ჩაიძირა,
„არმადას“ ნარჩენებს კი ინგლისელებმა მოუღეს ბოლო;

ბ) ღია ზღვაში ყოფნის დროს ფლაგმან ხომალდზე აჯანყება მოხდა, რომელსაც გემის კაპიტანი და ფლოტილიის სარდალი
ემსხვერპლა;

გ) ფლოტის დიდი ნაწილი შტორმა იმსხვერპლა;

დ) გადამწყვეტი ბრძოლის წინ ყურეში მდგარ ფლოტილიას თავს დაესხნენ ჰოლანდიელები და ცეცხლი წაუკიდეს გემებს.

(1) 20. ძირითადად რით იყო განპირობებული „კათოლიკური უნიის“ შექმნა 1609 წელს?

ა) რომის პაპს სურდა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზება აღმოსავლეთში;

ბ) საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ფერდინანდ II გეგმავდა საფრანგეთის წინააღმდეგ ძლიერი კოალიციის ჩამოყალიბებას
ესპანეთის სამეფოსა და გერმანული სამთავროების მონაწილეობით;

გ) ერთი წლით ადრე პროტესტანტების მიერ „ევანგელისტური უნიის“ შექმნის საპასუხო ნაბიჯი იყო;

დ) „უნია“ მიზნად ისახავდა ნიდერლანდებში შეჭრას და იქ დაკარგული გავლენის აღდგენას.


(1) 21. რომელია მართებული მსჯელობა ოცდაათწლიანი ომის შედეგების შესახებ?

ა) ომის მიუნსტერის ზავით დასრულდა, რომელმაც გააფორმა საღვთო რომის იმპერიის მიერ ადრე დაკარგული ტერიტორიების
დაბრუნება და პროტესტანტების მიერ მოპოვებული რელიგიური თავისუფლებების დაკარგვა;

ბ) ომის ბოლოს დადებულმა ვესტფალიის ზავმა რელიგიური შემწყნარებლობა აღიარა: კათოლიკეებმა, ლუთერანებმა და
კალვინისტებმა იმპერიაში თანაბარი უფლებები მიიღეს.

გ) ომი ჩიხში შევიდა, რაც განპირობებული იყო იმპერატორი ფერდინანდ II-ისა და შვედეთის მეფე გუსტავ ადოლფის ერთდროული
გარდაცვალებით, რასაც აახენის ზავი მოჰყვა;

დ) ომში გერმანულმა მთავრებმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს ფერდინანდ II-ს, რამაც იმპერატორი აიძულა, უარი ეთქვა
ადრე მოპოვებულ ყველა სამფლობელოზე.

(1) 22. რა იყო ინგლისის მეფე ჩარლზ I-სა და პარლამენტს შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი XVII საუკუნის 20-იანი წლების
ბოლოს?

ა) პარლამენტი მეფეს ბრალს სდებდა საფრანგეთთან მოღალატეობრივ მოლაპარაკებებში, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ბრეტანისა
და სხვა ინგლისური სამფლობელოების საბოლოო დაკარგვა;

ბ) ჩარლზ I-ს საფრანგეთთან და ესპანეთთან ომისათვის დამატებითი თანხები სჭირდებოდა, რასაც პარლამენტი არ აკმაყოფილებდა;

გ) ჩარლზ I-ს სურდა თანამდებობიდან გადაეყენებინა პირველი მინისტრი, რომელიც პარლამენტის მხარდაჭერით სარგებლობდა;

დ) კათოლიკე მეფე ღიად დაუპირისპირდა ანგლიკანურ ეკლესიას და ქვეყნიდან გააძევა ვესტმისტერის აბატი, რამაც პარლამენტთან
დაპირისპირება გამოიწვია.

(1) 23. რას წარმოადგენდა თავისი არსით ინგლისის პარლამენტის მიერ გამოცემული ე.წ. „დიდი რემონსტრაცია“?

ა) ეს იყო რელიგიური შემწყნარებლობის აქტი, რომელიც ინგლისის ტერიტორიაზე სხვა კონფესიების წარმომადგენლებს
მღვდელმსახურების უფლებას აძლევდა;

ბ) ეს იყო დადგენილება, რომელიც ზღუდავდა მეფის უფლებებს და მას მხოლოდ ცერემონიალურ და წარმომადგენლობით
ფუნქციებს უტოვებდა;

გ) ამ აქტით ე.წ. „ხანგრძლივი პარლამენტი“ კრძალავდა მეფის მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთპიროვნულ განკარგვას;

დ) ეს იყო საპროტესტო წერილი, რომელშიც პარლამენტი მეფეს და სასულიერო ლიდერებს უკანონო საქმეებში ამხელდა.
(1) 24. ვის ეყრდნობოდა ოლივერ კრომველი „ახალი ნიმუშის“ არმიის ჩამოყალიბებისას, რომელმაც გარდატეხა შეიტანა ინგლისში
მიმდინარე სამოქალაქო ომში?

ა) პურიტანებს;

ბ) გერმანელ კონდოტიერებს - დაქირავებულ ჯარისკაცებს;

გ) შოტლანდიელ მთიელებს;

დ) იეზუიტებს.

(1) 25. რა გახდა ინგლისში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი სტიუარტების რესტავრაციის შემდეგ?

ა) ახალმა მეფე ჩარლზ II-მ დაარღვია დადებული პირობა და დაიწყო რევოლუციის მონაწილეების სასტიკი დევნა;

ბ) მეფე ჩარლზ I-მა წამოიწყო ახალი ომი შოტლანდიასთან, რასაც პარლამენტთან მისი დაპირისპირება მოჰყვა;

გ) ჩარლზ I-ს მემკვიდრე არ დარჩა და ინგლისის ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა მისი შვილიშვილი, მერის ქმარი ვილჰელმ
ორანელი, რომელიც მიუღებელი იყო ინგლისის არისტოკრატიისათვის;

დ) ოლივერ კრომველი არ ცნობდა სტიუარტთა მმართველობას და პურიტანებისაგან ახალ არმიის ფორმირება დაიწყო.

(1) 26. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა გახდა „ფრონდას“ სახელით ცნობილი აჯანყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი?

ა) აურაცხელი სამხედრო ჯარჯების გამო დაცარიელებული სახელმწიფო ხაზინა, ეკლესიისა და არისტოკრატიის შემოსავლების
შემცირება;

ბ) რიშელიეს და მაზარინის მიერ შემოღებული გადასახადები და მათ მიერ წართმეული პრივილეგიები;

გ) ჯულიო მაზარინის დანიშვნა პირველ მინისტრად, რამაც არისტოკრატიის უკმაყოფილება გამოიწვია;

დ) მცირეწლოვანი მეფე ლუი XIV-ის ტახტიდან ჩამოშორების მცდელობა არისტოკრატიის მიერ.


(1) 27. ჩამოთვლილთაგან, რომელია ლუი XIV-ის მიერ „ნანტის ედიქტის“ გაუქმების ერთ-ერთი შედეგი?

ა) ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ახალი სამოქალაქო დაპირისპირება და ომი, რომელმაც ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანა;

ბ) დაიწყო სახალხო მღელვარება, რამაც ლუი XIV-ს მემკვიდრე ლუი XV აიძულა, გადამდგარიყო და საპარლამენტო არჩევნები
მოეწვია;

გ) დაკარგული უფლებების გამო მრავალმა ჰუგენოტმა ვაჭარ-ხელოსანმა დატოვა საფრანგეთი და თავი ევროპის პროტესტანტულ
ქვეყნებს შეაფარა,რამაც საფრანგეთს დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა.

დ) ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია კათოლიკური ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ესპანეთთან სავაჭრო-ეკონომიკური


ურთიერთობების გაძლიერება, რასაც ქვეყნის მეურნეობის საგრძნობი გამოცოცხლება მოჰყვა.

(1) 28. რუსეთის რომელი მმართველის სახელს უკავშირდება „ოპრიჩნინას“ შემოღება?

ა) პეტრე I-ის;

ბ) ივანე III-ის;

გ) ბორის გოდუნოვის;

დ) ივანე მრისხანის.

(1) 29. რომელია მართებული მსჯელობა ლივონიის ომის მიზეზების შესახებ?

ა) რუსეთისათვის საფრთხეს წარმოადგენდა გაძლიერებული შვედეთის სამეფო, რომელიც აფართოებდა თავის გავლენას და
იტაცებდა მოსაზღვრე ტერიტორიებს;

ბ) ივანე მრისხანეს სურდა ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვება, რისთვისაც საჭირო იყო ჩრდილოეთის ტერიტორიების
ბრძოლით მოპოვება;

გ) რუსეთს სურდა ბუნებრივის წიაღისეულით მდიდარი ბალტიისპირეთის მიწების ხელში ჩაგდება, რომელსაც აკონტროლებდა
ლივონიის რაინდული ორდენი;

დ) ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებდა ინგლისის სამეფო, რომლის გამეზობლება საფრთხეს შეუქმნიდა
რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს.
(1) 30. რომელმა ქართულმა სამეფომ გააფორმა რუსეთთან „წყალობის სიგელი“ 1587 წელს?

ა) იმერეთის;

ბ) ქართლის;

გ) კახეთის;

დ) აფხაზეთის.

(1) 31. რა შედეგი მოჰყვა 1569 წელს „ლუბლინის უნიის“ გაფორმებას?

ა) ჩამოყალიბდა პროტესტანტული სახელმწიფოების კავშირი შვედეთისა და ნორვეგიის სამეფოებისა და ჩრდილოგერმანული


სამთავროების მონაწილეობით;

ბ) საღვთო რომის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე გათანაბრდა კათოლიკებისა და პროტესტანტების უფლებები;

გ) აღმოსავლეთ ევროპა გაიყო საფრანგეთისა და საღვთო რომის იმპერიის გავლენის სფეროებად;

დ) პოლონეთის სამეფო და ლიტვის დიდი სამთავრო ერთ სახელმწიფოდ - რეჩ-პოსპოლიტად გაერთიანდა.

(1) 32. რომელია მართებული მსჯელობა მოჰაჩთან ბრძოლის შედეგების შესახებ?

ა) ოსმალებმა დაამარცხეს სპარსელები, რის შემდეგაც სპარსეთმა დაკარგა ყველა სამფლობელო ბალკანეთში;

ბ) ავსტრიელთა და უნგრელებმა დაამარცხეს ოსმალები, რითაც შეწყდა თურქების სვლა ევროპის სიღრმეში;

გ) ოსმალებმა დაამარცხეს უნგრულ-ჩეხური კოალიცია, რის შემდეგაც სულთანი ავსტრიასთან ომის სამზადისს შეუდგა.

დ) რუსეთმა მოახერხა ოსმალების დამარცხება და კვლავ დაიბრუნა აზოვის ციხესიმაგრე.


(1) 33. ჩამოთვლილთაგან, რომელი არის 1555 წლის ამასიის ზავის ერთ-ერთი პირობა?

ა) ზავის პირობებით საქართველოს ტერიტორია მთლიანად მოექცა ირანის გავლენის ქვეშ იმ პირობით, რომ იქ შენარჩუნებული
იქნებოდა სამეფო ხელისუფლება;

ბ) ზავის მიხედვით ქართლ-კახეთი და სამცხის ნაწილი ირანს ერგო, დასავლეთ საქართველო და სამცხის დანარჩენი ტერიტორია კი
ოსმალეთის კონტროლქვეშ გადავიდა;

გ) ზავის პირობებით ქართლი და კახეთი რჩებოდა სპარსეთის ხელში, იმერეთის სამეფო და სამცხე კი რუსეთის გავლენის ქვეშ
ექცეოდა.

დ) ზავის თანახმად ოსმალეთი კარგავდა სამცხეს, სამაგიეროდ ირანი უარს ამბობდა ქართლის სამეფოს ნაწილზე.

(1) 34. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ განაპირობა შაჰ აბას I-ის მიერ გატარებული არმიის რეფორმის წარმატება?

ა) დარის I-ის გამოცდილების გაზიარებამ;

ბ) ინგლისელი სპეციალისტების დახმარებამ;

გ) შაჰის კარზე ჩერქეზი და ქართველი მოხელეების დაწინაურებამ;

დ) სპარსი ოფიცრების ევროპაში გაგზავნამ და იქ გადამზადებამ.

(1) 35. ჩამოთვლილთაგან რომელია 1626 წლის ბაზალეთის ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი?

ა) უთანხმოება მეფე თეიმურაზ I-სა და გიორგი სააკაძეს შორის;

ბ) ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის მცდელობა, ხელში ჩაეგდო სამცხე-საათაბაგო, რასაც ოსმალების სადამსჯელო არმიის შემოჭრა
მოჰყვა;

გ) მეფე ლუარსაბ II-ის უარი, ეღიარებინა ისლამი, რამაც შაჰ აბასის განრისხება გამოიწვია;

დ) სამცხის ათაბაგ ყვარყვარეს სურვილი, ხელში ჩაეგდო ქართლის სამხრეთი ნაწილი.


ინსტრუქცია დავალებისათვის № 36.
დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო
პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.
დავალების მაქსიმალური ქულაა 6.

რუკა და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე

101
102
კითხვები:

(1) 36.1. დაასახელეთ დინასტია, რომლის მიერ მართული სახელმწიფოს წარმოებული დაპყრობითი ომები არის ასახული რუკაზე?

ა) აბასიდები;

ბ) ჰერაკლიდები;

გ) სასანიანები;

დ) ომაიანები.

(1) 36.2. რუკის მიხედვით, კონკრეტულად რომელ სლავური წარმოშობის ხალხის განსახლება მოხდა ერთ-ერთი დიდი იმპერიის
ტერიტორიაზე?

ა) ავარების;

ბ) ხორვატების;

გ) ბულგარელების;

დ) ლომბარდების.

(1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელმა დიდმა სახელმწიფომ დაკარგა დამოუკიდებლობა მეზობელი სახელმწიფოს მიერ წარმოებული
დაპყრობითი ომების შედეგად?

ა) ბიზანტიამ;

ბ) ლომბარდიის სამეფომ;

გ) ომაიანთა სახალიფომ;

დ) სპარსეთმა.

103
(1) 36.4. რუკის მიხედვით, დიდი იმპერიის კუთვნილი რომელი კუნძულის ხელში ჩაგდება სცადა რამდენიმეჯერ ერთ-ერთმა
სახელმწიფომ თავისი ლაშქრობების პერიოდში?

ა) კრეტას;

ბ) სარდინიის;

გ) სიცილიის;

დ) კვიპროსის.

(1) 36.5. რუკის მიხედვით, რა შედეგი მოჰყვა VII საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში განხორციელებულ ლაშქრობას?

ა) არაბებმა აიღეს კონსტანტინოპოლი;

ბ) შეიქმნა ბულგარეთის სამეფო;

გ) ბიზანტიელებმა აიღეს სპარსეთის დედაქალაქი ნინევია;

დ) არაბებმა ხელში ჩაიგდეს კუნძული კვიპროსი.

(1) 36.6. რუკის მიხედვით, რა შედეგით დასრულდა რუკაზე ასახული უკანასკნელი ბრძოლა?

ა) ავარებმა აიღეს კონსტანტინოპოლი;

ბ) ბულგარებმა დაამარცხეს ბიზანტიელები;

გ) ბიზანტიელებმა დაამარცხეს არაბები;

დ) ბიზანტიელებმა დაამარცხეს სპარსელები.

104
ინსტრუქცია დავალებებისათვის № 37.

ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს.

დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

1558-1583 წლებში მიმდინარეობდა ლივონიის ომი.

კითხვები:

(1) 37.1. დაასახელეთ ამ ომის ერთი კონკრეტული ეკონომიკური მიზეზი.

(1) 37. 2. დაასახელეთ ამ ომის ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.

(1) 37.3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს ომი გარდა გამარჯვებული მხარისა და რატომ?
აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად.

(2) ) 37.4. შვედეთის ისტორიიდან დაასახელეთ ამ მოვლენის ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის
დასასაბუთებლად.

105
ინსტრუქცია დავალებისათვის №38.

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ


კითხვებს. დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

ნაწყვეტი ნოე ჟორდანიას წერილიდან, რომელიც მან გაუგზავნა ინგლისური გაზეთ „ფორვარდის“ რედაქციას

1921 წლის 30 სექტემბერი,

ბოლშევიკების თავდასხმა საქართველოზე

მ. ხ. მე დიდის ყურადღებით წავიკითხე თქვენს გაზეთში მოთავსებული წერილები ბ-ნ ა. პ. ლ-სი. სიამოვნებით უნდა ავღნიშნო ის
გარემოება, რომ თავის პასუხში ამ ავტორისადმი თქვენი რედაქცია მტკიცეთ აღიარებს ყველა სოციალისტისთვის დიდათ
მნიშვნელოვან „ერთა თვითგამორკვევის უფლების“ პრინციპს. ბოლშევიკების მთავარი დანაშაული ჩვენი ქვეყნის მიმართ სწორეთ ამ
პრინციპის დარღვევაა.

საქართველოს მთავრობა ისეთსავე მდგომარეობაშია დღეს, როგორც იყო რუსეთის დროებითი მთავრობა 1917 წელს
პეტროგრადში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგო, აცხადებს წერილის ავტორი. ეს შედარება მართალი იქნებოდა, რომ ჩვენში
ადგილი ქონოდა შინაურ გადატრიალებას, როგორც ეს მოხდა რუსეთში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველოში არავითარი
გადატრიალება არ მომხდარა, მოხდა მხოლოდ დაპყრობა ამ ქვეყნისა უცხო ჯარისაგან.

წერილის ავტორი ამტკიცებს, თითქოს საქართველოს კავშირი ქონოდეს დენიკინთან. ეს ყოველივე სიმართლეს მოკლებული
მტკიცებაა... გენერალი დენიკინი ერთში სავსებით ეთანხმებოდა ბოლშევიკებს – ეს იყო ერთა თვითგამორკვევის უფლების უარყოფა.
ამიტომ ჩვენ გადაჭრით უარვყავით დენიკინის წინადადება, რომელიც გვთხოვდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში
დავხმარებოდით. ამან გამოიწვია ის, რომ დენიკინმა ჩვენ ბოლშევიკების მეგობრებათ გამოგვაცხადა და ჩვენს წინააღმდეგ თავის
ჯარით გამოილაშქრა. თუ ბ-ნი ა. პ. ლ. კითხულობდა ინგლისურ გაზეთებს 1918-1919 წლებში, მას ეცოდინება, რომ საქართველო
მთელი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ებრძოდა გენერალ დენიკინის ლაშქარს.

როცა ავტორი საქართველოზე ბოლშევიკების თავდასხმის გამართლებას ცდილობს, იცის კი მან რა პოლიტიკური მდგომარეობა იყო
საქართველოში ბოლშევიკური ჯარის შემოჭრის წინ? იცის, რომ ჩვენში გაბატონებული იყო სრული დემოკრატია? გვგონია, რომ არ
იცის. ჩვენში კი ამ დროს ხალხი თავის არჩეული პირების საშვალებით განაგებდა ყველა თავის საქმეებს დიდი ხმის უმრავლესობით
მან სოციალისტებს ჩააბარა ქვეყნის მართვა-გამგეობა. და სოციალისტურმა მთავრობამ გაატარა რადიკალური მიწის რეფორმა,

106
ჩამოართვა მსხვილ მემამულეებს მიწა უფასოთ და დაუტოვა თვითეულ მათგანს იმდენი, რამდენის მოვლაც მათ თავის შრომით
შეეძლოთ. ჩამორთმეული მიწის ერთი ნაწილი შემდეგ გლეხებს გადასცა. დანარჩენი მიწები კი, კერძოთ მსხვილი კულტურული
მამულები, სახელმწიფოს და ადგილობრივ თვითმმართველობებს დარჩა საექსპლოატაციოთ. მუშათა კანონმდებლობის სფეროში
საქართველოს მთავრობამ ჩაატარა შემდეგი რეფორმები: 8 საათიანი სამუშაო დრო, შრომის ფართო დაცვა, ბავშთა ან ქალთა შრომის
შეზღუდვა, კოლექტიური მუშათა ხელშეკრულება, არჩეულ მუშათა ინსპექცია, მიღება-დათხოვნა მუშათა კავშირების და
პარიტეტული შრომის ბირჟის საშუალებით, სატარიფო პალატა შრომის ყველა სადაო საკითხების მოსაწესრიგებლათ და
განსაკუთრებით სამუშაო ხელფასის საერთო სიძვირესთან [ინფლაციასთან] შესათანხმებლათ და სხვა. ეკონომიურ სფეროში
განხორციელებულ იქნა ნაციონალიზაცია რკინიგზების, მადნები, ტყეების, წყლის, ენერგიის ან საგარეო ვაჭრობის მთავარი დარგების.
ამ ზომების მიღებით და დემოკრატიული ადგილობრივ თვითმმართველობათა და კოოპერატივთა სამეურნეო მოღვაწეობით
საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიულათ მოწყობილ სახელმწიფოს გარდაქმნას სამეურნეო ორგანიზაციათ, რომელიც სავსებით
შეეფერება ჩვენს სოციალისტურ იდეალებს. მოკლეთ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ განახორციელა სავსებით
სოციალისტური პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმის განხორციელების წინაშე დადგა. თუ ყოველივე ეს „ბურჟუაზიული
ფსიხოლოგიის“ გამოხატულებაა, მაშინ რაღა მიაჩნია ბ-ნ ა. პ. ლ-ს „პროლეტარული ფსიხოლოგიად“? ნუთუ ეს იმაში მდგომარეობს,
რომ უმრავლესობის ნება უარყო, უხეშ ძალაზე დაეყრდნო, ტერორით მართო ქვეყანა და ყოველივე დაანგრიო და სამაგიერო კი
არაფერი შექმნა?

ასეთი პოლიტიკის შედეგი მას უკვე აქვს საბჭოთა რუსეთში. ჩვენ, სოციალისტები, რომელთაც საქართველოს ხალხმა მოგვანდო
მართვა-გამგეობა შეგნებულათ ვამაყობთ იმით, რომ სამნახევარი წლის განმავლობაში (1917 წლის ოქტომბრიდან) ვიფარავდით
ქვეყანას ამ დამღუპველი პოლიტიკის გავლენისაგან.

დღეს ეს პოლიტიკა მეფობს საქართველოშიაც, მაგრამ მეფობს მხოლოდ მოსკოვის ხიშტების წყალობით, ხალხის ნება-სურვილის
წინააღმდეგ. და მე არ მეგონა, თუ გამოჩნდებოდა თუნდაც ერთი კეთილგონიერი ინგლისელი, რომელიც გაბედავდა საჯაროთ ტაში
დაეკრა ამ ბოროტმოქმედებისთვის!

კითხვები:

(1) 38.1. წყაროს მიხედვით, საერთაშორისო სამართლის რომელი პრინციპის დარღვევა წარმოადგენდა ბოლშევიკების მთავარ
დანაშაულს საქართველოს წინაშე?

(1) 38.2. ავტორის აზრით, რატომ იყო უადგილო საქართველოს მთავრობისა და რუსეთის დროებითი მთავრობის მდგომარეობის
შედარება?

(1) 38.3. ვინ იყო დენიკინი, ვისთან თანამშრომლობასაც უარყოფდა საქართველოს მთავრობის მეთაური?
107
(1) 38.4. წყაროს მიხედვით, რატომ იყო საქართველოს მთავრობისათვის დენიკინთან თანამშრომლობა მიუღებელი?

(1) 38.5. წყაროს მიხედვით, რა ადასტურებს იმას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობასა და დენიკინს შორის უკიდურესად
დაძაბული ურთიერთობა იყო?

(1) 38.6. წყაროს მიხედვით, ვის გადაეცა აგრარული რეფორმის შედეგად დარჩენილი მიწები საექსპლუატაციოდ?

(2) 38.7. წერილის ავტორის მიხედვით, რა ტიპის მმართველობა იყო საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრამდე და რა ძირითადი
არგუმენტი მოჰყავს მას ამის დასტურად?

(2) 38.8. წყაროს მიხედვით, პირველ რიგში რომელი რეფორმა განახორციელა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ და რომელმა
ფენამ იზარალა ამ რეფორმის შედეგად?

(2) 38.9. წყაროს მიხედვით, რომელი ორგანო აწესრიგებდა შრომით დავებს საქართველოს რესპუბლიკაში და კიდევ რა შედიოდა ამ
ორგანოს ფუნქციებში?

(2) 38.10. წყაროს მიხედვით, რომელი ძირითადი რეფორმა განახორციელა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ეკონომიკურ
სფეროში და რა პოზიტიური შედეგები გამოიღო ამ ეკონომიკურმა რეფორმებმა?

108

You might also like