Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 23

ვარიანტი VI

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 1-35.


თითოეულ შეკითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.
თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე

109
(1) 1. პეტრე I-ის მმართველობასთან დაკავშირებული რომელი მოვლენა არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) ინდუსტრიული რევოლუცია რუსეთში;

ბ) „დიდი ელჩობა“ ევროპაში;

გ) სტრელცების აჯანყების ჩახშობა;

დ) ქალაქ სანქტ პეტერბურგის მშენებლობა.

(1) 2. რომელ მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესს მისცა ბიძგი ილუსტრაციაზე ასახულმა მოვლენამ?

ა) ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაციას;

ბ) სამოქალაქო ომს ამერიკაში;

გ) ბრძოლას ამერიკის დამოუკიდებლობისათვის;

დ) მონებით ვაჭრობის აკრძალვას ამერიკის კონტინენტზე.

110
(1) 3. რომელი დიდი შეიარაღებულ კონფლიქტს უკავშირდება რუკაზე წარმოდგენილი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსების შექმნა?

ა) ოცდაათწლიან ომს;

ბ) შვიდწლიან ომი;

გ) ასწლიან ომს;

დ) ომს ესპანეთის მემკვიდრეობისათვის.

(1) 4. ვინ მეთაურობდა პროცესს, რომელიც სიმბოლურად არის გამოსახული ილუსტრაციაზე?

ა) რობესპიერი;

ბ) ნაპოლეონი;

გ) ლაფაიეტი;

დ) ლუი XVI.

111
(1) 5. რომელი იყო ილუსტრაციაზე წარმოდგენილი ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი პირობა?

ა) იმერეთის მეფე შედიოდა ოსმალეთის მფარველობაში და ინარჩუნებდა საშინაო საქმეების დამოუკიდებლად განკარგვის უფლებას;

ბ) ამიერიდან ქართლ-კახეთის სამეფო სხვა სახელმწიფოებთან დიპლომატიურ ურთიერთობებს შეუთანხმებდა რუსეთს;

გ) მეფე ერეკლე II და მეფე სოლომონ I თანხმდებოდნენ ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების გაერთიანებაზე;

დ) სპარსეთი აღიარებდა ბაგრატიონების უზენაეს უფლებას ქართლ-კახეთის სამეფოზე, რის სანაცვლოდაც ერეკლე II-ს უარი უნდა
ეთქვა რუსეთთან ურთიერთობაზე.
112
(1) 6. ვისი დახმარებით სცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და ძმის ტახტიდან ჩამოშორება სოფიამ?
ა) სამღვდელოების;

ბ) შვედების;

გ) ერთგული ბოიარების;

დ) „სტრელცების“.

(1) 7. რომელი არის მართებული მსჯელობა „დიდი ელჩობის“ შედეგების შესახებ?

ა) „დიდი ელჩობის“ წარუმატებლობა ძირითადად გამოწვეული იყო შვედეთის სამეფო კარის ძლიერ გავლენითა და ნათესაური
კავშირებით ევროპელ მონარქებთან, რასაც ისიც ემატებოდა, რომ ევროპელებს არ სურდათ ომი ქრისტიანულ შვედეთთან;

ბ) ელჩობამ მიაღწია თავის ძირითად მიზანს - პეტრემ მოახერხა ევროპელი მონარქების დათანხმება ანტიოსმალური კოალიციის
შექმნაზე;

გ) მართალია, პეტრემ ვერ მიაღწია თავის პოლიტიკურ მიზანს, მაგრამ ელჩობას მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - რუსეთი გაეცნო
ევროპის ტექნოლოგიურ და კულტურულ მიღწევებს, რამაც მის განვითარებას შეუწყო ხელი;

დ) ელჩობის წარმატებას ხელი შეუშალა ევროპაში მოძლიერებულმა პრო-ოსმალურმა გავლენამ და შედეგად ევროპის ძირითად
სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი დარჩა.

(1) 8. რომელი ტიტულით მართავდა ვახტანგ VI ქართლს გიორგი XI-ის სპარსეთში ყოფნის დროს?

ა) ვალის;

ბ) ჯანიშინის;

გ) ხონთქრის;

დ) მელიქის.

113
(1) 9. რას ითვალისწინებდა ვახტანგ VI-ის მიერ გატარებული ღონისძიება, რომელიც „მყრელობის“ სახელწოდებით არის ცნობილი?

ა) ერთმანეთთან დაპირისპირებული ადგილობრივი თავადების შერიგებას და დავების მოგვარებას;

ბ) სამხედრო ბეგარას, რომელიც გულისხმობდა ხაზინის სასარგებლოდ თანხის გაღებას არმიაში სამსახურის სანაცვლოდ;

გ) ქართლის გავლენიან ფეოდალთა პერიოდულ შეკრებას, რომელზედაც წყდებოდა ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები;

დ) შინააშლილობისა და მტრის შემოსევების გამო ქართლიდან კახეთში გაქცეული გლეხების უკან დაბრუნებას.

(1) 10. რა შედეგი გამოიღო ქართლის მეფე თეიმურაზ II-ის მცდელობამ, დაახლოებოდა რუსეთს?

ა) მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო - თეიმურაზ II-მ შეძლო ისტორიაში პირველი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება
რუსეთის სამეფო კართან;

ბ) იმპერატორი პეტრე III დათანხმდა თეიმურაზის თხოვნას და ქართლში შემოვიდა რუსეთის არმიის რამდენიმე პოლკი, თუმცა,
მალე ეს შენაერთები გადაისროლეს ბალკანეთის ფრონტზე;

გ) მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, თავად მეფე კი რუსეთში ელჩობის დროს დაიღუპა;

დ) რუსეთის იმპერატორი უფრთხოდა ქართლის გამო ოსმალეთის გაღიზიანებას და შემოიფარგლებოდა მხოლოდ კეთილგანწყობის
გამოხატვით.

(1) 11. რომელია მართებული მსჯელობა ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შესახებ?

ა) რუსეთი აღიარებდა ოსმალეთის უფლებებს დასავლეთ საქართველოზე იმ დათქმით, რომ თურქეთი უარს იტყოდა ხარკის
მოთხოვნასა და ტყვეთა სყიდვზე;

ბ) სპარსეთი ოსმალეთს უთმობდა აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილს კახეთის გარდა;

გ) სპარსეთი თანახმა იყო, ეღიარებინა რუსეთის უფლებები ქართლის სამეფოზე იმ პირობით, რომ იქ შენარჩუნებული იქნებოდა
სამეფო ხელისუფლება;

დ) სპარსეთი და ოსმალეთი იყოფდნენ საქართველოს ტერიტორიას - სამფლობელოებს შორის საზღვარი ლიხის ხედზე გადიოდა.
114
(1) 12. სხვა ფაქტორებთან ერთად, რით იყო გამოწვეული კრწანისის ბრძოლაში ერეკლე II-ის მარცხი?

ა) გენერალმა ტოტლებენმა უკანასკნელ მომენტში უღალატა ერეკლეს და თავისი ჯარი ბრძოლის ველიდან გააბრუნა;

ბ) რუსეთმა არ შეასრულა ნაკისრი პირობა: მან დროულად არ აცნობა ქართველებს სპარსელთა გეგმების შესახებ და არც რაიმე იღონა
მათი შემოჭრის აღსაკვეთად;

გ) ერეკლემ ვერ მიიღო ოსმალებისაგან შეპირებული დამხმარე ჯარი და მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ მარტო დარჩა;

დ) ერეკლეს დახმარებაზე უარი უთხრა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა, თანაც ბრძოლის ველზე დააგვიანა მოსვლა სამცხიდან
წამოსულმა დამხმარე რაზმმა.

(1) 13. რა მიზეზით თქვა უარი ერეკლე II-მ იმერელი ფეოდალების წინადადებაზე, გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის
სამეფოები სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ?

ა) ერეკლეს შიშობდა, რომ ამ ნაბიჯით გაანაწყენებდა სპარსეთს, რომელიც წინააღმდეგი იყო ოსმალეთის გავლენის ქვეშ მყოფი
იმერეთის სამეფოსთან ურთიერთობის;

ბ) ამ კავშირის წინააღმდეგნი იყვნენ სამეგრელოსა და გურიის მთავრები, რაც ერეკლეს დამატებით საზრუნავს გაუჩენდა დასავლეთ
საქართველოში;

გ) ერეკლეს არ სურდა რუსეთის განაწყენება, რომელსაც არ სურდა ქართლ-კახეთის სამეფოს გაძლიერება;

დ) ამ დროს ქართლ-კახეთი უკვე რუსეთის პროტექტორატის ქვეშ იყო, იმერეთი კი თურქეთის გავლენის სფეროდ ითვლებოდა.
გაერთიანების შემთხვევაში ერეკლეს თურქეთთან ურთიერთობა გართულდებოდა.

115
(1) 14. რომელი არ არის მართებული მსჯელობა ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომში ევროპის დიდი სახელმწიფოების
ინტერესების შესახებ?
ა) საფრანგეთს უნდოდა ავსტრიის გავლენის ქვეშ მყოფი ნიდერლანდების დაკავება;

ბ) ესპანეთს სურდა ჰაბსბურგთა იმპერიაში შემავალი იტალიური სახელმწიფოების მიერთება;

გ) რუსეთს უნდოდა აღმოსავლეთ პოლონეთის მიერთება;

დ) პრუსიას სურდა ავსტრიის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციის სილეზიის დაკავება.

(1) 15. რომელმა მოვლენამ განაპირობა შვიდწლიანი ომის მსვლელობაში გარდატეხა პრუსიის სასარგებლოდ?

ა) საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XV-ის გარდაცვალებამ და ქვეყანაში დაწყებულმა არეულობამ, რამაც საფრანგეთის არმია
მეთაურობის გარეშე დატოვა;

ბ) ავსტრიის იმპერატორ მარია ტერეზიას მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, შეეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები და არმია
პირვანდელი დისლოკაციის ადგილას დაებრუნებინა;

გ) რუსეთის საიმპერატორო ტახტზე პეტრე III-ის ასვლამ, რომელმაც ფრიდრიხ II -სთან ზავი დადო და პრუსიიდან თავისი ჯარი
გაიყვანა;

დ) პრუსიის მოკავშირე საფრანგეთის არმიის გამარჯვებამ ჩრდილოეთ ამერიკის ფრონტზე.

(1) 16. რომელია მართებული მსჯელობა „მეიფლაუერის ხელშეკრულების“ შესახებ?

ა) ხელშეკრულების თანახმად, კოლონიის ყველა არსებულ და ახალ წევრს თანასწორობისა და თანხმობის საფუძველზე უნდა
ემართათ კოლონია;

ბ) ამ ხელშეკრულებით დარეგულირდა კოლონიებს შორის ტერიტორიული დავები და დადგინდა ახალი ტერიტორიების


ათვისებისა და განაწილების წესი;

გ) ხელშეკრულებით გადანაწილდა ჩრდილოეთ ამერიკის ასათვისებელი ტერიტორიები დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის და
გაევლო წარმოსახვითი საზღვარი სამფლობელოებს შორის;

დ) ხელშეკრულება არეგულირებდა კოლონისტებისა და ადგილობრივ ინდიელთა შორის სამართლებრივ და ყოფით


ურთიერთობებს.

116
(1) 17. რას ითვალისწინებდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ამერიკის კოლონიებში შემოღებული ე. წ. „საგერბო გადასახადი“?
ა) კოლონისტებისათვის დაწესებულ სავალდებულო სამხედრო სამსახურს მეფის არმიაში, რომლისაგან თავის არიდება მხოლოდ
დაწესებული გადასახადის გადახდით იყო შესაძლებელი;

ბ) ყველა იურიდიული დოკუმენტის, გაზეთის და სხვა ნაბეჭდი პროდუქციის დიდი ბრიტანეთის მეფის გერბით დამოწმებას და
ამისათვის საფასურის გადახდას;

გ) ახალი კოლონიის მიწების დაბეგვრას სპეციალური გადასახადით, რომლის გადახდის შემდეგ გაიცემოდა დიდი ბრიტანეთის
სამეფო გერბით დამტკიცებული ე.წ. „ქვეშევრდომობისა და დაცვის სიგელი“;

დ) ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის გადახდას დიდი ბრიტანეთის სამეფო ხაზინაში, რომელსაც სახელმწიფო მოხელე
ადასტურებდა სპეციალური გერბით;

(1) 18. ჩამოთვლილთაგან რომელი უკავშირდება ჯეიმს მედისონის სახელს?

ა) ის სარდლობდა მოხალისეთა არმიას ამერიკის რევოლუციის დროს;

ბ) მან შეიმუშავა აშშ-ს კონსტიტუციის პროექტი;

გ) მან გამოიგონა ვოლფრამის ნათურა;

დ) მან შეიმუშავა „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“.

(1) 19. ჩამოთვლილთაგან რომელია მეფე ლუი XVI-ის მიერ მოწვეული გენერალური შტატებზე ბურჟუაზიის წარმომადგენელთა
მიერ დაყენებული ერთ-ერთი მოთხოვნა?

ა) დეპუტატების რაოდენობის გაზრდა ბურჟუაზიის წარმომადგენელთა ხარჯზე;

ბ) სამღვდელოებისთვის მიწებისა და ქონების ჩამორთმევა;

გ) გადასახადის გადახდის დაკისრება ყველა წოდებისათვის;

დ) მონარქიის გაუქმება.

117
(1) 20. კონკრეტულად რაში გამოიხატა საფრანგეთის დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ ორ დოკუმენტს - „ადამიანისა და
მოქალაქის უფლებათა დეკლარაციასა“ და საფრანგეთის პირველ კონსტიტუციას შორის სხვაობა?
ა) დეკლარაციაში გამოხატული თანასწორობის პრინციპების საწინააღმდეგოდ, კონსტიტუციამ მოქალაქეები ქონებრივი ცენზის
მიხედვით, საარჩევნო უფლების მქონე და არმქონე პირებად დაყო;

ბ) დეკლარაცია აღიარებდა სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპს, კონსტიტუცია კი შეიცავდა მუხლებს, რომელიც
სამღვდელოებას სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის უფლებას ანიჭებდა;

გ) დეკლარაცია აუქმებდა აბსოლუტიზმს და მონარქიულ წყობას, კონსტიტუციის მიხედვით კი საფრანგეთი კონსტიტუციურ


მონარქიად გამოცხადდა;

დ) დეკლარაციით დადგენილი იყო ქალისა და კაცის თანაბარი უფლებები, კონსტიტუცია კი ქალებს არ ანიჭებდა არანაირ
პოლიტიკურ უფლებას.

(1) 21. რას წარმოადგენდა თავისი არსით ე.წ. „ პილნიცის დეკლარაცია“?

ა) ნაციონალური კონვენტის მიერ მიღებული დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებდა მდიდარი მოქალაქეების ქონების
კონფისკაციას რევოლუციის საჭიროებისათვის;

ბ) რობესპიერის მიერ გამოცემული დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებდა ნებისმიერი არაკეთილსაიმედო მოქალაქისა და


რევოლუციის მტრების სიკვდილით დასჯას სასამართლო განხილვის გარეშე;

გ) საღვთო რომის იმპერიის იმპერატორისა და პრუსიის მეფის ერთობლივი განცხადებას, რომელშიც საუბარი იყო ძალის
გამოყენებაზე იმ შემთხვევაში თუ არ აღდგებოდა რევოლუციონერების მიერ დაპატიმრებული ლუი XVI-ის უფლებები;

დ) საფრანგეთის ეროვნული ხსნის კომიტეტის მიერ მიღებული საგანგებოს დეკრეტს, რომლის საფუძველზეც სიკვდილით უნდა
გასამართლებულიყვნენ ლუი XVI და სამეფო ოჯახის წევრები.

118
(1) 22. რას ითვალისწინებდა იაკობინელთა გავლენით მიღებული ე.წ. „ვანტოზის კანონები“?

ა) საეჭვო პირთა სიების შედგენას და მათ შემოწმებას;

ბ) ებერტისტებისა და დანტონის მომხრეთა დაპატიმრებას და სიკვდილით დასჯას;

გ) მანამდე არსებული აღმასრულებელი ორგანოს რეორგანიზაციას და ახალი ორგანოს - დირექტორიის შექმნას;

დ) „რევოლუციის მტრებისათვის“ ქონების ჩამორთმევას და ღარიბებისათვის განაწილებას.

(1) 23. რა ეწოდებოდა თერმიდორის გადატრიალების შემდეგ შექმნილ კოლეგიალურ აღმასრულებელ ორგანოს?

ა) კონსულატი;

ბ) ეროვნული ხსნის კომიტეტი;

გ) დირექტორია;

დ) რევოლუციური კოლეგია.

(1) 24. სხვა ფაქტორებთან ერთად, რით იყო განპირობებული ნაპოლეონის არმიის წარმატება ევროპულ სახელმწიფოებთან
ბრძოლაში?

ა) ევროპული სახელმწიფოები ვერ ახერხებდნენ ძლიერი კოალიციის შექმნას, რაშიც მათ ერთმანეთთან შეუთავსებელი ინტერესები
უშლიდათ ხელს;

ბ) ევროპული სახელმწიფოების მონარქიული მმართველობის დრომოჭმული სისტემა, სუსტი ეკონომიკა და ჯარის არაეფექტური
მართვა ძლიერ ასუსტებდა კოალიციურ სახელმწიფოებს;

გ) ნაპოლეონი, როგორც სარდალი და ნიჭიერი სტრატეგი ერთიორად აღემატებოდა კოალიციური სახელმწიფოს ჯარების
მეთაურებს, რაც განაპირობებდა საფრანგეთის არმიის გადამწყვეტ უპირატესობას;

დ) ნაპოლეონმა შეძლო იმ დროისათვის უძლიერესი სამხედრო ფლოტის ჩამოყალიბება, რამაც ძლიერ შეარყია ინგლისის ბატონობა
ზღვაზე.

119
(1) 25. რომელმა მოვლენამ დააჩქარა ნაპოლეონის წინააღმდეგ ევროპის სახელმწიფოთა მესამე კოალიციის ჩამოყალიბება?

ა) 1803 წელს ლა-მანშის ყურეში ბრიტანული სავაჭრო ფლოტილიის ჩაძირვა;

ბ) ნაპოლეონის ბრძანებით ენგიენის ჰერცოგის დახვრეტა 1804 წელს;

გ) 1804 წლის გაზაფხულზე საფრანგეთში პრუსიის ელჩის მკვლელობა;

დ) კუნძულ სიცილიაზე დესანტის გადასხმა 1803 წლის ზამთარში.

(1) 26. რამ შეუშალა ნაპოლეონს ხელი ინგლისში შეჭრის ოპერაციის განხორციელებაში?

ა) 1805 წელს აღმოსავლეთის ფრონტზე მდგომარეობის გართულების გამო ნაპოლეონი იძულებული იყო, გარკვეული ხნით გადაედო
ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა;

ბ) 1805 წლის ზაფხულში საფრანგეთში იფეთქა როიალისტთა მიერ ორგანიზებულმა აჯანყებამ, რამაც საფრანგეთის ჩრდილოეთი
პროვინციები მოიცვა;

გ) 1805 წელს ტრაფალგარის კონცხთან საფრანგეთ-ესპანეთის ფლოტი სასტიკად დამარცხდა ინგლისის ფლოტთან,რამაც
შეუძლებელი გახადა ნაპოლეონის გეგმის რეალიზაცია;

დ) 1805 წლის ზაფხულში ინგლისის მთავრობის მიერ წახალისებულმა ძველმა იაკობინელებმა რამდენიმე ტერორისტული აქტი
მოაწყვეს პარიზში და ნაპოლეონი იძულებული გახდა, პარიზში დაბრუნებულიყო.

(1) 27. კიდევ რა სახელით არის ცნობილი აუსტერლიცის ისტორიული ბრძოლა?

ა) „აუსტერლიცის ხორცსაკეპი“;

ბ) „შიშველი დანების ღამე“;

გ) „სამი იმპერატორის ბრძოლა“;

დ) „ახალი მარათონი“.

120
(1) 28. კონკრეტულად რას ითვალისწინებდა ნაპოლეონის დეკრეტი კონტინენტური ბლოკადის შესახებ?

ა) ინგლისის მოკავშირე კონტინენტური სახელმწიფოების სრულ სავაჭრო იზოლაციაში მოქცევას;

ბ) დეკრეტის შესაბამისად, საფრანგეთზე დამოკიდებული ყველა სახელმწიფო ინგლისთან ვაჭრობას და ბრიტანული საქონლის
ევროპაში შემოტანას უკრძალავდა;

გ) კონტინენტური სახელმწიფოებისათვის ინგლისთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის აკრძალვას;

დ) კონტინენტის ჩრდილო სანაპირო ზოლის გამაგრებას თავდაცვითი ფორტიფიკაციებითა და სამხედრო-საინჟინრო ნაგებობების


კომპლექსით, რაც უზრუნველყოფდა ევროპისგან ინგლისის სრულ იზოლაციას.

(1) 29. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა გახდა ნაპოლეონის არმიის რუსეთში შეჭრის ძირითადი მიზეზი?

ა) რუსეთის მკვეთრად გამოხატული პრეტენზია ჩრდილოეთ გერმანიისა და პოლონეთის ტერიტორიებზე, რაც ეწინააღმდეგებოდა
ნაპოლეონის მიზნებს;

ბ) იმპერატორ ალექსანდრე I - ის უარი, აქტიურად დაეჭირა მხარი კონტინენტური ბლოკადისათვის;328

გ) რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ესპანეთის სამეფო ტახტზე ასული ჟოზეფ ბონაპარტის უფლებამოსილება;

დ) იმპერატორ ალექსანდრე I - ის გადაწყვეტილება, გამოსულიყო რეინის კავშირიდან.

(1) 30. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა იყო ნაპოლეონის რუსული კამპანიის კრახით დასრულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი?

ა) მოკავშირეთა ღალატი;

ბ) რუსეთის კლიმატი - ზამთრის გაუსაძლისი ყინვები;

გ) საფრანგეთის არმიის სიმცირე რუსეთის არმიასთან შედარებით;

დ) საფრანგეთის არმიის გამოუცდელი სამხედრო მეთაურების მიერ დაშვებული უხეში შეცდომები.

121
(1) 31. რით არის გამორჩეული 1813 წელს მომხდარი ლაიფციგის ბრძოლა მსოფლიო ისტორიაში?

ა) ამ ბრძოლის შედეგად ნაპოლეონმა თითქმის სრულად დაკარგა თავისი არმია და იძულებული გახდა, გადასულიყო მხოლოდ
თავდაცვით ბრძოლაზე;

ბ) ეს ბრძოლა ითვლება ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებად კაცობრიობის ისტორიაში I მსოფლიო ომამდე;331

გ) ამ ბრძოლაში ერთდროულად მონაწილეობდა 4 იმპერიისა და 16 დიდი და მცირე სამეფოს ჯარები;

დ) ამ ბრძოლაში პირველად გამოიყენეს მომწამვლელი გაზი.

(1) 32. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ იქონია გავლენა ნაპოლეონის გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა კუნძული ელბა და დიდი
რისკის ფასად კვლავ გამოჩენილიყო საფრანგეთში?

ა) ნაპოლეონმა ისარგებლა იმით, რომ ამ დროს მიმდინარე ვენის კონგრესზე ევროპული სახელმწიფოებს შორის წარმოიშვა
უთანხმოება მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე;

ბ) 1815 წლის გაზაფხულზე საფრანგეთში იფეთქა ანტიროიალისტურმა აჯანყებამ, რამაც ნაპოლეონს ხელსაყრელი საფუძველი
შეუქმნა შემდგომი პოლიტიკური აქტიურობისათვის;

გ) ამ პერიოდში ევროპაში გავრცელებულმა შავი ჭირის ეპიდემიამ დიდი სახელმწიფოების ყურადღება დროებით შიდა
პრობლემების მოგვარებაზე გადაიტანა;

დ) 1815 წლის გაზაფხულზე მეექვსე კოალიციის წამყვან სახელმწიფოებს ავსტრიასა და რუსეთს შორის დაიწყო საომარი
მოქმედებები, რითაც კარგად ისარგებლა გადასახლებაში მყოფმა ნაპოლეონმა.

122
(1) 33. რომელი არ არის მართებული მსჯელობა ვენის კონგრესის შედეგად შექმნილი საერთაშორისო ურთიერთობათა ახალ
მოდელის - „ვენის სისტემის“ შესახებ?

ა) ვენის სისტემამ დასაბამი დაუდო „ევროპული კონცერტის“ ეპოქას, რომელიც აყალიბებდა ბალანსს ევროპულ სახელმწიფოთა
შორის;

ბ) ვესტფალიის სისტემის მსგავსად, ვენის სისტემის ელემენტებად კვლავ მხოლოდ სახელმწიფოები გვევლინებოდნენ და არა
სახელმწიფოთა გაერთიანებები (ალიანსები);336

გ) ახალ სისტემაში დიდი სახელმწიფოები რეალურ მიზნებად აღარ განიხილავდნენ სხვა დიდი სახელმწიფოების დანაწევრებასა და
ლიკვიდაციას;

დ) ვენის სისტემა ითვალისწინებდა დიდი სახელმწიფოების პასუხისმგებლობას ძალთა ბალანსის შენარჩუნებაზე, რომლის
მექანიზმად ისახებოდა საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება.

(1) 34. ვენის კონგრესის შედეგებიდან გამომდინარე, რა შეიძლება ჩაითვალოს საფრანგეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად?

ა) საფრანგეთმა შეძლო არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიულ საზღვრებში უდანაკარგოდ დარჩენა, არამედ, შეინარჩუნა
მნიშვნელოვანი სასაზღვრო ტერიტორიებიც;

ბ) საფრანგეთმა შეინარჩუნა თავის ტერიტორიები ისტორიულ საზღვრებში, თუმცა დათმო სხვა დაპყრობილი მიწები;

გ) ტალეირანის მოხერხებული დიპლომატიით ქვეყანამ თავიდან აირიდა კონტრიბუციისა და რეპარაციის ვალდებულება;

დ) ტერიტორიული დანაკარგების მიუხედავად, საფრანგეთი კვლავ მნიშვნელოვან ძალად იქნა აღიარებული, რომელსაც ეკისრებოდა
ევროპაში ძალთა ბალანსის პრინციპის დაცვაზე პასუხისმგებლობა.

123
(1) 35. რით იყო მნიშვნელოვანი ვენის კონგრესის შედეგები შვეიცარიისათვის?

ა) ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით, შვეიცარიის ტერიტორიაზე არსებული 19 კანტონი გაერთიანდა ჰელვეციურ კავშირში და
შევიდა პრუსიის შემადგენლობაში;

ბ) ვენის კონგრესმა აღიარა შვეიცარიის სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი;

გ) შვეიცარიის 19 კანტონი გამოიყო ავსტრიის პროტექტორატის სტატუსით, ხოლო ჩრდილოეთში მდებარე სამმა კანტონმა შექმნა
ჰელვეციური კავშირი;

დ) შვეიცარიის კანტონები განაწილდნენ პრუსიისა და ავსტრიის სამეფოებს შორის.

ინსტრუქცია დავალებისათვის № 36.


დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო
პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.
დავალების მაქსიმალური ქულაა 6.

რუკა და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე

124
125
კითხვები:

(1) 36.1. რომელი დიდი შეიარაღებული დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიზოდი არის ასახული რუკაზე?

ა) I მსოფლიო ომის;

ბ) II მსოფლიო ომის;

გ) ალბანეთ-საბერძნეთის ომის;

დ) II ბალკანური ომის.

(1) 36.2. რუკის მიხედვით, რომელმა სახელმწიფომ დაიწყო საომარი ოპერაციები?

ა) საბერძნეთმა;

ბ) ალბანეთმა;

გ) იტალიამ;

დ) იუგოსლავიამ.

(1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქიდან დაიწყო აგრესორი სახელმწიფოს საწყისი იერიში?

ა) ვლორადან;

ბ) კორჩადან;

გ) დურასიდან;

დ)კასტორიადან.

126
(1) 36.4. რუკის მიხედვით, რომელი სახელმწიფო ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს რუკაზე ასახული საბრძოლო მოქმედებების
მიმდინარეობისას?

ა) ბულგარეთი;

ბ) ალბანეთი;

გ) იუგოსლავია;

დ) თურქეთი.

(1) 36.5. რუკის მიხედვით, კონკრეტულად სად იყო კონცენტრირებული ერთ-ერთი მებრძოლი მხარის ძირითადი თავდაცვითი
რესურსები?

ა) ქალაქ კასტორიასთან;

ბ) ტბა პრესპასთან;

გ) ქალაქ ვლორასთან;

დ) კატარას უღელტეხილზე;

(1) 36.6. რუკის მიხედვით, რა სახის ტერიტორიული ცვლილებები მოჰყვა რუკაზე ასახულ შეიარაღებულ დაპირისპირებას?

ა) ალბანეთმა დაკარგა ტერიტორიის ნაწილი;

ბ) ბერძნებმა გაათავისუფლეს კუნძული კორფუ;

გ) იტალიელთა ხელში გადავიდა ქალაქი კორჩა;

დ) საბერძნეთმა დაკარგა თესალია.

127
ინსტრუქცია დავალებებისათვის № 37.
ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს.
დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

დავალება37.

1759 წელს სოლომონ I-მა მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც მან მღვდელმთავრების თანდასწრებით გავლენიან ფეოდალებს
ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვაზე ფიცი დაადებინა. „ტყვეთა სყიდვა“ კანონით დაიგმო.

კითხვები:

(1) 37.1. დაასახელეთ ამ გადაწყვეტილების ერთი კონკრეტული დემოგრაფიული მიზეზი.

(1) 37.2. დაასახელეთ ამ გადაწყვეტილების ერთი კონკრეტული ეკონომიკური შედეგი.

(1) 37.3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო უარყოფითი შედეგის მომტანი ეს გადაწყვეტილება მეფე სოლომონისა და დიდი
ფეოდალების გარდა და რატომ? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.

(2) 37.4. საქართველოს ისტორიიდან დაასახელეთ ამის ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის
დასასაბუთებლად.

128
ინსტრუქცია დავალებისათვის №38.
ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ
კითხვებს.
დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მანიფესტი (ნაწყვეტი)

(თარგმანი გამოქვეყნებულია ჟურნალში „თავისუფალი საქართველო“, 1921 წლის 15 ივნისს)

სოც. პარტიის (საფრ. სექცია მუშათა ინტერნაციონალის) მუდმივი ადმინისტრატიული კომისია მოუწოდებს საფრანგეთის
მუშებს პროტესტი გამოაცხადონ საქართველოს სოციალისტურ დემოკრატიულ რესპუბლიკის დაპყრობის წინააღმდეგ, რომელიც
ჩაიდინა რუსეთის ბოლშევიკურმა მთავრობამ.

ცენტრალური კომიტეტი ბრალს სდებს არა რუს პროლეტარებს, არამედ იმ მთავრობას, რომელიც დღეს მათი სახელით
მოქმედებს. რუსეთის მთავრობამ მოატყუა ევროპის პროლეტარიატი, როცა ამბობდა თითქოს რუსეთი ჩარეული იყო ომში საბჭოთა
სომხეთის მხარის დასაჭერათ საქართველოსთან საზღვრის გამორკვევის დროს. ნამდვილათ კი რუსეთის მთავრობამ საქართველოს
შეასია რუსეთის მეთერთმეტე არმია სწორეთ იმ კონფერენციამდის, რომელზედაც უნდა მოგვარებულიყო საზღვრების საკითხი.

ქართველებმა რაინდულათ გაუმკლავდენ მომხდურს. იმათ უკვე უნდა უკუეგდოთ მტერი, როცა ერთი მეორის მოყოლებით
საქართველოს საზღვრების ოთხ პუნქტზე გამოჩნდა სხვა ოთხი არმია საომრათ მომზადებული, ცოტა მოგვიანებით კი მეხუთე არმიაც,
ეს იყო ოსმალეთის არმია, რომელიც – როგორც პირველი ოთხი – მხოლოდ უცდიდა ნიშანს, რომ სასწრაფოთ თავს დასხმოდა
საქართველოს.

საქართველოს დემოკრატიულ და სოციალისტურ რესპუბლიკას და რუსეთს ხელი ქონდათ მოწერილი საზავო


ხელშეკრულებაზე. საქართველომ შეასრულა თავისი მოვალეობა რუსეთის რესპუბლიკისადმი, როცა მან უარი უთხრა დახმარებაზე
ამ უკანასკნელის მტრებს, სახელდობრ დენიკინს არა თუ შეუწყო ხელი, არამედ კიდეც ეომა მას და მისი ჯარი გაანიარაღა.

129
ქართველმა სოციალისტებმა შექმნეს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც – ამტკიცებენ ისინი – დაცული იყო მოქალაქეთა
თავისუფლება; მათ მართლაც გაასაზოგადოეს ყველა ის, რის გასაზოგადოება შესაძლებელი იყო ეკონომიურათ ნაკლებ განვითარებულ
ქვეყანაში, ვინემ ევროპაა; მათ ააგეს ნორჩ რესპუბლიკაში პოლიტიკური ძალა-სიმაგრე საყოველთაო საარჩევნო უფლებაზე და მუშათა
და გლეხთა თავისუფლათ არჩეულ პარლამენტის სახელმწიფოებრივ კონტროლზე, – და მისი ეკონომიური ძალა თავისუფალ
სინდიკატების თანამშრომლობაზე. ამ ნაირათ აშენებული და ასეც ცხოველი საქართველოს რესპუბლიკა გახდა ბოლშევიკებისათვის
აუტანელი, როგორც მათი მამხილებელი ფაქტი.

განვაცხადოთ პროტესტი მის გადასარჩენათ.

დარწმუნებული საქართველოს ხალხის უფლებაში იმ განცხადებებით, რომელიც გადმოგვცა ამხანაგმა ჟორდანიამ,


საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ და წერეთელმა – იმ პირმა, რომელმაც დიდებული როლი ითამაშა 1917 წლის მარტის
რუსეთის რევოლუციაში, ცენტრალური კომიტეტი მათთან ერთათ მოითხოვს საქართველოს დაცლას რუსის ჯარის კაცებისა და
მოხელეებისაგან.

ამას გარდა ცენტრალური კომიტეტი სიამოვნებით ეგებება საქართველოს ს-დემოკრატიულ პარტიის 3 000 წარმომადგენელთა
მიერ ეხლახან თფილისში მიღებულ შემდეგ წინადადებას: „ჩვენი სურვილია შესდგეს შერეული კომისია ევროპის მუშათა მოძრაობის
ორ მიმდინარეობისაგან – სოციალისტურისა და კომუნისტურისაგან – რომლის კონტროლს ქვეშ მოხდება საქართველოში
თავისუფალი არჩევნები მშრომელი ხალხის ნების გამოსახატავათ. ამ კომისიის შემადგენლობის შესახებ სოც.-დემ პარტიის
ცენტრალური კომიტეტი შეუთანხმდება კომუნისტურ პარტიას“.

კითხვები:

(1) 38.1. დოკუმენტის მიხედვით, რომელი დიდი საერთაშორისო გაერთიანების დანაყოფს წარმოადგენდა საფრანგეთის
სოციალისტური პარტია?

(1) 38.2. დოკუმენტის მიხედვით, კონკრეტულად ვის სდებდა ბრალს საფრანგეთის სოციალისტური პარტია საქართველოს წინააღმდეგ
ჩადენილ ქმედებებში?

(1) 38.3. დოკუმენტის მიხედვით, რა საბაბით ჩაერია რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში, რითაც შეცდომაში შეიყვანა ევროპის
პროლეტარიატი?

130
(1) 38.4. დოკუმენტის მიხედვით, რა ლეგიტიმური პროცედურა იყო დაგეგმილი საქართველო-სომხეთს შორის სასაზღვრო დავის
გადაწყვეტის მიზნით?

(1) 38.5. დოკუმენტის მიხედვით, რომელი სახელმწიფოების წინააღმდეგ მოუწია საქართველოს რესპუბლიკას საომარ მოქმედებებში
ჩაბმა?

(1) 38.6. დოკუმენტის მიხედვით, რა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველო გულმოდგინედ იცავდა საერთაშორისო შეთანხმებით
ნაკისრ ვალდებულებებს?

(2) 38.7. თქვენი აზრით, რას შეიძლება გულისხმობს დოკუმენტში ნახსენები ტერმინი „განსაზოგადოება“ და რა შეიძლება ყოფილიყო
„განსაზოგადოების“ ობიექტი?

(2) 38.8. დოკუმენტის მიხედვით, კონკრეტულად რას ეფუძნებოდა საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური და ეკონომიკური
განვითარება?

(2) 38.9. დოკუმენტის მიხედვით, რომელი ქართველი პოლიტიკოსებთან თანამშრომლობდნენ ფრანგი სოციალისტები და რას
მოითხოვდნენ ისინი ერთობლივად?

(2) 38.10. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს რომელი პოლიტიკური პარტიის წინადადებას ეხმაურება საფრანგეთის
სოციალისტური პარტია და რას გულისხმობდა ეს წინადადება?

131

You might also like