Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 9

მარტო ყოფნის უნარი

მინდა მიმოვიხილო ინდივიდის მარტო ყოფნის უნარი, ვინაიდან ემოციური


მოწიფულობის/ზრდასრულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია.

თითქმის ყველა ფსიქოანალიტიკურ მეთოდში დგება დრო, როცა მარტო ყოფნის


უნარი მნიშვნელოვანი ხდება თავად პაციენტისთვის. კლინიკურად ეს შეიძლება
ვლინდებოდეს ჩუმი ფაზით ან ჩუმი სესიებით, განსხვავებით რეზისტენტობის
ნიშნისგან, ეს სიჩუმე პაციენტისთვის გარკვეულწილად მიღწევაა. შესაძლოა სწორედ
აქ ხდება პირველად, რომ პაციენტს შეუძლია მარტო დარჩეს. მინდა მივაქციო
ყურადღება ტრანსფერის იმ ასპექტს, სადაც პაციენტი ანალიტიკურ სესიაში მარტო
რჩება.

შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოანალიტიკურ ლიტერატურაში უფრო მეტი


დაწერილა მარტო ყოფნის სირთულეზე ან მარტო ყოფნის სურვილზე, ვიდრე მარტო
ყოფნის უნარზე. საკმაო რაოდენობის შრომები დაწერილა განრიდების/არიდებიs
(withdrawn) მდგომარეობაზე. პიროვნების თავდაცვითი ორგანიზება გულისხმობს
პერსეკუტორულ მოლოდინს. პირადად ჩემთვის, მარტო ყოფნის უნარზე წერა
დაგვიანებულიცაა, ლიტერატურაში შეიძლება იყოს მცდელობა ამ თემაზე წერია,
თუმცა ჩემთვის უცნობია. ვისურვებდი გამეხსენებინა ფროიდის (1914) ანაკლიტური
ურთიერთობის კონცეპტი.

ორ- და სამ- სხეულიანი (ნაწილიანი?) ურთიერთობები (2-3 body)

პირველად რიკმანმა შემოიტანა ორ-სხეულიან და სა-სხეულიან ურთიერთობებზე


მსჯელობის იდეა. ხშირად ოიდიპოსის კომპლექსს მოვიხსენიებთ, როგორც სა-
სხეულიანი უერთიერთობების დომინირების ეტაპს. ყველანაირი მცდელობა
ოიდიპოსის კომპლექსი ორი პიროვნების კონტექსტში აიხსნას, მარცხისთვისაა
განწირული. მიუხედავად ამისა, არსებობს ორ-სხეულიანი ურთიერთიერთობებიც, და
ისინი ინდივიდის ისტორიის უფრო ადრინდელ ეტაპებს ეკუთვნის. პირველადი
(original) ორ-სხეულიანი ურთიერთობა ჩვილსა და დედას ანდ დედის ჩამნაცვლებელს
შორის მყარდება. ეს ყველაფერი ხდება მანამ, სანამ დედის ფლობის რაიმე იდეა
ჩამოყალიბდება და მამის ჩამოყალიბებულ იდეად იქცევაა(???????). კლაინიანური
დეპრესიული პოზიციის კონცეპტი, შესაძლოა ორ-სხეულიანი ურთიერთობებით
აიხსნას. შესაძლოა ითქვას, ორ -სხეულიანი ურთიერთობა ამ კონცეპტის
ცენტრალური ნაწილია.
სამ- და ორ-სხეულიან ურთიერთობებზე მსჯელობის შემდეგ, რამდენად ბუნებრივი
იქნება უკან დაბრუნება და 1 სხეულიან ურთიერთობაზე საუბარი. თავდაპირველად,
შეიძლება ერთ-სხეულიანი ურთიერთობა ნარცისიზმად გვეჩვენოს, ან მეორადი
ნარცისიზმის ადრეულ ფორმად ან თავად პირველად ნარცისიზმად მივიჩნიოთ. მე
გთავაზობთ, რომ ეს ნახტომი - ორ-სხეულიანიდან ერთ-სხეულიან ურთიერთობებზე,
შეუძლებელია ვრცელი ანალიტიკური სამუშაოსა და დედა-შვილზე პირველადი
დაკვირვების გარეშე მოხდეს.

ნამდვილად/რეალურად (actually) მარტო ყოფნა

გასათვალისწინებელია, რომ ნამდვილად/რეალურად მარტო ყოფნაზე არ ვსაუბრობ.


ადამიანი შესაძლოა მარტოსულობის ტყვე იყოს და მაინც არ შეეძლოს მარტო ყოფნა.
თუ რამდენად ძლიერად შეიძლება იტანჯებოდეს წარმოუდგენელია. მიუხედავად
ამისა, ბევრ ადამიანს შეუძლია მარტოსულობით მიიღოს სიამოვნება ბავშვობის
დასრულებამდეც. ისინი ამ მარტოობას რამე ძვირფასი საკუთრებასავით აფასებენ.

მარტო ყოფნის უნარი ან უკიდურესაც sophisticated ფენომენია, რომელიც პიროვნების


ცხოვრებაში სამ-სხეულიანი ურთიერთობის დასრულების/მიღწევის შემდეგ
ვიტარდება; ან ადრეულის ცხოვრების ფენომენი, რომელიც სპეციალურ შესწავლას
იმსახურებს, რადგან sophisticated aloneness დასაშენებელი საფუძველი ხდება.

პარადოქსი

ნაშრომის მთავარი აზრი უკვე შეიძლება დავაფიქსიროთ. გარდა ამისა, ბევრი ტიპის
გამოცდილება საბოლოოდ მარტო ყოფნის უნარის ჩამოყალიბებასთან მიდის. არის
რაღაც საბაზისო, რის გარეშეც ვერ მიიღწევა მარტო ყოფნის უანრი. ეს გამოცდილებაა
- მარტო ყოფნა დედის თანდასწრებით ჩვილობისას ან ადრეული ბავშვობის
პერიოდში. მარტო ყოფნის უნარის საფუძველი თავისთავად პარადოქსულია: მარტო
ყოფნის განცდა, მაშინ როცა ვირაც კიდევ არის.

აქ იგულისხმება სპეციფიკური ტიპის ურთიერთობა, ჩვილის ან მცირე ასაკის ბავშვის


- ვინც მარტოა და დედის ან დედის შემცვლელს შორის, რომელთან ყოფნაც სანდოა,
მაშინაც კი თუ არასრულად, ნაწილობრივ - საწოლის, ეტლის ან უშუალო გარემოს
ზოგადი ატმოსფეროს სახითაა წარმოდენილი. სწორედ ამ სპეციფიკური
ურთიერთობის სახელი მინდა შემოგთავაზოთ.
პირადად მე, მომწონს ტერმინი „ეგო-ნათესაობა“ (ego-relatedness) გამოყენება.
მოსახერხებელი მგონია, რადგან მკაფიოდ უსვამს ხაზს id - ურთიერობას, რაც
თავისმხრივ მუდმივად განმეორებადი, გარტულებული ვარიანტია ეგრედ
წოდებუილი ეგოს ცხოვრება. ეგო-ნათესაობა გულისხმობს 2 ადამიანს შორის
ურთიერთობას, რომელტაგან ერთი რარაცმხრივ მარტოა. შესაძლოა ორივე მარტო
იყოს, მიუხედავად ამისა თითოეულის ყოფნა ორივესთვის მნიშვნელოვანია. მგონია,
სიტყვების „მოწონება“ და „სიყვარულის“ შედარების მსგავსია. მარტივი გასარჩევია,
მოწონება მეტად ეგო-ნათესაობის, სიახლოვესთანაა დაკავშირებული, მაშინ როცა
სიყვარული უფრო იდ-ურთიერთობის საკითხია, ან გადაუმუშავებელი (crude) ან
სუბლიმირებული ფორმით.

ამ ორი იდეის ჩემეულ განვითარებამდე, მინდა გაგახსენოთ, რამდენად შესაძლებელი


შეიძლება იყოს, შევეხოთ მარტო ყოფნის უნარს საკმაოდ კარგად გამოცდილი
ფსიქოანალიტიკური ფრაზეოლოგიზმის კონტექსტში.

ურთიერთობის (intercourse) შემდეგ

სამართლიანია ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელი ურთიერთობის შემდეგ


თითოეული პატნიორი მარტოა და თავადაც კმაყოფილია მარტო ყოფნით. დატკვე
მარტო ყოფნით სხვა ადამიანთან ერთად, ვინც ასევე მარტოა, ჯანსაღი გამოცდილებაა.
იდ-დაზაბულობის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, მაგრამ პიროვნების
დროითი ინტეგრაცია საშუალებას აძლევს დაიცადოს იდის დაძაბულობის
ბუნებრივად დაბრუნებამდე და დატკბეს მარტოობით. როგორც იტყვია ხოლმე, სულ
არაა „განრიდებასთან“ )withdrawal) დაკავშირებული.

პირველადი სცენა primal scene

შესაძლოა ითქვა, რომ ინდივიდის უნარი იყოს მარტო, დამოკიდებულია მისუნარზე,


გაუმკლავდეს პირველადი სცენიტ აღძრულ გრძნობებს. პირველად სცენაში მშობლებს
შორის აღმაფრთოვანებელი ურთიერთობა აღიქმება ან წარმოისახება. ამის მიმღები
არის ბავშვი, რომელიც ჯანმრთელია და დახელოვნებულია სიძულვილის განცდაში,
და იყენებს მათ მასტურმაციის სამსახურში. მასტურბაციისას არაცნობიერი და
ცნობიერ ფანტაზიაზე პასუხისმგებლობას იღებს ინდივიდუალური ბავშვი, რომელიც
მესამე პიროვნებაა სამ-სხეულიან ან ტრიანგულაციურ ურთიერთობებში. ამგვარ
გარემოებებში მარტო ყოფნის შესაძლებლობა მოითხოვს ეროტიული განვითარერების
სიმწიფეს/მოწიფულობას (maturity). გენიტალურ
პოტენციას/სიძლიერეს/ეფექტურობას შესაბამისი ქალური ფიგურისგან მიიღებს. ეს
მოიცავს აგრესიული და ეროტიული იმპულსების შერწყმას (fusion) და
ამბივალენტობის ტოლერილებას. ამ ყველაფერთან ერთად ბუნებრივად იქმნება
თითოეულ მშობელთან იდენტიფიკაციის უნარი.

ამგვარი ან ამის მსგავსი მტკიცება, შესაძლოა უსასრულოდ კონმპლექსური გახდეს,


რადგან მარტო ყოფნის უნარი თითქმის ემოციური სიმწიფის (maturity) სინონიმია.

კარგი შინაგარი ობიექტი

ახლა ვეცდები გამოვიყენო სხვა ენა, რომელიც მელანი კლაინისგან მოდის. მარტო
ყოფნის უნარი დამოკიდებულია, ინდივიდის ფსიქიკურ რეალობაში კარგი ობიექტის
არსებობაზე. კარგი შინაგანი მკერდი ან პენისი, ან კარგი შინაგანი ურთიერთობა
საკმარისად კარგი დასაწყისია და თან ინდივიდის დამცავი (ყოველ შემთხვევაში ამ
დროისთვის) აწმყოსა და მომავალზე ნდობას (confidence) გრძნობდეს (აწმყოსა და
მომავალს თავდაჯერებული უყურებდეს. ინდივიდის ურთიერთობა მის შინაგან
ობიექტთან, შინაგანი ურთიერთობის რწმენა/ნდობასთან ერთად უზრუნველყოფს
თავად ცხოვრებით კმაყოფილებას/საკმარისობას. იმგვარად როო პიროვნებას
შეუძლია დაისვენოს კმაყოფილმა, მაშნაც კი თუ გარეგანი ობიექტი ან სტიმული
დროებით არ არსებობს. მოწიფულობა (maturity) და მარტო ყოფნის
უნარიგულისხმობს, რომ ინდივიდს ჰქონდა საკმარისად კარგი დედობის შანსი
კეთილი გარემოს რწმენის აღმოსაცენებლად. ეს რწმენა აღმოცენდება ინსტინტური
სიამოვნების განმეორებადი დაკმაყოფილებით.

ამგვარ ენობრივ კატეგორიაში მსჯელობისას, მავანმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ


საუბარია ინდივიდის განვითარების ბევრად ადრეულ საფეხურზე, სანამ კლასიკური
ოიდიპალური კომპლექსი დაიპყრობს სცენას. მიუხედავად ამისა, ეგოს სიმწიფის
გარკვეული ხარისხი მიღწეულია. ინდივიდი ერთ მთლიანობად ინტეგრირებულია,
სხვაგვარად აზრი არ ექნებოდა შინაგან და გარეგან, ან შინაგანი ფანტაზიის
სპეციფიკურ მნიშვნელობაზე მსჯელობას. უარყოფითი ტერმინებით
ფორმულირებული იქნებოდა: პერსეკუტორული შფოთვისგან საკმარისი
თავისუფლებაა აუცილებელი. პოზიტიური ტერმინებით: კარგი შინაგანი ობიექტი
წარმოადგენს ინდივიდის პირად შინაგან სამყაროს და შესაბამის მომენტში
პროექციისთვის ხელმისაწვდომია (available).
მარტო ყოფნა მოუმწიფებელ (immature state) მდგომარეობაში

ამ ეტაპზე კითხვა შემდეგნაირად ჟღერს: შეუძლია ბავშვს ან ჩვილს ძალიან ადრეულ


სტადიაზე მარტო ყოფნა, როცა ეგოს მოუმწიფებლობა, ზემოთ აღწერილის
შესაბამისად, მარტო ყოფნას შეუძლებელს ხდის. ჩემეული თეზის მთავარი ნაწილია,
შეგვეძლოს მარტო ყოფნის პრიმიტიულ (unsophisticated) ფორმებზე საუბარი.
შემდგომში, შესაძლოა შევთანხმდეთ, ნამდვილად მარტო ყოფნის უნარიუკიდურესად
რთული, დახვეწილი(sophisticated), დახელოვნებულობაა. ნამდვილად მარტო ყოფნის
უნარის ბაზისი სხვისი თანდასწრებით (სხვასთან ერთად) მარტო ყოფნის ადრეული
გამოცდილებაა. სხვისი თანდასწრებით მარტო ყოფნის გამოცდილება, შესაძლოა
ცხოვრების ძალიან ადრეულ ეტაპზე დაიწყოს, როცა ეგოს მოუმწიფებლობა
ბუნებრივად ბალანსდება ეგო-მხარდამჭერი დედით. დროთა განმავლობაში
ინდივიდი ეგო-მხარდამჭერ დედასინტროეცირებს და ამგვარად შეუძლია იყოს
მარტო, დედის ან დედის ფიგურის ხშირი გახსენების/რეფერენსის გარეშე.

„მე მარტო ვარ“

„მე მარტო ვარ“ სიტყვების შესწავლით საკითხის სხვა კუთხით დანახვა მსურს.
პირველ რიგში სიტყვა „მე“ საკმაო ემოციურ ზრდას გულისხმობს. ინდივიდი ერთ
მთლიანობად ფუძნდება. ფაქტია, ინტეგრაცია ხდება. გარე სამყარო უარყოფილია
(repudiated) და შინაგანი სამყაროს არსებობა ხდება შესაძლებელი. მარტივად რომ
ვთქვათ, პიროვნების როგორც საგნის, როგორც ეგოს ბირთვის ორგანიზების
ტოპოგრაფიული მოსაზრებაა. ამ ეტაპზე არანაირი მინიშნება არ არსებობს ცხოვრების
არსებობაზე.

შემდგომში მოდის სიტყვები „მე ვარ“ - ინდივიდუალური ზრდის ეტაპს წარმოადგენს.


ამ სიტყვების მიხედვით, ინდივიდს არა მარტო ფორმა, არამედ ცხოვრებაც აქვს.
ინდივიდის „მე ვარ“ -ის საწყისი ნედლი (raw), დაუცველი,
მგრძნობიარე/მოწყვლადი,პოტენციურად პარანოიდულია. ინდივიდს მხოლოდ იმ
შემთხვევაში შეუძლია „მე ვარ“ ეტაპს მიაღწიოს, თუ დამცავი გარემო არსებობს.
დამცავი გარემო, ფაქტობრივად, თავისივე ჩვილით შეპყრობილი/დაკავებული
(preoccupied) დედაა, რომელიც მისივე ჩვილთან იდენტიფიკაციის საშუალებით
ჩვილის ეგოს საჭიროებებზეა ორიენტირებული. „მე ვარ“ ეტაპზე ჩვილის მხრიდან
დედის გაცნობიერებაზე რამე პოსტულატის თქმაც კი ზედმეტია.

მომდევნო ეტაპია სიტყვები „მე მარტო ვარ“. თეორიის მიხედვით, რომლის წინ
წამოწევაც მინდა, სინმადვილეში ჩვილის მიერ დედის განგრძობითი არსებობის
გაგებას/გაცნობიერებას მოიცავს. აქ აუცილებლად ცნობიერ ცოდნას არ ვგულისხმობ.
ვთვლი, რომ „მე მარტო ვარ“ ვითარდება „მე ვარ“ ცნებიდან, დამოკიდებულია საიმედო
დედის განგრძობითი ყოფნის/არსებობის გაგებაზე. სწორედ საიმედოობა ქმნის
ჩვილისთვის მარტო ყოფნას შესაძლებელს, და გარკვეულის დროის განმავლობაში
სიამოვნებს კიდეც.

ამგვარად ვცდილობ გავამართლო პარადოქსი - მარტო ყოფნის უნარი დამყარებულია


სხვისი თანდასწრებით მარტო ყოფნის გამოცდილებაზე. ამგვარი საკმარისი
გამოცდილების გარეშე მარტო ყოფნის უნარი ვერ ვითარდება.

„ეგო-ნათესაობა“ (ego relatedness)

ამგვარად, თუ ზევით გამოთქმულ პარადოქსში მართალი ვარ, საინტერესო ხდება


ჩვილის დედასთა ურთიერთობის ბუნების შესწავლა, რასაც ამ ნაშრომის მიზნებიდან
გამომდინარე ეგონა-ნათესაობა/მსგავსებას ვეძახი. დაინახავთ, რომ ძალიან დიდ
მნიშვნელობას ვანიჭებ ამ ურთიერთობას, რადგან ვთვლი, რომ აქედან ვითარდება
მეგობრობაც კი. ტრასნფერის მატრიცა შეიძლება აღმოჩნდეს.

არსებობს სხვა მიზეზებიც, რატომაც ეგო-ნათესაობას ძალიან დიდ მნიშვნელობას


ვანიჭებ. ჩემი აზრის ნათლად დასაფიქსირებლად დროებით უკან უნდა დავიხიო.

ვფიქრობ, ზოგადად ვთანხმდებით, რომ იდ-იმპულსი მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ


შემთხვევაში, თუ ჩართულია ეგოს ცხოვრებაში. იდის იმპულსი ან ანადგურებს
(disrupts) ან პირიქით აძლიერებს ძლიერ ეგოს. შესაძლოა ითქვას, რომ იდ-
ურთიერთობები აძლიერებს ეგოს, როცა ისინი ეგო-ნათესაობის/მსგავსების ჩარჩოში
ხვდება. მის მიღებას, თან მოჰყვება მარტო ყოფნის უნარის განვითარება. მხოლოდ
მარტო ყოფნისას (დასაზუსტებელია, სხვისი თანდასწრებით) შეუძლია ჩვილთ თავისი
პირადი ცხოვრების აღმოჩენა. პათოლოგიური ალტერნატივაა გარე სტიმულებზე
რეაქციაზე დაფუძნებული ცრუ ცხოვრება. როცა ჩემებური გაგებით მარტო ყოფნის
შეგრძნება დგება, მხოლოდ ამგვარი მარტო დარჩენისას შეუძლია ჩვილს გააკეთოს
რასაც ზრდასრულები დასვენებას (relax) უძახის. ჩვილს აქვს უნარი გახდეს
არაინტეგრირებული, იფართხალოს/იბორძიკოს (to flounder), იყოს მდგომარეობაში,
სადაც არ არსებობს ორიენტაცია; შეუძლია დროებით იარსებოს ისე, რომ არ იყოს
რეაქტორი გარემოსთან სეჯახებისას და არც აქტიური პიროვნება მიმართული
ინტერესებისა და მოძრაობების გარეშე. ეს ეტაპი დაფუძნებულია იდის
გამოცდილებისთვის. დროთა განმავლობაში ჩნდება შეგრძნება და იმპულსი, ამგვარ
გარემოებებში (in this setting) შეგრძნება და იმპულსი რეალურ და ნამდვილ
გამოცდილებებად განიცდება.
ახლა ნათელია თუ რატომაა მნიშვნელოვანი, ირგვლივ იყოს ვინმე ხელმისაწვდომი
(available), ვინმე არსებობს მოთხოვნების წამოყენების გარეშე. იდის
გამოცდილებასთან დაბრუნების იმპულსი შესაძლოა ნაყოფიერიც იყოს, ობიექტი კი
ნაწილი ან მთლიანი თანმხლები პიროვნება პიროვნება, სახელდობრ დედა. მხოლოდ
ამ გარემოებებში შეუძლია ჩვილს ჰქონდეს გამოცდილება, რომელიც რეალურად
განიცდება. დიდი რაოდენობით მსგავსი გამოცდილებები ისეთი ცხოვრების ბაზას
აფორმირებს, რომელიც სიცარიელის ნაცვლაც რეალობას ფლობს. ინდივიდს, ვისაც
განვითარებული აქვს მარტო ყოფნის უნარი, მუდმივად შეუძლია თავიდან
აღმოაჩინოს პირადი/ინდივიდუალური (personal) იმპულსი. ეს პირადი იმპულსი არ
იკარგება (wasted), რადგან მარტო ყოფნის მდგომარეობა ისეთი რამაა, რაც
პარადოქსულად ყოველთვის სხვის ყოფნას გულისხმობს.

დროთა განმავლობაში ინდივიდისთვის შესაძლებელი ხდება უარი თქვას დედის ან


დედის ფიგურის ნამდვილად არსებიბაზე (აactual presence), სხვა სიტყვებით „შინაგანი
სამყარო“ ფუძნდება. ეს კი „ინტროეცირებულ დედაზე“ უფრო პრიმიტიული
ფენომენია.

ეგო-ნათესაობის/მსგავსების (relatedness) კულმინაცია

კიდევ უფრო გავაღრმავებ სპეკულირებას ეგო-მსგავსებისა და ურთიერთობაში


შესაძლო გამოცდილების შესახებ, ეგო ორგაზმის კონცეპტის ჩათვლით.
გაცნობიერული მაქვს, თუ არსაებობს ეგო ორგაზმი, მაშინ მასში განსწავლულილი
იქნება ის, ვინც ინსტინქტურ გამოცდილებებს ახშობს. ამგვარად იარსებებს ეგო
ორგაზმის პათოლოგიური ტენდენცია. ამ მომენტისტვის ვისურვებდი რამდენიმე
თვალსაზრისი გაგიზიაროთ პათოლოგიური, მთლიანი სხეულის ნაწილ ობიექტთან
(ფალოსთან) არ დავიწყებული იდენტიფიკაციის შესახებ. ვიკითხოთ, თუ
შესაძლებელია გარკვეული ფასი (value) ქონდეს ეგო ორგაზმის ექსტაზზე ფიქრს (?).
ნორმალური ადამიანისთვის უკიდურესად სასიამოვნო გამოცდილება შეიძლება იყოს
კონცერტზე ან ტეატრზე დასწრება, ან მეგობრობაც შეიძლება იმსახურებდეს ეგო-
ორგაზმის წოდებას, რაც ყურადღებას მიგვაქცვინებს თავად კულმინაციაზე და
კულმინაციის მნიშვნელობაზე. მავანმა შეიძლება იკითხოს: როცა ბავშვი თამაშობს,
მთელი თამაში ეგო იმპულსის სუბლიმაციაა? შეიძლება არ ღირდეს ვიფიქროთ
არსებობს როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი განსხვავება იდის შემთხვევაში,
როცა სიამოვნების მომგვრელ თამაშს ვადარებთ თავად თავად თამაშის საფუძვლად
მდებარე ინსტინქტს. სუბლიმაციის თეორია ფართოდაა გავრცელებული/მიღებული,
დიდი ღირებულებაც აქვს. სამწუხარო იქნება გამოვტოვოთ ვრცელი/ფართო
მინიშნება, რომელიც ამ ორს შორის არსებულს განსხვავებებზე - ბედნიერად მოთამაშე
ბავშვსა და თამაშისას კომპულსურად აგზნებულ ბავშვს შორის, რომელიც ძალიან
ახლოსაა ინსტინქტურ გამოცდილებასთან. ჭეშმარიტია, რომ თუნდაც ბავშვის
ბედნიერი თამაშისას ყველაფერი შეიძლება იდ-იმპულსების ტერმინებში
ინტერპრეტირდეს. ეს შესაძლებელია, რადგან სიმბოლოების რეგისტრში ვმსჯელობთ.
უეჭველად საიმედოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ სიმბოლიზმი და თამაშის ჩვენეული
გაგება იდ-ურთიერთობებზე მსჯელობისას. რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს
გამოვტოვებთ, თუ არ გაგვახსენდება, რომ ბავშვის თამაში არაა ბედნიერი, როცა
გართულებულია სხეულებრივი აგზნებების თავისებური ფიზიკური კულმინაციით.

როგორც იტყვიან ნორმალურ ბავშვს შეუძლია ითამაშოს, აიგზნოს თამაშის დროს და


ასევე იგრძნოს თამაშით კმაყოფილებაც. (ეს ყველაფერი) ლოკალური აგზნებით
გამოწვეული ფიზიკური ორგაზმის მუქარის გარეშე. კონტრასტისთვის გავიხილოთ:
დეპრივირებული ბავშვი ანტისოციალური ტენდენციებით ან ნებისმიერი ბავშვი
გამოხატული მანიაკალური თავდაცვით - მოუსვენრობით, მათ არ შეუძლიათ
სიამოვნება მიიღონ თამაშით, რადგან სხეული ფიზიკურად ერთვება. ამიტომ
ფიზიკური კულმინაცია ხდება საჭირო, ამიტომ მშობელთა უმეტესობამ იცის
მომენტი, როცა ვერაფერი დაასრულებს აგზნებულ თამაშს გარდა a smack
(შემოლაწუნება???) , რომელიც ცრუ მაგრამ ძალიან საჭირო კულმინაციას ქმნის. ჩემი
აზრით, თუ ბავშვის ბედნიერ თამაშს ან ზრდასრულის კონცერტზე ყოფნას
შევადარებთ სექსუალურ გამოცდილებას, განსხვავება იმდენად დიდია, რომ ჩვენ
უმტკივნეულოდ შეგვიძლია სხვადასხვა ტერმინით აღვწეროთ განსხვავებული
გამოცდილებები. რაც არ უნდა იყოს არაცნობიერი სიმბოლიზმი, რეალური ფიზიკური
აგზნების რაოდენობა მინიმალურია პირველი ტიპის გამოცდილებაში და
მაქსიმალური მეორეს შემთხვევაში. გადავუხადოთ ხარკი (pay tribute) ეგო-მსგავსების
მნიშვნელობას, სუბლიმაციის კონცეფციის საფუძვლად მდებარე იდეებზე უარის
თქმის გარეშე.

შეჯამება

მარტო ყოფნის უნარი უკიდურესად რთული/დახვეწილი (sophisticated) ფენომენია და


ბევრი წვლილის შემტან ფაქტორებსაც გულისხმობს. მჭირდროდაა დაკავშირებული
ემოციურ მომწიფებასთან.

მარტო ყოფნის საფუძველს სხვისი თანდასწრებით მარტო ყოფნის გამოცდილება


წარმოადგენს. ამგვარად სუსტი ეგო ორგანიზაციის მქონე ჩვილი შეიძლება იყოს
მარტო, საიმედო ეგო მხარდაჭერი საშუალებით.
განსაკუთრებულ შესწავლას იმსახურებს ჩვილსა და ეგო-მხარდამჭერ დედას შორის
არსებული ურთიერთობების ტიპი. გარდა ამისა სხვა ტერმინოლოგიაც გამოიყენება,
თუმცა ამ ეტაპზე შემოტავაზებული ეგო-მსგავსება დროებით კარგი შესატყვისია.

ეგო-მსგავსების ჩარჩოში იდთან ურთიერთობა ხორციელდება და ძლიერდება,


ნაცვლად უმწიფარი/მოუმწიფებელი ეგოს განადგრებისა.

თანდატანობით, ეგოს მხარდამჭერი გარემო ინტროეცირდება და შენდება


პიროვნებაში ისე, რომ შესაძლებელი ხდება რეალურად მარტო ყოფნა. მიუხედავად
ამისა, თეორიულად ვიღაც ყოველთვის არსებობს, ვიღაც ვინც საბოლოოდ და
არაცნობიერად გათანაბრებულია დედასთან. პიროვნება, ვინც ადრეული დღეებიდან
და კვირებიდან დროებით იდენტიფიცირდებოდა ჩვილთან და ჩვილზე ზრუნვის
გარდა არაფრით იყო დაინტერესებული მთელი ეს დრო.

You might also like