Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

ქვიზი 2

თავი 8 ცენტრალური ბანკი

1. ცენტრალური ბანკი

ცენტრალური ბანკი- ეროვნული ბანკი, ბანკი რომელიც კომერციულ ბანკებს მართავს. ადრე სანამ
ცენტრალური ბანკი არ არსებობდა მე17 საუკუნემდე რეალურად მისი ფუნქციები
გადანაწილებული იყო სხვადასხვა ინსტიტუტებზე და მათ შორის ინდივიდებზეც კი,
შესაბამისად ფულის დაბეჭვდვის შესაძლებლობა ჰქონდა ყველას. ისტორიულმა განვითარებამ
და ევოლუციამ მოიტანა რეალურად ის, რომ საჭირო გახდა ფულის ბეჭვდვის ფუნქცია და
უფლება შეზღუდული ყოფილიყო. შესაბამისად ფულის ემისია მხოლოდ ეროვნული ბანკის
ფუნქცია გახდა. ეროვნულ ცენტრალურ ბანკს საქართველოში მოიხსენიებენ ეროვნული ბანკის
სახელით, რომელსაც სხვადასხვა ქვეანაში სხვადასხვა სახელი აქვს.
მთავარი და მნიშვნელოვანი ამ ბანკის ფუნქციონირებაში არის ის რომ მაქს აქვს უნიკალური
უფლებამოვალეობა და შესაძლებლობა დაბეჭდოს ფული და მეორე ის არის დამოუკიდებელი
ინსტიტუტია მთავრობისგან. დამოუკიდებლობაში დეტალურად იგულისხმება, რომ არააქვს
არავის უფლება ჩაერიოს ბანკის მოღვაწეობაში. ვერავინ ვერ ეტყვის მას, ვერც მთავრობა,
რამდენი ფული უნდა დაბეჭდოს, როგორი კუსი დააწესოს. ასევე სახელმწიფო აუდიტს არაქვს
ეროვნული ბანკის შემოწმების, დასჯისა თუ დასანქცირების უფლება.
ეროვნული ბანკი რეალურად უზრუნველყოფს მონეტარული პოლიტიკის წარმართვას ქვეყანაში,
რაც ქვეყნის სწორი ეკონომიკური განვითარების საწინდარია. სტაბილურობა ინლაციისა თუ
სესხების განაკვეთის, უმუშევრბის დონის თუ ა,შ ამ სისტემაზე დგას. ცენტალური ბანკის
ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრა ხდება კანონმდებლობით და ცენტალური ბანკის
გადაწყვეტლების კორდინაცია ხდება სახელმწიფო ორგანოებთან.

2. ცენტრალური ბანკები საკუთრების მიხედით

კუთვნილების მიხედვით შეგვიძლია გამოვყოთ სამი სახის ცენტრალური ბანკები:


 სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ცენტრალური ბანკები. აღნიშნულ ჯგუფში
შედის ცენტრალური ბანკების უმრავლესობა, სადაც აქციების 100% ეკუთვნის სახელმწიფოს.
„ინგლისის ბანკი“, „საფრანგეთის ბანკი“, გერმანული „ბუნდესბანკი“, საქართველოს
ეროვნული ბანკი ა.შ
 სააქციო ტიპის ცენტრალური ბანკები. აღნიშნული ცენტრალური ბანკების კაპიტალის
ფორმირება ხდება აქციების ემისიით. აღნიშნულ ჯგუფში შედის აშშ-ის ფედერალური
სარეზერვო სისტემა, „იტალიის ბანკი“ და სხვ.
 შერეული საკუთრების მქონე ცენტრალური ბანკები. ესაა ის ცენტრალური ბანკები,
რომელთა კაპიტალი არის აქციონერული, მაგრამ მათი ნაწილი სახელმწიფოს ეკუთვნის. კერძო
აქციონერები შეიძლება იყვნენ როგორც ბანკები, ისე კერძო პირები. „ავსტრიის ნაციონალური
ბანკი“ (50%-50% განაწილებულია სახელმწიფოსა და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის),
„იაპონიის ბანკი“ (55 % სახელმწიფოს, ხოლო 45% - კეძო პირების ხელშია)

3. ცენტრალური ბანკის ფუნქციები (7 ფუნქცია)

1.ბანკნოტების მონოპოლიური ემისიის ფუნქცია- ნებისმიერ ქვეყანაში მხოლოდ ცენტრალური


ბანკი ფლობს ფულის ემისიის და მისი ბრუნვიდან ამოღების კანონიერ უფლებას. იგი ასევე ახდენს
ფულადი მასის რეგულირებას და ქმნის ნაღდი ფულის რეზერვების სისტემას. არასდროს არავის არ
შეუძლია მის გარდა განახორციელოს ფულის ემისია. შესაბამისად იგი ახორციელებს ფულის
ჩაშვებას და ამოღებას. ემისია ეს არის ფულის ჩაშვება- აქ შეიძლება ღია ოპერაციოებით
მოვახდინოთ გაყიდვები, ობლიგაციები გავყიდო ან შეივიძინოთ და ა..შ და თანხის ამოღებაში
იგულისხმება- საბანკო სესხების გაძვირება, პროცენტების გაზრდა და ფულის ამგვარად ამოღება,
ასევე ამოღება შეუძლია სამთავრობო ობლიგაციების გაყიდვით.

2.ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების ფუნქცია- ანუ


ეროვნულ ბანკს შეუძლია მოახდინოს ღია ოპერაციებით ფულის რეგულირება. ამ ფუნქციის
დახმარებით ბანკი ახდენს მიმოქცევაში არსებული ფულის მასის, საპროცენტო განაკვეთებისა,
ფულადი მიმოქცევის და სხვა მაჩვენებლების რეგულირებისა. აღნიშნულ ფუნქცია მიმართულია
ეკონომიკის სტაბილური ზრდის, უმუშევრობის შემცირების, ინფლაციის მართვისა და
საგადამხდელო ბალანსის სტაბილურობის ღონისძიებების გატარებისაკენ. ცენტრალური ბანკის
მიერ აღნიშნული ფუნქციის რეალიზება შეიძლება განხორციელდეს როგორც ეკონომიკური, ისე
ადმინისტრაციული მეთოდებით.
ფულად-საკრედიტო რეგულირების ეკონომიკური მეთოდები მოიცავს- მინიმალური სარეზერვო
მოთხოვნების რეგულირებას, ოპერაციებს ღია ბაზარზე და საპროცენტო (სააღრიცხვო,
რეფინანსირების) განაკვეთის ცვლილებებს
ფულად- საკრედიტო რეგულირების ადმინისტრაციულ მეთოდებში- მოიაზრება პირდაპირი
შეზღუდვა ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობასა და აქტიურობის
ხარისხზე. ეს შეიძლება იყოს დაკრედიტების ლიმიტების დადგენა, საპროცენტო განაკვეთების
მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების დეწესება, საქმიანობის სფეროს გამიჯვნა და ა.შ

3.საბანკო სისტემის საქმიანობის რეგულირება- საბანკო სისტემის, განსაკუთრებით კომერციული


ბანკების საქმიანობის რეგულირება ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
ფუნქციათაგანია. ამის მიზეზი კი ის არის რომ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური
მდგომარეობა დამოკიდებულია დიდწილად ბანკების ფუნქციონირებაზე. ეროვნული ბანკი
მართავს არა მხოლოდ კომერციულ ბანკებს, არამედ მთლიანად საფინანსო სისტემას, იქნება ეს
საფონდო ბირჟა, სავალუტო ჯიხურები, საკრედიტო კავშირები, საინვესტიციო ფონდები და ა,შ.
საბანკო სისტემა რომ სტაბილურად ფუნქცონირებდეს, კრიზისები არ იქმნდებოდეს ან
მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და უფლებები დაცული იყოს მხარეებს შორის, ასევე
კონკურენტუნარიანობის საკითხები ამას მოიზარებს საბანკო სისტემის რეგულირების თემა.
4.ბანკთა ბანკის ფუნქცია- ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა
ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი“. თვითონ ეროვნული ბანკი
ქმნის უდიდეს ბაზას საფინანსო საბანკო სისტემის დასარეგულირებლად. ბანკთა ბანკის ფუნქცია
გამოიხატება იმით, რომ ცენტრალური ბანკი არის საბანკო სისტემის საანგარიშწორებო ცენტრი,
კომერციული ბანკების თავისუფალი რეზერვებიც აქ ინახება და საჭიროების შემთხვევაში
გასცემს კრედიტებს ბანკებზეც და მთავრობაზეც, ასევე ამ ფუნქციის ფარგლებში ახორციელებს
მათი საქმიანობის რეგულირებასა და ზედამხედველობას.

5.მთავრობის ბანკირისა და საფინანსო აგენტის ფუნქცია- ცენტრალური ბანკები გვევლინებიან


სახელმწიფოს ბანკირებად, კრედიტორებად და ფინანსურ კონსულტანტებად. მთავრობისა და
სამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, როგორც წესი, გახსნილია ცენტრალურ ბანკში.
ცენტალურ ბანკს გააჩნია მთავრობის ხარჯების დაფინანსების ფუნქცია - დაკრედიტების
მეშვეობით, შიდა ვალი რომ არსებობს ქვეყანაში, ეს სწორედ ეროვნული ბანკის მიერ გაცემული
თანხებია მთავრობის დასახმარებლად, რომელ ვალსაც შემდეგ მთავრობა საბიუჯეტი
შემოსულობებიდან ისტუმრებს. ამ მიზეზით ხშირად ეროვნულ ბანკს სამთავრობო ბანკადაც
მოიხსენიებენ.

6.ქვეყნის ოქროს და სავალუტო მართვის ფუნქცია- დღევანდელ ეკონომიკაში ოქრო-სავალუტო


რეზერვების ოდენობა გვევლინება სარეზერვო აქტივად და საგარანტიო ფონდად საერთაშორისო
ანგარიშსწორებისას. უმეტეს ქვეყნებში ოქრო-სავალუტო რეზერვების მარაგებს მართავს
ცენტრალური ბანკი,

7.საგადამხდელო საანგარიშსწორებო სისტემის ორგანიზების ფუნქცია- რაც კი საქართველოში


გადარიცხვის სისტემა არსებობს, რა ტექნოლოგიურ განვითარებასაც ვიყენებთ ან რაიმე წესი არის
შემოღებული ყველაფერი ეროვნული ბანკის დამტკიცებულია. ინდივიდუალურად ვერცერთი
ბანკი ვერ შეძლებს რაიმე აპლიკაციის ჩაშვებას ეროვნული ბანკის დამტკიცების გარეშე. (RTGS)
არ თი ჯი ეს სისტემა- რეალურ დროში ბანკთაშორისი ანაგარიშსწორების სისტემა, სწორედ ამ
ფუნქციაში შედის, რომელიც არა დიდიხნის დანერგილი. ადრე რთულად იყო ბანკთაშორისი
გადარიცხვები და დიდ დროს მოითხოვდა, ახლა კი გამარტივდა და ეს პროცესები ნელნელა.
ცენტრალური ბანკი ასევე ამ ფუნქციის ფარგლებში ახდენს კომერციული ბანკების
საქმიანობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დაზღვევას და ასევე გვევლინება
სახელმწიფო ინტერესების დამცველად.

თავი 9 მონეტარული პოლიტიკა

4. რა არის მონეტარული პოლიტიკა და მისი მიზანი


მონეტარული პოლიტიკა არის ცენტრალური ბანკის ხელში მყოფი ბერკეტი, რომლითაც
არეგულირებს ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას, მონეტარული პოლიტიკის მრავალი
ინსტრუმენტი გააჩნია ეროვნულ ბანკს ფულის ემისიიდან მოყოლებული ბანკების რეგულირებით
დამთავრებული, ასევე ღია ოპერაციები ბაზარზე. მონეტარული პოლიტიკა სახელმწიფოს
ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი არის ცხადია, მაგრამ ის არის ამავდორულად
დამოუკიდებელი. მონეტარული პოლიტიკის გატარების უფლებამოსილება გააჩნია კონკრეტულ
კომიტეტს ეროვნული ბანკის შიგნით. იგი დამოუკიდებელია მთავრობისგან თუმცა
გადაწყვეტილებების მიღების დროს მოქმედებს კორდინირებულად პარლამენტის
დადგენილებით.

მონეტარული პოლიტიკის მიზანია რომ მდგრადი ეკონომიკური განვითარება უზრუნველყოს ანუ


მისი მიზანია უფრო კონკრეტულად ფასების სტაბილურობა. ეს ყოველივე კი მაშინ მიიღწევა
როდესაც არ არის ეკონომიკური რყევები, არ არის რეცესია დეპრესიის პერიოდები, არ არის
ინფლაციური პრობლემები , არ არის უმუშევრობის მაღალი დონე და ა.შ მონეტარული პოლიტიკის
მეშვეობით ეროვნული ბანკი ცდილობს რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები შეამციროს და ამ
პრობლემების აღმოფხვრით მიაღწიოს სტაბიულობას.

მონეტარული პოლიტიკა წარმოადგენს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია


მიმოქცევაში ფულის მასის რეგულირების, კრედიტების მოცულობის რეგულირების (ეროვნული
ბანკი ბანკთა ბანკია და კომერციულ ბანკებს არეგულირებს. ზოგადად მათ მიერ გაცემულ სესხებს
ან მიღებულ ანაბრებს არეგულირბს და იმას თუ რამდენი სესხი უნდა გასცეს ბანკმა, რა პროცენტში
და ა.შ) და საპროცენტო განაკვეთების დონის ოპტიმალური ცვლილებების უზრუველსაყოფად.

როგორც წესი, ცენტრალური ბანკის მონეტარული (ფულად-საკრედიტო) პოლიტიკის ძირითადი


ინსტრუმენტებს წარმოადგენენ:

 სადისკონტო (განაღდების) განაკვეთის რეგულირება ან რეფინანსირების განაკვეთი;


 ოპერაციები ღია ბაზარზე;
 მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები.

5. მონეტარული პოლიტიკის განხორციელების ირიბი და პირდაპირი მეთოდები

მონეტარული პოლიტიკის პირდაპირი, ანუ ადმინისტარციული ხასიათის მეთოდები გულისხმობს


ფულადი მიწოდების მოცულობის ზღვრული ლიმიტების დადგენას, საპროცენტო განაკვეთების
ზედა და ქვედა ზღვრული მაჩვენებლების დადგენას, საქმიანობის სფეროების გამიჯვნას და სხვა.
ამ მეთოდების გამოყენებისას ცენტრალური ბანკი უფრო სწრაფად აღწევს თავის მიზანს,
განსაკუთრებით - ეკონომიკური კრიზისების პერიოდში. ამ დროს ფულის მასის განსაზღვრული
ოდენობა არის დადგენილი და ფულის მასას აკონტროლებს ცენტრალური ბანკი, ანუ ჩაუშვებს ან
ამოიღებს მიმოქცევიდან სხვადასხვა ბერკეტებით, მაგ რეფინანსირების განაკვეთით და ა,შ
შესაბამისად ფულის ემისია, მიმოქცევაში ჩაშვება და ამოღება არის პირდაპირი გზა.
მონეტარული პოლიტიკის ირიბი ანუ ეკონომიკური მეთოდები, გულისხმობს საბაზრო
მექანიზმების გამოყენებასა და სამეურნეო სუბიექტების მოტივირებას გარკვეული მოქმედებისაკენ
ფულად-საკრედიტო რეგულირებისას. იგი მოიცავს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს,
ოპერაციებს ღია ბაზარზე და საპროცენტო (სააღრიცხვო, რეფინანსირების) განაკვეთების
ცვლილებას. აღნიშნული მეთოდის გამოყენების ეფექტი შედარებით ხანგრძლივია და
მოსალოდნელი შედეგი ნაკლებად პროგნოზირებადია, იგი არ იწვევს ბაზრის დეფორმაციას.
აღნიშნული მეთოდების გამოყენება მეტწილად ხდება განვითარებული ფულადი ბაზრების
არსებობისას. აქ ხდება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაწესება, ოპერაციები ღია ბაზარზე,
რეფინანსირების განაკვეთების ცვლილება და ა.შ

6. მთალიანი შიდა პროდუქტი

(მშპ)- ინფლაცია ასევე ითვლება მთალიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, მაგრამ მშპ თი
დათვლილ ინფლაციასაც აქვს პრობლემები. 1 წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით წარმოებული
საქონლის/მომსახურების საბოლოო საბაზრო ღირებულება, რომელიც შეიქმნა ქვეყნის შიგნით.

7. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის უფლებამოსლებები

მონეტარული პოლიტიკის გატარების უფლებამოსილება გააჩნია კონკრეტულ კომიტეტს


ეროვნული ბანკის შიგნით. იგი დამოუკიდებელია მთავრობისგან თუმცა გადაწყვეტილებების
მიღების დროს მოქმედებს კორდინირებულად პარლამენტის დადგენილებით. მონეტარული
პოლიტიკის კომიტეტის ფუნქციაა ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შემუშავება და
განხორციელება. კომიტეტის უფლებამოსილებაში შედის:

 შეიმუშაოს ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა;


 განსაზღვროს ღია ბაზრის და სხვა ფულად-საკრედიტო და სავალუტო ოპერაციების, საკუთარი
ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების
გაანგარიშებისა და დაცვის წესები;
 დაადგინოს საპროცენტო განაკვეთები ეროვნული ბანკის სასესხო, სადეპოზიტო და სხვა
ფულად-საკრედიტო ოპერაციებზე, გარდა ბოლო ინსტანციის სესხისა;
 განსაზღვროს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები;
 შეასრულოს მონეტარულ და სავალუტო პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები;

8. საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო ჩარჩოს შემადგენელი ინსტრუმეტები

რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ოპერაციები, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონები,


სახაზინო ობლიგაციების აუქციონები, ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები,
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) ეროვნული ბანკის ფულად-


საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს
საბაზრო განაკვეთებისათვის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იგივე რეფინანსირების
განაკვეთია - თუ სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა სესხებს ამცირებს გაცემის მხრივ
კომერციული ბანკი, რადგან გაძვირდა სესხები და ნაკლებს ვისესხებთ.

რეფინანსირების სესხები - საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული (ფულად- საკრედიტო)


პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომლის მოქმედების დრო ერთ კვირიას უდრის. აღნიშნული
ინსტრუმენტის საშუალებით ხორციელდება საბანკო სექტორისთვის მოკლევადიანი ლიკვიდობის,
საჭიროებისამებრ მიწოდება. რეფინანსირების ინსტრუმენტის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე
მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა. ეროვნული ბანკი არის ლარის ბაზარზე
მოკლევადიანი ლიკვიდობის ერთადერთი მიმწოდებელი, ამდენად მას აქვს საშუალება
რეფინანსირების ინსტრუმენტით მიაღწიოს ბანკთაშორის ბაზარზე სასურველ საპროცენტო
განაკვეთს

ღია ბაზრის ოპერაციები წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტს,


რომლის საშუალებითაც არაპირდაპირი გზით ხდება მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებზე
ზეგავლენა ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვით. აღნიშნული ოპერაციებისთვის გამოიყენება
ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები ანუ
ობლიგაციები. ბაზრის ოპერაციები- ეს არის მონეტარულ პოლიტიკის ისეთი ინსტრუმენტი
რომლის დახმარებითაც არაპირდაპირი გზით ხდება მოკლევადიან საპორცენტო განაკვეთებზე
ზეგავლენა, ფასიანი ქაღალდების ყიდვა გაყიდვით. ეს ნიშნავს, ჩვეულებრივ საუქციონო პრინციპს
გულისხმობს, როდესაც ხდება მიმოქცევაში არსებული ფულის იქნება ეს ლარი თუ ა.შ. ამოღება ან
ჩაშევება.

სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2006 წლის


სექტემბრიდან ხდება. სადეპოზიტო სერთიფიკატების საშუალებით ხდება საშუალოვადიანი
ლიკვიდური სახსრების ამოღება საბანკო სისტემიდან. სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვა
ხორციელდება აუქციონის მეშვეობით. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ
კომერციულ ბანკებს. სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით, არის
3 და 6 თვიანი სადეპოზიტო სერთიფიკატები

მთავრობის სახაზინო ვალდებულება არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული


მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულების
გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური
ღირებულებით. მთავრობის სახაზინო ვალდებულებები- ობლიგაციებია მოკლევადიანები ოღონდ

9. სავალუტო აუქციონი

მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას ცენტრალური ბანკი ხშირად იყენებს სავალუტო


ბაზრის შესაძლებლობებს, მინაწილეობსა რა სავალუტო აუქციონებში. სავალუტო აუქციონი
წარმოადგენს მონეტარული (ფულად-საკრედიტო) პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის
მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო
ბაზარზე. სავალუტო აუქციონის მიზანია საერთაშორისო რეზერვების შევსება, კაპიტალის
დროებითი ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრა და/ან კერძო და
სახელმწიფო საგარეო სალდოს დაბალანსება

10. მონეტარული პოლიტიკის მიზნები და საშუალებები

ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ხორციელდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირების რთული ქსელის


მეშვეობით, კერძოდ:

 პოლიტიკური გადაწყვეტილებები ზემოქმედებს კომერციული ბანკების რეზერვებზე;


 რეზერვების ცვლილებები ზემოქმედებს ფულის მიწოდებაზე;
 ფულის მიწოდების ცვლილებები იწვევს სარგებლის განაკვეთის შეცვლას;
 სარგებლის განაკვეთის ცვლილება ზემოქმედებს ინვესტიციებზე წმინდა ეროვნულ
პროდუქტსა და ფასებს შორის წონასწორობით.

მონეტარული პოლიტიკის მიზნები და საშუალებები- პოლიტიკური გადაწყვეტილებები


მოქმედებს კომერციული ბანკების რეზერვებზე. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება
რომელიც სოფლის მეურნეობას და მის ექსპორტზე გატანას და ა.შ. ექხება მაგალითად ეს ცვლის
სტიმულებს, მომხარებელთა გადაწყვეტილებებს და გავლენას ახადენს

11. ინფლაციის თარგეთირება

ინფლაციის თარგეთირება- მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოება და ინფლაციის განსაზღვრა. ამ


რეჟიმის დროს წინასწარ განისაზღვრება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც უნდა
იყოს შენარჩუნებული საშუალოვადიან პერიოდში. 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის
მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი არის ინფლაციის თარგეთირება. ინფლაციის მიზნობრივ
მაჩვენებელს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი და შემდგომ მტკიცდება საქართველოს
პარლამენტის მიერ.ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დროს წინასწარ ცხადდება
საშუალოვადიანი პერიოდისთვის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი - ეკონომიკისათვის
სასურველი ინფლაციის დონე. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის ერთ-ერთ უპირატესობას მისი
გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიმარტივე წარმოადგენს.

12. სამომხარებლო ფასების ინდექსის ცდომილებები

გვიჩვენებს უფრო მაღალ ინფლაციას ვიდრე რეალურად არის), რასაც რამდენიმე მიზეზი
განაპირობებს:

1. CPI ინდექსი პირდაპირ არ აფასებს სამომხმარებლო ხარჯების ცვლილებას, არამედ ეყრდნობა


საშუალო მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების ფიქსირებული კალათის
ღირებულებას. აქედან გამომდინარე, ვერ იქნება გათვალისწინებული მომხმარებლის მიერ
გაძვირებული პროდუქციის სანაცვლოდ მისი საქონელ ჩამნაცვლებლის გამოყენება.
2. დროთა განმავლობაში ხდება საქონლისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მასზე
ფასის მატება შეიძლება ამით იყოს განპირობებული. თუმცა ხარისხის ცვლილებით გამოწვეული
ფასის მატება შეუძლებელია სრულყოფილად გამოიყოს სამომხმარებლო ფასის ინდექსის
გამოთვლისას.

3. ბაზარზე მუდმივად გამოდის ახალი პროდუქცია, რომელიც ჩაანაცვლებს სამომხმარებლო


კალათაში შეტანილს. ამის ასახვა კი ხდება დროში დაყოვნებით.

ინფლაცია - ესა რის სამომხმარებლო ფასების ინდექსი ე.წ. სფი (cpi), რომელიც სამომხამრებლო
კალათაზე დაყრდნობით გვიჩვენებს როგორ შეიცვალა წინა პერიოდთან შედარებით ფასები.
მაგრამ ეს მაჩვენებელი კარგი არ არის სამი ძირითადი მიზეზის გამო: სამომხარებლო ხარჯები
ცვალებადია, მაგრამ სამომხარებლო კალათა ასეთივე სიხშირით არ იცვლება და გამომდანარე
იქიდან რომ დროთა განმავლობაში ბერვი რამ იცვლება ეს დიდად შესაბამისი აღარ გამოდის,
ბაზარზე მუდმივად ახალი პროდუქცია გამოდის რომელიც შეიძლება შევიძნოთ მაგრა ამ
სამომხარებლო კალათაში ამას ვერ გავითვალისწინებთ, შესაბამისად რეალურად დათვლილი
ინფლაცია არ იქნება ზუსტი.

13. ამოცანა კროს კურსებზე

მაგალითად, თუ ციურიხში 1.33 შვეიცარული ფრანკი 1 დოლარის ტოლია, 1 დოლარი კი ტოლია


1,75 მარკის, მაშინ ამ კროს-კურსების გამოყენებით ადვილად ვიგებთ 1 გერმანული მარკის კურსს
შვეიცარულ ფრანკებში. 1,33*1*1/ 1,75*1 = 0,76

14. ამოცანა რეალური სარგებლის დათვლაზე

მაგალითად, 1 000 ლარიანი ნომინალური ღირებულების ობლიგაცია, რომელსაც მოაქვს 7%-ანი


სარგებელი, იყიდება 985 ლარად. ასეთ შემთხვევაში რეალური სარგებელი იქნება

7.1% = ((0,07 X 1000)/985)

ობლიგაციაში ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლები ფასის გადახდა ზრდის რეალურ სარგებელს.


ობლიგაციაში პრემიის ანუ დანამატის, ე.წ. ნომინალურ ღირებულებაზე მეტი ფასის გადახდა
ამცირებს რეალურ სარგებელს. რეალური სარგებელი ეს არის გარკვეულ დროში თქვენი
ფაქტობრივი მოგება ობლიგაციაში ინვესტირებიდან და გამოითვლება წლიური სარგებლის ანუ
პროცენტის (interest) გაყოფით გადახდილ ფასზე.

You might also like