Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

2021 წლის 9 მარტის


ბრძანება N32/04

,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა


უფლებებს დაცვის წესის შესახებ“

აღნიშნული წესი ძალაში შედის 2021 წლის 1 აპრილიდან.

აქვე ვურთავ გამოქვეყნებული ბრძანების ლინკს:


https://matsne.gov.ge/document/view/5117792?publication=0

გიზიარებთ სიახლეების მოკლე ანალიზსს მუხლობრივად:

1. წესის მეორე მუხლი ტერმინთა განმარტებებში წარმოდგენილია ახალი განმარტება,


რომელიც ე.წ. „საკრედიტო შუამავლის“ სახელწოდებით არის მოცემული. აღნიშნული
და ფორმულირებით ჩანს, რომ საუბარია ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, რომელიც
არ არის კრედიტორი და თავისი საქმიანობის ფარგლებში, ფინანსური ანაზღაურების
სანაცვლოდ ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ბრძანებითვე ჩამოთვლილ საქმიანობას.
თუმცა წესი არ აკონკრეტებს ვინ შეიძლება ჩავთვალოთ საკრედიტო შუამავლად,
პარტნიორი იურიდიული პირები, თუ დაქირავებული ფიზიკური პირები.

2. ბრძანების მესამე მუხლს დაემატა ახალი პუნქტი და შესაბამისად ახალი მოთხოვნა,


კერძოდ მე-3 პუნქტის შესაბამისად, კრედიტის გაცემაზე ფინანსური ორგანიზაციის
მხრიდან უარის შემთხვევაში და მაშინ, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილება
ეფუძნება მხოლოდ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა ბაზაში არსებულ
მონაცემებს, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს
მომხმარებლის ამ პუნქტის მიზნებისთვის ინფორმაციის ზეპირსიტყვიერად
მიწოდება ჩაითვლება ვალდებულების შესრულებად. აქ მნიშნვნელოვანია
გავითვალისიწინოთ, რომ ფინანსურ ორგანიზაციასა და ბიუროს შორის
გაფორმებული ხელშეკრულების პიროებების თანახმად ფინანსურ ორგანიზაციებს
ეკრძალებათ მომხმარებელს უარის მიზეზად დაუსახელონ ბიუროს მონაცემთა ბაზის
ანალიზის შედეგები. ამიტომ ეს ნაწილი შესაბამისად უნდა გავაკონტროლოთ.

3. სიახლეა ასევე წესის მესამე მუხლის მე-6 დან მე-13 პუქტის ჩათვლით, რომელიც
პირდაპირ ეხება დაზღვევას, მათ შორის თუ ფინანსური ორგანიზაცია აწესევს
სავალდებულო დაზღვევას, ის ვალდებულია მომხმარებელს წარუდგინოს არანაკლებ
სამი სხვადასხვა სადაზღვევო ორგანიზაციის პროდუქტის ალტერნატივა.

4. ასევე სიახლეა მესამე მუხლის მე-19 მუხლის ფორმულირება, კერძოდ მე-18 პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტში, ასევე, ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული
ინფორმაციის ოფიციალურ ბლანკზე (წინასწარ ამობეჭდილ და სპეციალური
აღრიცხვის ტიტულოვან ფურცელზე) განთავსების შემთხვევაში, ფინანსურ
ორგანიზაციას უფლება აქვს დააწესოს საკომისიო. ასეთ შემთხვევაში, ფინანსური
ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს ინფორმაციის გაცემა
შესაბამისი უფასო ალტერნატივის სახით. ამ ნაწილში შესამუშავებელი გვაქვს, რა
შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ „შესაბამის უფასო ალტერატივა“-ში. მაგ. სასესხო
ამონაწერი არის ალტერნატივა? რეალურად ეს დოკუმენტიც შეიცავს სესხთან
დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას.

5. მესამე მუხლის მე-13 პუნქტში მოცემული ვალდებულება ითვალისწინებს როგორც


თავად მსესხებლის, ასევე თავდები პირებისა და უზრუნველყოფის საგნის
მესაკუთრის ინფორმირების ვალდებულებას. ვადებიც შესაბამისად გაწერილი წესში,
რა შემთხვევაში რა ვადა უნდა იქნას დაცული, მაგ: სპეციფიკური საფინანსო
პროდუქტის მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შესახებ უნდა აცნობოს
ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, საფინანსო
პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე, ხოლო
ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული და მომხმარებლის ქმედებით
გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო ცვლილების/ფასის ზრდის შემდეგ ხუთი
სამუშაო დღის ვადაში.

6. აღნიშნული წესით შემუშავდა ახალი მუხლი, კერძოდ მე-4 მუხლი, რომელიც შეეხება
ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებებს ხელშეკრულების დისტანციურად
დადებისას. მათ შორის გაიწერა, რომ დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით
პირობების შეთავაზებისას ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია დისტანციურად
დადებული ხელშეკრულების პირობების ძალაში შესვლამდე გონივრული ვადით
ადრე მატერიალურად ან მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი სხვა სანდო
საშუალებით მიაწოდოს მას სახელშეკრულებო პირობები.

7. მე-6 მუხლის, მე-8 პუნქტის მიხედვით - მოგვიწევს ხელშეკრულების თავსართის


ცვლილება (გამაფრთხილებელი შეტყობინების სახით) ახალ სესხებთან მიმართებაში,
კერძოდ თუ მომხმარებელი და მასზე გაცემული/გასაცემი კრედიტის
უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე სხვადასხვა პირია და/ან ვალდებულება
უზრუნველყოფილია თავდებობით/სოლიდარული თავდებობით, ფინანსური
ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრისა და/ან
თავდებისათვის/სოლიდარული თავდებისთვის, გადასაცემი/მისაწოდებელი
უზრუნველყოფის/თავდებობის/სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების
პირველივე გვერდზე განათავსოს შემდეგი ტექსტი: „სესხის გაცემა ხდება
გენერალური ხელშეკრულების (ლიმიტის ოდენობა) ფარგლებში, რომელიც მოქმედია
შემდეგი ვადით (ვადის მითითება). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდის
განმავლობაში ზემოაღნიშნული ლიმიტის ფარგლებში მსეხებელზე დამატებით
კრედიტის გაცემის შემთხვევაში, კრედიტის გაცემაზე თქვენი დამატებითი თანხმობა
არ იქნება საჭირო და თქვენი თავდებობა/ქონების უზრუნველყოფის მოცულობა
გავრცელდება გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის ფარგლებში
გაცემულ ყველა კრედიტზე“.
8. ხარვეზია მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და ,,ა“ ქვეპუნქტები შინაარსობრივად, წესით
ერთსადაიმავე ვადაზე საუბრობენ. მე არსებით განსხვავებას ვერ ვხედავ კრედიტის
ვადასა და საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადას შორის.

9. ასევე მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან ვხვდებით ტერმინს - „კრედიტის
ტიპი“, აქვე კითხვაა რომელი რეგულაციის მიხედვით უნდა მივანიჭოთ? ფიზიკური
პირების დაკრედიტების დებულება განმარტავს სესხის ტიპებს, ასევე თავად
ფინანსური ორგანიზაციები ინდივიდუალურად ასათაურებენ და რიგ შემთხვევებში
მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე სხავდასხვა დასახელებებით აწვდიან
მომხმარებლებს სესხებს. ამიტომ დასაზუსტებელი იქნება რომელი რეგულაციით
უნდა ვიხელმძღვანელოთ კრედიტის ტიპის დასაკვალიფიცირებლად.

10. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დაგვემატა შეტყობინების ვალდებულება,


კერძოდ თუ მომხმარებელი და მასზე გაცემული/გასაცემი კრედიტის
უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე სხვადასხვა პირია და/ან ვალდებულება
უზრუნველყოფილია თავდებობით/სოლიდარული თავდებობით, ასევე, როცა
გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე
მსესხებელი, ყოველი ცალკეული კრედიტის მიწოდების შემდეგ, ასევე, არსებულ
საკრედიტო ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანი პირობების ცვლილებამდე, ფინანსური
ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს და/ან
თავდებს/სოლიდარულ თავდებს, ასევე, გენერალური ხელშეკრულების მონაწილე
ყველა მსესხებელს მიაწოდოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კრედიტის გაცემის
შემდეგ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა და/ან საკრედიტო ხელშეკრულებაში
ცვლილებების შეტანამდე არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე.

11. წესის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის თანამხად მომხმარებელს უფლება ენიჭება
რამდენიმე ვადაგადაცილებული ვალდებულების არსებობისას თავად განსაზღვროს
პრიორიტეტულად რომლის გადახდა სურს.

12. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ცვლილების თანახმად სატელეფონო არხით


დაფიქსირებული პრეტენზია არ მიიჩნევა ზეპირ პრეტენზიად.

13. წესის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე
მისოების შემთხვევაში ვხდებით მეტად მნიშვნელოვან სირთულეს, კერძოდ, როგორც
მოგეხსენებათ მისოების სტატუსის მქონე ფინ. ორგანიზაციებს არ აქვთ
მომხმარებლებისათვის ანგარიშის გახსნისა და მისი მომსახახურების შეთავაზების
უფლება, ამავდროულად სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე
უზრუნველყოფილი სესხის ნაღდი ფორმით გაცემა დაუშვებელია და ის
აუცილებლად უნდა მიეწოდოს მომხმარებელს უნაღდო ანგარიშსწორების გზით,
ამავდროულად ასეთი სესხის გაცემის დროს ფინანსური ორგანიზაციისათვის
უცნობია მომხარებელი რომელ ბანკს მიმართავს ანგარიშის გახსნის მოთხოვნით და
რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ანგარიშს გახსნისა და მისი შენარჩუნების.
ასევე წინასწარ უცნობია მომხმარბელი ფლობს, თუ არა უკვე ანგარიშს და რამდენად
ამ კონკრეტული სესხის მისაღებად გახსნის მას. შესაბამისად, აღნიშნული დანაწესი
მოსარგები იქნება პრაქტიკულ რეალობასთან.

14. განახლებულია ასევე წესის დანართი, რომელიც ადგენს ეფექტურის გაანგარიშების


პრინციპს და ასევე დაკავშირებული დოკუმენტების დანართებს, რომელსაც უნდა
მოვერგოთ და დაგვჭირდება მცირე განახლებებიც.

15. წესის დანართი #7 მოცემულია პრეტენზიის ფორმა, სადაც ცვლილებით იგეგმება


მომხმარებლიათვის პრეტენზიაზე ყველა შესაძლო საპასუხოდ გამოსაყენებელი
არხის ერთდროულად მონიშვნის შესაძლებლობა, რაც ჩვენთვის დიდ რესურსს და
დროს წაიღებს. ამ ცვლილებით ფაქტიურად მომხმარებელს ერთსადაიმავე საკითხზე
პასუხი უნდა გაეგზავნოს ფოსტითაც, ელ-ფოსტითაც და ზეპირი ფორმითაც უნდა
მიეწოდოს.

You might also like