John Hottie

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

საგანი: შეფასებისა და ტესტირების ძირითადი საფუძვლები

სტუდენტი : თამარ ფირცხალავა

ჩვენ არ ვიყენებთ შეფასებას სწორად


განსხვავება მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასებას შორის
John Hattie

დღეს შეერთებულ შტატებში, ტესტირების უმეტესი განხილვის ფორმები


დაფუძნებულია რამდენიმე ფართოდ მიღებულ შეხედულებებზე: პირველ რიგში
ჩვენ უნდა შევქმნათ სწორი შეფასების ინსტრუმენტი, რადგან მნიშვნელოვანი
განსხვავება არის მიმდინარე და შემაჯამებელ შეფასებას შორის. ასევე მასწავლებელს
უნდა ესმოდეს შეფასების ენა(მნიშვნელობა), და სკოლაში შეტანილი ტესტები უნდა
იყოს, როგორც "სწორად შერჩეული ბომბები" იმ მიზნისთვის, რომ შევაფასოთ
სტუდენტის ქცევა და წინსვლა.
ეს შეხედულებები მცდარია, რადგან მსოფლიოში ათწლეულების კვლევამ ცხადყო
რა ახდენს უმეტესად გავლენას სტუდენტების სწავლის პროცესზე. შეფასების
მთავარი მიზანი სკოლაში უნდა იყოს ის, რომ ინფორმაციის ინტრეპრეტაცია
მოხდეს მასწავლებლებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის ისე, რომ მათ
გააზრებული ჰქონდეთ თუ რა გავლენას ახდენენ სტუდენტებზე. პედაგოგებს აქვთ
საუკეთესო ხელმისაწვდომლობა ინფორმაციაზე, ინსტრუქციებიდან თუ რომელი
გზა აირჩიონ და საჭიროების მიხედვით მოახდინონ მათი ცვლილება და
ადაპტირება.

—Gregory Ferrand for Education Week


ძალიან ხშირად ჩვენ ვიყენებთ შეფასებას სკოლაში, რომ მივიღოთ ინფორმაცია
სტუდენტების წინსვლისა და მიღწევების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია,
მაგრამ უფრო სასარგებლოა და კრიტიკული, თუ ეს გამოყენებული იქნება
მასწავლებლების ინფორმირებისთვის, თუ რა ზემოქმედებას ახდენენ მათი
შეფასებები სტუდენტებზე. შეფასებების გამოყენება, როგორც უკუკავშირი
მასწავლებლისთვის არის მძლავრი იარაღი. და ამ იარაღს მაშინ აქვს დადებითი
გავლენა, როცა შეფასებები არის დროული, ინფორმაციული (სასარგებლო), და
დაკავშირებულია რეალურად რას ასწავლის ის.
ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მონაცემი სკოლებზე და ამ მონაცემების სწორი
შეფასება, ინტერპრეტაცია. როცა ჩვენ შევქმენით ახალი ზელანდიის სკოლის
შეფასების სისტემა 15 წლის წინ, აქცენტი უფრო მეტად გაკეთდა შეფასების სქემებზე,
ვიდრე ტესტირებებზე. ეს იყო მიმართული ორ კრიტერიუმზე:
 სკოლის ხელმძღვანელები და მასწავლებლები გაიაზრებდნენ თუ არა სწორად
ამ შეფასების სქემების მნიშვნელობას? (თუ არა, მაშინ ჩვენ დაგვჭირდებოდა
მისი შეცვლა)
 ქმედებები იყო თუ არა თანმიმდევრული ამ შეფასების სქემაში ?
ამ შეფასების სქემების ბევრჯერ განმეორებით, ჩვენ შევძელით შეგვექმნა შეფასების
კრიტერიუმები და მხოლოდ ამის შემდეგ შევადგინეთ საუკეთესო შეფასების
პუნქტები. შეფასების სქემები და არა ტესტები არის, ის რასაც აქვს მნიშვნელობა
მასწავლებლებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის. მათ აქვთ ინფორმაციის
ნაკლებობა, რომელიც დაეხმარებოდა მათ სცოდნოდათ სტუდენტებზე მათი
გავლენის შესახებ. სისტემურ დონეზე, განათლების პოლიტიკის შემქმნელები არიან
ბედნიერები, რომ იღებენ მუდმივ ინფორმაციას მათ ქვეყანაში სწავლების
მდგომარეობაზე, რომელიც მიიღება მაღალ შედეგიანი ტესტირებიდან.
ახალი ზელანდიის შეფასების სისტემა არის ნებაყოფლობითი, მაგრამ ნამდვილად
აღსანიშნავნია, რომ მასწავლებელთა ძირითდი ნაწილი და სკოლები ჯერ კიდევ
იყენებენ ამას დღეს, 15 წლის შემდეგაც.

"სტუდენტები შეიძლება იყვნენ შეფასების ბენეფიციარები, თუმცა ჩვენ ვიწყებთ


კითხვით "ვინ ფლობს ტესტის მონაცემებს?"
სანამ ჩვენ არ შევხედავთ ტესტებს, როგორც სწავლების დამხარე საშუალებას, და არა
პირველად, ძირითად ხელსაწყოს (როგორც ბარომეტრი) ცოდნის შედეგის
გასაზომად, რომელიც ზომავს თუ რამდენი იცის მოსწავლემ ახლა, ამ ტესზე-
შემდეგი ტესტირებები კიდევ უფრო ნაკლების მომცემი იქნება.
პედაგოგებმა უნდა გაიგონ რა იცის თითოეულმა სტუდენტმა ამჟამად და როგორ
უნდა წარიმართოს შემდეგი სწავლების პროცესი. ისინი უნდა იყვნენ ექსპერტები
მათი გავლენის სწორ შეფასებაში, რომელიც დაეხმარებათ სტუდენტებს წარმატების
მიღწევაში.
როგორც განათლების მკვლევარმა ვიცი ეს, რადგან მე დავხარჯე 15 წელზე მეტი
სხადასხვა მონაცემების შეგროვებაში (1,200 მეტა ანალიზი, 65,000 განათლების
კვლევა), რომელიც მოიცავდა 250 მილიონ სტუდენტს მსოფლიოს მაშტაბით. რადგან
თითქმის ნებისმიერ განათლების ინტერვენციას შეუძლია დაამტკიცოს დადებითი
გავლენა სწავლებაზე, მე განვავითარე ეფექტის განმსაზღვრელი სიდიდე.
ყველაზე ეფექტური სწავლების ინტერვენცია არის ის, რასაც მე ვუწოდებ "აშკარა
(შესამჩნევ) სწავლას": უკუკავშირის ხარისხის ზრდით მასწავლებლები იღებენ
ცოდნას იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვთ მოსწავლეებზე. მცოდნე მასწავლებელი
საზღვრავს შესამჩნევ გავლენას, რომელიც აქვს მოსწავლეზე. ასევე, მუდმივად
აკეთებს სწავლის მონიტორინგს და ითხოვს უკუკავშირს მათივე სწავლების შესახებ.
შემდეგ კი, აფასებს და არგებს მიღებულ შედეგს მათი სწავლების მეთოდებზე,
რომელიც დაფუძნებულია ამ შედეგებზე. მასწავლებლები აჩვენებენ მოსწავლეებს,
როგორ შეაფასონ საკუთარი ქცევა და მსჯელობენ როგორ შეუძიათ გააუმჯობესონ ის.
ეს არის მთავარი, რომელიც გავლენას ახდენს მიღწევების გაუმჯობესებაში.
მოსწავლეები შეიძლება იყვნენ შეფასების ბენეფიციარები, თუმცა ჩვენ ვიწყებთ
კითხვით "ვინ ფლობს ტესტის მონაცემებს?" პასუხი უნდა იყოს სტუდენტები-ეს არის
მათი განათლება, მათი ცხოვრება, მათი მომავალი-ასე რომ ფოკუსი უნდა იყოს
პირველად გავითარებაზე ორიენტირებული "სტუდენტის შეფასების
შესაძლებლობებ"-ზე. ეს არის ვალდებულება მასწავლებლებისა, რომ ასწავლონ
მოსწავლეებს, როგორ მიხვდნენ როდისაა საუკეთსო დრო შეაფასონ მათი სწავლება
და როგორ გაუკეთონ ინტერპრეტაცია იმ ინფორმაციას, რაც ტესტმა აჩვენა. ეს არის
ძირითადი არსი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მიმდინარე შეფასებას-მოსწავლეებმა იციან
რა უნდა გააკეთონ შემდეგ მათი წინსვლისთვის.
განსხვავება მიმდინარე და შემაჯამებელ შეფასებას შორის არის მნიშვნელოვანი.
ილინოისის უნივერსიტეტის შეფასების ექსპერტი ბობ სტეიკმა თქვა: "როცა
მზარეული აგემოვნებს წვნიანს, ეს არის მიმდინარე. როცა სტუმარი აგემოვნებს
წვნიანს, ეს არის შემაჯამებელი". ორივე შეიძლება იყოს ღირებული. იგივე საზომი
შეიძლება გამოვიყენოთ მიმდინარე და შემაჯამებელი შფასების ახსნისთვის.
მიმდინარე შეფასებაზე საუბარისას შეცდომაში შევყავართ არასწორ მიდგომას-
როგორც სწავლების პრცესში მიღებულ გადამწყვეტ, საბოლოო შეფასებას. რეალურად
ეს არის "მოსწავლის შეფასების შესაძლებლობების" განსაზღვრა. და ეს უნდა იყოს
მამოძრავებელი მასწავლებლისთვის. ჩვენ გვჭირდება შეფასების სქემები, რომელიც
დაეხმარება მოსწავლეებს გაიგონ მათი წინსვლის შესახებ-რა შეუძლიათ მათ, რა არ
შუეძლიათ ჯერ კიდევ და საითკენ მიმართონ ყურადღება.
შეფასებას შეიძება ჰქონდეს დიდი ზეგავლენა კლასში, სკოლაში, სკოლის
სისტემაში,მაგრამ ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მაღალშედეგიან მეთოდებზე და
ტესტის სრულყოფაზე, რომ გავზარდოთ სიზუსტე. ჩვენ ყურადღება უნდა
მივაქციოთ შეფასების ძლიერ ზეგავლენას, როგორიცაა უკუკავშირი, რომ დაეხმაროს
მასწავლებლებს გაზარდონ მათი გავლენა და ვთხოვოთ მასწავლებლებს ასწავლონ
სტუდენტებს, როგორ გაანალიზონ და გამოიყენონ შეფასებებიდან მიღებული
ინფორმაცია სასარგებლოდ.

John Hattie is a professor of education and the director of the Melbourne Education
Research Institute at the University of Melbourne, Australia.

You might also like