Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

მასწავლებელთა აკადემიური მომზადების კონცეფციის (2014 წ)

ანალიზი

სტუდენტები:
ვერიკო ქურიძე
თამარ ფირცხალავა

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

განათლების ადმინისტრირება , II კურსი

ლექტორი: გიორგი გახელაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2016
საბოლოო ნაშრომისთვის განსახილველ დოკუმენტად ავირჩიეთ "მასწავლებლის
აკადემიური მომზადების კონცეფცია". შევეცადეთ გაგვეკეთებინა აღნიშნული
დოკუმენტის ანალიზი. მასწავლებელთა მომზადება, კარიერის პოპულარიზაციაზე
ზრუნვა ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი თემებია დღეისათვის. აღნიშნული
დოკუმენტი კი საინტერესო ინფრომაციის შემცველია. სწორედ ამიტომ
გადავწყვიტეთ აღნიშნულის აღება საბოლოო ნაშრომისთვის.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მასწავლებლის ფუნქცია-დაიშნულებაზე.


ავტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პედაგოგს და დასძენენ, რომ პიროვნება,
საზოგადოება და ქვეყანა ისეთია, როგორი მასწავლებლებიც გვყავს სკოლაში. ამ
იდეის განსამკიცებლად მოვიყვანთ კანტის ნააზრევს, რომელიც ამბობს იმისათვის,
რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს სიძლიერე, კომერციისა და სამოქალაქო
თავისუფლებასთან ერთად საჭიროა განავითაროს განათლება. განათლებას მოაქვს
საერთო განმანათლებლობა. ხოლო ფართო პოლიტიკური თავისუფლების
პირობებში, მოქალაქეები უფრო კომპეტენტურები გახდებიან საზოგადოებრივ
საკითხებში.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოკუმენტის შესავალი ასახავს პოლიტიკის


პრობლემის გარკვეულ კონტექსტს, მაგრამ შემდეგ გარკვეული ხარვეზები იჩენს
თავს. კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტი ვერ წარმოადგენს ამის დამაჯერებელ
განმარტებას და კვლევის მეთოდოლოგიას. არ გვიქმნის ადეკვატურ წარმოდგენას
სტატიის სტრუქტურის შესახებ. არ არის მკაფიოდ დასაბუთებული საკითხის
მნიშვნელოვნება. უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტში არ არის გამოყოფილი ცალკე
ქვეთავი სათაურით - ,,შესავალი“, თუმცა პირველ თავში, ასე ვთქვათ,
ჩამოყალიბებულია სოციეტალური კონტექსტი. როგორც დოკუმენტში
ვკითხულობთ, მასწავლებელთა აკადემიური მომზადება მნიშვნელოვანია
თანამედროვე სამყაროში ცოდნის ეკონომიკის, მდგრადი განვითარების და
კეთილდღეობაზე დამყარებული სახელმწიფოს მდგომარეობის მიღწევისათვის, ასევე
ნათქვამია, რომ პიროვნება, საზოგადოება და ქვეყანა ისეთია, როგორი
მასწავლებლებიც გვყავს სკოლაში. მოგეხსენებათ, რომ ეს საკმაოდ ზოგადი
კონტექსტია და არ ხდება მდგომარეობის ადეკვატური აღწერა და შეფასება. ვფიქრობ,
შესავალ ნაწილში მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ამ თემის მნიშვნელობა
საქართველოს სინამდვილეში. რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით დღეს ქვეყანაში,
ეს მდგომარეობა თავის მხრივ რა პრობლემებს წარმოშობს განათლების სისტემაში და
აქედან გამომდინარე, სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, რა შეთავაზებას აკეთებენ
ავტორები წინამდებარე დოკუმენტით.

დოკუმენტი შედგება რამდენიმე თავისგან: პირველი თავი-მასწავლებლის


მომზადების თეორიული ჩარჩო და სოციეტალური კონტექსტი, მეორე-აკადემიურ
პროგრამაში სწავლისას ასაგები პროფესიული უნარები, ცოდნა და დამოკიდებულება
შედგება სამი ქვეთავისგან: პროფესიული უნარები, პროფესიული ცოდნა და
პროფესიული დამოკიდებულებები. მესამე თავი-აკადემიური პროგრამის ჩარჩო,
მისი დანერგვის პრაქტიკული მხარე, პროგრამაში მიღების, წახალისების, საუკეთესო
სტუდენტების რეკრუტირების და განთესვის მექანიზმები, ქვეთავები: აკადემიური
პროგრამების ჩარჩო, მასწავლებლის აკადემიურ პროგრამაზე მიღების პირობები და
წახალისების/განთესვის მექანიზმები. მეოთხე - მასწავლებლის აკადემიური
განათლების სასწავლო გეგმის მაგალითი, მეხუთე-ბიბლიოგრაფია. აღნიშნულ
დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი მასწავლებლის აკადემიური მომზადების
მთავარი მიზანი, რა ცოდნასა და უნარებს უნდა ფლობდეს სტუდენტი
უნივერისტეტის დასრულების შემდგომ. გარდა უნარებისა, მნიშვნელოვანია
პროფესიული დამოკიდებულებების განვითარება. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე
საინტერესო თავი აღნიშნულ დოკუმენტში გახლავთ-მასწავლებლის აკადემიურ
პროგრამაზე მიღების პირობები და წახალისება/განთავსების მექანიზმები, რომელშიც
დეტალურადაა გაწერილი სამოქმედო გეგმა:

 დაწყებითი კლასების მასწავლებლის აკადემიური განათლების პროგრამაზე


მიღება უნდა იყოს დამყარებული კონკურენციაზე და სპეციალური უნარების
მიხედვით შერჩევაზე;
 დაწყებითი კლასების მასწავლებლის აკადემიურ პროგრამაზე სტუდენტის
მიღება უნდა ხდებოდეს უნივერსიტეტში სწავლის 1-ლი წლის შემდეგ;
 სტუდენტის პროგრამაში დაშვება/არ დაშვების კრიტერიუმები უნდა იყოს:
აკადემიური წარმატება, ინგლისური ენის კარგად ფლობა და ფსიქოლოგიური
თავსებადობა;
 გარდა სწავლის საფასურის სრული ანაზღაურებისა, სახელმწიფომ
შესაძლებელია დააწესოს სამწლიანი სტიპენდია მათთვის, ვინც დაწყებითი
კლასების მასწავლებლის პროგრამაზე ისწავლის;
 თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს 70% გრანტი, წახალისების მექანიზმი ამ
შემთხვევაში შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან საგრანტო დაფინანსების
30%-ის გადახდა, ზოლო თუ 100% გრანტის მფლობელმა ჩააბარა პროგრამაზე,
მაშინ იგივე რაოდენობის თანხა შეიძლება მიეცეს ყოველწლიურ ჯილდოდ.

ჩამოთვლილი პუნქტებიდან უმრავლესობას ვეთანხმებით, მაგრამ სტუდენტის


პროგრამაში დაშვების/ არ დაშვების კრიტერიუმები (ინგლისური ენის კარგად
ფლობა და ფსიქოლოგიური თავსებადობა) ცოტათი ბუნდოვანია ჩვენთვის. რატომ
ინგლისური ენის ფლობა და არა სხვა ენის? რა იგულისხმება კარგად ცოდნაში,
დოკუმენტში არ არის კონკრეტული კრიტერიუმი ენის ცოდნის, ასევე გაურკვეველია,
როგორ შეფასდება სტუდენტის ფსიქოლოგიური თავსებადობა.

დოკუმენტში აღწერილი რას წარმოადგენს აღნიშნული დოკუმენტი, რა მიზანი აქვს


და ვისთვის არის ის განკუთვნილი. დოკუმენტში ჩამოყალიბებულია ქვემიზნები,
რომელთა განხორციელების გზითაც უნდა მივიდეთ საბოლოო მიზნამდე. ეს
ქვემიზნებია - პროფესიული უნარების, პროფესიული ცოდნისა და პროფესიული
დამოკიდებულებების ჩამოყალიბება. საშუალება, რომლითაც მიზანი მიიღწევა,
გახლავთ - მასწავლებელთა მომზადების აკადემიური კურსის გავლა. დოკუმენტში
აღწერილია აკადემიური პროგრამის ჩარჩო, მისი დანერგვის პრაქტიკული მხარე,
პროგრამაში მიღების, წახალისების, საუკეთესო სტუდენტების რეკრუტირებისა და
განთესვის მექანიზმები.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენში ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში არ


ჩანს იმ ამოცანების ვალიდობა, რომელთაც ავტორები გვთავაზობენ მიზნის
მისაღწევად. მაგალითად, როგორც დოკუმენტშია განმარტებული მიზანი -
მასწავლების პროფესიული და სოციალური იდენტობის კონსტრუირება ნიშნავს, რომ
მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ მისი პროფესიული საქმიანობა დაცულია
სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან; რომ მის პროფესიაში არ არსებობს რაიმე
სისტემური წინაამღდეგობა, რომელიც ხელს შეუშლის მას კარიერულ და
პროფესიულ ზრდაში. რაც თავისთავად არ არის მიღწევადი მხოლოდ ამ პოლიტიკის
დოკუმენტის ფარგლებში. ეს ბევრად უფრო რთული და ფართო თემაა და
დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. თუ დოკუმენტში ასახული სხვა ქვემიზნების
მიღწევა მასწავლებელთა აკადემიური მომზადების გზით არის შესაძლებელი, ამ
შემთხვევაში ეს გზა არაადეკვატურია.

დოკუმენტში „მასწავლებლის აკადემიური მომზადების კონცეფცია“ აქცენტი


გაკეთებულია პრაქტიკული კურსის არსებობაზე, მოცემულია მასწავლებლის
აკადემიური განათლების სასწავლო გეგმის მაგალითი. საინტერესოა ეს
კურიკულუმი წარმოადგენს „ნოუჰაუს“, თუ უკვე გვთავაზობენ უნივერსიტეტები
მსგავს პროგრამებს. ამისათვის საჭიროა კონკრეტული მაგალითების მოყვანა. ვიცით,
რომ საქართველოში 9 უმაღლესი სასწავლებელი სთავაზობს აბიტურიენტებს
დაწყებითი კლასების მასწავლებლის მომზადების პროგრამას. თუ გადავხედავთ მაგ:
ილიას უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროგრამებს, ვნახავთ, რომ მათში არის განვითარების ფსიქოლოგია, ინკლუზიური
განათლება, ხელოვნების სწავლების მეთოდოლოგია, ასევე პრაქტიკა სკოლაში, რა
თქმა უნდა, ისეთი მოცულობითი არა, როგორც დოკუმენტშია წარმოდგენილი,
მხოლოდ 6 კრედიტი აქვს, თუმცა აქვს ბევრი საინტერესო კურსებიც. ეს მაგალითი
მოვიყვანეთ იმის საჩვენებლად, რომ შემოთავაზებული 10 სალექციო კურსიდან 5
უკვე ისწავლება, მაგრამ რეალურად მასწავლებლების მომზადების დონე არის თუ
არა მაღალი, ძნელი სათქმელია. რა თქმა უნდა, კურიკულუმი როგორც ახალი, ასევე
ის, რითაც სარგებლობენ უნივერსიტეტები, მშვენიერია, მთავარია, როგორ ისწავლება
ისინი, რა მეთოდებით და რეალურად იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ
სტუდენტმა სრულყოფილი განათლება მიიღოს, ეს სხვა საქმეა. შესაბამისად უფრო
მნიშვნელოვანი ხარისხის კონტროლია.

დოკუმენტში შეთავაზებულია პოლიტიკის მხოლოდ ერთი ვარიანტი. აქედან


გამომდინარე, არ არის შედარებული რაიმე ალტერნატიულ შეთავაზებასთან. ამიტომ
არ ხერხდება მოყვანილი დეტალების სხვა დეტალებთან შედარება. ასევე,
დოკუმენტში არ არის საუბარი რამდენად შეუწყობს ხელს ადამიანის/ საზოგადოების
თავისუფლებასა და კეთილდღეობის ზრდას. აქ აქცენტი გაკეთბულია
მასწავლებელზე, რომლებზეც დამყარებულია საზოგადოების განათლება, მაგრამ არ
არის დაკონკრეტებული რა სარგებლობის მოტანა შეუძლია კარგად მომზადებულ
მასწავლებლებს ზემოთაღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში (საზოგადოებრივ
თავისუფლებასა და კეთილდღეობის ზრდასთან მიმართებით).

თუ როგორ უნდა მოხდეს კადრების მიზიდვა, აღნიშნულ დოკუმენტში


კონკრეტულადაა გაწერილი. ეს არის სახელმწიფო სტიპენდიები და გრანტები.
თუმცა არ არის მოცემული მონაცემები რა მდგომარეობაა საქართველოში და
რეალურად სჭირდება თუ არა სახელმწიფოს უფრო მეტი მასწავლებელი. ჩვენ ხელთ
არსებული მონაცემებით, როგორც ვიცით დღეს მასწავლებლის დეფიციტია ისეთ
საგნებში, როგრიცაა: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. დაახლოებით 10-20 წელში ამ
მიმართულებით არ გვეყოლება პედაგოგი. თუ სახელმწიფო იზრუნებს ამ
მიმართულებით სტიპენდიებსა და გრანტებზე, ვფიქრობთ ნამდვილად გაიზრდება
მასწავლებლის მსურველი სტუდენტების რიცხვი.

ძირითად ნაწილზე ბოლოს მიბმულია ფრაზა: ,,ეს სისტემა მოგვცემს საშუალებას


საუკეთესო სტუდენტებს მივცეთ მასწავლებლის კვალიფიკაცია. ანუ, იმ
დროისათვის, როდესაც სახელმწიფო მასწავლებლის წლიურ საბაზო ხელფასს GDP
per capita-ს (შუკაკიძე, 2013) გაუტოლებს, შრომით ბაზარზე ბევრი კარგად
მომზადებული ახალგაზრდა იქნება“, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ
გარკვეულწილად მოსალოდნელ შედეგს კი მოიცავს, მაგრამ დოკუმენტის
შესაჯამებლად არ არის სრულყოფილი.

ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზებიდან გამომდინარე, დოკუმენტს სჭირდება დახვეწა.


ვფიქრობთ, შემდეგი რეკომენდაციებით აღნიშნული ხარვეზები გამოსწორდება.
კერძოდ:

 კარგი იქნება, ავტორებმა აღწერონ როგორია მასწავლებელთა აკადემიური


მომზადება საქართველოში, როგორია მოსწავლეების აკადემიური მოსწრება
(რეალურად მასწავლელის კვალიფიციურობა ხომ მოსწავლის შედეგეით
იზომება.) და რაში მდგომარეობს ძირითადი პრობლემები ამ მიმართულებით.
 კარგი იქნებოდა აღენიშნათ, როგორია ამ მხრივ სტატისტიკური მონაცემები,
იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური და
სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლებით თვისობრივად მსგავსია ჩვენი
ქვეყნის, და ასევე წარმატებული განათლების სისტემის მქონე განვითარებულ
ქვეყნებთან შედარებით.
 თითოეული ქვემიზანი იყოს სიღრმისეულად გაწერილი და მისადაგებული
ქართულ რეალობას.

You might also like