Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 79

1. .ძვ.

ბერძნული მითოსის ძირითადი სახეები (12ოლიმპიელი ღმერთი) და


მითოსური ციკლები.

ბერძნული ლიტ.-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენთაგანია მითი. რას


წარმოადგენს ბერძნული მითოლოგია? მითი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის
მქონე ტრადიციული ამბავი. მითს არ ჰყავს ავტორი, იგი არ არის ნაწარმოები. მითი
არის ინფორმაციული სქემა. იგი შეიძლება გადმოგვცენ ნებისმიერ ენაზე ყოველგვარი
მხატვრული თარგმანის გარეშე. მითი არის არა მარტო კოლექტიური შემოქმედების,
არამედ კოლექტიური შერჩევის პროცესიც, იგი მოგვითხრობს იმას, რაც
საზოგადოებამ საუკუნეების განმავლობაში შემოგვინახა.

მითისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: 1. მითოლოგიური მსოფლაღქმის პრინციპი.


განაპირობებს რეალურისა და არარეალურის, დროში განსაზღვრულისა და
განუსაძღვრელის საოცარ ურთიერთშეთანხმებას. ყოველგვარი საზღვრის მოშლას.
ზღაპრისაგან განსხვავებით მითი გაიაზრება არა როგორც გამონაგონი, არამედ
სამყაროს „ისტორიის“ მითოპოეტური გადმოცემა. 2. ინფორმაციის სიუჟეტური
ორგანიზაციის პრინციპი ანუ მითოლოგიური კონფლიქტის სტრუქტურა. მითი
გამოირჩევა მოქმედების განვითარების პროგრამის ერთიანობით.

ჯერ კიდევ ჰომეროსამდე და ჰესიოდემდე ბერძენ აედთა მთელმა თაობებმა მონახეს


ერთგვარი საყრდენები, რომელთა გარშემო იწყეს დაჯგუფება ცალკეულმა
ამბებმა.ამგვარი საყრენი თეოგონიის სფეროში იყო ღმერთი. შესაძლოა, მიკენელთა
ინიციატივა იყო თავიანთი ინდოევროპული ღმერთი ზევსი-რომელიც
თავდაპირველად განასახიერებდა სინათლეს, ხოლო ეგეიდაში ჭექა-ქუხილს
დაუკავშირდა. „ბნელი წლებისთვის“ პოპულარული იყო მითი 3ძმას, ზევსს,
პოსეიდონსა და ჰადესს შორის სამი სკნელის განაწილებაზე-ზეცისა და ადამიანებით
დასახლებული სამყაროსი, ზღვისა და მიწისქვეშეთის. საკმაოდ ძველია რწმენა
12ოლიმპიელი ღმერთის შესახებ,

ზევსი-კანონიერება, ჰერა-ქორწინება, პოსეიდონი-ზღვის სტიქია და მიწის რყევა.


დემეტრე-დედამიწის ნაყოფიერება, აპოლონი-ხელოვნება და მედიცინა, არტემისი-
ნადირობა, ჰეფესტო-ცეცხლი და მჭედლობა, ათენა-სიბრძნე, არესი-ომი, აფროდიტე-
სილამაზე და სიყვარული, ჰერმესი-ღმერთთა შიკრიკობა (მოგზაურობა). ჰესტია-
ოჯახური კერა, ჰადესი-ქვესკნელი.

კლასიკრ ბერძნულ მითოლოგიაში ღმერთების უმეტესობა წინაბერძნული


წარმოშობისაა.
რაც შეეხება მოკვდავთა თქმულებებს, აქ საყრდენი იყო მითოლოგიური გმირის სახე
ან რაღაც მბიშვნელოვანი მოვლენა. მაგალითად, ბერძნული მითოლოგიის გმირები
არიან: პერსევსი, ჰერაკლე, თესევსი,

არსებობს სამი უმთავრესი ციკლი: თებეს ციკლი, არგონავტების ციკლი, ტროას


ციკლი.

თებეს ციკლი მოიცავს კადმოსის მიერ დაარსებულ ბეოტიის მთავარი ქალაქის


ტრაგიზმით აღსავსე ამბებს. თებეს მეფე ლაიოსს იმ წინასწარმეტყველების შიშით,
რომ მას მისივე ძე მოკლავდა, ახალგაჩენილი ვაჟიშვილი სასიკვდიოდ გაუმეტებია,
მაგრამ მისმა მსახურმა ვერ მოკლა ჩვილი და შორს, მთაში დატოვა. ბავშვი
კორინთოსის მწყემსმა ნახა და თავის უშვილო მეფეს-პოლიბოსს მიჰგვარა, რომელმაც
მას შეშუპებული ფეხების გამო ოიდიპოსი შეარქვა, მაგრამ ოიდიპოსმა როცა
წინასწარმეტყველება შეიტყო კორინთოსი დატოვა. ბედისწერას ოიდიპოსი თებესკენ
მიჰყავს. გზაში შემთხვევით ატეხილ ჩხუბში იგი კლავს თავის მამას ლაიოსს. შემდეგ
ათავისუფლებს თებეს ურჩხულის-სფინქსისაგან. მადლიერი თებელები მას მეფის
ტახტს შესთავაზებენ. მისი ცოლი ხდება ოიდიპოსის ნამდვილი დედა. ჭეშმარიტება
გაირკვევა გვიან, როცა ოიდიპოსს შეეძინება შვილები.მაგრამ საგვარეულო
უბედურება ამით არ მთავრდება. ოიდიპოსის ვაჟიშვილები ძალაუფლების გამო
მტრად გაუხდებიან ერთმანეთს.ძმები ერთმანეთს კლავენ ბრძოლაში. შვილთა თებეს
წინააღმდეგ ბრძოლაში მოლაშქრეთა შთამომავალნი ეპოგონები-იძიებენ შურს
მამებისთვის. მიწასთან გაასწორებენ თებეს.

არგონავტების ციკლის ამბები უკვე ბერძენთა ქვეყნის გარეთ ჩატარებულ შორეულ


ექსპედიციაზე მოგვითხრობენ. ბოროტი დედინაცვალისგან განწირულ და-ძმას
ფრიქსოსსა და ჰელეს დედა ნეფელე მოუვლენს მათ საოცარ ოქროს ვერძს, რომელიც
მათ აიასაკენ ანუ კოლხეთისკენ გადააფრენს. გზაში სიმაღლით თავბრუდახვეული
ჰელე ჩავარდება ზღვაში და ამ ადგილს ჰელესპონტი ეწოდება. კოლხეთის მეფემ
ფრიქსოსი კარგად მიიღო. ვერძის სიკვდილის შემდეგ მისი ოქროს საწმისი დაკიდეს
არესის ჭალაში და მას საშინელი გველი მიუჩინეს დარაჯად, მაგრამ საწმისს არ ეწერა
აქ სამუდამოდ დარჩენა. თესალიაში მდებარე იოლკოსის მეფემ, პელიასმა, რომელმაც
უკანონოდ წაართვა ტახტი თავის ძმას, გადაწყვიტა თავიდან მოეშორებინა
ძმისშვილი იასონი და მძიმე დავალების შესრულება მოსთხოვა-ოქროს საწმისის
კოლხეთიდან ჩამოტანა. იასონი აგებს „არგოს“, კრებს არგონავტებს და გაეშურება
მიზნის მისაღწევად. იგი მიაღწევს კოლხეთს. აქ არგონავტთა მეთაურს შეიყვარებს
კოლხეთის მეფის გრძნეული ასული მედეა, რომლის დახმარებითაც იასონი თავს
გაართმევს აიეტის დამღუპველ პირობებს, მოიტაცებს ოქროს საქმისს და წაიყვანს
მედეას. ის მიაღწევს საბერძნეთს, მედეა იმსხვერპლებს პელიასს. იასონი და მედეა
იძულებულები არიან თავი კორინთოს შეაფარონ. აქ იასონი მეფის ასულს ცოლად
შერთვას და მედეას მიტოვებას გადაწყვეტს. მედეას შურისძიებას ემსხვერპლებიან
ისინი.

ტროას ციკლი- ყველაზე პოპულარული თქმულებათა შორის მაინც ტროას ციკლი


იყო, თეტისისა და პელევსის ქორწილზე ერისი- განხეთქილების ღმერთი- ვაშლს
შეაგორებს, რომელიც ულამაზესისთვისაა განკუთვნილი. ჰერას, ათენასა და
აფროდიტეს- პრიზის მთავარ პრეტენდენტებს- ზევსი დავის გადასაწყვეტად ტროას
მეფის, პრიამოსის, ვაჟთან,პარისთან (ალექსანდროსთან), გააგზავნის. ქალღმერთთა
დაპირებებს შორის პარისს ყველაზე მეტად აფროდიტეს დაპირება მოხიბლავს,
რომელიც ცოლად ულამაზეს ქალს აღუთქვამს. ვაშლი აფროდიტეს ერგო. ,,პარისის
სამჯავროს“ შემდეგ ჰერამ და ათენამ სამუდამოდ შეიზიზღეს ტროა და ტროელები.
რამდენიმე ხნის შემდეგ აფროდიტე დანაპირებს შეუსრულებს პარისს და და სპარტის
მეფესთან, მენელაოსთან , მისულს მშვენიერ ელენეს მოატაცებინებს. აფროდიტესგან
პარისის სიყვარულით ანთებული ელენე მიატოვებს ყველაფერს და ვაჟს ტროაში
გაყვება. ეს გახდება ომის მიზეზი( უფრო საბაბი), რადგან აქაველებს ფიცი ჰქონდათ
დადებული, რომ ამგვარ სიტუაციაში ერთიანი ძალებით იბრძოლებდნენ.
აგამემნონის, მენელაოსის უფროსი ძმის, მეთაურობით აქაველები ხომალდებით
ტროას დასალაშქრად გაეშურნენ. ამ დროს იმ ომში ყველა ცნობილი გმირი
მონაწილეობდა, მათ შორის იყო მოკვდავ მამის პელევსისა და ქალღმერთ თეტისის
ვაჟი აქილევსი. ბევრი რამ დაითმინეს აქაველებმა, სანამ ტროას მიაღწევდნენ.
აგამემნონმა ხელსაყრელი ქარისთვის თავისი ასული, იფიგენიაც კი შესწირა ღმერთს.
ტროას ომი ათი წელი გაგრძელდა. მრავალი გმირი იბრძოდა ტროას, ანუ ილიონის
დასაცავად, მათ შორის ტროის ბურჯი, ჰექტორი, რომელიც აქილევსთან
შერკინებისას დაიღუპა, ჰექტორის სიკვდილი, ფაქტობრივად ტროას დაცემას
ნიშნავდა. განგმირეს თავად აქილევსიც, ბევრი სისხლი დაიღვარა, საბოლოოდ
ქალაქი ღმერთის მიერ ჩაგონებული ეშმაკობით აიღეს. ააგეს დიდი ხის ცხენი,
რომელშიც აქაველი გმირები დაიმალნენ, ტროელებმა ქურუმის ლაოკოონის
გაფრთხილების მიუხედავად, ცხენი ქალაქში შეიტანეს, ამისათვის სასტიკად
დაისაჯნენ. ღამით აქაველები ცხენიდან გამოვიდნენ და ქალაქი მიწასთან გაასწორეს.
მენელაოსმა, ნესტორმა და სხვებმა ბედნიერად მიაღწიეს თავიანთ სამშობლოს,
ოდისევსმა კი 10 წელი იხეტიალა. ტრაგიკული სიკვდილი ელოდა აგამემნოს მიკენში,
აქ იგი მზაკვრულად მოკლეს მისმა ცოლმა, კლიტემენსტრამ და
ბიძაშვილმა,ეგისთოსმა, რომელიც კლიტეს საყვარელი იყო. აგამემნონის მალულად
გაზრდილი ძე, ორესტე, ბრუნდება სამშობლოში, კლავს ეგესთოსსა და საკუთარ
დედას-კლიტემენსტრას.

2. ესქილეს „აგამემნონი“ (ორესტეადან) შინაარსი, პერსონაჟები და ტრაგიკულის


არსი.

ესქილე საბერძნეთის ტრაგიკოსთა დიდი სამეულის ერთ-ერთი წარმომადგენელია,


რომელიც ძვ.წ-ით მეხუთე საუკუნეში მოღვაწეობდა. ჩვენამდე მისმა შვიდმა
ტრაგედიამ მოაღწია, რომელთაგან აღსანიშნავია „აგამემნონი“, რომელიც შედიოდა
ტრილოგიაში- „ორესტეა“. აგამემნონი იწყება გათენებისას გუშაგის პროლოგით,
რომელიც კლიტემნესტრას, აგამემნონის ცოლს, დაუყენებია,რათა მყისვე მოახსენოს
ომის დასრულების შედეგი მას. გუშაგი იდგა და ელოდებოდა ნიშანს . და ბოლოს,
როგორც იქნა ცეცხლის ნიშანმა გამარჯვება აუწყა მათ. გუშაგი გაემზადა
დედოფლისთვის ამ სასიხარულო ამბის საუწყებლად, თუმცა თან შიშობდა,
გრძნობდა, რომ ეს სასიხარულო ამბავი საფრთხით შეიცვლებოდა. ამ დროს გუნდი
იწყებს სიმღერას და აუწყებს მსმენელს, ტროას ომის დაწყების ამბავს. ჰყვება, თუ
როგორ გაემართნენ ათი წლის წინ აგამემნონი და აქაველები ტროას ასაღებად.
იხსენებენ, თუ რის გამო დაიწყო ომი და როგორ გახდა იძულებული აგამემნონი,
თავისი შვილი, იფიგენია შეეწირა მსხვერპლად. ამით მან გზა გაუხსნა აქავეელთა
ხომალდებს, თუმცა კლიტემნესტრას გულში რისხვა აღძრა.შესაბამისად,
კლიტემნესტრას შურისძიების სურვილი აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ სასახლეში
დადის ხმები, თითქოს დედოფალი და აგამემნონს ბიძაშვილი ერთად ცხოვრობენ.
მოკლედ, გუნდის სიმღერაში გადმოცემულია ყოველივე, რაც აგამემნონის
დაბრუნებას უძღვოდა წინ. ასევე აღნიშნულია ის დეტალები, რომლებიც უნდა
გახდეს შემდგომ განვითარებული მოვლენების წინა პირობა. აქვე, ზევსისადმი
აღვლენილ ლოცვაში ჩამოყალიბებულია ადამიანუტი ტანჯვის საზრისი და თავად
ღმერთის კონცეფცია განსხვავებულად არის ჩამოყალიბებული. ესქილესთვის ზევსი
პირობითი სახელია იმ არსებისა, რომელიც ყოვლისმპყრობელი,
ყოვლისშემძლებელი, დაუსაბამო და მარადიულია. სწამს, რომ თუკი მას გულით
აღვუვლენთ ვედრებას, იგი ტანჯვას აგვარიდებს და ჩვენც ჭეშმარიტ სიბრძნეს
ვეზიარებით. ავტორი აღნიშნავს იმასაც, რომ სწორედ ღმერთმა დაუდგინა
ადამიანებს „ტანჯვის გზით სწავლა“. ესქილეს ღმერთი მითოლოგიური ფიგურიდან
რელიგიურ დონემდე აჰყავს. ღმერთს მივყავართ უზენაესი ჭეშმარიტების
შეცნობისაკენ. შესაბამისად, ტანჯვა ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ
უნდა მივიღოთ და ავიტანოთ იგი.
ამბის შეტყობინების შემდეგ კლიტემნესტრა უდასტურებს თანამოქალაქეებს
ტროას აღების ამბავს.შემდეგ მაცნე აღწერს დიდ გამარჯვებას. ბოლოს აგამემნონი
შემოდის და თან მოჰყავს კასანდრა, პრიამოსის ნათელმხილველი ასული, რომლის
წინასწარმეტყველებას არავინ უჯერებს. კლიტემნესტრა ქმას სიხარულით ეგებება,
იგი მსახურებს წითელ ხალიჩას გააშლევინებს, აგამემნონს მოუწოდებს, ამ ხალიჩაზე
გაიაროს. ეს ჟესტი ანტიკურობაში მკრეხელობად ითვლებოდა, ჰიბრისზე
მეტყველებდა, აგამემნონმა, თავის მხრივ, იცის, რომ ხალიჩაზე არ უნდა გაიაროს,
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ჰიბრისი მასშიც იგრძნობა. მიუხედავად იმისა,
რომ გარეგნულად ყველაფერი კარგადაა, მაინც იგრძნობა დაძაბულობა. მეწამული
ხალიჩაც აღძრავს სასახლეში შემდეგ დატრიალებული ტრაგედიის წინათგრძნობას.
აგამემნონი ცადილობს, არ გაიაროს ხალიჩაზე, მაგრამ ბოლოს ის თანხმდება,
კლიტემნესტრა მას გვერდიტ მიჰყვება და თან სხვადასხვა ამბავს უყვება. სცენაზე
კასანდრა რჩება, რომელიც იწინასწარმეტყველებს მოსალოდნელ უბეურებას, მაგრამ
წყევლის თანახმად, მას არავინ დაუჯერებს.ამ დროს კი კლიტემნესტრა აბაზანაში
მოკლავს აგამემნონს, შურს იძიებს თავისი შვილის სიკვდილისთვის. შემდეგ გამოვა
სასახლიდან და ხალხს აუწყებს მომხდარს, თუ როგორ მოკლა ქმარი სატევრის
სამჯერ დარტყმით. გუნდი გმობს მოღალატე ცოლის ქმედებას. კლიტემნესტრა თავს
იმით იმართლებს, რომ შვილისთვის იძია შური. ამ დროს ჩნდება ეგისთოსი,
აგამემნონის ბიძაშვილი. მას საკუთარი შურისძიება ამოძრავებს, რადგან აგამემნონის
მამამ საკუთარი ძმის შვილები დაკლა და მათი ხორცი ძმას საჭმელად მიართვა.
გუნდი შეთქმულებს უტევს. კლიტემნესტრა ცდილობს, დააწყნაროს მოქიშპეები.
ბოლოს იგი მიმართავს ეგისთოსს და მოუწოდებს, ნუ მიაქცევს ყურადღებას
მოქიშპეებს და როგორც მბრძანებლებმა, მართონ სასახლე. ამით სრულდება
ტრაგედია.

დამეთანხმებით, ტრაგედია დიდი სიმძაფრითა და ემოციით იკითხება.


დინამიკური თხრობა მკითხველში საოცარ ინტერესს აღძრავს. აქ დახატული
პერსონაჟები არ არიან იდეალურები. კლიტემნესტრა მოღალატე, ბოროტმოქმედი
ცოლია, რომელმაც პენელოპას განსხვავებით, არ შეინახა ქმრის ერთგულება და
ბიძაშვილთან უღალატა მას. აღსანიშნავია, რომ მან დაგეგმა ქმრის მკვლელობა და
აუღელვებლივ გამოასალმა სიცოცხლეს. შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ
გულცივი და ბოროტი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს მიზეზი
შურისძიებისა, მისი ქმედება მაინც გაუმართლებელია. აგამემნონსაც უმძიმდა
შვილის მსხვერპლად შეწირვა, მაგრამ ეს სამშობლომ მოითხოვა, ამდენად ამ
ქმედებაში მხოლოდ აგამემნონი არ არის დამნაშავე.ასევე, კლიტემნესტრას მხოლოდ
შვილის გამო შურისძიება არ ამოძრავებდა. იგი მშვიდად ცხოვრობდა აგამემნონის
არყოფნის დროს თავის საყვარელთან, აგამემნონის ძალაუფლებაც ხელში
ჩაიგდო.აგამემნონიც ცოდავს, როცა ტროაში ყოფნის დროს ოჯახურ სიწმინდეს
არღვევს, თან კასანდრა ამაყად ჩამოჰყავს ცოლთან. ეს გარკვეულწილად იწვევს
ცოლში ზიზღს.

3. ოვიდიუსის შემოქმედება. მეტამორფოზები

ოვიდიუსი ვერგილიუსისა და ჰორაციუსის შემდეგ ავგუსტუსის ხანის პოეზიის


უდიდესი წარმომადგენელია. ის ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ სულმონში დაიბადა.
მამამისმა გადაწყვიტა, რომ ოვიდიუსისათვის და მისი უფროსი ძმისთვის კარგი
განათლება მიეცა. ამ მიზნით გაგზავნა ისინი რომში, იურისპრუდენციისა და
მჭევრმეტყველების შესასწავლად. რიტორთა
სკოლაში ოვიდიუსს ცნობილი ოსტატები ასწავლიდნენ. მათი დახმარებით პოეტმა
შეისწავლა რიტორიკული ხერხები, აფორიზმები, შედარებები და სხვ. ამ სკოლაში
შეითვისა ოვიდიუსმა სამართლის, ფილოსოფიის, მითოლოგიისა და ისტორიის
საფუძვლები. ოვიდიუსმა სწავლის დასრულების შემდეგ მოიარა ელადა, მცირე
აზრია, ალექსანდრია. რომში დაბრუნებულმა პოეტმა სახელმწიფო სამსახურში
დაიწყო მუშაობა, მაგრამ მალევე უარი თქვა მასზე, რადგან მისი მოწოდება პოეზია
იყო. ოვიდიუსი იმ რჩეულ პოეტთა რიგს ეკუთვნის,
რომელმაც ჭაბუკობიდანვე მოიპოვა აღიარება თავისი ვირტუოზული ლექსებით. მის
კალამს ეკუთვნის: "ჰეროიდები", "ტრფობანი", "მეტამორფოზები" და მრავალი სხვ.
მისი შემოქმედების მწვერვალია "მეტამორფოზები". ამ
პოემამ პოეტს დიდი აღიარება მოუტანა, ოღონდ არა სიცოცხლეში. ეს პოემა,
რომელსაც შუა საუკუნეებში "წარმართულ ბიბლიას" უწოდებდნენ, ოვიდიუსმა
ცეცხლს მისცა. პოეტს თავზარი დასცა ავგუსტუსის უცაბედმა გადაწყვეტილებამ მისი
რომანიდან განდევნის შესახებ. ავგუსტუსმა იგი შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე,
ქალაქ ტომისში გადაასახლა, მიზეზად კი სატრფიალო ელეგიები დაასახელა, სადაც
პოეტი თავისუფალი სიყვარულით ტკბობას უქადაგებდა რომაელ ახალგაზრდებს.
10 წელი გაატარა პოეტმა გადასახლებაში. მას იმედი ჰქონდა, რომ
ოდესმე დაბრუნდებოდა სამშობლოში, მაგრამ ამაოდ, ის ტომისში გარდაიცვალა.
თავიდან ოვიდიუსი რომაელების წინაშე წარდგა, როგორც
ელეგიკოსი, სატრფიალო ლექსების ავტორი. მაგ კარგად აუღო ალღო საზოგადოების
მოთხოვნილებებს, იგრძნო რითი შეიძლება მისი დაინტერესება. ოვიდიუსის პოეზია
აქცენტს პოეტიდან მკითხველზე აკეთებს; მის მიერ აღწერილ სამიჯნურო
თავგადასავლებში მკითხველი თავის თავს შეიცნობს, იგი პოეტთან ერთად ხდება
თანამონაწილე სატრფიალო სცენებისა.
"მეტამორფოზები" ოვიდიუსის შემოქმედების მწვერვალია. იგი 15 წიგნისგან
შედგება და მასში გადმოცემულია ცნობილი და იშვიათი მითები გარდასახვათა
შესახებ. როგორც პოემის დასაწყისში გვამცნობს პოეტი, იგი უმღერის
"ახლადგანსხეულებულ, შეცვლილ სახეებს", თუ რა იწვევს ამ გარდაქმნებს ამას
პოემის დასრულებისას განმარტავს პოეტი, როცა პითაგორას მოძღვრებაზე
საუბრობს. გარდა მეტრული საზომისა, "მეტამორფოზები" არ ავლენს კლასიკური
პოემის ნიშნებს. მასში არ არის ადგილის, დროის, მოქმედების ერთიანობის
პრინციპი. მას უწოდებენ თავისებურ პოემას. პოემაში
თავმოყრილი და დამუშავებულია 250-მდე ბერძნულია და ნაწილობრივ იტალიურ-
რომაული მითოლოგიური თქმულება. ყოველი მითის ფინალური ნაწილია
ადამიანის გარდაქმნა ახალ სულიერ სხეულად ან უსულო საგნად: ცხოველად ან
მცენარედ, ქვად, წყაროდ და სხვ. პოემა იწყება
სამყაროს შექმნით, ქაოსის კოსმოსად გარდაქმნით და მთავრდება იულიუს კეისრის
კომეტად გარდასახვით. პოეტი სხვადასხვა პრინციპს იყენებს მითების
დასაკავშირებლად, რათა პოემა "ერთი უწყვეტი სიმღერა" იყოს. ოვიდიუსი ხან
ციკლების მიხედვით აერთიანებს მითებს, ხან - მოქმედების ადგილის, ხან კიდევ -
პერსონაჟთა მსგავსების საფუძველზე. ზოგჯერ საგანგებოდ შეთხზულ რგოლებსაც
მიმართავს. ოვიდიუსმა
"მეტამორფოზებში" მოგვცა სამყაროს პოეტური მოდელი, რომელიც მუდმივ
ცვალებადობაზეა აგებული. მარადიული არის მხოლოდ სული, რომელიც ახალ-ახალ
სხეულებში გარდაიქმნება. ამიტომ, აცხადებს პოეტი, ადამიანებს არ მართებთ შიში
სიკვდილისა, არამედ ეს არის არა დასასრული, არამედ საწყისი ახლისა. პოემის
ეპილოგში ოვიდიუსი მიუთითებს, რომ სულთან ერთად პოეტის სახელიც უკვდავია,
რადგან მის ქმნილებას დრო და ჟამი ვერ მოერევა.
პოემაში სხვადასხვა ჟანრისათვის
დამახასიათებელი ელემენტებია გამოყენებული: საგმირო ეპოსი, ეპილიონები,
ნოველა და სხვ. ოვიდიუსი არაჩვეულებრივი მთხრობელია. იგი იყენებს მაშინდელი
ხელოვნების ნიმუშებს და ხატოვნად გადმოგვცემს მითის შინაარსს: მაგ., დაფნეს
გარდასახვა მცენარედ, მედეას მიერ ესონი გაახალგაზრდავების სცენა.
"მეტამორფოზების" თემა მრავალფეროვანია:
სიყვარული, ერთგულება, ეჭვიანობა, შურისძინება და მისთ. ოვიდიუსი მრავალნაირ
სიყვარულს გვიხატავს: მაგ., წმინდას და ამაღლებულს - პირამუსი და თისბე,
გაუზიარებელს - აპოლონი და დაფნე და სხვ. პოემაში ოვიდიუსი ხატავს მეტრფის
სტერეოტიპს, რომელიც სატრფოს წინაშე თავს იწონებს თავისი ღირსებით,
ვაჟკაცობით, წარმომავლობით, სიმდიდრით. მაგ., დაფნეს დადევნებული აპოლონი
საყვადურით მიმართავს ქალს, რომ იგი გაურბის არა უბრალო მწყემსს, არამედ
მუსიკისა და მედიცინის ღმერთს. თავისებურად გადმოსცემს პოეტი
ქალის სილამაზეს. მას ოვიდიუსი ხშირად დინამიკურობაში აღიქვამს, ზოგჯერ
ქალწულის ტანადობაზე ამახვილებს ყურადღებას, ხან - სხეულის ფერზე, ხან კი -
სამოსზე. "მეტამორფოზებში" ავტორი ცდილობს ავგუსტუსის ღვაწლის წარმოჩენას.
იუპიტერის სახეში ხშირად იმპერატორი იგულისხმება. პოემის პირველ წიგნში,
სადაც ქაოსიდან მოწესრიგებული სამყაროს შექმნაზეა საუბარი, უნდა
იგულისხმებოდეს ავგუსტუსის მიერ კარგად ორგანიზებული მონარქიის დაარსება,
როგორც იუპიტერმა დაამარცხა საშიში მკვლელი ლიკაონი, ასე იხსნა ავგუსტუსმა
ქვეყანა დაღუპვისგან კეისრის მკვლელობის შემდეგ.

2ბილეთი

1. ანტიკური თეატრი

კლასიკურ ეპოქად დღეს ძვ.წ მე-5-მე-4 საუკუნეებს მიიჩნევენ. ზოგადად


კულტურისათვის კლასიკური ეპოქა იყო უმაღლესი გაფურჩქვნის ხანა. სწორედ ამ
ეპოქაში ჩამოყალიბდა დიდი და მნიშვნელოვანი ლიტერატურული თუ პოეტური
ფრომები, როგორც სრულყოფილი სისტემები. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იყო ბერძნული დრამა. შემდგომში სწორედ დრამამ შვა იმ
სპეციალური ნაგებობების აშენების საჭიროება, რომელთაც თეატრი ეწოდა. თეატრი
ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და წარმოდგება სიტყვისგან ,,ვუყურებ“. თეატრი
პირველად სწორედ საბერძნეთში აღმოცენდა ძვ.წ მე-6 საუკუნეში. აქვე შეიქმნა
თეატრთან დაკავშირებული ტერმინოლოგია , პირველი დრამატული ჟანრები-
ტრაგედია და კომედია, წერილობიტად ფიქსირებული პიესები. ამ საუკუნიდან
არიან ცნობილნი პირველი დრამატურგები და, რაც მთავარია, ამ დროს მიეცა
დასაბამი პირველი თეატრალური ფესტივალების მოწყობას. დღემდე კამათს იწვევს
ტეატრისა და მასში წარმოსადგენად განკუთვნილი დრამების ,,დაბადების“ საკითხი.
მკვლევართა უმეტესობა ეთანხმება არისტოტელეს, რომელიც კომედიის,
ტრაგედიისა და საერთოდ თეატრის წარმოშობას დიონისეს კულტს უკავშირებს.
საინტერესოა დიონისეს დაბადების მითი, იგი ზევსს მოკვდავი სემელესაგან უშვია,
ჰერას მზაკვრობით ქალს ზევსი დაუფიცებია ნამდვილი სახით მოვლენოდა, ზევსის
ნამდვილი სახე კი ჭექა-ქუხილი იყო, სემელე მაშინვე ცეცხლში გაეხვია ზევსმა კი
შვილის გადასარჩენად უშობელი ნაყოფი თეძოში ჩაიფლა. აქედან გაჩნდა დიონისე
ღვინისა და ნაყოფიერების ღმერთი. იგი უარს ამბობს ოლიმპოსზე დამკვიდრებაზე
და ადამიანთა შორის რჩება ღვინისა და ვაზის გამავრცელებლად. მას მოკვდავთაგან,
რომელნიც ვერ იჯერებენ ღმერთის მიწაზე ყოფნას, ბევრი შეურაცხყოფისა და
ტანჯვის მოთმენა უწევს. ურწმუნოთა დასარწმუნებლად დიონისე სისატიკეს
მიმართავს, მადიდებელთა მიმართ კი ლმობიერია. ღმერთმა, რომლის არსი
ორგანულად ითავსებდა მწუხარებასა და მხიარულებას, სხვადასხვა რიტუალს მისცა
იმპულსი. მათ შორის გამოირჩეოდა ორი: მოკვდავნი დიონისეს ტანჯვის ამბებს
ჰყვებოდნენ და და მათ ღმერთის მიერ გადატანილ განსაცდელთა დასატირებელი
დითირიმბებით ეხმიანებოდნენ, აქედან უნდა წარმოშობილიყო ტრაგედია, ხოლო
ღვინით შეზარხოშეული სამხიარულო პროცესიიდან, რომელიც უხამსობითა და
თავაშვებულობით გამოირჩეოდა და დიონისეს ჰედონისტურ საწყისს ესადაგებოდა,
უნდა წარმოქმინილიყო კომედია. დიონისეს კულტი საკმაოდ გავრცელებული იყო
ელინურ სამყაროში ჯერ კიდევ დრამის აღმოცენების ეპოქამდე. მისი პოპულარობა
განსაკუთრებით გაიზარდა, როცა საბერძნეთში კანონმდებელთა და დადგენილი
კანონების ეპოქა დაიწყო. ამის უპირველესი მიზეზი საზოგადოებაში
დემოკრატიული სულისკვეთების გაძლიერებაა, გლეხობის აქტიურად გამოსვლა
ცხოვრების ასპარეზზე, ამ ვითარებაში დიონისე აღმოჩნდა ახალი საზოგადოებრივი
შეგნებისა და მისწრაფებისთვის ყველაზე შესაფერისი ღმერთი, რადგან ღვთიურ
სამყოფელს ადამიანების გვერდით ყოფნა არჩია. მან მოკვდავთ განმუხტვის უებარი
საშუალებები შესთავაზა: ღვინო, თავდავიწყებული როკვა, სექსუალური
აღვირახსნილობა. დიონისეს კულტი შესაძლებელს ხდიდა დროებით
გამოთიშულიყავი არსებობის ნორმალური მდგომარეობიდან, ბერძნებმა ამ
ფენომენის აღსანიშნავად რამდენიმე ტერმინი შემოოიღეს: ენთუსიასმოსი (,,ღმერთი
საკუთარ თავში“) მანია ( შეშლილობა) და მოგვიანებით ექსტასისი (,,საკუთარი თავის
გარეთ ყოფნა“).

დღესაც გაოცებას იწვევს ბერძნული თეატრის არქიტექტონიკა და მისი უნიკალური


აკუსტიკური შესაძლებლობანი. ბერძნებმა შექმნეს როგორც სტაციონალური, ისე
მოძრავი თეატრები. გარკვეული პერიოდიდან ბერძნული სამყარო იმდენად დაიფარა
თეატრების ქსელით, რომ მოძრავი თეატრის საჭიროება აღარ არსებობდა.
თეატრალური ფესტივალი თავისი კლასიკური სახით ათენში იშვა და სწორედ
ათენმა აჩუქა კაცობრიობას უდიდესი დრამატურგები. თეატრი სამი ძირითადი
არქიტექტონული ნაწილისაგან შედგებოდა: ა) მაყურებელთა დარბაზისაგან ანუ
თეატრონისაგან, ეს იყო ვეებერთელა სივრცე ღია ცის ქვეშ რკალებად განლაგებული
სკამებით, ორქესტრადან თანაბარი მანძილით იარუსისებური რიგებით, წინა
რიგებში ჩადგმული იყო ქვის სავარძლები საპატიო სტუმრებისთვის. წრიული
ფორმის ორქესტრას შუაშლი იდგა დიონისეს საკურთხეველი, როგორც სიმბოლო
დრამის ფესვების დიონისესთან კავშირისა. ორქესტრა განკუთვნილი იყო
გუნდისთვის, რომელიც იქ ცეკვავდა, მღეროდა. თეატრონის მოპირდაპირედ
ორქესტრას წრეს სკენე ებჯინებოდა, იგი თავის მხრივ შედგებდა პროსკენიონისაგან
და მის უკან აღმართული სახლის ფასადის მქონდე კედლისგან. მას სამი კარი ჰქონდა
და, როგორც წესი, ამ კარებიდან გამოდიოდნენ მსახიობები, როდესაც პიესის
მიხედვით მოქმედი პირი ტაძრიდან, სახლიდან ან რაიმე ნაგებობიდან
მოემართებოდა. თითეული თეატრი რამდენიმე ათას მაყურებელს იტევდა 5000
მაყურებლიანი თეატრი მცირე ნაგებობად ითვლებოდა, ნორმალური თეატრი 10000-
15000 მაყურებლისთვის იყო განკუთვნილი , თუმცა დიდი თეატრის ტევადობას 40
000 მაყურებლისთვისაც შეიძლება მიეღწია. ჩვენ მიერ გამოყენებული თეატრთან
დაკავშირებული ტერმინების უმრავლესობა ბერძნულიდან გამომდინარეობს,
კლასიკურ ეპოქაში უკვე გამოიყენებოდა: თეატრი, სცენა, ორკესტრი და ა.შ ყველაზე
პოპულარული იყო ათენში აკროპოლისის ფერდობზე მდებარე დიონისეს თეატრი,
ჩვენს დრომდე კი ყველაზე კარგად მოაღწია ეპიდავროსის ულამაზესმა თეატრმა,
სადაც დღესაც იმართება ულამაზესი ფესტივალები. მიუხედავად იმისა, რომ
სხვადასხვა სანახაობისთვის განკუთვნილი ნაგებობები უკვე ძვ.წ მე-2 ათასწლეულის
მონოსურ სასახლეებშია აღმოჩენილი, თეატრის სამშობლოდ ელადას მიიჩნევენ.
პირველად სწორედ აქ მოხდა სხვადასხვა ტიპის რიტუალის, სანახაობის, პოეტური
ფორმის სინთეზირების საფუძველზე თეატრის, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით,
ჩამოყალიბება, თავისი ტექსტით (პიესით), შემსრულებლებით, ნაგებობებით
წარმოდგენების გამართვის წესებით და ა.შ

განსხვავებით თანამედროვე მაყურებლისაგან, ათენელ მოქალაქესა არ ჰქონდა


საშუალება ენახა სპექტაკლი ყოველდღიურად. ამისთვის ის უნდა დალოდებოდა
თეატრალური ფესტივალის პერიოდს. ათენი გამოირჩეოდა დღესასწაულთა დიდი
რაოდენობით, არც ერთი თვე არ იყო 3-4 ზეიმზე ნაკლები რომ ჩატარებულიყო,
ყოველწლიურად 75-მდე საზეიმო დღე უნდა ყოფილიყო. 5 დღესასწაული დიონისეს
კულტს ეძღვნებოდა, რომელთაგან სამი მეტ-ნაკლებად მოიცავდა თეატრალურ
სანახაობებსაც: ლენეები, ე.წ სოფლის დიონისიები და ქალაქის ანუ დიდი
დიონისიები.

ლენეები, როგორც ჩანს, დიონისესთან დაკავშირებული ერთ-ერთი გავრცელებული


ზეიმი იყო საბერძნეთის იონურ ნაწილში და იგი ლენაიონის თვეს (იანვარ-
თებერვალი) უკავშირდებოდა. ეს სიტყვა მენადების ანუ ბაქკი ქალების აღმნიშვნელი
ბერძნული ფორმატივიდან უნდა მომდინარეობდეს. ათენში თავდაპირველად ეს იყო
დიონისეს ,,შეშლილი მროკავი ქალების“ დღესასწაული. ,,სოფლის დიონისიები“
ლენეებისგან განსხვავებით, დიონისურ სტიქიას სულ სხვა მიმართულებით
გამოხატავდნენ. არისტოფანეს კომედიამ ,,არქანელები“, ფაქტობრივად, აირეკლა ის,
თუ როგორ ტარდებოდა ძველ ატიკაში ,,სოფლის დიონისიები“, რომელშიც ექსტაზი
და ღვინო კი არ დომინირებდა, არამედ ნაყოფიერების სიმბოლო და მასთან
დაკავშირებული უხამსობა. ყველაზე მასშტაბური და ცნობილი დიდი ანუ ქალაქის
დიონისიები იყო. ამ ფესტივალზე შესრულდა კლასიკური ეპოქის უდიდეს
ტრაგიკოსთა საუკეთესო ქმნილებები. ტრადიციის თანახმად, იგი პასისტრატოსმა,
ათენის ტირანმა, შემოიღო ძვ.წ მე-6 საუკუნეში და მასში ლენეებისათვის
დამახასიათებელი ზოგიერთი ელემნტიც შეიტანა. ამ ფესტივალის შემორებით
ხალხმა მიიღო ინტელექტუალური სანახაობის თანამონაწილეობის, გართობის
შესაძლებლობა. დიონისე ათენში მკვიდრდებოდა არა ორგიასტულ-ექსტაზური, ანუ
დამანგრეველი ფორმით, არამედ მშვიდობიანად, როგორც ეს ,,სოფლის
დიონისიების“ მონაწილეებს ახასიათებდათ. დიდი დიონისიებისთვის
მოსამზადებლად ოფიციალურად 5 დღე იყო გამოყოფილი, თუმცა სამზადისი
გაცილებით ადრე იიწყებოდა. ზაფხულში ყოველწლიურად ირჩევდნენ უმაღლეს
სახელმწიფო მოხელეებს, არქონებს, მათგან ყველაზე მაღლა მდგომს არქონ-
ეპონიმოსს ევალებოდა დიდი დიონისიების ორგანიზება. შეჯიბრში მონაწილეობის
მსურველებს თავიანთი საკონკურსო ნაწარმოებებით უნდა მიემართად არქონ-
ეპონიმისთვის. თითეულ ტრაგიკოსს უნდა წარმოედგინა სამი ტრაგედია და ერთო
სატირული დრამა. არქონი აქედან სამ ტრაგიკოსს შეარჩევდა ხოლმე, რომელთა
ნაწარმმოებებსაც მაყურებელი ნახავდა ფესტივალის განმავლობაში. შერჩევის შემდეგ
არქონი ნიშნავდა ქორეგოსებს, რომელთა ფუნქციაში შედიოდა შეჯიბრებისთვის
გუნდის მოსამზადებლად მაქსიმალურად ზრუნვა, ქორეგოსისთვის ეს დიდ
ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ შეჯიბრებაში მონაწილეობას მისთვის
დიდი პოპულარობა მოჰქონდა და ყოველგვარი უფლება ჰქონდა, გამარჯვების
ღირსეული მონაწილე ყოფილიყო. გუნდის მომზადება არ იყო ადვილი საქმე,
გუნდის როლი ტრაგედიაში დიდია, განსაკუთრებით ესქილესთან. გუნდი,
მუხედავად იმისა, რომ მას წამყვანი ანუ კორიფევსი ჰყავდა არასოდეს
წარმოგვიდგენდა რომელიმე ინდივიდუალობას. იგი იყო საერთო საზოგადოება,
ხოლო მისი რეაქცია, სიტყვით, სიმღერით ან ვოკალურ-პლასტიკურად გამოხატული,
საზოგადოებრივი აზრი იყო. ტრაგედიის მოქმედების ძირითადი სიმძიმე მაინც
მსახიობზე გადადიოდა. ზოგადად, ერთ აქტში სამ პირზე მეტი არ მონაწილეობდა.
ძირითადი პარტიის წამყვანს ერქვა-პროტაგონისტი, მეორეს-დევტერაგონისტი,
მესამეს-ტრიტაგონისტი. თესპისთან მხოლოდ პროტაგონისტი გვხვდება, ესქილეს
შემოჰყავს დევტერაგონისტი, ხოლო სოფოკლეს-ტრიტაგონისტი. დრამაში როლების
მიხედვით მონაწილეობდნენ ქალებიც და კაცებიც, თუმცა მსახიობები მხოლოდ
მამაკაცები იყვენენ. ეს მათგან ძლიერ გარდასახვის უნარს მოითხოვდა. ბერძნული
დრამის ერთ-ერთი არსებითი გარეგნული ელემნტი იყო ნიღაბი, იგი ეკეთა ყველა
მსახიობს, ძვ.წ მე-5 საუკუნისთვის ნიღბებს ისეთივე განზოგადებული
გამომეტყველება აქვთ, როგორც კლასიკური სკულპტურის სახეებს.

2. ილიადას მოკლე შინაარსი, აქილევსისა და პატროკლოსის მეგობრობა

„ილიადა“ ბერძნული ანბანის ასოთა ოდენობის შესაბამისად 24სიმღერად არის


დაყოფილი. პოემის სახელწოდება წარმოადგენს გაარსებითებულ ზედსართავვ
სახელს და იგი შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც „ილიონური“ ანუ „ილიონთან“
ტროასთან დაკავშირებული სიმღერა. ძნელი სათქმელია, ეს სახელწოდება მას
ჰომეროსმა მისცა თუ პოემის შემსრულებმლებმა. ყოველ შემთხვევაში ეს ძვ.წ V ს-
ში უნდა მომხდარიყო.

„ილიადა“ ეძღვნება ტროას ომის მეათე წლის რამდენიმე სამოქმედო დღის


ამბავს. მოქმედება ხდება ტროაში. ბერძნებსა და ტროელებს შორის.

პირველი სიმღერა შემდეგნაირად იწყება: რისხვა მიმღერე, ღმერთქალო,


აქილევსის, პელევსის ძესა...ძირითადი თემა აქილევსის რისხვაა . რამ განარისხა
პელევისა და თეტესის ვაჟი? აქაველთა ბანაკში მოდის ქურუმი ქრისესი, ურიცხვი
გამოსასყიდლითდა სთხოვს აქაველთ ქალიშვილის, ქრისეისის დაბრუნებას,
რომელიც აგამემნონს წაუყვანია ტყვედ.აგამემნონი არ უბრუნებს ქურუმს
ქალიშვილს. პირიქით, საკუთარ თავში დარწმუნებული ქედმაღლურად
მიმართავს ქრისეს, „გასწი, ბებერო, ხომალდებთან აღარ გიხილო! „ ქრისეც უხმოდ
გამოუყვება ნაპირს, გასცდება გემებს და აპოლონს შესთხოვს, რომ რაც ცრემლი
ღვარა ის ისრებით აზღვევინოს დანაელებს. აპოლონის მიმართ ქურუმის
აღვლენილი ვედრება განარისხებს ღმერთს აქაველებზე და იგი მათ ჭირს
მოუვლენს. 9დღის განმავლობაში სენი მუსრს ავლებს აქაველებს. მეათე დღეს
აქილევსი შეკრებს ლაშქარს და მისან კალქასს სთხოვს, გაუმხილოს უბედურების
მიზეზი. მისანიმა ყოველივე იცოდა, თუმცა აქილევსს სთხოვა,ტანჯვის მიზეზის
გამხელის შემთხვევაში დაიცვას იგი სიტყვითაც და საქმითაც, რადგან შეიძლება
მეფე გაგულისდეს. აქილევსი მას მფარველობას აღუთქვამს. კალქასიც სიმართლეს
იტყვის. აქილევსი განრისხდება და თხოულობს ქრისეისის დაბრუნებას, თუმცა
აგამემნონი წინააღმდეგია. იგი იჩენს საკუთარ ამპარტავნებასა და
პატივმოყვარეობას. ამბობს, რომ მას ვერავინ დაუპირისპირდება და არც ქალს
დათმობს, რადგან არ სურს, დამარცხებული და დამცირებული აღმოჩნდეს.
ბოლოს კი აგამემნონი სანაცვლოდ აქილევსის მხელავს ბრისეისს თხოულობს.
აგამემნონი ხარბი და გაუმაძღარია, როგორც აქილევსი ამბობს, ბრძოლაში
ყოველთვის თავს თავად იჩენდა მაგრამ ნადავლის დიდ ნაწილს აგამემნონი
იტაცებდა. ამ შემთხვევაშიც საუკეთესო მას სურს. იწყება დავა ორ გმირს შორის.
აქილევსი აგამემნონის მოკვლასაც კი დააპირებს , მაგრამ ქალღმერთ ჰერასგან
გამოგზავნილი ათენა მას ხმალს კვლავ ქარქაშში ჩააგებინებს. აგამემნონი
დაემუქრება, რომ თავად მივიდოდა ბანაკში და წამოიყვანდა ქალს ნადავლით.
აქილევსი კი მას ბრძოლიდან განდგომით დაემუქრა. აქილევსმა მუქარა
შეასრულა. აგამემნონმა კი ვერ გაბედა თავად მისვლა, მსახურები გაგზავნა და
მხოლოდ ბრისეისი წამოყვანა დაავალა.შეიძლება ვიფიქროთ, რომ აგამემნონი
გრძნობს აქილევსის ძალის უპირატესობას და ეშინია მასთან შერკინება, სწორედ
ამიტომ აგზავნის იგი მალემსრბოლებს ბრისეისის წამოსაყვანად, თუმცა
ქედმაღლობა და დიდებისმოყვარება არ აძლევს მას ამის აღიარების საშუალებას.
აქილევსი თმობს ბრისეისს, რადგან ქალის გულისთვის არ ხამს მოძმეთა შორის
სისხლის ღვრა. აქილევსი წინდახედულია და ამასთანავე ლმობიერი, შეუძლია
სხვისი ქმედებები სწორად განსაჯოს. მან არ დასაჯა მალემსრბოლები, რომლების
ბრისეისის წამოსაყვანად მივიდნენ, მათში შენიშნა ის რიდი, რაც ჰქონდათ
აქილევსის მიმართ და უთხრა, თქვენ დამნაშავეები არ ხართ, ბრალი ატრიდსს
მოეკითხებაო. ქრისესს უბრუნებენ თავის ქალიშვილს. აპოლონი შეაჩერებს
თავის რისხვას. შეურაცხყოფილი აქილევსი მოუხმობს ზღვის სიღრდმიდან
თეტისს და სთხოვს ზევსთან მისვლას, რადგან მან სამაგიერო გადაუხადოს
აქაველებს. ზევსი აღუთქვამს მას დახმარებას.

როცა ყველა დაიძინებს, ზევსი მაცდურ სიზმარს გაუგზავნის აგამემნონს და


ჩააგონებს ბრძოლის განახლებას. აგამემნონი შეკრებს უხუცესებს და უამბობს
სიზმარს. ისინი არ არიან წინააღმდეგნი ბრძოლის განახლებისა. მანამ აგამემნონი
გამოცდის ჯარს და გაახსენებს 9წლიან უშედეგო ბრძოლას, თან შესთავაზებს
ბრძოლის შეწყვეტას. გახარებული ჯარი იწყებს უკან გაბრუნებას. ჰერას
ჩაგონებით ოდისევსი მოაბრუნებს ჯარს და დაარწმუნებს მათ, რომ მეათე წელს
მისნობის თანახმად ტროა უნდა დაეცეს, ამიტომ ბრძოლის მიტოვება უაზრობააო.
ჯარი აგამემნონის ხელმძღვანელობით ისევ ემზადება ბრძოლისთვის. ამას
მოსდევს „ხომალთა კატალოგი“. შემდეგ კი ნაწარმოებში აღწერილია ტროას
ვითარება.
ტროაში მზად არის ყველაფერი ბრძოლისთვის და პარისი გამოთქვამს
მზადყოფნას, ორთაბრძოლაში შეერკინოს მენელაოსს, რაც გადაწყვეტს, თუ ვის
დარჩეს ელენე. ორთაბრძოლის წინ პრიამოსის მონაწილეობით იდება ფიცი, რომ
მხარეები შეასრულებენ დანაპირებს. ორთაბრძოლა მენელაოსის უპირატესობით
მიმდინარეობს, თუმცა აფროდიტე პარისს ბურუსში გაახვევს და ბრძოლის ველს
გააცლის. აგამემნონი მოითხოვს დანაპირების შესრულებას.

ჰერა და ათენა წინააღმდეგნი არიან, რომ ტროა დანგრევას გადაურჩეს. ზევსს


სურს აგამემნონზე შურისძიება, თუმცა ამ შემთხვევაში უთმობს ჰერას.ჰერა
აგზავნის ათენას ბრძოლის ველზე, რომ როგორმე ტროელებს ფიცი
დაარღვევინოს. სახეცვლილი ათენა ჩააგონებს მშვილდოსანს, პანდაროსს,
ესროლოს ისარი მენელაოსს. პანდაროსი ჭრის მენელაოსს. თუმცა ის სწრაფად
განიკურნება. მენელაოსი ემზადება ბრძოლის განსაახლებლად. უსაფუძვლოდ
უსაყვედურებს გმირ დიომედესს. ათენა მეტ სიმტკიცეს მიანიჭებს დიომედესს.
იგი მოუწოდებს გმირს, თავი შეიკავოს ღმერთებთან შერკინებისგან აფროდიტეს
გარდა. დიომედესი შეერკინება აფროდიტეს ვაჟს, იგი შეუტევს ქალღმერთსაც და
ხელში დაჭრის. დიომედესი აპოლონსაც არ ეპუება. ღმერთი მკაცრი მოწოდებით
მას გონს მოაგებს. ათენა არესისაგან შეშინებულ დიომედესს გაამხნევებს და მისი
დახმარებით გმირი ჭრის ომის ღმერთს.

ტროელთა გასაჭირი იზრდება. პრიამოსის ნათელმხილველი ძე მოუწოდებს


თავის ძმას, ჰექტორს, შეაჩერონ მტერი, შემდეგ კი ქალაქში შებრუნდეს და
დედამისს სსთხოვოს, ტროელ ქალებს ათენას ტაძრისკენ გაუძღვეს და
ქალღმერთს მსხვერპლი შესწირონ დასაყოლიებლად. ჰექტორი მიიღებს ძმის
რჩევას. ამ დროს ბრძოლის ველზე ერთმანეთს შეხვდებიან დიომედესი და
ლიკიელი გლავკოსი. ერთმანეთს გამოეცნაურებიან და შეიტყობენ, რომ მამა-
პაპათა სტუმარ მასპინძლობის ძალით არიან დაკავშირებულნი. გმირები
ერთმანეთს მეგობრობას შეჰფიცავენ. ისინი აბჯარს გაუცვლიან ერთმანეთს. ამ
სცენით მზადდება გადასვლა ჰექტორის ბრძოლის ველიდან ტროაში
შებრუნებაზე. ქალები მივლენ ათენას ტაძარში, თუმცა ქალღმერთი არ იღებს
ვედრებას. ჰექტორი კი შეივლის პარისთან და შეარცხვენს მას ელენეს წინაშე,
ელენეც გაოცებულია პარისის ქმედებით. პარიზი მზად არის კვლავ დაუბრუნდეს
ბრძოლას ბოლოს ჰექტორი თავის სახლში მივა ცოლ-შვილის სანახავად. მათ სკეის
კარიბჭესთან შეხვდება. ცოლ-ქმრის საუბარი ჟღერს, როგორც გამოთხოვება
გარდაუვალი უბედურების წინ. ცოლი მას სთხოვს, დატოვოს ბრძოლა და სადმე
წავიდნენ, მან ისედაც ბევრი გააკეთა ტროელებისთვის, თუმცა ჰექტორი გრძნობს
პასუხისმგებლობას, იცის, რომ ტროელთა ქალები სწორედ მას შესცქერიან
იმედით და ღალატი არ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ოჯახი მისი
გარდაცვალების შემდეგ საფრთხეში ჩავარდება. ბრძოლის ველზე დაბრუნებულ
ჰექტორს პარისიც შეუერთდება. ჰექტორს ბრძოლაში გარდატეხა შეაქვს. იგი
გამოთქვამს სურვილს, აქაველთა ყველაზე ძლიერს შეებრძოლოს. წილი აიას
ტელამონის ძეს ხვდება, თუმცა მებრძოლეებს ბინდი გაჰყრის გამარჯვებულის
გარეშე. ბერძნებმა მეორე დღეს გარდაცვლილების დამარხვა და ბანაკის გარშემო
კედლის აღმართვა გადაწყვიტეს.

ზევსი უკრძალავს ყველა ღმერთს ბრძოლაში ჩარევას. იგი იდას მთიდან ადევნებს
თვალს ბრძოლას.შუადღისას ზევსმა ბედის სასწორზე შეაგდო მოწინააღმდეგეთა
ხვედრი, სასწორი ტროას მხარეს გადაიხარა. სასოწარკვეთილი აგამემნონი
აქაველებთან გამოთქვამს აზრს ომის შეწყვეტაზე.მას ეწინააღმდეგება დიომედესი და
ნესტორი ურჩევს, ელჩობა გაგზავნოს აქილევსთან. თუმცა აქილევსი მანამდე არ
დაბრუნდება, სანამ ჰექტორი მირმინდონელთა ხომალდებთან არ გააჩაღებს
ბრძოლას. როცა ყველას ძინავს, აგამემნონი გაგზავნის მოწინააღმდეგეთა ბანაკის
დასაზვერად ოდისევსსა და დიომედესს. თავის მხრივ, ჰექტორის აგზავნის მზვერავს,
რომელიც ხელთ ჩაუვარდება აქაველებს და საჭირო ცნობების მიღების შემდეგ
მოკლავენ. მისგან შეიტყობენ აქაველები, რომ ტროელთა დასახმარებლად
თრაკიელები მოსულან.ოდისევსი და დიომედესი მოკლავენ თრაკიის მეფეს.

იწყება ბრძოლების ახალი დღე. ჰექტორი კვლავ უპირატესობას ფლობს, უტევს და


ჭრის აქაველ გმირებს. ამას შეიტყობს აქილევსი და თავის მეგობარს, პატროლკლოსს
გაგზავნის ამბის გასაგებად.პატროკლოსს ნესტორი ურჩევს, დაარწმუნოს აქილევსი,
ჩაებას ომში ან უკიდურეს შემთხვევაში თავად იგი (პატროკლოსი ) მაინც გამოუშვას
დასახმარებლად. პატროკლოსი გაიგებს აქაველთა მთელ უბედურებას. აქაველები
უკუიქცევიან ხომალდებისკენ. ბრძოლები აქაველთა მიერ აგებულ კედელთან
გადაინაცვლებს. ამ დროს ტროელთა ლაშქარში არწივი ჩამოაგდებს გველს, ჰექტორს
ურჩევენ, შეწყვიტოს ბრძოლა, თუმცა ჰექტორი ამას არ ითვალისწინებს და შელეწავს
აქაველთა ციხის კარებს. კვლავ იწყებს აგამემნონი საუბარს სახლში
დაბრუნებაზე,დიომედესი და ოდისევსი მას ეწინააღმდეგებიან. ამასობაში ჰერა
გადაწყვეტს აცდუნოს ზევსი და ძლიერ სიყვარულს აღუძრავს მის მიმართ. შემდეგ
ზევსს ღრმად ჩაეძინება. ამით ისარფებლებს ჰერა და პოსეიოდნს მოუწოდებს,
დაეხმაროს აქაველებს. ტროელთა საქმე გაუარესდა. ზევსი როცა გაიღვიძებს, ძალიან
გაუბრაზდება ჰერას და განუცხადებს მის გეგმას. აპოლონმა საბრძოლველად უნდა
აღანთოს ჰექტორი. აქაველები უკუიქცევიან. ტროელები აქილევსის გემებს
დაეცემიან. აქილევსი ბრძოლაში ჩართავს პატროლკლოსს. შემდეგ აქილევსი
განგმირავს ჰექტორს. ბოლოს აქაველები შეუტევენ ტროას და ათენას რჩევით აიღებენ
მას.

მართლაც, პატროკლოსი თავის მეგობარს აქაველთა ბედს შესჩივის. აქილევსის


რისხვა მანც არ ცხრება. თუმცა იგი თანხმდება პატროკლოსის ბრძოლაში ჩაბმაზე.
აქილევსი მეგობარს აღჭურავს თავისი იარაღთ, ერტლით, უკვდავი ცხენებით,
ატანს მირმიდონელთა ლაშქარს და სთხოვს, ჰექტორს არ შეებას პირისპირ და არ
ეცადოს ტროაში შეჭრას, რადგან მას ამ შემთხვევაში გამარჯვება არ უწერია. ამ
რჩევაში ჩანს აქილევსის განსაკუთრებული ზრუნვა და სიყვარული პატროკლოსის
მიმართ. იგი სიფრთხილისა და წინდახედულობისკენ მოუწოდებს პატროკლოსს
და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამარჯვება „გაუმარტივოს“. პატროკლოსი
გარდატეხას შეიტანს ბრძოლაში, მუსრს ავლებს ტროელთა ჯარს. წარმატებით
გახარებული პატროკლოსი ივიწყებს მეგობრის რჩევას და შეუტევს ტროას.
პატროკლოსი კლავს აპოლონის ვაჟსსაც, სანაცვლოდ კი მზის ჩასვლის ჟამს
აპოლონის შთაგონებით ჰექტორი კლავს პატროკლოსს. აქაველები იცავენ
პატროკლოსის გვამს და ბრძოლას აჩაღებენ. როცა აქილევსი მეგობრის სიკვდილს
გაიგებს, მოიცავს გლოვა.ნაცრითა და მტვრით შეიბილწავს ლამაზ თმებს,
სურნელოვან სამოსელს ლაფში მოსვრის.ამბობს, რომ ძვირფასი მოყმე დაკარგ,
მეგობარი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა. მის დასაწყნარებად თეტისი და
ნერეიდნები ამოდიან ზღვის წიაღიდან. აქილევსის თხოვნით თეტისი მიემართება
ჰეფესტოსაკენ იარაღის გამოსაჭედად, რადგან პატროკლესს ჰექტორმა აქილევსის
იარაღი აჰყარა. ათენა აქილევსს აამაღლებს და მისი საშინეი ყვირილი შიშით
მოიცავს ტროელებს. ნაწარმოებში კარგად იხატება აქილევსის განცდები და
შურისძიების სურვილი. მას სურს, აიღოს მეგობრის სისხლი და თავი გასწიროს
კიდეც მისთის. ჰეფესტო აქილევსს ფარსს გამოუჭედავს, რომელზეც
ამოტვიფრულია მრავალი სურათი კოსმიური მოვლენებით დაწყებული,
ქალაქური და სოფლური ცხოვრებით დამთავრებული. აქ თითქოს მოკლვდავი
ადამიანის მთელი ცხოვრება ჩანს. მისი ბრძოლა და სიკვდილი. აშკარაა ჰეფესტოს
ოსტატობა. (აქ ვისაუბროთ აქილევსისა და პატროკლოსის თავდადებულ
მეგობრობაზე :დ შევამკოთ ეპითეტებით ) დილით თეტისს მოაქვს იარაღი
აქილევსისთვის, ხოლო პატროკლოსის გვამს გახრწნისგან დასაცავად ამბროსიით
დაამუშავებს. აქილევსი მოუწოდებს აქაველებს, შეკრიბონ ჯარი და გამოთქვამს
მზადყოფნას, შეურიგდეს აგამემნონს. აგამემნონი აქილევსს ბრისეისსა და
დაპირებულ ძღვენს დაუბრუნებს. იგი ინანიებს თავის შეცოდებას და ზევსს
აბრალებს გონების დაბნელებას. აღსანიშნავია, რომ აქილევსს ცხენი ადამიანური
ენით უწინასწარმეტყველებს დაღუპვას, მაგრამ ის მაინც არ იხევს უკან და მზად
არის, თავი გაწიროს მეგობრის სისხლის ასაღებად.

ზევსი აძლევს ღმერთებს უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ომში. აქილევსი


სასტიკად მძვინვარებს. უსაზღვროა მისი სისასტიკე. არ ინდობს არავის.
ღმერთები გადაწყვეტენ, დაეხმარონ მას. ტროელები ქალაქში შესვლას შეასწრებენ.
გარეთ მხოლოდ ჰექტორი დარჩება. მას ამაოდ ევედრებიან, შევიდეს ქალაქში.
ჰექტორს რცხვენია ტროელების. ის გადაწყვეტს, დაუხვდეს აქილევსს., მაგრამ
როცა აქილევსი მას მიუახლოვდება, მოწყდება ადგილს და გაიქცევა. სამ წრეს
დაარტყამენ ისინი. ბოლოს იწყება ბრძოლა, რომელიც ჰექტორის დაღუპვით
მთავრდება. ჰექტორი აქილევსს სთხოვს, არ შეურაცხყოს გვამი და ტროელებს
დაკრძალვის უფლება მისცეს, მაგრამ აქილევსი არ შეისმენს მომაკვდავის
ვედრებას. იგი ეტლზე გამოაბამს გვამს და პატროკლოსის საფლავს შემოატარებს,
შემდეგ ქალაქში უპატრონოდ დააგდებს გვამს.პატროკლოსის სული
გამოეცხადება ძილში აქილევსს და დაკრძალვას სთხოვს. მეორე დღეს
პატროკლოსს ღირსეულად დაკრძალავენ (მსხვერპლშეწირვით). მეორე დღეს კი
აქილევსი, მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად აწყობს სპორტულ შეჯიბრებებს და
უხვად აჯილდოებს გამარჯვებულთ. აქილევსის მძვინვარება ჰექტპრის მიმართ
არ ცხრება. სამჯერ ათრევს ის ყოველდღიურად მის გვამს.ზევსი გადაწყვეტს, რომ
ბოლო მოეღოს ჰექტორის გვამის შებილწვას და იგი მამას მისცენ
დასაკრძალავად.ზევსი აგზავნის თეტისს აქილევსთან თავისი ნების საუწყებლად,
ხოლო ირისი პრიამოსს ატყობინებს.ღამით ფარულად პრიამოსი მივა აქილევსის
ბანაკში გამოსასყიდლით. აქილევსს გულს აუჩუყებს პრიამოსის სიტყვები და იგი
თანხმდება გვამის მიცემაზე. თან 10დღეს აძლევს მათ, გვამის ღირსეულად
დამარხვისთვის. აშკარაა, რომ აქილევსმა უდიდესი ვაჟკაცობა გამოიჩინა. ამით
კიდევ უფრო გამოიკვეთა აქილევსისა და პატროკლოსის მეგობრობის სიმაღლე. ის
ნამდვილ, ვაჟკაცურ, სამართლიან გრძნობებზე იყო დაფუძნებული. მეგობრებმა
ერთანეთისთვის გაწირეს თავი და სახელიანი სიკვდილი მოიპოვეს.

3. კეისარი და ციცერონი.

გაიუს იულიუს კეისარი ისტორიაში ცნობილია, როგორც რომის სახელოვანი


პოლიტიკური მოღვაწე, დიდებული მთავარსარდალი და ბრწყინვალე სტილისტი.
სამხედრო საქმიანობისდა მიუხედავად იგი მუდამ პოულობდა დროს მემუარების
საწერად. ის დიდად დაფასებული იყო და ამ ხელოვნებით იგი მხოლოდ ციცერონს
თუ ჩამოუვარდებოდა. კეისაერი
იულიუსთა წარჩინებული მოდგმის შთამომავალი იყო. 15 წლისას მამა გარდაეცვალა,
თუმცა მან ჩინებული განათლება მიიღო. ის დიდებულად ფლობდა ბერძნულ ენას,
ლიტერატურას, ფილოსოფიას, ისტორიასა და ორატორულ ხელოვნებას.
კეისრის პერიოდში
რომში მართვის სადავეების ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა იყო გაჩაღებული.
ერთმანეთს დაუპირისპირდა სენატის არისტოკრატია და პლებსი. ამ ბრძოლაში
მიზანდასახულად ჩაება იულიუს კეისარიც. ძალაუფლებისადმი ლტოლვა მისი
ცხოვრების მამოძრავებელ ძალად იქცა. ის საკმაოდ გამბედავი და შეუპოვარი
ადამიანი იყო. 18 წლისამ პოლიტიკური მიზნით იქორწინა სულას მოქიშპე კინას
ასულზე. მისი პოლიტიკური
კარიერა სულას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ძვ.წ. 78 წელს იგი რომში დაბრუნდა
და განაგრძო ურთიერთობა ზომიერი ოპოზიციის წარმოადგენლებტან ისე, რომ არ
გაუწყვეტია კავშირი არისტოკრატულ წრეებთან. არ გაურბოდა დემაგოგიურ
საქმიანობასაც, ცდილობდა მიეპყრო ყურადღება სულას მომხრეების დესპოტიზმში
დადანაშაულებით; კეისარი წარმოუდგენელ ვალებს იღებდა, რომ სახელმწიფოს
სათავეში მოქცეულიყო. ძვ.წ. 63 წელს გაცხადდა კატალინას შეთქმულება, რომელიც
სახელმწიფო გადატრიალებას ისახავდა მიზნად, მაგრამ კეისარმა ოსტატური
სიტყვით მოახერხა თავის დაძვრენა. მომდევნო წელს მან პრეტორის
თანამდებობა მიიღო, რის შემდეგადაც სამართავად გადასცეს პროვინცია ესპანეთი. აქ
მან თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა მხედართმთავარმა. რომში დაბრუნებულს
კარგად ესმოდა, რომ სენატთან ბრძოლა გაუჭირდებოდა. ამიტომ თანამებრძოლებად
იხმო კრასუსი და პომპეუსი. ამგვარად, ძვ.წ. 60 წელს რომის სამმა აღმატებულმა
ძალმოსილმა კაცმა შეკრა საიდუმლო კავშირი, ტრიუმვირატი, არსებული
არისტოკრატიულო წყობის დამხობისა და საკუთარი ძალაუფლების დამყარების
მიზნით. ძვ.წ. 59 წელს კეისარმა სენატორის თანამდებობა მიიღო და შეძლო თავისი
ნების გაბატონება სენატში. შექმნა კარგად ორგანიზებული არმია, გაილაშქრა
გალიაზე, 10 წელია შეალია ამ საქმეს, დაიპყრო უზარმაზარი ტერიტორია და დაბეგრა
გალია. გალიის ბრძოლებს კეისარმა მიუძღვნა წიგნი სათაურით
"გალიის ომის ჩანაწერები", რომლის ლიტერატურულმა ღირსებებმა ისე
აღაფრთოვანა ციცერონი, რომ ასეთი რამ ათქმევინა: "ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ
კალამს ვეღარ აიღებ კაცი ხელშიო".
ტრიუმვირატი დაიშალა, პომპეუსმა სენატის
ინტერესების დაცვა დაიწყო, რის გამოც რესპუბლიკის ისტორიაში პირველად
აირჩიეს "ერთპიროვნულ კონსულად". მას ერთადერთი მოცილე ჰყავდა, კეისარი, და
დაიწყო კიდეც გამოსვლები მის წინააღმდეგ. ხვდებოდა კეისარი, რომ იმას კარგავდა,
რისკენაც მთელი არსებით ისწრაფოდა. ამიტომ თავის ლაშქარს უხმო და ელვის
სისწრაფით მიადგა მდინარე რუბიკონს, რომელიც გალიისა და იტალიის საზღვარზე
მიედინებოდა. სწორედ მისი გადალახვისას წარმოთქვა მან საყოველთაოდ ცნობილი
ფრაზა: "წილი ნაყარია"!
პომპეუსი საბერძნეთში გაიქცა. გადამწყვეტი ბრძოლა ძვ.წ. 48 წელს მოხდა
თესალიის დედაქალაქ ფარსალუსთან. აქაც იმძლავრდა კეისარმა. პომპეუსი
ეგვიპტეში გაიქცა. მას კეისარი დაედევნა. ალექსანდრიაში ეგვიპტელებმა დიად
რომალეს პომპეუსის თავი და ბეჭედი ლანგრით მიართვეს.
ძვ.წ.-ის 47 წელს კეისარმა დატოვა ეგვიპტე, რათა ბოსფოროსის მეამბოხე მეფე
ფარნაკესი დაემორჩილებინა. პონტოს სამეფოში მოულოდნელად შეჭრილმა
ფარნაკესის არმია გაანადგურა და სწრაფი გამარჯვებით აღფრთოვანებულმა რომს
მისწერა: "Veni, vini, vici" ("მივედი, ვნახე, გავიმარჯვე"). ძვ.წ.-ის 47-46 წლების
მიჯნაზე კეისარმა დაამარცხა პომპეუსის მომხრეები აფრიკაში და რომში
დაბრუნებულმა სამი ტრიუმფი იზეიმა. შემდეგ თავისი მომხრეებით გაემართა
ესპანეთისკენ, სადაც პომპეუსის ვაჟებს დიდძალი ჯარი შეეკრიბათ. მძაფრი
წინააღმდეგოგებისდა მიუხედავად, კეისარმა გაიმარჯვა და გულწრფელად აღიარა,
რომ პირველად იბრძოდა არა გამარჯვებისთვის, არამედ სიცოცხლისთვის. ეს
კეისრის ბოლო ომი იყო. მისი რეფორმების ძირითად მიზანს ცენტრალიზაცია და
პროვინციათა მართვის კონტროლი წარმოადგენდა. მაგრამ სენატის რესპუბლიკურ-
კონსერვატორთა პარტიამ მალე ძალა მოიკრიბა და ძვ.წ.-ის 44 წლის მარტის
დადგომისას კეისარს სიცოცხლე მოუსწრაფა. მისი
ცხოვრების აღწერილობა შედარებით ვრცლად შემოგვინახეს ისეთმა ცნობილმა
ბიოგრაფოსებმა, როგორებიც იყვნენ პლუტარქოსი და სვეტონიუსი. ჩვენამდე
მოაღწია კეისრის ორმა მთავარმა ქმნილებამ. ესენია: "გალიის ომის ჩანაწერები" შვიდ
წიგნად და "სამოქალაქო ომის ჩანაწერები" სამ წიგნად. პლუტარქესთან, ციცერონთან
და სვეტონიუსთან დასახელებულია მისი სხვა ნაწარმოებებიც: ახალგაზრდული
ძიებები - პოემა ჰერაკლეზე და ტრაგედია "ოიდიპოსი", გრამატიკული თხზულება
"ანალოგიათა თაობაზე", "ანტიკატონები", პოემა "გზა". ასევე, ცნობილი ყოფილა მისი
გამოთქმათა, სიტყვათა და წერილთა კრებული.
იულიუს კეისრის საბრძოლო
გამარჯვებათა მთელი ეს სერია განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებდა არა
მხოლოდ ისტორიული, არამედ ლიტერატურული თვალსაზრისითაც: ეს იყო
სიტყვაკაზმული მწერლობის ახალი ფორმა, რომელიც დახვეწილი ესთეტიკურობით
აერთიანებდა დოკუმენტურ ქრონიკას, ტენდენციურ მემუარულსა და სამხედრო
რომანს.
ციცერონი გამოჩენილი რომაელი მწერალი, პოლიტიკური მოღვაწე,
ფილოსოფიური ტრაქტატების ავტორი, ბრწყინვალე ადვოკატი იყო, რომლის სახელი
ძირითადად ორატორულ ხელოვნებასთან არის დაკავშირებული. იგი მხედართა
წრიდან იყო გამოსული. მამამ ციცერონსა და მის ძმას კარგი განათლება მიაღებინა.
მან კარგად იცოდა ბერძნული ენა, ლიტერატურა, ფილოსოფია. რომში ციცერონი
ისმენდა ცნობილი ორატორების სიტყვებს, ვარჯიშობდა დეკლამაციებში, ადგენდა
ფიქტიურ სიტყვებს, როგორც ლათინურად, ასევე ბერძნულად, ლათინურად
თარგმნიდა ბერძნული პოეზიისა და პროზის ნიმუშებს. საზოგადოებრივ
ასპარეზზე ციცერონი ძვ.წ. I საუკუნის 80-იან წლებში გამოვიდა. მან, ცხადია, იცოდა,
რომ უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებისკენ გზა საკუთარი ნიჭითა და უნარით
უნდა გაეკაფა. ამის შესაძლებლობას კი სამოქალაქო მჭევრმეტყველება იძლეოდა.
მოღწეულია ციცერონის ძვ.წ. 81წ. დაწერილი სიტყვა "კვინკციუსის დასაცავად".
ციცერონს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ძვ.წ.80წ. წარმოთქმულმა სიტყვამ
"სექსტუს როსციუსის დასაცავად". მან ხალხის ნდობა, სიყვარული და დიდი სახელი
მოიპოვა. ციცერონი ძმასთან, კვანტუსთან ერთად გაემგზავრა მცირე აზიასა და
საბერძნეთში იმ საბაბით, რომ უკეთ დაუგლებოდა ფილოსოფიასა და რიტორიკას.
ციცერონი თავდაპირველად ე.წ. "აზიური" სტილის მიმდევარი ორატორი იყო.
როდოსის სკოლის შემდეგ მან რაღაც შუალედური გზა აირჩია "აზიურსა" და
"ატიკურ" მიმდინარეობებს შორის. ძვ.წ. 79 წ. ციცერონი რომში
დაბრუნდა. 3 წლის შემდეგ ის კვესტორად აირჩიეს სიცილიაში, სადაც დიდი სახელი
მოიხვეჭა. მან უამრავი გამარჯვება მოიპოვა საადვოკატო სფეროში, მაგრამ ყოველი
გახმაურებული სასამართლო პროცესის შემდეგ ის გარბოდა რომიდან, თუმცა ეს
ხელს როდი უშლიდა მის პოპულარობას. რამდენიმე წლის შემდეგ მას კვლავ მიეცა
საშუალება თავისი ბრწყინვალე ნიჭს დემონსტრირებისა.
ძვ.წ. 69წ. ციცერონი ედილად აირჩიეს, შემდეგ პრეტორად.
ძვ.წ. 63 წელს კი კონსულად. იმავე წელს მან ამხილა კატალინას შეთქმულება. 3 წლის
შემდეგ ის რომიდან გააძევეს კატალინას მომხრეთა უმკაცრესად დასჯის გამო. თუმცა
მალე დაბრუნდა რომში, მაგრამ ძვ.წ. 51 წელს გაამწესეს კილიკიაში პროკონსულად,
სადაც ციცერონს თავი გამოუჩენია, როგორც ნიჭიერ მხედართმთავარსა და
დიპლომატს.
მას შემდეგ რაც კეისარი მოკლეს, ციცერონს ანტონიუსმა რამდენიმე ბრალდება
წაუყენა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს ის, რომ ის მას ადანაშაულებდა
კეისრის მკვლელების იდეურ წინამძღოლობაში. ასეთ მძიმე ბრალდებებს ვერ
დატოვებდა უპასუხოდ ციცერონი და "ფილიპიკებში" მან სასტიკად გაილაშქრა
ანტონიუსის წინააღმდეგ. თუმცა როდესაც მეორე ტრიუმვირატი შეიქმნა, მათ
შეადგინეს პროსკრიბირებულთა სიები და ამ სიაში ციცერონიც მოხვდა. ასე რომ,
ციცერონს ძალიან ძვირად დაუჯდა ანტონიუსის წინააღმდეგ წარმოებული
"სიტყვიერი ომი". ძვ.წ. 43 წელს ანტონიუსის აგენტებმა მოკლეს ციცერონი.
ჩვენამდე
მოღწეულია ციცერონის 58 სიტყვა - სასამართლო და პოლიტიკური, 800-მდე
წერილი, ტრაქტატები რიტორიკისა და ფილოსოფიის საკითხებზე. ციცერონის
გამორჩეული სასამართლო სიტყვებია: "ვერესის წინააღმდეგ", "სიტყვები კატალინას
წინააღმდეგ", "სექსტუს როსციუსის დასაცავად" და სხვ.
მისი სიტყვები გამოირჩევა
ექსპრესიულიობით. იგი ხშირად ბრალდებულის სახელით ლაპარაკობს, რითაც
ემოციური მუხტი შეაქვს სიტყვაში. ციცერონის სიტყვებში ბრწყინვალედ
გამოვლინდა მისი ნიჭი, მრავალმხრივი განათლება, ფილოსოფიის, ისტორიის,
სამართლის ღრმა ცოდნა. მისი წერილები კი წარმოადგენს მდიდარ ისტორიულ
მასალას მაშინდელი რომის საზოგადოებრივი ყოფის გასაცნობად.
ციცერონის შემოქმედებამ
დიდი გავლენა იქონია არა მარტო რომაულ მწერლობაზე, არამედ დასავლეთ
ევროპის ლიტერატურაზეც. მის თხზულებებს ასწავლიდნენ რომში, უკეთებდნენ
კომენტარებს. ციცერონის ნაწარმოებებით საეკლესიო მწერლებიც საზრდოობდნენ.
დიდ პატივში იყო ციცერონი აღორძინების ხანაში. მისი თხზულებების ენა გახდა
საფუძველი ე.წ. "ახალი ლათინური" პროზისა, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია
ევროპის ხალხთა ლიტერატურის ჩამოყალიბებას.

3ბილეთი
1. ანტიკური ლიტერატურის ისტორიის საგანი და პერიოდიზაცია.

1) ელინური პერიოდი (ძვ.წ VIII-IVს-ის 30-იანი წლები)-მხოლოდ ბერძნულენოვანი


ლიტერატურა, რომელიც ბერძნებით დასახლებულ ტერიტორიაზე იქმნება. ამ
დროისათვის, ფაქტობრივად, ლათინურენოვანი ლიტერატურა ჯერ არ არსებობდა.

2)ელინისტური პერიოდი (ძვ.წ IVს-ის 30-იანწლები - Iს)-ბერძნული ლიტერატურა,


რომელიც იქმნებ ალ. მაკედონელის მიერ შექმნილი მსოფლიო სახელმწიფოს
ტერიტორიაზე და რომაული ლათინურენოვანი ლიტერატურა, რომელიც თავისი
შინაარსით, მეტწილად საკმაოდ ახლოა ამ ეპოქის ელინურენოვან ლიტერატურასთან.
3)რომაული ბატონობის პერიოდი (ძვ.წ I - ახ.წ V)-ლათინურენოვანი ლიტერატურა
იქმნება, რომელმაც თვითმყოფადობის საკმაოდ მაღალ ხარისხს მიაღწია. აქვე
შეიძლება ქვეპერიოდად გამოვყოთ გვიანანტიკური პერიოდი (ახ.წ IV-Vსაუკუნეები)

ბერძნული ლიტერატურის პერიოდები

 გეომეტრიული რენესანსის პერიოდი (ძვ.წ IX-VIIIს) გეომეტრიულმა სტილმა


აღმავლობას მიაღწია, შეიქმნა ანბანი, ჟანრის ეპოსი. ეს არის ჰომეროსის ეპოქა.

 არქაიკის პერიოდი (ძვ.წ. VII-VIს) არქაიკა ანუ ძველი;

 კლასიკის პერიოდი (ძვ.წ V-IVს-ის 30-იანიწლები) აყვავების ეპოქა;

 ელინისტური (ელინიზმის) პერიოდი (ძვ.წ IV 30-იანიწლები-I)

 რომაული ბატონობის პერიოდი (ძვ.წ Iს-ახ.წ V ს)

რომაული ლიტერატურის პერიოდები

1) რესპუბლიკის პერიოდი ძვ.წ V-Iსაუკუნეები

2) კლასიკის პერიოდი ძვ.წ I-ახ.წ V საუკუნეები

მასში შეიძლება გამოვყოთ:

ა)ავგუსტუსის ხანა, რომელიც ძვ.წ I 30-იანი წლებიდან იწყება

ბ) კეისრების პერიოდი ახ.წ Iსაუკუნის 10-იანი წლები-ახ.წ V საუკუნე.

2. ევრიპიდეს მედეა, შინაარსი. ტრაგედიის არსი

ევრიპიდე ასრულებს გენიალურ ტრაგიკოსთა ტრილოგიას ( ესქილე, სოფოკლე,


ევრიპიდე). ევრიპიდეს ათენის მაყურებელი დიდად არ სწყალობდა, თუმცა
აღიარებდა მის გენიალურობას, ამ არაკეთილგანწყობილების ბრალია, რომ
ევრიპიდემ სულ ოთხჯერ მოიპოვა ტრაგიკულ აგონებში პირველი ადგილი, მე-5
გამარჯვება სიკვდილის შემდეგ მისივე შვილის დადგმულა ტრაგედიამ მოუტანა.
ევრიპიდეს ნაკლებად ერთვებოდა სამოქალაქო აქტივობაში, ალბათ, როგორც დიდი
მოაზროვნე და ხელოვანი საერთო ენას ვერ პოულობდა თანამედროვეებთან.
ევრიპიდეზე მეტად ქალის სიშმაგე და ბუნება ასე ცხადად სხვა არც ერთ მწერალს არ
წარმოუდგენია. დრამის სტრუქტურა ევრიპიდეს არ შეუცვლია, მის ნოვატორობად
ითვლება გმირის ახალი კონცეფციის წარმოჩენა, რაც არისტოტელეს თქმით,
ადამიანების ისეთებად წარმოჩენაში გამოიხატა, როგორებიც ისინი არიან.მედეა ის
ტრაგედიაა, რომელსაც სვადასხვა ეპოქის დრამატურგთა თუ ლიტერატორთა
შემოქმედებაში ყველაზე დიდი გამოძახილი ჰპოვა, თუმცა თავის დროზე, როცა
ათენში იგი პირველად დაიდგა, ტრილოგიაში მესამე ადგილი მოიპოვა, ე.ი
დამარცხდა. მედეაში გამოკვეთილია ევრიპიდეს ხელოვნბისა თუ აზროვნების
ნოვატორული ნიშნები. ტრაგედია აგებულია არგონავტთა თქმულების ერთ-ერთ
ყველაზე დრამატულ ეპიზოდზე, მედეასა და იასონის თავგადასავალზე
კორინთოსში. კოლხთა მეფის აიეტის ასული დაეხმარა იასონს ოქროს საწმისის
მოპოვებაში და მასთან ერთ ად ხომალდ არგოთი გაექცა კოლხთა რისხვას.
ფათერაკებიანი მოგზაურობის შემდეგ ისინი ელადაში შეუღლებულნი დაბრუნდნენ,
მედეა იასონს დაეხმარა თავის ვერაგ ბიძაზე შურისგებაზე, შემდეგ მათ უწევთ
კორინთოსზე გადასახლება. მათ შვილები უჩნდებათ, კორინთოსში იასონი
ღალატობს მედეას და განიზრახავს აქაური მეფის კრეონის ასულის ცოლად შერთვას.
ტრაგედია სწორედ ამ ღალატისთვის სასტიკ შურისგებას ეძღვნება. ძიძისგან ვიგებთ,
რომ იასონს მედეასთვის უბრძანებია შვილებითურთ დატოვოს კორინთოსი.
საინტერესო და ემოიციურია მედეას მონოლოგი, რომელშიც მძაფრადაა გამოხატული
ნაღალატევისა და მარტოსული ქალის განცდები, მედეა უჩივის ქალთა ხვედრს.
ქალებს ნაკლები თავისუფლება და არჩევანი აქვთ, მაგრამ სამშობლოსაგან
მოწყვეტილი მედეა ყველა სხვა ქალზე უბედურია, კორინთოელ ქალებს ახლობლები
მაინც ჰყავთ გვერდით, მას კი ,,ბარბაროსთა მხარეში“ მარტოს უწევს ამედნი
ტკივილის დათმენა. მოქმედებაში შემოდის კრეონი, იგი უბრძანებს მედეას
დატოვოს ქალაქი და არც ამ გადაწყვეტილების მიზეზს უმალავს, თუმცა ეშინია
კოლხი ქალის მოსალოდნელი შურისძიების. სასოწარკვეთილი მედეა კრეონს ერთ
დღეს სთხოვს მოსამზადებლად, მეფეც დათმობს, მედეა კი ამ ერთ დღეს არა
წასასვლელად, არამედ შურისგებისთვის მოსამზადებლად იყენებს. შემოდის იასონი,
იგი გრძნობს, რაოდენ ძნელია გამეხებულ მედიასთან ლაპარაკი და ცოლს აქეთ
საყვედურობს სიბრაზის თავაშვებულობაში, ისე გამოჰყავს, თითქოს ოჯახის
კეთილდღეობისთვის ირთავდეს მდიდარ ცოლს და მედეა, პირიქით, ბედნიერი
უნდა იყოს. იასონი თითქოს ელოდა ცოლის რისხვას და მზადაც დახვდა,
ორატორული ოსტატობით აბათილებს მედეას ბრალდებებს და ეუბნება, რომ თუ
ოდესმე დახმარებია, მხოლოდ იმიტომ, რომ აფროდიტემ აღუძრა სიყვარული.
მოქმედებაში შემოდის ათენის მეფე, ეგევსი, თავისი უშვილობის მიზეზის გასაგებად
სამისნოდან დაბრუნებული, მედეა მას შვილიანობის წამალს დაჰპირდება და
ლტოლვილების შეფარებას სთხოვს. მედეა უკვე აყალიბებს შურისძიების გეგმას,
სურს ამოწყვიტოს იასონის მოდგმა და აქ ჩნდება შვილების მოკვლის მოტივი,
მართალია, ეს საქციელი მას შვილის მკვლელი დედის დაღს დაასვამს,თუმცა
შეურაცხყოფილისვის მთავარია, ტკივილი მიაყენოს მათ, ვისაც მისი სასაცილოდ
გახდომა განუზრახავს. მედეა მსახურს ავალებს იასონის მოყვანას, იასონს ხვდება
სულ სხვანაირი მედეა, გაწონასწორებული, მშვიდი, ცოლი ეუბნება, რომ მზადაა
დატოვოს ქალაქი და სთხოვს ბავშვები მასთან დაიტოვოს და თავადვე აცნობოს
კრეონის ასულს ამის შესახებ, მისი კეთილგანწყობისთვის კი ბავშვების ხელით
სამკაულებს უგზავნის საჩუქრად. იასონი შვილებითურთ მიდის კრეონის ასულთან.
მოქმედებაში შემოდის გამზრდელი, რომელიც მედეას უყვება იქ განვითარებულ
ამბავს. მეფის ასულს მიუღია ბავშვები და სიხარულითვე დასთაანხმებია მათ
დატოვებას, ამ დროს მედეას პიროვნებაში ჩნდება გაორება, ჭიდილი განრისხებულ
შურისმაძიებელსა და შვილების მოყვარულ დედას შორის, დედის სინაზე და
მკვლელის სისასტიკე გრძნობათა კონტრასტულობას ამძარფრებს, ბოლოს მაინც
სისასტიკე სძლევს. მაცნე ქალს გაქცევას ურჩევს და უყვება, თუ როგორ მოირგო
კრეონის ასულმა სარკესთან საჩუქრები, როგორ მიიკრო შხამმა, როგორ დაეკონა მამა
შვილის ცხედარს ა როგორ განუტევა ორივემ სული. ეს ამბავი ქალში კმაყოფილებას
იწვევს, სცენის მიღმიდან მოისმის ბავშვების განწირული ძახილი. შემოდის
აღშფოთებული შვილების ბედით შეძრწუნებული იასონი, მაგრამ აღმოაჩენს, რომ
აღარც შვილები ჰყავს. ჩნდება ჰელიოსის გველეშაპებშებმული ეტლი, მასზე დგას
მედია შვილების გვამებით, იგი თითქოს მოშორებულია ამქვეყნიურ ვნებათაღელვას
და არის არამიწიერად მშვიდი. იასონი სთხოვს, მათი დაკრძალვის ნება მისცეს,
თუმცა მედეა თავად აპირებს შვილების ქალღმერთის ჭალაში დაკრძალვას, ქმარს
ცხედრებთან უკანასკნელად შეხების უფლეასაც კი არ აძლევს. იასონის უკანასკნელი
სიტყვები ცოტა ხნის წინ საკუთარ თავში დარწმუნებული გმირის უძლურებასა და
სასოწარკვეთას გადმოსცემს.

ტრაგედიის ინტერპრეტაცია ბევრ სირთულეს ქმნის დაწყებული იქიდან, თუ


როგორ შეცვალა ევრიპიდემ ტრადიციული მითი, დამთავრებული იქიდან, თუ
როგორ უნდა გავიაზროთ მედეას სახე. ევრიპიდემ შეცვალა მითის ტრადიციული
ფინალი, არც ერთ ევრიპიდემდელ წყაროში მედეას მიერ შვილების შეგნებული
დახოცვის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი. ამ მოტივის შემოტანით ევრიპიდემ მედეა
ჭეშმარიტ ტრაგიკულ სახედ აქცია, ანტიკური ტრაგედიის არსი ხომ კოსმოსური
ჰარმონიის რღვევაში გამოიხატება, ტრაგიკოსები აღწერენ არა უბრალოდ,
ლოგიკურად დასრულებულ ამბებს, არამედ მოქმედებებს, რომელთა ფინალი თავისი
მოულოდნელობით, ბუნებასთან შეუთავსებლობით აღძრავს მძაფრ ემოციას
მაყურებელში. შემოდგომი ეპოქის შემოქმედთა ყველა ცდა, მოეშორებინათ
მედეასთვის ეს ცოდვა, ამ მხატვრული სახის ტრაგიკულიდან მელოდრამატულამდე
ჩამოქვეითებით სრულდებოდა. რისმაგ გორდეზიანი ამბობდა, რომ ევრიპიდემ
ბერძნულ დრამაში პირველად მიმართა ორმაგი ოპოზიციის პრინციპს. ერთი მხრივ,
მან გამოკვეთა დაპირისპირება მედეასა და იასონს( კრეონითა და მისი ასულითურთ)
შორის, ამ დაპირისპირებაში ევრიპიდე გამოკვეთს მედეას დადებითსა და იასონის
უარყოფით თვისებებს, ქალის მოთქმა თანაგრძნობას იწვევს მაყურებელში,
შესაბამისად ამ დაპირისპირებაში მაყურებელი მედეასკენაა, გვერდით ჩნდება მეორე
ოპოზიცია, რომელიც ყალიბდება თავად მედეაში. ერთმანეთს უპირისპირდება
შურისმაძიებელი ქალი და დედა. ამ ოპოზიციით ევრიპიდემ ბერძნული
ლიტერატურისთვის მანამდე უჩვეულო სიღრმით აჩვენა ადამიანის სულში
მიმდინარე ჭიდილი გრძნობასა და გონებას შორის. მედეას ძლევს გადაწყვეტილება,
რომლის ბოროტება მას თავადვე აქვს გაცნობიერებული, გმირის მოქმედებას არც
მისნობა, არც ღმერთი არ წარმართავს, შესაბამისად კატასტროფა, რომელიც ხდება,
სამართლიანობის აღდგენის შესაძლებლობას აღარ ტოვებს. მაყურებელიცა და
დრამის პერსონაჟებიც რჩებიან კატასტროფის წინაშე ყოველგვარი ილუზიებისა და
პერსპექტივების გარეშე. ყოველივე ეს ბერძნული ტრაგედიისთვის სავსებითა ხალი
მოვლენაა. მედეა ჩვენ წინაშე წარმოდგება ერთდროულად როგორც ბოროტების
ჩამდენი და ბოროტებასთან მებრძოლ, ამიტომ შეუძლებელია მის ამაყ, შმაგ სახეში
მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი თვისებები ვეძიოთ. მედია
უპირისპირდება იმ თავდაჯერებულ საზოგადოებას, სადაც ეთიკურ ღირებულებეს
დაკარგული აქვს ფასი, სადაც შეიძლება გაამართლო ყველაფერი, ფიცის გატეხვაცა
და ღალატიც, საკუტარი შვილების მოვლით იგი დროებით მაინც შეძრავს ამ
ზნედაქვეითებულ საზოგადოებას, ჩააფიქრებს იმაზე, თუ რატომ მოხდა ყოველივე.
მაგრამ პიესის ტრაგიზმი ამითაც არ ამოიწურება, ესაა სულიერი დრამა ადამიანისა,
რომელმაც უღალატა თავის მშობლებსა და სამშობლოს. ეს არის უცხოობაში
მარტოობის, დაკარგული სიყვარულის ტრაგედიაც.

3. პოეტიკის თეორია-არისტოტელეს „პოეტიკა“ და ჰორაციუსის „პოეტური


ხელოვნება“

თავისი შეხედულებები პოეზიის თაობაზე არისტოტელეს ჩამოყალიბებული აქვს


ნაშრომში “პოეტიკა”. ეს არის პირველი სისტემატური ნაშრომი პოეტური
ხელოვნების რაობის შესახებ. არისტოტელე შეეცადა სახეობებისა და გვარების
მიხედვით კლასიფიკაციის მეშვეობით ჩაეტარებინა პოეტური ხელოვნების ანალიზი,
რათა აღმოეჩინა ამ ხელოვნების ანუ “ტექნეს” რაობა. მისი აზრით, პოეტური
ხელოვნების საფუძველში დევს რეალობის “მიბაძვა” (ბერძ. “მიმესისი”). თუ
პლატონთან ეს მიბაძვა უარყოფითად არის შეფასებული, რამდენადაც არ ასახავს
რეალობას ადეკვატურად, არისტოტელესთან მიმესისი პოეტური ხელოვნების
ღირსებაა. არისტოტელეს აზრით, სწორედ მიბაძვითაა, რომ ადამიანები იღებენ
პირველ შემეცნებას და ამისგან სიხარულს განიცდიან. ადამიანები ბაძვისას
მსგავსებას აღმოაჩენენ ხოლმე და ამდენად ეს არისტოტელესთვის ლოგიკური,
შემეცნებითი აქტია. არისტოტელესთვის პოეზია როგორც პოეტის, ისე მისი
აუდიტორიის მხრიდან არის ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტი და ეფუძნება
ადამიანის თანდაყოლილ თვისებას - მიბაძოს რეალობას.
“პოეტიკის” ჩვენამდე მოღწეულ ნაწილში ძირითადი ყურადღება
ეთმობა ტრაგედიას. ტრაგედიის შემთხვევაში პოეტისთვის აუცილებელია, რომ
მიბაძვის საგანი იყოს სერიოზული, დასრულებული მოქმედება; მიბაძვის საშუალება
- მხატვრულად მიმზიდველი, დამატკბობელი სიტყვა. მიბაძვა უნდა მოხდეს დრამის
ანუ მოქმედების სახით. ტრაგედიის მიზანია ადამიანში შიში და თანაგრძნობის
ემოციები გამოიწვიოს და ამ გზით შექმნას მასში განწმენდის “კათარსისის”
შეგრძნება. სერიოზული მოქმედების ნიმუშებად არისტოტელე მითოლოგიურ
სიუჟეტებს ასახელებდა. მაგ., კლიტემნესტრას მიერ აგამემნონის მკვლელობა.
ტრაგიკული ნაწარმოები უნდა წარმოადგენდეს ერთ მთლიანობას, რომელიც
მკაფიოდ განსაზღვრული ნაწილებისგან შედგება.
არისტოტელე განასხვავებს მხატვრულ რეალობას ისტორიული
რეალობისგან და პირველს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს მეორესთან
შედარებით. იგი ამბობს, რომ “პოეზია უფრო ფილოსოფიური და უფრო
მნიშვნელოვანია, ვიდრე ისტორია, რადგან იგი შეეხება ზოგადობებს, ხოლო
ისტორია ერთეულ ხდომილებებს”. პოეტი ასახავს არა იმას, რაც მოხდა, არამედ იმას,
თუ რაც შესაძლებელია ან აუცილებელია, რომ მოხდეს. არისტოტელე თვლის, რომ
ტრაგედიის ენა უნდა იყოს კეთილშობილი, უჩვეულო, უცხო, რაც მსმენელში
განსაკუთრებულ ეფექტს იწვევს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იგი მეტაფორებს
ანიჭებს.

არისტოტელე დრამის ისტორიის საკითხსაც ეხება. მისი აზრით, ტრაგედია


მომდინარეობს დიონისეს სადიდებელი რიტუალებიდან, დითირამბის
მომღერლების იმპროვიზაციებიდან, მაშინ , როდესაც კომედია ფალიკური
სიმღერების მომღერლების იმპროვიზაციებიდან.

ძვ.წ. 20 წელს, პრინციპატის ხანის პოეზიის ერთ-ერთმა უდიდესმა


წარმომადგენელმა ჰორაციუსმა გამოაქვეყნა დაქტილური ჰექსამეტრით გამართული
“წერილების” ორი წიგნი. პირველ წიგნში ავტორი ძირითადად ფილოსოფიური
ხასიათის თემებზე საუბრობს. მეორე წიგნი სამი წერილისგან შედგება: “ავგუსტუსს”,
“ფლორუსს” და “პისონებს”. ეს უკანასკნელი “პოეტური ხელოვნების სახელითაა
ცნობილი”.

“პისონებში” ჰორაციუსმა გამოიყენა ბერძენ თეორეტიკოსთან თხზულებანი,


არისტოტელეს “პოეტიკა”, ნეოპტოლემოს პარიონელის ტრაქტატი “პოეზიისათვის”,
ასევე ციცერონის მოძღვრება ორატორული ხელოვნების შესახებ. ჰორაციუსი ამ
წერილში ლუკიუს კალპურნიუს პისონსა და მის ორ ვაჟს, რომლებიც
დაინტერესებულნი ყოფილან პოეზიით, რჩევა-დარიგებებს აწვდის პოეტიკის
საკითხებზე. ეს არის ლიტერატურული პროგრამა, რომელსაც პრაქტიკული და
ესთეტიკური დანიშნულება აქვს.
ჰორაციუსი საუბრობს ფორმისა და შინაარსის ერთიანობაზე, პოეტის
მიერ მასალის სწორად შერჩევასა და გამოყენებაზე, აქვე ეხება დრამისა და
ტრაგედიის საკითხებს. ჰორაციუსი თვლის, რომ ნაწარმოები გასართობიც უნდა იყოს
და სასარგებლოც. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კრიტიკის როლს. “პოეტური
ხელოვნების” ავტორის მიზანია დარიგება მისცეს არა მხოლოდ შემოქმედს, არამედ
მსმენელსაც.

“პოეტური ხელოვნება”, მართალია, ნორმატიული ტექსტია, მაგრამ


დაწერილია ჰორაციუსისათვის დამახასიათებელი სხარტი, მიმზიდველი პოეტური
ხერხებით და თავისუფალია რიტორიკული სქემატიზმისგან.

4ბილეთი
1. ელინისტური პერიოდის დახასიათება

ელინისტური პერიოდი იწყება ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებიდან და


მთავრდება ძვ.წ. I საუკუნეში, როდესაც დაეცა უკანასკნელი ელინისტური
სახელმწიფო. მაკედონელის ლაშქრობების შედეგად ძალზე დიდი კულტურულ-
ენობრივი და პოლიტიკურ-სოციალური სივრცე შეიქმნა, რომელიც მსოფლიო
სახელმწიფოს შექმნის იდეის რეალიზაციის შედეგი იყო. თუმცა იმ ფორმით,
როგორც ეს ალექსანდრე მაკედონელს ესახებოდა, ეს სახელმწიფო ვერ შედგა. მთელ
ტერიტორიაზე მაკედონიიდან და საბერძნეთიდან მოყოლებული, ვიდრე
ცენტრალური აზიის ჩათვლით, ფაქტობრივად, დომინანტური ხდება ბერძნული ენა
და ლიტერატურა. ელინისტურ სახელმწიფოებში დიდი ფილოლოგიური ცენტრები
წარმოიქმნა, რომლებიც ინტენსიურ ლიტერატურულ მუშაობას ეწეოდნენ. ამ ეპოქამ
შეინარჩუნა მანამდე არსებული ყველა მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჟანრი,
თუმცა თანადროულად იქმნებოდა ცალკეული ლიტერატურული ფორმები,
რომლებიც ტრადიციული ჟანრების გარკვეულ მოდიფიკაციას წარმოადგენდა.
ელინისტური პერიოდის
ლიტერატურაში იკვეთება ორი ტენდენცია: 1) უკვე არსებულის შენარჩუნებისა და
მის ფარგლებში განვითარების ახალი გზების მონახვა და 2) ნოვატორობის,
ტრადიციასთან აშკარა დაპირისპირებით ახალი ფორმებისა და გამოსახვის ახალი
საშუალებების ძიება.

ელინისტურ ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჟანრად რჩებოდა


ეპოსი. პირველი სერიოზული ლიტერატურულ-თეორიული ხასიათის კამათი შექმნა
კალიმაქოსმა და აპოლონიოს როდოსელმა. ამ ეპოქაში უთუოდ განსაკუთრებული
მოვლენაა თეოკრიტოსი. საინტერესოა ლიკოფრონის “ალექსანდრა”, რომელშიც,
როგორც ჩანს, საინტერესოდ იყო შეზავებული დრამატული და ეპიკური სტილი.

ელინისტურმა დრამატურგიამ ყველაზე დიდ წარმატებას ახალ ატიკურ


დრამაში მიაღწია. იქმნება ახალი ატიკური კომედია და მისი უდიდესი
წარმომადგენელია მენანდროსი. ყურადრებას იპყრობს პარადრამატული პოეზია,
რომელიც საუბრებით, ანეკდოტების, მიმიამბების საშუალებით გადმოგვცემენ
გარკვეულ სცენებს. უაღრესად პოპულარული იყო ეპიგრამატული ჟანრი.

განვითარდა მეცნიერება. წარმოიქმნა ცნობილი მიმართულებები


ფილოსოფიურ აზროვნებაში: ეპიკურეიზმი, სტოიციზმი, სკეპტიციზმი. ე.წ.
დარგობრივი მეცნიერება უკვე კლასიკურ პერიოდში გამოეყო ფილოსოფიასა და
ისტორიოგრაფიას. ჰიპოკრატეს, თანამედროვე მედიცინის მამის, სახელით ჩვენამდე
არაერთმა ნაშრომმა მოაღწია. მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, ენათმეცნიერების,
ლიტ.მცოდნეობის სფეროში ყურადღებას იპყრობს პითაგორელთა, პლატონის,
არისტოტელეს და სხვათა შრომები. მეცნიერების დარგები ერთმანეთს გამოეყო. ამ
პერიოდში ყალიბდება ფილოლოგია, როგორც მეცნიერების დამოუკიდებელი სფერო.
მათემატიკის სფეროში განუზომელია ევკლიდეს “ელემენტების” მნიშვნელობა.
განვითარდა ასტრონომია, გეოგრაფია, მედიცინა.

ელინისტური ეპოქა ანტიკური ლიტერატურისათვის იმით არის


მნიშვნელოვანი, რომ იგი ანტიკურ სამყაროში არსებითად ზღვარს უდებს
ბერძნულენოვანი ლიტერატურის მონოპოლიურ მდგომარეობას. ამ ეპოქაში ანტიკურ
რომში საკმაოდ ინტენსიურად იწყებს განვითარებას ლიტერატურული პროცესი
ლათინურ ენაზე. იხსნება ელინური ეპოქისათვის დამახასიათებელი დაპირისპირება:
ელინი - ბარბაროსი და სხვადასხვა რეგიონებს შორის ურთიერთობის ახალი სისტემა
ყალიბდება. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომის იმპერიის წარმოქმნა,
რომელმაც დაიმორჩილა ელინისტური სამყარო, მაგრამ რომაელთა აღიარებით,
მართალია ბერძნული სამყარო პოლიტიკურად რომს დაექვემდებარა, მაგრამ
კულტურის თვალსაზრისით მან დაიქვემდებარა მთელი რომის იმპერია.

2. არისტოფანეს „ღრუბლები“.შინაარსი კომედიის ანალიზი


3. ლირიკოსები: არქილოქოსი, საპფო,,პინდაროსი-ანალიზი

პირველი ელინი პოეტი, რომლის მოღვაწეობის ეპოქის დათარიღება სხვებთან


შედარებით უკეთ ხერხდება, არის არქილოქოს პაროსელი. თავის პოეზიაში იგი
გამმოიყენებდა დეკლამაციური პოეზიისთვის, ასევე საზიმღერო ლირიკისთვის
გათვალისწინებულ ეპოდურ სისტემას. არქილოქოსის აღმავლობა ძვ.წ მე-7
საუკუნისთვის უნდა ვივარაუდოთ. მისი პოეზია საკმაო მასალას შეიცავს
ბიოგრაფიისთვის, რომელმაც ბევრად განსაზღვრა მისი ლირიკის ხასიათი.
არქილოქოსი იყო წარჩნებული მამისა და მონა ქალის შვილი. ეს გარემოება
შეიძლებოდა საფუძველი გამხდარიყო ლირიკოსის სულიერი განცდებისა და
გაბოროტებისა. იგი წარმოშობით ერთდროულად არისტოკრატიც იყო და მონაც.
არქილოქოსს მომთაბარის მოუსვენარი ცხოვრება აურჩევია და, როგორც ჩანს,
ბრძოლის ველზე დაეცა კიდეც. უნდა ვიფიქროთ, რომ მას დიდი წარმატება არც
სიყვარულში ჰქონია. მის შემოქმედებაში ჩნდება რეაური თუ წარმოსახვითი სახე
სატრფოსი და მისი ბოროტი მამის., ლიკამბეს. ტრადიციამ შემოგვინახა
არქილოქოსის სიყვარულში გაწბილების შესახებ, ლიკამბესს უარი უთქვამს
პოეტისაგან უკვე დანიშნული შვილის ცოლად მიცემაზე, ამის შემდეგ პოეტს
ლიკამბესისა და ნეობულესათვის თავისი დამცინავი პოეზიით ისე გაუსწორებია
ანგარიში, რომ მამა-შვილი თვითმკვლობამდე მიუყვანია, ამ ცნობის ისტორიულ
სანდოობაზე მსჯელობა ძნელია, მაგრამ მასში შეინიშნება არქილოქოსის დამცინავი
პოეზიის ძალის აღიარება. თუ არქილოქოსის შემოქმედებას ზოგადად ლირიკული
ჟანრის განვითარების მნიშვნელობით განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან
არსებითი გარდატეხა მოახდინა პოეტური ,,მეს“ სრული ძალით წარმოჩენაში.
როგორც პოეტი, იგი თავის ძალას მძაფრ ეკლიან სიტყვაში ხედავს : ,, მელიამ ბევრი
იცის, ზღარბმა კი ერთი დიდი რამ“ არქილოქოსს თავი წარმოუდგენია კაცაად,
რომელიცც კარგს კარგით, ცუდს კი ცუდით იხდის ,,ვინც ცუდს გამიკეთებს ბევრად
უარესით ვუხდი სამაგიეროს“, ,,..ვიცი სიყვარული მისი, ვისაც ვუყვარვარ, ხოლო
მტრის მტრობა“ მას,როგორც ჩანს, ცხოვრებამ ასწავლა ყველაფერში და მათ შორის
ოცნებაშიც ზომიერება ( ,,არ მიზიდავს ოქრო მავალი გიგესი, არც შური მიპყრობს“).
პოეტი თავისი ფსიქიკით მებრძოლია, მაგრამ განსხვავებულია ეპოსის გმირთა
დიდების მოტრფიალე და ღირსებისათვის თავდადებული სახეებისაგან, იგი
დაქირავეული მებრძოლია, ხოლო ,, დაქირავებული კაცი მანამდეა მეგობარი, ვიდრე
იბრძვის“, თავისებური შეხედულება ჩამოუყალიბდა დაქირავებული მებრძოლის
მიმართ და გააუფასურა ე.წ ომის რომანტიკასთან დაკავშირებული ის მომენტები,
რომლებიც მანამდე კაცთა ღირსების ძირითად მაჩვენებლად ითვლებოდა. (,,არესი
მართლაც ერთიანად ცელავს ადამიანებს“).

საბფო(ძვ.წ VII-VI ს)

ანტიკური ლიტერატურით დაინტერესებული მკვლევარნიცა და მკითხველნიც


საბფოს ძველი ბერძნული ლირიკის უპირველეს ვიუსტად აღიარებენ. ანტიკურმა
ესთეტიკამ საბფოს პოეზია სათანადოდ შეაფასა, ნათლად

წარმოაჩინა მისი ავტორის შემოქმედებითი პოერტრეტი, რომელიც დღესაც არ


კარგავს შთამბეჭდაობას. თუმცა იგი დროთა განმავლობაში ლეგენდებითაც შეიმოსა.

1992 წელს გამოქვეყნდა ფრაგმენტები, რომელშეიც აღნიშნულია, რომ საბფოს


ბიოგრაფია შედგენილიაქამელეონის თხზულების მიხედვით. საბფოს ცნობების აქ
წარმოდგენილი ცნობები მსგავსია სვიდას ლექსიკონში

დადასტურებული ბიოგრაფიისა. ამ ცნობების მიხედვით, საბფო დაიბადა კუნძული


ლესბოსის ქალაქ ერესოსში, თუმცა მთელი ცხოვფრება ქალაქ მიტელენში გაატარა.
იგი მოღვაწეობდა VII-VI საუკუნეთა მიჯნაზე.

"პაროსის ქრონიკა გვამცნობს, რომ არისტოკრატთა დევნის დროს, VI საუკუნის


პირველ წლებში სამეფო მიტელენიდან სიცილიაზე გაქცეულა. ვარაუდობენ, რომ იგი
წარჩინებული ოჯახიდან იყო და პიტაკოსის

რისხვა მასაც შეეხებოდა. მკვლევართა აზრით, იგი გადასახლებაში უნდა გაჰყოლოდა


თავის ქმარს, ლესბოსელ არისტოკრატს, რომელსაც პოლიტიკური ბრძოლების გამო
დევნიდნენ. ცნობილია, რომ ძვ.წ 580 წლის

მახლობელ ხანებში პიტაკოსმა ამნისტია გამაოცხადა, საბფოც ამ დროისთვის უნდა


დაბრუნებულიყო მიტელინში.

გადმოცემათა თანახმად, მას ჰყავდა ქალიშვილი, კლეისი, საბფოს 3 ძმა ჰყოლია.


როგორც ვარაუდობენ საბფო ყოფილა ტანმორჩილი და შავგვრემანი.
როგორც ვარაუდობენ, გადასახლებიდან დაბრუნებული თითქმის ორმოც წელს
მიტანებული საბფო სათავეში უდგება წარჩინებულ ქალიშვილთა წრეს. სწორედ მისი
ცხოვრების ამ ნაწილს უკავშირდება ის ლეგენდები

რომელთა მიმართაც საუკუნის განმავლობაში არ ჩამცხრალა ინტერესი.

საბფოს შემოქმედების დიდი ნაწილი ქალწულებს ეძღვნებოდა, მათი შთაგონებით


ქმნიდა პოეტი სიმღერებს, რომელშიც ჩაქსოვილი იყო მისი ემოციური ბუნებისთვის
დამახასიათებელი მძაფრი განცდები და

ლტოლვები. ამ გარემოებას ავხსნით თუ გავითვალისწინებთ რომ კუნძულ ლესბოსზე


ქალებსაც, კაცების მსგავსად, ჰქონდათ თავშესაფარი ადგილები, ჰყავდათ რჩეული
ღვთაებები, რომელთაც თაყვანს სცემდნენ და

რომაელთა კეთიგანწყობის მოსაპოვებლადაც საგანგებო რიტუალებს


აღასრულებდნენ. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს, უპირველეს ყოვლისა, საბფოს
ლირიკა საბფოსა და მის გარშემო შემოკრებილ ქალიშვილთა

სათაყვანებელი ქალღმერთი იყო აფროდიტე.

საბფო მუზის მსახურთა სახლის წინამძღვარი იყო. აფროდიტე განაპირობებდა


ქალიშვილთა ცხოვრების წესსა თუ შემოქმედების თემატიკას. სავარაუდოა, რომ
საბფო ეწეოდა აღმზრდელობით და აკადემიურ

მოღვაწეობასაც.ქალიშვილნი კი ამის შემდეგ ან თხოვდებოდნენ ან სახლს


უბრუნდებოდნენ. საბფოს მოღვაწეობა წმინდა ელინური მოვლენაა, რამეთუ ძველი
ბერძნებისთვის აღზრდაში მოაზრებოდა რელიგიაც, ზნეობაც,

შემოქმედებაც, სიყვარულიც.

მისი შემოქმედების ფრაგმენტებმა ჩვენამდე ძირითადად ორი გზით მოაღწიეს:ა)


ანტიკური ხანის ავტორები ხშირად იმოწმებდნენ მართ, როგორც ამაღლებული
პოეზიის ნიმუშებს. ბ) მიკვლეულთა პაპირუსები, სადაც

მეტ-ნაკლებად ამოკითხულთა საბფოს პოეზიის ნაწყვეტები.

დღეისთვის ჩვენ მოგვეპოვება საბფოს შემოქმედების დაახლოებით 1900მდე


სტრიქონი. მათ შორის 600-მდე სტრიქონის თარგმნა შესაძლებელია. 1300-მდე
სტროფი არ ითარგმნება მეტისმეტი ფრაგმენტულობის გამო.
საბფოს ქმნილებათა პირველი კრიტიკული გამოცემა განახორციელეს
ალექსანდრიელმა ფილოლოგოსებმა. მათ 9 წიგნად გაანაწილეს საბფოს სიმღერები,
გაითვალისწინეს მეტრიკა, I წიგნის I სიმღერად

აფროდიტესადმი მიძღვნილი ჰიმნი წარმოადგინეს.

საბფოს სიმღერათა ჩვენამდე მოღწეულ ფრაგმენტთა შორის შეიძლება გამოიყოს:


ეპითალამიები, ჰიმნები, პროპემტიკონები. თრენები და მეგობარი ქალწულებისადმი
მიძღვნილი სიმღერები.

მან დიდი გავლენა იქონია ლირიკული პოეზიის განვითარებაზე, რომაული და


ძველი საბერძნეთის ქალთა პოეზია საბფოს შემდეგ დაქვეიტების გზას დაადგა და
ბოლოს გაქრა კიდეც.

საბფოს პოეტური მოდელის გარეგანი ნიშნებია: ტემატიკა, მეტრიკა, დიალექტი.


საბფოს პოეტური მოდელის შინაგანი ნიშნებია:რიტორიკული მეს გამოვლენა
ემოციურად და მსოფლმხედველობრივად მომენტის

გათვალისწინებით, სახეობრივობა. პოეტურ ხატად შევიდა მთელს ანტიკურობაში


საბფოსთან პირველად დადასტურებული გამოთქმა მშვენიერსა და კარგის
შეერთებით მიღებული სრულყოფილებაზე, რომელიც შემდგომ

გამოიხატა ტერმინით კალოკაგათა. მასთან ვხვდებით პოეტური სახეებით


აზროვნების ბრწყინვალე ნიმუშებს. ენობრივი ორგანიზაცია, ეპოქის გრძნობა.

საბფოს სიმღერათა კომპოზიციაში გამოვლენილია ე.წ ტრადიციული პრინციპი,


რომელიც თავს იჩენს როგორც გარეგან, ასევე შიანგან ემოციებში. მან სხვა პოეტებთან
შედარებით ყველაზე უკეთ იგრძნო თავისი

ეპოქის სული, დაინახა ის მშვენიერი და ამაღლებული, რასაც მისი, როგორც პოეტის


მოვლენებით შემოფარგლული საზღვრებიდან გაყვანა და გლობალურთან ზიარება
შეეძლო.

პინდაროსი (დაახ. ძვ.წ 518-43 წწ)

პინდაროსი არის ძველი ბერძნული ლირიკის უბრწყინვალესი წარმომადგენელი.


მისი შემოქმედების დასაწყისი პერიოდი აღინიშნება მეტად მნიშვნელოვანი
ისტორიული მოვლენით - ბერძნელ-სპარსელთა ომების
პერიოდით. ქსერქსეს ლაშქრობის დროს იგი უკვე სახელმოხვეჭილი პოეტი იყო. იგი
ღებულობდა შეკვეთებსაც მაგრამ იმი ამ პერიოდში ღვთაებისადმი მიძღვნილ
ჰიმნებს. სახელმწიფოში დატრიალებულმა მოვლენებმა

დიდი ზეგავლენა იქონიეს მასზე, რაც აისახა კიდეც მის VIII შექმნილ ოდაში. 476
წელს 476 წელს ამს იწვევენ სიცილიაზე, ხოლო 475 წელს იგი თებეში ბრუნდება.ამ
პერიოდიდან იწყება წარმატების ხანა

მის შემოქმედებასს მთელს საბერძნეთში აღიარებენ. იგი ითვლება პირველ პოეტად,


მას უკვეთენ ოდებს სხვადასხვა კუთხის მკვიდრნი. 474 წელს ათენმა პინდაროსს
შეუკვეთა დითირამბოსი, რომელიც ისე

ბრწყინვალედ შექმნა პოეტმა, რომ თებელებმა მას სამშობლოს ღალატში დასდეს


ბრალი და დააჯარიმეს. ეს თანხა ათენელებმა გადაიხადეს. პინდაროსის ბოლო
პერიოდის ოდებში შეიგრძნობა ერთგვარი მოწოდება

თანხმობისა და სიმშვიდისკენ. თებეს ძძალაუფლებათა დაქვეითებას მძიმედ უნდა


ემოქმედა პოეტზე. ამ პერიოდის ოდებში მასთან სულ უფრო ხშირია პესიმისტური
განწყობა.

5ბილეთი

1.ძვ.ბერძნული ისტორიოგრაფია. მჭერმეტყველება.ფილოსოფია

2.ოდისევსი კირკებთან და კალიფსოსთან - შინაარსი, ოდისევსი და პენელოპე

„ოდისეა“ 24სიმღერად არის დაყოფილი. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს


სახელწოდება ნაწარმოებს თავად ავტორმა მისცა, რადგან იგი მთლიანად ერთ გმირს
ეძღვნება. ოდისეაში გადმოცემულია ტროას ომის დამთავრებიდან 10წლის ხეტიალის
შემდგომ ოდისევსის მშობლიურ ითაკაზე დაბრუნების ამბავი. პოემა მუზებზე
მიმართვით იწყება.შესავლის შემდეგ პოეტი გვატყობინებს, რომ ოდისევსი ნიმფა
კალიფსოს კუნძულზე იმყოფება და იგი ვერ მიაღწევს სამშობლოს, სანმ პოსეიდონი
მასზე გამწყრალი იქნება.პოსეიდონი მას მტრობს შვილის დაბრმავების
გამო.ღმერთები, რომლებსაც აღელვებთ ოდისევსის ბედი, ისარგებლებენ
პოსეიდონის შორეულ ეთიოპიელთა ქვეყანაში წასვლით და შეიკრიბებიან. ათენა
შეახსენებს მათ ოდისევსის მდგომარეობას და იტყვის, რომ ღმერთებს მოძულებული
ჰყავთ ქვეშევდრდომთა მიმართ ლმობიერი ოდისევსი.მას მწუხარებით შემოსილს
ნიმფა კალიფსო ძალად აკავებს თავის კუნძულზე. გმირს კი, მარტო დარჩენილს,
ძალა არ შესწევს, გადალახოს ზღვა. ზევსი იტყვის, რომ სწორედ ახლა გვმართებს
მშვიდობით დავაბრუნოთ იგი ითაკაში, ხოლო მისი მტრები ხელმოცარული
დავტოვოთ.ზევსმა ჰერმესს უბრძანა, წადი და ამცნე ნიმფა კალიფსოს ნება-სურვილი
ჩვენიო. კაცთა ტივით და ღმერთთა შეუწევნელად გაუშვას ზღვაში ოდისევსი, მეოცე
დღეს კი ღმერთების ნათესავ ფეაკელთა კუნძულს მიადგეს, სადაც უკვდავი ღმერთის
სადარ პატივს მიაგებენ, შემდეგ კი სამშობლოში გაისტუმრებენო. ჰერმესი მაშინვე
წავიდა კალიფსოსთან, როცა ნიმფა კალიფსოს მღვიმეში მივიდა, მისი საცხოვრისის
სილამაზით გაოცდა. მღვიმის მახლობლად ტყე შრიალებდა, ვერცხლისფრად
მოციმციმე ნაკადულები სხვადასხვა მხარეს მოცმციმებდა. თავად ნიმფას საოცარ
სილამაზეს აფრქვევდა. როცა მასპინძელმა სტუმარი ნახა, შინ მიიპატიჟა და მოსვლის
მიზეზი ჰკითხა. ჰერმესმა ყველაფერი უამბო და ოდისევსის გავება სთხოვა, რამეთუ
მას არ ეწერა ახლობელთაგან შორს სიკვდილი. ამის გაგონებაზე ელდანაცემმა
კალიფსომ შესძახა: გულქვა და შურიანი რადა ხართ ოლიმპიელი ღმერთები?რატომ
არ გინდათ, ქალღმერთებმა სარეცელი გავუზიაროთ მოკვდავთაგან ურჩეულესთ?
განა მე არ გადავარჩინე იგი, როცა ზევსმა შუაგულ ზღვაში ხომალდები დაულეწა და
მეომრები დაუღუპა? მოვასულიერე, გულთბილად შევხვდი და ვუთხარი,
უკვდავებას მოგანიჭებ მეთქი. მაგრამ ვაი, რომ ვერ აღვუდგები ზევსის ნებას და არც
მისი განრისხება მინდა.დაე ოდისევსი გაუდგეს თავის გზას, მე კი კეთილი რჩევით
ვუსურვებ, მშვიდობით მიეღწიოს თავის სამშობლოს. - ამ სიტყვებში ჩანს კალიფსოს
უდიდესი სურვილი ოდისევსის მასთან დარჩენისა. სურს, გააბედნიეროს გმირი,
მაგრამ არ უპირისპირდება ზევსის ნებას და ემორჩილება. თან მზაკვრობას არ
მიმართავს, კეთილი სურვილებით უშვებს ოდისევს, მაშასადამე, იგი სწორად
იაზრებს მომხდარს და მორჩილდება. ზევსის ნებას საკუთარ სურვილებზე წინ
აყენებს. ოდისევსი კი ამ დროს ზღვის ნაპირთან ზის და სამშობლოზე ფიქრობს, მას
აღარ მისდის გული ნიმფა კალიფსოზე, თუმცა ღამეს მასთან ატარებდა. ბოლოს
ნიმფა ეტყვის მას, გეყოს სიმძიმილი, სვეგამწარებულო კაცო.აწ გულმოწყალე გიშვებ
ჩემი კუნძულიდანო.ააგე ტივი, საგზლად ღვინოსა და პურს გაგატან. სამოსელსაც
გაგიმზადებო. თუმცა ოდისევსი დაეჭვდა ამ სიტყვების გულწრფელობაში და ეტყვის,
რომ მანამდე არ ავა ტივზე, სანამ საშინელი ფიცით არ შეჰფიცავს, რომ უბედურებას
არ დაატეხს თავზე.კალიფსო დამშვიდებით ეტყვის, რომ ჭირში მრავალნაცადი,
ფრთხილი და უნდოც ყოფილა. დე, მოწმე იყოს ცა, დედამიწა და ქვესკნელი, რომ
არაფერს შეგამთხვევ!თავს მირჩევნიხარ და ბედის ანაბარა არ მიგატოვებო. ამ
სიტყვების შემდეგ მღვიმეში შებრუნდნენ, ნიმფამ მოკვდავთა შესარიგი სასმელ-
საჭმელი დაუდო. შემდეგ ნიმფამ დალოცა ოდისევსი და ჰკითხა, განა შეედრება
ტანადობით მისი მეუღლე? ოდისევსმა უთხრა, რომ იც გაცილებით მშვენიერი იყო,
მაგრამ გული მაინც სამშობლოსკენ უწევდა. ის ღამე ქალღმერთმა და ოდისევსმა ღამე
ერთად გაატარეს, მეორე დღეს ტივის აგებას შეუდგნენ, მეხუთე დღეს კი კალიფსომ
ოდისევსი განბანა, სამოსელში გამოაწყო, საჭმელები გაუმზადა და თან კეთილი
ზურგქარი დაადევნა.თან რამდენიმე რჩევაც მისცა. ამ ეპიზოდში ჩანს, თუ როგორ
უყვარდა და პატივს სცემდა კალიფსო ოდისევსს. მისთვის ბოროტი არ უსურვებია და
გზა დაულოცა, მიუხედავად იმისა, რომ გმირმა უკვდავ ღმერთს მოკვდავი ქალი
ამჯობინა.

ოდისევსი კირკესთან

ტროადან წამოსული ოდისევსი და მისი მხლებლები გარკვეული დროის შემდეგ ერთ


კუნძულს მიადგნენ, ოდისევსი და რამდენიმე მხლებელი დარჩა, ნაწილი კი
კუნძულზე გადავიდა, რომ გაეგოთ სად იმყოფებოდნენ. ისინი კირკეს სასახლეს
მიადგნენ.. სასახლეში ნებივრად წამოწოლილიყვნენ ქალღმერთის მოჯადოებული
ლომები და მგლები. ისინი ადამიანებს არ ერჩოდნენ. სასახლის დარბაზიდან
მეომრებს კირკეს ტკბილი სიმღერა შემოესმათ. ერთ-ერთმა მეომარმა აზრი გამოთქვა,
რომ დაეძახათ და გაეგოთ, ვინ იყო იგი. დაუძახეს. ქალღმერთმა შინ შემოიპატიჟა
ისინი. მეომრებია არც დაფიქრებულან სე შეჰყვნენ. მხოლოდ ერთი დარჩა გარეთ,
რომელმაც საცდურის მოახლოება იგრძნო. საკვებში თავისი ჯადო განაზავა
ქალღმერთმა და ისე მიართვა შინ მისულებს, რათა მათ სამშობლოს ხსოვნა
წარხოცოდათ.მისი შესმის შემდეგ კირკემ ყველა საღორეში ჩაკეტა და ღორების
საჭმელი დაუყარა. გარეთ დარჩენილი ერთი მეომარი კი ოდისევსისკენ გაბრუნდა,
რათა ყველაფერი ეამბნა. ოდისევსი ფიცხლად წამოდგა და სასახლისკენ გაემართა.
გზად მას ჰერმესი ჭაბუკის სახით გამოეცხადა და წამალი მისცა, რომელიც ხიფათს
აარიდებდა. თან ქალღმერთის ხრიკები გაუმხილა. ამიტომ ეს წამალი უნდა შეესვა,
რომ კირკეს ჯადოს აღარ ემოქმედა. თუმცა მის ნებას უნდა დაჰყოლოდა, რათა ქალის
გული მოეგო და მეგობრები გაეთავისუფლებინა. კირკემ ოდისევსიც შინ შეიპატიჟა.
ჯადოს შესმის შემდეგ მან ოდისევს სესძახა, მიდი, შენც ღორად იქეც შენი ამხანაგების
მსგავსადო, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა ფეხებში შეუვარდა და ჰკითხა, ვინ ხარ?
ვისი ძე ხარ? საიდან მოსულხარო? იქნებ ოდისევსი ხარ, მრავალნაცადიო. მაშ, მოდი,
ჩემი სარეცელი გაიზიარეო. ოდისევსმა უარი უთხრა, რახან თავისი მეგობრები
ღორებად ექცია. ქალღმერთმა შემომფიცა, რომ გაათავისუფლებდა. არც ლუკმა ჩაიდო
ოდისევსმა პირში, სანამ თავისი მეგობრები კლვავ არ დაინახა. როცა მეგობრები
კვლავ ადამიანებად აქცია კირკემ, ოდისევსს უთხრა, რომ ხომალდი ნაპირზე
ამოეყვანათ და ყველა მეომარი მასთან მიეყვანათ. ოდისევსი ასეც მოიქცა. ევრილოქეს
კი კვლავ არ სურდა კირკესთან დაბრუნება. ამასობაში კირკესთან მეომრებმა
განიბანეს, შეიმოსეს, ინადიმეს.მთელი წელი ასე გაგრძელდა. შემდეგ მეომრები გონს
მოვიდნენ და მიხვდნენ, რომ სამშობლოში დაბრუნების დრო იყო და ოდისევსსაც
გაახსენეს ეს. ოდისევსი კირკეს შეევედრა, რომ სამშობლოში დაებრუნებინა. კირკემაც
უთხრა, რომ ძალით აღარ დააკავებდა, თუმცა ჯერ ჰადესში უნდა ჩასულიყვნენ, იქ
ტირეზიას სულს უნდა ამკითხვინონ. ოდისევსი დათანხმდა, ქალღმერთი კი
დაარიგებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჰადესს და გამოისტუმრებს.

3.ვერგილიუსის შემოქმედების ძირითადი ასპექტები და „ენეიდა“

(ჩასამატებელია ძირითადი ასპექტები )


ვერგილიუსმა გადაწყვიტა, შეექმნა პოემა „ენეიდა“ ტროელი გმირის, ენეასის
შესახებ. პოეტმა მოქმედება წარსულში გადაიტანა და უმღერა რომაელი
ხალხის ბრწყინვალე მომავალს, რომელიც ვერგილიუსისა და ავგუსტუსის
ეპოქაა. ეს პოემა ავგუსტუსის, მის წინაპართა სადიდებელი პოემაც იყო.

ვერგილიუსმა უპირველესად ჩამოაყალიბა პოემის გეგმა, მოკლე პროზაული


შინაარსი.ძვ.წ 19წელს პოეტმა ძირითადად დაასრულა ნაწარმოები. იგი პოემის
დახვეწას 3წლის განმავლობაში ვარაუდობდა. ამ მიზნით მან გადაწყვიტა
ახლოს გაცნობოდა პოემაში აღწერილ ადგილებს და საბერძნეთსა და მცირე
აზიაში სამოგზაუროდ წავიდა. მაგრამ ავად გახდა და გარდაიცვალა. პოეტის
ნება იყო, რომ არ გამოექვეყნებინათ „ენეიდა“, თუმცა ავგუსტუსის
დაჟინებული თხოვნით ის გამოაქვეყნეს, ხელუხლებელი დატოვეს
დაუმთავრებელი ჰექსამეტრული სტრიქონები, რომელთა დამთავრებაც
ვერგილიუსმა ვერ მოასწრო.
„ენეიდა“ 12წიგნისგან შედგება. პირველი 6წიგნი ეძღვნება ენეასის ხეტიალს
ტროას დანგრევის შემდეგ და თემატურად „ოდისეას“ უახლოვდება. დანარჩენ
6წიგნში კი გადმოცემულია ენეასის ბრძოლა იტალიაში. პოემის ეს ნაწილი
„ილიადას“ ენათესავება.
პოეტის სურვილია გააერთიანოს ბრძოლა და ხეტიალი. „ენეიდაში“ მითი
თანამედროვეობასთანაა შერწყმული. ამ ნაწარმოებით პოეტს სურს, რომ
დაასაბუთოს, რომ რომის დაარსება ღმერთთა ნებით მოხდა, რომ იტალიელთა
წინაპრები, ელინთა მსგავსად, უძველესი ტომები იყვნენ, რომ უზენაესთა
გადაწყვეტილების თანახმად, ტროელთა ერთი ნაწილი იტალიაში
დამკვიდრდა. ვერგილიუსი უმღერის ენეასს, როგორც ქველ ვაჟკაცს და მის
ბრძოლებს. ენეასში გაერთიანებულია აქილევსისა და ოდისევსის სახეები.
თუმცა ენეასის სახეები განსხვავებულია.
პირველ წიგნში: მოკლე შესავლის შემდეგ მოთხრობილია ენეასის დევნა
ქალღმერთ იუნოს მიერ, რომელიც ზღვაზე ტროადან გადმოხვეწილებს
საშინელ ქარიშხალს მოუვლენს. ტროელი გმირები მიადგებიან აფრიკის
სანაპიროს დედოფალ დიდოს სამეფოს, მშენებარე ქალაქს, კართაგენს. დიდოს
თხოვნით ენეასი უამბობს კართაგენელებს ტროელთა თავგადასავალს
ილიონის დაცემის შემდეგ.
მეორე წიგნში :ენეასი ტახტზე ჯდება და იწყებს თხრობას, თუ როგორ დაამხეს
ტროა დანაელებმა, თუ როგორ ააგეს მათ მთასავით ცხენი ქალწულ პალადას
შთაგონებით. შემდეგ ელინებმა მოატყუეს, რომ ვითომ ქალაქი მიატოვესდა
ხის ცხენი კარიბჭესთან დატოვეს, რომელშიც რჩეული გმირები ისხდნენ.
ელინებმა გაავრცელეს ხმა, თითქოს ცხენი მინერვას უძღვნეს, რათა შინ
მშვიდობით დაბრუნება შეძლებოდათ. გაბრიყვებულმა ტროელებმა ცხენი
ქალაქში შეაგორეს, საიდანაც ღამით მეომრები გამოვიდნენ, კარი გაუღეს
დანარჩენ მეომრებს და ელინებმა ტროა მიწასთან გაასწორეს.
აქ ჩართულია ლაოკოონის ამბავიც, რომელიც ცდილობს, ფრიგიელთ
გონზე მოყვანას, რომ არ შეიყვანონ ხის ცხენი ქალაქში. დრამატულადააა
აღწერილი ქურუმ ლაოკოონისა და მისი ორი ვაჟის დაღუპვა ორი გველის
მიერ.
ვენუსის რჩევით, ენეასი ოჯახითურთ გარბის ქალაქიდან, მაგრამ გზად
კარგავს მეუღლეს. იგი ბრუნდება , რომ მოძებნოს მეუღლე, თუმცა ენეასს მისი
აჩრდილი გამოეცხადება, რომელიც საკუთარ სიკვდილზე უამბობს და ურჩევს,
განაგრძოს გზა.
მესამე წიგნში: ენეასი აგრძელებს თავისი თავგადასავლის თხრობას. როგორ
მიცურეს ტროელებმა თრაკიის სანაპიროსთან, სადაც მოინდომეს ახალშენის
დაარსება, სანამ სისხლიანმა მიწამ არ მიახვედრა, რომ ეს არ იუო ის აღქმული
ქვეყანა, სადაც ტროელები უნდა დამკვიდრებულიყვნენ.კუნძულ დელოსზე
მისულ ენეასს აპოლონის ქურუმი აუწყებს, რომ მათ წინაპართა ფუძე
ელოდებათ. ენეასის მამა ცდილობს, დაადგინოს თუ რომელია ეს ქვეყანა. იგი
გადაწყვეტს, რომ ეს კუნძული კრეტაა. იქ მისული ტროელები ქალაქს აშენებენ,
შიმშილობის დაწყებამ კი ისინი გადაწყვეტილების სიცხადეში დააეჭვა. ენეასს
ძილში პენატები გამოეცხადებიან და აუწყებენ, რომ ისინი ჰესპერიაში უნდა
ჩავიდნენ, სწორედ იქ იშვნენ ტროელთა წინაპრები. ენეასი სიცილისკენ
მიეშურება. გზად მას ხვდებიან პელენოსი და ანდრომაქე. სიცილიაში
გარდაიცვლება ანერსე. ამით ისინი სიმბოლურად კავშირს წყვეტენ ტროასთან.
მეოთხე წიგნში“ ეს არის დიდოს სიყვარულის ამბავი. ქალღმერთების
ხელშეწყობით ენეასი თანაუგრძნობს დიდოს სიყვარულს და რჩება
კართაგენში, ხალისით მონაწილეობს ქალაქის შენებაში. იგი ივიწყებს თავის
მისიას, სანამ ჰერმესი არ გამოაფხიზლებს. შეშფოთებული ენეასი ტოვებს
კონძულს, მას დიდოს მუდარა არ აჩერებს. დიდო კი თვითმკვლელობით
ამთავრებს სიცოცხლეს.
მეხუთე წიგნში: ტროელები კვლავ სიცილიაში არიან და ანქისეს სულის
მოსახზენიებლად აწყობენ თამაშობებს. ეს ადგილი პატროკლოსის
დაკრძალვის სცენას გვახსენებს.
მეექვსე წიგნში: კუმეში მისული ტროელები აპოლონის ტაძარში სწირავენ
მსხვერპლს, ქურუმის რჩევით, ენეასი მიცვალებულთა სამეფოში ჩადის და
მამას მოინახულებს, იქვე იხილავს დანაღვლიანებული დიდოს აჩრდილს,
რომელიც მდუმარედ გაეცლება მას. ანაქისესირომაელთა მომავალი
ბრძოლების შესახებ აუწყებს. ამ წიგნში ვერგილიუსი გამოხატავს თავის
მხარდაჭერას ოქტავიანუსის რეჟიმისადმი.
ამ ექვსი ნაწილით სრულდება ენეასის თავგადასავლის თხრობა და იწყება
თხრობა ტროელი გმირების ბრძოლებზე ახალი სამშობლოს მისაპოვებლად.
მეშვიდე წიგნი: ისევე, როგორც პირველი, მიზისადმი მიმართვით იწყება.
ენეასი პატიუმს მიადგა, სადაც ლატინუსი მეფობს. მან ტროელ გმირს თავისი
ქალიშვილი შესთავაზა ცოლად, რადგამ წინასწარმეტყველებით იცოდა, რომ
ასული უცხოელისთვის უნდა მიეთხოვებინა, რითაც იტალიის ხალხის
გაძლიერებას შეძლებდა. მაგრამ მათ დამოყვრებას წინ აღუდგა ტურნუსი,
რომელზეც დაწინდული იყო მეფის ასული.
მერვე წიგნში: მოწინააღმდეგენი ბრძოლისთვის ემზადებიან. ენეასმა
მოკავშირეებად გაიხადა ეტრუსკები და არკადიელი ევანდერი. ტურნუსი კი
სისასტიკით სახელგანთქმულ მეფეს, მესენციუსს შეეკრა, რომელიც
ეტრუსკებმა განდევნეს თავიანთი ქვეყნიდან. ენეასი ახალი იარაღით ემზადება
საბრძოლველად, რომელსაც მას ვენუსის თხოვნით, ვუკლანუსი უმზადებს.
ენეასის ფარზე რომის მთელი ისტორიაა გამოსახული.
მეცხრე წიგნში: საუბარია რიტულელთა თავდასხმაზე ტროელთა ბანაკზე,
როცა ენეასი იქ არ იმყოფებოდა. აქ ყურადღებას იქცევს ნისუსისა და
ევრიადუსის გმირული ბრძოლა და თავგანწირვა.
მეათე წიგნში: ღმერთთა ბჭობა. იუნო რიეტულელებზე ღელავს, ვენუსი
კი ტროელებზე. იუპიტერი კი სიმშვიდესა და ომის შეწყვეტას ითხოვს. აქვეა
აღწერილი პალასის დაღუპვა ტურნუსის მიერ და ლავსუსის დაღუპვა ენეასის
მიერ. ტურნუსი ხარობს პალასის სიკვდილით და იარაღსაც აცლის მას, ენეასი
კი წუხს ლავსუსის გამო, რომელიც მამას გამოექომაგა. იგი უტოვებს იარაღს
ჭაბუკს და სათანადო დაკრძალვას ჰპირდება.
მეთერთმეტე წიგნში: დაღუპულ მებრძოლთა დაკრძალვაა დახატული.
მტრის იარაღის შეწირვა ომის ღმერთისთვის, პალასის დატირება, ამაზონ
კამილას ბრძოლა და სიკვდილი.
მეთორმეტე წიგნში: ტურნუსისა და ენეასის ბრძოლა. იუპიტერი იუნოს
უკრძალავს ტურნუსის დახმარებას. ტროელებმა უნდა გაიმარჯვონ. იუნო
ნებდება მის სურვილს. ენეასი ამარცხებს ტურნუსს. ასეთია პოემის
დასასრული.
„ენეიდაში“ ვერგილიუსმა ასახა რომის მითიური და ისტორიული
წარსული, მისი ძველი და ახალი დიდება. მან რომის დიდებას დაუდგა ძეგლი
ამ პოემით და ამით უკვდავება მოიპოვა, როგორც უდიდესმა პოეტმა.
ვერგილიუსის „ენეიდაში“ ენეასის სახით დაგვიხატა ზოგადსაკაცობრიო სახე
მაღალზნეობრივი გმირისა.
6 ბილეთი

1.რომაული ლიტ-ის ისტორიის ოქროს ხანა ავგუსტუსის ეპოქა.

2.სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“- შინაარსი. ოიდიპოსი-უდანაშაულო დამნაშავე თუ


გაცნობიერებული ჰიბრისი.

სოფოკლე ამ ტრაგედიაში გამოიყენებს თებეს ციკლის თქმულებას, რომლის


ცენტრალურ ფიგურას ოიდიპოსი და მისი შთამომავალნი წარმოადგენენ.

პროლოგში ოიდიპოსი წარმოდგენილია, როგორც თებეს სახელოვანი მეფე. იგი


გამოდის მძიმე ეპიდემიით მოცული თანამოქალაქეების წინაშე და აღუთქვამს მათ,
რომ მოუტანს ხსნას. ოიდიპოსს უკვე გაუგზავნია თავისი ცოლის ძმა კრეონი
დელფოში აპოლონის სამისნოსგან ამბის შესატყობინებლად. ნრუნდება კრეონი, მას
საიმედო ამბავი მოაქვს. თურმე თებეში დაუსჯელად დადის ოიდიპოსის
წინამორბედი მეფის, ლაიოსის მკვლელი. ვიდრე იგი ქალაქში იქნება, თებელებს არ
მოასვენებს ავი სენი. ღმერთის რისხვის მიზეზი გაირკვა. გაჩნდა იმედის სხივი.
ოიდიპოსი გადაწყვეტს, მიაკვლიოს მკვლელს. იგი თანამოქალაქეებს ეტყვის, რომ
თუკი ლაიოსის მკვლელი თავად აღიარებს დანაშაულს, მაშინ მას უვნებელად
გაუშვებენ ქალაქიდა, ხოლო თუ სიმართლეს დამალავს, მაშინ სასტიკად დასჯიან.
შემდეგ გუნდი იხმობს ტირესიასს, ბრმა მისანს, ტირესიასი სასტიკ უარსზეა, თქვას
სიმართლე. ბოლოს, ტირესიასი მაინც იტყვის: კაცის მკვლელი, რომელსაც ეძებ, შენა
ხარ. ეს სიტყვები ოიდიპოსს ეჭვს აღუძრავს, რომ მის წინააღმდეგ კრეონს
შეთქმულება ჩაუფიქრებია, რომელშიც მისანიც ჩართულა. იგი იხსენებს იმას, რომ
თავის დროზე თებეს სფინქსი ტანჯავდა და ქალაქის სახსნელად უბრალო გამოცანის
ამოხსნა იყო საჭირო, მისანმა ვერ შეძლო თებელთათვის გონივრული რჩევის მიცემა.
მხოლოდ ოიდიპოსმა ამოხსნა იგი. ამრიგად ტირესიას აქვს თუ არა მისნობის უნარი
ჯერ კიდევ საკითხავისა.

მომდევნო ეპიზოდებში ოიდიპოსი კრეონს ჯერ სიკვდილით დასჯას, ხოლო შემდეგ


კი ქალაქიდან გაძევებას დაუდგენს. თუმცა თავად აწუხებს მისნის სიტყვები.
იოკასტესთან საუბრიდან ვიგებთ, რომ სხვადასხვა დროს სამისნოს ლაიოსისთვის
უწინასწარმეტყველებია, რომ მას თავისი შვილი მოკლავდა, ხოლო ოიდიპოსისთვის,
რომ იგი მოკლავდა თავის მამას და დედას შეირთავდა ცოლად. მისნობის შიშით
ლაიოსს მოუშორებია ახალშობილი ძე. ,ოიდიპოსი კი გამოქცეულა კორინთოსის
მეფის, თავისი მამის სახლიდან, რომ გაქცეოდა წინასწარმეტყველებას. ამის შემდეგ,
ლაიოსი ყაჩაღებმა მოკლეს, ხოლო ოიდიპოსმა ცოლად შეირთო მისთვის სრულიად
უცხო იოკასტე, რომლისგანაც შვილები შეეძინა.მაგრამ ოიდიპოსს აწუხებს იმის
გახსენება, რომ წლენის წინ სამშობლოდან გამოქცეულმა გზაზე შელაპარაკების
შედეგად მოკლა ისეთი კაცი, როგორიც ლაიოსი უნდა ყოფილიყო. ნუგეში მხოლოდ
ის არის, რომ ლაიოსის მსახურმა აუწყა თანამოქალაქეებს, რომ მეფე ყაჩაღებმა
მოკლეს. ეს მსახური კი, მას შემდეგ, რაც ოიდიპოსი აურჩევიათ მეფედ, ტავისი
თხოვნით ქალაქიდან გაუმგზავრებიათ. თითქოს მისნობის სიმართლე შეუძლებელია,
მაგრამ ოიდიპოსს მაინც აწუხებს იგი. ამიტომ იგი გადაწყევტს, რომ ეს მსახური
ჩამოიყვანონ თებეში. ოიდიპოსმა იცის ისეც, რომ თუ მისი დანაშაული დამტკიცდება,
თებედან წასვლაც მოუხდება, მაგრამ არ სურს სამშობლოში დაბრუნება, რადგან
შესაძლოა წინასწარმეტყველება ახდეს. ამ დროს შემოდის მაცნე კორინთოდან. იგი
გვაცნობს, რომ გარდაიცვალა ოიდიპოსის მამა. ე.ი იგი მოკვდა ოიდიპოსის
მონაწილეობის გარეშე. მაგრამ დედა ჯერაც ცოცხალია. ოიდიპოსი შიშობს, არ
შეირთოს იგი ცოლად. როცა მაცნე ოიდიპოსის შიშის მიზეზს გაიგებს დაამშვიდებს
და ეტყვის, რომ ოიდიპოსი სულაც არ არის კორინთოს მეფის ნამდვილი ძე, რომ მან
თავად მოუყვანა მეფეს ჩვილი, რომელიც ლაიოსის მწყემსმა გადასცა. ქორო მეფეს
აუწყებს, რომ ეს მწყემსი სწორედ ის თებელია, რომელიც უიდიპოსმა გამოიძახა. მეფე
მაინც ურყევია და ცდილობს, საქმე ბოლომდე გამოიძიოს. როცა ლაიოსის მწყემსი
მოვა, კორინთოდან მოსული მაცნე მასში შეიცნობს იმ კაცს, რომელმაც მას ჩვილი
გადასცა. მწყემსს არ სურს სიმართლის თქმა, მაგრამ ოიდიპოსის მუქარა აიძულებს,
აუწყოს მეფეს ყოველივე. ყოველივე გაირკვა. ოიდიპოსს მოუკლავს თავისი მამა და
ცოლად შეურთავს დედა, მისგან შვილებიც შეეძინა, რომლებიც ერთდროულად და-
ძმანიც არიან.

გუნდი ოიდიპოსის უბედურებაზე მღერის. შემდეგ ვიგებთ, თუ როგორ ჩამოიხრჩო


თავი იოკასტემ, თუ როგორ ჩამოხსნა ოიდიპოსმა დედის ცხედარი და დაითხარა
თვალები. ოიდიპოსი აღიარებს თავის დანაშაულს კრეონის წინაშე. ეს უკანასკნელი
კი, რომლის ხელშიც გადადის ძალაუფლება უაღრესი თანაგრძნობით არის
განწყობილი ოიდიპოსის მიმართ.ოიდიპოსი შვილებს კრეონს აბარებს. ოიდიპოსს კი
სურს, რაც შეიძლება შორს გადაიკარგოს თებედან.

3.ბერძენი ფილოსოფოსები-პლატონი, არისტოტელე

პლატონი იყო ბერძენი, ფილოსოფიური პროზის წარმომადგენელი, მოღვაწეობდა


ძვ.წ. V-IV საუკუნეთა მიჯნაზე. იგი დაიბადა გავლენიან ოჯახში, მშობლებმა
არისტოკლესი დაარქვეს, მაგრამ ფართო შუბლის გამო პლატონი შეარქვეს, რაც
ბერძნულად ფართოს ნიშნავს. იგი თავდაპირველად ტრაგედიებს, დითირამბებს და
ეპიგრამებს წერდა, თუმცა მისი მოწოდება არ იყო პოეტობა. იგი სოკრატესთან
შეხვედრის შემდეგ ჩამოყალიბდა ფილოსოფოსად და მოაზროვნდე. სოკრატეს გარდა,
მის მსოფლმხედველობაზე გავლენა ეგვიპტესა და იტალიაში მოგზაურობისას,
მისტერიალურ რელიგიებთან ზიარებას უნდა მოეხდინა. მას ეკუთვნის 30-ზე მეტი
ფილოსოფიური დიალოგი და 13 წერილი. მისი თხზულებებია: „იონი“, „ლისისი“,
„აპოლოგია“, „დიდი ჰიპიასი“, „მცირე ჰიპიასი“, „ფედონი“, „სახელმწიფო“, „ნადიმი“,
„სოფისტი“, „პოლიტიკოსი“ და ა.შ.

პლატონის დიალოგები იყოფა სამ ჯგუფად: 1. ადრეული ანუ სოკრატული


დიალოგები, სადაც სოკრატე ცენტრალური ფიგურაა, იგი ცდილობს სხვათა
პოზიციის დადგენას, მაგრამ თავის თვალსაზრისს არ ამჟღავნებს. („იონი“,
„აპოლოგია“, „დიდი ჰიპიასი“) 2. შუა პერიოდის დიალოგებში სოკრატე კვლავ წამყვან
პერსონაჟად დგება, თუმცა სხვათა შეხედულებების „ნგრევას“ აღარ ცდილობს
(„ფედონი“, „სახელმწიფო“, „ნადიმი“) 3. გვიანდელ დიალოგებში სოკრატე მთავარ
მოსაუბრედ გვევლინება, ხოლო პლატონი ვრცლად, ხშირად კრიტიკულად
წარმოგვიდგენს როგორც საკუთარ, ისე სხვა ფილოსოფოსთა მოსაზრებებს.
(„სოფისტი“, „პოლიტიკოსი“, „კანონები“).

პლატონის უდიდეს ნოვატორობად უნდა ჩაითვალოს დიალოგის ფორმის


შემოტანა, რომელმაც ფილოსოფიის ისტორიაში ერთგვარი გადატრიალება მოახდინა.
მან ასევე საფუძველი ჩაუყარა თანდაყოლილობის თეორიას. მან დააარსა
იდეალიზმი. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მის მოძღვრებაზე ხელოვნების
შესახებ. იგი ძალიან უარყოფითად იყო განწყობილი პოეტებისა და პოეზიის მიმართ,
პლატონი ამბობს, რომ თავის იდეალურ სახელმწიფოში არ დაუშვებს პოეტებს.

თავის მოსაზრებას ასაბუთებს შემდეგი ორი არგუმენტით: 1. ხელოვნების ნიმუშის


შექმნა ნიშნავს მშვენიერების იდეის გამოსახვას ერთ კონკრეტულ, მატერიალურ,
გრძნობად სახეში. ეს კი, პლატონის თანახმად, მიბაძვის მიბაძვაა. ხელოვანი ბაძავს
გრძნობად საგანს, რომელიც თავის მხრივ, ბაძავს იდეას. სწორედ ამიტომ, პლატონის
მოძღვრება ხელოვნების შესახებ გვევლინება მიბაძვის, ანუ მიმესისს თეორიად. 2.
მისი მეორე არგუმენტი ტრაგედიას უკავშირდება, ის თვლის, რომ აქ აღწერილი
არაორდინალური მოვლენები (დედა ხოცავს შვილებს, ცოლი კლავს ქმარს და ა.შ.)
მორალურად რყვნის ხალხს.

პლატონის არგუმენტები გააბათილა მისმა მოსწავლემ, არისტოტელემ. თუ


პლატონთან ეს „მიბაძვა“ უარყოფითად არის შეფასებული, რამდენადაც არ ასახვს
რეალობას ადეკვატურად, არისტოტელესთან პირიქით, „მიმესისი“ ყურადღების
ცენტრშია და პოეტური ხელოვნების ღირსებას განსაზღვრავს.

არისტოტელეს აზრით, სწორედ მიბაძვითაა, რომ ადამიანები იღებენ პირველად


შემეცნებას და ამისგან სიხარულს განიცდიან. პოეტის ღირსებად არისტოტელეს
მიაჩნია არა ძირფესვიანი ცოდნა იმ ყველაფრისა, რის შესახებაც იგი წერს, არამედ
მიბაძვის ნიჭი და მასშტაბი. რაც შეეხება ტრაგედიის უარყოფით გავლენას
ადამინებზე, ამის შესახებ არისტოტელე საინტერესო მოსაზრებას აყალიბებს,
ტრაგედიის მიზანია გამოიწყვიოს მაყურებელში და მსმენელში ელდის (შიშის) და
თანაგრძნობის ემოციები და ამ გზით შექმნას მასში განწმენდის „კათარსისის“
შეგრძნება. ანუ უარყოფით გავლენას კი არ ახდენს ტრაგედია ადამიანებზე, არამედ
პირიქით ის მათ წმენდს ვნებებისა და ემოციებისაგან. (ამ ყველაფერზე
არისოტოტელე საუბრობს თავის „პოეტიკაში“)

როგორც აღვნიშნეთ, არისტოტელე იყო პლატონის მოსწავლე, ისიც ბერძენი იყო,


დაიბადა თრაკიაში, არის ფილოსოფიური პროზის წარმომადგენელი. მოღვაწეობდა
ძვ.წ. IV ს-ში. სწავლობდა პლატონის აკადემიაში და მისი გარდაცვალების შემდეგ
იქედან წავიდა. იგი იყო ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი. არისტოტელეს
თხზულებები ორი ნაწილად იყოფა: 1. გარეშე პუბლიკისთვის „გაცემული ნაშრომები“
და 2. პედაგოგიური ნაშრომები, რომლებიც განკუთვნილი იყო სტუდენტების ვიწრო
წრისათვის.
7ბილეთი

1. ანტიკური კომედია არისტოფანედან პლავტუსამდე.

2. ოდისევსი ფეაკებთან და თავგადასავლის თხრობა (მოკლე შინაარსი),


ოდისევსის დახასიათება და მარშუტი
ტროას დაცემიდან ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ოდისევსი ნიმფა
კალიფსოსთან იმყოფება, მასზე პოსეიდონი ყოფილა გამწყრალი, რის
მიზეზსაც შემდეგი პასაჟებიდან ვიგებთ. სიუჟეტის კომპოზიცია
ინვერსიულია, ისევე, როგორც ,,ვეფხისტყაოსნისა“, სადაც ტერიელი
ავთანდილს უყვება თავისი მმწუხარების მიზეზსა და თავგადასავალს.
ფეაკებთან მოხვედრილი ოდისევსიც მსგავსად გულწრფელად უამბობს
ფეაკთა მეფეს თავისი ხიფათიანნი მოგზაურობის შესახებ. ალკინოსს
ხანგრძლივი ხეტიალის ამბავს. სწორედ ამ ეპიზოდიდან შეგვიძლია
განვსაზღვროთ ოდისევსის მარშუტიც. ათენას შემწეობით ოდისევსი ფეაკთა
კუნძულზე ხვდება, ათენა აქაც დაეხმარება ოდისევსს და ალკინოსის
ასულს,ნავსიკაას, მდინარეზე წასვლას შთააგონებს, ნავსიკა იქ ოდისევსს
წააწყდება, სამოსს მისცემს და სტუმართმოყვრულად მიიღებს. ფეაკებთან
გამართულ ლხინზე ოდისევსი თავის ვინაობას დამალავს, თუმცა ხის ცხენის
დანახვაზე ცრემლი მოერევა და დაეჭვებული მეფეც სთხოვს, დაუფარავად
მოუყვეს თავისი ამბავი. ტროით წამოსული იდუსევსი კიკონთა ქალაქს,
ისმარს, მიადგა. დიდძალი ნადავლი მიიტაცა და მებრძოლებსაც გაუყო, მაგრამ
დახარბებული თანამებრძოლები ოდისევსის ნებას, უკან გაბრუნებულიყვნენ,
არ დაემორჩილნენ. კიკონებმა თვისტომნი მოიხმეს და აქაველებს
შეებრძოლნენ, ოდისევსს თითო გემიდან 6 კაცი მოაკლდა, შეთხელებულმა
ლაშქარმა ცურვა განაგრძო, თუმცა ზევსის რისხვა დაატყდა თავს, ქარიშხალი
ამოვარდა და 9 დღე-ღამე აღარ გაჩერდა, მეათე დღეს თითქმის სამშობლომდე
მისული ოდისევსი ლოტოფაგების მხარეს აღმოჩნდა. ნაპირზე საჭმელ-
სასმელი მოიძიეს, ოდისევსმა თანამგზავრები დასაზვერად გაგზავნა,
ლოტოფაგები უხვად გაუმასპინძლდნენ, თუმცა როცა ლოტოსის კერძი იგემეს,
მოჯადოვდნენ და უკან დაბრუნება აღარ ინებეს, ოდისევსს მათი წამოყვანა
ძალით მოუხდა. ლოტოფაგების შემდეგ მმოხეტიალე აქაველები კიკლოპთა
მხარეს მიადგებიან. კიკლოპები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ ცოლ-
შვილით, უხვნელ-უთესი მიწები ჰქონდათ, ყველაფერი თავისით ხარობდა,
ტყეში კი თხები ძოვდნენ და კაცის სიახლოვესაც კი არ უფრთხოდნენ.
ოდისევსის ლაშქარი გამთენიისას თხის ხორცით დანაყრდა, მან 12 ყრმა
წაიყვანა,კიკონების ღვინოც წაიღო და გამოქვაბულს მიადგა, სადაც კიკლოპ
პოლიფემოსი სახლობდა, ოდისევსი მასპინძლის მოსვლას დაელოდა, ეგონა
ისე მიიღებდა, ,,როგორც წესია ამა ქვეყნის კაცთა მოდგმისა“, მაგრამ კიკლოპი
ველური კაციაჭამია აღმოჩნდა, რომელიც ღმერთების ნებასაც კი არად
აგდებდა. კიკლოპმა გამოქვაბულის კარი ჩახერგა, გამოქვაბულში
დაბრუნებული ოდისევსის თითო მეგობარს აგდებდა ქვაბში და ჭამდა,
ოდისევსმა კიკლოპს კიკონების ღვინო შესთავაზა, კაციჭამიასაც იმდენად
მოეწონა, რომ ,,ჯილდოდ“ ოდისევსს ბოლოს შეჭმა აღუთქვა. მოხერხებული
ოდისევსი გოლიათს ,,არავინის“ სახელით გაეცნო, მისი სიმთვრალით
ისარგებლა და დააბრმავა. პოლიფემოსის ყვირილზე შეკრებილი მეზობლები
უკან გაბრუნდებიან, რადგან იგი თავისი უბედურების მიზეზად ,,არავინს“
დაასახელებს. კდილით ოდისევსი და თანამგზავრები თხებს ამოეკვრებიან
მუცელზე და ისე გააღწევენ გამოქვაბულიდან, როდესაც ისინი ზღვაში გავლენ,
გათამამებული ოდისევსი კიკლოპს ნიშნისმოგებით ეტყვის, თუ ვინმე
გითხავს, ეს ვინ გიყოო, გადაეცი ლაერტეს ძემ ოდისევსმა წამართვა თვალის
ჩინიო. სწორედ აქედან იწყება პოესეიდონის განრისხება ოდისევსზე. კიკლოპი
მამას შესთხოვს შური იძიოს ოდისევსზე, რომლის მოსვლაც თურმე
ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, მაგრამ ფიზიკურად ასეთ სუსტ მეტოქეს არ
ელოდა. ოდისევსის თხრობით მოხიბლული ფეაკები უხვად დაასაჩუქრებენ
მას და სწრაფი ხომალდით ითაკაზე გაუშვებენ. ე.ი ოდისევსი ჯერ კიკონებთან
ხვდება, შემდეგ ლოტოფაგებთან, კიკლპებთან, კაციჭამიების მხარიდან
გამოქცეული ეოლოსს, ქართა მეუფეს, ესტუმრება, რომელიც 1 თვის შემდეგ
გაისტუმრებს და გუდით გაატანს მავნე ქარებს, თანამგაზვრები გუდას
გახსნიან და ისევ ეოლოსს მიადგებიან, მაგრამ მეფე მათ არაღ მიიღებს,
მოხეტიალეები კაციჭამია ლესტრიგონებს მიადგებიან, ლესტრიგონები
ოდისევსს ყველა ხომალდს დაუმტვრევენ, ერთადერთი გადარჩენილი
ხომალდით და მცირე თანამგზავრებით მიადგება აიაიას კუნძულს, სადაც
ცხოვრობს აიეტის გრძნეული და კირკე. იგი დასაზვერად გაგზავნილ
მეგობართა ერთ ჯგუფს ღორებად გადააქცევს, ჰერმესი ოდისევსს მისცემს
რჩევას, როგორ დაიმორჩილოს გრძენული კირკე. ოდისევსი ქალღმერთს
დაიმორჩილებს, მეგობრებთან ერთად 1 წელს დაჰყოფს მასთან, ხოლო
როდესაც ოდისევსი წასვლას მოისურვებს, კირკე მას მომავალი გზის
განსასაზღვრად ჰადესში გაგზავნის და დაარიგებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს.
ჰადესში ოდისევსი ბევრ მოულოდნენ ამბავს გაიგებს და ხომალდით კვლავ
უან ბრუნდება, კირკეს კუნძულზე იგი ჩაუვლის მაცდურხმიან სირენებს და
მიაღწევს საბედისწერო თრინაკიას, სადაც ჰელიოსის წმინდა ფარა ძოვს,
მშიერი თანამგზავრები ოდისევსის თხოვნის მიუხედავას დაკლავენ მზის
ღმერთის ხარებს, ზევსი კი ჰელიოსის თხოვნით, აქაველებს საშინელ
უამინდობად მოუვლენს, იღუპება ყველა, ოდისევსის გარდა, რომელიც ცხრა
დღის ჭიდილის შემდეგ ოგიგიის კუნძულზე აღმოჩნდება, ნიმფა
კალიფსოსთან, ღმერთების ნებით ჰერმესი ნიმფას აცნობს, რომ ოდისევსი
უნდა გაუშვას, ნიმფას არ სურს მისი გაშვება, თუმცა დაემორჩილება და
სწორედ ამის შემდეგ ხვდება ოდისევსი სქერიაზე, ფეაკთა სამფლობელოში,
საიდანაც ამდენი ხნის ხეტიალის შემდეგ უბრუნდება მშობლიური მიწის
კვამლს, ითაკას. ასეთია ოდისევსის საინტერესო, ხიფათით სავსე, ხანგრძლივი
თავგადასავლი, გზა ითაკიდან, ისევ ითაკამდა. ოდისეაში, ილიადასაგან
განსხვავებით, ყურადღება ერთ გმირზეა გადატანილი, ამიტომ განსაუთრებით
კარგადაა გამოკვეთილი ოდისევსის ხასიათი. იგი ფიზიკურადაც ძლიერია,
მაგრამ ეს სიძლიერე არ გამოიხატება გოლიათურ აღნაგობაში, ოდისევსი ვერ
მიაღწევდა ითაკას, რომ არა გონებამახვილობა, ტროას დამღუპველი ხის
ცხენის გამომგონებელი არაერთხელ დაიძვრენს თავს გამოუვალი
სიტუაციიდან, წინდახედულება გამოიჩინა, როცა კიკლოპს თავი ,,არავინად“
გააცნო, თუმცა აქვე ამჟღავნებს პატივმოყვარეობასა და ქედმაღლობასაც,
თავისივე გამჭრიახობით მოხიბლული ბრმა პოლიფემოსს ვინაობას უმხელს,
რითაც პოსეიდინოის რისხვას იმსახურებს.ოდისევსი არ ივიწყებს მეგობრებს
ყველაზე რთულ სიტუაციებშიც, კირკესთან მისული, პირველ ყოვლისა,
ღორებად გადაქცეულ თანამოძმეებს მოიკითხავს, ლოტოსით მოჯადოებულ
მეგობრებს კი უკან ძალით დააბრუნებს, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო იქვე
დაეტოვებინა და ზედმეტი საფიქრალი მოეშორებინა, რაც მთავარია
ყოველთვის ენატრება სამშობლო და გული ცოლ-შვილისაკენ, ითაკაში
მიუწევს. აქ ჩანს ოდისევსის ერთგული და გულისხმიერი ბუნება. ჰომეროსი
მას სხვა აქაველების ფონზე ყოველთვის ამაღლებულად გვიხატავს, მშიერი
ლაშქარი რომ ჰელიოსის ხარებს დააცხრება, ითაკის მეფე თავს იკავებს,
მიუხედავად იმისა, რომ მასაც სხვებივით შია, იცის ამას რაც მოჰყვება და
მოწოდების სიმაღლეზე დგას. ოდისევსი ყოველთვის სწორი გზისკენ
მოუწოდებს უნებისყოფო თანამებრძოლებს, თუმცა ხეტიალით დაღლილი
აქაველები ხშირ შემთხვევაში მას არ უჯერებენ და ხიფათსაც უქმნიან.
3. ჰორაციუსის შემოქმედების ანალიზი

8ბილეთი
1. ბერძნული ლირიკა, ლირიკის სახეები: ელეგია და იამბი

ტერმინ ლირიკის გაგებაში თანამედროვე ლიტმცოდნეობა ანტიკურისაგან


განსხვავდება. დღეს ჩვენ ლირიკაში ვაქცევთ ლექსის ფორმით დაწერილ ყველა
მნიშვნელოვან ნაწარმოებს, რომელშიც გადმოცემულია პოეტის განცდები,
ემოციები, საგნათა და მოვლენათა მისეული შეფასება. ეტიმილოგიურად ლირიკა
დაკავშირებულია ლირასთან და თავდაპირველად სწორედ ლირის
აკომპანიმენტით შესრულებულ სიმღერებს აღნიშნავდა. ბერძნული ლირიკის
განვითარებაზე მსჯელობისას მხედველობაში ტერმინის თანამედროვე გაგება
აქვთ, ლირიკაში აქცევენ: ელეგიას, იამბს, მელიკას (პიროვნული და საგუნდო ანუ
ქორიკა) . ანტიკური ლიტერატურის სპეციალისტები ლირიკად მიიჩნევენ მთელ
ბერძნულ პოეტურ პროდუქციას, ჰექსამეტრული საზომით გამართული
ნაწარმოებებისა და დრამის გარდა. ბერძნული ლიტერატურის ჩვენამდე
მოღწეული პირველი ძეგლები ეპოსის ჟანრს განეკუთვნება, მაგრამ სწორი არ
იქნება ვიფიქროთ, რომ პოეტური შემოქმედება ელინებმა პირდაპირ ვრცელი
პოემების შექმნით დაიწყეს. მანამდე და თვით ეპოსის აღმავლობის პერიოდშიც
არსებობდა მცირე ფორმის ლექსთა თხზვის პრაქტიკა, ამ შემთხვევაში
იგულისხმება საკულტო ჰიმნებიც და სხვადასხვა სიმღერაც. ასეთი ლექსები
იქმნებოდა სხვადასხვა გარემოებასთან დაკავშირებით უმეტესად
იმპროვიზებულად და ცოცხლობდნენ მანამდე, სანამ აქტუალურნი იყვნენ.
არქაიკის პერიოდში მოხდა ფსიქოლოგიური გარდატეხა, რამაც
ინდვიდუალიზაციის ტენდენციის გაძლიერებაში იჩინა თავი. ამ პერიოდში
მონუმენტური ეპოსის სულს, რომელის უმაღლესი გამოვლინება ჰომეროსის
პოემებია, მეტოქეობა დაუწყო მცირე ფორმის პოეტურმა ნაწარმოებებმა,
რომლებიც არქაიკის ელადის ადამიანებისთვის ინდივიდუალური განცდებისა
და ემოციების გადმოცემისთვის ბევრად უფრო შესაფერისი იყო. ტრადიციის
შესაბამისად, ისინი დაჯგუფდნენ სალაპარაკო და სასიმღერო შესრულებისთვის
განკუთვნილ ლექსებად. დეკლამაციისთვის (სალაპარაკო) განკუთვნილ ჯგუფში
ექცევა ელეგია და იამბი, ხოლო სასიმღეროში - პიროვნული და საგუნდო მელიკა.
ელეგია თავდაპირველად იმ მცირე ფორმის ნაწარმოებებს ეწოდებოდა,
რომლებსაც არსებითად სერიოზული მოტივები ასაზრდოებდა (დატირება,
მიძღვნა) . ტერმინის ეტიმოლოგიაზე დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ.
ელეგიის შესრულებას თანა ხლდა ხოლმე ფლეიტის აკომპანიმენტი. პირველი
სტრიქონი ელეგიისა დაქტილური ჰექსამეტრია, ხოლო მეორე - პენტამეტრი.
ელეგიურმა პოეზია არსებობდა მთელი ანტიკურობის განმავლობაში, არა
მარტო ბერძნულენოვან ლიტერატურაში. იგი საკმაოდ პოპულარული გახდა
რომაულ ლიტერატურაში, სადაც ელეგიური ჟანრის მრავალი ბრწყინვალე
პოეტური ნიმუში შეიქმნა. რენესანსიდან მოყოლებული ელეგიური პოეზიის
რეანიმაცია მოხდა ევროპული ქვეყნების პოეტურ შემოქმედებაში. ერთი
მხრივ ეს გამოიხატა ელელგიური დისტიქტის იმიტაციაში, ხოლო მეორე
მხრივ, ეპიგრამატული და ნაღვლიანი პოეზიის ტრადიციების აღორძინებაში,
გარკვეულწილად ტერმინი ელეგია სენტიმენტალური ლექსის სინონიმადაც
იქცა.

იამბი ასევე უცნობი ეტიმოლოგიის ტერმინი თავდაპირველად ლექსად


დაცინვას, გაკილვას ან კაფიას ეწოდებოდა. არქაიკის ეპოქაში იამბმა დაიტოვა
თავისი ეს ფუნქცია, თუმცა არ შემოფარგლულა მხოლოდ ამით. იგი დრამის,
სადიალოგო პარტიების კანონიკურ სალექსო საზომადაც კიიქცევა. იამბური
პოეზიის დამახასიათებელი საზომი იყო იამბური ტრიმეტრი. ტერმინი
პირველად არქილოქოსთან გვხვდება, რომელიც ძველი სამყაროს ჭეშმარიტად
გამორჩეული იამბოგრაფოსი იყო. იამბების აღდგენის ტენდენცია ახალ
ევროპულ ლიტერატურაშიც შეინიშნება. მე-19 საუკუნის დასაწყისში ფრანგი
ოგიუსტ ბარბიე წერს სატირულ წიგნს ,,იამბები“.

1. ესქილეს მიჯაჭვული პრომეთე. შინაარსი. ტრაგედიის არსი. პრომეთეს


კავკასიური ორეული.
ტრაგედია იწყება პრომეთეს მიჯაჭვით სკვითიაში მდებარე კლდეზე.
ღმერთებს შემოჰყავთ პრომეთე, მათ უნდა აღასრულონ ზევსის ბრძანება
პრომეთე კლდეს მიაჯაჭვონ. მან ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს
ჩამოუტანა. სწორედ ამიტომ უნდა დაისაჯოს. ჰეფესტოს უჭირს ამ ბრძანების
შესრულება, მაგრამ დავალება მაინც შესრულდება. პრომეთე წუხს იმაზე, რომ
მას სავსებით უსამართლოდ ტანჯავენ. პიესის განმავლობაში პრომეთე
კლდეზეა მიჯაჭვული. პირველად მასთან მოდიან ოკეანოსის ასულნი,
რომლებიც თავზარდაცემულნი არიან ზევსის სიმკაცრითა და პრომეთეს
უნუგეშო მდგომარეობით. პრომეთე მათ ყველაფერს უამბობს. ეტყვის, რომ ის
ზევსს დაეხმარა კრონოსთან ბრძოლაში , მაგრამ ზევსი ტირანია, რომელიც არ
ენდობა ახლობლებს. ამიტომ მან სიკეთე ასე გადაუხადა. როდესაც ზევსმა
ხელთ იგდო ძალაუფლება, ადამიანები საერთოდ დაივიწყა, რადგან მათი
ძველი მოდგმის მოსპობა სურდა. პრომეთე კი დაეხმარა ადამიანებს, რომ თავი
გადაერჩინათ. მან მოკვდავთა დახმარებისთვის თვით იდო ტანჯვა.მაგრამ
ზევსი იძულებული იქნება მოვიდეს მასთან დახმარების სათხოვნელად. ამ
ეპიზოდში იკვეთება მათ შორის დაპირისპირება. ოკეანიდებს შეცვლის
ოკეანოსი. იგი ბედავს პრომეთეს სანახავად მოსვლას,, რაასაც აფასებს თავად
პრომეთე. ოკეანოსი ძველი თაობის ღმერთია. ის ყოველგვარ დათმობაზე
წავიდა ზევსის წინაშე და ამით სიმშვიდე მოიპოვა. იგი ურჩევს პრომეთესს,
გახდეს ზევსის მორჩილი, თუმცა ეს გმირს არ შეუძლია. შემდეგ პრომეთე
მარტო რჩება და მის მონოლოგში აღწერილია ყოველივე, რაც მან
მოკვდავთათვის გააკეთა.მან ადამიანი ცივილიზაციას დააუფლა. ყველა
ხელოვნება მოკვდავთათვის პრომეთესგანაა. შემდეგ შემოდის ჰერასგან
ძროხად ქცეული იო, რომელიც ჰყვება თავისი ტანჯვისა და ქვეყანაზე უაზრო
ხეტიალის ამბავს. პრომეთე მას უწინასწარმეტყველებს მომავალს, რომ იგი
ჩაუყრის საფუძველს ახალ მოდგმას. ყვება, თუ როგორ დახოცავენ
ქალიშვილები თავიანთ ბიძაშვილებს პირველსავე საქორწინო ღამეს და როგორ
გადარჩება მხოლოდ ერთი წყვილი, რომელიც არგოსის ახალ სამეფო გვარს
დაუდებს დასაბამს. სწორედ მათ შთამომავლებში გაჩნდება გმირი, რომელიც
პრომეთეს გაათავისუფლებს. თავად პრომეთე კი აუცილებლად
გათავისუფლდება, რადგან მან იცის ის საიდუმლო, რომელიც ზევსისთვის
მნიშვნელოვანია.-რომელი ქალღმერთის შერთვის შემთხვევაში გაუჩნდება მას
ძე, რომელიც მამის ძალაუფლებას დაამხობს. შემდეგ მოდის ჰერმესი,
რომელიც მოითხოვს პრომეთესაგან, უთხრას საიდუმლო, მაგრამ პრომეთე
უდრეკია. ჰერმესი მას ემუქრება, რომ ზევსი კლდეს ჭექა-ქუხილს მოუვლენს
და პრომეთეს გაპობილი კლდე შთანთქავს, შემდეგ კი არწივი დაკორტნის,
მაგრამ პრომეთეს არ ეშინია. იგი ამბობს „დათმენა ტანჯვის მტრისგან
მტრისათვის ბუნებრივია“ ამიტომ გმირიც ყველაფრისთვის მზადაა. შემდეგ
მას თავს ზევსის რისხვა ატყდება. იგი გუნდთან ერთად იძირება სიღრმეში და
წარმოთქვამს ბოლო სიტყვებს. მიმართავს დედას, რომ ნახოს, რამდენ
უსამართლობას ითმენს.
ესქილემ პრომეთე აქცია ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად,
რომელიც მოკვდავთათვის სიკეთის მომტანია და ამისთვის იტანჯება. სწორედ
ასეთად მიიღო იგი მთელმა მსოფლიომ. თუმცა მისი სახის გააზრება აქ არ
მთავრდება. როგორც ჩანს, დიდი პოპულარობით სარგებლობდა იგი
საქართველოშიც. კავკასიის კლდეზე მიჯაჭვული ამირანი ხომ პრომეთეს
ორეულია. მას არწივი უკორტნის გულს. იგი, პრომმეთეს მსგავსად, ღმერთთან
დაპირისპირებული და ამის გამო დასჯილია. კულტურული გმირის სახე
იმდენად ძველია, რომ არ გამორიცხავენ საბერძნეთში პრომეთეს
მითოლოგიური ხატის ფორმირების პროცესში ქართველურ გავლენას ეს
ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია ანტიკური საბერძნეთისა და საქართველოს
ურთიეერთობების დასადგენად.
2. ოვიდიუსის შემოქმედება.მეტამორფოზები

ოვიდიუსი ვერგილიუსისა და ჰორაციუსის შემდეგ ავგუსტუსის ხანის პოეზიის


უდიდესი წარმომადგენელია. ის ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ სულმონში
დაიბადა. მამამისმა გადაწყვიტა, რომ ოვიდიუსისათვის და მისი უფროსი
ძმისთვის კარგი განათლება მიეცა. ამ მიზნით გაგზავნა ისინი რომში,
იურისპრუდენციისა და მჭევრმეტყველების შესასწავლად.
რიტორთა სკოლაში ოვიდიუსს ცნობილი ოსტატები ასწავლიდნენ. მათი
დახმარებით პოეტმა შეისწავლა რიტორიკული ხერხები, აფორიზმები,
შედარებები და სხვ. ამ სკოლაში შეითვისა ოვიდიუსმა სამართლის, ფილოსოფიის,
მითოლოგიისა და ისტორიის საფუძვლები. ოვიდიუსმა სწავლის დასრულების
შემდეგ მოიარა ელადა, მცირე აზრია, ალექსანდრია. რომში დაბრუნებულმა
პოეტმა სახელმწიფო სამსახურში დაიწყო მუშაობა, მაგრამ მალევე უარი თქვა
მასზე, რადგან მისი მოწოდება პოეზია იყო.
ოვიდიუსი იმ რჩეულ პოეტთა რიგს ეკუთვნის, რომელმაც ჭაბუკობიდანვე
მოიპოვა აღიარება თავისი ვირტუოზული ლექსებით. მის კალამს ეკუთვნის:
"ჰეროიდები", "ტრფობანი", "მეტამორფოზები" და მრავალი სხვ.
მისი შემოქმედების მწვერვალია "მეტამორფოზები". ამ პოემამ პოეტს
დიდი აღიარება მოუტანა, ოღონდ არა სიცოცხლეში. ეს პოემა, რომელსაც შუა
საუკუნეებში "წარმართულ ბიბლიას" უწოდებდნენ, ოვიდიუსმა ცეცხლს მისცა.
პოეტს თავზარი დასცა ავგუსტუსის უცაბედმა გადაწყვეტილებამ მისი რომანიდან
განდევნის შესახებ. ავგუსტუსმა იგი შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ
ტომისში გადაასახლა, მიზეზად კი სატრფიალო ელეგიები დაასახელა, სადაც
პოეტი თავისუფალი სიყვარულით ტკბობას უქადაგებდა რომაელ ახალგაზრდებს.
10 წელი გაატარა პოეტმა გადასახლებაში. მას იმედი ჰქონდა, რომ
ოდესმე დაბრუნდებოდა სამშობლოში, მაგრამ ამაოდ, ის ტომისში გარდაიცვალა.
თავიდან ოვიდიუსი რომაელების წინაშე წარდგა, როგორც
ელეგიკოსი, სატრფიალო ლექსების ავტორი. მაგ კარგად აუღო ალღო
საზოგადოების მოთხოვნილებებს, იგრძნო რითი შეიძლება მისი დაინტერესება.
ოვიდიუსის პოეზია აქცენტს პოეტიდან მკითხველზე აკეთებს; მის მიერ აღწერილ
სამიჯნურო თავგადასავლებში მკითხველი თავის თავს შეიცნობს, იგი პოეტთან
ერთად ხდება თანამონაწილე სატრფიალო სცენებისა.
"მეტამორფოზები" ოვიდიუსის შემოქმედების მწვერვალია.
იგი 15 წიგნისგან შედგება და მასში გადმოცემულია ცნობილი და იშვიათი მითები
გარდასახვათა შესახებ. როგორც პოემის დასაწყისში გვამცნობს პოეტი, იგი
უმღერის "ახლადგანსხეულებულ, შეცვლილ სახეებს", თუ რა იწვევს ამ
გარდაქმნებს ამას პოემის დასრულებისას განმარტავს პოეტი, როცა პითაგორას
მოძღვრებაზე საუბრობს. გარდა მეტრული საზომისა, "მეტამორფოზები" არ
ავლენს კლასიკური პოემის ნიშნებს. მასში არ არის ადგილის, დროის, მოქმედების
ერთიანობის პრინციპი. მას უწოდებენ თავისებურ პოემას.
პოემაში თავმოყრილი და დამუშავებულია 250-მდე ბერძნულია და
ნაწილობრივ იტალიურ-რომაული მითოლოგიური თქმულება. ყოველი მითის
ფინალური ნაწილია ადამიანის გარდაქმნა ახალ სულიერ სხეულად ან უსულო
საგნად: ცხოველად ან მცენარედ, ქვად, წყაროდ და სხვ.
პოემა იწყება სამყაროს შექმნით, ქაოსის კოსმოსად გარდაქმნით და
მთავრდება იულიუს კეისრის კომეტად გარდასახვით. პოეტი სხვადასხვა
პრინციპს იყენებს მითების დასაკავშირებლად, რათა პოემა "ერთი უწყვეტი
სიმღერა" იყოს. ოვიდიუსი ხან ციკლების მიხედვით აერთიანებს მითებს, ხან -
მოქმედების ადგილის, ხან კიდევ - პერსონაჟთა მსგავსების საფუძველზე. ზოგჯერ
საგანგებოდ შეთხზულ რგოლებსაც მიმართავს.
ოვიდიუსმა "მეტამორფოზებში" მოგვცა სამყაროს პოეტური
მოდელი, რომელიც მუდმივ ცვალებადობაზეა აგებული. მარადიული არის
მხოლოდ სული, რომელიც ახალ-ახალ სხეულებში გარდაიქმნება. ამიტომ,
აცხადებს პოეტი, ადამიანებს არ მართებთ შიში სიკვდილისა, არამედ ეს არის არა
დასასრული, არამედ საწყისი ახლისა. პოემის ეპილოგში ოვიდიუსი მიუთითებს,
რომ სულთან ერთად პოეტის სახელიც უკვდავია, რადგან მის ქმნილებას დრო და
ჟამი ვერ მოერევა.
პოემაში სხვადასხვა ჟანრისათვის დამახასიათებელი
ელემენტებია გამოყენებული: საგმირო ეპოსი, ეპილიონები, ნოველა და სხვ.
ოვიდიუსი არაჩვეულებრივი მთხრობელია. იგი იყენებს მაშინდელი ხელოვნების
ნიმუშებს და ხატოვნად გადმოგვცემს მითის შინაარსს: მაგ., დაფნეს გარდასახვა
მცენარედ, მედეას მიერ ესონი გაახალგაზრდავების სცენა.
"მეტამორფოზების" თემა მრავალფეროვანია: სიყვარული,
ერთგულება, ეჭვიანობა, შურისძინება და მისთ. ოვიდიუსი მრავალნაირ
სიყვარულს გვიხატავს: მაგ., წმინდას და ამაღლებულს - პირამუსი და თისბე,
გაუზიარებელს - აპოლონი და დაფნე და სხვ. პოემაში ოვიდიუსი ხატავს მეტრფის
სტერეოტიპს, რომელიც სატრფოს წინაშე თავს იწონებს თავისი ღირსებით,
ვაჟკაცობით, წარმომავლობით, სიმდიდრით. მაგ., დაფნეს დადევნებული
აპოლონი საყვადურით მიმართავს ქალს, რომ იგი გაურბის არა უბრალო მწყემსს,
არამედ მუსიკისა და მედიცინის ღმერთს. თავისებურად გადმოსცემს
პოეტი ქალის სილამაზეს. მას ოვიდიუსი ხშირად დინამიკურობაში აღიქვამს,
ზოგჯერ ქალწულის ტანადობაზე ამახვილებს ყურადღებას, ხან - სხეულის
ფერზე, ხან კი - სამოსზე. "მეტამორფოზებში" ავტორი ცდილობს ავგუსტუსის
ღვაწლის წარმოჩენას. იუპიტერის სახეში ხშირად იმპერატორი იგულისხმება.
პოემის პირველ წიგნში, სადაც ქაოსიდან მოწესრიგებული სამყაროს შექმნაზეა
საუბარი, უნდა იგულისხმებოდეს ავგუსტუსის მიერ კარგად ორგანიზებული
მონარქიის დაარსება, როგორც იუპიტერმა დაამარცხა საშიში მკვლელი ლიკაონი,
ასე იხსნა ავგუსტუსმა ქვეყანა დაღუპვისგან კეისრის მკვლელობის შემდეგ.

9ბილეთი
1. ანტიკური კომედია.კომიკურის არსი
2. ილიადის პირველი სიმღერის მოკლე შინაარსი. აქილევსისა და აგამემნონის
დახასიათება.

„ილიადა“ ბერძნული ანბანის ასოთა ოდენობის შესაბამისად 24სიმღერად


არის დაყოფილი. პოემის სახელწოდება წარმოადგენს გაარსებითებულ
ზედსართავვ სახელს და იგი შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც „ილიონური“ ანუ
„ილიონთან“ ტროასთან დაკავშირებული სიმღერა. ძნელი სათქმელია, ეს
სახელწოდება მას ჰომეროსმა მისცა თუ პოემის შემსრულებმლებმა. ყოველ
შემთხვევაში ეს ძვ.წ V ს-ში უნდა მომხდარიყო.

„ილიადა“ ეძღვნება ტროას ომის მეათე წლის რამდენიმე სამოქმედო დღის


ამბავს. მოქმედება ხდება ტროაში. ბერძნებსა და ტროელებს შორის.

პირველი სიმღერა შემდეგნაირად იწყება: რისხვა მიმღერე, ღმერთქალო,


აქილევსის, პელევსის ძესა...ძირითადი თემა აქილევსის რისხვაა . რამ
განარისხა პელევისა და თეტესის ვაჟი? აქაველთა ბანაკში მოდის ქურუმი
ქრისესი, ურიცხვი გამოსასყიდლითდა სთხოვს აქაველთ ქალიშვილის,
ქრისეისის დაბრუნებას, რომელიც აგამემნონს წაუყვანია ტყვედ.აგამემნონი არ
უბრუნებს ქურუმს ქალიშვილს.პირიქით, საკუთარ თავში დარწმუნებული
ქედმაღლურად მიმართავს ქრისეს, „გასწი, ბებერო, ხომალდებთან აღარ
გიხილო! „ ქრისეც უხმოდ გამოუყვება ნაპირს, გასცდება გემებს და აპოლონს
შესთხოვს, რომ რაც ცრემლი ღვარა ის ისრებით აზღვევინოს დანაელებს.
აპოლონის მიმართ ქურუმის აღვლენილი ვედრება განარისხებს ღმერთს
აქაველებზე და იგი მათ ჭირს მოუვლენს. 9დღის განმავლობაში სენი მუსრს
ავლებს აქაველებს. მეათე დღეს აქილევსი შეკრებს ლაშქარს და მისან კალქასს
სთხოვს, გაუმხილოს უბედურების მიზეზი. მისანიმა ყოველივე იცოდა, თუმცა
აქილევსს სთხოვა,ტანჯვის მიზეზის გამხელის შემთხვევაში დაიცვას იგი
სიტყვითაც და საქმითაც, რადგან შეიძლება მეფე გაგულისდეს. აქილევსი მას
მფარველობას აღუთქვამს. კალქასიც სიმართლეს იტყვის. აქილევსი
განრისხდება და თხოულობს ქრისეისის დაბრუნებას, თუმცა აგამემნონი
წინააღმდეგია. იგი იჩენს საკუთარ ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობას.
ამბობს, რომ მას ვერავინ დაუპირისპირდება და არც ქალს დათმობს, რადგან
არ სურს, დამარცხებული და დამცირებული აღმოჩნდეს. ბოლოს კი
აგამემნონი სანაცვლოდ აქილევსის მხელავს ბრისეისს თხოულობს.
აგამემნონი ხარბი და გაუმაძღარია, როგორც აქილევსი ამბობს, ბრძოლაში
ყოველთვის თავს თავად იჩენდა მაგრამ ნადავლის დიდ ნაწილს აგამემნონი
იტაცებდა. ამ შემთხვევაშიც საუკეთესო მას სურს. იწყება დავა ორ გმირს
შორის. აქილევსი აგამემნონის მოკვლასაც კი დააპირებს , მაგრამ ქალღმერთ
ჰერასგან გამოგზავნილი ათენა მას ხმალს კვლავ ქარქაშში ჩააგებინებს.
აგამემნონი დაემუქრება, რომ თავად მივიდოდა ბანაკში და წამოიყვანდა ქალს
ნადავლით. აქილევსი კი მას ბრძოლიდან განდგომით დაემუქრა. აქილევსმა
მუქარა შეასრულა. აგამემნონმა კი ვერ გაბედა თავად მისვლა, მსახურები
გაგზავნა და მხოლოდ ბრისეისი წამოყვანა დაავალა.შეიძლება ვიფიქროთ, რომ
აგამემნონი გრძნობს აქილევსის ძალის უპირატესობას და ეშინია მასთან
შერკინება, სწორედ ამიტომ აგზავნის იგი მალემსრბოლებს ბრისეისის
წამოსაყვანად, თუმცა ქედმაღლობა და დიდებისმოყვარება არ აძლევს მას ამის
აღიარების საშუალებას. აქილევსი თმობს ბრისეისს, რადგან ქალის
გულისთვის არ ხამს მოძმეთა შორის სისხლის ღვრა. აქილევსი წინდახედულია
და ამასთანავე ლმობიერი, შეუძლია სხვისი ქმედებები სწორად განსაჯოს. მან
არ დასაჯა მალემსრბოლები, რომლების ბრისეისის წამოსაყვანად მივიდნენ,
მათში შენიშნა ის რიდი, რაც ჰქონდათ აქილევსის მიმართ და უთხრა, თქვენ
დამნაშავეები არ ხართ, ბრალი ატრიდსს მოეკითხებაო. ქრისესს უბრუნებენ
თავის ქალიშვილს. აპოლონი შეაჩერებს თავის რისხვას. შეურაცხყოფილი
აქილევსი მოუხმობს ზღვის სიღრდმიდან თეტისს და სთხოვს ზევსთან
მისვლას, რადგან მან სამაგიერო გადაუხადოს აქაველებს. ზევსი აღუთქვამს მას
დახმარებას.

ამ ეპიზოდში კარგად იკვეთება პერსონაჟთა ხასიათი. აგამემნონი დაუფიქრებელი,


ქედმაღალი და ამაყი პიროვნებაა. იგი საკუთარი შეუზღუდავი მბრძანებლობით
სარგებლობს და არ უფიქრდება, თუ რა შეიძლება მოჰყვეს თავის ქმედებას. ამ
შემთხვევაში არ ფიქრობს სხვებზე და საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. იგი
შეურაცხყოფს კალქასსაც,რომელმაც ამხილა იგი. მაშასადამე, აგამემნონი მალავს
სიმართლეს და ვერაგულად მოქმედებს. იგი ეჭვიანია, არ ენდობა საკუთარ
თანამებრძოლ, ღმერთის სადარ აქილევსს. აქილევსი კი დაფიქრებულად მოქმედებს,
იგი გრძნობს, როგორ ულახავს თავხედი აგამემნონი ღირსებას, მაგრამ ისიც იცის, თუ
რა შეიძლება მოჰყვეს მათს დაპირისპირებას. ამიტომ ღმერთების რჩევას
ემორჩილება. თმობს ბრისეისს და მასთან ერთად გარკვეულწილად
თავმოყვარეობასაც, მაგრამ იცის, რომ ეს დროებითია და აგამემნონი ამისთვის
დაისჯება. ამ ეპიზოდში აქილევსი წინდახედულ, გაწონასწორებულ, ღირსეულ
პიროვნებად გვევლინება, რომელმაც საკუთარ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის
ინტერესები დააყენა (აგამემნონისგან განსხვავებით). ტროელებს მისთვის არც
საქონელი წაურთმევიათ და არც მოსავალი გაუნადგურებიათ, მაგრამ ის მოვალედ
თვლის თავს, მენელაოსს დაეხმაროს ეს კი ვაჟკაცობის უპირველესი გამოხატულებაა.

3. ბერძენი ფილოსოფოსები-პლატონი არისტოტელე


(იხილეთ მე-6ბილეთის მე-3საკითხი)

10ბილეთი

1.ნტიკური რომის ლიტ-ის ისტორიის პერიოდიზაცია და სპეციფიკა

2.სოფოკლეს ანტიგონე. შინაარსი, სასჯელი ღვთაებრივი და ადამიანური.


ტრაგედიის პერსონაჟების დახასიათება

სოფოკლეს უკვე მისი თანამედროვენი ბერძნული კულტურის ოქროს ხანის სულის


ყველაზე მკაფიო გამომხატველად მიიჩნევდნენ. იგი მშობლიურ ათენში უცვლელი
წარმატებით სარგებლობდა და ოცამდე გამარჯვებაც მოუპოვებია. ანტიგონე
სოფოკლეს ტრაგედიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ტრა..გედიაში
ოიდიპოსის საგვარეულო ცოდვის ერთ-ერთი უკანასკნელი ამბავია გადმოცემული.
სოფოკლეს ,,ანტიგონე“ იწყება უშუალოდ იქიდან, სადაც მთავრდება
ესქილეს ,,შვიდნი თებეს წინააღმდეგ“ ანუ თებესთან გამართული შერკინების,
რომელის დროსაც ძმებმა ერთმანეთი დახოცეს, მეორე დღეს. პროლოგში ანტიგონე
ხვდება თავის დას, ისმენეს. მათი საუბრიდან ვიგებთ ამბავს, რომელიც ერთმანეთის
დამხოცველ მათ ძმებს - ეტეოკლესსა და პოლინიკესს- ეხება. ოიდიპოსის ბიძას,
თებეს მმართველს ბრძანება გამოუცია, რომლის მიხედვითაც სამშობლოს დამცველი
ეტეოკლესი საკადრისი პატივით უნდა დაიკრძალოს, ხოლო მოღალატე
პოლინიკესის გვამი დაუკრძალავი უნდა დარჩეს. ამ ბრძანების დამრვევი
სიკვდილით დაისჯება. ანტიგონეს გადაწყვეტილი აქვს პოლინიკესის გვამის
დაკრძალვა. ანტიგონე ისმენეს მიმართავს დახმარებისთვის, მაგრამ მას არ შესწევს
საკამრისი გამბედაობა შეეწინააღმდეგოს ბრძანებას და დის შეჩერებასაც ცდილობს,
თუმცა ხვდება, რომ ანტიგონეს ვერაფერი შეაჩერებს. სცენაზე გამოდის კრეონი იგი
მოქალაქეებს აუწყებს ბრძანებას, ამ დროს შემოდის დარაჯი, რომელსაც მოაქვს
კრეონისთვის განსარისხებელი ამბავი, პოლინიკესის გვამთან მეთვალყურეობისთვის
დაყენებულმა დარაჯებმა ვერ შეამჩნიეს, ისე მიაყარა ვიღაცამ მიწა ცხედარს. კრეონი
დარაჯს სიკვდილით ემუქრება, თუ არ გაიგებს , ვინ არის მეფის ბრძანების
დამრღვევი. შემდეგ გუნდი უმღერის საოცარ ჰიმნს ადამიანს, შემოდის ისევ დარაჯი,
გახარებული იმით, რომ მან მოახერხა კრეონის ბრძანების უგულებელმყოფელის
შეპყრობა და შემოჰყავს ანტიგონე, რომელიც მეორედ მისულა ძმის ცხედართან,
კრეონი კითხავს ანტიგონეს, იცოდა თუ არა მისი ბრძანების შესახე, ანტიგონე
გაბედულად უპასუხებს, რომ ეს ყველასთვის იყო ცნობილი. კრეონი მას კანონის
დარღვევას აბრალებს და აქ იწყება ორი პოზიციის დაპირისპირება, კრეონი თავის
ბრძანებას კანონად თვლის, ანტიგონე კი - მხოლოდ უწყებად. ადამიანს არ შეუძლია,
შეცვალოს ღმერთისაგან დადგენილი კანონი, მიცვალებული უნდა დაიმარხოს. იგი
მზადაა, ამისთვის მიიღოს სასჯელი, თუნდაც სიკვდილი. კრეონი მისთვის ტირანია,
რომელსაც შიშის გამო ვერვაინ უბედავს შეწინააღმდეგებას. კრეონის აზრი ურყევია,
არ შეიძლება სამშობლოს მოღალატეს, თუნდაც უვე მკვდარს, სამაგიერო არ
გადაუხადონ. ამ მომენტიდან იწყება გარდატეხა ტრაგედიაში, თუკი აქამდე
ანტიგონე მარტო იყო და კრეონი თანამოაზრეთა ერთსულოვნებას არ უჩიოდა,
აქედან იწყება ადამიანთა შემობრუნება ანტიგონესაკენ. ჯერ ისმენე გამოთქვამს
სურვილს დაიბრალოს ანტიგონეს თანამზრახველობა და თავადაც გაიზიაროს
სასჯელი, მაგრამ ანტიგონე არ თანხმდება მას, შემდეგ კრეონი მას გაუშვებს
აღსასრულის ადგილისაკენ, შემოდის თვით კრეონის ვაჟი, ჰემონი. იგი ანტიგონეს
საქმროა. ჰემონი ცდილობს, გადაარწმუნოს მამა, ატყობინებს, რომ ყველა
თანაუგრძნობს ანტიგონეს, კრეონი მაინც უარზეა და მამა-შვილს შორის იწყება
კონფლიქტი, ჰემონი ამხელს მამის სიჯიუტესა და მეტისმეტ თვითდაჯერებულობას.
ჩნდება ანტიგონე, რომელიც მიემართება სიკვდილის გზაზე, იგი მარტოა, მასში უკვე
აღარ არის არც დარწმუნებულობა საუთარ თავში, არც ფანატიკური უშიშრობა, ის
სწუხს, რომ ცხოვრებაში არ ხვდა წილად არც გათხოვება, არც აახლობლების
ბედნიერება. ყოყმანობს კიდეც და ეჭვი ეპარება თავისი გადაწყვეტილების
სისწორეში, მისი მონოლოგი მთავრდება სიტყვებით, რომლებიც სრულიად
წარმოაჩენს გმირულ სულისა და ასევე ნაზი ქალური ფსიქიკის მქონე ასულის
ყოყმანსა და ეჭვს. კრეონი ითხოვს დაუყონებლივ წაიყვანოს ანტიგონე, იგი არ
აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას, შემდეგ ეპისოდიონში ანტიგონეს ქომაგად უკვე
ბრმა მისანი ტირესიასი გვევლინება. იგი კრეონს ურჩევს ხელი აიღოს თავის
გადაწყვეტილებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი უბედურება ელის, როდესაც
კრეონს სიჯიუტე დატოვებს და გადაწყვეტს თავად გაათავისუფლოს ანტიგონე,
ზედიზედ იღებს საშინელ დარტყმებს განგებისაგან თავისი ზვიადობის საზღაურად.
იგი გაემართა ანტიგონეს გასათავისუფლებლად, გზად თავად დაკრძალა
პოლინიკესი, რითაც თავადვე დააღღვია თავისი ბრძანება. მაგრამ გამოქვაბულთან
მისვლა დაგვიანებული იყო, ანტიგონეს თავი ჩამოეხრჩო, ჰემონმა კი მამის თვალწინ
ხანჯლით მოიკლა თავი, ამ ცნობის მომსმენი კრეონის მეუღლე ევრიკიდე უხმოდ
გადის სცენიდან და თავადაც იკლავს თავს. ბრუნდება კრეონი იგი განადგურებულია
და ტირანული თავდაჯერებულობისაგან აღარაფერი დარჩა:

,, უსწრაფესად წამიყვანეთ, გამაცალეთ აქაურობას

მე აღარ ვარ ან ვარ არარა.“

3.ჰესიოდეს შემოქმედების ანალიზი (,,სამუშაონი და დღენი“) თეოგონიაზე


რამდენიმე სიტყვით

ჰესიოდე არის პირველი პოეტი, რომელიც საკუთარი თავის შესახებ გარკვეულ


ინფორმაციას გვაწვდის. იგი უპირისპირდება ჰომეროსის ეპიკურ ობიექტურობას,
რომელიც არაფერს არ გვატყობინებს თავის პიროვნებაზე და არ გამოხატავს თავის
სუბიექტურ დამოკიდებულებას. ჰესიოდემ კი პოეტური „მე“, როგორც მოვლენათა
ძირითადი შემფასებელი, ჩართო საკუთარ პოემებში. ჰესიოდე გეომეტრიულ და
არქაულ ეპოქათა მიჯნაზე მოღვაწეობდა და ამ პერიოდის საზოგადოებრივ-
კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ტენდენციები მის პოემებშიც იჩენს
თავს. ეს არის პერიოდი, როცა ძლიერდება პიროვნების ინდივიდუალიზმი. ეს არის
ლირიკული პოეზიის აღმოცენების ხანა, რაცპოემებშიც იჩენს თავს. ჰესიოდე ასევე
საფუძველს უყრის დიდაქტიკურ და გენეალოგიურ ეპოსს. ამასთანავე, პოეტი,
ჰომეროსის დარად,მოვლენები=სა და ფაქტების დიდ სისტემატიზატორადაც
გვევლინება, იგი განსაზღვრული კრიტერიუმებით აფასებს კარგსა და ცუდს,
სამართლიანსა და უსამართლოს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოვლინდა მის
პოემაში „სამუშონი და დღენი“. ჰესიოდე პირველი პოეტია, რომელიც უმღერის
დიად წარსულსაც და აწმყოსაც. მის კალამს „თეოგონიისა“ და „სამუშონი და დღენის“
გარდა ეკუთვნის სხვა პოემებიც, მაგალითად , ქალთა კატალოგი“, „ჰერაკლეს ფარი“
და სხვა, თუმცა ისინი ჩვენამდე ფრაგმენტულადააა მოღწეული.

რაც შეეხება ჰესიოდეს ბიოგრაფიას, მის შესახებ ცნობები ძირითადად მისსავე


პოემებიდან და ცალკეული ანტიკური ავტორების ბიოგრაფიული ხასიათის
შენიშვნებიდან გვაქვს. თვით ჰესიოდეს მიხედვით, მისი მამა კიმედან იყო. იგი
აყრილა, რადგან ვაჭრობას ზღვაზე მისთვის წარმატება არ მოუტანია და
საბერძნეთში, ასკრაში გადმოსახლებულა. აქ გაზრდილა ჰესიოდე.
კარგი.აღსანიშნავია თავად სახელი ჰესიოდეც. მშობლებს მისთვის „მეტყველი
სახელი“ დარურქმევიათ:ჰესიოდე, ანუ „ის, ვისაც გზა (მოგზაურობა) სიამოვნებს).
მკაცრმა ბუნებამ და გლეხკაცის გაჭირვებულმა ცხოვრებამ ჰესიოდე თავიდანვე
აზიარა მიწათმოქმედებას. იგი პოემაში „სამუშონი და დღენი“ მოკლედ ახასიათებს
ასკრას. ის არასდროს ყოფილა კარგი. სანა, წერას შეუდგებოდა, ჰესიოდე ცხვარსაც
მწყემსავდა, ერთხელ ჰელიკონის მთაზე მას მუზები გამოცხადებია და მისთვის
სიმღერის უნარი უბოძებიათ. „მუზებმა ერთხელ ლამაზი სიმღერა ასწავლეს
ჰესიოდეს“. მოგვიანებით, მამის გარდაცვალების შემდეგ, ჰესიოდეს ძმას ცრუ
მოწმეთა საშუალებით ჰესიოდეს კუთვნილი ქონებაც დაუსაკუთრებია, მაგრამ
მისთვის ვეღარ მოუვლია, გაუფლანგავს და შეწევნისთვის კვლავ ძმასთან მისულა.
მისგან კი სულიერი საზრდო, რჩევა-დარიგება მიუღია და ასე შექმნილა „სამუშაონი
და დღენი“ .

მომღერლობამ მალე მოუტანა ჰესიოდეს დიდება. იგი მოგვითხრობს გამარჯვებაზე.


ახსენებს ქალკისში გამართულ, ამფიდამასის ხსოვნისადმი მიძღვნილ შეჯიბრებას,
რომელზეც მის ჰიმნს გაუმარჯვია და ჯილდოდ სამფეხი მიუღია (სამუშაონი და
დღენი). ანტიკური წყაროების მიხედვით ამფიდამასი არაუადრეს ძვ.წ. 700წლისა
ომში უნდა დაღუპულიყო. აქედან გამომდინარე, ჰესიოდეს შეჯიბრი ძვ.წ VIII-VIIს-ში
უნდა გამართულიყო. ჰესიოდე შერკინებია ჰომეროსსაც კი. ელინები კი მას ხშირად
აყენებდნენ ჰომეროსის გვერდით. ჰესიოდეს გარდაცვალების შესახებ კი უტყუარი
ცნობები არ მოგვეპოვება. იგი ორქომენოსში უნდა იყოს დასაფლავებული.
„თეოგონია“ ანუ „ღმერთთა წარმოშობა“ ბერძნულ ლიტერატურაში საფუძველს
უყრის გენეალოგიურ და კოსმოგონიურ ეპოსს. პოემა 1022სტრიქონისაგან შედგება.
იგი იწყება შესავლით, სადაც ჰესიოდე ხოტბას ასხამს მუზებს და მათ შესთხოვს,
სანატრელი სიმღერა უბოძონ. ამის შემდეგ იწყება თხრობა.

ჰესიოდეს მიხედვით პირველად იყო ქაოსი, შემდეგ გეა, ტარტაროსი და ეროსი.


ქაოსმა დასაბამი მისცა წყვდიადსა და ღამეს. ტარტაროსმა შვა ტიფონი ტიფოევსი და
მისი შთამომავალნი. ეროსი ღმერთთა შეერთების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა
(ენერგია). გეამ პართენოგენეზით წარმოშვა ზეცა ურანოსი, მთები და ზღვა
(პონტოსი). გეასა და ურანოსის შეუღლებით იშვა ექვსი ვაჟი“: ოკეანოსი, კოიოსი,
კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, კრონოსი და ექვსი ქალი: თეია, რეა, თემისი,
მნემოსინე, ფოიბე, ტეთისი. მათ ტიტანები და ტიტანიდები უწოდეს. მთელი
ძალაუფლება ურანოსმა იგდო ხელთ და მის შესანარჩუნებლად ტიტანები და
ტიტანიდები ისევ გეას წიაღში შთანთქა გეამ შვილები მამის წინააღმდეგ აამხედა.
კრონოსმა დაასაჭურისა ურანოსი და ხელისუფლების სათავეში მოექცა.

კრონოსსა და რეას ექვსი შვილი გაუჩნდათ:ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი,


პოსეიდონი და ზევსი. კრონოსმა თავისი შვილები თავად შთანთქა, გადარჩა
მხოლოდ ზევსი, რომელიც დედამ გადამალა კრეტაზე, კრონოსს კი მის მაგივრად
ძონძებში გახვეული ქვა გადააყლაპა. ა ზევსი ქვასა და თავის ძმებს კრონოსს უკან
ამოანთხევინებს. სამი ასხელა ურჩხულის დახმარებით ზევსმა კრონოსი და ტიტანები
დაამარცხა და ტარტაროსში ჩაუშვა. მისგან დედამიწაზე უბედურების მომტანი
ქარები დარჩა.

ზევსი უზენაესი გამგებელი გახდა და ძმებთან ერთად სამ სკნელს ინაწილებს.


პოსეიდონო ზღვას განაგებს, ჰადესი მიწისქვეშეთს, ზევსი კი ზეცასა და მთელ
სამყაროს. მისი კანონიერი მეუღლე ჰერაა, თუმცა მას შვილები სხვა მოკვდავთ და
ქალღმერთთაგანაც უჩნდება.

თეოგონიაში შეიძლება გამოიყოს ორი მიმართულება. პირველი, ნელეალოგიური


ხაზი ღმერთთა თაობბის ცვლილებისა და ღვთაებრივ ძალთა წარმოშობის შესახებ და
მეორე-მითები, რომლებიც ნაწარმოებს სხვადასხვა ამბით ავსებს. მიუხედავად იმისა,
რომ თეოგონიაში თითქოს მოვლენები ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაა
წარმოდგენილი, ის მაინც ერთ მთლიანობად აღიქმება და მისი სტრუქტურა ასეთია:

ღმერთთა უძველესი თაობა, კრონოსი ამარცხებს ურანოსს, ღამე ზღვა და


შთამომავლობა. ტიტანთა ქორწინებანი. ჰეკატეს ეპიზოდი. ზევსი ამარცხებს
კრონოსს. პრომეთეს ეპიზოდი. ტიტანთა ბრძოლა. მიწისქვეშეთი. ზევსი ამარცხებს
გეას ვაჟს. ღმერთთა ახალი თაობა.

თეოგონიაში აღწერილი ღმერთთა თაობები და მათი მონაცვლეობა დიდ მსგავსებას


ჰპოვებს შუმერულ-აქადურ ვერსიასთან. სავარაუდოდ, ჰესიოდე არა
ძველაღმოსავლურ ორიგინალს, არამედ სხვა საშუალედო წინაბერძნულ წყაროს
იცნობდა, რასაც ადასტურებს ის, რომ ბერძენ ღმერთთა სახელები სემანტიკურად
აღმოსავლურ ტრადიციასთან მიმართებას გვიჩვენებს, თუმცა ეტინმოლოგიურად
მისგან გასხვავებულია.

თუ „თეოგონია“ ღვთაებრივ სამყაროს გვაზიარებს, „სამუშონი და დღენი“ ჩვენს


ყოველდღიურობას აღწერს. იგი მიწათმოქმედებს სთავაზობს რჩევებს, თუ რომელ
დღეს რომეი სამუშაო უნდა შეასსრულოს. პოემაში ჰესიოდე ერთგვარად ზრდის
მანძილს ღმერთებსა და ადამიანს შორის, რითაც ჰომეროსს ემიჯნება, ხოლო, მეორე
მხრივ, აძლიერებს ჰომეროსთან ჩასახულ მონოთეისტურ ტენდენციებს. ჰესიოდე
მსჯელობს ორგვარი ერისის(შურის) არსებობაზე) ერთი ადამიანს შეჯიბრისკენ
უბიძგებს, ხოლო მეორე დაპირისპირების და მტრობისკენ.

ჰესიოდე ადამიანებსა და ღმერთებს შორის არსებულ კონფლიქტზეც საუბრობს.


პრომეთემ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ღმერთი გააცრუა. ხორცის ორი ულუფა
შესთავაზა, რომელთაგან ერთი მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა, თუმცა ქვევით
ხორცის ცუდი ნაწილი იდო. მეორე კი პირიქით და უთხრა ზევსს, რომელსაც აირჩევ,
ადამიანებიც იმას შემოგწირავენო. ზევსმა გარეგნულად კარგი ნაწილი აირჩია, როცა
შეიტყო რო მოტყუვდა, ძალიან გაბრაზდა და კაცთა მოდგმას ცეცხლი წაართვა.
პრომეთემ ცეცხლი მოიტაცა და ლერწმის ღეროში დამალა, ადამიანებს უბოძა, ზევსმა
ისინი კვლავ დასაჯა. პრომეთეს ძმას ცოლად მიჰგვარა თვალწარმტაცი და ცბიერი
ქალი პანდორა, რომელიც ღმერთებმა უხვად დააჯილდოვეს, მაგრამ თითოეულმა
საჩუქარმა კაცთა მტანჯველი უბედურება მოიტანა, მხოლოდ იმედი დარჩა
ჭურჭელში გამოკეტილი. მას შემდეგ ათასგვარი სიავე და სნეულება დაეხეტება
სამყაროში.

ჰესიოდე კაცობრიობის განვითარებას 5ეტაპად ყოფს: ყველაფერი კრონოსის


მმართველობით დაიწყო, მაშინ ადამიანები ბედნიერად და უდარდელად
ცხოვრობდნენ. შემდეგ, ზევსის ნებით დემონებად იქცნენ. მას მოსდევს ვერცხლის
საუკუნე, როცა ვითარება გაუარესდა, უსამართლობამ, ქედმაღლობამ და სხვა
ცოდვებმა იჩინა თავი. სპილენძის საუკუნე ძალადობის ეპოქად იქცა. რკინის საუკუნე
ყველაზე სასტიკი და დაუნდობელია. ჰესიოდე სწორედ ამ ეპოქაში ცხოვრობს.
საზოგადოებრივი ცხოვრების ასეთი კრიტიკით ჰესიოდე თავისი ეპოქის სოციალურ,
პოლიტიკურ, კულტურულ ტენდენციებს გვამცნობს. ამბობს იმასაც, რომ პრომეთეს
მიერ ნაბოძებმა ცეცხლმა კაცთა მოდგმას უბედურება მოუტანა. პრომეთეს
ნეგატიური შეფასებით ჰესიოდე ბერძნულ ტრადიციას ემიჯნება.

ჰესიოდესთვის სიკეთე და ბოროტება ადამიანის ცხოვრების თანმდევი წყვილია.

„სამუშაონი და დღენი“ იმდენად არის მნიშვნელოვანი, რომ მასში პირველად


ვხვდებით იგავს, რომელიც შემდგომ ცალკე ჟადრად დამკვიდრდა.

ჰესიოდე ნაწარმოებებში უამრავ სასარგებლო რჩევას გვაძლევს, მათ შორის


საყოფაცხოვრებოსაც. ჰესიოდე „სიმართლის მსგავსი სიცრუის“ ნაცვლად „ ჭეშმარიტ
სიმართლეს“ გვათავობს, რაც განსაზღვრავს პოემების ორიგინალურობასაც. მან დიდი
გავლენა მოახდინა როგორც საზოგადოების, ასევე პოეზიის განვითარებაზე.

11 ბილეთი

1. ანტიკური დრამა და მისი სახეები, ტრაგედია

მხატვრული კულტურის მიღწევათა შორის ბერძნულ დრამას საგანგებო ადგილი


უჭირავს. ესაა ჟანრი, რომლის განვითარებამ და ჩამოყალიბებამ ლიტერატურისა და
ხელოვნების მრავალი ფორმის სინთეზი მოითხოვა. დრამაში ერთმანეთს შეერწყა
რიტუალის საკრალურობა, ეპიკური თხრობის გაშლილობა, ლირიკის ინტიმურობა,
კოსტუმების ფერადოვნება, სიტყვა, მუსიკა, პლასტიკა. დრამის წარმოშობის შესახებ
დღეს გვაქვს ერთადერთი წერილობითი წყარო- არისტოტელეს ,,პოეტიკა“.
არისტოტელე ბერძნული დრამის ორ უმთავრეს სახეს- კომედიასა და ტრაგედიას-
დიონისეს საკულტო დღესასწაულთან აკავშირებდა. ტრაგედია თავდაპირველად
დითირიმბის, ხოლო კომედია ფალიკური სიმღერების წამომწყებთაგან
განვითარებულა. აქვე არისტოტელე იმასაც აღნიშნავს, რომ ტრაგედია სატირული
დრამისაგან აღმოცენებულა. არისტოტელეს დრამის წარმოშობიდან ორი საუკუნე
აშორებს, თუმცა მის ნაშრომზე უფრო სანდო წყარო მკვლევრებს არ მოეპოვებათ.
დრამის წარმოშობასთან დაკავშირებული საკვანძო ტერმინებია დითირიმბი,
ფალიკური სიმღერები და სატირული დრამა.

დითირმბი დიონისესადმი მიძღვნილი საგუნდო სიმღერა იყო,დიონისე ტანჯულ


ღმერთთა რიცხვს განეკუთვნება. საინტერესოა მისი დაბადების მითი, იგი ზევსს
მოკვდავი სემელესაგან უშვია, ჰერას მზაკვრობით ქალს ზევსი დაუფიცებია
ნამდვილი სახით მოვლენოდა, ზევსის ნამდვილი სახე კი ჭექა-ქუხილი იყო, სემელე
მაშინვე ცეცხლში გაეხვია ზევსმა კი შვილის გადასარჩენად უშობელი ნაყოფი
თეძოში ჩაიფლა. აქედან გაჩნდა დიონისე ღვინისა და ნაყოფიერების ღმერთი. იგი
უარს ამბობს ოლიმპოსზე დამკვიდრებაზე და ადამიანთა შორის რჩება ღვინისა და
ვაზის გამავრცელებლად. მას მოკვდავთაგან, რომელნიც ვერ იჯერებენ ღმერთის
მიწაზე ყოფნას, ბევრი შეურაცხყოფისა და ტანჯვის მოთმენა უწევს. ურწმუნოთა
დასარწმუნებლად დიონისე სისატიკეს მიმართავს, მადიდებელთა მიმართ კი
ლმობიერია. დითირიმბები სავარაუდოდ მსმენელს მოუთხრობდნენ დიონისეს
თავგადასავლის იმ ეპიზოდებს,სადაც ტანჯვა და ლხინი მონაცვლეობდა. დროთა
განმავლობაში დითირიმბების ორგვარი შესრულება დამკვიდრდა: ერთი სტიქიური,
რომელიც სრულ იმპროვიზაციას, ვნებათა ველურ გამოვლენას, ტრანსს მოასწავებდა,
მეორე ტრადიცია დითირიმბის ცივილიზებულ სანახაობად გადაქცევის გზით
წავიდა.

ფალიკური სიმღერები დიონისეს დღესასწაულის შემადგენელი ნაწილი უნდა


ყოფილიყო ასევე ძველთაგანვე. ნაყოფიერების ღმერთის კულტთან ფალოსი და მისი
სიმბოლიკა ორგანულად იყო დაკავშირებული. საერთო ღრეობის შემდეგ
იმართებოდა მხიარული პროცესია კომოსი. როგორც ჩანს, გაკილვა, დაცინვა,
გაშაირება, ორგიასტული აღვირახსნილობა ფალიკური მსვლელობის
შეზარხოშებული მონაწილეებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო.

სატირული დრამა თუ სანახაობა თავდაპირველად ასევე დიონისეს კულტთან იყო


დაკავშირებული. მითოლოგიური ტრადიციის მიხედვით, სატირები ნახევრად
ადამიანები- ნახევრად ცხოველები, დიონისეს ამალის განუყრელი წევრები იყვნენ.
მათ განსაკუთრებულად იზიდავდნენ მენადები, ე.წ შეშლილი ქალები. ეს სახელი
მათ დიონისური ტრანსის მდგომარეობაში ყოფნის გამო შეერქვათ.

დიონისური დღესასწაულის თავისებურება ისაა, რომ აქ სერიოზული-


არასერიოზული, ცრემლი და სიცილი, მუსიკა, სიტყვა, პლასტიკა, ტრანსის სისასტიკე
და ფერადოვანი საკარნავალო მხიარულება საოცრად ორგანულად შეერწყა
ერთმანეთს, მაგრამ მაინც ეს იყო ჯერ კიდევ დრამის იმპულსი და არა
ჩამოყალიბებული დრამა, რომლისკენაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს საკულტო
სანახაობათა სტიქიურობიდან ე.წ პროფესიონალურ საფუძველზე გადამყვანმა
რეფორმატორებმა დაახლოებით ძვ.წ მე-7-მე-6 საუკუნეთა მიჯნაზე, როდესაც
დიონისეს კულტის პოპულარობა ელადაში აშკარად გაიზარდა.

ბერძნულ კლასიკურ ტრაგედიაზე მდღეს მსჯელობენ იმ ნაწარმოებთა საფუძველზე,


რომლებიც დროს გადაურჩა. მრავალი ათასი ტრაგედიიდან თანამედროვეობამდე
მხოლოდ 32მა მოაღწია, მათ შორისაა სამი გენიალური, სხვებზე აღმატებული
დრამატურგის ნაშრომები. ამ სამეულს სათავეში უდგას ესქილე, მას მოსდევს
სოფოკლე და ასრულებს ევრიპიდე. ანტიკური ეპოქის ავტორებმა მრავალი
საყურადღებო ცნობა და მოსაზრება დაგვიტოვეს, განსაკუთრებული მნიშვნელობა
აქვს არისტოტელეს ,,პოეტიკას“, რომელიც დღემდე ძირითად ნაშრომად რჩება
დრამის თეორიტიკოსებისათვის. ესქილეს ეპოქისთვის უკვე ჩამოყალიბდა
ტრაგედიის გარეგნული სტრუქტურა, რომელსაც მეტ-ნაკლებად ერთგულად იცავდა
ყველა ტრაგიკოსი. ეს სტრუქტურა ელემენტთა შემდეგ მიმდევრობად
წარმოგვიდგება:

 პ რ ო ლ ო გ ი - ტრაგედიის ნაწილი, რომელიც გუნდის ორქესტრაზე


გამოსვლას-პაროდოსს უძღოდა წინ. ეს იყო ძირითადად რომელიმე
პერსონაჟის პარტია, რომელიც საქმის ვითარებას აცნობდა მაყურებელს.
პროლოგი არ იყო აუცილებელი ელემნტი.
 პ ა რ ო დ ო ს ი - გუნდის პირველი სიმღერა, რომელსაც იგი ორქესტრაზე
შემოსვლის მომენტში ასრულებდა.
 ე პ ი ს ო დ ი ო ნ ე ბ ი ანუ ეპიზოდები - სცენები, რომლებშიც მსახიობები
მონაწილეობენ გუნდთან ერთად. აქაა წარმოდგენილი ტრაგედიის ყველა
პერსონაჟის მონოლოგი და დიალოგი
 ს ტ ა ს ი მ ო ნ ი - გუნდის სიმღერა ერთ ადგილას, ანუ ორქესტრაში, რომელიც
უპირისპირდება პაროდოსს - შემოსასვლელ სიმღერას. იგი სრულდება
ეპისოდიონებს შორის, მსახიობთა გარეშე და წარმოადგენს იმ ემოციას,
რომელიც გუნდში წინამავალმა ეპისოდიონმა აღძრა.
 ე ს ქ ო დ ო ს ი - ტრაგედიის ფინალური ნაწილი, რომელსაც ტრაგედიაში აღარ
მოსდევს საგუნდო სიმღერა.

განსაკუთრებული საკითხია ტრაგედიის ქორეოგრაფიული და მუსიკალური


გაფორმება. ძვ.წ 450 წლიდან დრამის მუსიკალურ გაფორმებაში არსებითი გარდატეხა
ხდება, იზრდება საკრავ ინსტრუმენტთა და სხვადასხვა ხმის ეფექტის გამოომცემი
საშუალებების რიცხვი. ტრაგედიაზე მსჯელობისას განსაკუთრებით საყურადღებოა,
თუ როგორ ესმოდათ თავად ბერძნებს ტრაგიკულის არსი. ტრაგიკული ხედვა ამ
ჟანრის ჩამოყალიბებამდეც საკმაოდ მძლავრად ვლინდება. ამის მკაფიო მაგალითია
ჰომეროსი, რომელის ,,ილიადაში“ მრავალი ჭეშმარიტად ტრაგიკული ცრემლის
მოომგვრელი სცენაა. ტრაგიკული მოვლენები არც ბერძნული პოლისების
მცხოვრებთათვის იყო უცხო, ცხოვრებაშიც და ლიტერატურაშიც, როგორც წესი,
სატირალი და სასაცილო ერთმანეთში მონაცვლეობს. ჰომეროსის ეპოსშიც გმირთა
დატირების გვერდით გვხვდება სიცილის აღმძვრელი სცენები, სწორედ ამიტომ არც
ილიადასა და არც სხვა საგმირო პოემას ელინი არ აღიქვამდა ცალსახად, ე.ი, ან
მხოლოდ მინორულად ან მაჟორულად. ინფორმაცია შეიძლება იყოს სერიოზული,
არასერიოზული ან ნეიტრალური. დრამის ძირითადი სახეების ჩამოყალიბებამდე
ყველა იმ ნაწარმოებში, რომელიც რაღაც დასრულებული ამბის მხატვრულ
გადმოცემას ისახავდა მიზანდ, ინფორმაციის ეს ტიპები ერთმანეთში მონაცვლეობდა.

ტრაგედიისა და კომედიის ფორმირებას ბიძგი მისცა სურვილმა, მაყურებელთა


წინაშე წარმოფგენილი ყოფილიყო სანახაობა, რომელშიც კონცენტრირებული
იქნებოდა ერთი-ერთი ტიპის ინფორმაცია. ტრაგედიის განვითარება წავიდა მასში
ცრემლისაღმძვრელი ინფორმაციის აქცენტირების გზით. ბერძნული ტრაგედიის
სიუჟეტი არ არის ფიქციონალური, პოეტები უპირატესად მითოსს მიმართავდნენ,
ამდენად მაყურებელს იზიდავდა არა სრულიად ახალი, უცნობი ამბავი, არამედ ის
თუ როგორ შეძლებს მწერალი უკვე ნაცნობის მხატვრულ ხორცშესხმას. ამ
საერთო ,,სიუჟეტური ფონდიდან“ ტრაგიკოსები ირჩევდნენ ისეთ ამბებს,
რომელებიც პოეტებს საშუალებას აძლევდა არა საერთო უბედურება ან ჩვეულებრივი
სიკვდილი, არამედ მხოლოდ ის რაც გზარავს თავისი უჩვეულობით და არ ჯდება
მოვლენათა განვითარების ლოგიკაში. ტრაგიკული კონფლიქტის საფუძველი იმ
ბუნებრივი წესრიგის უეცარ დარღვევაში იყო, რომელსაც შეეძლო ადამიანის
თვალწინ ხელეყო სამყაროს ანუ კოსმოსის ჰარმონიულობა. ბერძენი
ტრაგიკოსთათვის დამახასიათებელი იყო ცნობილი ფაქტების და ქმედებების
განზოგადებული სახით წარმოდგენა, თეატრალირ ფესტივალში ერთჯერადი
წარმოდგენისთვის განკუთვნილი ტრაგედია ახდენდა საზოგადოებრივი სწრაფვისა
და შეგნების თვითგამოხატვას, რის გამოც მისი განზოგადების ხარისხი არასოდეს
სცილდებოდა ზოგადადამიანურს, თუმცა არასოდეს არ დადიოდა კონკრეტულ-
პიროვნულამდე. ის თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ამგვარი ტრაგიკული
კონფლიქტის ეფექტი, კარგად აქვს ასახული ჰეროდოტოსს, როდესაც ფრინიქოსმა
დაწერა დრამა ,,მილეტოსის აღება“ ის დაიდგა და მტელი თეატრი ცრემლად
დაიღვარა, ავტორი დააჯარიმეს, როგორც საკუთარი უბედურების შემხსენებლი და
გაცა განკარგულება, რომ ეს დრამა აღარასოდეს დადგმულიყო. ისტორიამ შემდეგ
ფრინიქოსს მისცა საშუალება სალამანთან ბერძენთა ბრწყინვალე გამარჯების შედმეგ
სპარსელებზე წარმოედგინა ,,ფინიკიელი ქალები“, რომელშიც უკვე გადმოცემული
იყო სპარსელთა დამარცხების ამბავი. ფრინიქოსის ნოვატორობად მიიჩნევენ იმას,
რომ მას ტრაგედიაში პირველს შემოუტანია ქალების როლი.
პლატონი თავის სახელმწიფოში არ მიიცნევს ტრაგედიის ადგილს, რადგან სხვათა
განცდების მიმართ თანადგომასა და შიშს შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს
მოქალაქეებზე. არისტოტელეს აზრით კი ტრაგედია შიშისა და სიბრალულის
საშუალებით ახდენს ვნებათა განწმენდას, კათარსის. დროთა განმავლობაში
დამკვიდრდა კათარსისის განსხვავებული ინტერპრეტაციები. კათარსისი ბერძნულში
ზოგადად განწმენდის, გასუფთავების მნიშვნელობით გამოიყენება, ძვ.წ მე-5
საუკუნიდან ტერმინს ხშირად იყენებდნენ მედიცინაშიც ადამიანის სხეულისა და
სული განკურნების აღსანიშნავად. აღსანიშნავია, რომ არისტოტელეს მიხედვით
საზოგადოდ ხელოვნების ზემოქმედება სიამოვნებასთან დაკავშირებულ განმუხტვასა
და შვებაში მდგომარეობს, ცხადია არისტოტელიკო კათარსის ხელოვნების
ადამიანზე ზემოქმედების დამახასიათებელ ფენომენად მიიჩნევს. ჩნდება კითხვა,
რაში ვლინდება ტრაგიკული კათარსისის თავისებურება? ტრაგედიისთვის
ნიშანდობლივია ის, რომ აქ კათარსისი მიიღწევა თანაგრძნობისა და შიშის
საშუალებით, რაც ადამიანს დროებით განმუხტავს ამგვარ ვნებათაგან და ანიჭებს მას
ტრაგიკულ სიამოვნებას. ჩნდება მეორე კითხვაც, რატომ სჭირდება ადამიანს სწორედ
ამგვარი გზით განმუხტვა. აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ძლიერი ტანჯვის დათმენა
ძველთაგანვე ყოველდღიური ემპირიული ცოდნიტ მიღწეულ ჭეშმარიტებაზე
გაცილებით უფრო დიდ ჭეშმარიტებასთან მისვლის გზად ითვლებოდა. ,,პათემატა
მათემატა“ ( ტანჯვათა საშუალებით სწავლა)- ესქილე. ტანჯვა მით უფრო დიდია,
რააც უფრო ძრწოლისმომგვრელია თავისი მოულოდნელობით და მოვლენთა
ბუნებრივ მიმდინარეობასთან შეუთავსებლობით. იგი აღიქმება, როგორც არა
რომელიმე კონკრეტული პირის, არამედ საერთოდ ადამიანის თავს დატეხილი
უბედურება. შვილმა შეიძლება მოკლას დედა, ოჯახის წევრებმა დახოცონ
ერთმანეთი, მოხდეს დაუშვებელი ინცესტი- ეს ყველაფერი განსაკუთრებულ
ძრწოლას აღძრავს მაყურებელში და ჩააფიქრებს მას ადამიანებზე მოვლენილი
სასჯელის მიზეზებსა და არსზე. ადამიანმა შეიძლება ისე განვლოს ცხოვრება, რომ
ამგვარი ტანჯვის დათმენა არ მოუხდეს, ტრაგედია კი მას აძლევს საშუალებას
გარკვეული დროის განმავლობაში თანამონაწილე იყოს ყველაზე დიდი ტანჯვისა, ეს
კი მას ანიჭებს ,,ტრაგიკულ სიამოვნებას“. ტრაგიკოსის წინაშე იდგა სპეციფიკური
ამოცანა, მას უნდა ენახა ფაბულა, რომელიც ტრაგიკული კონფლიქტის გაშლის
საშუალებას მისცემდა. კლასიკური ადამიანის წარმოდგენით, სამყარო არის კოსმოსი,
წესრიგი, რომელის ჰარმონიულობას ღვთიური ნება განსაზღვრავს, შესაბამისად
თუკი ჰარმონიულობა ირღვევა, ეს ხდება არა სამყაროს უკუღმართობის, არამედ
ადამიანთა ზვიადობის გამო. ბერძნული მსოფლაღქმის ამ სპეციფიკიდან
გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ბერძნული მითები და თქმულებები
უნდა გამხდარიყო. მითოლოგიურ სიუჟეტთა რაოდენობა არ ყოფილა
განუსაზღვრელი, ათასობით ტრაგედიის სიუჟეტთა გამართვისას ჩვეულებრივი
მოვლენა იყო ერთი და იმავე ფაბულის რამდენიმე ტრაგიკოსის მიერ გამოყენება. ეს
დრამატურგს აიძულებდა მითი მხოლოდ იმპულსად გამოეყენებინა და თავად
გამხდარიყო საკუთარი ტრაგედიის მითის მთხზველი. ელინი მაყურებლისთვისაც
არსებითი იყო არა ფაულის განვითარების მოულოდნელობა, არამედ მხატვრულ
ხორცშესხმაში გამოჩენილი ოსტატობა. შესაბამისად ფაბულის თვალსაზრისით
ბერძნული ტრაგედია ტრადიციულია, მაგრამ ნოვატორულია ამ ფაბულის
მხატვრული რეალიზაციით. როგორც ვხედავთ, ტრაგიკოსისთვის მნიშვნელოვანია
არა მოვლენის სიუჟეტი, არამედ ის, თუ რა ტანჯვა დაითმინა სიუჟეტთან
დაკავშირებულმა ამა თუ იმ გმირმა. ეს ბადებს კითხვას, რამდენად აინტერესებს
ბერძენ ტრაგიკოსს თავისი გმირი, როგორც ხასიათი,ინდივიდუალობა? სხვა
საკითხია შექსპირის შემდეგდროინდელი, განსაკუთრებით, თანამედროვედ რამა,
სადაც გმირის ინდივიდუალობა შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რაც მას თავს
ატყდება, აქ ოერსონაჟის შინაგანი ბუნებიდან გამომდინარეობს კონფლიქტი.
თანამედროვე მეცნიერებაში დღესაც კამათობენ ბერძნული ტრაგედიის გმირის
ხასიათზე. ერთნი ამტკიცებენ , რომ ტრაგედიის გმირებს ერთმანეთისაგან, გარდა
მათი წარმომავლობისა, განასხვავებს მხოლოდ კონფლიქტის ინდივიდუალურობა,
სხვანი ბერძნულ ტრაგედიაში მხოლოდ მოქმედ პირებს ხედავენ, რომელთა ფუნქცია
კონფლიქტით დაკისრებული მოქმედების პროგრამის რეალიზაციაა.

ტრაგედია ადამიანებზე მოქმედებდა აზრის სიღრმითაც, დამოკიდებულებითაც


გლობალური პრობლემებისა თუ ყოველდღიურ ვნებათა გამომწვევი მიზეზების
მიმართ. გმირები ხშირად არწმუნებდნენ ერთმანეთს საკუთარი პოზიციის
სისწორეში, მათ შორის იმართებოდა აგონი, ჭეშმარიტი რიტორიკული
შეჯიბრი.კლასიკური ტრაგედიის განვითარების ისტორიამ ორი ტენდენცია
გამოკვეთა -ერთი მხრივ, ტიპურობისაკენ და, მეორე მხრივ, ნოვატორობისაკენ
სწრაფვისა.

2. (შინაარსი) აქილევსის ჩაბმა ომში და ჰექტორის დაკრძალვა

როცა აქილევსი მეგობრის სიკვდილს გაიგებს, მოიცავს გლოვა.ნაცრითა და მტვრით


შეიბილწავს ლამაზ თმებს, სურნელოვან სამოსელს ლაფში მოსვრის.ამბობს, რომ
ძვირფასი მოყმე დაკარგ, მეგობარი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა. მის
დასაწყნარებად თეტისი და ნერეიდნები ამოდიან ზღვის წიაღიდან. აქილევსის
თხოვნით თეტისი მიემართება ჰეფესტოსაკენ იარაღის გამოსაჭედად, რადგან
პატროკლესს ჰექტორმა აქილევსის იარაღი აჰყარა. ათენა აქილევსს აამაღლებს და
მისი საშინეი ყვირილი შიშით მოიცავს ტროელებს. ნაწარმოებში კარგად იხატება
აქილევსის განცდები და შურისძიების სურვილი. მას სურს, აიღოს მეგობრის სისხლი
და თავი გასწიროს კიდეც მისთის. ჰეფესტო აქილევსს ფარსს გამოუჭედავს,
რომელზეც ამოტვიფრულია მრავალი სურათი კოსმიური მოვლენებით დაწყებული,
ქალაქური და სოფლური ცხოვრებით დამთავრებული. აქ თითქოს მოკლვდავი
ადამიანის მთელი ცხოვრება ჩანს. მისი ბრძოლა და სიკვდილი. აშკარაა ჰეფესტოს
ოსტატობა. (აქ ვისაუბროთ აქილევსისა და პატროკლოსის თავდადებულ
მეგობრობაზე :დ შევამკოთ ეპითეტებით ) დილით თეტისს მოაქვს იარაღი
აქილევსისთვის, ხოლო პატროკლოსის გვამს გახრწნისგან დასაცავად ამბროსიით
დაამუშავებს. აქილევსი მოუწოდებს აქაველებს, შეკრიბონ ჯარი და გამოთქვამს
მზადყოფნას, შეურიგდეს აგამემნონს. აგამემნონი აქილევსს ბრისეისსა და
დაპირებულ ძღვენს დაუბრუნებს. იგი ინანიებს თავის შეცოდებას და ზევსს
აბრალებს გონების დაბნელებას. აღსანიშნავია, რომ აქილევსს ცხენი ადამიანური
ენით უწინასწარმეტყველებს დაღუპვას, მაგრამ ის მაინც არ იხევს უკან და მზად
არის, თავი გაწიროს მეგობრის სისხლის ასაღებად.

ზევსი აძლევს ღმერთებს უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ომში. აქილევსი სასტიკად


მძვინვარებს. უსაზღვროა მისი სისასტიკე. არ ინდობს არავის. ღმერთები
გადაწყვეტენ, დაეხმარონ მას. ტროელები ქალაქში შესვლას შეასწრებენ. გარეთ
მხოლოდ ჰექტორი დარჩება. მას ამაოდ ევედრებიან, შევიდეს ქალაქში.აპოლონმა
უთხრა აქილევს, „რაო, პელიდო, მარტო მარდი მუხლის იმედით დადევნებიხარ
უკვდავ ღმერთსა კაცი მოკვდავი?“ ამაზე განრისხებულმა აქილევსმა უთხრა, რომ ის
ღმერთებს შორის უბოროტესი იყო, რადგან აცდუნა აქილევსი და ბრძოლის ველიდან
გაიტყუა, დიდება გამოსტაცა. ჰექტორს რცხვენია ტროელების, რადგან
წინასწარმეტყველებას არ დაუჯერა და ხალხი უგნურებით დაღუპა, ამიტომ არ
ისმენს დედის ვედრებასაც, რომელსაც სურს, ჰექტორი ტროაში შევიდეს. ის
გადაწყვეტს, დაუხვდეს აქილევსს., ან დაამარცხოს და ან თავად დაეცეს
გმირულად.იმასაც იფიქრებს, რომ იარაღი დაყაროს და აქილევსს შემწეობა სთხოვოს
ძღვენის სანაცვლოდ, მაგრამ მყის უკუაგდებს ამ უღირს აზრს. თუმცა, როცა
აქილევსი მას მიუახლოვდება, მოწყდება ადგილს და გაიქცევა. სამ წრეს დაარტყამენ
ისინი. ბოლოსკი ჰექტორა უთხრა აქილევსს. გაქცევას ვაპირებდი, მაგრამ ახლა მზად
ვარ შეგება, ან შენ მოკვდები, ამ მე შეგაკვდები! ამ ეპიზოდში იხატება ჰექტორის
სითამამე და სიმამაცე, მართალია, თავიდან იგი ადამიანურ სისუსტეს ავლენს, თუმცა
მალევე მოდის გონს. მისთვის მთავარი სამართლიანობაა და კარგად აქვს ის
პასუხისმგებლობა გათავისებული, რაც ტროელებმა დააკისრეს მას. ჰექტორი
აქილევსს იმასაც ეუბნება, რომ თუ მას სძლია, არ შეულახავს სხეულს, აბჯარს
ააგლეჯს, გვამს კი აქაველებს მისცემს, შესაბამისად, აქილევსმაც ეს პირობა უნდა
შეასრულოს. აქ ცხადდება ჰექტორის ღირსება და ვაჟკაცობა. მას შეუძლია, სხვა
ადამიანშიც დაინახოს ღირსება, ამიტომ არ შეულახავს აქილევსს ღირსებას გვამის
შეურაცხყოფით. ეს კი უდიდესი ადამიანური სიძლიერის გამოხატულებაა. ტუმცა
აქილევსმა უპასუხა, რომ მათ ლომსა და კაცს შორის ეს პირობა არ შედგება, ისინი
მტრები არიან. იწყება ბრძოლა, რომელიც ჰექტორის დაღუპვით
მთავრდება.ჰექტორმა იცოდა, რომ მისი სახელიანი სიკვდილის ამბავი
შთამომავლიბასაც მისწვდებოდა და სწორედ, ღირსეული, სახელიანი
სიკვდილისთვის იბრძოდა იგი. ჰექტორი აქილევსს სთხოვს, არ შეურაცხყოს გვამი
და ტროელებს დაკრძალვის უფლება მისცეს, მაგრამ აქილევსი არ შეისმენს
მომაკვდავის ვედრებას. ეტყვის, რომ მის გვამს აქაველთა ძაღლები და სვავები
გახრწნიან, პატროკლეს გვამს კი პატივით დაკრძალავენ. აქილევსმა ჰექტორის
უკადრისი საქმე იკადრა. იგი ეტლზე გამოაბამს გვამს და პატროკლოსის საფლავს
შემოატარებს, შემდეგ ქალაქში უპატრონოდ დააგდებს გვამს.პატროკლოსის სული
გამოეცხადება ძილში აქილევსს და დაკრძალვას სთხოვს. მეორე დღეს პატროკლოსს
ღირსეულად დაკრძალავენ (მსხვერპლშეწირვით). მეორე დღეს კი აქილევსი,
მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად აწყობს სპორტულ შეჯიბრებებს და უხვად
აჯილდოებს გამარჯვებულთ. აქილევსის მძვინვარება ჰექტპრის მიმართ არ ცხრება.
სამჯერ ათრევს ის ყოველდღიურად მის გვამს.ზევსი გადაწყვეტს, რომ ბოლო მოეღოს
ჰექტორის გვამის შებილწვას და იგი მამას მისცენ დასაკრძალავად.ზევსი აგზავნის
თეტისს აქილევსთან თავისი ნების საუწყებლად, ხოლო ირისი პრიამოსს
ატყობინებს.ღამით ფარულად პრიამოსი მივა აქილევსის ბანაკში გამოსასყიდლით.
აქილევსს გულს აუჩუყებს პრიამოსის სიტყვები და იგი თანხმდება გვამის მიცემაზე.
თან 10დღეს აძლევს მათ, გვამის ღირსეულად დამარხვისთვის. აშკარაა, რომ
აქილევსმა უდიდესი ვაჟკაცობა გამოიჩინა. თუმცა უნდა აღინიშნოს ჰექტორის
თავგანწირვა და თავდადება, მან ღირსეული სიკვდილით სახელი მოიხვეჭ, სისხლის
უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდა მოკვდავთა შორის უძლიერესს ტროას
გადარჩენისთვის. იცოდა, რომ განწირულობის შუქი ედგა, მაგრამ უკან არ დაიხია.
ვაჟკაცურად შეხვდა სიკვდილს და ბოლომდე გასწირა თავი ტროასთვის. იგი
პატრიოტია, გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რაც ტროელებმა მას დააკისრეს და
მედგრად იცავს საკუთარსა და ტროელთა ღირსებას.

3. ძვ.ბერძნული ლირიკოსების შემოქმედების მოკლე ანალიზი

12ბილეთი
1. ანტ.რომის ლიტ-ის პერიოდიზაცია და სპეციფიკა (მე-10ბილეთის
1საკითხი)
2. აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“ მესამე წიგნის მოკლე
შინაარსი.კოლხები და ბერძნები

აპოლონიოს როდოსელი იყო ალექსანდრიის სახელგანთქმული წიგნსაცავის


ბიბლიოთეკარი, პტოლემაიოს მესამე ევარგეტოსის აღმზრდელი და თავისი
ეპოქის განათლებული კაცი. წოდება „როდოსელი“ მას შემდეგ მიიღო, რაც
როდოსზე გადაიხვეწა.

„არგონავტიკა“ არის აპოლონიოს როდოსელის პოემა, რომელიც ოთხ თავად იყოფა.


შეიძლება თავის მხრივ, სტრუქტურულად ორ თანაბარ ნაწილად დავყოთ. ორივე
ნაწილი ერთგვარი შესვლით იწყება. ამგვარი კომპოზიციური დაყოფა გასაგები
გახდება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ აპოლონიოს როდოსელის მიზანს
წარმოადგენდა აღეწერა, როგორც გმირების კოლხეთში ლაშქრობა, ასევე სამშობლოში
დაბრუნება. მას სურდა , ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოეცა
ლაშქრობასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა და შეექმნა, რაღაც „ილიადისა“ და
„ოდისეას“ ნაზავის მსგავსი.

პირველ სიმღერაში აპოლონისადმი მიმართვის შემდეგ მოთხრობილია წინა


ისტორია, რომელიც უძღვოდა არგონავტთა ლაშქრობას. მეფე პელიასს
უწინასწარმეტყველეს, რომ მას დაღუპავდა ის ადამიანი, რომელიც მასთან ცალი
ქალმნით მივიდოდა.

იასონმა მდინარეზე გადასვლისას ცალი სანდალი დაკარგა. როგორც კი ნადიმზე


მივიდა და პელიასმა იხილა მისი თავიდან მოშორება განიძრახა. მის დასაღუპად
გადაწყვიტა იასონი შორეულ ქვეყანაში სალაშქროდ გაეგზავნა. ლაშქრობისათვის
ელადის გმირები შეიყარნენ.

მათი ჩამოთვლით იწყება პოემა. მათ ააგეს ხომალდი „არგო“, თავად ეკიპაჟის
წევრებს კი „არგონავტები“ ეწოდათ. სულ 55 გმირი შეიკრიბა, ყველა ღვთაებრივი
შთამომავლობის იყო. მათ სამი ზღვა ჰქონდათ გასავლელი.

მოადგნენ დემნოსს, უკაცო კუნძულს , სადაც ქალებს თავიანთი ქმრები ამოეხოცათ.


პალესპონტოსში მათ გმირი ჰერაკლე დაკარგეს, თუმცა „არგომ გზა განაგრძო“.

ხომალდი ბითვინიის სანაპიროს მოადგა, სადაც ბერბიკოსთა მეფე ცდილობდა მათ


შეჩერებას. აქ არგონავტები უსინათლო ფინევსს დაეხმარნენ. მან მადლობის ნიშნად
ნაოსნებს უთხრა თუ როგორ დაეღწიათ თავი ფათერაკებისაგან. გმირები უკვე შავ
ზღვას მოადგნენ, ბოლოს კავკასიონი გამოჩნდა.

ჰერამ და ათენამ, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ აქ გმირებს მთავარი


განსაცდელი ელოდათ დახმარებისათვის აფროდიტეს მიმართეს. ეროსს, მის ვაჟს,
კოლხთა მეფის ასულისათვის იასონის სიყვარული უნდა შთაენერგა, რათა ის გმირს
დახმარებოდა.

მართლაც მედეას იასონი დანახვისთანავე შეუყვარდა. იასონმა აიეტს ოქროს


საწმისის დაბრუნება მოსთხოვა. მან კი დაავალა სპილენძისჩლიქებიანი
ცეცხლისმფრქვეველი ხარები უღელში შეება და არესის ველზე დრაკონის კბილები
დაეთესა, საიდანაც ამოსული მეომრები უნდა დაეხოცა. თუკი ამ დავალებას
შეასრულებდა, მაშინ ოქროს საწმისი ბერძნებს ერგებოდათ. იასონს მედეა დაეხმარა
ამ ყველაფრის შესრულებაში.

მედეას გული ცუდს უგრძნობდა, ამიტომ ღამით იასონი არესის წმინდა ჭალაში
წაიყვანა, სადაც მუხაზე ჩამოკიდებულ საწმისს დრაკონი დარაჯობდა. ქალმა მას
საწმისი მოატაცებინა.

ბერძნები მედეასთან ერთად „არგოთი“ გაიქცნენ, მათ მედეას ძმა აფრისტოსი


დაედევნა და იასონს დისა და საწმისის დაბრუნება მოსთხოვა. მედეას ბრძანებით
იასონმა აფრისტოსი აკუწა. ამ ცოდვის გამო „არგოს“ არაერთი განსაცდელი
მოუვლინეს ღმერთებმა.

ფეაკების კუნძულზე მედეამ და იასონმა იქორწინეს. საშინელმა ავდარმა ხომალდი


ცხრა დღე ატრიალა. კიდევ დიდხანს იმოგზაურეს არგონავტებმა და დიდი ხნის
შემდეგ მოადგნენ სამშობლოს.

სამწუხაროს პელიასმა მაინც არ დათმო ტახტი. მედეას დახმარებით იასონმა იგი


მოკლა. ამის გამო მათ კორინთოსში მოუწიათ გადასახლება.

აპოლონიოს როდოსელი უხვად იყენებს ჰომეროსისეულ მხატვრულ ხერხებს.


პირდაპირ ბაძავს „ილიადისა“ და „ოდისეას“, მაგრამ არ არის შინაგანად შეკრული,
მთლიანი ნაწარმოები.

აპოლონიოსი იყო პირველი პოეტი, რომელმაც მოქმედების განვითარება


სასიყვარულო მოტივს დააყრდნო. გასათვალისწინებელია ისიც , რომ იგი გვაწვდის
ცნობებს ქართული ტომებისა და გეოგრაფიული პუნქტების შესახებ, რაც ძალიან
მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის.
3. არისტოტელეს შემოქმედება. მოკლე ანალიზი

13ბილეთი
1. 1ბილეთის 1საკითხი
2. ოდისევსის შინ დაბრუნება (შინაარსი) ოდისევსი, პენელოპე და
ტელემაქოსი

ოცი წლის შემდეგ უბრუნდება ოჯახს ოდისევსი. ძონძებში, მოგვიანებით კი ევმაოსი


ნახავს გმირის ფეხზე ნაჭრილობევს და ამოიცნობს ოდისევსს. ტელემაქოსსაც
გაუმხელენ მისი დაბრუნების ამბავს და ისინი ერთად შეთანხმდებიან სასიძოებზე
შურისძიებაზე. დილით ჯერ ტელემაქოსი მიდის ქალაქში, შემდეგ მას ევმაოსი და
ოდისევსი მიჰყვება. და სასახლეში მივლენ. გამოხვეული ოდისევსს მხოლოდ
საკუთარი ძაღლი იცნობს, სასიძოები კი მას დასცინებენ, ზოგი სკამსაც კი ესვრის.
ბოლოს პენელოპე განაცხადებს, რომ გადაწყვიტა გათხოვება , რადგან ოდისევსის
დაბრუნების იმედი გადაეწურა. გაჰყვება მას, ვინ ოდისევსის მშვილდს მოზიდავს და
ამ თორმეტ ცულში გაატარებს. ვერავინ ვერ შეძლებს მის მოზიდვასაც კი, ბოლოს
ოდისევსი ითხოვს მშვილდს, მოზიდავს და გაატარებს 12ვე ცულში. ამის შემდეგ
ოდისევსი გაამხელს თავის ვინაობას. ტელემაქოსი და ოდისევსი ამოჟლიტავენ
სასიძოებს.

ბოლოს ევრიკლეა ატყობინებს პენელოპეს ოდისევსის დაბრუნებას, თუმცა ქალს არ


სჯერა და გამონაგონად მიიჩნევს. შემდეგ ოდისევსი, ტელემაქოსი და პენელოპე
შეხვდებიან ერთმანეთს. ოდისევსი მეუღლისგან საოცარ სიტყვებს ელის,თუმცა იგი
დუმს და მძიმე ფიქრს მისცემია.მას არ ჯერა, რომ ოდისევსი დაბრუნდატელემაქოსი
დედას გაუწყრება ასეთი ცუდი დახვედრის გამო.პენელოპე გადაწყვეტს გამოცდა
მოუწყოს ოდისევსს.გმირი მოაწესრიგეს,გამოუცვალეს ძონძები და
გაასუფთავეს.პენელოპე მსახურს ეტყვის,რომ გამოიტანოს ოთახიდან საწოლი და თან
საბანიც მოაყოლოს.ქმარმა კი უთხრა,რომ ეს შეუძლებელი იყო ძე ხორციელის
მიერ,ვინაიდან ის თავად გააკეთა და მასზე იყო დაშენებული მთელი
სახლი.პენელოპეს ცრემლები წასკდა,მოეხვია და თავ–პირი დაუკოცნა ქმარს.იგი
სთხოვს ქმარს შეუნდოს ასეთი გამოცდის მოწყობა,რადგან იგი ცდილობდა ღირსება
შეენახა და ვინმეს არ ესარგებლა მისი მარტოობით.მაშინ განიხარა ოდისევსმა ცოლის
გონივრული საქციელის გამო.პენელოპემ მას სთხოვა,რომ მას მისთვის ყველაფერი
მოეყოლა.ოდისევსი იუარებს,რადგან ოცი წლის განმავლობაში თავს კარგი არაფერი
გადახდენია და ცუდის გახსენება კი არ ძალუძს.პენელოპეს უხაროდა,რომ ქმარი
სიბერემდე მის გვერდით მშვიდად და ბედნიერად იცხოვრებდა,თუმცა ოდისევსმა
თქვა,რომ იგი ბედნიერი ვერ იქნებოდა,თუ არ იპოვიდა სოფელს,სადაც არ
იციან,ზღვა,არ უნახავთ გემი და სჭამენ უმარილო საჭმელს.გზაში თუ ვინმე
შეხვდებოდა,ნიჩაბი მიწაში უნდა ჩაესო,ზევსისთვის ხარი შეეწირა და სახლსშიო
დაბრუნების სემდეგ,თითოეული ღმერთის სახელზე ჰეკატომბები უნდა
გაამზადოს.მხოლოდ ამ შემთხვევაში ელის ბედნიერი სიბერე.პენელოპე ქმრის
ბედნიერებისთვის ყოველგვარი გასაჭირის წინაშე მედგრად დგას და მას იმედი
აქვს,რომ მშვიდობა დაისადგურებს.ცოლ-ქმრის20 წლიანი
დაშორება,კვლავინდებური და დაუსრულებელი ერთიანობით სრულდება.

პენელოპე სამაგალითო ცოლია. იგი ერთგულად ელის ოდისევსს. ინახავს ოჯახური


კერის სიწმინდეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 10წელია, ტროას ომი დამთავრდა და
ოდისევსი ჯერ არ ჩანს, მას მაინც სწამს, რომ იგი გამოჩნდება, ამიტომ პატიოსნად
ელის. ყველანაირად ცდილობს, სასიძოებისთვის საბაბი მონახოს, რომ ქორწილი არ
შედგეს, აქ გარკვეულწილად იკვეთება პენელოპეს მოლოდინი. მისი ქმრის
სიკვდილის ამბავი ხომ არავის უთქვამს. იგი ოდისევსის გამოჩენის დროსაც
წინდახედულობასა და სიფრთხილეს იჩენს. არ სურს, ვინმემ მოატყუოს , ამიტომ
ცივი გონებით მოქმედებს და არ ჰყვება გრძნობებს. ტელემაქეს უერთგულებს მამას,
მის გვერდით დგას და მასთან ერთად ბრძოლობს, მიუხედავად იმისა, რომ მამის
სითბო დიდი ხანია, არ უგღზვნია, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ოდისევსის
წასვლის გამო შებილწეს ტელემაქოსის სახლი სასიძოებმა. მას შეიძლება ადამიანური
სისუსტე გამოეჩინა და ესაყვედურა მამისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა, რაც მისი
ვაჟკაცობის მანიშნებელია.

3. ვერგილიუსის ცხოვრება და შემოქმედება „ენეიდა“ (მე-5ბილეთის მე-


3საკითხი)

14ბილეთი

1. მე-11 ბილეთის 1საკითხი


2. ესქილეს „ქოეფორები“ და „ევმენიდები“ შინაარსი. ორესტე და ელექტრა-
დანაშაული და სასჯელი.

„ქოეფორები“ ტრილოგიის მეორე ტრაგედიაა. მასში აღწერილია აგამემნონის


სიკვდილის შემდეგ მომხდარი ამბები. აგამემნონის ძე, ორესტესი აღსაზრდელად
სხვაგან იყო გაგზავნიილი, შესაბამისად, მამის მკვლელობის დროს სასახლეში არ
იმყოფებოდა. როცა გაიზარდა, მამის საფლავთან თავის მეგობართან პილადესთან
ერთად მივიდა. პროლოგში წარმოდგენილია მი მიერ მამის გლოვა, გლოვის
ნიშნად იგი კულულებს იჭრის და საფლავზე დებს. ამ დროს მოდის შავებით
შემოსილ ქალთა გუნდი. ორესტესი და თავისი მეგობარი იქვე მიიმალებიან.
პაროდოსიდან ვიტყობთ, რომ კლიტემნესტრას ავისმაუწყებელი სიზმარი უნახავს
და ქალები გამოუგზავნია აგამემნონის საფლავზე ზადეშის შესაწირად. მათ
შორის ელექტრაცაა. მას სჯერა, რომ მამის მკველობისთვის შურს იძიებს თავისი
ძმა. შემდეგ ელექტრა საფლავზე კულულებს შენიშნავს. იგი იფიქრებს, რომ
შესაძლოა ორესტესი დაბრუნდა. ამ დროს გამოდის ორესტესი და და-ძმა
ერთმანეთს შეხვდება. იგი დას ეტყვის, რომ მამის მკვლელობისთვის შური უნდა
იძიოს. ეს დავალება თავად აპოლონს მიუცია ორესტესთვის. შემდეგ და-ძმა
დაიტირებენ აგამემნონს. ორესტესი გააცნობს დას შურისძიების გეგმას. ბოლოს
ელექტრა შინ ბრუნდება. სასახლეში იგი ორესტესის გარდაცვალების ამბავს
გაავრცელებს. კლიტემნესტრას ორგვარი გრძნობა დაეუფლება. ერთი მხრივ,
დამწუხრდება შვილის სიკვდილის გამო, მეორე მხრივ, გაუხარდება, რადგან
შურისმაძიებელი აღარ რჩება. ძიძა კი გლოვობს ორესტესის სიკვდილს. ამ დროს
ეგისთოსი მოდის. იგი შედის სასახლეში, სადაც ორესტესი კლავს მას. მსახური
კლიტემნესტრას ეტყვის „ვამბობ, რომ ცოცხალს მკვდრები კლავენ“. ბოლოს
ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან დედა და შვილი. კლიტემნესტრას სურს,
შვილური გრძნობები გააღვიძოს ორესტესში, გაახსენებს, რომ სწორედ მისი
მკერდიდან წოვდა ძუძუს. ამ დროს ორესტესი წუთით შეჩერდება, მაგრამ
პილადესი მას გაახსენებს აპოლონის დავალებას. ორესტესი კლავს დედას. ამ
ცოდვისთვის ორესტესს ერინიები, შურისმაძიებელი ქალღმერთები მოსდევენ.
ორესტესი კი აპოლონის სამისნოში გარბის დახმარებისთვის.

„ევმენიდები“ მოქმედება აპოლონის taZrisს წინ, დელფოსში იწყება. მისანი


გვაუწყებს, რომ ღმერთის ტაძარში მთველამე ქალიშვილები დაბრუნებულად.
იქვეა კაცი, რომელსაც სისხლი ხელებზე აქვს. ჩანან ერინიებიც. ორესტესთან
გამოდის აპოლონი.იგი ამხნევებს აგამემნონის ძეს,მოუწოდებს, მიაღწიოს
ათენს და იქ ჰპოვოს სსამართალი. ამ დროს კლიტემნმესტრას აჩრდილი
აფხიზლებს ერინიებს. შემდეგი ეპიზოდი ათენში ვითარდება. ქალღმერთი
ათენა მოიწვევს სამსჯავროს, რომელშიც უნდა დადგინდეს სამართალი.
შემდეგი სცენა არეოპაგზე გამართულ სამსჯავროს წარმოგვიდგენს. მსაჯული
ათენაა, ერინიები ბრალმდებლები, აპოლონი დამცველი. ორესტესს ბრალად
ედება, რომ მან მოკლა დედა, თავისი სიხლით ნათესავი, აგამემნონი კი
კლიტემნესტრასთვის არ იყო სისხლით ნათესავი. ამდენად ძის დანაშაული
უფრო დიდია, ვიდრე დედისა, რომელმაც ქმარი მოკლა. მსჯელობისას
აპოლონი გამოდის და ამბობს, რომ ორესტესის შურისგება თვით ზევსის
დასტურით მოხდა. იგი ამტკიცებს, რომ ბავშვის შობაში მთავარი მამაა, ხოლო
დედა უბრალოდ კვებავს და იცავს მას. ბოლოს ორესტესის ბედს თავად ათენა
გადაწყვეტს. იგი აგამემნონის ძეს გაამართლებს. ორესტესი ფიცს დებს, რომ
არს ერთი მისი შთამომავალი არ წავა საომრად ქალღმერთის ქალაქის
წინააღმდეგ. თუმცა ათენმა ერინიების ბედიც უნდა გადაწყვიტოს, რადგან
ისინი ასე უმოქმედოდ არ დანებდებიან ამ გადაწყვეტილებას. იგი ერინიებს
ევმენიდებად,კეთილისმყოფელ ქალღმერთებად გადაქცევას სთავაზობს.
ძნელია მათი დაყოლიება, თუმცა ათენა მათ არწმუნებს. ფინალური პარტია კი
თავიანთი ახალი ბედით კმაყოფილი, ფუნქციაშეცვლილი ქალღმერთების
სიმღერაა.
რთულია, ამ ურთიერთდაპირისპირებულ ძალთა მხარეში იპოვო
სამართალი. ორივე მხარე უდიდესი ცოდვის მატარებელია. დანაშაული ორივე
მხარეს აწევს კისერზე, შესაბამისად, გამართლებაც არც ერთი მხარისა არ
შეიძლება. მაგრამ კლიტემნესტრა ცალსახად დამნაშავეა, მან ერთი მხრივ,
საკუთარი დიდებისმოყვარეობისა და ჰიბრისის გამო გაწირა ქმარი. შეიძლება
გავამართლოთ მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ მან საკუთარი
ქალიშვილისთვის იძია შური, მაგრამ თუ ეს მართლა ასეა და მხოლოდ ეს
მიზეზი ამოძრავებდა, მაშინ ორესტესის გარდაცვალების ამბის გაგების
დროსაც უნდა დამწუხრებულიყო და გულწრფელად დაეტირა შვილი. მაგრამ
საქმე ისაა, რომ კლიტემნესტრა ანგარებიანი ქალია, მან პირადი მიზნებისთვის
გამოასალმა თავისი ქმარი სიცოცხლეს. ელექტრასაც იმედი აქვს, რომ მასზე
შურს იძიებენ. ე.ი. კლიტემნესტრა არც დედაშვილურ ურთიერთობაში
ყოფილა მაგალითი დედისა. თუ ამ კუთხით განვიხილავთ მომხდარს,
კლიტემნესტრა უნდა დაისაჯოს და ორესტესიც სწორად იქცევა.
კლიტემნესტრამ უნდა ზღოს თავისი დანაშაულისთვის. ტრაგედიაში
ორესტესის გაორებული საახე ჩანს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, როგორ
უმძიმს მას ამ გადაწყვეტილების აღსრულება.(კლიტემნესტრასგან
განსხვავებით) ის გრძნობს უხილავ კავშირს დედასთან და ამასთანავე მამის
სისხლის აღებაც სურს....

3.ჰესიოდეს ცხოვრება და შემოქმედება

ჰესიოდე არის პირველი პოეტი, რომელიც საკუთარი თავის შესახებ გარკვეულ


ინფორმაციას გვაწვდის. იგი უპირისპირდება ჰომეროსის ეპიკურ ობიექტურობას,
რომელიც არაფერს არ გვატყობინებს თავის პიროვნებაზე და არ გამოხატავს თავის
სუბიექტურ დამოკიდებულებას. ჰესიოდემ კი პოეტური „მე“, როგორც მოვლენათა
ძირითადი შემფასებელი, ჩართო საკუთარ პოემებში. ჰესიოდე გეომეტრიულ და
არქაულ ეპოქათა მიჯნაზე მოღვაწეობდა და ამ პერიოდის საზოგადოებრივ-
კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ტენდენციები მის პოემებშიც იჩენს
თავს. ეს არის პერიოდი, როცა ძლიერდება პიროვნების ინდივიდუალიზმი. ეს არის
ლირიკული პოეზიის აღმოცენების ხანა, რაცპოემებშიც იჩენს თავს. ჰესიოდე ასევე
საფუძველს უყრის დიდაქტიკურ და გენეალოგიურ ეპოსს. ამასთანავე, პოეტი,
ჰომეროსის დარად,მოვლენებისა და ფაქტების დიდ სისტემატიზატორადაც
გვევლინება, იგი განსაზღვრული კრიტერიუმებით აფასებს კარგსა და ცუდს,
სამართლიანსა და უსამართლოს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოვლინდა მის
პოემაში „სამუშონი და დღენი“. ჰესიოდე პირველი პოეტია, რომელიც უმღერის
დიად წარსულსაც და აწმყოსაც. მის კალამს „თეოგონიისა“ და „სამუშონი და დღენის“
გარდა ეკუთვნის სხვა პოემებიც, მაგალითად , ქალთა კატალოგი“, „ჰერაკლეს ფარი“
და სხვა, თუმცა ისინი ჩვენამდე ფრაგმენტულადააა მოღწეული.

რაც შეეხება ჰესიოდეს ბიოგრაფიას, მის შესახებ ცნობები ძირითადად მისსავე


პოემებიდან და ცალკეული ანტიკური ავტორების ბიოგრაფიული ხასიათის
შენიშვნებიდან გვაქვს. თვით ჰესიოდეს მიხედვით, მისი მამა კიმედან იყო. იგი
აყრილა, რადგან ვაჭრობას ზღვაზე მისთვის წარმატება არ მოუტანია და
საბერძნეთში, ასკრაში გადმოსახლებულა. აქ გაზრდილა ჰესიოდე.
კარგი.აღსანიშნავია თავად სახელი ჰესიოდეც. მშობლებს მისთვის „მეტყველი
სახელი“ დარურქმევიათ:ჰესიოდე, ანუ „ის, ვისაც გზა (მოგზაურობა) სიამოვნებს).
მკაცრმა ბუნებამ და გლეხკაცის გაჭირვებულმა ცხოვრებამ ჰესიოდე თავიდანვე
აზიარა მიწათმოქმედებას. იგი პოემაში „სამუშონი და დღენი“ მოკლედ ახასიათებს
ასკრას. ის არასდროს ყოფილა კარგი. სანა, წერას შეუდგებოდა, ჰესიოდე ცხვარსაც
მწყემსავდა, ერთხელ ჰელიკონის მთაზე მას მუზები გამოცხადებია და მისთვის
სიმღერის უნარი უბოძებიათ. „მუზებმა ერთხელ ლამაზი სიმღერა ასწავლეს
ჰესიოდეს“. მოგვიანებით, მამის გარდაცვალების შემდეგ, ჰესიოდეს ძმას ცრუ
მოწმეთა საშუალებით ჰესიოდეს კუთვნილი ქონებაც დაუსაკუთრებია, მაგრამ
მისთვის ვეღარ მოუვლია, გაუფლანგავს და შეწევნისთვის კვლავ ძმასთან მისულა.
მისგან კი სულიერი საზრდო, რჩევა-დარიგება მიუღია და ასე შექმნილა „სამუშაონი
და დღენი“ .

მომღერლობამ მალე მოუტანა ჰესიოდეს დიდება. იგი მოგვითხრობს გამარჯვებაზე.


ახსენებს ქალკისში გამართულ, ამფიდამასის ხსოვნისადმი მიძღვნილ შეჯიბრებას,
რომელზეც მის ჰიმნს გაუმარჯვია და ჯილდოდ სამფეხი მიუღია (სამუშაონი და
დღენი). ანტიკური წყაროების მიხედვით ამფიდამასი არაუადრეს ძვ.წ. 700წლისა
ომში უნდა დაღუპულიყო. აქედან გამომდინარე, ჰესიოდეს შეჯიბრი ძვ.წ VIII-VIIს-ში
უნდა გამართულიყო. ჰესიოდე შერკინებია ჰომეროსსაც კი. ელინები კი მას ხშირად
აყენებდნენ ჰომეროსის გვერდით. ჰესიოდეს გარდაცვალების შესახებ კი უტყუარი
ცნობები არ მოგვეპოვება. იგი ორქომენოსში უნდა იყოს დასაფლავებული.

„თეოგონია“ ანუ „ღმერთთა წარმოშობა“ ბერძნულ ლიტერატურაში საფუძველს


უყრის გენეალოგიურ და კოსმოგონიურ ეპოსს. პოემა 1022სტრიქონისაგან შედგება.
იგი იწყება შესავლით, სადაც ჰესიოდე ხოტბას ასხამს მუზებს და მათ შესთხოვს,
სანატრელი სიმღერა უბოძონ. ამის შემდეგ იწყება თხრობა.

ჰესიოდეს მიხედვით პირველად იყო ქაოსი, შემდეგ გეა, ტარტაროსი და ეროსი.


ქაოსმა დასაბამი მისცა წყვდიადსა და ღამეს. ტარტაროსმა შვა ტიფონი ტიფოევსი და
მისი შთამომავალნი. ეროსი ღმერთთა შეერთების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა
(ენერგია). გეამ პართენოგენეზით წარმოშვა ზეცა ურანოსი, მთები და ზღვა
(პონტოსი). გეასა და ურანოსის შეუღლებით იშვა ექვსი ვაჟი“: ოკეანოსი, კოიოსი,
კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, კრონოსი და ექვსი ქალი: თეია, რეა, თემისი,
მნემოსინე, ფოიბე, ტეთისი. მათ ტიტანები და ტიტანიდები უწოდეს. მთელი
ძალაუფლება ურანოსმა იგდო ხელთ და მის შესანარჩუნებლად ტიტანები და
ტიტანიდები ისევ გეას წიაღში შთანთქა გეამ შვილები მამის წინააღმდეგ აამხედა.
კრონოსმა დაასაჭურისა ურანოსი და ხელისუფლების სათავეში მოექცა.

კრონოსსა და რეას ექვსი შვილი გაუჩნდათ:ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი,


პოსეიდონი და ზევსი. კრონოსმა თავისი შვილები თავად შთანთქა, გადარჩა
მხოლოდ ზევსი, რომელიც დედამ გადამალა კრეტაზე, კრონოსს კი მის მაგივრად
ძონძებში გახვეული ქვა გადააყლაპა. ა ზევსი ქვასა და თავის ძმებს კრონოსს უკან
ამოანთხევინებს. სამი ასხელა ურჩხულის დახმარებით ზევსმა კრონოსი და ტიტანები
დაამარცხა და ტარტაროსში ჩაუშვა. მისგან დედამიწაზე უბედურების მომტანი
ქარები დარჩა.

ზევსი უზენაესი გამგებელი გახდა და ძმებთან ერთად სამ სკნელს ინაწილებს.


პოსეიდონო ზღვას განაგებს, ჰადესი მიწისქვეშეთს, ზევსი კი ზეცასა და მთელ
სამყაროს. მისი კანონიერი მეუღლე ჰერაა, თუმცა მას შვილები სხვა მოკვდავთ და
ქალღმერთთაგანაც უჩნდება.
თეოგონიაში შეიძლება გამოიყოს ორი მიმართულება. პირველი, ნელეალოგიური
ხაზი ღმერთთა თაობბის ცვლილებისა და ღვთაებრივ ძალთა წარმოშობის შესახებ და
მეორე-მითები, რომლებიც ნაწარმოებს სხვადასხვა ამბით ავსებს. მიუხედავად იმისა,
რომ თეოგონიაში თითქოს მოვლენები ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაა
წარმოდგენილი, ის მაინც ერთ მთლიანობად აღიქმება და მისი სტრუქტურა ასეთია:

ღმერთთა უძველესი თაობა, კრონოსი ამარცხებს ურანოსს, ღამე ზღვა და


შთამომავლობა. ტიტანთა ქორწინებანი. ჰეკატეს ეპიზოდი. ზევსი ამარცხებს
კრონოსს. პრომეთეს ეპიზოდი. ტიტანთა ბრძოლა. მიწისქვეშეთი. ზევსი ამარცხებს
გეას ვაჟს. ღმერთთა ახალი თაობა.

თეოგონიაში აღწერილი ღმერთთა თაობები და მათი მონაცვლეობა დიდ მსგავსებას


ჰპოვებს შუმერულ-აქადურ ვერსიასთან. სავარაუდოდ, ჰესიოდე არა
ძველაღმოსავლურ ორიგინალს, არამედ სხვა საშუალედო წინაბერძნულ წყაროს
იცნობდა, რასაც ადასტურებს ის, რომ ბერძენ ღმერთთა სახელები სემანტიკურად
აღმოსავლურ ტრადიციასთან მიმართებას გვიჩვენებს, თუმცა ეტინმოლოგიურად
მისგან გასხვავებულია.

თუ „თეოგონია“ ღვთაებრივ სამყაროს გვაზიარებს, „სამუშონი და დღენი“ ჩვენს


ყოველდღიურობას აღწერს. იგი მიწათმოქმედებს სთავაზობს რჩევებს, თუ რომელ
დღეს რომეი სამუშაო უნდა შეასსრულოს. პოემაში ჰესიოდე ერთგვარად ზრდის
მანძილს ღმერთებსა და ადამიანს შორის, რითაც ჰომეროსს ემიჯნება, ხოლო, მეორე
მხრივ, აძლიერებს ჰომეროსთან ჩასახულ მონოთეისტურ ტენდენციებს. ჰესიოდე
მსჯელობს ორგვარი ერისის(შურის) არსებობაზე) ერთი ადამიანს შეჯიბრისკენ
უბიძგებს, ხოლო მეორე დაპირისპირების და მტრობისკენ.

ჰესიოდე ადამიანებსა და ღმერთებს შორის არსებულ კონფლიქტზეც საუბრობს.


პრომეთემ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ღმერთი გააცრუა. ხორცის ორი ულუფა
შესთავაზა, რომელთაგან ერთი მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა, თუმცა ქვევით
ხორცის ცუდი ნაწილი იდო. მეორე კი პირიქით და უთხრა ზევსს, რომელსაც აირჩევ,
ადამიანებიც იმას შემოგწირავენო. ზევსმა გარეგნულად კარგი ნაწილი აირჩია, როცა
შეიტყო რო მოტყუვდა, ძალიან გაბრაზდა და კაცთა მოდგმას ცეცხლი წაართვა.
პრომეთემ ცეცხლი მოიტაცა და ლერწმის ღეროში დამალა, ადამიანებს უბოძა, ზევსმა
ისინი კვლავ დასაჯა. პრომეთეს ძმას ცოლად მიჰგვარა თვალწარმტაცი და ცბიერი
ქალი პანდორა, რომელიც ღმერთებმა უხვად დააჯილდოვეს, მაგრამ თითოეულმა
საჩუქარმა კაცთა მტანჯველი უბედურება მოიტანა, მხოლოდ იმედი დარჩა
ჭურჭელში გამოკეტილი. მას შემდეგ ათასგვარი სიავე და სნეულება დაეხეტება
სამყაროში.

ჰესიოდე კაცობრიობის განვითარებას 5ეტაპად ყოფს: ყველაფერი კრონოსის


მმართველობით დაიწყო, მაშინ ადამიანები ბედნიერად და უდარდელად
ცხოვრობდნენ. შემდეგ, ზევსის ნებით დემონებად იქცნენ. მას მოსდევს ვერცხლის
საუკუნე, როცა ვითარება გაუარესდა, უსამართლობამ, ქედმაღლობამ და სხვა
ცოდვებმა იჩინა თავი. სპილენძის საუკუნე ძალადობის ეპოქად იქცა. რკინის საუკუნე
ყველაზე სასტიკი და დაუნდობელია. ჰესიოდე სწორედ ამ ეპოქაში ცხოვრობს.
საზოგადოებრივი ცხოვრების ასეთი კრიტიკით ჰესიოდე თავისი ეპოქის სოციალურ,
პოლიტიკურ, კულტურულ ტენდენციებს გვამცნობს. ამბობს იმასაც, რომპრომეთეს
მიერ ნაბოძებმა ცეცხლმა კაცთა მოდგმას უბედურება მოუტანა. პრომეთეს
ნეგატიური შეფასებით ჰესიოდე ბერძნულ ტრადიციას ემიჯნება.

ჰესიოდესთვის სიკეთე და ბოროტება ადამიანის ცხოვრების თანმდევი წყვილია.

„სამუშაონი და დღენი“ იმდენად არის მნიშვნელოვანი, რომ მასში პირველად


ვხვდებით იგავს, რომელიც შემდგომ ცალკე ჟადრად დამკვიდრდა.

ჰესიოდე ნაწარმოებებში უამრავ სასარგებლო რჩევას გვაძლევს, მათ შორის


საყოფაცხოვრებოსაც. ჰესიოდე „სიმართლის მსგავსი სიცრუის“ ნაცვლად „ ჭეშმარიტ
სიმართლეს“ გვათავობს, რაც განსაზღვრავს პოემების ორიგინალურობასაც. მან დიდი
გავლენა მოახდინა როგორც საზოგადოების, ასევე პოეზიის განვითარებაზე.

15ბილეთი

1. მე-1ბილეთის 1საკითხი
2. ევრიპიდეს ,,იფიგენია ავლისში“ შინაარსი. თვითშეწირვა და იფიგენიას
ჰეროიზმი.

,,იფიგენია ავლისში“ ევრიპიდეს ერთ-ერთი უკანასკნელი ტრაგედიაა, რომელიც


პოეტის შვილმა მამის სიკვდილის შემდეგ დადგა ,,ალკმეონსა“ და ,,ბაკქ ქალებთან“
ერთად. პიესაში ევრიპიდე კვლავ უბრუნდება აგამემნონისა და მისი ოჯახის თემას.
იგგი გამოიყენებს აგამემნონის ქალიშვილის, იფიგინიას, ქალღმერთ არტემისესათვის
შეწირვის მითს. ავლისში შეკრებილ ბერძენთა ლაშქარს ღმერთები დიდხანს არ
აძლევდნენ ხელსაყრელ ქარს ტროაში გასამგზავრებლად. მიზეზის ასახსნელად მათ
კალქასს მიმართეს, მისანმა აცნობა, რომ ტროაში ლაშქრობას მხოლოდ იფიგენიას
მსხვერპლად შეწირვის შემდეგ შეძლებდნენ. აგამემნონი იძულებული შეიქმნა ამ
დათმობაზე წასულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში არტემისმა სამსხვერპლო ცეცხლთან
ქალწული ირმით შეცვალა. ეს მითი ევრიპიდემდელ ლიტერატურაშიც დიდი
პოპულარობით სარგებლობდა. ევრიპიდე ამ ტრაგედიაშიც საკუთარი თავის
ერთგული რჩება. მას აინტერესებს, თუ როგორ მოქმედებენ გმირები ექსტრემალურ
სიტუაციაში, მაგრამ თუ კი სხვა დრამებში უკიდურესად მძიმე მდგომარეობა
პერსონაჟების გამხეცებას, საკუთარი თავის გადასარჩენად გამხეცებას იწვევს, ამ
ტრაგედიაში, პირიქით, ექსტრემალური სიტუაცია ხელს უწყობს ადამიანური
თვისებების გამოვლენას.

მოქმედება ხდება ავლისში, სადაც აქაველები ტროაში გამგზავრების მოლოდინში


დაბანაკებულან, პროლოგში აგამემნონი მოხუც მსახურს ავალებს სასწრაფოდ
წაუღოს წერილი კლიტემენსტრას. აგამემნონის სიტყვებიდან ვიგებთ, იფიგენიას
მსხვერპლშეწირვის აუცილებლობის შესახებ, აგამემნონს კლიტემენსტრასთვის ადრე
წერილი გაუგზავნია და მოუტყუებია, იფიგენია აქილევსზე უნდა დავაქორწინოთო,
ახლა კი სინდისი აწუხებს და ამ წერილით ავლისისაკენ მომავალი დედა-შვილის
შეჩერებასა და მსხვერპლშეწირვისაგან ხსნას ცდილობს. შემდეგ სცენაზე შემორის
მაცნე, რომელიც მენელაოსისთვის წართმეული წერილის დაბრუნებას ცდილობს,
ჩნდება აგამემნონიც, მენელაოსი მას სულმოკლეობას საყვედურობს, თუმცა, როდესაც
მაცნე იტყვის, რომ კლიტემენსტრა ჩვილი ორესტესსა და იფიგენიასთან ერთად უკვე
აქ არის, აგამემნონს თვალზე ცრემლი მოადგება და მენელაოსიც იგრძნობს
სიბრალულს, იგი მზად არის ხელი აიღოს ტროელებთან ლაშქრობაზე, მაგრამ უკვე
გვიანაა, აგამემნონმა იცის, რომ ბრძოლის ჟინით ანთებულია აქაველები მას არ
შეარჩენენ ღმერთის ნების არშესრულებას. აგამემნონის შეხვედრა ცოლ-შვილთან
მეტად ემოციურია, ატრევსის ძე ცოლს არწმუნებს გაბრუნდეს უკან და ქორწილს
თავად ჩაატარებს, თუმცა კლიტემენსტრას პროცესში მონაწილეობა სურს, იფიგენია
გახარებულია, რომა ასეთი ვაჟკაცის ცოლობა არგუნა ბედმა. შემდეგ სცენაში
აქილევსი ჩნდება, კლიტემენსტრა მას მიესალმება, როგორც ტავის სასიძოს, მაგრამ ეს
ამბავი აქილევსისთვისაც მოულოდნელია, მოხუცი მსახური მათ ნამდვილ ამბავს
აცნობებს, აქილევსი შეშფოთებულია, რომ მისი სახელი ასე გამოიყენეს, იგი მზადაა
დაიცვას იფიგენია. თავდაპირველად გადაწყვეტენ, კლიტემენსტრა სიტყვით
შეეცადოს აგამემნონის დარწმუნებას. როდესაც აგამემნონი კვლავ ჩნდება, იფიგენიამ
უკვე ყველაფერი იცის, იგი მამას სთხოვს შეიბრალოს და მენელაოსის გამო არ
გაწიროს საყვარელი ქალიშვილი, აგამემნონი პასუხობს, რომ ეს მსხვერპლი
ელედისთვისაა და არა მენელაოსისთვის (,,ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი ჩემით
და შენით, რომ ბარბაროსმა ვეღარ გაბედოს, ბერძენად შობილს ასე ძალით წაართვას
ცოლი“). იფიგენია დასტირის თავის ბედს, მაგრამ იგი უკვე არარ ეწინააღმდეგება
მამას, ამდ როს შემოდის აქილევსი შეიარარებული რაზმისთ და დედა-შვილს
ამცნობს, რომ გარეთ აქაველთა ჯარი ბობოქრობს, ყველა ერთხმად ითხოვს
იფიგინიას მსხვერპლშეწირვას. აქილევსი მზად არის დაიცვას იგი, თუმცა ამას დიდი
სისხლისღვრა მოყვება, გამოსავალს თავად იფიგენია პოულობს, იგი თავად
გამოთქვამს სურვილს, შეეწიროს საერთო საქმეს, ელადას. იგი კლიტემენსტრას
მიმართავს, რომ მზადაა სახელოვნად მოკვდეს და განერიდოს სიმდაბლეს, მას
ამხნევებს იმის გააზრება, რომ ამ საქციელის გამო ელადა შეიყვარებს. აქილევსი
აღტაცებულია ქალის სულის სიმტკიცით, იფიგენია ემშვიდობება დედას და ჩვილ
ძმას, ნათესავებს სთხოვს, შავები არ ჩაიცვან, რადგან იგი სამშობლოს დიდებისთვის
კვდება. ტრაგედიის ფინალში მაცნე ატყობინებს კლიტემენსტრას, თუ როგორ
გმირულად ეგებებოდა იფიგენია სიკვდილს და როცა დანას მისთვის საბედისწერო
დარტყმა უნდა მიეყენებინა, იფიგენია სასწაულებრივად გაქრა, მის ნაცვლად კი
გაჩნდა სულთმობრძავი ირემი. ქალღმერთმა ქალი არ გასწირა, იფიგინია შესაძლოა
ღმერთებმა თავიანთ სამეუფოში გადაყვანეს. ტრაგედიის მთლიანობა კარგა ხანია
მეცნიერთა დისკუსიის საგანია. არის ვარაუდი, რომ იფიგენიას სასწაულებრივი
გაქრობის ამბავი შემდგომი დანამატია ტექსტისა, მაგრამ ყველაზე მთავარი ამბები ამ
გაქრობამდე ხდება. აქ მთელი ტრაგედია ეძღვნება იფიგენიას სამშობლოს
კეთილდღეობისთვის საკუტარი სისცოცხლის შემწირველ ყველაზე შთამბეჭდავ
სახეს მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. არისტოტელე ევრიპიდეს
არათანმიმდევრულობას საყვედურობდა, რადგან სუსტი და უმწეო იფიგენია
ერთბაშად გარდაისახება ძლიერ ქალად. არისტოტელე ხასიათის კონსტანტურობას
ნორმალურად თვლის, ევრიპიდე კი შეგნებულად გვევლინება უცვლელობისა და
თანმიმდევრულობის შეგნებულ კრიტიკოსად. ევრიპიდესათვის ყოველი პერსონაჟი
წარმოადგენს პოლარულ გრძნობათა, თვისებათა, განწყობილებათა მატარებელ
ჩვეულებრივ მოკვდავს, რომელშიც ჰუმანურობა, სისასტიკე, სიმამაცე, სილაჩრე
თანაარსებობს. ძნელია განსაზღვრო, თუ რომელი საწყისი გამოვლინდება
ექსტრემალურ სიტუაციაში. იმის გამო, რომ ნაწარმოების მტავარი გმირი ცალსახად
დადებითი პერსონაჟია მკვეთრად განსაზღვრავს გარშემო შექმნილ ატმოსფეროს.
ყველა ვისაც იფიგენიას ბედთან უხდება შეხება, აშკარად უფროო ადამიანური ხდება.
იფიგენიამ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ვერაგობა, ეგოიზმი თავისი საქციელით
უკეთესებად აქცია. ტრაგედიაში ისე, როგორც არც ერთ სხვა ნაწარმოებში
გამოხატულია საერთოელინური პატრიოტიზმი, როგორც ჩანს, პელოპონესის ომის
მომსწრე პოეტისთვის ეს თემა აქტუალური იყო. ევრიპიდე პრობლემას მხოლოდ
ბერძნული თვალსაწიერიდან ხედავს. მისთვის სრულიად ბუნებრივია, რომ
ელინებმა ბარბაროსები უდნა დაიმორჩილონ, რომ ელადას, როგორც თავისუფალ
მოქალაქეთა სამშობლოს, მართებს სხვა ხალხების მეუფება. ( თქვენი სიტყვებით
ისაუბრეთ იფიგენიას გმირობის მნიშვნელობაზე).

3. ჰეროდოტოსი და ბერძნული ისტორიოგრაფიის სხვა წამრომადგენლები

You might also like