Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

შპს საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა და საბავშვო ბაღი მომავლის


გეოგრაფიის მასწავლებლის ლანა კარაპეტიანის გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი: ლანა კარაპეტიანი


საგანი:გეოგრაფია კლასი: 11
თემა: ტერორიზმი დრო: 27:05:24 წუთი. 40

მოსწავლეთა პროფილი: 13 მოსწავლე არცერთი სპეციალური საჭიროების მქონე

გაკვეთილის მიზანი:
 მოსწავლეები გაიხსენებენ,რესურსულ ომებს და კონფლიქტებს
 მოსწავლეები შეისწავლიან ტერორიზმის სახეებს, მათთან ბრძოლის
ხერხებს.
 მოსწავლეები შეისწავლიან საერთაშორისო ტერორიზმის პრობლემებსა და
კიბერტერორიზმის შეტევებს; იმსჯელებენ მათი მოგვარების გზებზე.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
სამიზნე ცნება:მდგრადი განვითარება
გეო.საბ.1 ასაკის შესატყვისი ზნეობრივი ღირებულებებისა და საზოგადოებაში
მიღებული ეთიკის ნორმების (მაგალითად, სამართლიანობა, პასუხისმგებლობა)
გათავისება; მათი რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება სოციუმში
ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედებისთვის;
გეო.საბ.3 მოსახლეობის ძირითადი მახასიათებლებისა და დინამიკის გაანალიზება
ბუნებრივ და საზოგადოებრივ სისტემებზე მათი გავლენის დასადგენად ;
გეო.საბ.4 მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით რესურსების
რაციონალური მოხმარება და მართვა.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეები კარგად აქვთ შესწავლილი რა არის კონფლიქტი და სად და რატომ ხდება ის,
ასხვავებს სხვადასხვა წარმოშობის კონფლიქტებს და მათ სახეებსა და ტიპებს.
პოლიტიკური რუკის გამოყენებით შეუძლია განსაზღვროს კონფლიქტის არეალები
შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი

სასწავლო მასალა და რესურსები:


მსოფლიო პოლიტიკური რუკა,სახელმძღვნელო,წიგნის რვეული, დაფა,მარკერი
აქტივობა №1 ვერბალური (2 წუთი)

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების


კრიტერიუმებს, კლასის ორგანიზების ფორმებს

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების


რუბრიკებს.

აქტივობა №2 დისკუსია ( 10 წუთი)


აქტივობის მიზანი: მოსწავლეევს დავყობ ორ ჯგუფად და სადისკუსიო თემას მივცემ
კონფლიქტის დადებით და უარყობით მხარეებზე მსჯელობას. ერთმანეთს დაუსვამენ
კითხვებს და განსაზღვრავენ კონფლიქტოლოგის როლს კონფლიქტის მოგვარებაში.

აქტივობის შედეგი: მოსწავლეები გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას და გამოიყენებენ


ზოგადი ცოდნა დისკუსიის ხარისხიანად წარსამართად.

აქტივობა №3 ახალი მასალა (7 წუთი)


აქტივობის მიზანი: მოსწავლეებს გავაცნობ ახალ მასალას ტერორიზმის შესახებ მათ
სახეებს და გავრცელების მასშტაბებს კითხვა-პასუხის რეჟიმის დახმარებით.

აქტივობის შედეგი:მოსწავლეებს გაუადვილდებათ ახალი მასალის ათვისება და მომდევნო


დავალებებთან გამკლავება. გაიცნობენ ახალი მასალის თემას.

აქტივობა №4 ჯგუფური დავალება (10 წუთი)

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებს გავყობ ორ კგუფად და ვთხოვ იმსჯელონ იმ ხერხებსა და


საშუალებებზე რომლითაც შეიძლება ტერორიზმთან ბრძოლა

აქტივობის შედეგი: მოსწავლეები იმსჯელებენ პრობლემის მოგვარების გზებზე

აქტივობა №5 შეჯამება (7 წუთი)

აქტივბის მიზანი: მოკლედ შევაჯამებ გაკვეთილს და მოსწავლეებს დავუსმევ კითხვებს


ახალ მასალასთან დაკავშირებით

აქტივობის შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ გაკვეთილის არსისი უკეთ გაგებას.


აქტივობა №6 საშინაო დავალება (4 წუთი)

აქტივობის მიზანი: მოსწავლებს მივცემ დავალებას მოამზადონ ესეს სახით დავალება


თემაზე ემხრობიან თუ არა გამონათქვამს ტერორიზმი ახალი ტიპის მსოფლიო ომია.

აქტივობის შედეგი: მოსწავლეები მოახდენენ საკუთარი აზრის დემონსტრირებას,


არგუმენტებზე მუშაობისას შეძლებენ ტერორიზმე მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

საკლასო აქტივობის შეფასების რუბრიკა

ქულები და 9-10 7-8 4-5 1-3


კრიტერიუ
მეი
წინარე სრულფასოვნად ი ნაწილობრივ იყე მეტნკლებად იყე ვერ იყენებს
ცოდნის ყენებს წინარე ცოდ ნებს წინარე ცოდ ნებს წინარე ცოდ წინარე ცოდ
ნას ნას ნას ნას
გამოყენება

მსჯელობს, არგუმენტირებულა მსჯელობს თუ რა აქვს მცდელობა უჭირს


თუ რა დ მსჯელობს, თუ რა როლს ისაუბროს თუ რა იმსჯელოს
როლს როლს ასრულებს საერთა როლს თუ რა როლს
ასრულებს ს ასრულებს საერთაშ შორისო ასრულებს საერთა ასრულებს საე
აერთაშორი ორისო ძალისხმევა ძალისხმევა შორისო რთაშორისო
სო გლობალური გლობალური ძალისხმევა ძალისხმევა
ძალისხმევა კონფლიქტების კონფლიქტების გლობალური გლობალური
გლობალურ მოგვარებაში და მოგვარებაში და კონფლიქტების კონფლიქტებ
ი ასაბუთებს რამდენად მოგვარებაში, ის
კონფლიქტე რამდენად მნიშვნელოვანია თუმცა უჭირს მოგვარების
ბის მნიშვნელოვანია ეს კაცობრიობის დაასაბუთოს საკითხთან
მოგვარებაშ ეს კაცობრიობის მდგრადი რამდენად დაკავშირები
ი და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანია თ, ვერ
რამდენად განვითარების პერსპექტივისათვ ეს კაცობრიობის ასაბუთებს
მნიშვნელოვ პერსპექტივისათვის. ის. მდგრადი თუ
ანია განვითარების რამდენად
ეს კაცობრი პერსპექტივისათვ მნიშვნელოვა
ობის ისთვის. ნია
მდგრადი ეს კაცობრიობ
განვითარებ ის მდგრადი
ის განვითარების
პერსპექტივ პერსპექტივის
ისათვის. ათვისთვის.

აქტიური ყოველთვის ყოველთვის ხშირად იშვიათად ან


მონაწილე მონაწილეობს და მონაწილეობს. მონაწილეობს საერთოდ არ
ობა ხშირად მონაწილეობ
წარმართავს კიდეც ს.
საკლასო
მსჯელობას.
საკუთარი ყოველთვის თითქმის ხშირად ახერხებს ხშირად ვერ
აზრის დამაჯერებლად ყოველთვის საკუთარი აზრის ასაბუთებს
დასაბუთე და ასაბუთებს დაფიქსირებას. საკუთარ
ბულად არგუმენტირებულ საკუთარ აზრს.
წარმოჩენა. ად წარმოადგენს მოსაზრებას.
თავის
მოსაზრებას.
სხვისი უსმენს სხვებს და უსმენს სხვებს და უსმენს სხვებს არ უსმენს
აზრის საკუთარ საკუთარ და აცდის სხვებს და არ
მიმართ მოსაზრებას მოსაზრებას საუბრის აცდის სხვას
პატივისცე გამოთქვამს გამოთქვამს დამთავრებას. საუბრის
მის მოსმენილზე მოსმენილზე დამთავრება
დემონსტრ კორექტულია და დაყრდნობით. ს
ირება. ამჟღავნებს სხვისი
აზრის მიმართ
პატივისცემას,
მაშინაც კი როცა
არ ეთანხმება მასს.

შპს საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო


სკოლა და საბავშვო ბაღ მომავლის გეოგრაფიის მასწავლებლის ლანა კარაპეტიანის
გაკვეთილის რეფლექსია

მე-11 კლასი
გაკვეთილი ჩავატარე 2024 წლის 27 მაისს მე-11 კლასში, სადაც სიით ირიცხება
13 მოსწავლე, გაკვეთილს ესწრებოდა 11 მოსწავლე. არ დამჭირდა გეგმით
განსაზღვრული საკითხების მოდიფიცირება, გაკვეთილი შეესაბამებოდა სასწავლო
აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს, ესგ-ით გათვალისწინებულ
სტანდარტებს. გაკვეთილის თემა იყო ტერორიზმი.
გაკვეთილის მიზანი:
 მოსწავლეებმა გაიხსნეონ,რესურსული ომები და კონფლიქტები;
 მოსწავლეებმა შეისწავლონ ტერორიზმის სახეები, მათთან ბრძოლის ხერხები.
 მოსწავლეებმა შეისწავლონ საერთაშორისო ტერორიზმის პრობლემები და
კიბერტერორიზმის შეტევები; იმსჯელონ მათი მოგვარების გზებზე.

ესგ-სთან შესაბამისობა
სამიზნე ცნება: მდგრადი განვითარება
გეო.საბ.1 ასაკის შესატყვისი ზნეობრივი ღირებულებებისა და საზოგადოებაში
მიღებული ეთიკის ნორმების (მაგალითად, სამართლიანობა, პასუხისმგებლობა)
გათავისება; მათი რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება სოციუმში
ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედებისთვის;
გეო.საბ.3 მოსახლეობის ძირითადი მახასიათებლებისა და დინამიკის
გაანალიზება ბუნებრივ და საზოგადოებრივ სისტემებზე მათი გავლენის
დასადგენად
გეო.საბ.4 მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით რესურსების
რაციონალური მოხმარება და მართვა.
გაკვეთილი დავიწყე საორგანიზაციო საკითხებით,შევახსენე ქცევის წესები .
გავაცანი ახალი თემა და შეფასების რუბრიკა, ასევე გაკვეთილის თემასთან
დაკავშირებით საჭირო რუკები და სხვა რესურსები.
სასწავლო გეგემის გათვალისწინებით გამოვიყენეე საგაკვეთილო ყველა
მოთხოვნა: საქართველოს ფიზიკური რუკა, ფურცლები, კალმები, სახელმძღვანელო,
დაფა, მარკერი.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით დავიწყე წინა გაკვეთილის დავალებაზე
ფორმულირებული დისკუსიის გამართვა კლასში. მოსწავლეები დავყავი ორ ჯგუფად
და სადისკუსიო თემად მივეეცი კონფლიქტის დადებით და უარყოფით შედეგებზე
მსჯელობა , ასევე უნდა განესაზღვრათ კონფლიქტოლოგის როლი კონფლიქტების
მოგვარების საკითხებში. მოსწავლეებმა გაიაქტიურეს წინარე ცოდნა და მოუწიათ
გამოიყენონ ზოგადი ცოდნა დისკუსიის ხარისხიანად წარსამართად. დისკუსია
საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, ერთადერთი შენიშვნა მქონდა ემოციების
კონტროლი და ვცდილობდი მემართა ბავშვების ემოციური ფონი, აზრთა
სხვადასხვაობიდან გამომდინარე. ამ კონკრეტული აქტივობების ძლიერი მხარე
აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები არგუმენტირებული მსჯელობის შედეგად ავლენდნენ
კრიტიკული აზროვნების უნარს.
შემდგომი აქტივობა ჯგუფური დავალება იყო მოსწავეები დავყავი ორ
ჯგუფად და ვთხოვე ემსჯელად ტერორიზმის ბრძოლის ხერხებსა და საშუალებებზე.
ჯგუფის თითეულ წევრს უნდა მოეფიქრებინათ მინიმუმ ერთი მეთოდი ან
საშუალება ტერორიზმთან ბრძოლისათვის. ჯგუფური დავალება დამეხმარა ყველა
მოსწავლის ჩართულობა მომეხდია აქტივობაში.
გეგმის მიხედვით გადავედი ახალი მასალის ახსნაზე, რომელიც კითხვა-
პასუხის რეჯიმში გავმართე. ეს მეთოდი ფრიად საინტერესო აღმოჩნდა. ბევრი რამ
გაიაზრეს ტერორიზმის შესახებ და ასევე მეც გავიგე მათი ზოგადი ცოდნა ამ
თემასთან დაკავშიებით.
გაკვეთილის მიწუულს შევაჯამე ყველა აქტივობა და მოსწავლეებს მივეცი
დავალება მოემზადებინათ ესე თემაზე; ემხრობიან თუ არა გამონათქვამს
“ტერორიზმი ახალი ტიპის მსოფლიო ომია”, სადაც გამოთქვამდნენ თავიანთ აზრს და
მოიყვანდნენ არგუმენტებს .
ვფიქრობ ყველაზე მეტად საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა
გაკვეთილის ახსნის პროცესში კითხვა-პასუხის რეჭიმით მუშაობა, სადაც ყველმა
მოსწავლე იყო აქტიური, ყველა მისწავლემ შეძლო ჩართვა და საკუთარი აზრის
დაფიქსირება.
მოსწავლეებთან გამოვიყენე თვითშეფასება, მათ ობიექტურად შეაფასეს
საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. ასევე ყველა მოსწავლე შევაფასე
განმავითარებელი შეფასებით და რამოდენიმე განმსაზღვრელი შეფასებით.
მომავალში აუცილებლად მეტ დროს დავუთმობ ჯგუფური მუშაობის უკეთ
ორგანიზებულობას, შევიმუშავებ ისეთ სტრატეგიებს რომ ზუსტად იყოს დროის
ლიმიტი დაცული . ასევე ვიმუშავებ კრიტიკული აზროვნების გააქტიურებაზე.
საბოლოო ჯამში, კმაყოფილი დავრჩი ამ გაკვეთილით, მოსწავლეების
მონდომებითა და ჩემი გვერში დგომით, მე და ჩემმა კლასმა შევძელით შედეგზე
გასვლა.

You might also like