ტუროპერეიტინგი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 34

I.

ტუროპერატორის საქმიანობა
ტუროპერატორი – ეს არის ტურისტული ფირმა (ორგანიზაცია), რომელიც ტურისტების
მოთხოვნილებების შესაბამისად აკომპლექტებს ტურებს მომსახურების მიმწოდებლებთან
გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ტუროპერატორი არის ტურისტული პაკეტის
მწარმოებელი. ის ამუშავებს ტურისტულ მარშრუტებს და აკომპლექტებს ტურებს,
უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას, ორგანიზებას უკეთებს რეკლამას, აკეთებს ტურების
ფასების გაანგარიშებას მარშრუტებზე, ჰყიდის ტურებს პირდაპირ ტურისტებზე ან
ტურისტული სააგენტოების მეშვეობით.
ტუროპერატორი ტურისტებისთვის უზრუნველყოფს ტურისტული მომსახურების
მრავალფეროვნების შერჩევას და იმავდროულად აადვილებს მომსახურების დაკვეთას სხვა
ქალაქებში და ადგილებში.
ტუროპერატორები ასრულებენ სპეციალურ როლს ტურისტულ ინდუსტრიაში, ისინი იძენენ
ტურისტულ პროდუქტს აკეთებენ ტურისტული მომსახურების პაკეტის ფორმირებას და
ჰყიდიან მას მომხმარებელზე პირდაპირ ან ტურაგენტის მეშვეობით მოგების მიღების
მიზნით.
პირველ შემთხვევაში, როცა ტუროპერატორი აკეთებს პაკეტის ფორმირებას, ის გამოდის
ტურისტული პროდუქტის მწარმოებლის როლში. მეორე შემთხვევაში, როცა
ტუროპერატორი ყიდის მომსახურებას ცალკე, ის გამოდის, როგორც ტურისტული
მომსახურების საბითუმო დილერი. ეს ხდება მაშინ, როცა ტუროპერატორი მწარმოებელთან
ყიდულობს მეტ ტურისტულ მომსახურებას ვიდრე საჭიროა ტურისტული პაკეტის
ფორმირებისათვის, ამის გარდა, დღეს უკვე არის სპეციალიზირებული საბითუმო
ტუროპერატორები, რომლებიც აწარმოებენ მომსახურების მასიურ შესყიდვას შეღავათიან
ფასებში სასტუმროებიდან და სხვა მომსახურების მომწოდებლებისაგან. ტუროპერატორის
განსაკუთრებულობაც ამაში მდგომარეობს, რომ ის ახერხებს მომსახურების ფასების
ცვალებადობისაგან დაზღვევას და ტურისტებისათვის ეკონომიკურად ხელმისაწვდომი
ტურისტული პაკეტის ფორმირებას. საბითუმო ტუროპერატორის ფასები ყოველთვის
დაბალია, ვიდრე საცალო ფასები სასტუმროსა და სხვა მომსახურებებზე.
ტუროპერატორები უნდა განვიხილოთ, როგორც ახალი პროდუქტის მწარმოებლები და არა
როგორც ფართო ასორტიმენტის ტურისტული პროდუქტის ბითუმად გამყიდველი. ეს
სრულიად მართლზომიერია, რადგანაც ტუროპერატორის საქმიანობის ძირითად სახედ
ითვლება ტურებისა და მომსახურების პაკეტების ფორმირება.

II. ტუროპერატორების კლასიფიკაცია


ტუროპერატორები იყოფიან:
1. მასიური ბაზრის ოპერატორები.
ისინი ყიდიან ტურპაკეტებს ჩარტერული ავიარეისების გამოყენებით მასიური ტურზმის
ადგილებში.
2. სპეციალიზირებული ოპერატორები, რომლებიც სპეციალიზირებული არიან განსზღვრულ
პროდუქტზე ან ბაზრის სეგმენტზე
საქმიანობის ადგილის მიხედვით
1. ადგილობრივი, შიდა ტუროპერატორები. ისინი ადგენენ ტურპაკეტებს მარშრუტებზე
ქვეყნის ფარგლებში.
2. გამშვები ტუროპერატორები ადგენენ ტურპაკეტებს საზღვრაგარეთის ქვეყნებზე.
3. მიმღები ტუროპერატორები ემსახურებიან ჩამოსულ ტურისტებს.
ამის გარდა მიღებულია ტუროპერატორების დაყოფა ინიციატივიან და რეცეპტორ
ტუროპერატორებად.
ინიციატივიანი ტუროპერატორები აგზავნიან ტურისტებს საზღვარგარეთ ან სხვა რეგიონში
მიმღებ ოპერატორებთან ან პირდაპირ ტურისტულ საწარმოსთან ხელშეკრულების
საფუძველზე. ისინი აკომპლექტებენ ტურებს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის
ნორმების მიხედვით, რომელშიც შედის არანაკლები 3 მომსახურება (განთავსება,
ტრანსპორტირება და კიდევ ერთი მომსახურება, რომელიც არ არის დაკავშირებული პირველ
ორთან).
რეცეპტიული ტუროპერატორები - ესენია მიმღები ტუროპერატორები, რომლებიც
აკომპლექტებენ ტურებსა და მომსახურების პროგრამებს ტურისტების მიღებისა და
მომსახურების ადგილზე, რომლებიც იყენებენ პირდაპირ ხელშეკრულებებს მომსახურების
მომწოდებელთან (სასტუმროები, კვების ბლოკები, დასასვენებელ-გასართობი
დაწესებულებები და სხვა) ეს არის ტუროპერეიტინგის სუფთა ფორმა.

III. ტუროპერატორის ფუნქციები


ტუროპერატორი – ეს არის ტურისტული ფირმა ან ორგანიზაცია რომელიც ტურისტების
მოთხოვნილებების შესაბამისად აკომპლექტებს ტურებს მომსახურების მიმწოდებლებთან
გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ტუროპერატორი არის ტურისტული პაკეტის
მწარმოებელი. ის ამუშავებს ტურისტულ მარშრუტებს და
აკომპლექტებს ტურებს, უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას, ორგანიზებას უკეთებს
რეკლამას, აკეთებს ტურების ფასების გაანგარიშებას მარშრუტებზე, ჰყიდის ტურებს
პირდაპირ ტურისტებზე ან ტურისტული სააგენტოების მეშვეობით.
ტუროპერატორი ტურისტებისთვის უზრუნველყოფს ტურისტული მომსახურების
მრავალფეროვნების შერჩევას და იმავდროულად აადვილებს მომსახურების დაკვეთას სხვა
ქალაქებში და ადგილებში.
ტუროპერატორის ფუნქციებად ითვლება:
1. პოტენციური ტურისტების მოთხოვნების შესწავლა ტურებსა და ტურისტულ
პროგრამებზე;
2. მომსახურებისა და ტურების პერსპექტიული პროგრამების შედგენა, მათი ბაზარზე
აპრობირება ტურისტების მოთხოვნების გამოვლენის მიზნით.
3. ურთიერთქმედება ტურზე მომსახურების მომწოდებელთან ხელშეკრულების
საფუძველზე:
- სასტუმროებთან – ტურისტებისათვის საცხოვრებელი ადგილების გამოყოფაზე;
- კვების საწარმოებთან – ტურისტებისათვის კვების მიღებაზე;
- სატრანსპორტო საწარმოებთან, ფირმებთან და კომპანიებთან – ტურისტების
სატრანსპორტო მომსახურებაზე;
- საექსკურსიო ფირმებთან, მუზეუმებთან, საგამოფენო დარბაზებთან და სხვა
დაწესებულებებთან – ტურისტების საექსკურსიო მომსახურებაზე.
- ფირმებთან, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მომსახურებას
ტურისტების შესაბამის მომსახურებაზე.
- სპორტული ნაგებობების ადმინისტრაციასთან – ტურისტების მიერ სპორტული
შესაძლებლობების გამოყენებაზე.
- შოუ, კინო, ვიდეო, თეატრალური დაწესებულებების მენეჯერებთან – ტურისტების
აღნიშნულ ღონისძიებებზე დასასწრებად.
- ნაკრძალების, ბაღ-პარკების, მონადირეთა და მეთევზეთა მეურნეობებთან – ტურისტების
ასეთ ადგილებში დასვენებისა და მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
- ადგილობრივ მუნიციპალურ მთავრობასთან – ტურისტული ფირმების მიზნობრივი
შენატანები გზების აღდგენაზე, ძეგლების რესტავრაციაზე, მოვლაზე და სხვა
ღონისძიებებზე.
ტურზე მომსახურების მომწოდებლებთან ურთიერთქმედება უნდა ატარებდეს, როგორც
პერსპექტიულ (ახალი ტურებისა და ტურისტული პროგრამების მუდმივი დამუშავება), ისე
მიმდინარე ხასიათს (მოქმედი ტურებისა და ტურისტული პროგრამების კონტროლი).
4. ტურებისა და ტრანსტურების ღირებულების გაანგარიშება და ბაზრის სიტუაციიდან
გამომდინარე ფასების განსაზღვრა. სხვადასხვა შემადგენლობის და კლასებით ტურების
კომპლექტაციის დროს მომსახურებაზე ტარიფებისა და ფასების დადგენა.
5. ტურისტების უზრუნველყოფა ტურების მარშრუტებზე სარეკლამო – სუვენირული
ხასიათის მასალებით, სპეციალური აღჭურვილობითა და ინვენტარით.
6. მარშრუტზე კადრების მომზადება, შერჩევა და დანიშვნა, რომლებსაც აქვთ კონტაქტი
ტურისტებთან და უწევენ კოორდინაციას და კონტროლს მომსახურების პროგრამის
შესრულებას (გიდები, ექსკურსიამძღოლები, ინსტრუქტორები, მეთოდისტები და სხვა).
7. სარეკლამო – საინფორმაციო საქმიანობა ტურისტული პროდუქტის მომხმარებლამდე
მისატანად.
8. მომხმარებელზე ტურების რეალიზაცია ტურისტული სააგენტოების სისტემის მეშვეობით.
9. კონტროლი მომსახურების ხარისხზე.
10. ტურისტებთან მომსახურების პერიოდში მუდმივი ოპერატიული კავშირი, წარმოქმნილი
სიძნელეების გადასაჭრელად.

IV. ხელშეკრულება ინიცატივიან და რეცეპტორ ტუროპერატორებს შორის


სახელშეკრულებო ურთიერთობები ინიციატივიან და რეცეპტიული ტუროპერატორებს
შორის მეტწილად მსგავსია ანალოგიური ურთიერთობების ტუროპერატორსა და ტურაგენტს
შორის, თუ საუბარი არ არის სააგენტო შეთანხმებაზე.

ინიციატივიანი და რეცეპტიული ტუროპერატორების ხელშეკრულებაში უნდა იყოს


ასახული:
1. სამარშრუტო ინკლიუზივ-ტურის ორგანიზაციის დროს:
 მარშრუტი, ტურის პროგრამა და მომსახურების პაკეტი, რომლებიც უნდა მიეცეს ტურისტებს
მათი მოგზაურობის დროს;
 ჩამოსვლის რიცხვი და წასვლის რიცხვი;
 ქალაქებისა და მათი ნახვის ჩამონათვალის თანმიმდევრობა;
 ტრანსპორტის სახე;
 გაჩერების დღეთა რიცხვი ყოველ ქალაქში;
 ექსკურსიების ჩამონათვალი;
2. ინდივიდუალური დაკვეთილი ტურების ორგანიზაციის დროს:
 ტურისტების ჩამოსვლისა და წასვლის რიცხვები;
 მომსახურების ჩამონათვალი და მათი კლასი.
მარშრუტების განხილვის თუ ტურისტების დასვენების ადგილზე სტაციონალური ყოფნის
დროს აუცილებელია გარკვეულად განისაზღვროს ტურისტების ყოფნის ხანგრძლივობა
განთავსების ადგილზე ღამისთევის რიცხვის მიხედვით, რადგანაც სასტუმროში
მომსახურების ანგარიშსწორება მიმდინარეობს მათი რიცხვის მიხედვით. თითქმის ყველა
სასტუმროში ანგარიშსწორების საათად ითვლება 12 საათი.
ტურისტების განთავსების საკითხის განხილვის დროს ფირმასთან აუცილებლად უნდა
შეთანხმდეს სასტუმროს კლასი, ტიპი და მდებარეობა. ეს პარამეტრები
დამოკიდებულია ტურისტების სოციალურ შემადგენლობასთან და მოგზაურობის მიზანთან.
აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული ნომრების კატეგორია.
ხელშეკრულებაში თანხმდება ტურისტების კვების შესაძლებელი ვარიანტები:
 მთლიანი პანსიონი მთლიანი მომსახურება, რომელიც შეიცავს განთავსებას და სამჯერად
კვებას;
 ნახევარი პანსიონი განთავსება და ორჯერადი კვება საუზმე და სადილი ან საუზმე და
ვახშამი;
 მხოლოდ საუზმე განთავსება და კვება.
დაბალი კატეგორიის მომსახურების დროს კვება შეიძლება მთლიანად გამოირიცხოს
მომსახურების პაკეტიდან. ასეთ შემთხვევებში პაკეტის ამ სახეს ჰქვია კვების გარეშე, ტურის
მომსახურება კვების გარეშე ასევე შეთანხმებული უნდა იყოს კონტრაქტში.
ტურების ყიდვა-გაყიდვის გარიგების გაფორმების დროს ხელშეკრულების არსებით
პირობებად ითვლება:
 ტუროპერატორის (გამყიდველის) ვალდებულება გადასცეს ტურაგენტს (მყიდველს)
საქონელზე (ტურების პაკეტზე ან ტურისტული მომსახურების ცალკეულ სახეების
ნაკრებზე) საკუთრების უფლება;
 მოცემული საქონლის (ტურების პაკეტის ან ტურისტული მომსახურების ცალკეული
სახეების) შესაბამისობა მყიდველის მოთხოვნებთან;
 ტურაგენტის ვალდებულება გადაუხადოს ტუროპერატორს თანხა შესყიდული საქონლის
მთელ მოცულობაზე, გარიგებით დათქმულ ვადებში;
 ტურაგენტის პასუხისმგებლობა ტურებისა და ტურისტული მომსახურების მთლიანი
მოცულობის შესრულება, მიუცემელი მომსახურების შესაბამისი მატერიალური
კომპენსაციით, ასევე ტურისტების მორალური ზარალის კომპენსაციით;
 მხარეთა პასუხისმგებლობა სარკინიგზო, საჰაერო და სხვა გადაზიდვებზე;
 პასუხისმგებლობა ვალდებულებებზე ზარალის მიყენების გამო;
 გარიგების დადების დოკუმენტის ძალაში შესვლისა და ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულებების გასვლის თარიღის დაწესება;
ტურისტული გაცვლის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დროს, ხელშეკრულებას
ტურისტული ჯგუფების მიღების შესახებ აუცილებლად თან ერთვის:
 ტურისტული ჯგუფების შემოსვლის გრაფიკი, შემოსვლისა და გამგზავრების თარიღების
მითითებით;
 ტურების პარიტეტული ფასების კალკულაცია (ღირებულების გაანგარიშება), როგორც ერთი
ასევე მეორე მხრიდან. საზღვარგარეთელ პარტნიორებთან მუშაობის დროს უვალუტო
გაცვლის პირობებში, ხელშეკრულებას უნდა ერთვოდეს სავალუტო გადასახადების
გაანგარიშება ან ტურდღეების ჯამური უწყისი, სადაც იქნება შეთანხმებული
ტურისტებისათვის ყოველდღიური სახარჯო ფულის მიცემა;
 მიღების პირობების აღწერა სასტუმროების კლასისა და ტიპის მითითებით;
 ტურისტული ჯგუფების დასვენების ადგილზე ჩასვლისა და მომსახურების პროგრამა.
ხელშეკრულების პუნქტების გარდა პარტნიორების გარიგებაში აუცილებლად შედის ისეთი
პირობები, როგორიცაა:
 ფორს-მაჟორი;
 მხარეების მიერ პრეტენზიების განხილვის წესი, რომელიც გათვალისწინებულია
ხელშეკრულებით;
 მხარეთა ვალდებულებებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცვლილებების შეტანის
წესი და პირობები;
ამის გარდა ხელშეკრულებაში ჩართული უნდა იყოს პუნქტი რეცეპტიული
ტუროპერატორების მიერ პარტნიორების სარეკლამო-საინფორმაციო შინაარსის
ბუკლეტებით, კატალოგებით და ტურისტებისათვის საჭირო მარშრუტების სქემებით
მომარაგების თაობაზე.
ტურისტული ფირმების უმეტესი ნაწილი თვითონ გადის საერთაშორისო ბაზარზე.
კონტრაქტების გაფორმების დროს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული
ნორმატიული აქტები, რომელიც არეგულირებს საგარეო-ეკონომიკურ გარიგებებს, რადგანაც
აუცილებლობის შემთხვევაში დაიცვა შენი უფლება, მით უფრო, რომ მსოფლიო პრაქტიკამ
უკვე გამოიმუშავა სახელშეკრულებო ურთიერთობების საერთოდ მიღებული წესები,
რომლის მიხედვითაც შეიძლება მიაღწიო ხელშეკრულების ორმხრივ მისაღებ პირობებს.
ხელშეკრულებები როგორც ადგილობრივ ისე საზღვარგარეთელ პარტნიორებთან მზადდება
და ხელი ეწერება ორ ეგზემპლარად. საზღვარგარეთელ პარტნიორებთან გაფორმებული
ხელშეკრულებები დგება ქართულ და იმ ენაზე, რომელიც მისაღებია პარტნიორისათვის.

V. სავიზო მომსახურება
ტურისტული ვიზა – ეს არის აღნიშვნა პასპორტში, შესრულებული უცხოეთის
სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ, რომლის მფლობელს აქვს
დროებითი შესვლის უფლება ვიზის გამცემი ქვეყნის ტერიტორიაზე, ტურიზმისა და
დასვენების მიზნით. ვიზა ქვეყნის ნახვისათვის იცემა მოსაწვევის საფუძველზე.
მოსაწვევები შეიძლება იყოს:
- სამსახურეობრივი ან საქმიანი (უცხოეთის ორგანიზაციისაგან – საქართველოს
ორგანიზაციას);
- კერძო (უცხოეთის მოქალაქისაგან საქართველოს მოქალაქეს);
- სასტუმრო (ხანგრძლივი დროით საზღვარგარეთ მყოფი მივლინებულისაგან – თავის
თანამემამულეს);
- ტურისტული (ტურიზმის, მკურნალობის, მოკლევადიანი სწავლების, სპორტულ
შეჯიბრებაში მონაწილეობის და ბიზნეს სემინარებში მონაწილეობის მიზნით).
მოსაწვევებთან დაკავშირებით იცემა სხვადასხვა ვიზები: საქმიანი, კერძო, ტურისტული,
სატრანზიტო და სამუშაო.
საქმიანი ვიზა (ბიზნეს ვიზა) იცემა უცხოეთის ორგანიზაციის (უცხოეთის იურიდიული
პირი) მიერ მიწვევის გაფორმების შემდეგ, მეორე სახელმწიფოს ორგანიზაციის (ვიზის
მიმღები) მიერ ამ ორგანიზაციის კონკრეტულ მუშაკზე მიზნისა და ყოფნის ვადის
მითითებით.
კერძო ვიზა იცემა კერძო პირის (უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქის) მიწვევის გაფორმების
შემდეგ, მეორე სახელმწიფოს (ვიზის მიმღები) კერძო პირზე. მიწვევა ფორმდება მთავრობის
ადგილობრივ ორგანოებში.
ტურისტული ვიზა ფორმდება იმ დონეზე, რომელიც მითითებულია ტურისტულ საგზურში,
სემინარებში მონაწილეობის მიწვევებში, სპორტულ ღონისძიებებში და სხვა. ტურისტული
გასვლები (როგორიცაა დასვენება, მკურნალობა, შეჯიბრებებში მონაწილეობა), როგორც წესი
განსაზღვრული ხნით ყოფნით, ამიტომ აქ მრავალჯერადი ვიზები არ გაიცემა.
სატრანზიტო ვიზა ვიზის მიმღებისათვის წარმოადგენს უფლებას მესამე ქვეყნის
გავლისათვის ძირითადი დანიშნულების ქვეყანაში ჩასასვლელად. სატრანზიტო ვიზა იცემა
მესამე ქვეყნის საელჩოს მიერ განსაზღვრული საათებით ძირითადი ვიზის მიღების შემდეგ.
სამუშაო ვიზა წარმოადგენს დაქირავებით მუშაობის უფლებას საზღვარგარეთ. ასეთი ვიზის
მისაღებად მიმწვევი ქვეყანა (სამუშაოს მიმცემი) დებს კონტრაქტს მომავალ მუშაკთან,
ათანხმებს ყველა ნიუანსს (სამუშაოს პირობები, ღამისთევა, დაზღვევა) ადგილობრივ
საიმიგრაციო სამსახურთან, მიიღებს რა მთავრობის ნებართვას, დოკუმენტების პაკეტს
უგზავნის მომავალ მუშაკს, მოქალაქე ამ დოკუმენტებით მიმართავს საელჩოს სამუშაო ვიზის
მიღებისათვის.
ვიზის გაცემის შესაძლებლობა ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში, ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში, განიხილება ინდივიდუალურად, ყოველ საელჩოში თავისი მოთხოვნებია.
ვადა, რომელზეც იცემა ვიზა დამოკიდებულია მიწვევაზე, რის საფუძველზეც იცემა ვიზა.
მიწვევის ბლანკის შევსების დროს მიმღები მხარე უთითებს ნახვის მიზანს, ყოფნის
შეთავაზებულ ვადას და ქვეყნის ნახვის ჯერადობას. ამ მონაცემების შესაბამისად საელჩო
იღებს გადაწყვეტილებას გასაცემი ვიზის ვადის შესახებ. ტურისტულმა სააგენტოებმა
შეიძლება თვით დაამყარონ საქმიანი კავშირები უცხოეთის საკონსულოებთან. ამის გარდა
შეიძლება გამოიყენონ საშუამავლო ორგანიზაციები, რომლებიც სპეციალიზირებული არიან
ვიზების გაფორმებაზე, მაგრამ მეორე ხერხი იწვევს ტურების ფასის გაძვირებას, რადგან
საშუამავლო მომსახურებისათვის გადასახდელია მნიშვნელოვანი თანხები.
ტურისტული ვიზის გაცემა წარმოებს მიმღები მხარის ტურისტული ფირმის
შუამდგომლობით, რომელიც უზრუნველყოფს მიღებას შეთანხმებული მარშრუტით
დამტკიცებულ ვადებში.
ტურისტული ფირმები ვიზებს ყოფენ ორ პირობით ჯგუფად: ნაყიდი და ნების დამრთველი.
1. ნაყიდი ვიზების გაფორმებისათვის საკმარისია შეკრიბო საჭირო დოკუმენტები და
გადაიხადო შესატანი. ასეთი ვიზა ფორმდება ავტომატურად. ასეთი ვიზებით მიმღებს
მიეკუთვნებიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები. ვიზების მიღების პროცედურა ამ
ქვეყნებში უბრალოა და ტურფირმებიდან არ მოითხოვენ დამატებით ძალისხმევას.
2. ნების დამრთველი ვიზები ფორმდება შენგენის თანამეგობრობის ბევრი ქვეყნის, დიდი
ბრიტანეთის და ა.შ.შ-ის მიერ. ყველა აუცილებელი და სწორად გაფორმებული
დოკუმენტების წარდგენა აღნიშნული ქვეყნების საელჩოებში ჯერ კიდევ არ არის წარმატების
გარანტია. ამ ქვეყნების საელჩოების გავრცელებული მოთხოვნებია სასტუმროების დაჯავშნა
და უკან დასაბრუნებელი ბილეთები. ამის გარდა საელჩოები ხშირად იძახებენ
გასაუბრებაზე.
ვიზების გაფორმება წარმოებს რამდენიმე დღიდან დაწყებული რამდენიმე თვემდე. ვიზის
გაფორმების ვადა დამოკიდებულია სამთავრობათშორისო შეთანხმებებსა და
დამკვიდრებულ პრაქტიკაზე.
საკონსულო შესატანი ვიზების გაფორმებისათვის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა, მისი
სიდიდე მუდმივად იცვლება.
ვიზის მისაღებად აუცილებელია შეავსო ერთი ან რამდენიმე ანკეტა და თან დაურთო
სურათები. სავიზო ანკეტების ბლანკები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია.
ტურისტული ჯგუფებისათვის და საქმიანი გასვლებისათვის რიგ შემთხვევებში ფორმდება
ჯგუფური ვიზა, რომელიც ისმება ტურისტების ან საქმიანი ადამიანების სიაზე.
ტურისტებისათვის პასპორტებისა და ვიზების მიცემის დროს ტურისტული სააგენტო
ვალდებულია შეამოწმოს ვიზის მოქმედების ვადების შესაბამისობა და ტურის დაწყებისა და
დამთავრების ვადები, თუ ვადები არ ემთხვევა, ტურისტების გასვლამდე ეს პრობლემა უნდა
დარეგულირდეს.
ტურისტული სააგენტო ასევე ვალდებულია გააფრთხილოს ტურისტები ვიზის მოქმედების
დამთავრების შესახებ, ტურისტული გასვლის დამთავრების დროს, რადგანაც თუ ვინმე
აპირებს დარჩენას ნათესავთან ან რაიმე მიზნით, რომ გააგრძელოს მოქმედების ვადა თავის
ანგარიშზე.
თუ ტურისტი გადაწყვეტს იგნორირება გაუკეთოს აღნიშნულ მოთხოვნებს, დაარღვევს
სავიზო რეჟიმს და ამასთან ერთად დაარღვევს ქვეყნის კანონმდებლობას, ტურისტული
სააგენტო არ ატარებს არავითარ პასუხისმგებლობას ტურისტის წინაშე.
1996 წლის 26 მარტს ევროპაში ძალაში შევიდა შენგენის შეთანხმება, რომელსაც ხელი
მოაწერეს 1985 წლის 14 ივნისს ლუქსემბურგის ქ. შენგენში და რომელიც ითვალისწინებს
ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების საერთო საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლის
თანდათანობით მოშლას. შენგენის შეთანხმებას ხელი მოაწერეს: ბელგიამ, გერმანიამ,
საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა. შემდეგში მათ შეუერთდნენ: საბერძნეთი,
იტალია, ესპანეთი, ავსტრია, პორტუგალია, შვედეთი, დანია, ისლანდია. დიდმა ბრიტანეთმა
და ირლანდიამ დაიკავეს განსაკუთრებული პოზიცია და უვიზო სივრცეში არ შევიდნენ.
თუ ტურისტი ვარაუდობს რამდენიმე ქვეყანაში გასვლას, შენგენის შეთანხმების თანახმად,
მიიღებს რა შეთანხმების მონაწილე ერთ-ერთი ქვეყნის ვიზას, თავისუფლად
გადაადგილდება სხვა ქვეყნებში, ვიზაში მითითებული ვადისა და ქვეყნებში შესვლის
რიცხვის მიხედვით.
1. მოკლევადიანი ვიზა შენგენის სივრცეში შესვლისათვის იცემა 1 დღიდან 90 დღემდე (3
თვემდე) ვადით. ის იძლევა მოცემული ქვეყნების ტერიტორიებზე ნახევარი წლის
განმავლობაში წინააღმდეგობის გარეშე შესვლის და გადაადგილების საშუალებას, მაგრამ
ჯამური დრო არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
2. ვიზა ერთი წლის ვადით, რომლის მოქმედების დრო არის ერთი წელი, მაგრამ შენგენის
შეთანხმების ქვეყნებში ყოფნის ვადა 180 დღეა და ითვალისწინებს მრავალჯერად გასვლებს
საელჩოში მიმართვის გარეშე.
126 ქვეყნის ტურისტები სარგებლობენ შენგენის ვიზით. შეღავათიანი შესვლის უვიზო წესი
აქვთ შემდეგ ქვეყნებს: უნგრეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ლატვიას, ლიტვას,
ესტონეთს. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ შენგენის ქვეყნებში ვიზის გარეშე
ეროვნული პასპორტით.
შენგენის ვიზა იცემა პარტნიორის, ნაცნობის ან ნათესავის მიწვევის საფუძველზე.

VI. ტუროპერატორის კატალოგი


ნებისმიერმა ტურისტულმა ფირმამ, რომელიც ეწევა ტუროპერატორულ ბიზნეს საქმიანობას,
აუცილებელია მოამზადოს სარეკლამო-საინფორმაციო გამოცემები: ფურცლები, ბუკლეტები,
ბროშურები, კატალოგები. გამოცემების ყველა ეს სახეები სარეკლამოა და იძლევიან
წარმოდგენას ტურის გაყიდვასთან დაკავშირებით.

დიდი ტუროპერატორები ყოველწლიურად ამუშავებენ და აქვეყნებენ სარეკლამო


საინფორმაციო კატალოგებს, რომლებსაც იყენებენ ტურებისა და მომსახურების არჩევის
დროს, როგორც ტურსააგენტოები ასევე მომხმარებლები. კატალოგები სააგენტოებთან
მუშაობისათვის გამოიცემა ცალკე. ამისათვის კატალოგები შინაარსის მიხედვით არის
საერთო (ტურისტებისა და ტურსააგენტოებისათვის) და სპეციალური (მხოლოდ
ტურსააგენტოსათვის) გამოყენებისათვის. მათ ასევე უწოდებენ შესაბამისად გენერალურ და
სამსახურებრივ კატალოგებს.
გენერალური კატალოგები უმეტეს შემთხვევაში განკუთვნილია ტურისტებისათვის, ისინი
ჩვეულებისამებრ მოცულობითი და მხატვრული გამოცემებია, დიდი რაოდენობით ფოტო-
მასალებითა და სარეკლამო ინფორმაციებით.
სამსახურებრივი კატალოგები ძირითადში განკუთვნილია ტურსააგენტოებთან პრაქტიკული
მუშაობისათვის, მათში, როგორც წესი ნაკლებადაა ზოგადი სარეკამო- საინფორმაციო
მასალა, ფერადი ფოტო და სხვა. მასში წარმოდგენილია ტურების გრაფიკი, განრიგები,
პრეისკურანტები, საბითუმო შეღავათები, ტურაგენტების გასამრჯელო და სხვა სუფთა
სამსახურებრივი ინფორმაცია.
კატალოგის ტექსტის შედგენისას აუცილებელია სერიზული მიდგომა. უპირველეს ყოვლისა
ის საქმის ცოდნით შედგენილი უნდა იყოს.
ტურისტულ კატალოგს უნდა ცნობდნენ მაშინვე, ამისათვის სათაური ისე უნდა იყოს
დაწერილი პირველ გვერდზე, რომ მაშინვე თვალში გვხვდებოდეს. ის უნდა შეიცავდეს,
როგორც ტურისტული ფირმის დასახელებას, ასევე ქვეყნის დასახელებას, სადაც ის
ფუნქციონირებს. სათაური შეიძლება შეიცავდეს რეგიონის დასახელებას, სადაც
ანხორციელებს ძირითად საქმიანობას ტუროპერატორი.
ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული სხვადასხვა ქვეყნის ტურისტების ინტერესის
ეროვნული თავისებურებები.

კატალოგების ძირითადი შინაარსი – ეს არის ცხრილები ფასებით. ცხრილების შინაარსზე


მოთხოვნებისა და გაფორმების ერთიანი სტანდარტები არ არსებობს, მაგრამ შეიძლება
გამოიყოს ორი უფრო ტიპიური ვარიანტი.

პირველი ტრადიციული ვარიანტი შეიცავს ცხრილს ტურპაკეტის ბოლო ფასის ჩვენებით..


სარეკლამო გამოცემების მომზადების დროს გამოიყენება სლაიდები, ფოტოები და სხვა.
საილუსტრაციო მასალის შერჩევის ორი ვარიანტი არსებობს:
1. პირველი – დაუკვეთო ფოტოგადაღება;
2. მეორე – გამოიყენო მზა მასალა, მაგ. ზოგადი სლაიდების საერთო კატალოგები, რომლებიც
უკვე გამოცემულია და ხელმისაწვდომია სარეკლამო სააგენტოებისათვის. ეს ადვილიცაა და
მნიშვნელოვნად იაფი.
საილუსტრაციო მასალების მომზადების დროს აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა
ტუროპერატორებს, სასტუმროებს და ფოტოგრაფს შორის. ფოტოები უნდა შეიცავდეს .
თანამედროვე ბუკლეტების და ილუსტრირებული კატალოგების მთავარი კონცეფცია არის –
აჩვენო მკითხველს, რომ ოცნება აქვე გვერდითაა და თავისუფლად განხორციელებადია.
კატალოგების გავრცელება ხორციელდება თვითონ პარტნიორის (სააგენტოს) მოთხოვნის
მიხედვით, კართოტეკის თანახმად, გამოფენა-ბაზრობებსა და სხვა მასიურ ღონისძიებებზე.
კატალოგების გავრცელება უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება უფასოდ. ტურისტული
გამოცემების გატანა საბაჟოზე ხდება მნიშვნელოვანი შეღავათებით, რომელსაც წარმოადგენს
ორი საერთაშორისო კონვენცია, რომლებიც რატიფიცირებულია უმეტეს ქვეყნებში. ისინი
ათავისუფლებენ ტურისტულ დოკუმენტებს ბაჟისაგან გარკვეული პირობების დაცვით.

VII. ანიმაცია ტურიზმში


ტურისტების მომსახურების მენეჯმენტში ერთ-ერთ აქტუალურ მიმართულებას
წარმოადგენს ანიმაცია, ე.ი. ტურისტების მომსახურების, დასვენებისა და თავისუფალი
დროის
პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რაც განპირობებულია ტურიზმში თანაბარი
შესაძლებლობების მქონე ორგანიზაციებს შორის კონკურენციით.
ანიმაცია – ეს არის საქმიანობა, თავისუფალი დროის გატარების სპეციალური პროგრამების
დამუშავებისა და განხორციელებისათვის.
აქ შეიძლება შევიდეს გაცოცხლებული შოუ-მუზეუმები, როცა ტურისტებსა და
ექსკურსანტებს ექსპოზიციაზე ხვდებიან “გაცოცხლებული ისტორიული პერსონაჟები”, ან
როცა საღამოს სასტუმროში კეთდება არა საყურებელი შოუ, არამედ შოუ, რომელშიც
ტურისტები მონაწილეობენ.
ანიმაციური პროგრამები მოიცავს: სპორტულ თამაშებს და ასპარეზობებს, ცეკვების
საღამოებს, კარნავალებს, თამაშებს, რომლებიც შედიან სულიერი ინტერესების სფეროში.
ტურისტულ ინდუსტრიაში ანიმაციის ერთ-ერთი მიმართულება არის შოუ-მუზეუმები, ე.ი.
მუზეუმები შესაბამისი ეპოქის ცოცხალი პერსონაჟებით.
მსოფლიოში ფრიად პოპულარულია თემატური პარკები: “Disney land” (აშშ, საფრანგეთი),
“Port Aventura” (იტალია), “LEGO Park” (დანია) რომლებიც ანიმაციის პრინციპითაა
ორგანიზებული.
ტურები აღნიშნულ პარკებში უფრო პოპულარალურია ოჯახური დასვენების
მოყვარულების, ახალდაქორწინებულებისა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის. ძირითადში
პარკების მნახველები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული უცხოელი ტურისტებია.
მაგალითზე განვიხილოთ უოლტ დისნეის ამერიკული პარკი. დღევანდელ დღეს უოლტ
დისნეის იმპერია შედგება სამი სტრუქტურიდან: Walt Disney World (ფლორიდის შტატი),
Disney Land (კალიფორნიის შტატი) და Euro Disney Land (საფრანგეთი).
“დისნეის სამყაროს” პარკები – ეს არის გართობისა და დასვენების ნამდვილი ინდუსტრია,
ჭეშმარიტად ამერიკული გაქანებით მოწყობილი. “დისნეის სამყაროს”, როგორც
ტურისტული პროდუქტის უნიკალურობა მდგომარეობს არამარტო მასში, რომ მას აქვს
საკუთარი რთული ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილია დასვენების, განთავსების,
კვებისა და სწავლებისათვის. ტურისტები ერთვებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, პარკების
ქუჩებსა და ატრაქციონებს შორის ისინი ხვდებიან დისნეის მხატვრული ფილმებისა და
მულტფილმების სხვადასხვა გმირებს. ტურისტებისათვის მიზმიდველია საუზმე და ვახშამი
დისნეის გმირების გარემოცვაში. ამის გარდა ვერც ერთ ფულზე ვერ იყიდი ზღაპრების
შეგრძნებას, რომელშიც იმყოფები დღე და ღამე.
“Walt Disney World” ყველაზე ცნობილი ამერიკული თემატური პარკია, რომელიც
მდებარეობს ფლორიდის შტატში, მას თან ახლავს პარკების ქსელი.
ძირითადი პარკებიდან პირველში “Magic Kingdom” (ჯადოსნური სამეფო) 40 ატრაქციონია. აქ
მყოფმა შეიძლება გაისეირნოს აშშ-ის მთავარ ქუჩებზე, შეიხედოთ “თავგადასავლების
ქვეყანაში” და “ფანტაზიების ქვეყანაში”.
“Epcot Park”-ში შეიძლება ნახოთ “მომავლის ქვეყანა” და “მინიატურების სამყარო”.
“MGM Studios” პარკში დღესაც იღებენ მხატვრულ ფილმებს. ამ პარკში შეიძლება მოხვდეთ
გადასაღებ მოედანზე, შეიგრძნოთ მაგ. “ვარსკვლავური ომები” ან ომი ინდიელებთან.
პარკში “Animal’s Kingdom” (ცხოველთა სამეფო) ხდება თრილერების ჩვენება მწერების
ცხოვრებიდან სპეციალურ კინოდარბაზში, რომელიც განთავსებულია “ცხოვრების ხეში” და
წარმოადგენს პარკის სიმბოლოს. მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებმა შეიძლება
იმოგზაურონ დინოზავრებთან.
“დისნეის სამყაროს” სისტემაში კიდევ ორი პარკია “Gatorland” და “Pleasure is Land”-
პირველში შეიძლება ნახოთ ნიანგების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, მეორეში კი,
შეგიძლიათ იმოგზაუროთ მარკ ტვენის დროინდელ ბორბლებიანი ხომალდით.
ამ მიმართულებით მუშაოებენ ამერიკის კინოპარკები, მათ მიეკუთვნება ლოს-ანჟელესის
თემატური პარკი “Universal” ორლანდოში. ეს ერთადერთი საშუალებაა შეხვიდე “ეკრანში”
და გახდე, რომელიმე ბოევიკის ან თრილერის მოქმედი პირი.
ასეთი საინტერესო პროგრამები შეგიძლიათ ნახოთ ესპანურ პარკში “Port Aventura”. ასევე
გერმანულ, ბრიტანულ და სხვა ქვეყნების თემატურ-ანიმაციურ პარკებში.
ბევრ ქვეყნებში თემატური პარკების ნახვის პროგრამებში გამოიკვეთა ტურიზმის ცალკეული
სახეები. გართობის ადგილების ირგვლივ ჩვეულებისამებრ ფორმირდება ტურიზმის
ინდუსტრიის ქსელი, რომელსაც მოაქვს საკმაოდ დიდი შემოსავალი. მაგ. სან-ფრანცისკოში
ცნობილი პარკის “Disney Land”-ის გვერდით მისი სტუმრებისათვის სხვადასხვა კომპანიების
მიერ აშენებულია 27 სასტუმრო. პარიზის “Disney Land” –ის სტუმრებს სთავაზობენ პარკის
ტერიტორიაზე არსებული 6 სხვადასხვა დონის სასტუმროში ცხოვრებას.
პარკის ტერიტორიაზე სასტუმროში მცხოვრებ ტურისტებს აქვთ შეღავათიანი ბილეთები და
მომსახურება.
“კოსტიუმირებული” ტურები ეს ანიმაციური ტურიზმის კიდევ ერთი ავანგარდული
მიმართულებაა. ასეთ ტურებად შეიძლება ჩაითვალოს, ტური ამერიკულ რანჩოში
დასვენებით, სადაც ტურისტები იღებენ ტანსაცმელს, კოვბოის აღჭურვილობას. ცხენის
ტარებას და კოვბოის ოსტატობას ასწავლიან გამოცდილი ინსტრუქტორები. მათი ცხოვრება
მაქსიმალურად მიახლოებულია კოვბოის ცხოვრებასთან.
ეთნოფოლკლორული, სპორტული, სათავგადასავლო და ჰობი-ტურების ანიმაციას აქვს
სპეციფიკური ხასიათი, მაგრამ აქ ერთი არის საერთო-პროგრამების გაცოცხლება
ტურისტების მოქმედებაში უშუალოდ ჩართვის გზით.
სხვა მიმართულებაა – სასტუმროებში და დასვენების ცენტრებში (კურორტებში)
ტურისტების დასვენების უშუალო გაცოცხლება.
ანიმატორები ტურისტებთან მუდმივად მუშაობენ. ამ მუშაკების ძირითადი მიზანია არ
მისცენ ტურისტებს მოსვენების უფლება. ისინი არიან კორტზე, სპორტულ ასპარეზობებზე
და სხვა ადგილებში ტურისტებთან ერთად, რომლებიც ამეცადინებენ და ეხმარებიან
ტურისტებს დასვენებასა და გართობაში. დილით ანიმატორები ატარებენ ვარჯიშებს,
ართობენ ტურისტებს პლაჟზე, დღისით აცილებენ ექსკურსიებზე და ქალაქში, საღამოს
მართავენ შოუ-კონცერტებს. ტრადიციულად ანიმატორებად მუშაობენ ახალგაზრდები,
რომლებიც ფლობენ მინიმუმ ორ ენას, არიან ენერგიულები და კომუნიკაბელურები.
ტურების ორგანიზაციისა და ანიმაციისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ცნობილი
მოვლენებისა და სადღესასწაულო კალენდრების გამოყენებას, ტურისტების ინტერესი ამა
თუ იმ მოვლენის მიმართ მთავარი პირობაა ტურისტების მონაწილეობით პროგრამების
გაცოცხლებისათვის.
ამგვარად, ანიმაციის ფორმულად ტურიზმში შეიძლება აღიარო შემდეგი კომპლექსი:
ინტერესის გამოყენება + ექსპოზიციის გაცოცხლება + ტურისტების ჩართვა მოქმედებაში +
გართობის მრავალფეროვნება.
აქედან გამომდინარე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ანიმაციური ტუროპერეიტინგის მეთოდური
საფუძვლები:
- ოპერატორის მჭიდრო ურთიერთქმედება თავისუფალი დროის გამოყენებისა და გართობის
ცენტრებთან, ფესტივალებისა და კარნავალების ორგანიზატორებთან, ასევე მოცემული
ღონისძიებების აქტიური ჩართვა მომსახურების პროგრამებში;
- დასვენების (ან ღონისძიებების) სცენარის შედგენა თემატიკისა და პიროვნულ-
ფსიქოლოგიური მომენტების გათვალისწინებით;
- მომსახურების მთლიანი კომპლექსის რეალიზაცია დამუშავებული სცენარის ბაზაზე,
მარშრუტზე ტურისტის ყველა შესაძლებელი მოთხოვნების გათვალისწინებით,
მომსახურებისა და მოქმედების ურთიერთკავშირი;
- ანიმატორების მუშაობა ტურისტებთან სცენარში ცვლილებების შესატანად ამინდისა და
სხვა გარემოებების შესაბამი
ო აზრით ანიმაციური ტუროპერეიტინგი გაგებულ უნდა იქნას, როგორც თავისუფალი –
გასართობი და სერვისული კომპლექსების მჭიდრო ურთიერთქმედება, ყოველი ტურისტის
გართობისა და მომსახურებისადმი პიროვნული მიდგომით.
ძირითადი ამოცანაა – შეუქმნა ტურისტს კომფორტი, რომ მისთვის იყოს საინტერესო, რომ ის
თავს გრძნობდეს პროგრამის მონაწილედ, რომ დასვენება მას დაამახსოვრდეს როგორც
დროის საუკეთესოდ გატარება.

VIII. ტუროპერატორების წარმომადგენლები საზღვარგარეთ


ტუროპერეიტინგის საჭირო მხარეს წარმოადგენს ინიციატივიანი ტუროპერატორის მუშაობა
საზღვარგარეთ, ე.ი. მისი საზღვარგარეთელი წარმომადგენლების მუშაობა. ტუროპერატორის
საზღვარგარეთელი წარმომადგენლები ეს ის ადამიანებია, რომლებიც ტურისტებთან
დაკავშირებით მუშაობენ დანიშნულების რეგიონში (ქვეყანაში). მათ ფუნქციებს შეადგენს
გეგმიური და დამატებითი მომსახურების, აგრეთვე ტურისტების ჩასვლასთან
დაკავშირებული წარმოშობილი სხვა საკითხების გადაწყვეტა. ის წყვეტს მომსახურების
ყოველდღიურ საკითხებს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს. წარმომადგენლად შეიძლება
დაინიშნოს, როგორც გამგზავნი, ასევე მიმღები ქვეყნის მოქალაქე.
საზღვარგარეთის წარმომადგენლის თანამდებობაზე არჩევენ უცხოეთის ქვეყნის
წარმომადგენელს, რომელმაც იცის ენა, გეოგრაფია და ადგილობრივ მცხოვრებთა წეს-
ჩვეულებები, იცის ადგილობრივი საქონლის ხარისხი, იცნობს სასტუმროებისა და სხვა
მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგრამ მას გაუჭირდება ყველა პრობლემის
გადაჭრა, როცა ის იცნობს კლიენტების წესჩვეულებებს და არ იცის მათი ენა. ამისათვის
წარმომადგენლის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ეს მომენტები.
ზოგიერთ ქვეყნებს შეზღუდული აქვს უცხოელების მიღება სამუშაოზე.
ჩვეულებისამებრ ტუროპერატორის წარმომადგენლის მონაცემები შეტანილია სტენდზე
სასტუმროს ჰოლში, როდესაც ტუროპერატორი მოაწყობს ტურისტებს სხვადასხვა
სასტუმროებში, წარმომადგენელი მთელი დღის განმავლობაში განრიგის მიხედვით
აწარმოებს სასტუმროებში ტურისტული-საექსკურსიო საკითხების გადაწყვეტას.
ტუროპერატორის საზღვრგარეთელი წარმოამდგენლის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:
- გადაყვანების (ტრანსფერების) უზრუნველყოფა;
- ოტელში ტურისტების განთავსება და მომსახურების დამთავრების დროს სასტუმროდან
გამოწერა;
- ვალუტის გაცვლასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებული კონსულტაციები;
- ოტელში წესრიგზე დაკვირვება და სტუმრების უფლებების დცვა;
- ექსკურსიების ორგანიზება;
- ტურისტების ავადმყოფობასთან და ბარგის დაკარგვასთან დაკავშირებული
კონფლიქტების, საყვედურების და პრობლემების გადაწყვეტა.
წარმომადგენლები ანხორციელებენ კონტროლს დანიშნულების ქვეყანაში ტურის პირობების
დაცვაზე, რათა მყიდველმა მიიღოს მომსახურების ის ხარისხი, რაც იყო გათვალისწინებული.
საზღვარგარეთელი წარმომადგენლის ყველაზე დაძაბული სამუშაო დღეებია ტურისტების
მასიური შესვლისა და გასვლის დრო. ის პასუხისმგებელია ტურისტების მიღება-
განთავსებაზე, გაფორმებებზე სასტუმროებში და გაცილებებზე.
ბევრი ტუროპერატორი კლიენტებისათვის ჩასვლის დღეს აწყობს საღამოებს. ამ
შეხვედრებზე უყვებიან ტურისტებს საინტერესო ამბებს ქვეყნის შესახებ, უღვიძებენ
ინტერესს სხვადასხვა მოვლენებისადმი.
წარმომადგენელი ჩვეულებისამებრ ჩადის კურორტზე სეზონის დაწყებამდე და ამოწმებს
დაჯავშნული სასტუმროები შეესაბამება თუ არა სტანდარტებს, სარეკლამო ბუკლეტებსა და
კატალოგების შინაარს.
ტუროპერატორების საზღვარგარეთელი წარმომადგენლის მუშაობაში ძალიან საჭირო
გარემოებას წარმოადგენს, მშობლების შვილებთან ერთად სრულფასოვანი დასვენების
უზრუნველყოფა.
წარმომადგენლები წყვეტენ მრავალ ფინანსურ პრობლემას სასტუმროებში ტურისტების
განთავსების დროს.
საზღვარგარეთის წარმომადგენლის დასწრება სხვა ქვეყანაში ადამიანებისათვის
ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა. ტურისტმა შეიძლება ის ნახოს სასტუმროში ტაბლოზე
წარწერის მიხედვით “კომპანია . . . . . . . . . . . . . . წარმომადგენელი”.
ტუროპერატორის წარმომადგენლებმა უნდა იცოდეს რა შესთავაზოს ოჯახური ტურიზმის
წარმომადგენლებს, რომლებიც მოგზაურობენ ბავშვებთან ერთად, რა შესთავაზოს
ახალგაზრდებს და რა მესამე ასაკის (64 წლის შემდეგ) ტურისტებს. აუცილებელია
კურორტებისა და ტურისტული ბაზების შესაძლებლობის საფუძვლიანი ცოდნა, მაგ.
უდიდესმა ინგლისურმა ტურისტულმა ფირმამ “Lunn Poly” ჩაატარა კვლევა და გამოარკვია
ტურისტული პრიორიტეტები ასაკთან დაკავშირებით
საზღვარგარეთელი წარმომადგენელი ერთ-ერთი ძირითადი პასუხისმგებელი პირია
მომსახურებაზე მყოფი სტუმრების საყვედურების განხილვის დროს, ინიციატივიანი
ტუროპერატორები მოითხოვენ აქტებისა და საყვედურების შედგენას მომსახურების
ადგილზე წარმომადგენლის ხელმოწერით, საგზურების რეალიზაციასთან ერთად
განხილვისათვის, ამიტომ საყვედურის გულმოდგინედ განხილვის შემდეგ
საზღვარგარეთელი წარმომადგენელი ატარებს პასუხისმგებლობას კონფლიქტების ადგილზე
მოხსნისათვის.
საზღვარგარეთელი წარმომადგენლის არსებობა, ძალიან მოსახერხებელი პოზიციაა
ტურპროდუქტის ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად და ტურისტების
მხარდასაჭერად დანიშნულების ქვეყანაში.
ამიტომ იქმნება სპეციალური ოფისები, რომელთა სათავეში დგანან ე.წ. უფროსი
წარმომადგენლები (სუპერვაიზერები). სუპერვაიზერის ამოცანებში შედის:
- პერსონალის მოკრება და სწავლება;
- წარმომადგენლობის მუშაობის მართვა;
- წარმომადგენლების მუშაობის განრიგისა და გამოსასვლელი დღეების ორგანიზაცია;
- წარმომადგენლების უზრუნველყოფა უნიფორმით და სხვა აუცილებელი რექვიზიტებით
(სპეციალური ტაბლოები, ტრაფარეტები, სტენდები სასტუმროებში და სხვა).
თუ ოპერატორს არა აქვს შესაძლებლობა ტურცენტრებშიც გაგზავნოს თავისი
წარმომადგენლები, აღნიშნული ფუნქციები სრულდება ადგილობრივი გიდების მიერ,
რეცეპტიული ტუროპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამასთან
ერთად წესებს და სტანდარტებს მიმღებ ტუროპერატორს აძლევს ინიციატივიანი
ტუროპერატორი, რომელიც ყიდის პროდუქტს ეროვნულ ბაზარზე. ამისათვის სეზონის წინ
ტურისტული სააგენტოებისა და ინიციატივიანი ტუროპერატორებისათვის ტარდება
გაცნობითი ტური, პროდუქტის საფუძვლიანი შესწავლის მიზნით.
შემდგომში ასეთი ტურის ყოველი მონაწილე ავსებს გამოკითხვის ფურცელს, სადაც ეძლევა
შეფასება მიმღები გიდების საქმიანობასა და მომსახურების სხვა საკითხებს. ტურისტული
სააგენტოს ან ინიციატივიანი ტუროპერატორის წარმომადგენელი, პასუხობს რა ყველა
შეკითხვებს, მომავალში ეხმარება ტურისტების ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას.

IX. ტურისტული სააგენტოს ფუნქციები


ტურისტული სააგენტოს ფუქნციებია:
1. კლიენტის ტურისტული ინფორმაციით უზრუნველყოფა და დაკავშირება ტურისტული
მომსახურების მომწოდებლებთან ანუ პირობების შექმნა კლიენტსა და ტურისტული
მომსახურების მომწოდებლებს შორის ურთიერთობებისათვის;
2. ტურისტული პროდუქტის მრავალფეროვნების მიწოდების უზრუნველყოფა;
3. მომსახურების მომწოდებლებისათვის მომსახურების ფასის გადახდის გარანტიის
უზრუნველყოფა;
4. პოტენციური კლიენტის დამატებითი ტურისტული მომსახურების შესახებ ინფორმაციით
უზრუნველყოფა;
5. ტურისტის უზრუნველყოფა სატრანსპორტო საშუალებებით – ტრანსფერი;
6. ტურისტის ხარისხიანი სასტუმრო მომსახურებით უზრუნველყოფა;
7. შეთანხმება ტუროპერატორთან ტურების დროულად მოწოდებაზე.
მოკლედ განვიხილოთ თითეული ფუნქცია:
1. პირველ ეტაპზე ტურისტული სააგენტო იწყებს საინფორმაციო ბაზის შექმნას, სააგენტო
კრებს და ამუშავებს ინფორმაციას წინასწარ განსაზღვრული მიზნობრივი ბაზრის სეგმენტის
შესახებ. მიზნობრივი ბაზრის განსაზღვრის შემდეგ საჭიროა ინფორმაციების მოპოვება
ტურისტებისათვის საინტერესო რეგიონში, არსებული მომსახურებებისა და
ინფრასტრუქტურული მაჩვენებლების შესახებ:
· სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის განრიგი, მათ მიერ შემოთავაზებული
მომსახურების ხარისხი და სხვა;
· სასტუმროების და სხვა განთავსების საშუალებების ადგილმდებარეობა, ხარისხი,
მომსახურება, უსაფრთხოება, კვება, გართობა, არქიტექტურული მახასიათებლები,
სპორტული შესაძლებლობები და სხვა;
· რესტორნების, ბარების, კაფე-ბარების, ღამის კლუბების და სხვა კვების ობიექტების
ადგილმდებარეობა, ხარისხი, მომსახურება, უსაფრთხოება, გართობის შესაძლებლობები,
არქიტექტურული მახასიათებლები და სხვა;
· კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ღირშესანიშნაობები;
· სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები;
· კინოთეატრები;
· მუზეუმები;
· გალერეები და სამხატვრო გამოფენები;
· სუვენირების მაღაზიები და სალონები;
· რეგიონში არსებული საერო და სასულიერო დღესასწაულები;
· ფესტივალები, სიმპოზიუმები, ბაზრობები, გამოფენები და სხვა კულტურული
ღონისძიებები;
· სპორტული შეჯიბრებები და სხვა.
ტურისტული სააგენტო იწყებს ინფორმაციის შეკრებას მომსახურების მომწოდებლებისგან.
აუცილებელი ინფორმაციის მიღების შემდეგ იწყებს მის გადანაწილებასა
და განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქცევას, ინფორმაციის სწრაფად და უკეთესად მოძიებისა და
პოტენციური კლიენტისთვის გადაცემის მიზნით. პოტენციური კლიენტია ყველა ის
პიროვნება ან პირთა ჯგუფი, რომლებიც უკავშირდებიან ტურისტულ სააგენტოს და ითხოვენ
მისგან ინფორმაციას ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და
სააგენტოს არსებული შესაძლებლობების შესახებ. თუ პოტენციურ კლიენტს აკმაყოფილებს
სააგენტოს მიერ შეთავაზებული ყველა პირობები, შემდეგ ეტაპზე იწყება ხელშეკრულების
გაფორმება. ხელშეკრულების ფორმას კლიენტსა და ტურსააგენტოს შორის ეწოდება ტური.
2. ტურისტული სააგენტო მაქსიმალური მოგების მიღებისა და პოტენციური კლიენტის
გაზრდის მიზნით ტურისტული ბაზრის უფრო მეტ საბაზრო სეგმენტზე გასვლას ცდილობს.
ეს პროცესი უზრუნველყოფს პოტენციური კლიენტისათვის უფრო მრავალფეროვანი
მომსახურების შეთავაზებას და არჩევანის ფართო სპექტრს, რაც სააგენტოში მოსული
ადამიანების “გამოჭერის” მეტ საშუალებას იძლევა.
3. ტურისტული სააგენტო ტურისტისგან იღებს მთლიანი, სტანდარტული მომსახურების
პაკეტის – ტურის (ტრანსპორტირება, განთავსება, კვება) ღირებულებას. შემდეგ იგი
უზრუნველყოფს თანხების გადანაწილებას იმ კონკრეტული მომსახურების
მომწოდებლებისათვის, რომლებიც მოგზაურობის პროცესში ემსახურებიან კლიენტს. იგი
ბილეთის ღირებულებას უხდის ავიაკომპანიას, ნომრისა და კვების ღირებულებას კი
სასტუმროს. სასტუმროში კვებისა და მომსახურების რამდენიმე ფორმა არსებობს. ესენია:
· BB – ერთჯერადი კვება (დილის საუზმე);
· HB – ორჯერადი კვება (საუზმე და სადილი ან ვახშამი);
· FB – სამჯერადი კვება (საუზმე, სადილი და ვახშამი);
· All Inclusive – სრული სერვისი, რომელშიც არ შედის ალკოჰოლიანი სასმელები და
ძვირადღირებული კერძები.
ტურისტული სააგენტო ვალდებულია ფლობდეს დამატებით ინფორმაციას კლიენტის
დასვენების (მოგზაურობის) ადგილისა და იქ არსებული მომსახურების სახეების შესახებ,
რათა წინასწარ უზრუნველყოს ამ ინფორმაციით ტურისტი და ამით თავიდან აიცილოს
შემდგომი შესაძლო გართულებები ტურისტის მხრიდან. დამატებით ინფორმაციაში შედის:
· რეგიონში მცხოვრები საზოგადოების ეთნოგრაფიული და ტრადიციული თავისებურებები;
· რეგიონში მცხოვრები საზოგადოების რელიგიური მიმდინარეობები და აქედან
გამომდინარე მათთან ქცევის, კვების, ჩაცმის და სხვა თავისებურებები;
· კლიენტის დასვენებისა და მოგზაურობის რეგიონში არსებული გართობის საშუალებები და
ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ტურისტის
მოთხოვნები (ეროვნული აბანო, ეროვნული სამზარეულოები, სუვენირებით ვაჭრობის
ცენტრები ან სამხატვრო სალონები და სხვა);
· იმ კულტურული ღონისძიებების ნუსხა, რომლებიც შეიძლება რომ დაემთხვეს ტურისტის
მოგზაურობისა და/ან დასვენების პერიოდს;
· ქვეყნისა და რეგიონის ეროვნული და რელიგიური დღესასწაულები;
· ქვეყანაში მოქმედი ადგილობრივი ფულის ერთეული და ამ ქვეყანაში ყველაზე
გავრცელებული საერთაშორისო კონვერტირებადი ვალუტა, ვალუტის კურსი;
· დაახლოებითი ფასები გადაადგილების საშუალებებზე (ტაქსი, ავტობუსი, მეტრო,
მატარებელი);
· კვებისა და სასმელების ფასები რესტორნებში, ბარებში, სწრაფი კვების ობიექტებში, ღამის
კლუბებში და ამასთან დაკავშირებული აკრძალვები;
· რეგიონის საკურორტო რეკრეაციული პოტენციალი;
· სანადირო, სათევზაო და მისთანა მეურნეობები და ფასები, რომლებიც დაწესებულია ამ
სახის მომსახურების მიღებაზე;
· და სხვა ისეთი ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია, რომ ტურისტს გამოადგეს
ტურისტული მოგზაურობისა და დასვენების დროს.
4. ტურისტული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა ავიაბილეთებისა და
სხვა სატრანსპორტო სააგენტოების ბილეთების გაყიდვა. არსებობს ტერმინი “ჩარტერული
რეისი”. ჩარტერულ რეისებს აწყობს ერთი ან რამდენიმე ტურისტული სააგენტო ან
ტუროპერატორი კომპანია. ისინი ქირაობენ თვითმფრინავს, რომელიც უზრუნველყოფს
ტურისტების ჯგუფს ორმხრივი ტრანსპორტირებით. ჩარტერული რეისის დადებითი მხარეა
ერთ ტურისტზე ბილეთის დაბალი ფასი, რაც დადებითად აისახება ტურის მთლიან
ღირებულებაზე და იზიდავს ტურისტების შედარებით დიდ რაოდენობას. საჭიროების
შემთხვევაში ტურისტული სააგენტო უზრუნველყოფს ტურისტების ტრანსპორტირებას
აეროპორტიდან სასტუმრომდე (ან სხვა განთავსების საშუალებამდე) და ტურისტულ
რეგიონში მათ გადაადგილებას. რიგ შემთხვევაში კი აეროპორტიდან სასტუმრომდე და
სასტუმროდან აეროპორტამდე ტურისტების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სასტუმრო.
5. ტურისტული სააგენტოს მიერ ხდება ტურისტის განთავსების საშუალებით
უზრუნველყოფა. ხშირად ხდება, რომ ტურისტული სააგენტოები ტურისტებს პირდებიან
მაღალი დონის სასტუმროებს, აჩვენებენ მათ ბუკლეტებს, რომლებზეც ლამაზი ფერებით
არის სასტუმრო რეკლამირებული, მაგრამ სინამდვილეში სასტუმრო არ შეესაბამება
შეპირებულ ხარისხს. სააგენტო ვალდებულია ტურისტს მიაწოდოს ხარისხიანი
ტურისტული პროდუქტი და მათ შორის შეპირებული და კონტრაქტით გათვალისწინებული
სასტუმრო მომსახურება.
რიგ შემთხვევებში ტურისტული სააგენტოები თვითონ არ იცნობენ სასტუმროს
ინფრასტრუქტურასა და მათში არსებულ მომსახურების ხარისხს. მხოლოდ ბუკლეტიდან
(ინტერნეტიდან) და სასტუმროს ხელმძღვანელობასთან დისტანციური მოლაპარაკებების
დროს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებენ ამ სასტუმროს კლიენტით
უზრუნველყოფას. შეპირებული და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტურისტული
მომსახურების დაბალი ხარისხი წარმოშობს დავებს კლიენტსა და სააგენტოს შორის, დავების
უმეტესობა კი კლიენტების სასარგებლოდ წყდება. ასეთი სიტუაციები ჩრდილს აყენებს
ტურისტული სააგენტოს იმიჯს და მის ფინანსურ მდგომარეობას;
ტურისტული სააგენტო ტურისტულ პაკეტებს ღებულობს ტუროპერატორი კომპანიისაგან. ამ
თემას დაწვრილებით შევეხებით ტურისტულ სააგენტოსა და ტუროპერატორ კომპანიას
შორის ურთიერთობების გაცნობის დროს.

X. ტურისტული საგზური და ტურისტული ვაუჩერი


საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ტურისტული ტერმინოლოგიების
განსაზღვრას. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 1996 წელს დამტკიცებულ და გამოცემულ საქართველოს
სახელმწიფო სტანდარტი სსტ 5-011.96 ტურისტული საგზური და ვაუჩერი განსაზღვრულია
შემდეგნაირად – სახელობითი ან ჯგუფური დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს
ხელშეკრულებას ტურისტული ან საექსკურსიო მომსახურების გაწევის თაობაზე.
ამავე სტანდარტის დანართში “საინფორმაციო ტურისტული მოგზაურობის
საგზურისათვის”, რომელსაც მინიჭებული აქვს გრიფი “სავალდებულო” ვკითხულობთ, რომ
საგზურის საინფორმაციო ფურცელს უნდა ჰქონდეს შემდეგი სახის ინფორმაციული
დატვირთვა:
1. ტურისტული მოგზაურობის სახისა და ტიპის მითითება, მოგზაურობის დროს
მომსახურების პროგრამის შინაარსი, მთელი მარშრუტისა და სალაშქრო ნაწილის
განფენილობა და ხანგრძლივობა, ლაშქრობათა კატეგორიები;
2. მოგზაურობის ტრასის აღწერა – ადგილსამყოფელი პუნქტები, მოგზაურობის თითოეულ
პუნქტში ყოფნის ხანგრძლივობა და განთავსების პირობები (შენობის ტიპი, ნომრებში
ადგილების რაოდენობა, მისი სანიტარულ-ჰიგიენური აღჭურვილობა);
3. სამოგზაურო რაიონის მოკლე აღწერა (ღირშესანიშნაობები, ადგილობრივი რელიეფის
თავისებურებანი და ასე შემდეგ). მოგზაურობის თითოეულ პუნქტში მომსახურების
პროგრამა (ტურისტული მოგზაურობის ტექნოლოგიური რუქის შესაბამისად);
4. იმ მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა გაწევაც შეიძლება დამატებითი ღირებულების
გადახდით;
5. სპორტული ნაგებობების და მოედნების, ავტოსადგომების, სამგზავრო-საბაგირო გზების,
წყალსატევების, პლაჟების, ატრქაციონების, საბავშვო გასართობი მოედნების (ოთახების),
ბიბლიოთეკების, კინოდარბაზების და ა.შ. არსებობა და მოკლე დახასიათება;
6. იმ ტურისტული საწარმოების მისამართი, საიდანაც იწყება ტურისტული მოგზაურობა და
მასთან მისვლის სააშუალებები.
დამატებითი ინფორმაციის სანიმუშო ჩამონათვალი
1. ინფორმაცია ასაკობრივი შეზღუდვის, ოჯახების, მშობელთა და ბავშვთა მიღების შესახებ;
2. სპეციალური ინფორმაცია იმ ტურისტულ მოგზაურობათა შესახებ, რომლებშიც
გათვალისწინებულია ლაშქრობათა მოწყობა;
3. სხვა ინფორმაციები და რეკომენდაციები.
შენიშვნა: მიზანშეწონილია მიენიშნოს, რომ პირებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ
მკურნალობა და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა, ტურისტული მარშრუტით
მოგზაურობა არ არის რეკომენდირებული.
სასტუმროსა და ტურისტულ სააგენტოებს შორის ურთიერთობების კოდექსში საგზური
მოყვანილია როგორც დაჯავშნის დამამტკიცებელი საბუთი:
სტატია 10 – დაჯავშნის დამამტკიცებელი დოკუმენტი
1. საგზურის მიღება – სასტუმროს მეპატრონეს უფლება აქვს სასტუმრო პროდუქტის
ღირებულების წინასწარ გადახდა მთლიანად ან ნაწილობრივ ავანსის სახით. თუ სასტუმროს
მეპატრონე არ ითხოვს წინასწარ გადახდას, მაშინ მან უნდა მიიღოს საგზური ტურისტულ
სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული ფორმით. ტურისტული სააგენტო აღიარებს, რომ
კლიენტის მიერ სასტუმროსთვის წარდგენილი საგზური წარმოადგენს გადახდის გარანტიას,
თუ სხვა რამ წინასწარ არ იყო შეთანხმებული;
2. საგზურში სხვა მონაცემებთან ერთად უნდა იყოს: კლიენტის სასტუმროში მისვლის და
სასტუმროდან წასვლის თარიღი, ტრანსპორტის სახეობა და სასტუმროს მიერ გასაწევი სხვა
სპეციალური მომსახურების სახეები;
3. ისეთი საგზურის გაცემის დროს, როდესაც შეკვეთილია სტანდარტულზე უფრო მაღალი
დონის მომსახურება, ტურისტული სააგენტო და სასტუმროს მეპატრონე წინასწარ
წერილობითი ფორმით უნდა შეთანხმდნენ წარმოდგენილ მომსახურებასა და კრედიტის
მაქსიმალურ თანხაზე.
თურქეთის სახელმწიფო კანონმდებლობის მიხედვით ტურისტული ვაუჩერი არის
დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ტირსააგენტოს მიერ კლიენტზე სატუმროში წარსადგენად
სასტუმროს მხრიდან შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით.
ტერმინიდან გამომდინარე ტურისტული საგზური არის ტურის ყიდვის დამადასტურებელი
საბუთი. იგი წარედგინება ტურისტული მომსახურების მომწოდებელ იმ კომპანიას,
რომელიც ნაჩვენებია საგზურში. საგზურის ძალით ტურისტული მომსახურების
მომწოდებელი კომპანია (სასტუმრო, საექსკურსიო ბიურო, კონტრაგენტი, ტუროპერატორი,
კვების ობიექტი და სხვა) ვალდებულია საგზურის წარმომადგენელ პირს ან პირთა ჯგუფს
გაუწიოს საგზურში მითითებული მომსახურება.
ვაუჩერს აქვს ისეთივე ძალა, როგორიც ნაღდ ფულს და წარმოადგენს სასტუმროსთვის
წარდგენილ განთავსების და მომსახურების ღირებულების გარანტიას ტურისტული
სააგენტოს მხრიდან.
ვაუჩერი და საგზური ერთჯერადი დოკუმენტებია და კლიენტებისთვის ძალას კარგავენ
მათში მითითებული მომსახურების მიღებისთანავე, ხოლო ვაუჩერის გამცემი და მიმღები
მხარეებისთვის მას შემდეგ რაც ორივე მხარე მიიღებს იმ თანხას, რომელიც მათ ეკუთვნით ამ
ვაუჩერის ღირებულებიდან. შემდეგ ვაუჩერში მინიშნებული ფინანსური მონაცემები
გადადის ბუღალტერიის ხელში და ვაუჩერი მანმადე არ უქმდება, სანამ კომპანია არ
შეასრულებს სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო კანონდმებლობით ნაკისრ
ვალდებულებებს.
პრაქტიკაში მიღებულია ჯგუფური და სახელობითი ვაუჩერის ფორმები. საერთაშორისო
სასტუმრო ასოციაციასა (სსა) და ტურისტული სააგენტოების ასოციაციების მსოფლიო
ფედერაციას (ტსამფ) მიერ 1992 წელს ერთობლივად მიღებული კოდექსით სასტუმროებსა და
ტურისტულ სააგენტოებს შორის ურთიერთობების შესახებ განსაზღვრულია ტურისტების
რაოდენობა ერთ ჯგუფში მინიმუმ 15 ტურისტით. იმ შემთხვევაში, თუ ერთ ჯგუფში
ტურისტების რაოდენობა 15 კაცზე ნაკლებია, მაშინ იგი არ ჩაითვლება ჯგუფად და მასზე არ
გავრცელდება ჯგუფური ფასი, რომელიც საგრძნობლად დაბალია (რიგ შემთხვევებში 30%-
მდე ფასდაკლება ერთ ტურისტზე გადაანგარიშებით) ერთპიროვნული ვაუჩერის ფასზე.
სასტუმროსა და ტურისტულ სააგენტოებს შორის ურთიერთობების კოდექსი პირდაპირ
მიუთიეთებს ჯგუფში წევრთა რაოდენობას:
სტატია – 15 “ანულირება” პუნქტი – 3 ისეთი სპეციალური შეკრებებისთვის, როგორებიცაა
სხდომა, სემინარი, კონგრესი, კონფერენცია, გამოფენები და სხვა შესაძლებელია
მოთხოვნილი იყოს სპეციალური წერილობითი ფორმა.
ჯგუფი – ესაა მინიმუმ 15 კაცი, რომლებიც ერთად მიდიან სასტუმროში და ერთად ტოვებენ
მას და ტურისტული სააგენტოსა და სასტუმროსათვის წარმოადგენენ ცალკეულ ერთეულს.
სასტუმროს მეპატრონისგან ჯგუფური დაჯავშნის დამტკიცებაში იგულისხმება თითოეული
ჯგუფის წევრისთვის ერთნაირი პირობები და გადასახდელი თანხის ანგარიში ყველასათვის
იქნება ერთიანი.
თუ დაჯავშნის შემდეგ ჯგუფის რაოდენობა შემცირდა და შეადგინა 15 პირზე ნაკლები,
სასტუმროს მეპატრონემ უნდა გამოითხოვოს ტურისტული სააგენტოსგან ცნობა აგრძელებს
თუ არა იგი ამ ჯგუფის ჯგუფად ჩათვლას.
ყველა ორმხრივი მოლაპარაკება და ამ მოლაპარაკებების საფუძველზე დადებული
ხელშეკრულება მომსახურების მომწოდებელ კომპანიას და მომსახურების გამყიდველ
კომპანიას შორის ითვალისწინებს ვაუჩერის ფორმასაც, აქედან გამომდინარე ფორმით,
ზომით და ინფორმაციული დატვირთვით ვაუჩერები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. უნდა
აღინიშნოს ისიც, რომ არის ისეთი სახის ინფორმაციული ბლოკი, რომელიც აუცილებლად
უნდა იყოს წარმოდგენილი ვაუჩერში ან ვაუჩერის დანართში.
ტურისტულ ვაუჩერში აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი შემდეგი სახის ინფორმაცია:
1. მონაცემები ტურისტის შესახებ (გვარი, სახელი, წლოვანება, სქესი და სხვა);
2. ვაუჩერის ნომერი;
3. საგზურის გამცემი ტურისტული კომპანიის მონაცემები:
· კომპანიის დასახელება;
· კომპანიის იურიდიული მისამართი;
· საგზურის გამცემი პირი – პასუხისმგებელი პირი საგზურის გაცემაზე;
· საკონტაქტო მონაცემები – E-mail, ფაქსი, ტელეფონი;
4. საგზურის მიმღები ტურისტული მომსახურების მომწოდებელი კომპანიის დასახელება და
იურიდიული მისამართი;
5. ინფორმაცია სასტუმროს ნომრის სახეობაზე: ერთადგილიანი, ორადგილიანი,
სამადგილიანი, ლუქსი;
6. მომსახურების სახეობების ჩამონათვალი (იმ შემთხვევაში თუ საგზური არ არის
სტანდარტული);
7. პანსიონი – ერთჯერადი, ორჯერადი და სამჯერადი კვება;
8. სასტუმროს ან სხვა ტურმომსახურების მომწოდებელი კომპანიის მიერ დამტკიცების გრაფა
და ბეჭდის ადგილი;
9. საგზურის გამცემი კომპანიის საგზურზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის ადგილი და
ბეჭდის ადგილი;
საგზურში უნდა იყოს მინიშნებული, რომ ექსტრა კლასის მომსახურებას იხდის თავად
კლიენტი;
10. კლიენტის მიერ მომსახურების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღები;
11. შენიშვნის ადგილი.

XI. ტურისტყლი საგზურის რეალიზაციის გზები


შედარებით ადვილია და ნაკლებ დანახარჯებს საჭიროებს ტურისტული პროდუქტის
რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. მაგალითად საქართველოც კმარა. საქართველოში
რეგისტრირებული ადგილობრივი ბაზრის ტურისტული სააგენტოების უდიდესი ნაწილი
წარმოადგენს მცირებიუჯეტიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ან
ინდმეწარმეებს. ამ ფირმების საშუალოდ 1 – 5 თანამშრომელი ჰყავთ და ტურისტებს
საქართველოს საკურორტო რეგიონებში დასასვენებელი საგზურებით უზრუნველყოფენ. იმ
მიზეზის გამო, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული ტურისტული
ბაზრის ფუნქციონირება და ვისაც როგორ სურს ისე “ჭრის და კერავს”, საქართველოში
რეგისტრირებული ტურისტული სააგენტოების დიდი ნაწილი თავს ინახავს ავიაბილეთების
გაყიდვითა და მხოლოდ იშვიათი შესაძლებლობის მიღების დროს აგზავნიან ტურისტებს
საზღვარგარეთ.
ერთი სიტყვით საქართველოში მოქმედი ტურისტული სააგენტოების უდიდესი ნაწილი
მუშაობითაც “ქართულად” მუშაობენ და არაფრად აგდებენ არც ტურსააგენტოების
კლასიფიკაციას, არც საკუთარ იმიჯს და არც იმ კანონმდებლობას, რომელიც ჯერ არ
არსებობს.
ტურისტული ბაზრის კვლევას, სეგმენტის შერჩევას და შემდეგ ტურისტული პროდუქტის
რეკლამირებას ტურისტული ფირმის მარკეტინგის სამსახური ანხორციელებს. ტურისტული
მომსახურების გაყიდვის დაწყების შემდეგ კი საქმეში ერთვება საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურიც და ზრუნავენ ფირმის იმიჯის შექმნაზე. ეს სამსახურები
ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ტურისტული სააგენტოს წინსვლა და არსებული
ტურისტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიტანა რაც შეიძლება მეტ პოტენციურ
მომხმარებლამდე.
ტურისტული პროდუქტის სამომხმარებლო ბაზარზე გატანას და მის რეალიზაციას
უზრუნველყოფს რეკლამა. რეკლამის მიზნებიდან გამომდინარე არსებობს:
საწყისი რეკლამა – მიზანია ფართო საზოგადოების წინასწარ განსაზღვრულ წრეს გააცნოს
მოცემული ბაზრისათვის სრულიად ახალი საქონელი ან მომსახურების ხარისხი და ფასი,
გასაღების ადგილის მითითებით. ამ სახის რეკლამამ უნდა დაარწმუნოს პოტენციური
მომხმარებელი ახალი საქონლის მომსახურების ყიდვის აუცილებლობაში;
კონკრეტული რეკლამა – მიზანია გამოყოს ესა თუ ის საქონელი ბაზარზე არსებული
ანალოგიური საქონლის მასიდან, აჩვენოს პოტენციურ მომხმარებელს მისი უკეთესი მხარე
და დაარწმუნოს რეკლამირებული საქონლის შეძენის აუცილებლობაში;
შემანარჩუნებელი რეკლამა – მიზანია მოთხოვნის შენარჩუნება ადრე რეკლამირებულ
საქონელზე და ამიტომ ის მხოლოდ შემახსენებელ ხასიათს ატარებს.
ქვევით ჩამოთვლილი პუნქტები სპეციალისტს დაეხმარება რეკლამის დაგეგმვაში:
· რეკლამა უნდა იყოს მიმართული პოტენციური მყიდველის განსაზღვრულ ჯგუფზე;
· რეკლამის შემკვეთმა ზუსტად უნდა იცოდეს მიზანი, რომელსაც იგი ანხორციელებს;
· რეკლამირებულმა ტურისტულმა მომსახურებამ უნდა უპასუხოს საბაზრო მოთხოვნებს,
გაითვალისწინოს ბაზრის თავისებურებები, შესაბამისი მომხმარებლის გემოვნება, უნდა
ატარებდეს იდეოლოგიურ ხასიათს და იყოს ეფექტური;
· რეკლამა არ უნდა შეიცავდეს პირდაპირ შედარებას კონკრეტულ საქონელთან და არ უნდა
მოიხსენიებოდეს ცუდად.
· მხედველობაში უნდა გვქონდეს ტურისტული მომსახურების სეზონურობა. ეს შეეხება
როგორც მომხმარებლის მიერ მომსახურების სეზონურ მოთხოვნას ისე მომხმარებლის
სეზონურად ცვალებად შემოსავლის დონეს;
· რეკლამა უნდა მიმდინარეობდეს მუდმივად და სისტემურად;
· სარეკლამო კომპანიის წარმართვა ნიშნავს კომპლექსური სარეკლამო ღონისძიებების
გატარებას ყველა შესაძლო არხით ისე, რომ პოტენციური მომხმარებლის ინტერესი იქნეს
გაღვივებული კონკრეტული მომსახურებისადმი;
· რეკლამის საბოლოო მიზანია საქონლის/მომსახურების დანერგვა ბაზრის მოცემულ
სეგმენტზე.
რეკლამის წარმართვის უამრავი საშუალება არსებობს. თითოეული მათგანი წარმოადგენს
კონკრეტული სეგმენტისთვის ინფორმაციის მიწოდების საშუალებას და გათვლილია
მომხარებელთა ამა თუ იმ ფენისთვის. თუ ტურისტულ სააგენტოს უკვე განსაზღვრული აქვს
ტურისტული ბაზრის მიზნობრივი სეგმენტი, მას უკვე საშუალება ეძლევა აირჩიოს
მომსახურების რეკლამირების ესა თუ ის საშუალება და ინფორმაციას მიაწვდის პოტენციურ
მომხმარებელს, რომლისთვისაც განსაზღვრულია მზა ტურისტული მომსახურების პაკეტი –
ტური.
რეკლამის წარმართვის საშუალებებია:
· ცნობარები: სატელეფონო, სამისამართო, ფირმების ცნობარი, თეატრალური პროგრამები,
რეისების ჩამონათვალი;
· ბეჭდვითი რეკლამა: გაზეთი, კატალოგი, პროსპექტი, სარეკლამო ფურცელი, სარეკლამო
წერილი ან ატკრიტკა (ბარათი), სარეკლამო გზავნილი. ეტიკეტი და სხვა;
· ტელერეკლამა: სარეკლამო კომერციული გადაცემები, დაფინანსებული გადაცემები,
სარეკლამო რეპორტაჟები, სარეკლამო კლიპები, მორბენალი სტრიქონები, სარეკლამო
საჩუქრები, გასართობი ტელეგადაცემები;
· სპონსორობა: ფესტივალები, გამოფენები, სპორტული კლუბები;
· რადიორეკლამა;
· კინორეკლამა;
· გარე და შიდა რეკლამა: აბრა, ფირნიში ქუჩებში, ტრანსპორტში(ზე), განათებადო რეკლამა;
· ხელიდან ხელში;
· სარეკლამო საჩუქრები და პრემიები;
· საქონლის გაფორმება;
· საქონლის ჩვენებით რეკლამირება – გამოფენები, ბაზრობები;
· პრესტიჟული რეკლამა – შეიცავს როგორც საქონლის ისე ფირმის რეკლამას. ფირმის
მიღწევები სამეცნიერო-ტექნოლოგიურ სფეროში, ჰუმანიტარული დახმარებები, ფირმის
ისტორია;
· საფირმო ნიშანი.
რეკლამის მომზადებისა და გავრცელების ორგანიზაციული ფორმები:
1. სარეკლამო სააგენტო;
2. სარეკლამო (მარკეტინგის) განყოფილება ფირმაში.
რეკლამას აქვს ორი მხარე – დადებითი და უარყოფითი:
რეკლამის დადებითი მხარეებია:
· ნაკლები დანახარჯები ერთ კაცზე;
· ფირმის პერსონალს არ შეუძლია მისწვდეს იმდენ პოტენციურ კლიენტს, რამდენსაც ტელე
და სხვა სახის რეკლამა შეძლებს;
· ჩვენს შეგვიძლია რეკლამაში შევიტანოთ ემოციები და დრამატიზირება გავუწიოთ
ინფორმაციას;
· სახალხო-საზოგადო რეკლამა უფრო ეფექტურია, ვიდრე ინდივიდუალური;
· რეკლამა შეგვიძლია გავიმეოროთ;
· მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უზრუნველყოფს იმედს.
რეკლამის უარყოფითი მხარეებია:
· არასაკმარისი დაახლოვება პირისპირ;
· შეიძლება ადამიანის გონებაში შეიქმნა არეულობა ერთნაირი საქონლის ან მომსახურების
რეკლამირების გამო და პოტენციურმა ტურისტმა ვერ გადაწყვიტოს არჩევა
მრავლად შემოთავაზებულ თითქმის ერთგვარ მომსახურებათაგან, რაც რეკლამისგან თავის
მობეზრებას გამოიწვევს;
· შეუძლებელია სწრაფად გავიგოთ კლიენტის რეაქცია ჩვენს მიერ მომზადებულ რეკლამაზე;
· არ შეგვიძლია გავზომოთ ის კვალი, რომელსაც რეკლამა ტოვებს მომხმარებელზე;
ტურისტული და სხვა სახის მომსახურებებისა და პროდუქტების გაყიდვისთვის ერთერთი
საუკეთესო საშუალებაა მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებზე და ბაზრობებზე. ისინი
იმართება ქვეყნის, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე და ერთ ადგილას კრეფს
უამარავ მომსახურების მომწოდებელს.
ტურისტული ბაზრობა წარმოადგენს ტურისტული მომსახურების საბითუმოდ გაყიდვისა
და პარტნიორი კომპანიების მოძებნის ერთერთ საუკეთესო საშუალებას. ერთი ამ სახის
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა სახელწოდებით – “კავკასიის ტურისტული
ბაზრობა” იმართება საქართველოშიც. მისი ორგანიზატორები არიან საგამოფენო ცენტრი
ექსპო ჯორჯია და საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ტარდება
წელიწადში ერთხელ – გაზაფხულზე . მისი ძირითადი ფუნქციაა დააკავშიროს ერთამენთს
ტურისტული მომსახურების მომწოდებლები და შუამავალი კომპანიები სხვადსხვა
ქვეყნებიდან.
XII. დაჯავშვნის პროცესის ორგანიზება
თანამედროვე ტექნოლოგიები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ტურისტული
მომსახურების პროცესში. დაწყებული ტურისტული მომსახურების შესახებ ინფორმაციის
გავრცელებით და დამთავრებული კლიენტისთვის მომსახურების შეწყვეტის დრომდე ყველა
ეტაპზე მიმდინარეობს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება.
ტურისტულ ინდუსტრიაში არსებული დიდი მოთხოვნისა და მაღალი ხარისხის
მომსახურებისთვის აუცილებელია კლიენტისთვის გასაწევი მომსახურების ჩამონათვალის
წინასწარ, ხშირ შემთხვევაში ნახევარი წლით ადრე ცოდნა. ამ პროცესის სახეები, ამ
მომსახურების გაწევის ზუსტი ვადები და მისი ფასი.
დაჯავშნა არის ერთგვარი ხელშეკრულება ტურისტული მომსახურების მომწოდებელ
(მაკომპლექტებელ, რეალიზატორ) კომპანიასა და მის კლიენტს შორის, რომლის
საფუძველზეც წინასწარ განისაზღვრება მისთვის მისაყიდი მომსახურების სახეები, ამ
მომსახურების გაწევის ზუსტი ვადები და მისი ფასი.
დაჯავშნას, უფრო სწორედ დაჯავშნის მსგავს მომსახურებას ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა
და ძველ რომში იყენებდნენ. ცნობილია, რომ მაღალი ფენების (არისტოკრატები და დიდი
სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის მქონე სხვა პირები) წარმომადგენლები ხშირად
მოგზაურობდნენ სახელმწიფოს მართვის ან სხვა მიზნით. მათ გამგზავრებამდე რამდენიმე
დღით ადრე იმ მარშრუტზე, რომელიც უნდა გაევლო მოგზაურს მიემგზავრებოდა მსახური,
რომელიც ყველა დასახლებულ პუნქტში აფრთხილებდა ადგილობრივ ხელისუფლებას მისი
ბატონის ჩამოსვლის შესახებ და იმ პუნქტებში, სადაც აუცილებელი იყო ღამისთევა, მსახური
პოულობდა პატრონისთვის შესაფერ ღამისსათევს და მასპინძელს უთანხმდებოდა მისი
კვებით უზრუნველყოფაზე. მეოცე საუკუნიდან დაჯავშნამ მიიღო მასიური ხასიათი და დღეს
ტურისტების უდიდესი ნაწილი იყენებს ამ პროცესს.
დაჯავშნის პროცესში მონაწილეობას იღებს 2 ან 3 სუბიექტი.
1. ტურისტი, რომელიც გეგმავს შეიძინოს ესა თუ ის ტურისტული მომსახურება;
2. შუამავალი კომპანია (ტურისტული სააგენტო, ტურაგენტი, ტუროპერატორი, საექსკურსიო
ბიურო და სხვა), რომელიც ტურისტის მოთხოვნით ჯავშნის მისთვის სასურველ
მომსახურებას;
3. ის კომპანია, რომელიც წარმოადგენს ტურისტული მომსახურების მომწოდებელს
(სასტუმრო, სატრანსპორტო კომპანია, რესტორანი ან სხვა საზოგადოებრივი მომსახურების
ობიექტი, თეატრი და სხვა).
იმ შემთხვევაში, როდესაც დაჯავშნის პროცესში მონაწილეობს მხოლოდ ორი მხარე –
ფიზიკური პირი, ანუ ის ადამიანი, რომელიც აპირებს დაჯავშნოს ტურისტული მომსახურება
და ტურისტული მომსახურების მომწოდებელი კომპანია, მაგალითად სასტუმრო.
სასტუმროს ნომრის დაჯავშნისას ტურისტს შეუძლია გამოიყენოს დაჯავშნის შემდეგი
საშუალებები:
· ინტერნეტი;
· საფოსტო გზავნილი.
ნებისმიერი ამ საშუალების გამოყენებით დაჯავშნის საბოლოო შედეგი ერთნაირია –
კლიენტი ჯავშნის სასტუმროს ნომერს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ დროის ფაქტორს,
ზოგიერთი მათგანი დიდ დროს, ხოლო ზოგი – ძალიან მცირე დროს მოითხოვს. მაგალითად
წერილობითი დაჯავშნისას დრო შეიძლება გაიწელოს რამდენიმე კვირა, ხოლო ინტერნეტით
დაჯავშნა შესაძლებელია განხორციელდეს სულ რაღაც 20-30 წუთში.
თითოეული საშუალების გამოყენებისას ტურისტი გარანტირებულია, რომ მიიღებს მის მიერ
დაჯავშნილ მომსახურებას.
არსებობს დაჯავშნის ორი მეთოდი:
1. პირდაპირი დაჯავშნა;
2. დისტანციური დაჯავშნა.
პირდაპირია დაჯავშნა, როდესაც ის პირი, რომელსაც სურს დაჯავშნოს ტურისტული
მომსახურება თვითონ მიდის მომსახურების მომწოდებელ კომპანიაში და პირადად ჯავშნის
მისთვის სასურველ მომსახურებას. მაგალითად, თუ ადამიანს სურს, რომ ავიარეისით
გაფრინდეს თბილისიდან გერმანიის რომელიმე ქალაქში, ის წასვლამდე განსაზღვრული
დროით ადრე (20 დღიდან 2-3 თვემდე) მიდის ტურისტულ სააგენტოში ან ავიაკომპანიის
ოფისში და ჯავშნის ბილეთს.
დისტანციური დაჯავშნის დროს ხორციელდება დაჯავშნა საინფორმაციო ტექნოლოგიების
საშუალებით – ინტერნეტით, E-mail-ით, ტელეფონით ან ფაქსით.
ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სახის მომსახურებას, დაჯავშნის ორივე მეთოდს და
მთლიანობაში იმ პროცესს, რომელსაც მომსახურების წინასწარ შესყიდვა ეწოდება, აქვს
როგორც თავისი უპირატესობა, ისე ნაკლოვანებებიც

XIII. ტურისტული დოკუმენტაცია


ტურისტული დოკუმენტაცია. ტუროპერატორის მიერ შექმნილი ტურისტული პროდუქტი
(ტურის) გულისხმობს მის აუცილებელ მეთოდურ უზრუნველყოფას ფირმაში. მეთოდური
უზრუნველყოფა ხორციელდება სპეციალური ტექნოლოგიური დოკუმენტაციის
მომზადების სახით, რომელიც მოწოდებულია მთლიანად აღწეროს ტური, მისი წარმოებისა
და მომსახურების პროცესები, რომელიც ეძლევათ ტურისტებს. ეს აუცილებელია ფირმის
თანამშრომლების ზუსტი, ოპერატიული და მოქნილი მუშაობისათვის, ასევე ტურის
შინაარსის მუდმივი კონტროლის ორგანიზების შესაძლებლობისა და მის სრულყოფაზე
მუშაობისათვის.
ტექნოლოგიური დოკუმენტაციის ჩამონათვალში ყოველი ტურისათვის აუცილებლად
შედის:
- მარშრუტზე ტურისტული მოგზაურობის ტექნოლოგიური რუკა.
- ტურისტული ჯგუფებით ტურისტული საწარმოს დატვირთვის განრიგი განსაზღვრულ
დროში;
- ტურისტული საგზურის ინფორმაციული ფურცელი;
- ტიპიური ფორმის ტურისტული საგზურის ბლანკები;
- დაჯავშნის ფურცლები;
- კლიენტებთან – ტურაგენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ბლანკები;
- ხელშეკრულებები მომსახურების მიმწოდებლებთან (სასტუმროებთან, სატრანსპორტო
ორგანიზაციებთან, საექსკურსიო ბიუროებთან და სხვა);
- ტურის ღირებულების გაანგარიშება (კალკულაცია);
- მარშრუტის აღწერა;
- მარშრუტზე მოძრაობის განრიგი;
- მარშრუტის რუქა-სქემა;
- სამგზავრო ინფორმაციის ტექსტი (საავტობუსო ტურებისათვის);
- ტურის ტექნოლოგიური თავისებურებების აღწერა (სამახსოვრო განაცხადების წარდგენის
ვადების შესახებ, დაკვეთები ტრანსპორტზე, ბილეთებზე, ექსკურსიებზე და სასტუმროების
დაჯავშნაზე, კვებაზე განაცხადის ბლანკები, მარშრუტზე ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი
და სხვა);
- ტურისტების სამახსოვროების ტექსტები;
- მარშრუტის საცნობარო მასალები;
- სარეკლამო პროსპექტებისა და ბუკლეტების ვარიანტები;
- კატალოგები (პრაის-ლისტები).
ტურისტული მოგზაურობის ტექნოლოგიური რუქა, ეს არის დოკუმენტი, რომელიც
თვალსაჩინოდ და ლაკონურად იძლევა ყველა აუცილებელ ინფორმაციას და მონაცემებს
ტურის შესახებ რიგ შემთხვევებში (მარშრუტისა და მომსახურებები სპეციფიკიდან
გამომდინარე) ზოგი ობიექტი შეიძლება გამოტოვებულ იქნას.
ტურისტული ორგანიზაციის მარშრუტის დატვირთვის გრაფიკი - გვიჩვენებს მარშრუტზე
ტურისტული ორგანიზაციის დატვირთვის რეალურ სურათს, იძლევა მასზე თვალის
მიდევნებისა და კონტროლის საშუალებას
ტურისტული საგზურის საინფორმაციო ფურცელი - შეიცავს მარშრუტზე არსებული
ძირითადი და დამატებითი ინფორმაციის განყოფილებებს, რომლებიც განკუთვნილია
ტურისტებისთვის და რაც ტურისტული საგზურის (ან ვაუჩერის) განუყოფელი ნაწილია
საინფორმაციო ფურცელი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
- ტურისტული მოგზაურობის სახე და ტიპი, მომსახურების პროგრამის ძირითადი შინაარსი,
მთელი მარშრუტის ხანგრძლივობა და სიგრძე, ფეხით სასიარულო (ლაშქრობა) ნაწილი,
ლაშქრობის კატეგორია და სხვა სპეციფიკაცია;
- მოგზაურობის მარშრუტის (ტრასის) აღწერა - გაჩერების ადგილები, გაჩერების დრო და
მომსახურების ცალკეულ ადგილებში განთავსების პირობები(შენობის ტიპი, ნომერში
ადგილების რაოდენობა, სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობა და ა.შ.);
- მოგზაურობის რაიონის (ღირშესანიშნაობები, ადგილმდებარეობის რელიეფის
თავისებურებები და ა.შ.), ტურის თითოეულ პუნქტში მომსახურების პროგრამის მოკლე
აღწერა;
- დამატებითი მომსახურების შესაძლებლობათა ჩამონათვალი (დამატებული ღირებულება);
- ინფორმაცია სპორტული მოედნებისა და დარბაზების, ავტომობილების გასაჩერებელი
ადგილების, საბაგირო გზების, ტბების, ატრაქციონების, ბავშვთა სათამაშო მოედნების
(ოთახების), ბიბლიოთეკების, კინოდარბაზების და ა.შ. არსებობის შესახებ და მათი მოკლე
აღწერა;
- მიმღები ტურისტული ორგანიზაციის მისამართი და ორგანიზაციამდე მისვლის სქემა.
დამატებითი ინფორმაციის ჩამონათვალში შეტანილია მონაცემები, რომლებიც ტურის
სპეციფიკიდან გამომდინარეობენ:
- ინფორმაცია, რომელიც შეეხება ასაკობრივ შეზღუდვებს, ბავშვებიანი ტურისტების ან
ოჯახური წყვილების მიღების შესაძლებლობებს;
- სპეციალური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მოგზაურობის დროს ლაშქრობების
(ფეხით გასვლები) ორგანიზებასთან;
- სხვა ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც გამომდინარეობენ კონკრეტული ტურის
სპეციფიკიდან.
ტურისტული საგზური (ტიპიური ფორმის ბლანკი) - უკეთეს შემთხვევაში იგი ქვეყნის
ხელისუფლების მიერ განსაზღვრული ფორმით (სახით) არის წარმოდგენილი,
გვევლინება როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი (ესაჭიროება შესაბამისი ნუმერაცია) და
შეიცავს რეკვიზიტების ოპტიმალურ ნაკრებს, რაც კლიენტს აძლევს, შესაძლებლობის
ფარგლებში, სრულ ინფორმაციას ტურთან დაკავშირებით. ასეთი ფორმა, სახელმწიფოს მიერ
განსაზღვრის შემთხვევაში, ტიპიურია, რაც ტურისტულ კომპანიებს აძლევთ საშუალებას
დაამატონ მათი აზრით აუცილებელი ინფორმაცია (ჩვენთან ეს პროცესი ტურკომპანიების
ფანტაზიაზეა მთლიანად დამოკიდებული).
ეს დოკუმენტი, როგორც აღინიშნა, გამოიყენება როგორც ზუსტი აღრიცხვის საშუალება და
მისი შენახვა, რეგისტრირება/ აღრიცხვა კანონმდებლობით რეგულირება. საგზურის გაცემის
შემთხვევაში ე.წ. „მოსახევი ტალონი“ რჩება ორგანიზაციის ბუღალტერიაში და შესაბამისად
ასრულებს საანგარიშგებო დოკუმენტის ფუნქციას
დაჯავშნის (ბრონირების) ფურცელი - ჩვენთან ამ დოკუმენტის სახე და ფორმა
კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუმცა, ტუროპერატორის მიერ, შესაძლებელია
მისი გამოყენება (სხვა ქვეყნებში მიღებულია) როგორც წერილობითი დოკუმენტი,
ტურპაკეტის ფორმირებისას, მას წინასწარი შეთანხმების ფუნქცია აქვს.
ხელშეკრულება კლიენტთან ტურის შესყიდვასთან დაკავშირებით - ფორმდება ყიდვა -
გაყიდვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა
გათვალისწინებით.
ხელშეკრულების არსებით პირობებს განეკუთვნება:
=ინფორმაცია ტუროპერატორზე (გამყიდველი), ტურისტულ საქმიანობაზე ლიცენზიის
ქონის ჩათვლით, იურიდიული მისამართი და საბანკო რეკვიზიტები;
=ტურისტის (მყიდველი) მონაცემები იმ შინაარსითა და მოცულობით, რაც აუცილებელია
ყიდვა - გაყიდვის ოპერაციისათვის;
=ინფორმაცია მიმღებ ტუროპერატორზე (გამყიდველის პარტნიორის არსებობის შემთხვევაში
- როცა გამყიდველი მიმღები არ არის, ან როცა მარშრუტზე რამოდენიმე მიმღებია),
ლიცენზიის ქონის შესახებ, იურიდიული მისამართი, საბანკო და საკონტაქტო რეკვიზიტები:
= ინფორმაცია ტურისტული პროდუქტის სამომხმარებლო თვისებების, ტურის პროგრამისა
და მარშრუტის, ტურისტების უსაფრთხოებისა და ტურისტული პროდუქტის
სერთიფიცირების შესახებ;
= მოგზაურობის დაწყებისა და დამთავრების დრო (ტურის ხანგრძლივობა);
= ტურისტების დახვედრის, გაცილებისა და თანხლების წესი;
= მხარეების უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები;
= ტურისტული პროდუქტის საცალო ღირებულება და გადახდის წესი;
= ჯგუფში ტურისტების მინიმალური ოდენობა;
= ტურისტისათვის იმის შეტყობინების ვადები, რომ დაუკომპლექტებლობის შემთხვევაში
ტური არ შედგება;
= ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და მისი გაუქმების პირობები, ამის გამო
წარმოქმნილი კამათების რეგულირების და მხარეებისათვის მიყენებული ზარალის
ანაზღაურების წესი;
= ტურისტის მიერ კომპანიისათვის ტურის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიის
წარდგენის წესი (ჩვენთან ეს დარეგულირებული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით:
მუხლი 659 - 664);
= სხვა დამატებითი მომენტები ხელშეკრულებაში შეიძლება გაჩნდეს მხარეების მოთხოვნით.
ხელშეკრულება პარტნიორებთან - წარმოადგენს მომსახურების (სერვისის)
მომწოდებლებთან შესაბამისი მომსახურების გაწევის შესაძლებლობის დადასტურებას;
ტურის ღირებულების გაანგარიშება (კალკულაცია) - შესაძლებელია გაკეთდეს დაჯავშნის
ფურცლის პრინციპით ან ნებისმიერი სხვა მეთოდით საჭიროა ხარჯთაღრიცხვის
(თვითღირებულების) ზუსტად გაანგარიშება და შემდეგ მოგების პროცენტის (7-20%)
იმგვარად განსაზღვრა, რომ საქონელი ბაზარზე გავიდეს;
მარშრუტის აღწერა - მზადდება თავისუფალი ფორმით (ყოველ კომპანიას საკუთარი
ხელწერა აქვს და უნდა ჰქონდეს) იმისათვის, რომ მარშრუტის მენეჯერებს, სუპერვაიზერებს,
გიდებს და ა. შ. ხელი შეეწყოთ მუშაობაში; ასევე გამოიყენება ტურაგენტთან დასადები
ხელშეკრულების დანართის სახით, რათა მასალა შემდეგში შეტანილი იქნას საგზურზე
დართულ საინფორმაციო ფურცელში;
მარშრუტზე მოძრაობის გრაფიკი - დგება ცხრილის სახით მარშრუტის გავლის
ქრონომეტრაჟის შესაბამისად (აღნიშნულია თითოეული პუნქტის გავლის, ყოველი
გაჩერების და ა. შ. საკონტროლო დრო);
მარშრუტის რუქა - სქემა - კეთდება გასვლითი (სახაზო ან წრიული) მარშრუტების უკეთესი
თვალსაჩინოებისათვის;
ტურის ტექნოლოგიური თავისებურებების აღწერა - ეს არის სამახსოვრო, რომელშიც
მოცემულია რჩევები ტრანსპორტის, ბილეთების, მუზეუმებში
ექსკურსიების, სასტუმროში ადგილების დაჯავშნის, კვების საკითხებზე შეკვეთების
გაფორმებასთან დაკავშირებით; რჩევები ვიზებისა და დაზღვევის გაფორმების, სატრანზიტო
მოცდისა და გადაჯდომების, გიდების ესკორტის წარმომადგენელთა საქმიანობასთან
დაკავშირებით.
მუშაობის გაიოლების მიზნით ჩამოთვლილ სერვისებთან დაკავშირებით მზადდება
განცხადების/ განცხადებების ბლანკები, რომლებიც ეხმარება საქმიანობაში იმ პერსონალს,
რომელიც კონკრეტული ტურისტული ჯგუფის კონკრეტულ ტურისტულ მარშრუტზე
გასვლის პროცესს ემსახურება.
სამახსოვრო ტექსტები ტურისტებისთვის - მზადდება განსაზღვრული აუცილებლობის
შემთხვევაში, მაგალითად სპეციალიზირებული ტურის ორგანიზებისას, ანდა ტურისტების
ენდემურ ქვეყნებში გამგზავრების წინ. ასეთი სახის სამახსოვროები აუცილებელი წესით
მზადდება და ურიგდება თითოეულ ტურისტს მარშრუტზე გასვლამდე რეგიონის
სპეციფიკურობიდან გამომდინარე, რეგიონში რაიმე ხიფათის (დაავადებები, ვირუსები და
ა.შ.) მოსალოდნელობის შემთხვევაში;
საცნობარო მასალა მარშრუტთან დაკავშირებით - ეს არის სხვადასხვა სახის ცნობარები,
ბუკლეტები, ტრანსპორტის მოძრაობის, მუზეუმებისა და სხვა გასართობ - დასასვენებელი
ობიექტების მუშაობის გრაფიკები, სასტუმროების მისამართები, სასტუმროებთან მისვლის
სქემებთან ერთად და მრავალი სხვა, რაც ტურისტს კიდევ უფრო კომფორტულ გარემოს
შეუქმნის;
სარეკლამო პროსპექტები და ბუკლეტები - განკუთვნილია ტურისტებისთვის, რათა ისინი
უკეთ გაეცნონ (გაცნობა, ინფორმაცია, რეკლამა) ტუროპერატორის (კომპანიის)
შესაძლებლობებს მოგზაურობის ვარიანტულობასთან დაკავშირებით;
პრაის-ლისტი - ეს არის ტუროპერატორული კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი დოკუმენტი. იმაზე, თუ რამდენად ლაკონურად და საქმის ცოდნით
(პროფესიონალურად) არის გადმოცემული მასში ესა თუ ის ინფორმაცია, ბევრად არის
დამოკიდებული ტურაგენტებთან საქმიანობის წარმატება. მას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა
ფორმა (ფურცელი, ბუკლეტი და ა.შ.), მაგრამ მთავარია, რომ იგი წარმოადგენს სხვადასხვა
ტურისტული მომსახურების ფასების ჩამონათვალს. ფურცელზე ინფორმაცია მოცემულია
ძალზე მოკლედ, ხოლო ფასები დროის კონკრეტული (ისიც მოკლე!) მონაკვეთებისათვის.

XIV. ხელშეკრულებები მომსახურების მიმწოდებლებთან


ტურისტების მომსახურებაში მოგზაურობის დროს მონაწილეობს მრავალი სხვადასხვა
საწარმო და ორგანიზაცია, მათ მიეკუთვნებიან განთავსების საშუალებები (სასტუმროები,
ტურბაზები, მოტელები), კვების საწარმოები (რესტორანი, კაფე, სასადილო), საექსკურსიო
ფირმები, სატრანსპორტო კომპანიები და საწარმოები, შოუ, კინო, ვიდეო და სხვა მსგავსი
ორგანიზაციები, სპორტული საწარმოები და ნაგებობა, რეკრეაციული საწარმოები,
საყოფაცხოვრებო ფირმები, სავაჭრო ორგანიზაციები და სხვა. ყველა იმ ორგანიზაციას,
რომლებიც მონაწილეობენ ტურისტების კომპლექსურ მომსახურებაში ტურის ჩატარების
დროს, ტურისტულ პრაქტიკაში ჰქვია მომსახურების მიმწოდებლები.
მომსახურების ხარისხი ტურებზე მეტწილად დამოკიდებულია ყოველი ცალკეული
მომსახურების ხარისხზე. ამისათვის ტურების პროგრამების შედგენის დროს
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომსახურების მიმწოდებლებს:
მომსახურების მიმწოდებელთან მუშაობის დროს აუცილებელია:
- სერიოზული მიდგომა მომსახურების ხარისხზე, ასევე მომსახურების მიმწოდებელი
ფირმის რეპუტაციის გარკვევა ტურისტულ ბაზარზე;
- სასტუმროების ტიპის, კვების საწარმოების, სატრანსპორტო მომსახურების შესაბამისი
დონის დაცვა, ტურიზმის რომელ სახეზეც და მომხმარებელზეც არის ორიენტირებული
კონკრეტული ტური;
- ყურადღებიანი და კვალიფიცირებული მიდგომა თანამშრომლების მთელი
სახელშეკრულებო დოკუმენტაციის შედგენაზე, რადგანაც ამ საქმემ შეიძლება მომავალში
გავლენა იქონიოს თქვენი ფირმის ავტორიტეტზე, პასუხისმგებლობას კლიენტების წინაშე
ყველა პარტნიორის მაგიერ იღებთ თქვენ, მაშასადამე ეს მომენტები გათვალისწინებული
უნდა იყოს შიდა სახელშეკრულებო დოკუმენტაციაში.
პერსპექტიული პარტნიორების მოძებნა მდგომარეობს იმაში, რომ ტურისტული ფირმებისა
და საწარმოების დიდი რიცხვიდან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ამა თუ იმ
ქვეყანაში, საჭიროა შევარჩიო ისინი, რომლებიც გამოიჩენენ თანამშრომლობის ინტერესს,
ამასთან ერთად ისინი უნდა შეესაბამებოდნენ თქვენს ინტერესებს და მოთხოვნებს
ტურისტების მომსახურებასთან დაკავშირებით. მათი მოძებნისათვის შეიძლება გამოიყენოთ
სხვადასხვა ცნობარები, ინტერნეტი და სხვა
კომუნიკაციის საშუალებები. ტრადიციულად ითვლება მომსახურების მიმწოდებელთან
კონტაქტების დამყარება სპეციალიზირებული გამოფენებისა და ბაზრობების დროს. საჭიროა
ამოვარჩიოთ უკეთესი შესაძლებლობები მომსახურების ყოველ სახესთან დაკავშირებით.
მომსახურების მიმწოდებლები ირჩევა რეგიონალური ინტერესის, ტურიზმის სახის,
მომსახურების პროგრამის შინაარსის, ასევე მომხმარებელთა სეგმენტის ასაკის, სოციალური
და ეკონომიკური მხარის გათვალისწინებით.
დიდი მნიშვნელობა აქვს მათ საქმიან თვისებებს და რეპუტაციას.
ტურისტულ ფირმას მუშაობა უწევს სხვადასხვა კლიენტებთან, ამიტომ ფირმას უნდა
ჰქონდეს შესაძლებლობა შესთავაზოს მათ სხვადასხვა დონის მომსახურება. მთავარი
საკითხი, რომელიც დგას ფირმის წინაშე არის კლიენტისათვის შეთავაზებული
მომსახურების კომპლექსური შესაბამისობა.
რეცეპტიული (ტურისტების მიმღები) ტუროპერატორი იღებს პასუხისმგებლობას
ტურისტების ყველა იმ მომსახურებაზე, რომელიც შედის ტურში. ამის გარდა ინიციატივიანი
(ტურისტების გამგზავნი) ტუროპერატორი იღებს პასუხისმგებლობას ტურისტების წინაშე
არა მარტო ძირითად მომსახურებაზე, არამედ დამატებით მომსახურებაზეც, თუ ის
ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული მიღების დროს. ინიციატივიან ტუროპერტორს
უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიმღები პარტნიორის ყველა დამატებითი მომსახურების
ნომენკლატურის, შინაარსის და ხარისხის შესახებ. პირადად უნდა შეამოწმოს სეზონის
დაწყების წინ და ინფორმაცია მიაწოდოს ტურისტებს ტურის გაყიდვის დროს. ამის გარდა
პარტნიორულ ხელშეკრულებაში ინიციატივიან და რეცეპტიულ ტუროპერატორებს შორის
უნდა იყოს გათვალისწინებული, მიმღები მხარის გარკვეული პასუხისმგებლობა
სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გამო მიყენებული ზარალისათვის, მიმღები
მხარის მიზეზით. ამიტომ საჭიროა პარტნიორების - მომსახურების მიმწოდებლების - დიდი
პასუხისმგებლობით შერჩევა.
ტურების ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიღებამდე, ტურისტული ფირმა ატარებს
მარკეტინგულ კვლევებს. აუცილებელია გამოვლინდეს საჭიროებები, მომხმარებელთა
პრიორიტეტები, მოთხოვნის ტენდენციები. ეს დაეხმარება ისე გააკეთოს ტურპაკეტი,
მთლიანად დააკმაყოფილოს მყიდველის (ტურისტის)
მოთხოვნები. კვლევები ეხმარება სწორად დაგეგმოს ტურები და აწარმოოს სახელშეკრულებო
კომპანია მომსახურების მიმწოდებლებთან.
მოსამზადებელი სამუშაო იწყება 2 წლით ადრე, ვიდრე მოხდება ტურისტების პირველი
გაგზავნა ახალ მარშრუტზე, ახალი პროგრამით ან ახალ ქვეყანაში.
პარტნიორების ურთიერთობა მომსახურების მიმწოდებელთან ყალიბდება ხელშეკრულების
გაფორმებით. მუშაობის ყოველ წელს ან სხვა სამუშაო პერიოდს წინ უსწრებს
სახელშეკრულებო კომპანია, როდესაც ფორმდება ხელშეკრულება. სახელშეკრულებო
კომპანიის წინ ჩვეულებისამებრ ფორმდება სახელშეკრულებო ფორმა, რომელიც შეიცავს
შემდეგ განყოფილებებს:
Ø პარტნიორის სახელწოდება;
Ø ხელშეკრულების ძირითადი საგანი;
Ø ხელშეკრულების მოქმედების დრო;
Ø ხელშეკრულების გაფორმების ვადა;
Ø განსაკუთრებული ცნობები.
ეს გეგმა საშუალებას იძლევა შედგეს ტურისტული ფირმის მუშაკების მოქმედების სქემის
რეალური სურათი სახელშეკრულებო გეგმის შემადგენლობა დამოკიდებულია ტურის
სახეზე და მომსახურებაზე.
სახელშეკრულებო კომპანიის პერსპექტიული დამუშავების დროს ტურისტული ფირმები
ფართოდ სარგებლობენ ტურისტული ორგანიზაციების, სასტუმროებისა და რესტორნების
სხვადასხვა ცნობარებით, რომლებიც გამოცემულია საერთაშორისო ტურისტული
ორგანიზაციების მიერ და შეიცავს ინფორმაციას დასვენებისა და მოგზაურობის
ორგანიზაციის, განთავსებისა და სასტუმრო მომსახურების შესახებ, ძირითადი
მომსახურების სახეების მითითებით. რეგულარულად გამოიცემა ეროვნული, ადგილობრივი
ცნობარები, მარშრუტების გზამკვლევები, რომლებიც გამოიყენება ტურებისა და
მომსახურების პროგრამების ორგანიზაციის დროს და ითვლება ლიტერატურად, რომელსაც
იყენებენ ტუროპერატორები ახალი მარშრუტების დამუშავებისა და სახელშეკრულებო
გეგმის შედგენის დროს.
ცხრილში მოცემულია ინიციატივიანი ტუროპერატორის ახალი საზაფხულო
ტუროპერეიტინგის პროგრამის ტიპიური დროებითი სკალა.
ხელშეკრულების ხელმოწერას მომსახურების მიმწოდებლებთან წინ უსწრებს
მოლაპარაკებები. საჭიროა ისინი ჩაატარო ისეთი წესით, რომ მიიღო სასურველი შედეგი -
კარგი ხარისხის, საჭირო რაოდენობისა და სასურველი ფასის აუცილებელი ტურისტული
პროდუქტი (საქონელი ან მომსახურება).
პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისათვის საჭიროა საგულდაგულო მომზადება.
აუცილებელია გაანალიზო:
1. ხელშეკრულებების საფუძვლიანობა – რა გჭირდებათ პარტნიორებისგან? რა მოცულობით?
რა პერიოდში? რა გსურთ დამატებით პარტნიორისაგან? ფასების რა დონეა საქონელზე და
მომსახურებაზე მასთან და ბაზარზე? დიფერენცირებულია თუ არა მოთხოვნები?
2. შესაძლებელი გადაწყვეტილებების მიღების გზები – უნდა იცოდე, კონკრეტულად ვინ და
რას აკეთებს და რა დროში? გადაწყვეტილების ერთი სტადია როგორ გადადის მეორეში?
მომზადების რა ხარისხში იმყოფება ხელშეკრულების დადების საშუალებები? ვინ ამზადებს
ხელშეკრულების პროექტს და ჯგუფების შემოსავლის განრიგს? როგორ განიხილება
დამატებითი მომსახურების საკითხები? მაშინვე ჩაერთვება ისინი ხელშეკრულებაში თუ
არა? პირობები შეიტანება ხელშეკრულების ტექსტში, ხოლო მოლაპარაკებების პროცესში ან
გამოირიცხება ან დაემატება.
3. თქვენი პარტნიორის “პორტრეტი” ხელშეკრულების მიხედვით, რამდენად განსხვავდება
პარტნიორის მიზანი თქვენი მიზნისაგან? რომელ პარამეტრებს (მომსახურების დონე, ვადა,
მომსახურების ნაკრები) დაეყრდნობა პარტნიორის სტრატეგია? და სხვა.
მოცემული რეკომენდაციის გამოყენებით, მოლაპარაკებების დაწყების წინ სასარგებლოა
შედგეს მათი წარმოების გეგმა.
ნებისმიერ მოლაპარაკებებზე საჭიროა არა მარტო სტრატეგიული მიდგომა, არამედ
ფსიქოლოგიური განწყობაც.
ნებისმიერი ხელშეკრულება ითვლება იურიდიულ ფაქტად და დოკუმენტად, ამისათვის
ხელშეკრულების დადების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ურთიერთობის ყველა
შესაძლებელი ვარიანტი, ასევე ფორს-მაჟორული მდგომარეობა, მატერიალური და
ფინანსური პასუხისმგებლობა, მოქმედების ვადები და სხვა. ყველაფერი ეს ფიქსირებული
უნდა იყოს წერილობითი დოკუმენტის სახით (ხელშეკრულება, კონტრაქტი) დამტკიცებული
ფირმის ხელმძღვანელთა ხელმოწერითა და ბეჭდით. ხელშეკრულებისათვის აუცილებლად
უნდა მომზადდეს ჯგუფების სასტუმროში შესვლის განრიგი, ტრანსპორტის გამოყოფა და
სხვა, რიცხვების, ვადებისა და ტურისტების რაოდენობის მითითებით, ასევე კალკულაციები
და ტარიფები
მომსახურების დონეებისა და კატეგორიების მიხედვით. ამის შემდეგ როგორც დადგინდება,
კაცთა რაოდენობა ჯგუფში და მათი შესვლის თარიღი, სასტუმროებთან, ავიახაზებთან და
სხვა მომსახურების მიმწოდებლებთან დგება ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების
ხელმოწერის სტადია.
კონტრაქტი (ხელშეკრულება) აუცილებელია მხარეების მოვალეობებისა და
პასუხისმგებლობის დარეგულირებისათვის.
საკონტრაქტო-სახელშეკრულებო ურთიერთობები ტურიზმში რეგულირდება
საერთაშორისო და ეროვნული სამოქალაქო სამართლის ნორმებით.
ტურისტული მომსახურებით ვაჭრობის პრაქტიკაში ტუროპერატორები იყოფა გამგზავნ
(ინიციატივიანი, საზღვარგარეთის ტურის ორგანიზატორი) და მიმღებ (რეცეპტიული)
ტუროპერატორებად. ინიციატივიანი ტუროპერატორი ყოველთვის არ გადის პირდაპირ
მომსახურების მიმწოდებლებზე, ის დებს ხელშეკრულებას მიმღებ ტუროპერატორთან,
რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მთელ კომპლექსს მიღების დროს.
ხელშეკრულებები მომსახურების მიმწოდებელთან იდება ტიპიური ხელშეკრულების
საფუძველზე, რომელიც შეიცავს ტურისტების მომსახურების საკითხებს და პარტნიორების
ურთიერთობებს (მომსახურების მიმწოდებლის და ტუროპერატორის).
პარტნიორების ყველა ურთიერთობა მომსახურების მიმწოდებლებთან ტურისტების
მომსახურებაზე ტურის მარშრუტზე ფორმდება წერილობითი ხელშეკრულებით
(კონტრაქტებით). მათ შეიძლება ჰქონდეთ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ან კომისიის
ხელშეკრულების ან გაცვლის ხელშეკრულების (ტურისტული ჯგუფების უვალუტო
გაცვლის დროს) ტიპიური ფორმა.
ხელშეკრულების ძირითადი დებულებები მომსახურების მიმწოდებელთან ტიპიური
ხელშეკრულებების დებულებების ანალოგიურია: ხელშეკრულების საგანი, ძირითადი
პირობები, მომსახურების მიმწოდებლის უფლება და მოვალეობა, ტუროპერატორის უფლება
და მოვალეობა, მხარეთა პასუხისმგებლობა, ფორმალური ვითარება, პარტნიორების
იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები.
ხელშეკრულება გაფორმებულად ითვლება, მაშინ როდესაც მხარეებს შორის სათანადო
ფორმით მიღწეულია შეთანხმება მისი ყველა არსებითი პირობებით.
საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება “საერთაშორისო სასტუმრო კონვენცია”, რომელიც
ითვლება კოდექსად სასტუმროებს, ტურაგენტებს (ტუროპერატორებს) შორის და
გამოიყენება სასტუმროების კონტრაქტების გაფორმების დროს.
კოდექსი ავალდებულებს სასტუმროს მისცეს ინფორმაცია მისი კატეგორიის და განლაგების
შესახებ, ასევე მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. ინფორმაციაში განსაზღვრულია,
რომ ტურაგენტს არა აქვს უფლება დააწესოს ფასები თავის კლიენტისათვის მასზე მეტი,
რომლებიც დადგენილია კომისიის ხელშეკრულების მიერ. ეს ეხება ტუროპერატორსაც,
რომელიც მუშაობს სასტუმროსთან ამავე პირობებზე. ამასთან ერთად ტურაგენტმა,
ტუროპერატორმა და სასტუმრომ არ უნდა გაამხილოს ფასი, რომელიც შეთანხმებულია
კონტრაქტში.

XV. ტურისტული პროდუქტის გასაღების ქსელის


ფორმირება
გასაღების ქსელის ფორმირება შეიცავს გასაღების პერსპექტიული პარტნიორების მოძებნას,
მათი საქმიანი თვისებების შესწავლას, გარიგების დადებას და შემდგომ მუშაობას
თანამშრომლობის სრულყოფისათვის.
ნებისმიერი სახით და ნებისმიერი ფორმით გაყიდვის დროს აუცილებელია ყოველთვის
დაცული იქნას დასავლეთში დამკვიდრებული 7 მარკეტინგული ღონისძიებების
სტანდარტული თანმიმდევრობა, რომელთაგან ყოველი იწყება ინგლისური ანბანის ასო
პიზე: პროდუქტი, დაგეგმვა, ადგილი, ხალხი, ფასები, წინწაწევა, პროცესი. ამიტომ არის ეს
პროდუქტი მოთხოვნის შესაბამისად დამუშავებული ფირმის საქმიანობის სტრატეგიული
დაგეგმვის საფუძველზე, შეთავაზებული საჭირო ადგილზე, მომხმარებელთა კონკრეტულ
სეგმენტზე, მისაღები ფასებით, რეალიზებული ხარისხიდან შესრულებული მომსახურებით.
- ტურისტული პროდუქტი (ტური);
- მოთხოვნის საფუძველზე დაგეგმილი;
- შეთავაზებული საჭირო ადგილზე;
- კონკრეტულ მომხმარებელზე მიმართული;
- მისაღები ფასებით;
- საქმის ცოდნით მიძღვნილი და რეალიზებული;
- ხარისხიანად შესრულებული მომსახურებით.
ტურისტული ორგანიზაციების საქმიანობის პრაქტიკაში გამოიყოფა გასაღების არხის
ფორმირების ორი მიმართულება:
გასაღების შიდა არხები – ეს, როგორც წესი, ფილიალების სისტემა, განყოფილებები და
საშუამავლო ორგანიზაციებია (სააგენტოები), რომელთა მეშვეობით იყიდება სხვადასხვა
ტურისტული მომსახურება თვით ქვეყნის ტერიტორიაზე.
გასაღების საგარეო არხები – ეს საზღვარგარეთის ტურისტული ფირმები შუამავლების
(ტუროპერატორების, ტურაგენტების) განსაზღვრული რიცხვია, რომლებიც ხელშეკრულების
თანახმად თავის ქვეყანაში ჰყიდიან მოცემული ქვეყნის ტურისტულ გასვლებს.
საგარეო გასაღების არხების ფორმირება გაგებულ უნდა იქნას, როგორც პარტნიორული
ურთიერთობების დაწესება ხელშეკრულებისა და კონტრაქტების საფუძველზე
საზღვარგარეთის ტურისტულ ფირმებთან.

ტუროპერატორების ფირმების მრავალწლიან მუშაობის პრაქტიკაში გამოიყენება


ტურისტული პროდუქტის რეალიზაციის სხვადასხვა არხები.
მათ შორის შეიძლება გამოიყოს შემდეგი:
- საკუთარი გაყიდვის ბიუროების შექმნა (სავაჭრო წერტილები);
- საშუამავლო ტურისტულ სააგენტოთა ქსელის შექმნა;
- დიდ საწარმოებთან და ორგანიზაციებთან კავშირების ჩამონათვალი;
- სპეციალიზირებული მაღაზიების გამოყენება;
- ტურების გაყიდვა ფოსტის და სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით.
არსებობს ტურისტული პროდუქტის გასაღების ორგანიზაციის ორი ფორმა: საკუთარი
გაყიდვის ბიუროების მეშვეობით და კონტრსააგენტოთა ქსელის გამოყენების დახმარებით.
საკუთარი გაყიდვის ბიუროები ეს არის ფირმა ტუროპერატორის სავაჭრო წერტილები,
რომელთა მეშვეობით მიმდინარეობს მუშაობა უშუალოდ ტურების მომხმარებელთან,
სახელდობრ მათი ინფორმირება გასაყიდი ტურების შესახებ, განაცხადების მიღება
დაჯავშნაზე, კონტრაქტის გაფორმება გაყიდვაზე, გადახდის მიღება, საზღვარგარეთის
პასპორტების მიღება უცხოეთის ვიზის გასაფორმებლად, ტურისტული დოკუმენტების
გაფორმება და გაცემა. საყვედურების განხილვა და სხვა.
კონტრსააგენტო ქსელი – ტუროპერატორების მიერ შუამავლების (სუბაგენტების) გამოყენება
საზღვარგარეთის ტურისტული გასვლების გაყიდვისათვის წარმოადგენს კლიენტების
მაქსიმალური მოზიდვის ყველაზე უფრო გავრცელებულ და ეფექტურ ხერხს.
ტუროპერატორსა და ტურაგენტს შორის თანამშრომლობა ორივე მხარეს აძლევს არსებით
სარგებლობას. ფართო განშტოებული ტურაგენტული ქსელის არსებობა
ტუროპერატორისათვის უზრუნველყოფს:
- ტურისტული გასვლების გაყიდვის გადიდებას;
- ახალ ბაზრებზე გასვლას;
- საკუთარი პერსონალის შენახვაზე ხარჯების შემცირებას.
ტურისტული პროდუქტის წინწაწევის სისტემას საშუამავლო ორგანიზაციების მეშვეობით
(ოპერატორები – ბითუმად გამყიდველი, სააგენტოები, სუბაგენტი) ჰქვია წინწაწევის არხი.

რაც მეტი იქნება ტურების გამყიდველი წვრილი ადგილობრივი სააგენტოები, მით მეტია
პოტენციურ ტურისტამდე ტურის შესახებ ინფორმაციის მიტანისა და ტურისტული
პროდუქტის ეფექტურად გაყიდვის ორგანიზების შესაძლებლობა.
ოპერაციის ხასიათის მიხედვით ტურისტული ფირმები იყოფა საცალო და საბითუმო
ფირმებად.
საცალო ტურისტული სააგენტოები – ეს არის, როგორც წესი პატარა საშუამავლო საწარმოები
უმნიშვნელო კაპიტალით და შეზღუდული ბაზრით. ისინი თამაშობენ საჭირო როლს
ბაზარზე, რამეთუ მათი მეშვეობით იყიდება უმეტესი ტურისტული გასვლები. საცალო
ტურისტული ფირმები მუშაობენ პირდაპირი კონტაქტის საფუძველზე კლიენტებთან,
რომლებზეც ისინი ყიდიან ტურისტული მომსახურების საწარმოების და ტრანსპორტის
მომსახურებას.
საბითუმო ტურისტულ ფირმებად, როგორც წესი გამოდიან დიდი ტუროპერატორები (ან
ტურორგანიზატორები), რომლებიც ატარებენ დიდმაშტაბიან
ოპერაციებს სტანდარტული (ან სერიული) ინკლიუზივ – ტურებისა და სხვა ტურების
გასაყიდად
ბოლო წლებში ტურისტული პროდუქტის გასაღების სისტემამ შეიძინა ორი მასიური ფორმა:
ტრადიციული და არატრადიციული.
ტურისტული მომსახურების გაყიდვის ტრადიციულ ფორმებს მიეკუთვნებიან ყველა ის
მრავალრიცხოვანი ტურისტული ფირმები, რომლებისთვისაც ეს საქმიანობა ითვლება
ძირითადად, რომელიც უზრუნველყოფს მათ სიცოცხლისუნარიანობას. სტატისტიკა
აჩვენებს, საზღვარგარეთ ეს ფორმა უფრო გავრცელებული სტრუქტურაა ტურიზმის დარგში.
ტურისტული მომსახურების გაყიდვის არატრადიციული ფორმები აღმოცენდებიან და
აქტიურად მოქმედებენ დარგებში, რომლებიც პირდაპირ არ არიან დაკავშირებული
ტურიზმთან. საერთაშორისო ტურიზმის დინამიური განვითარების გამო დიდი
არატურისტული კომპანიები დებენ თავიანთ სახსრებს ტურისტულ ინდუსტრიაში. დღეს
წესად იქცა, როდესაც დიდი ავიაკომპანიები, ბანკები, სადაზღვევო საზოგადოებები, სავაჭრო
სახლები და უნივერსალური მაღაზიები ხსნიან ტურისტულ მომსახურების გაყიდვის
ფილიალებს.

XVI. ტურისტული გამოფენა


ტუროპერატორის ტურისტული პროდუქტის წინწაწევის საჭირო მიმართულებად ითვლება
ტურისტულ ბირჟებზე, გამოფენებზე და ბაზრობებში მონაწილეობა, რომლებიც
განკუთვნილია გასაღების პარტნიორების მოძებნისათვის.
უფრო ეფექტურია მონაწილეობა გამოფენებში, რომლებიც განკუთვნილია
სპეციალისტისათვის, რადგანაც ის იძლევა საშუალებას არა მარტო რეკლამირება გაუკეთონ
თავის პროდუქტს, არამედ გააფორმონ გარიგება, დაამყარონ ახალი კონტაქტები.
ამჟამად მსოფლიოს სვხდასხვა ქვეყნებში ტარდება საერთაშორისო ტურისტული ბაზრობები,
გამოფენები, ბირჟები, სადაც ორგანიზებულია სემინარები, პრესკონფერენციები,
პრეზენტაციები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც იძლევა ფართო შესაძლებლობებს
წარადგინო ფირმა და საკუთარი პროდუქტი, გააფორმო კონტრაქტები, მონახო ახალი
პარტნიორები, გაავრცელო ინფორმაციები მომხამრებელთა ფართო წრეში და ჟურნალისტებს
შორის, ერთმანეთს გაუზიარონ მუშაობის გამოცდილება.
ყველაზე დიდ ღონისძიებებს წარმოადგენენ: ტურიზმის საერთაშორისო ბირჟა ბერლინში,
რომელიც ტარდება ყოველწლიურად მარტში. მსოფლიო ტურისტული ბაზრობა ლონდონში,
რომელიც ტარდება ყოველწლიურად ნოემბრის მეორე დეკადაში. საერთაშორისო
ტურისტული გამოფენა მადრიდში, რომელიც ტარდება იანვრის ბოლოს.
მონაწილეობა სპეციალიზირებულ გამოფენებზე წარმოადგენს ტურისტული პროდუქტის
წინწაწევის ერთ-ერთ სახეს. საგამოფენო საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ერთის
მხრივ, მომხმარებლებსა და ფირმებს გაუწიოს დახმარება უამრავ შემოთავაზებებს შორის
ორიენტირებისას და მეორეს მხრივ, დაეხმაროს ტუროპერატორს გასაღების პარტნიორების
მიძებნაში სხვა ქვეყნებსა და რეგიონებში. ამიტომაც აქ წარმოდგენილი რეკლამა, ფორმისა და
შინაარსის მიხედვით ატარებს დიდ კომერციულ დატვირთვას - აცნობებს დაჯავშნის
პირობებს, სეზონურობას, მომსახურების კლასებს, სასტუმროების აღწერას და სხვა.
გამოფენებში მონაწილეობა განიხილება პარტნიორული კავშირების გაფართოების
პერსპექტიულ საქმიანობად. გამოფენებში საქმიანობა ფასიანია. მონაწილეთა და მნახველთა
დიდი რიცხვი, რომლებიც მონაწილეობენ ყოველწლიურად გამართულ ასეთი სახის
ღონისძიებებში ამტკიცებს მათ მნიშვნელობას ტურისტულ საწარმოს წარმატებული
მუშაობისათვის. საგამოფენო ღონისძიებების კლასიფიკაცია შეიძლება დაიყოს შემდეგი
ნიშნების მიხედვით:
- ჩატარების მიზნის მიხედვით (სავაჭრო და საინფორმაციო-გაცნობითი);
- ჩატარების სიხშირე (პერიოდული, ყოველწლიური, სეზონური);
საგამოფენო საქმიანობა შედგება სამი ეტაპის სამუშაოსაგან:
ა) წინასწარი მომზადება;
ბ) მუშაობა საგამოფენო სტენდზე;
გ) გამოფენის შემდგომი მუშაობა.
1. წინასწარი მომზადება ითვალისწინებს გამოფენის შერჩევასა და მასთან დაკავშირებულ
ორგანიზაციულ ღონისძიებებს.
გამოფენის შერჩევა – უმეტესი კომპანიების ხელმძღვანელები ყურადღების კონცენტრირებას
აკეთებენ უდიდეს ბირჟებსა და გამოფენებზე. ისეთები, როგორიცაა მსოფლიო ფორუმები
ბერლინში, ლონდონში ან მადრიდში, ეს ადგილები საუკეთესოა პარტნიორებთან
კონტაქტებისათვის.
გამოფენებისთვის მომზადება იწყება ერთი წლით ადრე, ნახევარი წლით ადრე უნდა იქნას
გადახდილი სტენდისა და მოწყობილობის თანხა.
გამოცდილება აჩვენებს, რომ უფრო ეფექტურია მუშაობა კოლექტიურ ეროვნულ სტენდებზე,
რომლებიც მაქსიმალურად იზიდავენ პოტენციურ პარტნიორებსა და კლიენტებს.
ტურისტული ფირმა, როდესაც მოქმედებს ცალკე, განიცდის გაუმართლებელ ხარჯებს
მოლაპარაკებებსა და მოსამზადებელ სამუშაოებზე, ასევე სტენდის მშენებლობასა და
გაფორმებაზე.
კატალოგებისა და მონაწილეთა სიების მიღების შემდეგ, აუცილებელია შეუდგე
პარტნიორებისა და კლიენტების მოზიდვას. კომპანიებს ეგზავნება შეტყობინებები,
წერილობითი და ელექტრონული მოსაწვევები, რათა მათ დაათვალიერონ სტენდი.
განსაკუთრებით კარგ ეფექტს იძლევა ინდივიდუალური მოსაწვევებისა და მოსაწვევი
ბილეთების გაგზავნა პარტნიორებისათვის და დაინტერესებული მყიდველებისათვის.
გამოიყენება მნახველთა მიზიდვის ტრადიციული ხერხები, რეკლამა სპეციალურ პრესაში,
კატალოგებში და სხვა
2. სტენდზე მუშაობა იწყება თვით სტენდის ორგანიზაციით. დასაწყისისათვის
განისაზღვრება გამოფენის ადგილი სტენდზე. უკეთესად ითვლება ადგილი გამოფენის
ცენტრში, მოსახვევში, გამოფენის შესასვლელში, მაგრამ ეს ადგილები შეიძლება ღირდეს
ძვირი.

3. მუშაობა გამოფენის შემდეგ. გამოფენაში მონაწილეობა – ეს მხოლოდ საინტერესო საქმიანი


კონტაქტების დასაწყისია.
გამოფენის დამთავრების შემდეგ მიღებული სავიზიტო ბარათებისა და კონტაქტების
ჟურნალის გამოყენებით საჭირო კლიენტებთან იწყება საქმიანი მიმოწერა, საინფორმაციო
მასალებისა და კონტრაქტის პროექტების განხილვა და მოლაპარაკებების წარმოება შემდგომი
თანამშრომლობის შესახებ.
საჭიროა ყურადღებით მოვეკიდოთ პრესასთან ურთიერთობას. ჟურნალისტებს ეგზავნებათ
გამოფენის ანგარიში და მასალები ჩატარებული პრეზენტაციების შესახებ.

You might also like