Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ბიზნეს ქეისი _ დავალებისთვის.

docx
დავალება: იპოვეთ შეცდომები ქვემოთ მოცემულ ბიზნეს გეგმაში. დაწერეთ თქვენი
შენიშნები და რეკომენდაციები და გააკეთეთ მათი პრეზენტაცია.
დავალების მაქსიმალური ქულა: 4
ბიზნეს აქსელერატორ სპარკის ბიზნეს ფორმის ნ
არატიული ნაწილი
ბიზნესის დასახელება:
ბრენდის დასახელება :
საკონტაქტო პირი :
საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი:
საკონტაქტო ტელ.ნომერი:
ელ.ფოსტა:
შევსების თარიღი:
კომპანიის აღწერა
მოკლედ წარმოადგინეთ ინფორმაცია თქვენი საქმიანობის, არსებული პროდუქტის/სერვისის, წარსული ფინანსუ
რი შედეგების (მინიმუმ ბოლო 3 წლის), ბაზრის წილის და სხვა მახასიათებლების შესახებ
კომპანია TAXI-AI არის თვითმართვადი ტაქსების კომპანია,რომელიც უკვე სამი წელია
ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
ჩვენი კომპანია მომხარებელს სთავაზობს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებ
ას თბილისის მასშტაბით. მგზავრობის პროცესს მთლიანად აკონტროლებს ხელოვნუ
რი ინტელექტი, რომლის გამართულად ფუნქციონირება კონტროლდება ჩვენი დევე
ლოპერთა გუნდის მიერ 24 საათის განმავლობაში..
ბაზარზე გამოჩენიდან მალევე მოვიპოვეთ მომხმარებლის ნდობა, რაც კომპანიის მიერ
ბოლოს სამი წლის განმავლობაში გენერირებულ 4.3 მილიონ წმინდა მოგებაშიც გამო
იხატა..
ბოლო კვლევების მიხედვით, თბილისის მასშტაბით ყოველდღიურად დაახლოებით
2800 ადამიანი გადაადგილდება ტაქსით. ჩვენი შეკვეთების რაოდენობა ყოველდღიუ
რად საშუალოდ შედგება 500 შეკვეთისგან, აქედან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ ჩვ
ენს კომპანიას ამ მომენტში უკავია ბაზრის 15 %
კითხვა პირველი: გვაძლევს, თუ არა ეს მონაცემები საშუალებას, დაზუსტ
ებით ვთქვათ ბაზრის რამდენი პროცენტის უჭირავს კომპანიას ამ მომენტ
ში? რატომ? (იმსჯელეთ)
იმისთვის, რომ ზუსტად განვსაზღვროთ TAXI-AI-ის ბაზრის პროცენტული მაჩვენებელი,
დაგვჭირდება კონკრეტული მონაცემები, როგორიცაა ტაქსების საერთო რაოდენობა
თბილისში, მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც იყენებენ AI ტაქსებს და TAXI-AI-ს მიერ
გამომუშავებული შემოსავალი სხვებთან შედარებით. ამ მონაცემების გარეშე ზუსტი
შეფასების გაკეთება რთულია. თუმცა, TAXI-AI-ის უნიკალურმა მახასიათებლებმა,
როგორიცაა ეკოლოგიურად სუფთა თვითმართვადი მანქანები, ეკოლოგიურად სუფთა და
სხვა დამატებითი სერვისები, შეიძლება მას პოტენციურად მიანიჭოს კონკურენტული
უპირატესობა ბაზარზე, რაც მნიშვნელოვან წილს მისცემს ბაზარზე, განსაკუთრებით თუ
ასეთი სერვისების მოთხოვნაა.

პროდუქტის/სერვისის დეტალური აღწერა


რომელზეც უნდა მომზადდეს ბიზნეს გეგმა (უნდა მოიცავდეს ასევე პროექტის განხორციელების დაგეგმილ ან პო
ტენციურ ადგილმდებარეობას)
TAXI-AI არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თვითმართვადი ტაქსები
თ მომსახურებას. მომხმარებელი ტაქსს იძახებს სპეციალური მობილური აპლიკაციი
ს საშუალებით, სადაც უთითებს სასურველ მიმართულებას და პროგრამა ავტომატურ
ად უთვლის გადასახდელ თანხას. როდესაც მანქანაში ჩაჯდები, ასევე აპლიკაციის მეშ
ვეობით შეგიძლია მართო კლიმატი, შეარჩიო სასურველი მუსიკა, გამოიყენო FREE
WIFI და სურვილის შემთხვევაში მანქანაში განთავსებული მინი ბარი,
(ეს უკანასკნელი არ შედის ტაქსის სტანდარტულ მომსახურებაში და მოგიწევთ დამატ
ებითი ღირებულების გადახდა). ასევე აპლიკაცია გვაჩვენებს, რამდენ ხანში მივალთ
დანიშნულების ადგილას სტანდარტული სიჩქარით, თუ გეჩქარებათ თქვენ ასევე შეგი
ძლიათ მიუთითოთ ეს და ავტომობილი უზრუნველყოფს, როგორც სწრაფად მისასვ
ლელად ალტერნატიული გზების მოძიებას, ასევე შესაბამისი რაოდენობით აჩქარდება
.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ავტომობილი იმართება ხელვონური ინტელექტით, რომ
ლის გამართულად მუშაობა კონტროლდება ჩვენს მიერ.
კიდევ ერთი საკითხი, რაც დამატებით ხიბლს სძენს TAXI-AI-ის პროდუქტს, არის ავტო
მობილების ელექტრო ენერგიაზე მუშაობა, ეს ერთის მხრივ ამცირებს დანახარჯებს დ
ა ტაქსის მომსახურებას ხელმისაწვდომს ხდის ყველასთვის და მეორეს მხრივ ხელს
უწყობს ეკოლოგიური პროცესების გაუმჯობესებას.
პირველ ეტაპზე პროექტს ვახორციელებთ თბილისის მასშტაბით, თუმცა შემდგომ ვგე
გმავთ მთელ საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში განვავრცოთ ჩვენი პროდუქტი.
კითხვა 2: თქვენი აზრით რამდენად მართებულია მსგავი ტიპის სერვისის
სტანდარტულ ფასებში გაყიდვა? დაასაბუთეთ, როგორც დადებითი, ასევ
ე უარყოფითი პასუხი?
2) მომსახურების სტანდარტულ ფასებში გაყიდვას აქვს როგორც დადებითი, ასევე
უარყოფითი მხარეები: დადებითი: 1. ხელმისაწვდომობა: სტანდარტული ფასები
სერვისს ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის, რომელიც, რაღა
თქმა უნდა, უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს, თუმცა შესაძლებელია მაღალმა ფასებმა
შეაფერხოს ეს პროცესი. 2. ბაზარზე შეღწევა: კონკურენტული ფასების შეთავაზება
დაეხმარებათ ბაზარზე უფრო სწრაფად შეღწევაში, განსაკუთრებით ისეთ კონკურენტულ
გარემოში, როგორიც თბილისია, როგორც ელექტრო, ისე სტანდარტული ტაქსის
კომპანიების მხრივ. 3. მომხმარებელთა შენარჩუნება: ფასების ხელმისაწვდომობამ
შეიძლება ხელი შეუწყოს მომხმარებელთა ლოიალობას, განსაკუთრებით ხშირ
მომხმარებლებს შორის, რომლებიც აფასებენ უცვლელ ფასებს. უარყოფითი: 1.მოგების
მარჟა: სტანდარტული ფასების შენარჩუნებამ შეიძლება შეამციროს მოგების მარჟა,
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საოპერაციო ხარჯები იზრდება ან თუ გვიწევს
კონკურენციის გაწევა ოპონენტებთან ფასის გამო. 2. ღირებულება: მომხმარებლებმა
შეიძლება აღიქვან ის როგორც სერვისი, როგორც დაბალი ხარისხი კონკურენტებთან
შედარებით, რომლებიც უფრო მაღალ ფასებს გვთავაზობენ, რაც პოტენციურად
იმოქმედებს ბრენდის იმიჯზე. 3. მდგრადობა: თუ მომსახურების ფასი არ არის საკმარისი
ხარჯების დასაფარად და მოგების მისაღებად, ის შეიძლება არ იყოს მდგრადი
გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც გავლენას მოახდენს კომპანიის
სიცოცხლისუნარიანობაზე. საბოლოო ჯამში, სტანდარტული/უცვლელი ფასებით
გაყიდვის გადაწყვეტილება დამოკიდებულია კომპანიის სტრატეგიულ მიზნებზე,
ბაზარზე პოზიციონირებაზე და ხელმისაწვდომობის და მომგებიანობის დაბალანსების
უნარზე.

რომელ ბაზარზე არის დაგეგმილი პროდუქტის/


სერვისის რეალიზაცია?
პროდუქტის/სერვისის შესაბამისი ბაზრის მოკლე ანალიზი (უმჯობესია მიუთითოთ სტატისტიკური მონაცემები,
რომლებიც ბაზრის განვითარების მაჩვენებელია) მიუთითეთ თქვენი მიზნობრივი სეგმენტი,
რა სახის კონკურენტული უპირატესობა გააჩნია მას ბაზარზე არსებული ანალოგებისგან, რა არის პროდუქტის მთა
ვარი ღირებულება. რის გამოც აირჩევს მომხარებელი.
პროდუქტის რეალიზაცია ამ მომენტში წარმოებს თბილისის მასშტაბით, სადაც დაახ
ლოებით 2500 ტაქსია რეგისტრირებული, 5
ტაქსის კომპანია ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 2800 მგზავრი გადა
ადგილდება, მათი 70
პროცენტი ტაქსის სერვისის სარგებლობისთვის სისტემატიურად იყენებს აპლიკაციას
. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მგზავრების 55 პროცენტი ტაქსით გადაადგილდება დღ
ეში მინიმუმ ორჯერ, რაც რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, სერვისის გამოყენებას ზრდ
ის. წინა წელს ისეთი მონაცემები, როგორიცაა აპლიკაციის გამოყენება გაიზარდა 3 პრ
ოცენტით, ასევე გაიზარდა ყოველდღიურ მგზავრთა რაოდენობა 4 პროცენტით. ეს ნი
შნავს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ენდობა და სარგებლობს ტაქსების კომპანიით.
უშუალოდ ჩვენი კომპანიის სეგმენტი არის 18-50-მდე ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვა
რს კომფორტი, მნიშნველოვანია მისთვის უსაფრთხოება და ღიაა ტექნოლოგიური სია
ხლეებისადმი.
ბაზარზე ამ ეტაპზე არსებობენ, ელექტრო და სტანდარტული ტაქსების კომპანიები.
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ტექნოლოგიური ინოვაცია სერვ
ისში, რაც მას უფრო კომფორტულს, მომხმარებლის საჭიროებაზე მაქსიმალურად მორ
გებულს და უსაფრთხოს ხდის. გარდა ამისა, ჩვენი სერვისი მიუხედავად მისი ხარისხ
ისა ღირებულებით არის ყველასთვის ხელმისაწვდომი.
3 კითხვა: რამდენად სრულყოფილად არის გაკეთებული სეგმენტაცია, რ
ას დაამატებდით, ან შენიშვნას მისცემდით? (მსჯელობა)
ფიქრობთ, რომ კიდევ რამის დამატება შეიძლება ბაზრის ანალიზის ნაწი
ლში? (მსჯელობა)
3) სეგმენტაცია კარგად არის განსაზღვრული, ანალიზის გასაუმჯობესებლად, შეგვიძლია
მეტი ვიმსჯელოთ ამ სამიზნე სეგმენტის დემოგრაფიულ და ფსიქოგრაფიულ
პროფილზე. გარდა ამისა, მომხმარებელთა პრეფერენციების შესახებ მონაცემების
მოძიება, როგორიცაა პრემიუმ სერვისებისთვის გადახდის სურვილი ან
გარემოსდაცვითი ცნობიერება. ბაზრის ანალიზისისთვის შეგვიძლია გავითვალისწინოთ
მარეგულირებელი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ტაქსის ინდუსტრიაზე,
როგორიცაა მთავრობის პოლიტიკა სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით ან
ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისება. გარდა ამისა, კონკურენტული
ანალიზი შეიძლება გაფართოვდეს, რათა შედარდეს ფასები, მომხმარებელთა
კმაყოფილების დონეები და ბრენდის რეპუტაცია თბილისში არსებულ ტაქსის
კომპანიებს შორის. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ბაზრის სრულად შესწავლას და
უკეთესად მოგვაწვდის ინფორმაციას სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად.
მარკეტინგი და გაყიდვები
გაწერეთ მარკეტინგული აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფინანსურ ნაწილში გაწერილ გაყიდვების მოც
ულობას, მათ შორის რეკლამა, Facebook page-ს შექმნა და ა.შ.

SWOT ანალიზი
დეტალურად გაწერეთ თქვენი კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები
4 კითხვა: მოყვანილია SWOT ანალიზის მაგალითი, იპოვეთ შეცდომა და
დაასაბუთეთ, რატომ არის შეცდომა?
ძლიერი მხარეები: ინვოციურობა და ტექნოლოგიური განვითარება
სუსტი მხარეები: გუნდში საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური IT სპეციალისტები
ს ნაკლებობა
საფრთხეები: მიმდინარე წელს კომპანიის დამფუძნებლებს შორის დაიწყო სასამართ
ლო დავა წილების გადანაწილებასთან დაკავშირებით
შესაძლებლობები: მთვარობის დადგენილებით შემდგომი წლიდან ყველა ის ტაქსის კ
ომპანია, რომელიც მაქსიმალურად იზრუნებს გარემოზე და მგზავრების უსაფრთხოე
ბაზე, შეუმცირდება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადები.
კომპანიის მენეჯმენტის გუნდის შესახებ ინფორმაცია
პროექტის დაფინანსების რომელ სახეობას განიხილავს კომპანია ალტერნატ
ივად
ინფორმაცია რეგულაციების შესახებ
ვინ მუშაობა ამ დავალებაზე:
მარიამ ბოლქვაძე
ქეთი გიგუაშვილი
ლუკა მარსაგიშვილი
მიხეილ ბოლქვაძე

სახელი - რა ნაწილი დაფარა


ლუკა ჩართული იყო სამივე საკითხში, მიხეილმა იმუშავა პირველ და
მეორე კითხვებზე,მარიამი და ქეთი კი როგორც მეორეზე,ასევე მესამეზეც
იყვნენ ჩართულები.

You might also like