Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

პრემესტრუალური სინდრომი

პრემენსტრუალური სინდრომი(PMS) არის კომბინირებული ფსიქოლოგიური,


ფიზიკური, ხასიათის და ემოციური აშლილობა, რომელიც აღინიშნება ოვულაციის
შემდგომ და ძირითადად სრულდება მენსტრუალური სისხლდენის დაწყებისას ან
დასრულების შემდგომ.
ყველაზე ხშირი ხასიათის ცვლილებასთან დაკავშირებული სინდრომია:
გაღიზიანებადობა, დეპრესია, ტირილი, ზემგრძნობელობა, ხასიათის ცვლილებები.
ყველაზე გავრცელებული ფიზიკური სიმპტომია: დაქანცულობა, შებერვა,
მასტალგია, აკნე, მადის ცვლილება ჭამის ძლიერი სურვილი.
PMS-ის ყველაზე მკაცრი ფორმა ცნობილია როგორც პრემენსტრუალური
დისფორიული დარღვევა PMDD, ასევე მას უწოდებენ გვიანი ლუთეინური ფაზის
დისფორიული დარღვევა, აღინიშნება ქალთა მცირე რიცხვში და იწვევს მძიმე
სიმპტომებს, მნიშვნელოვანი ფუნქციების კარგავს. ამ დროს აღინიშნება უფრო
მეტად სიბრაზე, დაძაბულობა, მღელვარება, გაღიზიანებადობა.
PMS არის გავრცელებული სინდრომი, ქალთა 90%-ს თავის ცხოვრებაში ქონია
ამის გამოცდილება. პრემენსტუალური სინდრომის ნამდვილი ავიდობა ხშირად
გადაჭარბებულია. ქალთა 3-8% სჯერა რომ ქონია ეს მდგომარეობა.
ზოგიერთ ქალში პრემესტრუალური და ადრეული ორსულობის სიმპტომები არის
მსგავსი, თუმცა ეს ინდივიდუალურია. შეიძლება აღენიშნებოდეთ ორივე დროს
მკერდის სინაზე, ხასიათის ცვლილებები, მოთენთილობა, შებერილობა.

PMS-ის გამომწვევი მიზეზები


ეს არის უცნობი. არსებობს რამდენიმე თეორია, თუმცა არცერთი მათგანი
დამტკიცებულია და სპეციფიკური მკურნალობა კვლავ არ გვაქვს. ზოგიერთი
თეორიის თანახმად PMS არის ალტერაციის ან ურთიერთკავშირის შედეგი სასქესო
ჰორმონებსა და ტვინის ქიმიურ ნივთიერებებთან, როგორიცაა
ნეიროტრანსმიტერები. კვლევებმა აჩვენა რომ ფსიქოლოგიური სტრესი არაა
დაკავშირებული მკაცრ პრემენსტრუალურ სინდრომთან.
პრემესტრუალური სინდრომისთვის დამახასიათებელია სიმპტომთა ვარიაცია.
ქალებს შეიძლება ჰქონდეთ PMS-ის ცვალებადი ხანგრძლივობა და ციკლიდან
ციკლამდე.

სიმპტომები მოიცავს:
 სიბრაზე და მგრძნობიარობა;
 მღელვარება, შფოთვა;
 დაძაბული მდგომარეობა;
 დეპრესია;
 ტირილი;
 ზემგრძნობელობა;
 ხასიათის ცვლილება.

ფიზიკური ნიშნები და სიმპტომები მოიცავს:

 დაქანცულობა;
 შებერვა;
 წონაში მომატება;
 შეშუპება;
 მუცელში დისკომფორტის გრძნობა;
 ყაბზობა- კონსტიპაცია;
 მკერდის გადიდება- გამაგრება;
 აკნე;
 კუნთების ტკივილი;
 სახსრების ტკივილი;
 თავის ტკივილი;
 ძილის დარღვევა ინსომნია (ბევრი ძილი ან ცოტა ძილი)
 მადის ცვლილება, საკვების გაძლიერებული სურვილი.

პრემენსტრუალური სინდრომის ხანგრძლივობა:


PMS-ის ხანგრძლივობა ვარირებს ქალთა შორის. ზოგიერთისთვის
დამახასიათებელია სიმპტომების გაჩენა მ ენსტრუალურ პერიოდამდე რამდენიმე
დღით ადრე. სხვებს შეიძლება დაეწყოთ უფრო ადრე ან გვიან, თუმცა ტიპიურად
აღინიშნება ოვულაციის შემდგომ.

PMS-ის დიაგნოზი:
ყველაზე სასარგებლო სადიაგნოსტიკო საშუალებაა მენსტრუალური
დღიური( კალენდარი), რომელიც გვაჩვენებს ფიზიკურ და ემოციურ სიმპტომებს
თვის განმავლობაში. თუ ცვლილებები გამოჩნდება ოვულაციის პერიოდში (mid-
menstrual cycle) და გაგრძელდება მენსტრუალური სისხლდენის დაწყებამდე, მაშინ
შეგვიძლია PMS-ის დიაგნოზი. თუმცა ზოგჯერ დიაგნოზის დასმა რთულია, რადგან
ბევრი სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეიძლება დაემსგავსოს
პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომებს. გარდა ამისა არ არსებობს
ლაბორატორიული ტესტი PMS-ის გამოსავლენად.
PMS-ის მსგავსი( იმიტატორი) მდგომარეობები:
 დეპრესია;
 იდიოპათიური ედემა ( წყლის შეკავება);
 ქრონიკული დაღლილობა;
 ჰიპოთირეოიდიზმი;
 IBS (გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის სინდრომი).

თუ არ არის რაიმე ინტერვალი და სიმპტომები აღინიშნება მთელი ციკლის


განმავლობაში, მაშინ პრემენსტრუალური სინდრომის დიაგნოზი არასწორი იქნება
და საქმე გვაქვს სხვა დარღვევასთან. სისხლის ან სხვა ტესტით შეიძლება
დავადგინოთ სიმპტომების გამომწვევი მიზეზი.

პრემესტრუალური სინდრომის რისკ-ფაქტორები

 კოფეინის გაძლიერებული მოხმარება


 სტრესი
 ასაკი
 დეპრესია
 ოჯახური ისტორია (მაგ. დედას აქვს გამოხატული პრემენსტრუალური
სინდრომი)
 ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა, განსაკუთრებით B, B6, E და D
ვიტამინების დეფიციტი.

მიზეზებში მნიშვნელოვანია გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებული


მნიშვნელობა ენიჭება სასქესო ჰორმონების მოქმედებას და სეროტონინს(თავის
ტვინში ნეიროტრანსმიტერია). ქალების უმრავლესობას მკვეთრად დაბალი
ჰქონდათ ბეტა-ენდორფინების დონე. ბეტა ენდორფინებს მნიშვნელოვანი გავლენა
აქვთ ადამიანის ფსიქიკაზე, ისინი მოქმედებენ იგივე რეცეპტორებზე, რაზეც
მოქმედებენ ოპიოიდები. ზოგ შემთხვევაში მომატებული იყო
ფსევდოქოლინესთერაზას დონე სისხლში, რომელიც მონაწილეობს შფოთვის
განვითარებაში.

PMS-ის მკურნალობა
პრემესტრუალური სინდრომის მკურნალობა შეიძლება იყოს ისეთივე გამოწვევა
როგორც დიაგნოზის დასმა. მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი იქნა
გამოყენებული. საზოგადო მართვა მოიცავს ჯანსაღ ცხოვრების წესს:

 ვარჯიში;
 ემოციური მხარდაჭერა პრემენსტრუალური პერიოდის განმავლობაში;
 ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა;
 რაფინირებული შაქრის მიღების შემცირება;
 მარილის შეზღუდვა მენსტრუალურ პერიოდამდე;
 კოფეინის მოხმარების შემცირება;
 სიგარეტის მოწევის შეწყვეტა;
 ძილი და დასვენება.

ეს ყოველივე არის რეკომენდირებული. ზოგიერთი კვლევის თანახმად კალციუმისა


და მაგნიუმის დანამატებს აქვთ სარგებელი, აგრეთვე მნიშვნელოვანია ტრიფტოფანის
მიღება. მძიმე შემთხვევებში ინიშნება სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების
ინჰიბიტორები. ასევე გამოიყენება ნატურალური და მცენარეული საშუალებები.
კვლევებმა აჩვენა რომ ხეპილპილას ( აბრამის ხე) გამოყენება ამცირებს სიმპტომების
აღმოცენებას.

მედიკამენტები

 დიურეტიკები: მედიკამენტები ზრდიან შარდის პროდუქციას.


სპირონოლაქტონი არის დიურეტიკი, რომელიც გამოიყენება სახის, ხელების
და ფეხების პრემესტრუალური დასიებისას, თუმცა ყველა პაციენტში არაა
შედეგიანი.
 ანალგეზიები: მედიკამენტები გამოიყენება პრემესტრუალური კრუნჩხვის,
თავის ტკივილის ან მენჯის დისკომფორტისას. ყველაზე გავრცელებულია
NSAIDs როგორიცაა იბუპროფენი, ნაპროქსენი და მეფენამინის მჟავა.
 ბენზოდიაზეპამინები: ალპრაზოლამი გამოყენება PMS და PMDD-ის
სიმპტომების შესამცირებლად.
 OCPs ორალური კონტრაცეპტივები: პროგესტინი დროსპირენომის შემცველი;
 საკვერცხის სუპრესორები: დანაზოლის მეშვეობით ხდება საკვერცხის
ჰორმონების პროდუქციის სუპრესია. ამ მედიკამენტს აქვს გვერდითი
ეფექტები;
 GnRH გონადოტროპული რილიზინგ ჰორმონები;
 ანტიდეპრესანტები: ფართოდ გამოიყენება ხასიათის ცვლილების
სამკურნალოდ. ზრდიან ტვინის ქიმიური ნივთიერებების (ოპოიდები,
სეროტონინი…) დონეს, რომლებიც მოქმედებენ საკვერცხოს ჰორმონებზე.
ყველაზე ეფექტურია სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორთა ჯგუფი;
 ფოლიუმის მჟავა (400 mcg);
 მაგნიუმი (400 mg);
 E ვიტამინი (400 IU);
 კალციუმი (1,000 mg to 1,300 mg);
 ვიტამინი B6 (50 mg to 100 mg).

ვარჯიში
ვარჯიშის დროს გამომუშავდება ენდორფინები, რომლებიც მოქმედებენ ხასიათზე
ა ასევე ამცირებენ ტკივილს. აერობიკა, ფიტნესი, სიარული, ცურვა ამცირებენ
პრემენსტრურალური სინდრომის სიმპტომებს.

პროგნოზი
პროგნოზი კეთილსაიმედოა, ექვემდებარება მკურნალობას, მკურნალობის გარეშე
სიმპტომები წლებთან ერთად მცირდება და სუსტდება, მენოპაუზის დროს ქრება.

Medical Author: Melissa Conrad Stöppler, MD Medical Editor:

William C. Shiel Jr., MD, FACP, FACR Medically Reviewed on 11/14/2016

https://www.medicinenet.com/premenstrual_syndrome/article.htm#premenstrual_syndrome_pms_definition_and_facts

Dennerstein L, Lehert P, Heinemann K. Global study of women's experiences of


premenstrual symptoms and their effects on daily life. Menopause Int 2011; 17(3):
88-95. [PubMed] Lopez LM, Kaptein AA, Helmerhorst FM. Oral contraceptives
containing drospirenone for premenstrual syndrome. Cochrane Database Syst Rev
2012; (2): CD006586. [PubMed] Marjoribanks J, Brown J, O'Brien PM, Wyatt K.
Selective serotonin reuptake inhibitors for premenstrual syndrome. Cochrane
Database Syst Rev 2013; (6): CD001396. [PubMed]
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmedhealth/PMH0072449/

You might also like