საერთაშორისო-ფინალური

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 24

1.

რატომ ერთვებიან კომპანიები საერთაშორისო ბიზნესში


არსებობს რამდენიმე ოპერაციული მიზანი, რის გამოც კომპანიები საერთაშორისო
ბიზნესში ერთვებიან, ესენია: გაყიდვების გაფართოება, რესურსების მოპოვება და
რისკის შემცირება. ამ სამი მიზნის მიხედვით მიიღება ყველანაირი გადაწყვეტილება
იმის შესახებ თუ სად როგორ და რატო უნდა მოხდეს საერთაშორისო ბიზნესში ჩართვა.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
გაყიდვების გაფართოება - კომოანიის გაყიდვები დამოკიდებულია მომხმარებლის
სურვილსა და შესაძლებლობებზე, იყიდონ მისი საქონელი ან მომსახურება.
მსოფლიოში ბევრად უფრო მეტი პოტენციური მომხმარებელია ვიდრე კონკრეტულად
ერთ ქვეყანაში. მეტი გაყიდვები კი ქმნიან მეტ ღირებულებას, მაგრამ მხოლოდ იმ
შემთხვევაში თუ დამატებითი გაყიდვები ხარჯების პროპორციულად არ იზრდება.
საზღვარგარეთ დამატებითი გაყიდვები კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ შეამციროს
მისი ერთ ერთეულზე გაწეული ფიქსირებული ხარჯები. შესაბამისად საერთაშორისო
გაყიდვების ზრდა საერთაშორისო ბაზრების გაფართოების მთავარი მოტივია.
მსოფლიოს დიდი კომპანიების უმეტესობა, როგორიცაა ფოლცვაგენი, ნესტლე, სონი თუ
სხვა, გაყიდვების ნახევარზე მეტს თავიანთი სამშობლოს გარეთ აწარმოებენ. თუმცა
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბიზნესი მხოლოდ დიდი კომპანიების კომპეტენცია
არაა.
რესურსების მოპოვება - მწარმოებლები და დისტრიბუტორები ზოგჯერ პროდუქტებს,
მომსახურებასა თუ რესურსებს უცხოურ ქვეყანაში ეძებენ, რადგან ადგილობრივი
მარაგი არ არის საკმარისი. გარდა ამისა ისინი ეძებენ ახალ წყაროებს, რათა მოიპოვონ
კონკურენტული უპირატესობა. ეს შესაძლოა მოხდეს ისეთი რესურსის მოპოვებით,
რომელიც შეამცირებს ხარჯებს, (მაგალითად კომპანია როვლინგის მიერ სამუშაო ძალის
გამოყენება კოსტა რიკაში.) ზოგჯერ ფირმები კონკურენტულ უპირატესობას
პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებით ან პროდუქტის დიფერენცირებით მოიპოვებენ.
რისკის შემცირება - მუშაობა ქვეყნებში, სადაც განსხვავებული ბიზნეს ციკლებია,
შესაძლოა ამცირებდეს გაყიდვებსა და მოგებას შორის დისბალანსს. ფაქტია, რომ
გაყიდვები უფრო ნელა იზრდება ან მცირდება რეცესიულ ქვეყნებში და უფრო სწრაფად
იმ ქვეყნებში, რომლებიც ეკონომიკურად ფართოვდებიან. როგორც ადგილობრივი ისე
ქვეყნის გარეთ პროდუქტების მარაგის მოპოვებით კომპანიებს შეუძლიათ შეარბილონ
ფასების მერყეობის გავლენა მოგებაზე. საბოლოოდ თავდაცვითი სტრატეგიის
განხორციელების მიზნით კომპანიები ხშირად ხდებიან საერთაშორისო დონის. მათ
სურთ ხელი შეუშალონ კონკურენტებს უცხოურ ბაზარზე უპირატესობების მოპოვებაში,
რათა თავიდან აიცილონ საკუთარი ზარალი.

2.ოპერაციების ფორმები საერთაშორისო ბიზნესში


საერთაშორისო ბიზნესში ოპერაციების ფორმების რამდენიმე სახე არსებონს, ესენია:
სავაჭრო ექსპორტი და იმპორტი; მომსახურების ექსპორტი და იმპორტი; ინვესტიციები
და საერთაშორისო ორგანიზაციების ტიპები. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
ვაჭრობის ექსპორტი და იმპორტი - ექსპორტირება და იმპორტირება საერთაშორისო
ბიზნესის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, განსაკუთრებით მცირე კომპანიებში.
ვაჭრობის ექსპორტი მოიცავს იმ პროდუქტებსა და მომსახურებას, რომელიც იგზავნება
სხვა ქვეყანაში, იმპორტი კი პროდუქტები და მომსახურება, რომელიც ქვეყანაში
შემოაქვთ. რადგან რეალურად ვხედავთ თუ როგორ გადის და შემოდის საქონელი და
მომსახურება ქვეყანაში, მათ ვუწოდებთ ხილვად ექსპორტსა და იმპორტს.
მომსახურების ექსპორტი და იმპორტი - ტერმინები ექსპორტი და იმპორტი ხშირად
გამოიყენება მხოლოდ ხელშესახები პროდუქტის აღსანიშნავად. საერთაშორისო
შემოსავლებში არახელშესახები პროდუქტების აღსანიშნავად ვიყენებთ ტერმინებს
მომსახურების ექსპორტი და იმპორტი. გაყიდვების პროვაიდერი და მიმწოდებელი
ახორციელებს მომსახურების ექსპორტს, ხოლო მიმღები და გადამხდელი
მომსახურების იმპორტს. მომსახურება საერთაშორისო ვაჭრობაში წარმოადგენს
ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორს. მომსახურების ექსპორტი და იმპორტი
მრავალნაირია, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: 1) ტურიზმი და ტრანსპორტირება -
ვთქვათ ჩოგბურთელები, დები უილიამსები, საფრანგეთის ღია ტურნირზე
საფრანგეთის ავიახაზებით მიფრინავენ აშშდან პარიზში. მათი საფრანგეთის
ავიახაზების ბილეთები და ქვეყანაში სამოგზაურო ხარჯები მომსახურების ექსპორტია
საფრანგეთისთვის, ხოლო აშშ-სთვის მომსახურების იმპორტი. ამ მაგალითის ფონზე
აშკარაა, რომ გადამზიდი კომპანიებისთვის, ავიახაზებისთვისმ სამოგზაურო
სააგენტოებისთბვის და სასტუმროებისთვის ტურიზმი და ტრანსპორტირება
მნიშვნელოანი წყაროებია. 2) მომსახურება - ზოგიერთი სახის მომსახურებას
კომპანიებისთვის მაღალი მოგება მოაქვთ. ეს მომსახურება შესაძლოა მოიცავდეს:
საბანკო საქმეს, დაზღვევას, გაქირავებას, საინჟინრო და მენეჯმენტის სერვისებს და ა.შ.
3)აქტივების გამოყენება - როდესაც ერთი კომპანია საშუალებას აძლევს მეორეს
სალიცენზიო ხელშეკრულებების საფუძველზე გამოიყენოს მისი ისეთი აქტივები,
როგორცაა სავაჭრო ნიშნები, პატენტები, საავტორო უფლებები და ა.შ, ისინი იღებენ
ანაზღაურებას, რომელსაც საავტორო ჰონორარი ეწოდება. მაგალითად კომპანია
ადიდასი იხდის საავტორო ჰონორარს საფეხბურთო კლუბ რეალ მადრიდის
მაისურებზე ლოგოს გამოყენებისთვის, რომლის გაყიდვით მიღებულ მოგებას ეწოდება
როიალიტეტი.
ინვესტიციები - უცხოური ინვესტიციები ნიშნავს უცხოური საკუთრების
მფლობელობას ისეთი ფინანსური შემოსავლის სანაცვლოდ, როგორიცაა პროცენტი და
დივიდენდი. მას შეიძლება ჰქონდეს ორი ფორმა: პირდაპირი და პორტფელური.
პირდაპირ ინვესტიციაში ინვესტორი იღებს საკონტროლო წილს უცხოურ კომპანიაში.
საკონტროლო პაკეტი შეადგენს 51% +, მის ქვევით ინვესტორს ექნება უბრალოდ
მართვაში მონაწილეობის მიღების უფლება. რაც შეეხება პორტფელურ ინვესტიციებს
ესაა არაკონტროლირებადი ფინანსური წილი, რომელსაც ორი ფორმა აქვს: კომპანიის
აქციები და კომპანიის სესხები ობლიგაციების, თამასუქების ან ბანკნოტების სახით.
საერთაშორისო ორგანიზაციების ტიპები - ძირითადად, „საერთაშორისო კომპანია“
ნებისმიერი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო დონეზე მუშაობს, მაგრამ უამრავი
სხვა ტერმინი არსებობს ოპერაციების სხვადასხვა ტიპების აღსანიშნავად. მსხვილი
საერთაშორისო კომპანიები, ჩვეულებრივ, აწარმოებენ მრავალი ტიპის ოპერაციებს.
კომპანიები მუშაობენ ერთად, ერთობლივ საწარმოებად, სალიცენზიო
ხელშეკრულებებით, მენეჯმენტის კონტრაქტებით, მცირედი მფლობელობებით და
გრძელვადიანი საკონტრაქტო რეგულირებებით. ყველა ეს ოპერაცია ცნობილია
თანამშრომლებრივი რეგულირების სახელით. ზოგჯერ იმავეს აღსანიშნავად
გამოიყენება ტერმინი სტრატეგიული ალიანსი, მაგრამ ის, ჩვეულებრივ, ეხება ისეთ
ხელშეკრულებას, რომელიც არ მოიცავს ერთობლივ მფლობელობას.

3.სავაჭრო პოლიტიკური კურსების კონფლიქტური შედეგები, დაინტერესებულ


მხარეთა როლი.
მთავრობები ვაჭრობის სფეროში ერევიან ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური
მიზნების მიღწევის მიზნით. ქვეყნის ოფიციალური პირები თავიანთი ვაჭრობის
პოლიტიკას განიხილავენ, როგორც ერისა და მოქალაქეებისათვის სარგებლის მოტანის
საუკეთესო შანსს და ხშირად ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისკენ სწრაფვაა. იმის
განსაზღვრას თუ როგორია ვაჭრობაზე ზეგავლენა, ართულებს არასანდო და
კონფლიქტური პოლიტიკური შედეგები. მაგალითად ლოქოს იმპორტზე დაწესდა
შეზღუდვები, მაგრამ შეზღუდვებმა აიძულა მომხმარებელი, რომ გადაეხადა
გაზრდილი თანხები. მთავრობებს ასევე სურთ დაეხმარონ რთულ მდგომარეობაში მყოფ
კომპანიებს და წარმოებებს მათ ქვეყანაში, ისე, რომ ხელი არ შეუშალონ სხვა კომპანიებს.
ამას ცდილობენ ხოლმე იმპორტის შეზღუდვით, თუმცა ამის მიღწევა ხშირად
შეუძლებელია. განსაკუთრებით მაშინ, თუ მეორე ქვეყანაც საპასუხოდ იმოქმედებს და
შეზღუდავს საკუთარ იმპორტს.
ადამიანებსა და ჯგუფებს ე.წ დაინტერესებულ პირებს შორის მწვავე დებატების საგანია
სავაჭრო რეგულაციების საკითხი. დაინტერესებულ პირებს სწამთ, რომ რეგულაციები
მათ საქმიანობაზე აისახება. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ის ადამიანები აიმაღლებენ
ხმას, რომელებიც პირდაპირ ზეგავლენას განიცდიან, მაგალითად აშშ-ში
დაინტერესებული პირები(მუშები, მფლობელები, მომმარაგებლები) რომელთა
ხელფასებიც უშუალოდ ლოქოს ბიზნესის ზრდაზეა დამოკიდებული. თანამშრომლები
შიშობენ, რომ დიდი ხნით უმუშევრები დარჩებიან ან იძულებული გახდებიან უფრო
დაბალი ანაზღაურებით დასაქმდნენ სხვა საწარმოში ან სხვა ქალაქში. ადამიანები,
რომლებიც ხედავენ მსგავს საფრთხეებს ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან მთავრობის
რეგულაციებს.
მეორე მხრივ მომხმარებელი, რომელიც ასევე დაინტერესებული პირია, ცდილობს
იყიდოს საუკეთესო პროდუქტი კონკრეტულ ფასად და ხშირად არ ინტერესდება
პროდუქტის წარმომავლობით. ის ვერ აცნობიერებს თუ საბოლოოდ რამდენად
იზრდება საცალო ფასი იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო. გარდა ამისა
რამდენადაც სამომხმარებლო ფასები ვრცელდება ხალხის უმრავლესობაზე, დროთა
განმავლობაში მომხმარებელი ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს.

4.მერკალტინური თეორიები
მერკანტილიზმის თეორია გულისხმობს, რომ ქვეყნის სიმდიდრე “განძის” ფლობით
იზომება, რაც ჩვეულებრივ ოქროს მარაგს გულისხმობს. ამ თეორიის მიხედვით
ქვეყნებმა უფრო მეტი ექსპორტი უნდა განახორციელონ, ვიდრე იმპორტი და
წარმატების შემთხვევაში მიიღონ ოქრო იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქონლის
დეფიციტს განიცდიან. იმისათვის რომ იმპორტზე მეტი ექსპორტი ეწარმოებინათ,
მთავრობებმა შეზღუდეს იმპორტი და სუბსიდირებული წარმოება, რაც სხვა
შემთხვევაში შიდა ან საექსპორტო ბაზრებზე კონკურენციის გაწევას ვერ შეძლებდა.
მერკანტილური ეპოქის ზოგიერთი ტერმინი დღემდეა შენარჩუნებული,
მაგალითად ხელსაყრელი სავაჭრო ბალანსი კვლავ მიუთითებს, რომ ქვეყანა
იმპორტთან შედარებით უფრო მეტ ექსპორტს აწარმოებს. არახელსაყრელი სავაჭრო
ბალანსი კი საპირისპიროზე მიუთითებს. ამ ტერმინების გამოყენება ზოგჯერ
არასწორად ხდება. მაგალითად სიტყვა ხელსაყრელი გულისხმობს სარგებელს ხოლო
არახელსაყრელი ზარალს. დღეს ქვეყნები ხელსაყრელი სავაჭრო ბალანსით აწვდიან
უცხოურ ქვეყნებს უფრო მეტს, ვიდრე მათგან იღებენ.
მერკანტილურ პერიოდში განსხვავებას აბალანსებდა ოქროს ტრანსფერი. დღეს
მისი შემცვლელია დეფიციტური ქვეყნისთვის ეროვნული ვალუტის სახით
კრედიტების გაღება, ან ამ ვალუტაში განხორციელებული ინვესტიციების ფლობა. თუ
ამ კრედიტს საბოლოოდ არ შეუძლია საკმარისი საქონლისა და მომსახურების ყიდვა, ე.
წ. ხელსაყრელი სავაჭრო ბალანსი ნამატის მქონე ქვეყნისთვის რეალურად
შესაძლებელია წამგებიანი აღმოჩნდეს.
რაც შეეხება ნეომერკანტილიზმსს, ეს ტერმინი აღწერს იმ ქვეყნების
მიდგომას,რომლებიც გარკვეული სოციალური ან პოლიტიუკური მიზნის მისაღწევად
ცდილობენ წარმართონ ხელსაყრელი სავაჭრო ბალანსი. ქვეყანამ შესაძლოა სცადოს
სრული დასაქმების მიღწევა ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის დაწესებით, რომელიც
ხელს უწყობს მის კომპანიებს აწარმოონ მოთხოვნის გადაჭარბებული ოდენობა,
ადგილობრივად დანამატი საზღვარგარეთ გაგზავნონ, ან სახელმწიფომ შესაძლოა
სცადოს პოლიტიკური ზეგავლენის შენარჩუნება გარკვეულ სფეროზე, მეტი საქონლის
გაგზავნით; მაგალითად, მთავრობის საგრანტო დახმარება ან სესხები უცხოური
მთავრობებისთვის, რაც გამოყენებული იქნება გრანტის გამცემი ქვეყნის მიერ ჭარბი
პროდუქციის შესყიდვისთვის.

5.სავაჭრო მოდელების თეორიები


განვიხილოთ სავაჭრო მოდელის თეორიები:
1.რამდენს ვაჭრობს ქვეყანა? ქვეყნის ზომის თეორიის მიხედვით პატარა ქვეყნებთან შედ
არებით დიდი ქვეყნები როგორც წესი, ნაკლებად არიან დამოკიდებული ვაჭრობაზე. ქვე
ყნები, რომლებსაც დიდი ტერიტორია უკავიათ, განსხვავებული კლიმატით და ბუნებრი
ვი რესურსების დიდი არჩევნით ხასიათდებიან, რაც მათ დიდ უპირატესობას აძლევს პა
ტარა ქვეყნებთან შედარებით. დიდი ქვეყნების უმეტესობა თავიანთი წარმოების მოცუ
ლობასთან შედარებით უფრო ნაკლები პროდუქციის იმპორტს ეწევა ვიდრე პატარა სახე
ლმწიფოები. გარდა ამისა უცხოურ ბაზრებამდე მანძილი დიდ და პატარა ქვეყნებზე გან
სხვავებულ ზეგავლენას ახდენს. რაც უფრო დიდია მანძილი მით მეტია ტრანსპორტირე
ბის ხარჯები, დრო და პროდუქტის მიწოდების საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ ტერი
ტორია ყველაზე კარგად გვიჩვენებს ქვეყნის ზომას, ქვეყნების შედარება ეკონომიკის ზო
მითაც შესაძლებელია. მსოფლიოს ექსპორტის ნახევარზე მეტს განვითარებული ქვეყნებ
ი ახდენენ.
2.რა ტიპის პროდუქტებით ვაჭრობს ქვეყანა? ფაქტორთა თანაფარდობის თეორია გული
სხმობს, რომ ქვეყნების მუშახელის, რესურსების, მიწის ან კაპიტალის რესურსებს შორის
არსებული განსხვავებები ხსნის თუ რატომ განსხვავდება ერთმანეთისგან საწარმო ფაქტ
ორთა ღირებულება. მაგალითად თუ მუშახელი მიწას და კაპიტალს აჭარბებს მუშახელი
ს ღირებულება მიწის და კაპიტალის ღირებულებასთან შედარებით დაბალი იქნება, ხო
ლო თუ ნაკლებია მაშინ მაღალი. ფაქტორთა თანაფარდობის თეორია ლოგიკურია. ტერ
იტორიის მოცულობასთან შედარებით ჭარბი მოსახლეობის ქვეყნებში, როგორიცაა ნოდ
ერლანდები, მიწაზე მოთხოვნა დიდია და შესაბამისად ფასებიც მაღალია. ფაქტორთა თა
ნაფარდობის თეორიით საწარმო ფაქტორები ერთგვაროვანია. ქვეყნებში შრომითი უნარ
ჩვევები ტრენინგებისა და განათლების თვალსაზრისით განსხვავდება. ტრენინგი და გან
ათლება საჭიროებს კაპიტალის ხარჯებს რაც აისახება ტრადიციულ კაპიტალის გაზომვა
ში, რომელშიც მხოლოდ ქარხნისა და აღჭურვილობის ღირებულებები შედის. ფაქტორთ
ა თანაფარდობის ანალიზი ხდება უფრო რთული როცა ერთი და იგივე პროდუქტი სხვა
დასხვა მეთოდებით იქმნება. მაგალითად პაკისტანში მოსავლის ასაღებად იყენებენ ცოც
ხალ შრომას, ხოლო აშშ-ში მექანიზებული მეთოდებია, რაც ნაკლებ მუშახელს საჭიროებ
ს. საბოლოოდ წარმოება და წარმოების ოპტიმალური მდებარეობა თითოეულ ადგილზე
გაწეული ხარჯებით განისაზღვრება.
3.ვისთან ვაჭრობენ ქვეყნები? ქვეყნის მსგავსების თეორია მოიცავს განვითარებულ ქვეყ
ნებს შორის მიმდინარე ვაჭრობას. ამ თეორიის თანახმად კომპანიები საბაზრო პირობები
ს საპასუხოდ ქმნიან ახალ პროდუქტებს მშობლიურ ბაზარზე, შემდეგ ისინი მიმართავენ
მათ მსგავს ბაზრებს. ექსპორტის საწარმოებლად კომპანიამ უცხოურ მომხმარებელს უნ
და უჩვენოს თუ რითია იგი შიდა მწარმოებელზე უკეთესი. . ვაჭრობა წარმოებს რადგან
კომპანიები ახორციელებენ პროდუქციის დიფერენციაციას და ამგვარად ქმნიან მსგავსი
პროდუქტების ორმხრივ ვაჭრობას. იმპორტიორებისა და ექსპორტიორების აზრით, ბიზ
ნესის წარმოება იოლია კულტურულად მსგავს ქვეყნებში, სადაც ერთსა და იმავე ენაზე ს
აუბრობენ. გარდა ამისა ქვეყნებს შორის არსებულმა პოლიტიკურმა ურთიერთობებმა დ
ა ეკონომიკურმა შეთანხმებებმა, შესაძლოა, სხვასთან ერთად სტიმული ვაჭრობასაც მის
ცეს ან პირიქით. ამის მაგალითია აშშ-სა და კუბას შორის პოლიტიკური დაპირისპირება,
რომელმაც ორმხრივი ვაჭრობა 50 წლის განმავლობაში შეამცირა. არ უნდა გამოგვრჩეს ა
რანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი - ქვეყნებს შორის მანძილი. დიდი მანძილი მაღალ
დანახარჯებთანაა დაკავშირებული, მაგალითად ავსტრალიიდან ღვინის ექსპორტმა, შეს
აძლებელია, მიაღწიოს დიდ ბრიტანეთამდე გემით იმავე ხარჯებით, რასაც საფრანგეთი
გაიღებს იმავე პროდუქციის ხმელეთით ექსპორტირებისას.

6.ფაქტორთა მობილობის თეორია


წარმოების ფაქტორების მოძრაობის მიზეზები - კომპანიები და კერძო პირები,
კაპიტალის ტრანსფერს, პირველ რიგში, მოსალოდნელი მოგების გამო ახდენენ.
მოკლევადიანი კაპიტალი უფრო მოძრავია, ვიდრე გრძელვადიანი კაპიტალი,
როგორიცაა პირდაპირი ინვესტიცია, რადგანაც სავარაუდოა, რომ იქნება აქტიური
ბაზარი, რომლის საშუალებითაც ინვესტორებს შეეძლებათ, სწრაფად იყიდონ უცხოური
ჰოლდინგები და გაყიდონ ისინი, თუ სურთ კაპიტალის უკან სამშობლოში ან სხვა
ქვეყანაში გადაგზავნა. პოლიტიკური და ეკონომიკური პირობები ზეგავლენას ახდენენ
ინვესტორების მიერ რისკის აღქმაზე და იმაზე თუ სად ურჩევნიათ კაპიტალის
დაბანდება. ამავე დროს, კომპანიები ბაზრების ხელში ჩასაგდებად უცხოეთში დებენ
გრძელვადიან ინვესტიციებს, ხარისხის გასაუმჯობესებლად და ოპერაციული ხარჯების
შესამცირებლად. ხალხი უფრო ნაკლებად მოძრვია, ვიდრე კაპიტალი. ზოგი, რა თქმა
უნდა, სხვა ქვეყნებში მოგზაურობს როგორც ტურისტი, სტუდენტი და ა. შ. თუმცა, ეს არ
ახდენს ზეგავლენას წარმოების ფაქტორებზე, რადგანაც მოგზაურები, ჩვეულებრივ,
დანიშნულების ქვეყნებში არ მუშაობენ. ფულადი სახსრებისგან განსხვავებით, რომლის
იაფად გადაგზავნა ტელეფონითაც კი შესაძლებელია, ხალხი, საზღვარგარეთ სამუშაოდ
წასვლისთვის, ჩვეულებრივ იხდის ტრანსპორტირების მაღალ ხარჯებს. . თუ ისინი
ლეგალურად მიდიან უცხოეთში, უნდა მიიღონ საიმიგრაციო დოკუმენტები, რასაც
ქვეყნების უმეტესობა არც თუ ისე ადვილად გასცემს. საბოლოოდ, მათ, შესაძლებელია,
მოუწიოთ სხვა ენის შესწავლა და განსხვავებულ კულტურასთან შეგუება. მიუხედავად
ამგვარი ბარიერებისა, ხალხი უძლებს გასაჭირს და რისკავს სხვა ქვეყანაში წასვლას.
მიგრაცია არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზია. ხალხი სხვა ქვეყანაში უმეტესად
ეკონომიკური მიზეზების გამო მიდის სამუშაოდ, თუმცა ამას გარდა შესაძლოა
პოლიტიკური მიზეზების გამოც მოუხდეთ გადაადგილება.
ფაქტორთა მობილობის შედეგები - საერთაშორისო კაპიტალისა და მოსახლეობის
მობილობა სიახლეს არ წარმოადგენს. მაგალითად, რომ არა საუკუნოვანი მასიური
იმიგრაცია, ავსტრალიას, კანადასა და აშშს დღეს მეტისმეტად მცირე მოსახლეობა
ეყოლებოდა. გარდა ამისა, იმიგრანტების მიერ შემოტანილი მატერიალური თუ
ინტელექტუალური კაპიტალი დაემატა მასპინძელთა უნარების ბაზას, რითაც ქვეყანამ
თავი აარიდა გარკვეული სახის პროდუქციის იმპორტს. საბოლოოდ, ამავე ქვეყნებმა
მიიღეს უცხოური კაპიტალი, განავითარეს ინფრასტრუქტურა და ბუნებრივი
რესურსები, რამაც შემდეგ შეცვალა მათი კონკურენტული სტრუქტურები და
საერთაშორისო ვაჭრობა.
ვაჭრობასა და ფაქტორთა მობილობას შორის კავშირი - ფაქტორთა მოძრაობა
ვაჭრობისთვის ალტერნატივაა, რაც შესაძლოა იყოს ან არ იყოს რესურსების უფრო
ეფექტიან გამოყენებასთან დაკავშირებული. განვიხილოთ როგორ იწვევს თავისუფალი
ვაჭრობა ფაქტორთა საერთაშორისო დონეზე მობილობის თავისუფლებასთან ერთად,
რესურსების ყველაზე ეფექტიან განაწილებას. ჩანაცვლება. იმ დროს, როდესაც ქვეყნებს
შორის ფაქტორთა თანაფარდობა განსხვავებულია, ადგილი აქვს უამრავ ფაქტორებზე
ზეწოლას, რომ გადავიდნენ დეფიციტის მქონე ქვეყნებში, სადაც ისინი უკეთესი
მოგების მიღებას შეძლებენ. ქვეყნებში, სადაც მუშახელი აჭარბებს კაპიტალს, დაბალი
კვალიფიკაციის მუშაკები უმუშევრები რჩებიან, ან ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ. თუ
ნებადართულია, მუშახელის დიდი ნაწილი მიდის იმ ქვეყნებში, სადაც სრული
განაკვეთები და მაღალი ხელფასებია. კაპიტალი გადის ძირითადად მწირი შემოსავლის
ქვეყნებში, მაგალითად, მექსიკაში კაპიტალი შემოდის აშშ-სგან, ხოლო თავის მხრივ, აშშ
იღებს სამუშაო ძალას მექსიკისგან.

7.სამთავრობო ინტერვენციის ეკონომიკური ახსნა


სამთავრობო ინტერვენციები ეკონომიკაში შესაძლოა იყოს ეკონომიკური და
არაეკონომიკური. განვიხილოთ ზოგიერთი დასაბუთებული ეკონომიკური მიზეზები.
უმუშევრობასთან ბრძოლა - ყველაზე ძლიერ ზეწოლას ძირითადად უმუშევრები
განიცდიან. არც ერთ სხვა ჯგუფს არ აქვს იმდენი დრო და შემართება საჯარო
პროტესტებისთვის როგორც მათ გაააჩნიათ. მუშებს რომლებიც ჩამოშორდნენ იმპორტს,
ხშირად უწევთ გადაადგილება, რადგან მათთვის შეუძლებელი ხდება ალტერნატიული
სამსახურის მოძებნა. ახალი სამსახურის შოვნის შემთხვევაში მათ უფრო ნაკლები
ანაზღაურება აქვთ ვიდრე ჰქონდათ. გარდა ამისა ისინი აყოვნებენ სამსახურის ძებნას,
იმ იმედით რომ ძველს დაუბრუნდებიან, ხოლო როცა გადაწყვეტენ, რომ დროა ახალი
სამსახურის დაწყების, განათლების სიმცირის გამო აწყდებიან დიდ წინააღმდეგობებს.
ყველა ქვეყანას აქვს სურვილი სავაჭრო პოლიტიკით შექმნას სრული დასაქმება, თუმცა
ეს საკითხი ყველგან პრობლემატურია. იმპორტის შეზღუდვით სამუშაო ადგილების
შექმნამ შესაძლოა არ იმუშაოს ისე როგორც ეს მოსალოდნელი იყო. იმპორტის
შეზღუდვის დროს მრავალი პრობლემა წარმოიქმნება, მაგალითად სამაგიეროს
გადახდის პერსპექტივა. (ამ დროს დაზარალებული ქვეყანა საკუთარ სავაჭრო
ბარიერებს აწესებს.) მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ არც ერთი ქვეყანა შურს არ იძიებს,
ამკრძალავი ქვეყანა მხოლოდ ერთ სექტორში შეძლებს სამუშაო ადგილების შექმნას,
რამდენიმე მიზეზის გამო: ნაკლები საიმპორტო ნაწარმი გულისხმობს ნაკლებ
იმპორტთან დაკავშირებულ სამსახურებს (გადამზიდი ინდუსტრია); იმპორტის
შეზღუდვამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვა წარმოების გაყიდვების შემცირება,
კომპონენტების შესაძენად გაწეული მეტი ხარჯის გამო. (აშშ-ში ფოლადის იმპორტის
შეზღუდვამ გამოიწვია ავტომობილების წარმოების ხარჯების ზრდა)
ახალბედა ინდუსტრიების დაცვა - პროტექციონიზმის უძველესი არგუმენტია
ახალბედა ინდუსტრიების დაცვა. ეს გულისხმობს რომ მთავრობამ უნდა დაიცვას
ახალი წარმოებები უცხოური კონკურენციისგან მათთვის დიდი საბაზრო წილის
მიცემით, იქამდე სანამ არ შეძლებენ კონკურენციასთან დამოუკიდებლად გამკლავებას.
ეს არგუმენტი ეყრდნობა ვარაუდს, რომ ნაწარმის საწყისი ღირებულება შესაძლოა
იმდენად მაღალი იყოს, რომ პროდუქცია გახადოს არაკონკურენტუნარიანი მსოფლიოს
ბაზარზე. პირველ რიგში მთავრობამ უნდა განსაზღვროს რომელ კომპანიებს აქვთ
წარმატების მაღალი შანსი. თუ ახალბედა კომპანია ვერ შეძლებს ფასების შემცირებას
ისე რომ კონკურენცია გაუწიოს იმპორტს, მისი მფლობელები და თანამშრომლები
ეცდებიან შეაფერხონ კონკურენტი დაბალფასიანი პროდუქციის იმპორტირება. იმ
შემთხვევაშიც კი თუ მთავრობა სწორად განსაზღვრავს თუ რომელი ახალბედა წარმოება
იქნება წარმატებული, არ ნიშნავს რომ კომპანია აუცილებლად ისარგებლებს მთავრობის
მხარდაჭერით.
ინდუსტრიული ბაზის განვითარება - უფრო დიდი სამრეწველო ბაზრების მქონე
ქვეყნებს უფრო მაღალი მშპ აქვთ. მაგალითად აშშ-მ და იაპონიამ იმპორტზე დიდი
შეზღუდვების დაწესების გზით შექმნა ინდუსტრიული ბაზა. ბევრი განვითარებადი
ქვეყანა ცდილობს შეეჯიბროს ამ სტრატეგიას ვაჭრობის დაცვით.
ეკონომიკური ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან - ვაჭრობის ბალანსის რეგულირება -
ვაჭრობის დეფიციტი პრობლემებს უქმნის დაბალი საგარეო გაცვლების რეზერვების
მქონე ქვეყნებს. თუ ვაჭრობის ბალანსის გართულებები მოიმატებს და შენარჩუნდება,
მთავრობა სავაჭრო ბალანსის შესანარჩუნებლად შეეცდება შეამციროს იმპორტი ან
გაზარდოს ექსპორტი.
შედარებითი წვდომის მოპოვება უცხოურ ბაზრებზე - ეს გულისხმობს რომ ქვეყნებს
უფლება აქვთ ჰქონდეთ წვდომა უცხოურ ბაზარზე იმავე დოზით რა დოზითაც
უცხოურ კომპანიებს აქვთ წვდომა ქვეყნის შიდა ბაზარზე. შეზღუდვების გამოყენება
მოლაპარაკებებზე ზეწოლის ინსტრუმენტად - იმპორტზე შეზღუდვების დაწესება ან
ამით დამუქრება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც საპასუხო ქმედება, რათა სხვა
ქვეყნები აიძულონ დაწიონ საიმპორტო ბარიერი. ფასების კონტროლი - ქვეყნები
ზოგჯერ თავს იკავებენ საერთაშორისო ბაზრის საქონლის შეძენისგან, რადგან
გაზარდონ ფასები საზღვარგარეთ. ეს განსაკუთრებით შესაძლებელია, როცა რამდენიმე
ქვეყანა ფლობს მონოპოლიურ კონტროლს და შეუძლიათ შეზღუდონ მარაგი იმდენად
რომ მომხმარებელი იძულებული გახდეს გადაიხადოს მაღალი ფასი.

8.სამთავრობო ინტერვენციის არაეკონომიკური ახსნა


განვიხილოთ დასაბუთებული არაეკონომიკური მიზეზები:
1.აუცილებელი ინდუსტრიების შენარჩუნება - მთავრობა მიმართავს სავაჭრო
შეზღუდვებს აუცილებელი შიდა ინდუსტრიების დასაცავად მშვიდობის დროს, იმ
მიზნით რომ ქვეყანა არ დარჩეს უცხოური მარაგის იმედად ომის დროს. ამას ეწოდება
აუცილებელი ინდუსტრიების არგუმენტი. არაეფექტიანი ინდუქტრიების ან მაღალ
ფასიანი საშინაო საქონლის დაცვის მაღალი ხარჯების გამო, პირველადი საქონელი არ
შეიძლება მიღებულ იქნას ხარჯების, რეალური საჭიროების და ალტერნატივების
შეფასების გარეშე.
2.მისაღები პრაქტიკის ხელშეწყობა საზღვარგარეთ - მთავრობები ზღუდავენ ვაჭრობას
საგარეო პოლიტიკური ცვლილებების გამოსაწვევად. მაგალითად, შეიძლება
გამოიყენონ ეროვნული პროდუქციის დაცვის არგუმენტი სტრატეგიული საქონლის
ექსპორტის შესაფერხებლად, მეგობარი ქვეყნებიდანაც კი, რომლებიც შესაძლებელია
ხელში ჩაუვარდეთ მათ პოტენციურ მტრებს. ექსპორტის შეზღუდვები შეიძლება
ვარგისიანი იყოს იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორი ქვეყანა დარწმუნდება, რომ არ
მოხდება არავითარი დარღვევა, რომელიც ხელს შეუშლის მას, დაიცვას ყველაზე
აუცილებელი საქონელი პოტენციურად იმპორტიორი ქვეყნისგან.
3.გავლენის სფეროების შენარჩუნება და გაფართოება - მთავრობები იყენებენ ვაჭრობას
საკუთარი გავლენის სფეროების მხარდასაჭერად. მთავრობები ეხმარებიან და აძლევენ
იმპორტისათვის კრედიტს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ერთიანდებიან მათ პოლიტიკურ
ალიანსში ან საერთაშორისო ასპარეზზე ხმას მისცემენ მათ სასარგებლოდ
4.კულტურის დაცვა - ქვეყნები ინარჩუნებენ კავშირებს, ნაწილობრივ, მათი
გამაერთიანებელი იდენტურობის გამო, რაც მათ მოქალაქეებს სხვა ერებისგან
განასხვავებს. იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ეს კოლექტიური იდენტურობა, ეს ქვეყნები
კრძალავენ ისტორიული და ხელოვნების ნივთების ექსპორტს, რომლებიც ამ ქვეყნის
ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილად მოიაზრება. ამასთანავე, ზღუდავენ ისეთი
უცხოური ნაწარმის ან სერვისის იმპორტს, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში
მოვიდეს ამ ქვეყნის მთავარ ფასეულობებთან, როგორიცაა მორალური ფასეულობები, ან
საშინაო პროდუქციის წყაროების ჩანაცვლება ისეთით, რომელიც უგულებელყოს მის
ტრადიციულ ფასეულობებს.

9.ექსპორტი, ვინ არიან ექსპორტიორები? უპირატესობები, ექსპორტიორების


მახასიათებლები
ექსპორტი ერთ კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ფირმის მიერ, ამავე ქვეყანაში
წარმოებული პროდუქციის სხვა ქვეყნის მომხმარებლისთვის მიყიდვაა. ექსპორტი
გულისხმობს ყველანაირ საქონელსა და მომსახურებას, რომლითაც ვაჭრობა
ხორციელდება ერთი ქვეყნიდან მეორეში. ექსპორტის ობიექტებია: საქონელი, სერვისი
და ინტელექტუალური საკუთრება.
ტექნიკურად სულაც არ არის აუცილებელი, პროდუქციამ ფიზიკურად დატოვოს
ტერიტორია, რათა ექსპორტად ჩაითვალოს. საკმარისია მას შეეძლოს უცხოური
ვალუტის შემოსავლის მოტანა. მაგალითად ალბათ არავის შეუხედავს გვერდით მერხზე
მჯდომი უცხოელი სტუდენტისთვის, როგორც საექსპორტო სტრატეგიის ნაწილისთვის,
თუმცა უმაღლეს განათლებას მაღალი პოზიციები უჭირავს აშშ-ს საექსპორტო
სერვისების ტოპ ათეულში. უცხოელი სტუდენტებისა და მათი ოჯახების მიერ
გადახდილი სწავლისა და საცხოვრებლის საფასურის რაოდენობა ძალიან დიდ
თანხებთანაა დაკავშირებული, მაგალითად აშშ-ს 2009-2010 წლებში 20 მილიდარდი
დოლარი მოუტანა.
ბევრი კომპანია გამოთქვამს ექსპორტის სურვილს, რაც გამოხატავს მათ მოლიდინს,
რომ ეს დააჩქარებს კომპანიის გაფართოებას და გაზრდის სარგებელს. კომპანიებს შორის
გამოიყოფა სამი ტიპის ექსპორტიორი:
1.ჩვეულებრივი ექსპორტიორები - ეს ექსპორტიორები უცხოელი მომხმარებლისგან,
შუამავლების გარეშე, იღებენ შეკვეთებს, მაგრამ ისინი უცხოური ბაზრის
შესაძლებლობებს პასიურად იკვლევენ.
2.რეგულარული ექსპორტიორები - ასეთი ტიპის კომპანია აგრესიულად განაგრძობს
საექსპორტო გაყიდვებს და აქვს ექსპორტის განხორციელების ფართო გამოცდილება.
მათთვის ექსპორტი პროდუქტიული, სარგებლიანი და სტრატეგიული საქმიანობაა.
3.არაექსპორტიორები - ამ ტიპის საექსპორტო კომპანია გამოირჩევა მწირი საექსპორტო
განათლებით ან ეს განათლება საერთოდ არ გააჩნია. უმეტესად ის არ გამოხატავს
საერთაშორისო ვაჭრობის სურვილს არც ახლა და არც სამომავლოდ.
იმის გაცნობიერებას თუ ვინ უნდა წამოიწყოს და განავითაროს ექსპორტი, მივყავართ
ამ საკითხის უფრო ფართო გაგებამდე. ფირმის ხედვა, უნარები, შესაძლებლობები და
ტექნოლიგიები, რაც თან სდევს მის საქმიანობას უპირატესობებად ითვლება, რაც, რა
თქმა უნდა, ხელს უწყობს საერთაშორისო ასპარეზის გაფართოებას. ლოკალური
უპირატესობები, უცხოურ ბაზრებზე გაყიდვების შესაძლებლობები და საინვესტიციო
რისკების კომბინაცია ქმნის ბაზრებს მეტი მომხმარებლით. ექსპორტიორებს იზიდავთ
ისეთი ბიზნესგარემო, როგორიც კანადასა და გერმანიაშია. მაღალი პოტენციალის მქონე
ბაზრები მსოფლიოს შორეულ კუთხეებში გამუდმებით იზიდავენ ამბიციურ და
გამოცდილ მოვაჭრეებს.
საერთაშორისო ვაჭრობაში წინსვლა განისაზღვრება წარმატებული ექსპორტიორების
მახასიათებლებით. კომპანიის ზომა საინტერესო როლს ასრულებს ექსპორტში.
ბუნებრივია დიდი ზომის კომპანიები, მაგალითად სონი და ნოკია, დიდი
ექსპორტიორები არიან. მათ ლოკაციისა და ინტერნალიზაციის უპირატესობები
ეხმარება ბაზრების იდენტიფიცირებაში და საერთაშორისო რისკების მართვაში. ამ
კონტექსტით ბევრი ვარაუდობს, რომ ექპსორტი არჩევანია, რომელიც უმჯობესია დიდი
კომპანიებისთვის შემოვინახოთ. მიუხედავად ამისა მცირე და საშუალო ზომის
კომპანიებისთვის არსებობს ექსპორტის ზრდის პოტენციალი. კვლევების თანახმად,
ფირმის ზომა მნიშვნელოვანია იმის განმარტებისთვის, თუ ვინ ახორციელებს
ექპსორტს, მაგრამ ზომა არ განსაზღვრავს ექსპორტიორს. ერთი სიტყვით, კომპანიის
ზომა განაპირობებს მის მიდრეკილებას ექსპორტისკენ, თუმცა ხშირად სხვა ფაქტორები
უფრო მნიშვნელოვანია. მაგ. ტეხასში დაარსებული მცირე კომპანია coffee and more ,
რომელიც უმაღლესი ხარისხის ყავას ყიდის, შეეცადა ექსპორტის გზით გაფართოებას.
მისი ceo იხსენებს რომ ხალხი ფიქრობდა რომ ექსპორტით საკუთარი ხელით
ვიჭრიდით ყელს და გარკვეულწილად ჩვენც ვყოყმანობდით, მაგრამ ვიცოდით რომ
აშშ-ს გარეთ გაცილებით მეტი მომხმარებელი და წარმატების დიდი პოტენციალი იყო.
მართლაც კომპანიამ ექსპორტით დიდ წარმატებას მიაღწია.

10.რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია საერთო ბაზარი (ან ეკონომიკური


ინტეგრაციის ხელშეკრულება) ინტეგრაციის ეფექტები.
ორმხრივი მიდგომის მიღმა ე.წ. რეგიონალური სავაჭრო შეთანხმებებია (RTAs).
რთულია ზუსტად იმის ცოდნა, თუ რამდენი ასეთი შეთანხმება არსებობს, რადგანაც
WTO-ს მონაცემთა ბაზა მოიცავს მხოლოდ იმ ხელშეკრულებებს, რომლების შესახებაც
WTO-მ შეტყობინება მიიღო ან რომელზეც გაკეთდა საჯარო განცხადება. ეს, ორმხრივი
და რეგიონალური ხელშეკრულებები, ასევე ცნობილია უპირატესი სავაჭრო
შეთანხმებების სახელით. ამ ტერმინის განმარტება ისაა, რომ ხელმომწერი ქვეყნები
უპირატესობას მათი ჯგუფის წევრებს ანიჭებებენ. სატარიფო პოლიტიკის
თვალსაზრისით არსებობს რეგიონალური სავაჭრო შეთანხმებების სამი ძირითადი
ტიპი:
1.თავისუფალი ვაჭრობის ზონა - მიზანია წევრ ქვეყნებს შორის ყველანაირი ტარიფის
გაუქმება. ის ჩვეულებრივ იწყება ტარიფების ზომიერი გაუქმებით იმ საქონელზე,
რომლებზედაც უკვე დაბალი ტარიფებია და როგორც წესი, არსებობს განხორციელების
პერიოდი, რომლის დროსაც ყველა პროდუქტზე ყველა ტარიფი უქმდება.
2.საბაჟო კავშირი - შიდა ტარიფების გაუქმებასთან ერთად, წევრი ქვეყნები ახდევინებენ
საერთო გარე ტარიფს იმ საქონელზე, რაც არაწევრი ქვეყნებიდან არის
იმპორტირებული. მაგალითად, ევროკავშირმა გააუქმა შიდა ტარიფები, როცა
დააფუძნდა საერთო გარე ტარიფი. ახლა ის აწარმოებს მოლაპარაკებებს WTO-ში,
როგორც ერთი რეგიონი და არა როგორც ცალკეული ქვეყანა.
3.საერთო ბაზარი - გარდა სატარიფო და არასატარიფო ბარიერების შემცირებისა,
ქვეყნებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ თანამშრომლობას ბევრი სხვაგვარი გზით.
ევროკავშირი ასევე უშვებს საწარმოო ფაქტორების, მაგალითად მუშახელის და
კაპიტალის, თავისუფალ მობილობას. ეს გულისხმობს იმას, რომ მუშახელს ნებისმიერ
ქვეყანაში საერთო ბაზარზე შეზღუდვის გარეშე თავისუფლად შეუძლია მუშაობა.
საბაჟო კავშირებზე წარმოების ფაქტორთა თავისუფალი მობილობის დამატებით
იქმნება საერთო ბაზარი. საერთო ბაზრის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, მუშას
წევრი ქვეყნიდან მოუწევდა განაცხადის შეტანა საემიგრაციო ვიზაზე, რომლის აღება
რთულია. გარდა ამისა, ევროკავშირმა დააბალანსა ფულადი პოლიტიკა საერთო
ფულადი ერთეულის შექმნით.
რეგიონალურმა ეკონიმიკურმა ინტეგრაციამ წევრ ქვეყნებზე შესაძლოა ზეგავლენა
იქონიოს სოციალური, კულტუურლი პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით.
რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაცია ამცირებს ან აუქმებს ბარიერებს წევრი
ქვეყნებისთვის, რაც წარმოქმნის სტატისტიკურ და და დინამიკურ ეფექტებს.
სტატისტიკური ეფექტები ბარიერების დაცემის დროს რესურსების არაეფექტიანიდან
ეფექტიან კომპანიებზე გადატანას ნიშნავს. ხოლო დინამიკური კი ბაზარზე საერთო
ზრდას ნიშნავს, და ის ზემოქმედებეს კომპანიაზე, რაც გამოწვეულია წარმოების
გაფართოებით და კომპანიის უნარით, მიაღიწიოს უფრო მასშტაბურ ეკონომიას.

11.გლობალური წარმოების სტრატეგიები. წარმოების სტრატეგიის ფაქტორები.


ერთ-ერთი კომპანია სამსონაიტი თავდაპირველად ექსპორტს ევროპაში ახორციელებდა,
მაგრამ საბოლოოდ წარმოების საშუალებები სხვა ქვეყნებშიც ჩამოაყალიბა. ვინაიდან
ადგილმდებარეობა განსაკუთრებული უპირატესობაა, კომპანია ბაზარზე უცხოური
ინვესტიციებით შევიდა, რადგან თავიასი დამახასიათებელი აქტივებით მოეპოვებინა
უპირატესობა. აქ აღსანიშნავია სამსოონაიტის სტრატეგიული გადაწყვეტილება, როცა
მან გაითვისა აღნიშნული უპირატესობები და არ გაყიდა უცხოურ მწარმოებლებზე.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გააფორმა რამდენიმე სალიცენზიო ხელშეკრულება
და ქვეკონტრაქტი გარკვეულ წარმოებასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, მან
შეინარჩუნა წარმოების უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით უმაღლესი ხარისხის და
მყარი მასალის სამგზავრო ჩანთების წარმოება.
წარმოება მიწოდების ჯაჭვის მხოლოდ ერთი ნაწილია. მას წინ უძღვის მიმწოდებელზე
ხარჯის გაწევა და შემდეგ მზა პროდუქციის მომხმარებლისთვის გადანაწილება.
გლობალური წარმოების წარმატება დამოკიდებულია 4 მთავარ ფაქტორზე:
შეთავსებადობა, კონფიგურაცია, კოორდინაცია და კონტროლი.
1.შეთავსებადობა - არსებობს კომპანიის რამდენიმე სტრატეგია, რომელიც მენეჯრებმა
უნდა გაითვალისწინონ, მაგ:წარმოების ხარჯის შემცირება, ხარისხის საიმედოობა,
შესრულების სანდოობა, კარგი მომსახურება, ინოვაცია, მოქნილობა და სხვა. ხარჯების
შემცირებაზე ზრუნვა მულტინაციონალურ კომპანიებს აიძულებს აწარმოონ
ეკონომიურად და ისეთ ადგილებში სადაც სამუშაო ძალის ღირებულება დაბალია. ეს
ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც ბევრმა მულტინაციონალურმა კომპანიამ წარმოება
გადაიტანა აზიაში, მექსიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ადგილები მიმზიდველია,
რადგან იაფია სამუშაო ძალა და ხელმისაწვდომია მასალები. სპორტული ფეხსაცმლის
წარმოებამაც კი დატოვა აშშ და გადავიდა კორეასა და ტაივანში.
2. კონფიგურაცია - არსბეობს სამი სახის კონფიგურაცია, რომელიც
მულტინაციონალურმა კომპანიამ გლობალური წარმოების სტრატგიის შემუშავებისას
უნდა გაითვალისწინოს, ესენია:
• ცენტრალიზებული კონფიგურაცია - ძირითადად დამახასიათებელია
კომპანიებისთვის, რომელბიც პირველად იწყებენ ექსპორტს, იგი გვთავაზობს
დაბალფასიანი პროდუქტის შერჩევას სხვადასხვა ბაზარზე.
• რეგიონული წარმოება - მომხმარებელს ემსახურება ცალკეულ რეგიონში
• მულტიშიგა წარმოება - ამ მიდგომას შეიძლება იწვევდეს ბაზრის გაფართოება ისეთ
ადგილებში სადაც მოთხოვნა დიდია. ამ მიდგომის მიხედვით ფირმა
მომხმარებელთან ახლოს აწარმოებს პროდუქტებს.
3.კოორდინაცაი და კონტროლი - კოორდინაცია და კონტროლი კარგად ერგება
ერთმანეთს. კოორდინაცია წარმოადგენს გაერთიანებულ სისტემასთან აქტივობების
დაკავსირებას ან ინტეგრირებას. აქტიური გლობალური მიწოდების ჯაჭვი მოიცავს
ყველაფერს, დაწყებული შესყიდვებიდან, საწყობამდე ტრანსპორტირებით
დამთავრებული. მიმწოდებლებთან ურთიერთობის და ლოჯისტიკური აქტივობების
კოორდინაცია რთულია თუ ისინი საწარმოო კონფიგურაციის დადგენის დროს არ არის
გათვალისწინებული. ამ დროს კომპანიამ ასევე უნდა განსაზღვროს და შეიმუშაოს
საკონტროლო სისტემა, რათა უზრუნველყოს კომპანიის მიერ სტრატეგიების
განხორციელება.

12. სავაჭრო კონტროლის ინსტრუმენტები


ტარიფები: სატარიფო ბარიერები პირდაპირ გავლენას ახდენს ფასებზე, არასატარიფო
ბარიერებს შეიძლება გავლენა ჰქონდეს ფასებზე ან რაოდენობაზე. ტარიფის (იგივე
ბაჟი), სავაჭრო კონტროლის ყველაზე გავრცელებული ტიპი, არის გადასახადი,
რომელსაც მთავრობა უწესებს საქონელს, რომლის გადაზიდვაც საერთაშორისო
მასშტაბებით ხორციელდება. ტარიფის დაკისრება ხდება, როცა საქონელი გადაკვეთს
ქვეყნის ოფიციალურ საზღვარს. ეს შეიძლება იყოს ერთი ქვეყნის, ან რამდენიმე
ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფის საერთო შეთანხმება, რომ დაუწესონ საერთო ტარიფი
მათი ქვეყნების ფარგლებში შეტანილ საექსპორტო ნაწარმს. ტარიფს, რომელსაც იღებს
ექსპორტიორი ქვეყანა ეწოდება საექსპორტო ტარიფი; თუ მას იღებს ქვეყანა, რომლის
გავლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა ეწოდება სატრანზიტო ტარიფი;
არასატარიფო ბარიერები:
1)სუბსიდიები პირდაპირი დახმარებაა კომპანიებისთვის, რაც მათ უფრო
კონკურენტუნარიანს ხდის.
2)ბაზრის სისუსტეების დაძლევა - ქვეყნების უმეტესობა პოტენციურ ექსპორტიორებს
ბიზნესის განვითარების სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, როგორებიცაა ინფორმაცია
ბაზარზე, სავაჭრო უცხოური კონტრაქტები... ბაზრის ეფექტიანობის თვალსაზრისით,
ასეთი სუბსიდიები უფრო სამართლიანია ვიდრე ტარიფები, რადგან ეს არის მცდელობა
დაძლიონ ბაზრის სისუსტეები და არ შექმნან ისინი.
3)დახმარება და სესხები. მთავრობები, ასევე, გასცემენ სესხებს და დახმარებებს სხვა
ქვეყნებზე. თუ სესხის მიმღებს მოეთხოვება, რომ დახარჯოს ფონდები დონორ ქვეყანაში
ზოგ პროდუქციას, რომელიც სხვა შემთხვევაში არაკონკურენტული იქნებოდა, შანსი
ეძლევა კონკურენცია საზღვარგარეთ გასწიოს.
4)საბაჟო ღირებულების განსაზღვრა - ტარიფები საიმპორტო ვაჭრობაზე
დამოკიდებულია პროდუქციაზე, ფასზე და წარმომავლობაზე. უამრავი განსხვავებული
პროდუქტის არსებობა ქმნის ღირებულების განსაზღვრის პრობლემებს,
განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ახალი პროდუქტები, რომლებიც გამუდმებით
შემოდის ბაზარზე, უნდა იქნეს კლასიფიცირებული არსებული სატარიფო
კატეგორიების ფარგლებში.
არასატარიფო ბარიერები: რაოდენობის კონტროლი: მთავრობები მიმართავენ
არასატარიფო რეგულაციებს და ახორციელებენ მათ იმისათვის, რომ პირდაპირი
გავლენა მოახდინონ იმპორტის ან ექსპორტის რაოდენობაზე. განვიხილოთ ისინი:
1.კვოტები - კვოტა არის იმპორტის ან ექსპორტის რაოდენობრივი შეზღუდვის ყველაზე
გავრცელებული ფორმა, რომელიც ზღუდავს დროის კონკრეტულ პერიოდში
იმპორტირებული ან ექსპორტირებული პროდუციის რაოდენობას ძირითადად ერთი
წლის მანძილზე. საიმპორტო კვოტები იწვევს ფასების მატებას ორი მიზეზით:
შეზღუდოს მარაგები და გაყიდვების გაზრდის მიზნით გამოიწვიოს მცირე
კონკურენცია ფასების ნიადაგზე.
2) ,,იყიდეთ ადგილობრივი“ კანონმდებლობა. - სამთავრობო ხარჯები ბევრ ქვეყანაში
სრული გასავლის დიდ ნაწილს შეადგენს. ამიტომაც მთავრობა უპირატესობას
ადგილობრივ მწარმოებლებს ანიჭებს. ზოგჯერ მთავრობა განსაზღვრავს ადგილობრივი
შემცველობის შეზღუდვას - ანუ საქონლის კონკრეტული პროცენტი ადგილობრივი
წარმოების უნდა იყოს.
3) სტანდარტები და ეტიკეტები. ქვეყნებმა შესაძლოა მიმართონ კლასიფიკაციის,
ეტიკეტებისა და შემოწმების სტანდარტებს, რომ ხელი შეუწყონ ადგილობრივი
საქონლის გაყიდვებს და შეაფერხონ უცხოური ნაწარმი. ეტიკეტები არის მოთხოვნა რომ
კომპანიებმა მიუთითონ პროდუქციაზე თუ სად არის დამზადებული ის და ვინ
შეიძლება შეიძინოს ეს პროდუქტი მოცემულ ქვეყანაში.
4)სპეციფიკური ნებართვის მოთხოვნები. ზოგიერთი ქვეყანა მოითხოვს მისი
პოტენციური იმპორტიორ-ექსპორტიორებისგან, საქონლის ტრანზაქციამდე წინასწარ
უზრუნველყონ ნებართვა სამთავრობო ავტორიზაციაზე. ეს მოთხოვნა ცნობილია,
როგორც იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია. ამ ლიცენზიის მოსაპოვებლად კომპანიამ
უნდა ჩააბაროს ნიმუშები მთავრობას.

13.საერთაშორისო ადამიანური რესურსების მენეჯმენტი და გლობალური


კომპანია
ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ორგანიზაციის ყველაზე ღირებულ აქტივზე-
ხალხზე ზრუნავს. არ აქვს მნიშვნელობა ფირმა მულტინაციონალურია თუ
მიკრონაციონალური, ფართომასშტაბიანია თუ მცირემასშტაბიანი, ყველა შემთხვევაში
მოითხოვს ისეთი ადამიანების არსებობას, რომლებსაც ექნებათ კარგი შესრულების
მოტივაცია, შეეძლებათ სტრატეგიის განხორციელება და განავითარებენ ისეთ უნარებს,
რომლითაც მეტ გამოწვევებთან გამკლავება შეეძლებათ. ადამიანური რესურსების
მენეჯმენტისთვის ყვრელაზე მნიშვნელოვანია შესაბამისი პიროვნების შესაფერის
პოზიციაზე, შესაბამის ადგილას, ზუსტ დროსა და სათანადო ანაზღაურებით დანიშვნა.
მულტინაციონალური კომპანიებისთვის ადამიანური რესურსების მენეჯმენტი
გაცილებით უფრო რთულია, რადგან მას უწევს მოერგოს შიგა ბაზრის ვითარებას და
ამათან ერთად გაითვალსიწინოს უცხო ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური
ეკონომიკური და სამართლებრივი განსხვავებები. მაგ. ლიდერობის სტილი და
მენეჯმენტის პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია, რაც ართულებს
ადამიანებს შორის ურთიერთობას. მენეჯერი რომელიც თავის ქვეყანაში წარმატებულია
ამ განსხვავებების გამო შესაძლოა უცხოეთში არაეფექტიანი აღმოჩნდეს.
რაც შეეხება სამუშაო ბაზრებს, ისინიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან მუშებით,
ფასებით პროდუქტიულობით და ა.შ. ამ სამუშაო ბაზრებს ადგილობრივი შრომითი
კანონმდებლობა ხშირად მოსთხოვს რომ მულტინაციონალურმა კომპანიებმა თავიანთი
სამუშაო ადგილების სტანდრატები შეცვალონ. ეს ყველაფერი გადაწყვეტილების
მიღებას აფერხებს აღმასრულებლისთვის. ორმაგი კარიერა და ოჯახური
პასუხისმგებლობები ართულებს აღმასრულებლის დარწმუნებას უცხოეთში სამუშაოდ
წასვლასთან დაკავშირებით.

14.ძირითადი სავაჭრო რეგიონული ჯგუფები: ევროკავშირი; ნაფტა; რეგიონული


ეკონომიკის ინტეგრაცია ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში; საერთაშორისო
თანამშრომლობის სხვა ფორმები.
ევროპის კავშირი ყველაზე დიდი და ამომწურავი რეგიონალური ეკონომიკური
ჯგუფია. ის დაფუძნდა როგორც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება იმ მიზნით,
რომ შემდეგ გამხდარიყო საბაჟო კავშირი და განეხორციელებინა ინტეგრაცია სხვა
გზებით. წინამორბედები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკისა და ხალხის
განადგურების გამო ევროპის პოლიტიკურმა ლიდერებმა გაანალიზეს რომ ქვეყნებს
შორის მეტი თანამშრომლობა იყო საჭირო. ჩამოყალიბდა ბევრი ორგანიზაცია მათ
შორის ევროპის ეკონომიკური საზოგადოება.
ევროკავშირი მოიცავს ბევრ მმართველ ორგანოს, მაგალითად: ევროპის კომისია;
ევროპის პარლამენტი; ევროპის სასამართლო; ევროპის ცენტრალური ბანკი;
ევროკავშირის საბჭო. მთავარი მმართველი ორგანოებია:
• ევროკავშირის საბჭო - შედგება თითოეული წევრი ქვეყნის წარმომადგენლისგან.
ევროპის პარლამენტთან ერთად საბჭო პასუხისმგებელია კანონების გატარებაზე და
მთავარი პოლიტიკის შექმნაზე. თითოეული ქვეყნის შესაბამისი მინისტრები
პერიოდულად შეხვედრებს მართავენ რათა განიხილონ ის საკითხები რაც მათ წინაშე
დგას. ხოლო პრეზიდენტები და პრემიერ მინისტრები შეხვდერებს წელიწადში 4ჯერ
მართავენ ფართო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით.
• ევროპის პარლამენტის შენობა სტრასბურგში მდებარეობს. პარლამენტი შედგება 736
წევრისგან რომლების ევროკავშირის 27სახელმწიფოდან არიან. მათი არჩება ხდება
ხუთ წელიწადში ერთხელ და წევრობა ეფუძნება ქვეყნის მოსახლეობის რიცხვს. მისი
სამი მთავარი პასუხისმგებლობაა: საკანონმდებლო ძალაუფლება; ბიუჯეტის
კონტროლი; აღმასრულებელთა გადაწყვეტილებების ზედამხედველობა
ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება - ნაფტა შედგება აშშ,
მექსიკა და კანადისგან. ნაფტას ლოგიკური განმარტება აქვს როგორც გეოგრაფიული
ადგილმდებარეობის ისე სავაჭრო მნიშვნელობის თვალსაზრისით. ნაფტა უფრო
თავისუფალი ვაჭრობის შეთახმებაა საქონლისა და მომსახურებაზე ვიდრე საერთო
ბაზარი. შეთანხმება აფუძნებს დავების მოგვარების ახალ მექანიზმსს, მაგრამ არ
მოიცავს საერთო ვალუტას. რადგანაც ნაფტა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა
თითოეული ქვეყანა მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს საკუთარ ტარიფებს უწესებს.
პროდუქტი რომელიც შედის კანადიდან აშშში უნდა ფლობდეს კომერციულ ან საბაჟო
ინვოისს, რომელიც განსაზღვრავს პროდუქტის საბოლოო წარმომავლობას.
წინააღმდეგ შემთხვევაშ ესპორტიორს მესამე ქვეყნიდან ყოველთვის შეუძლია
პროდუქტის გადაზიდვა ნაფტას ქვეყანაშ ყველაზე დაბალი ტარიფით და შემდეგ
ხელახალი ბაჟის გარეშე ექსპორტის განხორციელება ორ სხვა ქვეყანაში.
რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაცია ამერიკაში ამერიკის კონტინენს აქვს 6
მთავარი რეგიონალური ეკონომიკური ჯგუფი რომელიც გაყოფილია ცენტრალურ და
სამხრეთ ამერიკად. ცენტრალურ ამერიკად მექსიკის გამოკლებით ჰყავს კარიბული
საზოგადოება, ცენტრალური ამერიკის საერთო ბაზარი და ცენტრ ამერიკის
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ორი მთავარი ჯგუფი სამხრეთ ამერიკაში არის
ანდების საზოგადოება და სამხრეთ ამერიკის საერთ` ბაზარი. სამხრეთ ამერიკის სხვა
ჯგუფების არიან, თუმცა ისინი საკმაოდ ახალბედები არიან და შეზღუდული
ზეგავლენით სარგებლობენ. ერთერთი მათგანია UNASUR-ი სამხრეთ ამერიკის
სახელმწიფოების აგერთიანება, რომელიც მოიცავს 12 ქვეყანას და იმედოვნებს რომ
გახდება ევროკავშირის მსგავსი. ბრაზილიამ მხარი დაუჭირა მის შექმნას რათა ხელი
შეეწყო პოლიტიკური თანამშრომლობისთვის და ჩაენაცვლებინა აშშ-ს ინიციატივა
რომელიც უკავშირდებოდა ამერიკის 34 სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის
შექმნას.
რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაცია აზიაში აზიაში რეგიონალური სავაჭრო
შეთანხმებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია სამხრეთაღმოსავლეთ აზიის
სახელმწიფოების ასოციაცია ASEAN თავისუფალი ვაჭრობის ზონა. რეგიონალური
ინტეგრაცია აზიაში ვერ გამოდგა ისეთი წარმატებული, როგორც ევროპაში ან
ჩრდილოეთ ამერიკაში, რადგან რეგიონის ქვეყნების უმეტესობა აშშ-სა და
ევროკავშირის ბაზრებს ემყარება მათი ექსპორტების 20-30%მდე რაოდენობით.
რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაცია აფრიკაში აფრიკის საკითხი რთულია
კონტინენტზე ქვეყნების დიდი რაოდენობის და იმ ფაქტის გამო, რომ არსებობს სამი
რეგიონალური მონეტარული კავშირი და ხუთი რეგიონალური სავაჭრო ასოციაცია.
აფრიკის ქვეყნები იბრძვიან იმისთვის, რომ დააფუძნონ პოლიტიკური იდენტურობა და
სხვადასხვა სავაჭრო ჯგუფებს აქვთ როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური
საფუძვლები. აფრიკის ზოგი ქვეყანა ერთზე მეტი რეგიონალური სავაჭრო შეთანხმების
წევრია, მაგალითად ზამბია, ეგვიპტე.
საერთაშორისო თანამშრომლობის სხვა ფორმები გაერთიანებული ერები - დაფუძნდა
1945 წელს მეორე მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეული განადგურების საპასუხოდ,
იმისთვის რომ ხელი შეეწყო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და
მოეგვარებინა გლობალური პრობლემები. თუ გაერო შეასრულებს მის
პასუხისმგებლობებს მან უნდა გააუმჯობესოს გარემო რომელშიც მულტინაციონალური
საწარმოები მუშაობენ მთელ მსოფლიოში რისკების შემცირებისა და მეტი
შესაძლებლობების უზრუნველყოფით. გაეროს ჰყავს 192 წარმომადგენელი წევრი, მათ
შორისაა 15წევრი სახელმწიფო რომლების ქმნიან უსაფრთხოების საბჭოს. მისი 5
მუდმივი წევრია: ჩინეთი, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.

15.ფართო მოხმარების საგნები და მსოფლიო ეკონომიკა


ფართო მოხმარების საქონელი ის ნედლეული ან პირველადი პროდუქტებია, რომლებიც
შედის ვაჭრობაში, მაგალითად, ლითონი ან სასოფლო სამეურნეო პროდუქტები.
პირველადი ფართო მოხმარების საქონლის ექსპორტი - დაუმუშავებელი საწვავი,
ბუნებრივი გაზი, სპილენძი, თამბაქო, ყავა, ჩაი და შაქარი - განვითარებადი
ქვეყნებისთვის კვლავ უმნიშვნელოვანესია. 143 განვითარებადი ქვეყნიდან 96 ანუ 67%
ექსპორტის ღირებულების ნახევარს წარმოშობს ფართო მოხმარების საქონლიდან.
როგორც გრძელვადიანი ტენდენციები, ისე ფართო მოხმარების საქონლის ფასების
მოკლევადიანი მერყეობა მნისვნელოვანი შედეგებით აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე.
მოთხოვნის მხრივ ფართო მოხმარების საქონლის ბაზრები მნიშვნელოვან როლს
ასრულებენ ინდუსტრიულ ქვეყნებში, გადასცემენ ბიზნესის ციკლის არეულობებს
დანარჩენ ეკონომიკას და ზეგავლენას ახდენენ ფასების ზრდაზე. მიწოდების მხრივ
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველადი პროდუქტები მსოფლიო შიდა პროდუქტის
მნიშვნელოვან ნაწილს და ფართო მოხმარების საქონლის მწარმოებელი ბევრი ქვეყნის
ექსპორტს წარმოადგენს.
რადგან ფართო მოხმარების საქონელი ნედლეულია, რომელიც საწარმოო პროცესში
გამოიყენება, კომპანიის მენეჯერებისთვის, რომლებიც ამ საქონელს გამოიყენებენ,
მნიშველოვანია გაიაზრონ ის ფაქტორბეი, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მათ ფასებზე.
მრავალი წლის განმავლობაში ფართო მოხმარების საქონლის ფასები მერყეობდა მაგრამ
რადიკალურად არ იმატებდა. თუმცა 2000იანი წლების ათწლეულში გლობალური
ეკონომიკის ზრდამ ეს ფასები გაზარდა. განსაკუთრებით ჩინეთი, რომლის სწრაფად
ზრდამ მეტწილად გამოიწვია ფასების მატება. შედეგად გაფორმდა შეთანხმებები
ჩინეთსა და ფართო მოხმარების საქონლის მწარმოებელ ბევრ ქვეყანას შორის. ასვე
გამოვიდა საკმაო რაოდენობით უცხოური ინვესტიცია. თუმცა გლობალურმა
ეკონომიკურმა კრიზისმა 2009 წელს ფართო მოხმარების საქონლის ფასების
მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ფართო
მოხმარების მწარმოებელ ქვეყნების ეკონომიკაზე. ფართო მოხმარების საქონლის ფასები
გაიზარდა 2010წლიდან, 2011 წლამდე როცა გლობალურმა ეკონომიკამ აღდგენის
პროცესი დაიწყო.

16.მომხმარებლები და მწარმოებლები. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების


ორგანიზაცია (opec)
მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნები ცდილობდნენ ერთად თავმოყრას, როგორც
მწარმოებელების ალიანსები იმისათვის, რომ სტაბილური გაეხადათ ფასები ფართო
მოხამრების საქონელზე. ფართო მოხმარების საქონლის ყველაზე მნიშვნელოვანი
საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა კაკაოს საერთაშორისო ორგანიზაცია და
სპილენძის კვლევის საერთაშორისო ჯგუფი, მონაწილეობას იღებენ გაეროს
ხელმძღვანელობით გამართულ დისკუსიებში, რომ დაეხმარონ ფართო მოხმარების
საქონელზე დამოკიდებულ ქვეყნებს შეიმუშაონ ეფექტიანი პოლიტიკა და
სტრატეგიები. თუმცა, თითოეულ მათგანს, მაგალითად ყავის საერთაშორისო
ორგანიზაციას , აქვს საკუთარი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც გაეროსგან
დამოუკიდებელია. მაგალითად, ყავის საერთაშორისო ორგანიზაცია შედგება ყავის
ექსპორტიორი 45 სახელმწიფოსგან - ყველა მათგანი განვითარებადი ქვეყანაა - და 32
იმპორტიორი სახელმწიფოსგან, რომელთაგანაც უმეტესობა განვითარებული ქვეყანაა.
ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები პასუხისმგებელნი არიან მსოლფიოს ყავის
ექსპორტის 97 %-ზე და მსოფლიოს ყავის მოხმარების 80 %-ზე. რადგანაც ფართო
მოხმარების საქონელზე ბევრი თავდაპირველი ხელშეკრულება შეიქმნა იმისათვის, რომ
ზეგავლენა მოეხდინა ფასზე ბაზარზე ჩარევის სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით,
არსებულთა უმეტესობა შეიქმნა იმისათვის, რომ საკითხები განხილულიყო,
გავრცელებულიყო ინფორმაცია, გაუმჯობესებულიყო პროდუქტის უსაფრთხოება და
ა.შ.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) კარტელის მწარმოებლების
მაგალითია, რომელიც ფასებზე ზეგავლენის მოსახდენად ეყრდნობა კვოტებს. ეს ფართო
მოხამრების საქონლის მწარმოებელი ქვეყნების ჯგუფია, რომელსაც მნიშვნელოვანი
კონტროლი აქვს მიწოდებაზე და აერთიანებენ ნაწარმის კონტროლს და ფასებს.
OPEC აკონტროლებს ფასებს წევრ ქვეყნებზე საწარმოო კვოტების დაწესებით. საუდის
არაბეთს ისტორიულად აქვს დომინანტური მიმწოდებლის როლი მიწოდებასა და
ფასებზე ზეგავლენის მხრივ. პერიოდულად - სულ მცირე, ყოველწლიურად - OPEC
ნავთობის მინისტრები იკრიბებიან, რომ განსაზღვრონ კვოტა თითოეული
ქვეყნისათვის, რაც ეფუძნება მიწოდებისა და მოთხოვნის გამოთვლებს. პოლიტიკა
განხილვების ასევე მნიშვნელოვანი განზომილებაა. OPEC -ის წევრი ქვეყნები, დიდი
მოცულობის მოსახლეობით, საჭიროებენ ნავთობიდან დიდ შემოსავლებს, რათა
დააფინანსონ სამთავრობო პროგრამები. შედეგად, მეტი შემოსავლის მისაღებად ისინი
ვერ უძლებენ ცდუნებას და აჭარბებენ მათ საექსპორტო კვოტებს.
ნავთობზე მაღალი ფასების შენარჩუნებას რამდენიმე OPEC-ისთვის უარყოფითი მხარე
აქვს. კონკურენცია OPEC-ის არაწევრი ქვეყნებიდან იზრდება, რადგანაც
კონკურენტების მიერ შეგროვილი შემოსავლები უფრო და უფრო მატულობს.

17.ორგანიზაციის სტრუქტურა ვერტიკალური დიფერენცირება, დინამიური


ბალანსი
მულტინაციონალურ საწარმოში როლების, პასუხისმგებლობების და ურთიერთობების
ფორმალური რეგულირება მისი ორგანიზაციის სტრუქტურას წარმოადგენს. ის
განსაზღვრავს უფლებამოსილებისა და კომუნიკაციის ხაზებს, აკისრებს უფლებებსა და
მოვალეობებს, მიუთითებს როგორ აპირებს კომპანია რესურსების გამოყენებას და ა.შ.
მას შეუძლია კომპანიასა და იქ მომუშავე პირებს წარმატებასა და მარცხს შორის
განსხვავება განუმარტოს.
ორგანიზაციის შექმნისას პირველი ნაბიჯია, განისაზღვროს საუკეთესო სტრუქტურა
ინდივიდებისა და დანაყოფების რეგულირებისთვის რათა განხორციელდეს ფირმის
სტრატეგია. ზოგადად მულტინაციონალური კომპანიის არჩევანი ბევრ ფაქტორზეა
დამოკიდებული. საერთაშორისო ოპერაციისთვის ოპტიმალური სტრუქტურის
პარამეტრები უფრო რთულია ვიდრე შიგა საწარმოსი. შიგა საწარმოს სტრუქტურის
შექმნა იძლევა საშუალებას, რომ ეკონომიკური განვითარება, კულტურული
ორიენტაცია და სამუშაო ადგილის პრაქტიკა უცვლელად დატოვო. საერთაშორისო
დონეზე ორგანიზებას კი ისინი ცვლად სიდიდეებში გადაყჰავს.
მენეჯერები კომპანიებში სხვადასხვა საკითხებს კომპანიის სტრუქტურის
ვერტიკალურად დიფერენცირებით წყვეტენ, გადაწყვეტილების მიღების
ცენტრალიზაციის ან დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით.
ცენტრალიზაციაში - გადაწყვეტილებებს იღებენ მთავარი მენეჯერები რომლებსაც აქვთ
გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა, რათა იპოვონ საუკეთესო სამოქმედო კურსი
კომპანიისათბის. მას გააჩნია გარკვეული უპირატესობები:
• ამარტივებს ფასეულობათა ჯაჭვის კოორდინაციას;
• უზრუნველყოფს რომ გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს სტრატეგიულ მიზნებს;
• მთავარ აღმასრულებლებს ანიჭებს უფლებას რომ მართონ მთაბარი ცვლილება;
• ამცირებს დაბალ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების მიერ შეცდომის დაშვების
რისკს და ა.შ
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს:
• არ უწყობს ხელს დაბალი დონის თანამშრომლებში ინიციატივის გაჩენას
• დაბალი დონის თანამშრომლები უბრალოდ ელოდებიან იმის თქმას თუ რა უნდა
გააკეთონ
• ინფორმაცია მოძრაობს ზემოდან ქვემოთ, რის გამოც ხელი ეშლება შესაძლებელ
ინოვაციებს ქვემოდან ზემოთ ინფორმაციის მოძრაობისას და სხვა.
რაც შეეხება დეცენტრალიზაციას: აქ გადაწყვეტილებებს იღებენ თანამშრომელბი,
რომლებიც ყველაზე ახლოს არიან და ყველაზე უკეთ იცნობენ ვითარებას. მას გააჩნია
უპირატესობები:
• გადაწყვეტილებებს იღებენ მენეჯერები, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ
მომხმარებლებბთან, კონკურენტებთან და ბაზრებთან
• ხელს უწყობს დაბალი დონის მენეჯერებს ინიციატივების განხორციელებაში
• მოტივაციას აძლევს დაბალი დონის მენეჯერებს, რომ უკეთ შეასრულონ სამუშაო
• ფილიალის მენეჯრებს საშუალებას აძლევს მეტად იყვნენ პასუხსიმგებელნი
თავიანთი დანაყოფის საქმიანობაზე.
უარყოფითი მხარეებია:
• ორგანიზაციას რისკის წინაშე აყენებს, თუ დაბალი დობეებზე ბევრ ცუდ
გადაწყვეტილებას მიიღებენ.
• აბრკოლებს დანაყოფებს შორის კოორდინაციას
• ფილიალები შესაძლოა ხელს უწყობდნენ ადგილობრივ ინტერესებს გლობალური
საქმიანობის ხარჯზე.

18.საინფორმაციო ტექნოლოგია და გლობალური მიწოდების ჯაჭვის მართვა,


ელექტორნული მონაცემების გაცვლა-გამოცვლა(EDI); საწარმოს რესურსების
მატერიალური მოთხოვნების დაგეგმვა; რადიო სიხშირის ID, FRID;
ელექტრონული კომერცია.
მიწოდბის ჯაჭვის იდეალური სტრატეგია ყველაზე ეფექტიანი მაშინაა, როცა მჭიდრო
კავშირი აქვს ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან. ამ მიდგომის შდეგია: სწრაფი და
სრულყოფილი წარმოება, ეფექტიანი კომუნიკაცია მიმწოდებლებთან და
მპომხმარებლის დაკმაყოფილება.
მონაცემთა ელექტრონული გაცვლა (edi) - გლობალური საინფორმაციო სისტემების
მუშაობის საწინდარი შესაბამისი ინფორმაციის დროული მიღებაა. მაგალითად
სამსონაიტის მიერ მასშტაბური ინვესტიციების ჩადების შემდეგ შესაძლო გახდა რომ
საცალოდ მოვაჭრეებმა და გაყიდვის პერსონალმა საქონელი პირდაპირ ცენტრალურ
საწყობში შეუკვეთოს. ბევრი კომპანია იყენებს EDI-ს რათა დააკავშიროს მომხმარებელი,
მწარმოებელი, მომხმარებელი და შუამავალი. გლობალური კონტექსტით მას იყენებენ
ექსპორტიორის საბაჟოსთან დასაკავშირებლად, რათა გამარტივდეს საბაჟო
პროცედურები და დაჩქარდეს საერთაშორისო გზავნილებთან დაკავშირებული
პროცესები. ამ მეთოდს აქტიურად იყენებს ვოლმარტი.
კომპანიის რესურსების დაგეგმვის სისტემის ნგრევამ გლობალური მიწოდების ჯაჭვზე
დიდი გავლენა მოახდინა. რამდენიმე კომპანიამ კომპიუტერული სისტემა შემოიღო,
რათა გაეერთიანებინათ ყველაფერი ბექოფისში. კომპანიის რესურსების დაგეგმვის
სისტემა აუცილებელია ფირმის შიგნით არსებული და სხვადასხვა ადგილიდან
შემოსული ინფორმაციის თავმოსაყრელად, მაგრამ მას არ შეუძლია მომხმარებელთან
დაკავშირება.
რაც შეეხება მასალებზე მოთხოვნის დაგეგმვას, იგი კომპანიის რესურსების დაგეგმვის
სისტემის გაფართოებული ვერსიაა. ეს არის კომპიუტერიზებული საინფორმაციო
სისტემა, რომელიც თავს ართმევს ინტერნაციონალიზაციის საკითხების რეგულირებას.
რადიოსიხშირის იდენტიფიკაცია - პროდუქციას ახარისხებს ელექტრონული ჩიპებით,
რომელიც ინახავსდა გადასცემს ინფორმაციას პროდუქტის წარმოშობის,
დანიშნულების და ხარისხის შესახებ. როცა ელექტრონული მოწყობილობებო
ასკანირებენ ჩიპს რადიოტალღების მეშვეობით, შესაძლებელია მონაცემთა განახლება ან
მათი დაფიქსირება და ქსელურ მონაცემთა ბაზაში გადაგზავნა. რეალიურ დროში
მიღებული ინფორმაცია საშუალებას აძლევს მწარმოებელს, მომწოდებელს და
დისტრიბუტორებს თვალი ადევნონ პროდუქციას.
ელექტრონული კომერცია - მორიგი ტექნოლოგიური ტალღაა, რომელიც გლობალური
მიწოდების ჯაჭვის სხვადასვხა ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. მაგალითად კომპანია
დელის ირლანდიაში არსებული ქარხანა პერსონალური კომპიუტერებით ამარაგებს
მთელ ევროპას. კლიენტები შეკვეთებს აძლევენ დელის ქოლცენტრების და ვებსაიტების
მეშვეობით, ხოლო დელი ამ მოთხოვნებს თავის მომმარაგებლებს გადასცემს. სატვირთო
მანქანებს მიაქვთ საჭირო კომპონენტები და რამდენიმე საათში, აწყობილი
კომპიუტერები გადააქვთ ქარხნებში. ყველა ეს ქმედება ინტერნეტით კონტროლდება.

19.ინვენტარის მართვა ტენდენციური წარმოება და დროული მიწოდების


სისტემები, უცხოური ვაჭრობის ზონები, ტრანსპორტირების ქსელი.
როცა ფირმა ნაწილებით მომარაგებას შიგა ან გარე რესურსებით გადაწყვეტს, საჭიროა
ინვენტარის ნაკადის შენახვის საკითხის გადაჭრაც. ერთადერთი მიზეზი, რატომაც
ფირმას დეტალების მიღება უცხოელი კომპანიებისგან არ სურს დამზოგავი სამრეწველო
წარმოებაა. ეს არის სისტემა რომელიც ახორციელებს დანაკარგების შემცირებისა და
ხარისხის ოპტიმიზაციის პროცესს. დამზოგავი სამრეწველო წარმოების მნიშვნელოვანი
ელემენტია “ზუსტად დროზე” მარაგის დროული მენეჯმენტი ანუ jit. იგი პროდუქტის
წარმოების პროცესში მიმართულია არაეფექტიანი და არაპროდუქტიული დროის
მონაკვეთების შემცირებისკენ, რითიც პროდუქტის ან მომსხურების ხარისხის უწყვეტი
გაუმჯობესება უზრუნველყოფილია. JIT სისტემა მყიდველს დროულად აწვდის
ნედლეულს, დეტალებს და სხვადასხვა კომპონენტებს, რითიც კომპანიას უზოგავს
დიდი რაოდენობით მარაგის შენახვის ღირებულებას. კომპანია დელი ირლანდიურ
ფაბრიკაში გეგმავდა, მიწოდება განეხორციელებინა დეტალების საწარმოო პროცესში
შესვლისთანავე, ხოლო აწყობილი კომპიუტერები კი იმავდროულად გაეგზავნოდა
მომხმარებლებს. თუმცა JIT- ის გამოყენება გულისხმობს, რომ დეტალებს არ უნდა
ჰქონდეს რაიმე სახის დეფექტი და უნდა მიეწოდოს დროულად. სწორედ ამის გამო
კომპანიებს სჭირდებათ მომწოდებლებთან ძლიერი კავშირების დამყარება, რაც
უზრუნველყოფს კარგ ხარისხსსა და დროულ მიწოდებას თუ JIT მოწოდების
სიმაღლეზეა.
უცხოურმა სორსინგმა შესაძლოა დიდი რისკები შეუქმნას კომპანიებს, რომელბიც
იყენებენ JIT სისტემას, რადგან მიწოდების ხაზში სხვადასხვა ინტერპრეტაციამ
შესაძლოა გამოიწვიოს ნდობის დაკარგვა. მაგალითად ტოიოტას ადგილობრიივ ბაზრის
მომსახურებისთვის, საზღვრებს გარეთ გააქვს თავისი საწარმოო დანადგარები. ამ
ნაბიჯით ადგილობრივი მომწოდებლები აიძულა, გასულიყვნენ საზღვრებს გარეთ და
იქ გაეგრძელებინათ JIT სისტემით საქმიანობა. იაპონური ნაწილების მომწოდებელი
იმიტომ გავიდა აშშ-სა და მექსიკაში რომ სურდა თავის მომხმარებელთან ახლოს
ყოფილიყო. JIT სისტემა მოითხოვს რესურსების გამოყენების შემდეგ დაუყონებლივ
მიწოდებას, რადგან რაც ნაკლებია მიწოდება, მით მეტია საჭიროება იმისა რომ
რესურსები სადმე დასაწყობდეს.
ტრანსპორტირება ლოჯისტიკური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
ელემენტია. მისი დანიშნულებაა მომმარაგებლის მწარმოებლის და საბოლოო
მომხმარებლის ერთმანეთთან დაკავშირება. მაგ. მაკდონალდსს მთელ მსოფლიოში
სხვადასხვა ქვეყნებში აქვს საწყობები, რომლებიც სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონას
ემსახურება. რამდენადაც აუთსორსინგი დროდადრო მეტად პოპულარული კონცეფცია
ხდება, მესამე შუამავალი მხარის არსებობა ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია,
როგორც ტრანსპორტირებისთვის, ისე საქონლის შენახვისთვის, მომწოდებლების
ქსელისთვის და ა.შ.
20. ექსპატრიანტების მართვა, შერჩევა, მარცხი, შეფასება და მომზადება,
კომპენსაცია, რეპატრიაცია, რეპატრიაციის მართვა.
მაღალკვალიფიციური ექსპატრიანტების კადრების მომზადება მოითხოვს, რომ
მულტინაციონალურმა კომპანიებმა მოძებნონ ადამიანები რომლებიც მზად იქნებიან
საზღვარგარეთ სამუშაოდ, შეიმუშავონ მათი მოტივირების გზები, გაგზავნონ შესაბამის
სამუშაოზე, გამოიყენონ მათი უნარები და ხედვა და როცა მზად იქნებიან გადაიყვანონ
მაღალ პოზიციაზე.
არიან ადამიანები ვისაც საზღვარგარეთ ცხოვრება უნდათ, თუმცა ეს ყველას არ სურს.
ცოტა მულტინაციონალურ კომპანიას თუ ჰყავს მობილური, გამოცდილი და
ეკონომიკური ექსპატრიანტები. აღმასრულებელი დირექტორების წარსულის შემოწმება
და ისეთი კადრის პოვნა, რომელსაც საზღვარგარეთ მუშაობის სურვილი და
პოტენციალი ექნება, ექსპატრიანტის შერჩევის რთული პროცესის ნაწილია, რადგან
ნიჭიერი ხალხის დეფიციტი და საზღვარგარეთ კადრების დასაქმებასთან
დაკავშირებული ხარჯები მზარდია. პრობლემა არაა კანდიდანტებით უზრუნველყოფა,
არამედ მათი შერჩევა, ვინც წარმატების მიღწევას შეძლებს, შერჩევისას იყენებენ ვრცელ
გასაუბრებას, რითიც ამოწმებენ კადრის მიზნებს, წარსულს, ლიდერობის უნარებს და
ა.შ. აღმასრულებელი დირექტორები, ექპსატრიანტები და ადგილობრივი კადრები
თანხმდებიან, რომ ტექნიკური მონაცემები წინა სამსახურიდან, საზღვარგარეთ
კადრების დასაქმებისას წარმატების გამნსაზღვრელი ფაქტორი არის და იქნება.
სამშობლოში წარმატების მიღწევა აუცილებელია, თუმცა საკმარისი არ არის
საზღვარგარეთ წარმატების მისაღწევად. წარმატებულ ექსპატრიანტებს აქვთ:
ადაპტაციის უნარი, ენდობიან ახალ უჩვეულო ვითარებას, უვითარდებათ უნარები,
თავშეკავებულობა და შეხედულებები, რაც წარმატების საწინდარია.
მულტინაციონალური კომპანია ცდილობს საზრიანი კადრების შერჩევას რაც არც ისე
მარტივია. განსხვავებულ გარემოში მუშაობა და ცხოვრება ტოლერანტურობასა და
მოქნილობას მოითხოვს. ექსპატრიანტს უნდა ჰქონდეს უნარი განახორციელოს
გულწრფელი მეგობრობა უცხო ქვეყნის მოქალაქესთან და სურვილი, რომ ისწავლოს
მასპინძელი ქვეყნის ენა ელემენტარულ დონეზე მაინც.
მულტინაციონალური კომპანია ექსპატრიანტის შერჩევასა და წარმატებაში მთავარ
ფაქტორად ლიდერობას მიიჩნევს. ასეთი ექსპატრიანტები განსხვავებების შედეგად
წარმოქმნილ კონფლიქტებს არ გაურბიან, არამედ აგვარებენ მათ, ავითარებენ
კომუნიკაციას, თავდაჯერებულობას, დიპლომატიის უნარს და ა.ს.
HR-მა უნდა მოიფიქროს ანაზღაურების ის რაოდენობა, რომელიც ხალხს უცხოეთში
წასვლას მოანდომებს და მისცემს საშუალებას შეინარჩუნოს ცხოვრების ის სტილი რაც
საკუთარ სამშობლოში ჰქონდა. ამ საკითხის გადაჭრა არც თუ ისე ადვილია. ეიჩარმა
უნდა მოახერხოს კომპანიის საჭიროებების, მიმზიდველი ანაზღაურების, სარგებლის
პაკეტის დაბალანსება, ამავდროულად უნდა უზრუნველყოს ექსპატრიანტებს შორის
თანასწორობა და დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ანაზღაურება ექსპატრიანტისთვის
შესბაამისი იქნება. ბევრი კომპანია იყენებს საბალანსო ანგარიშებს, რაც მოიცავს 3
მეთოდს, რის მიხედვითაც იანგარიშება ექსპატრიანტის ხელფასი, ესენია: სახლზე,
შტაბზე და მასპინძელზე დაფუძნებული მეთოდი.
ექსპატრიანტების საზღვარგარეთ გაშვებამდე საჭიროა მათი მომზადება.
ექსპატრიანტებმა შესაძლოა იგრძნონ მარტოობა, მეგობრებისა და ოჯახის მონატრება,
რაც კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომაა მათი წინასწარ მომზადება აუცილებელი. ესაა
ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც მულტინაციონალური კომპანია უზრუნველყოფს
რათა დაეხმაროს ექსპატრიანტს ახალ გარემოსთან შეგუებაში. ხშირად ექსპატრიანტებს
წინასწარ აცნობენ იმ ქვეყნის კულტურასა და წეს-ჩვეულებებს სადაც მიდის, ასწავლიან
ენას და ა.შ. ექსპატრიანტების შეფასებისას ყურადღება ექცევა მის ტექნიკურ შემოწმებას,
ახალ გარემოსთან გამკლავებას, ოჯახური ცხოვრების უცხო გარემოსთან შეწყობის
უნარს და ა.შ
რაც შეეხება წარუმატებლობას, ვიწრო გაგებით ეს არის ექსპატრიანტის სამშობლოში
ნაადრევი დაბრუნება არადამაკმაყოფილებელი საქმიანობის გამო, ხოლო ფართო
გაგებით გულისხმობს შერჩევის პროცესის შერყევას. წარუმატებლობისას ფინანსური ან
პერსონალური ხარჯები დამანგრეველია. წარუმატებლობის მიზეზი შესაძლოა იყოს
არასწორი შერჩევა - როცა შეცდომით საქმდება პირი, შეუსაბამო დროსა და სამსახურში,
არასათანადო მოლოდინით. სხვა შემთხვეწვაში წარუმატებლობას იწვევს პიროვნული
მახასიათებლები. საზღვარგარეთ დასაქმება ხშირად ოჯახისთვის უფრო რთულია
ვიდრე ექსპატრიანტისთვის, წარუმატებლობის მიზეზი ხშირად მეუღლისა და
შვილების უცხო გარმეოსთან ვერ შეგუებაა. მაგალითად ხშირად მეუღლეებს უჭირთ
ხოლმე სამსახურის პოვნა, ბავშვები ვერ ეგუებიან ახალ სკოლას და ა.შ.
რეპატრიაცია ექსპატრიანტების სახლში დაბრუნების პროცესია. დაბრუნებულების 3/4
ფიქრობს რომ საერთაშორისო გამოცდილებამ მათი კარიერული გზა გაკვალა. ყველაზე
დიდი უპირატესობები სწრაფი დაწინაურება და ახალი თანამდებობის მიღებაა.
დაბრუნებულების 1/4 დაბრუნებიდან პირველივე წელს წინაურდებიან. თუმცა უნდა
აღინიშნოს რომ მულტინაციონალური კომპანიები ექსპატრიანტების წასასვლელად
მომზადებაზე უფრო ზრუნავს ვიდრე მათ დაბრუნებაზე. ზოგიერთი დაბრუნებული
ტოვებს თავის სამსახურს და სხვა კომპანიაში გადადის სამუშაოდ. რეპატრიანტი
დაბრუნებისას გარკვეულ სტრესს აწყდება, მაგალითად დაბრუნებისას შეიძლება
აღმოაჩინონ, რომ მათი კოლეგები უფრო მაღალ პოზიციაზე არიან, შეიძლება ნაკლები
ავტონომიით ისარგებლონ და ა.შ. გარდა ამისა რეპატრიანტებს შესაძლოა ფინანსები
რადიკალურად შეეცვალოთ დაბრუნებისას, ვეღარ ისარგებლონ იმ პრივილეგიებით,
რითიც საზღვარგარეთ საგრებლობდნენ. ამასთანავე ისინი განიცდიან კულტურულ
შოკს: უწევთ შეეგუონ იმას, რაც ადრე მათთვის ჩვეულებრივი რამ იყო.

21.საერთაშორისო ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სტრატეგიის დასახვა


მთავარ აღმასრულებელს სწამს რომ წარმატება,როდესაც ხდება გლობალური, არის
ადაიანების დამსახურება და არა შენობების ადგილმებარეობის. ადამიანები უნდა
განვავითაროთ ისე, რომ ლიდერული სამუშაოს შესრულებისთვის იყვნენ მზად. ეს
გახლავთ ყველაზე ეფექტური საშუალება გახდეთ გლობალური.
უმაღლესი დონის ადამიანური რესურსი ინარჩუნებს მაღალპროდუქტიულობას,
კონკურენტულობას და ქმნის ღირებულებებს. ადამიანური კაპიტალის ინდექსის
მიხედვით აღმოჩნდა რომ უმაღლესი დონის ადამიანური რესურსების მენეჯმენტი
ფირმის კაპიტალის ზრდის კოეფიციენტთან პოზიტიურ კავშირშია.
ფინანსური შედეგები მულტინაციონალურ კომპანიებს უბიძგებს, რომ განავითარონ
უმაღლესი დონის ადამიანური რესურსების მენჯმენტი. უმაღლესი დონის ადამიანური
რესურსების მენეჯმენტისა და მაღალი პროდუქტიულობის, კონკურენტულობისა და
ღირებულებების შექმნის ურთიერთქმედება ხაზს უსვამს საქმეში ადამიანის
უმნიშვნელოვანეს როლს. ამ ურთიერთობების ძალა ადამიანურ რესურსები მენეჯმენტს
გარდაქმნის . იგი აღარ წარმოადგენს უბრალოდ პერსონალის მენეჯმენტს, ახლა იგი
მუშაობის მამოძრავებელია, ავითარებს ტალანტებს და ახალ სამყაროში
მულტინაციონალურ კომპანიებს მართავს.
განვიხილოთ მულტინაციონალური, გლობალური და ტრანსნაციონალური
სტრატეგიები.
საერთაშორისო სტრატეგია და მისწრაფებაა უცხოური საქმიანობის ლოკალური
პასუხისმგებლობა მაქსიმალურად გაიზაროდს; გლობალური სტრატეგია და
მისწრაფებაა - მაქსიმალური მსოფლიო ინტეგრაცია; ხოლო ტრნასნაციონალური
სტრატეგია და მისწრაფებაა - სამივე ამოცანის ერთდროულად ოპტიმიზაცია.
თითოეული ადამიანური რესურსების მენეჯმენტისგან მოითხოვს, რომ აღმოაჩინოს,
დააკომპლექტოს, კომპენსაცია მისცეს და შეინარჩუნოს აღმასრულებლები, რომელბსაც
პროფესიული უნარები და ხედვები ექნებათ.

22.კოორდინირების სისტემები, კოორიდნება სტანდარტიზაციით,


კოორდინირება გეგმით, კოორდინირება, კოორდინირება ორმხრივი
რეგულირებით
კოორდინაციის მნიშვნელობა მულტინაციონალურ კომპანიაში ცხოვრების
რეალობიდან მოდის. ინოვაციური პროდუქტის წარმოება ტავიანში, რესურსების
მოძიება ავსტრალიაში, მათი ტრანსპორტირება საწარმოო ქარხნებში ჩინეთში და
დისტრიბუცია მსოფლიო მომხმარებელს შორის დამოკიდებულებებს ქმნის.
საკოორდინაციო სისტემები წესების, პაუსხისმგებლობებისა და ურთიერთოების
სინქრონიზებას ისე უზრუნველყოფს, რომ მულტინაციონალური კომპანია ამ
რესურსებს ეფექტიანად იუენებს და ეფექტურად იღებს გადაწყვეტილებებს.
კოორდინაცია სტანდარტიზაციის საშუალებით - ეს მიდგომა განსაზღვრავს, იმას თუ
როგორ ასრულებენ თანამშრომლები თავიანთ სამუშაოს, როგორ მუშაობენ
ერთმანეთთან და კლიენტებთან. ეს ასპექტები მოიცავს ყოველდღიურ(მაგ, ჩაცმულობის
ეტიკეტებს) და სტრატეგიულ(მაგ. ახალ ბაზარზე შესვლის პროტოკოლებს) ელემენტებს.
კოორდინაცია სტანდარტიზაციის საშუალებით იდეალურად შეესაბამება
მულტინაციონალურ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო ან
გლობალურ სტრატეგიებს. საერთაშორისო სტრატეგიის შემთხვევაში მთავარი
კომპეტენციების გადატანა, გამოყენება და დაცვა საჭიროებს წესებისა და
რეგულაციების განსაზღვრას. ხოლო გლობალური სტრატეგიის შემთხვევაში, მჭიდროდ
დაკავშირებული აქტივობების ინტეგრირება გადახვევების მიმართ ტოლერანტული
არაა.
კოორდინაცია გეგმით - ეს მეთოდი დამოუკიდებელი ერთეულების მენეჯერებს
საშუალებას აძლებს, რომ ერთობლივად დაარეგულირონ მიზნები და გრაფიკები - იმ
პირობით თუ ისინი აკმაყოფილებენ საბოლოო ვადებს და დასახულ მიზნებს აღწევენ.
ზოგადი ამოცანები და დეტალური გრაფიკები დაგეგმვის საშუალებით კოორდინაციის
საფუძველია. ისინი განსაზღვრავენ წარმატებას, აკონტროლებენ მოლოდინებს და
სახავენ რთულ ვადებს. სისტემები ქმნიან საშუალებებს ერთეულებისთვის,
დათანხმდნენ, მიიღონ და სადაც ლეგიტიმურია, განახორციელონ გეგმების
ადაპტირება. ისინი ასევე განსაზღვრავენ მონაწილე მენეჯერებსა და პროგრამებს,
აწესებენ განრიგს და ფორმატს და აყალიბებენ კომუნიკაციის მეთოდებს. დაგეგმვის
კოორდინაცია ქვეყნებსა და კულტურებში ადამიანების სინქრონიზებას საჭიროებს.
ამგვარად ეროვნული კულტურა წამოჭრის
ერთობლივი რეგულირებით კოორდინაცია - ზოგი მულტინაციონალური კომპანია
ღირებულების აქტივობების კოორდინაციას შედარებით ნაკლებად ფორმალური
მექანიზმებით ახორციელებს ვიდრე სტანდარტები და გეგმებია, ისინი მიდრეკილნი
არიან პირადი კავშირებისკენ, სოციალურად შექმნილი სისტემებისკენ, რომ
ჩამოაყალიბონ ურთიერთობები თანამშრომლებს შორის, რაც თავის მხრივ ხელს
შეუწყობს კოორდინაციას. წესებისა და რეგულაციების ან ამოცანებისა და გრაფიკების
ნაცვლად ისინი ეყრდნობიან სოციალური ქსელების ინსტრუმენტებს, ვებზე
დაფუძნებულ ერთობლივ მუშაობას და ინტენსიურ კომუნიკაციებს. მენეჯერები
ფიქრობენ რომ თანამშრომლებს შორის კოლაბორაციის შეტევითი ხელშეწყობა მათ
სტრატეგიის განხორციელებაში ეხმარება. ეს შეხედულება იწვევს კოორდინაციას
ერთობლივი რეგულირებით.

23.ხარისხი, ნულოვანი დეფექტები ხარისხის მისაღები დონის წინააღმდეგ,


ხარისხის დონის მიმართ დემინგის მიდგომები, სრული ხარისხიანი მართვა,
ექვსი სიგმა, ხარისხის სტანდარტები
გლობალური მიწოდების ყველა დონეზე უმნიშვნელოვანესია ხარისხის მენეჯმენტი,
როგორც სერვისფირმებისთვის ისე მწარმოებელთათვის. ხარისხი შეიძლება
ამართლებდეს ან აჭარბებდეს მომხმარებლის მოლოდინებს. ეს არის თავისებურებების,
ფასეულობების, სამომხმარებლო ვარგისიანობის, მხარდაჭერის და იმიჯის
ერთობლიობა. ხარისხმა ან მისმა არ ქონამ შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს
კომპანიაზე. ხარისხი ბოლო დროს ნულოვან დეფექტს ნიშნავს. მის დამკვიდრებამდე
კომპანიები მისდევდნენ მისაღები ხარისხის პრინციპს, რომელიც გულისხმობდა, რომ
გარკვეული მიღებული ხარისხის პროდუქცია დაქვემდებარებოდა შეკეთებას და
საგარანტიო მომსახურებას. ამ ტიპის წარმოების მიზანი იყო, პროდუქციის რაც
შეიძლება სწრაფი გატანა ბაზარზე და შეცდომების მოგვიანებით გამოსწორება.
დემინგი იყო პიროვნება, რომელმაც ხარისხის მართვაში დიდი წვლილი შეიტანა და
იაპონელებს ხარისხის თემა შეასწავლა. მან მხარი დაუჭირა მიდგომას, რომ ხარისხზე
პასუხისმგებლობა მენეჯერებს ეკისრებათ. დემინგმა განავითარა რამდენიმე მოსაზრება,
რომელიც დემინგის 14 შეხედულებითაა ცნობილი. მის მიერ ხარისხზე ყურარების
გამახვილება, მიზნად ისახავდა: წარმოების პროცესში შეუსაბამობის შემცირებას
სტატისტიკური კონტროლის, დიზაინის, სწავლების, მენეჯერთა პოლიტიკის და
საქმიანობის საშუალებით. მისი აზრით ხარისხი განაპირობებს დაბალ ხარჯებს და
მომხმარებლის მხრიდან უკეთ ათვისებას.
ხარისხის სრული მართვა, ასევე, იაპონური მიდგომაა. ეს პროცესი მოქმედებს 3
პრინციპით; მომხმარებლის დაკმაყოფილება, უწყვეტი გაუმჯობესება, დაქირავებულის
ჩართულობა. მისი მიზანი ყველა დეფექტის აღმოფხვრაა. მთელი პროცესის დედააზრი
მომხმარებლის დაკმაყოფილებაა, რომელსაც წარმოების ხარჯის გაზრდა შეუძლია.
მისაღები დონის ხარისხის პრინციპსა და ხარისხის მართვას შორის განსხვავება
ხარისხის მიმართ დამოკიდებულებაშია. პირველის შემთხვევაში ხარისხი პროდუქციის
მახასიათებელი ნიშანია, რომელიც აკმაყოფილებს ან აჭარბებს საინჟინრო
სტანდარტებს. ხოლო ხარისხის სრული მართვის დროს - იგი გულისხმობს ისეთ
პროდუქციას, რომ მომხმარებელს აღარც კი გაუჩნდეს ამ სახეობის სხვაგან შეძენის
სურვილი. ხარისხის სრული მართვა ყველა ორგანიზაციულ დონეზე უწყვეტი
გაუმჯობესების პროცესია. იგი გულისხმობს, რომ კომპანია ყველაფერს აკეთებს რათა
მიაღწიოს გაუმჯობესებას ნებისმიერ ეტაპზე.
ექვსი სიგმა - ხარისხის მართვის სტატისტიკური მიდგომაა, რომელიც მოტოროლამ
განავითარა და ჯენერალ ელექტრიკსმა გაუწია პოპულარიზაცია. იგი შეისწავლის
კომპანიის მთლიანი წარმოების სისტემას და მიზნად ისახავს დეფექტების აღმოფხვრას.
6 სიგმის პროცესი იყენებს მონაცემებსა და სრულყოფილ სტატისტიკურ ანალიზს, რათა
გამოავლინოს დეფექტები პროცესში ან პროდუქციაში და მიაღწიოს ნულოვან დეფექტს.
რაც შეეხება ხარისხის სტანდარტებს, არსებობს მისი სამი დონე: ზოგადი, ცალკეული
სფეროსთვის სპეციალიზებული და კომპანიისთვის სპეციალიზებული.
• ზოგადი - სტანდარტების ორ მთავარ სერიას მოიცავს ISO9000 და ISO14000. ISO9000
აღწერს ხარისხის მართვის საფუძვლებს, ხოლო ISO14000 ეხება იმას, თუ რა უნდა
გააკეთოს კომპანიამ გარემოსდაცვითი საქმიანობის გასაუმჯობესებლად.
• ცალკეულ სფეროზე სპეციალიზებული - ვინაიდან ISO სტანდარტები შედარებით
ზოგადია, ზოგმა ინდუსტრიამ ამ სფეროზე მოსარგებად შექმნა უფრო სპეციფიკური
სტანდარტები.
• კომპანიისთვის სპეციალიზებული - ინდივიდუალური კომპანიები
მიმწოდებლებისთვის აფუძნებენ საკუთარ სტანდარტებს. მაგალითად სამსონაიტის
ძალისხმევა, რომელიც უკავშირდებოდა აღმოსავლეთ ევროპის მომწოდებლების
ნაწარმის თავის ხარისხის სტანდარტებთან მიყვანას.

24.ინვენტარის მართვა, ტენდენციური წარმოება და დროული მიწოდების


სისტემები, უცხოური ვაჭრობის ზონები, ტრანსპორტირების ქსელი.

25.კონტროლის სისტემები, ბიუროკრატიული კონტროლი, ბაზრის კონტროლი,


კონტროლი კლანზე, კონტროლის მექანიზმები.
მულტინაციონალური კომპანიები მეთვალყურეობენ შესრულებას, რათა დარწმუნდნენ
რომ თანამშრომლები იმას აკეთებენ რაც საჭიროა. თუ ქარხნები ნელა მუშაობენ,
რეაგირება ნელია, გრაფიკები ვერ სრულდება ან რესურსები იფლანგება, მაშინ
მენეჯერებმა მკაცრი ზომები უნდა მიიღონ. საკონტროლო სისტემები კარგად
ჩამოყალიბებული ორგანიზაციის ნაწილია.
სიტუაციები რომელთა საშუალებითაც მულტინაციონალური კომპანია
ცენტრალიზებულ ავტორიტეტს იყენებს საქმიანობის დასარეგულირებელი წესებისა და
პროცედურების დასადგენად, ბიუროკრატიულ კონტროლს იწვევს. კონტროლის ეს
სისტემა ხელს უწყობს იმ ოპერაციებს, რომლებიც აბსოლუტურ წესებსა და ზუსტ
სცენარებს ექვემდებარება. ზოგიერთ ვითარებაში ის მეტად ეფექტურია.
სიტაუციები, რომელთა საშუალებითაც მულტინაციონალური კომპანია გარე საბაზრო
მწქანიზმებს იყენებს საბაზრო კონტროლს გულისხმობს. კონტროლი, რაც მუდმივად
არსებობს, ერთეულის სტანდარტებისგან გადახვევის შემთხვევაში მწვავდება. საბაზრო
სტანდარტებზე დაყრდნობა უნივერსალურ საზომს ქმნის, რაც ყველა ქვეყანაში
მუშაობს, მაგალითად შემოსავლიანობა და საბაზრო წილი ყველგან ერთნაირად
იზომება.
სიტუაციები, რომელთა საშუალებითაც მულტინაციონალური საწარმო ეყრდნობა
თანამშრომლებს შორის საერთო ღირებულებას, რათა მისთვის პრიორიტეტული გზით
ბიზნესის წარმოების იდეალიზება და გატარება განახორციელოს კლანის კონტროლს
გულისხმობს. ოპერაციულად ის ეყრდნობა ღირებულებებს, შეხედულებებს და ნორმებს
თანამშრომელთა ქცევების დასარეგულირებლად და მიზნის მიღწევისთვის
ხელშესაწყობად. ამგვარად მთავარია თანამშრომელთა წახალისება რომ
მულტიეროვნული კომპანიების ხედვითა და სტრატეგიებით განსაზღვრონ ის თუ
როგორ აკეთებენ თავიანთ საქმეს. კლანის კონტროლი ნებისმიერი კონტექსტით,
განსაკუთრებით მულტიეროვნულ კომპანიაში რთულია. მეტად სავარაუდოა რომ მისი
ხედვის გავცელება ფილიალის დონის მენეჯერების ღირებულებებსა და ნორმებს
დაუპირისპირდება.
კონტროლის ობიექტურობა ზუსტი მექანიზმების შექმნას იწვევს. ერთი თაობის წინ
მოგზაურობის, მონაცემთა გაცვლისა და კომუნიკაციის გავრცელებული, შედარებით
ძვირადღირებული ტექნოლოგიები ხელს უწყობდა გარკვეულ მექანიზმებს. ეკონომიკის
გაუმჯობესება, კომუნიკაციის ხარჯების კლება მათ უფრო აიაფებს, აჩქარებს და
ამარტივებს. ამ პროცესმა ზოგიერთის გამოყენებადობა შეამცირა, სხვების გაზარდა და
შექმნა შესაძლებლობა ახალი მექანიზმებისთვის.

You might also like