Doc1

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

პრეზენტაცია: კოლხა და დიაოხი

 ჯგუფის წევრები: სალომე ძებისაშვილი;


ქეთა ქეთიშვილი;
გეგა ბერიძე;
საბა გობეჯიშვილი;
თორნიკე მაჩაიძე.
 შესავალი - სალომე
ჩვენ ქართველები ვართ, დიახ, ჩემი სამშობლო საქართველოა, რომელსაც
მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მე წელს დავიწყე ისტორიის შესწავლა.
გავიარე ადამიანის წარმოქმნა და მათი ყოფა-ცხოვრება და აღმოვაჩინე, რომ
საქართველოში ადამიანი უძველესი დროიდან დასახებულა.
ქვის ხანამ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდხანს გასტანა, ნეოლითში
გარდატეხა მოხდა - ადამიანი მწარმოებლურ მეურნეობაზე გადავიდა, დაიწყო
ადრეული სახელმწიფოების წარმოქმნა.
 შესავალი - ქეთა
მოგესალმებით მეგობრებო.
გვაქვს პატივი, დღეს წარვსდგეთ თქვენს წინაშე და ვისაუბროთ ისეთ საკითხზე,
რომელიც ჩვენთვის, ქართველებისთვის ნამდვილად საამაყო და გულში მჟიღის
საცემია.
საქართველო რომ უძველესი სახელმწიფოა და საუკუნეების ისტორია გვაქვს,
ამაზე აღარ დავყოვნდებით და არ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რადგან
ყველას სისხლში გვაქვს გამჯდარი ჩვენი ტრადიციები, კულტურა და ისიც კარგად
გვახსოვს, კოლუმბი რომ შუა ზღვაში ამერიკას დაეძებდა, ქართველ ხალხს
ვახტანგ მეფე კანონების კოდექს გვიწერდა.
დღეს კონკრეტულად გვინდა ვისაუბროთ პირველ ქართულ სახელმწიფოებზე,
კერძოდ ჩვენ წარმოგიდგენთ დიაოხს და კოლხას, რომელზეც ისეთი ენთუზიაზმით
შეგვიძლია საუბარი, რადგან ვკითხულობთ ჩვენს ისტორიას და გული სიამაყით
გვევსება, ვიაზრებთ რა ქვეყნის შვილები ვართ და რამდენად დიდია ჩვენი ეგო ამ
კუთხით.
და რატომ არ უნდა ვიამაყოთ და გავიმართოთ წელში, როცა ზურგს ჩვენი ქვეყნის
ისტორია გვიმაგრებს, ყოველი ისტორიული გამოცემის წაკითხვის დროს
აღმოვაჩენგ რომ ჯერ კიდე ბევრი რამ არ ვიცით.
იმ შორეულ დროს მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს ხშირად ეომებოდნენ. ომი
მათთვის საარსებო საშვალება იყო. ერთმანეთს სტაცებდნენ პირუტყვს,
ატყვევებდნენ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე სამუაშოებს ასრულებინებდნენ,
ადებდნენ ხარკს- ოქროს, ვერცხლის, სპილენძის სახით. ლითონი იმ დროს მთავარ
სიმდიდრედ ითვლებოდა. დიაოხიც და კოლხეთიც ებრძოდნენ ერთმანეთს,
ორივეს ერთად კი მათზე ძლიერი მეზობლები- ასურეთი და ურარტუ
ემტერებოდნენ. თავდასხმის შედეგად ქრისტეშობამდე მე-8 საუკუნეში დიაოხმა
შეწყვიტა არსებობა, მისი მიწა კი გაიყვეს სამხრეთიდან ურარტუმ,
ჩრდილოეთიდან კოლხეთმა.
ჩვენ ჯგუფში გაეცნობით ორივე სახელმწიფოს კოლხეთისა და დიაოხის მეფეებს.
ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ როგორი იყო იმ დროს თვით მეფის ცხოვრება
მის სამეფოში, გაგჩენიათ მრავალი კითხვა თუმცა პასუხდბი ვერ მიგიღიათ. ახლა
კი, თავად გაგაცნონებ მათ სამეფოებს და ამომწურავად გაგცემენ თითოეულ
კითხვაზე პასუხს.
 კოლხა - გეგა
მე კოლხას წარმოვადგენ, მე კოლხას სამეფოს მეფე ვარ. მინდა წარმოვადგინოთ
იმ პერიოდში არსებული ქართული სამეფოს ინფორმაცია.
ასურულ ლურსმნულ წარწერებში პირველი ცნობები კოლხური ტომების შესახებ ძვ.
წ. აღ. XII საუკუნეში ჩნდება. კოლხები ტომებად ცხოვრობდნენ, რომელთაც
სათავეში მეფე, ანუ ბელადი ედგა. თანდათან ეს ტომები გაერთიანდა და ტომთა
მტკიცე კავშირად იქცა. ეს აუცილებელი იყო დამპყრობლებთან ბრძოლაში.
კოლხეთში კარგად იყო განვითარებული მესაქონლეობა და მეტალურგია,
განსაკუთრებით, რკინის წარმოება.
შავი ზღვის სამხრეთი ნაპირების მთიანეთში რკინის მდიდარი საბადოები
მდებარეობდა. აქაური ქართული ტომები, მაგალითად, ხალიბები,
სახელგანთქმულნი იყვნენ რკინის დამუშავებით.
ამ პერიოდში კოლხეთის განვითარების მაღალ დონეზე თვალნათლივ მიუთითებს
მდიდარი არქეოლოგიური მასალა. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოსა და რკინის
საბრძოლო და სამუშაო იარაღები, ძვირფასი ლითონის სამკაულები, ჭურჭელი და
სხვ.
კოლხეთის დასავლეთ-ქართული ძლიერი და მაღალკულტურული სამეფოს
ჩამოყალიბება ძვ. წ. აღ. XI-IX საუკუნეებში მიმდინარეობდა. კოლხეთი ამ დროს
მოიცავდა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირსა და მიმდებარე
ტერიტორიას.
ურარტულ წყაროებში დასახელებულია კოლხეთის არაერთი ქალაქი. ამ
წყაროებიდანვე ჩანს, რომ კოლხეთის სამეფოს ცალკეულ პროვინციებს
მეფისნაცვლები განაგებდნენ. ძვ. წ. აღ. IX-VIII საუკუნეებში კოლხეთის სამეფომ
თავისი ბატონობა გაავრცელა დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილზე. იგი
გააფთრებით ებრძოდა დიაოხსა და ურარტუს. ძვ. წ. აღ. VIII საუკუნეში მან დიაოხი
გაანადგურა და მისი ჩრდილოეთი ტერიტორია შეიერთა.
 დიაოხი - საბა
მე დიაოხს წარმოვადგენ, დიაოხის სამეფოს მემატიანე ვარ. მინდა
წარმოგიდგინოთ, იმ პერიოდში ქართული სამეფოს შესახებ ინფორმაცია.
ქართველი ტომები წინა აზიის ასპარეზზე აქტიურად გამოჩდნენ ძვ. წ. XIII
საუკუნიდან. ამ დროს დიდი ცვლილებები ხდებოდა საქართველოს სამხრეთითა
და სამხრეთ-დასავლეთით. აქ ძვ. წ. II ათასწლეულში არსებობდა ორი დიდი
სახელმწიფო: ხეთების სამეფო და მითანი. ხეთების სამეფომ დიდ ძლიერებას
მიაღწია ძვ. წ. XVI-XIV საუკუნეებში, მაგრამ XIII საუკუნის ბოლოს იგი გაანადგურა
ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების კუნძულებიდან შემოჭრილმა ე.წ. „ზღვის
ხალხებმა“. ამ დროიდან აღმოსავლეთით გააქტიურდნენ ქართველური ტომები,
რომელთაც ლურსმნული წარწერები მოიხსენიებს, როგორც მუშქებს, ხალდებს და
სხვ.
მუშქები მესხების წინაპრები იყვნენ. ისინი მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილში
დამკვიდრდნენ და დაიწყეს ბრძოლა ასურეთის ძლიერი სახელმწიფოს
წინააღმდეგ. ასურეთმა ძვ.წ. XIII საუკუნეში გაანადგურა მითანის სახელმწიფო და
ჩრდილოეთ ხალხებს შეუტიეს. აქ ისინი მეორე დიდ ქართველურ გაერთიანებას
შეეჯახნენ - დაიაენის ტომს. ქართველ ტომთა ეს გაერთიანება ისტორიული
საქართველოს ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთით, ძირითადად, მდინარე
ჭოროხის აუზში მოსახლეობდა. მას ურარტული წყაროები დიაოხის სახელით
იცნობენ. დიაოხში განვითარებული იყო მესაქონლეობა, მეტალურგია და
ძვირფასი ლითონების დამუშავება.
ძვ.წ. 1112 წელს ასურეთის მეფემ დიაოხში ილაშქრა და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ
ამის შემდეგ ასურეთის სახელმწიფო სუსტდება, რითაც სარგებლობს დიაოხი და
თანდათან იკრებს ძალებს. ასურეთის სამეფო განსაკუთრებით შეავიწროვა
ახლადწარმოქმნილმა ურარტუს სახელმწიფომ, რომელიც ძვ.წ. XI საუკუნეში
წარმოიქმნა. მის მეფეს, ენუას, დიაოხშიც ულაშქრია და მისი მეფე - უტუფურსიც
დაუმორჩილებია. ურარტუს შემოსევებმა დაასუსტა დიაოხი, მაგრამ მის საბოლოო
განადგურებაში დიდი როლი ითამაშა მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა,
დასავლეთ საქართველოს მეორე დიდმა გაერთიანებამ - კოლხამ. სწორედ
კოლხას და ურარტუს შემოსევების შედეგად ძვ.წ. VIII საუკუნეში დიაოხმა არსებობა
შეწყვიტა. მისი ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი ურარტუელებმა დაიკავეს,
ჩრდილოეთ ნაწილი კი კოლხას შემადგენლობაში შევიდა.
 კოლხას მეფე - გეგა
ჩვენს სამეფოზე შეიქმნა მითი არგონავტების შესახებ. გავრცელებულ მითში ჩვენი
სამეფოს შესახებ მრავალი ცნობა აისახა. ამ მითის მიხედვით, ჩვენ უძლიერესი
სახელმწიფო ვიყავით, რომლის სათავეში მე ვიდექი, დიახ, მეფე აიეტი. ქვის
სვეტებითა და სპილენძის ქონგურებით დამშვენებული სასახლე მქონდა. ჩემს
სასახლეში დაუშრეტელი შადრევნები გადმოსჩქეფდა, რომლიდანაც წყალთან
ერთად რძე და სურნელოვანი ზეთიც იღვრებოდა.

მე, ბერძნულ წყაროებში მზის ღმერთის ჰელიოსის შვილს მიწოდებენ, რომელსაც


მჭედლობის ღმერთმა ჰეფესტომ სპილენძისჩლიქიანი, ცეცხლისმფრქვეველი
ხარები გამომიჭდა. აქ ჩამოსული არგონავტები ჩემმა სასახლემ გააოცა.
 დიაოხის მეფე - საბა
მე, დიაოხის მეფე, უტუფურსი ვარ. ხანგრძლივი დროის მანძილზე, მე გმირულად
ვებრძოდი ურარტუს მეფეებს მენუასა და არგიშთი I -ს, რათა შემენარჩუნებინა
დიაოხის სამეფო. ჩვენი სამეფო საკმაოდ დიდი გაერთიანება იყო, სადაც კარგი
და დიდი რაოდენობის საჭირო წიაღისეული მოიპოვებოდა - ოქრო, ვერცხლი,
ცხენები და ა.შ. სწორედ ამიტომ დიაოხი ხშირად იყო შემოსევების მსხვერპლი,
თუმცა ქართველი ვაჟკაცების დახმარებით ძლიერი სახელმწიფო ვიყავით, მანამ
სანამ კოლხა და ურარტუ არ შემოგვიტევდა. სწორედ, მათი შემოსევის შემდეგ
დაიშალა დიაოხის სამეფო, დიაოხი ურარტუმ და კოლხამ გაინაწილეს.

You might also like