Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

1.

ზოგადი განმარტება რატი


დევიაცია - ქცევის აღნიშვნა, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში
აღიარებულ ნორმებს. დავიანტურობა, დევიანტური ქცევა, გადახრა. "დევიაცია"
ლათინურიდან "devia-tio"-დან მომდინარეობს და ქართულად "გადახრას" ნიშნავს.
ქცევა, რომელიც სცილდება საზოგადოებრივად დაკანონებულ ნორმებსა და
ღირებულებებს, იწოდება როგორც დევიანტური. არის თუ არა ქცევა დევიანტური,
დამოკიდებულია ამა თუ იმ საზოგადოებაში გაბატონებულ ქცევით ნორმებზე.
როცა ასეთი საზოგადოების მიერ დადგენილი ნორმები და კანონები ყოველთვის
სწორია, მათი დარღვევა იქნება დევიაცია. ის თავს იჩენს კრიმინოლოგიაში,
პიროვნების არანორმატიულ სექსუალურ ორინტაციაში, ფსიქიკურად
დაავადებულებში, ნარკოტიკების მომხმარენლობაში და ა. შ.დევიაციის საკითხი
თანამდეროვე საზოგადოებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.
დევიაციის ცნება ფართო გაგებით გულისხმობს ყოველგვარ გადახრას, მაგრამ
როდესაც საუბარია სოციოლოგიის ჭრილში, მაშინ იგულისხმება მისი
საზოგადოებრივი, სოციალური მნიშვნელობა. ეს თავის თავში მოიცავს
საზოგადოებრივი ნორმების დარღვევას, სწორედ ამიტომ ერთმანეთს
უპირისპირებენ ე.წ. დევიანტურ და ნორმალურ ქმედებებს.

2. დევიაცია დღევანდელობაში

დევიაცია დღეისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და


ამასთანავე სოციალური მეცნიერებებისთვის აქტუალური საკითხია. ამიტომაც,
შეიქმნა სპეციალური დარგი, რომელსაც დევიანტოლოგია ეწოდება. დევიაციის
შემთხვევები უფრო მეტია, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები
აჩვენებენ. უფრო მეტად არ ფიქსირდება ნარკოტიკების მოხმარების
თვითმკვლელობის ან ქურდობის ფაქტები, რადგან ამ მხრივ საზოგადოებაში
გარკვეული სტიგმა არსებობს. ეს არის რაიმე მანკიერება ან ნაკლი, რომელიც
განასხვავებს ადამიანს ჩვეუებრივი ადამიანისგან. ამგვარი ინდივიდები
ირგვლივმყოფთაგან განიცდიან გარიყვას, დასჯას, დამცირებას. თუ ადამიანი
დევიანტია, იგი საზოგადოების მხრიდან უნდა ელოდოს გულგრილ
დამოკუდებულებას. პიროვნებას "აკერებენ იარლიყს" თუ იგი ავადაა ან თუ მას
წარუდგინეს ბრალდება. ამას ახორციელებს ფსიქიატრიული საავადმყოფოები ან
სასამართოები. ხშირად ადამიანის დევიანტად აღიარების პროცესი საკმაოდ
დიდი ხნის განმავლობაში გრძლედება. მაგალითად, მცირეწლოვანი დამნაშავენი
გამოვლენილ იქნენ სკოლაში, შემდეგ მათ იკვლევენ პოლიციელები, ამის შემდეგ
მათ წინააღმდეგ აღიძვრება საქმე სასამართლოში და მათ გამოსასწორებელ
კოლონიებში აგზავნიან.
3. დევიაცია და მედია

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მედიის როლი დევიანტურობის


განსაზღვრების ჩამოყალიბებაში, ევოლუციასა და შენარჩუნებაში, ასევე მედიის
რეაქცია დევიანტურ ქცევაზე არაა უცხო. ერთის მხრივ, მედია მორალური
პრინციპებიდან გამომდინარე არ იწონებს დევიანტურ ქცევას, მეორე მხრივ, იგი
დაინტერესებულია ამგვარი ქცევით, რადგან დევიანტურ და ანომალიურ ქცევას
მაღალი საინფორმაციო ღირებულება აქვს. იგი მყისიერად იპყრობს მიმღები
აუდიტორიის ყურადღებას.

4. დევიაციური ქცევის მახასიათებლები ნიკა


დევიანტურ ქცევად შეიძლება ჩაითვალოს: პროსტიტუცია, დანაშაული,
სუიციდი, ნარკოტიკების მოხმარება, განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და
ა.შ. ყურადღება გავამახვილოთ სუიციდზე, რომელიც დღევანდელი საზოგადოების
სერიოზული პრობლემაა. თვითმკვლელობა ეს არის ნებაყოფლობით საკუთარი
სიცოცხლის ხელყოფა, რომელიც წინასწარ არის მოფიქრებული და გააზრებული.
სუიციდის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს. მსოფლიოში მრავალი ფაქტი
მოწმობს სუიციდის შემთხვევებს. მრავალ ისტორიულ ფიგურას დაუმთავრებია
სიცოცხლე სუიციდით, რაც იმაზე მოწმობს, რომ თვითმკვლელობა ნებისმიერი
ეპოქისა თუ კულტურის პრობლემას წარმოადგენდა. დასკვნის გაკეთება მარტივია:
სუიციდი მხოლოდ თანამედროვე სამყაროს პრობლემას არ წარმოადგენს.
ზოგადად მიიჩნევა, რომ საქართველოში სუიციდთან დაკავშირებული სწორი
სტატისტიკა არ არსებობს, რაც იმით აიხსნება, რომ საზოგადოებაში გარკვეული
სტიგმა და ტაბუ არსებობს ამ საკითხთან მიმართებაში, არ სურთ დევიანტის
"იარლიყი" მიაკრან ახლობლებს ან მეგობრებს. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ
დამალონ ასეთი შემთხვევები. სუიციდზე, როგორც კაცობრიობისა და მსოფლიოს
გლობალურ პრობლემაზე, არაერთი ფსიქოლოგი თუ სოციოლოგი მუშაობდა და
ატარებდა კვლევას. მათგან აღსანიშნავია ფრანგი სოციოლოგის ემილ დიურკემის
მიერ შემუშავებული სუიციდის ტიპები, ესენია: ეგოისტური, ანომიური,
ალტრუისტული და ფატალისტური თვითმკვლელობა.

5. სუიციდის მიზეზები

ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელში ჩაატარეს მცირე


გამოკითხვა, რომელშიც ძირითადად 19-21 წლის ახალგაზრდებმა მიიღეს
მონაწილეობა. მათი აზრით, სუიციდი ყველაზე ხშირად ფიქსირდება 18-24 წლის
ასაკში, გამოკითხულთა 88% თვლის, რომ უფრო მეტად თვითმკვლელობას
მიმართავს მამრობითი სქესის წარმომადგენელი. ფიქრობენ, რომ ეს ქმედება
ითვლება დევიანტურ ქცევად, რაც იწვევს საზოგადოების მხრიდან გულგრილ
დამოკიდებულებას მათდამი.
გამოკითხუთა უმეტსი ნაწილი ფიქრობს, რომ სუიციდის მიზეზებია: გარემო
პირობები, უმუშევრობა, სიღარიბე, დეპრესია, სასოწარკვეთილება,
საზოგადოებიდან გარიყულობა, ფსიქოლოგიური პრობლემები, იტეგრაციის
დაბალი დონე და ა. შ. იმისთვის, რომ შემცირდეს ასეთი შემზარავი ფაქტები,
რესპოდენტებმა ჩამოთვალეს შემდეგი წინგადასადგმელი ნაბიჯები: "
საზოგადოების დიდი ნაწილი უნდა იყოს ინტეგრირებული, უნდა გაუმჯობესდეს
ეკონომიკური პირობები, გაიზარდოს ფსიქოლოგთა კონსულტაცია, მოხდეს
ადამიანთა ცნობიერების ამაღლება, უნდა შეიცვალოს ხალხის დამოკიდებულება
ბევრ საკითხთან მიმართებაში, პრობლემები უნდა მოგვარდეს ქვეყანაში და
საზოგადოებაში, საჭიროა ბევრი სამუშაო ადგილები, ახალგაზრდებს საშუალება
უნდა ჰქონდეთ თავი დაიმკვიდრონ დამოუკიდებლად."

6. დიურკემის სუიციდის შესწავლა - თვითმკვლელობის


ტიპები: გიო
ეგოისტური თვითმკვლელობები - მიეკუთვნება დეპრესიის, ადამიანური
ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების გამო ჩადენილი სუიციდის
ფაქტები;
ანომიური თვითმკვლელობა - ახასიათებს ეკონომიკური მიზეზებით
გამოწვეულ სუიციდურ ფაქტებს;
ალტრუისტული თვითმკვლელობა - ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ
სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო.
ფატალისტური თვითმკვლელობა - ადამიანი სიცოცხლეს ასრულებს
საზოგადოებრივი დოგმებისა და სტერეოტიპების გასაპროტესტებლად.
სოციალური კონტროლი - პროცესი, რომლის საშუალებითაც ჯგუფები და
ინდივიდები შესაბამისობაში მოჰყავთ დომინანტურ/გავრცელებულ სოციალური
მოლოდინებთან.
სოციალური კონტროლის აგენტები - პოლიცია, ფსიქიატრიული სფეროს
მუშაკები (მანდატურები სკოლებში).

7. ნორმები და სანქციები

სანქცია არის ინდივიდის ან ჯგუფის ქცევაზე სხვების ნებისმიერი რეაქცია,


რომლის მიზანია, პიროვნებამ ან ჯგუფმა იმოქმედოს ნორმების შესაბამისად.
სანქციები არსებობს ფორმალური ან არაფორმალური. ფორმალური სანქციების
ძირითადი სახეები გამოიყენება სასამართლოებსა და ციხეებში. არაფორმალური
სანქციები ნაკლებად ორგანიზებული და სპონტანური ხასიათისაა. მაგალითად,
როდესაც სტუდენტს მეგობრები იმის გამო აბრაზებენ, რომ ის ძალიან ბევრს
მუშაობს ან მოსაწყენი პიროვნებაა...

8. დევიაციის კონტექსტი

ყველაზე არასტანდარტული ქცევაც კი შეგვიძლია გავიგოთ, თუკი ვიცით ის


კონტექსტი, რომელშიც იგი წარმოიქმნება.
ემილ დურკჰემი - დევიანტობის საჯაროდ დასჯის მიზეზი არის ის, რომ
დევიანტური საქციელი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს. დევიანტური
ქცევის დასჯა განამტკიცებს არსებულ ზოგად სოციალურ სტანდარტებს.
დევიანტობის დასჯა ასახავს კოლექტიურ შეხედულებებს ამა თუ იმ
საზოგადოებაში, განამტკიცებს საზოგადოებრივ წესრიგს.
დევიანტობის სოციოლოგიური პერსპექტივა: დევიაციას გააჩნია
საზოგადოების მასტაბილიზებელი ფუნქცია. ქცევის გარკვეული ფორმების
დევიანტურად განსაზღვრის მეშვეობით ინდივიდთა ჯგუფები განამტკიცებენ მათ
ჯგუფში არსებულ სოციალურ ნორმებს. დიურკემის თქმით საზოგადოებებს
სინამდვილეში სჭირდებათ დევიაცია იმისთვის. რომ იცოდნენ რა არის
ნორმალური ქცევა.

9. დევიაციის სოციალურად კონსტრუირებულობა

დევიაციის სოციალურად კონსტრუირებულობა, ჩვეულებრივ გადახრა,


ესმით როგორც ინდივიდუალურ-პიროვნული ფაქტორების შედეგი, მაგრამ
სოციოლოგები მას განიხილავენ როგორც სოციალური ფაქტორების გავლენის
შედეგად წარმოქმნილ ფენომენს. დევიაცია არ არის აუცილებლად
“ირაციონალური“ ან “პათოლოგიური“ ტიპის ქცევა, ის ასევე შეიძლება იყოს
(გარკვეული) სიტუაციისადმი პოზიტიური და რაციონალური ადაპტაცია (ანდების
ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილები - კანიბალიზმის შემთხვევა).

10. დევიაციის მედიკალიზაცია

დევიაციის მედიკალიზაცია - გადახრების მედიკალიზაცია დევიანტურ


ქცევას მიაწერს გონების “პათოლოგიურ“ მდგომარეობას, როდესაც პრობლემის
გადაჭრა მდგომარეობს დევიანტის მკურნალობაში თერაპიისა და სხვა
ფიზიოლოგიური საშუალებებით. სოციოლოგთა უმეტესობისთვის დევიაცია არ
წარმოადგენს პათოლოგიურ მდგომარეობას, არამედ იმ სოციალურ სტრუქტურაზე
მორგებას, რომელშიც ინდივიდები არსებობენ.
11. დევიაციის სოციოლოგიური თეორიები. ლუკა
ფუნქციონალიზმი - დევიაცია ფუნქციონალურია, რადგან ის წარმოქმნის
სოციალურ ერთიანობას. საყოველთაოდ მიღებული (ქცევის) ნორმები
მოკლებულია საზრისს, თუკი არ არსებობს მათგან გადახრა.
კონფლიქტის თეორია: ინდივიდთა ზოგიერთ ჯგუფს ნაკლები წვდომა აქვს
მატერიალურ რესურსებზე კაპიტალისტურ საზოგადოებაში და ისინი იძულებულნი
არიან საკუთარი თავი დანაშაულებრივი ქმედებებით გადაირჩინონ. კონფლიქტის
თეორიის თანახმად კაპიტალისტური საზოგადოებების ეკონომიკურ-
მატერიალური მოწყობა წარმოქმნის დევიანტურ-კრიმინალურ ქცევის ტიპებს:
ქურდობა-ძარცვა, პროსტიტუცია და ნარკოტიკებით ვაჭრობა - ყოველივე ეს
(დაბალი) ეკონომიკური სტატუსის შედეგია.
სიმბოლური ინტერაქცია: ლეიბლინგის თეორია - იარლიყი არის სხვათა
მიერ ინდივიდისადმი დევიანტური იდენტობის მიწერა/მინიჭება, მათ შორის
სოციალური ინსტიტუტების აგენტთა მიერ. ამიტომაც, დევიაციას წარმოშობს არა
თავად (ინდივიდის) ქმედება, არამედ სხვა ინდივიდთა რეაქციები ამ ქმედებაზე,
იარლიყების მიწერის შედეგად. მას შემდეგ რაც იარლიყი “მიკერებულია“,
დევიანტისთვის რთული ხდება არადევიანტური იდენტობის აღდგენა (ფსიქიკური
დაავადების შემთხვევაში). ლეიბლინგს გააჩნია თავისი სოციალური შედეგები.

12. დევიანტების ირაციონალური გამოსავალი

არის თუ არა დევიაცია რაციონალური პასუხი არსებული სოციალური


სიტუაციების მიმართ? - კლასობრივი, რასობრივი თუ გენდერული უთანასწორობის
გამო ბევრი ინდივიდი ერთიანდება კრიმინალურ ფორმირებებში იმ მხარდაჭერის
მოპოვების მიზნით, რასაც ვერ იღებენ სხვა სოციალური ინსტიტუციებისგან.
დანაშაულისა და დევიაციის თეორიები: ბიოლოგიური თვალსაზრისი -
ჩეზარე ლომბროზო ამბობს: „შესაძლებელია კრიმინალური ტიპების განსაზღვრა
თავის ქალის ფორმის მიხედვით. დამნაშავეების უმრავლესობა ბიოლოგიურად
განუვითარებელი ან დეფექტურია.“
სხეულის აგებულებისმიხედვით: კუნთებიანი, აქტიური ტიპები (მეზომორფები)
უფრო მეტად ხდებიან დამნაშავეები ვიდრე გამხდრები (ექტომორფები) ან უფრო
მსუქნები (ენდომორფები).
ფსიქოლოგიური თვალსაზრისი - ფსიქოპათური პირები ხშირად ჩადიან
დანაშაულს.
13. დასწავლილი დევიაცია: დიფერენციული
ასოციაცია

იმ საზოგადოებაში, რიმელშიც არსებობს სხვადასხვა სუბკულტურა, ზოგიერთი


სოციალური გარემო ხელს უწყობს უკანონო ქმედებებს, ზოგიერთი არა. ამ
თეორიის მიხედვით კრიმინალური საქმიანობის შესწავლა თითქმის ისევე
შეიძლება, როგორც კანონს დაქვემდებარებული მოქმედებისა.
“თეთრსაყელოიანთა დანაშაული“ - დანაშაული, რომელსაც საზოგადოების
უფრო მდიდარი წარმომადგენლები სჩადიან. გულისხმობს ადამიანების მიერ
საშუალო კლასის პოზიციისა და პროფესიული მდგომარეობის გამოყენებას
არაკანონიერ საქმიანობაში ჩაბმის მიზნით (მაგ. თანამდებობის პირის მიერ
ქრთამის აღება გარკვეული პოლიტიკის ხელის შეწყობის მიზნით).

You might also like