Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ნეტარი ავგუსტინე

სამების შესახებ

შეკითხვაზე სამების წევრების ვინაობის შესახებ, უნდა ვუპასუხოთ რომ


ღმერთია. თუმცა არ უნდა დავტოვოთ შთაბეჭდილება, რომ თაყვანს ვცემთ სამ
ღმერთს.
17. ასეთი განცხადება მიუწვდომელი ბუნების შესახებ გასაოცარი არ უნდა
იყოს, რადგან ზოგჯერ მსგავს განცხადებას თვალით დანახულზეც ვაკეთებთ.
როდესაც გვეკითხებიან წყაროს შესახებ, ვერ ვიტყვით რომ ის მდინარეა, ვერც
მდინარის შესახებ ვიტყვით წყაროს და ვერც ჭიქა წყალზე ვიტყვით რომ მდინარეა ან
წყარო. მიუხედავად ამისა, სამივეს ვუწოდებთ წყალს, და კითხვაზე თუ რას
წარმოადგენს თითოეული ცალ-ცალკე, კვლავ ვამბობთ რომ წყალია. ხოლო თუ
შეკითხვა შეეხება იმას, მოედინება თუ არა წყალი წყაროდან, პასუხი იქნება - დიახ.
ხოლო თუ შეკითხვა შეეხება წყალია თუ არა მდინარეში, პასუხი იგივე იქნება და
მსგავსი პასუხი იქნება სასმელი წყლის შემთხვევაშიც. თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ერთ
და არა სამ წყალზე. ამავე დროს სიფრთხილე გვმართებს, რომ არავინ დაუშვას
ღვთაებრივის შემადგენელი მიუწვდომელი არსის რაიმე მსგავსება ხილულ,
ხელითშესახებ წყაროსთან, მდინარესთან თუ სასმელ წყალთან. რადგან ამ
ელემენტების შემთხვევაში წყალი, რომელიც წყაროდან მდინარეში ჩაედინება
საკუთარ თავში არ რჩება, არამედ მდინარიდან ან წყაროდან სასმელ წყლად რომ
იქცევა, ვეღარ დარჩება იქ საიდანაც გამოედინა. ამდენად, ის წყალი, რომელიც ერთ
დროს წყაროს წყალს წარმოადგენდა, ვერ მიეკუთვნება მდინარეს ან სასმელ წყალს.
მაშინ, როდესაც სამების შემთხვევაში შეუძლებელია, რომ მამა ჯერ იყოს ძესთან და
სხვა დროს სულიწმიდასთან.
ახლა ვნახოთ ხის მაგალითი. ფესვები ფესვებად რჩება, ტანი ტანად, ტოტები
კი ტოტებად. იმას, რასაც ფესვებს ვუწოდებთ, ვერ ვუწოდებთ ტანს ან ტოტებს. არც
ის არის მოსალოდნელი, რომ გარკვეული პროცესის შედეგად თავად ხე, რომელსაც
ფესვების სახე აქვს, ტანში ან ტოტებში მოვიძიოთ, რადგან ის ფესვებად რჩება.
სახელდების ლოგიკა მოითხოვს, რომ ფესვებს ხე ვუწოდოთ, ისევე როგორც ტანსა და
ტოტებს, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ერთ ხეზე და არა სამზე. ეს სამი საკმარისადაც რომ
განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგალითად, მათი დრეკადობის მიხედვით,
იმდენად რომ უადგილო არ იყოს სამ სხვადასხვა ხის მასალაზე საუბარი, მაინც ყველა
დამეთანხმება, რომ ერთი წყაროდან აღებული სამი ჭიქა სამი ჭიქაა და არა სამი
სხვასხვა წყალი, არამედ ერთი და იგივე წყალია. და თუ შეკითხვა იქნება თითოეული
ჭიქის თაობაზე, მაშინ ვუპასუხებთ, რომ თითოეულში წყალია, მიუხედავად იმისა,
რომ წყლის მოძრაობას ადგილი არ ჰქონია, როგორც ეს წყაროდან მდინარეში
ჩამავალი წყლის თაობაზე აღვნიშნეთ. ფიზიკური სამყაროდან ამ მაგალითებს
ვუხმობთ არა საღვთო ბუნებასთან მათი მსგავსების გამო, არამედ მათი თვალნათელი
ერთობის მიზეზით, რომ გავიგოთ, როგორ შეიძლება სამი საგანი არა მხოლოდ
ცალცალკე, არამედ ერთდროულადაც ერთი სახელით იწოდებოდეს. ამას იმიტომ
ვამბობ, რომ ვინმემ არ წარმოიდგინოს, თითქოს წმინდა სამებაზე, მამა, ძე და
სულიწმიდა, ვსაუბრობ როგორც სამ ღმერთზე და არა ერთზე, ერთსა და იმავე არსზე.
18. განსწავლული და სულიერი ადამიანები წიგნებში ბევრს საუბრობენ მამასა
და ძეზე. იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანის შესაძლებლობის ფარგლებშია, მათ
ძალისხმევა არ დაიშურეს იმის საჩვენებლად, რომ მამა არ იყო იგივე რაც ძე, მაგრამ

1
ორივენი ერთნი იყვნენ და ასევე აჩვენეს მამის მახასიათებლები და არა ძის
მახასიათებლები. მამა არის მშობელი და ძე არის შობილი; მამა არ არის ძისგან,
არამედ ძე არის მამისგან; მამა არის ძის წყარო, რის გამოც ასევე ნათქვამია, რომ ის
ქრისტეს თავია (1 კორ. 11:3). თუმცა ქრისტეც არის წყარო, მაგრამ არა მამის (იოანე
8:25); ძე ჭეშმარიტად მამის ხატია (კოლ. 1:15), მაგრამ არა განსხვავებული, არამედ
სრულიად თანასწორი. მსგავსი საკითხები დეტალურად აქვთ განხილული იმ
მწერლებს, ვინც ცდილობენ მთელი ქრისტიანული რწმენის ახსნას, არა ისე
მოკრძალებულად, როგორც ჩვენ. შესაბამისად, იმდენად რამდენადაც ის არის ძე,
თავისი არსი მამისგან მიიღო, ხოლო მამას თავისი არსი ძისგან არ მიუღია. და
მამისგან იყო რომ განკაცდა, დაექვემდებარა ცვლილებას, დროში განხორციელდა
ჩვენი ხსნისთვის, უსაზღვრო მადლით შექმნილი არსის უფრო სრულყოფილად
გარდასახვის მიზნით. წმინდა წერილში ამის თაობაზე ბევრგანაა მითითებული,
თუმცა უფრო უარყოფითად, უფრო მცდარი გზის მითითებით, რის გამოც შეიძლება
წარმოვიდგინოთ, რომ ძე მამის არც თანასწორია და არც თანაარსი. ამის მაგალითად
გამოდგება იოანე 14:28, პირველი კორინთელთა 11:3, 15:28, იოანე 20:17.
ეს ტექსტები იმას კი არ აჩვენებს, რომ მამისა და ძის არსი არათანასწორია,
მაშინ ტყუილი იქნებოდა შემდეგი ტექსტები იოანე 10:30, 14:9, 1:1, 3,7, ფილიპელთა
2:6. ეს ტექსტები წმინდა წერილშია, ნაწილობრივ, განკაცების იკონომიის გამო, სადაც
ნათქვამია, რომ თავი წარმოიცარიელა, არა იმით, რომ საღვთო სიბრძნე იცვალა,
რადგან ის უცვლელია, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავის სიმდაბლით
გამოცხადება უნდოდა. ეს ჭეშმარიტებები, რომელიც ერეტიკოსებმა დაამახინჯეს,
ხსნის იკონომიის გამო აღიწერა და ნაწილობრივ კი იმ ფაქტის გამო, რომ ძე
ვალდებულია მამის წინაშე იმით, რასაც წარმოადგენს. მეტიც, თანასწორობაც იმავე
მამისა მართებს, მაშინ როდესაც მამას, იმის გამო ვინც არის, არავისი არაფერი
მართებს.
19. წმინდა წერილის განსწავლულ და ცნობილ განმმარტებლებს დეტალურად
და სისრულით არ განუხილავთ სულიწმიდა. ყოველთვის დაგვეხმარება იმის ცოდნა,
თუ რა არის მისი უნიკალური მახასიათებელი, თუ რა ამკვიდრებს მას იმად, რაც
არის, თან ისიც რომ ვთქვათ, ის არც მამაა და არც ძე, არამედ მხოლოდ სულიწმიდაა.
მასზე ნათქვამია, რომ ის არის ღვთის ნიჭი, ძღვენი, რაც გვარწმუნებს, რომ ღვთის
ძღვენი არავითარ შემთხვევაში შეიძლება იყოს ღმერთზე ნაკლები. ისინი ასევე
ამტკიცებენ, რომ ის არის უშობელი, განსხვავებით ძისგან, რადგან ქრისტე
მხოლოდშობილია. არც ძისგანაა შობილი, თითქოს მამის შვილიშვილი იყოს, და არც
ვინმესგანაა დავალებული თავისი არსებობის გამო. ისინი ამბობენ, რომ სულიწმიდა
თავის არსებობას უმადლის მამას, ვისგანაც ყოველივე მომდინარეობს. ჩვენ თუ არ
შევუდგებით იმის მტკიცებას, რომ დაბადების გარდა წარმოშობის ორი პრინციპი
არსებობს, ეს სრულიად მცდარი და აბსურდული მტკიცებაა, კათოლიკე რწმენის
საწინააღმდეგო, თუმცა ზოგიერთი ერეტიკოსისათვის დამახასიათებელი
(მანიქევლები და გნოსტიკოსები).
ზოგიერთს სჯერა, რომ სულიწმიდა ახორციელებს კავშირს მამასა და ძეს
შორის, რომელსაც მე ვუწოდებ ღვთაებრიობას, ბერძნულად Theotita. ეს ნიშნავს, რომ
რადგან მამა ღმერთია და ძეც ღმერთია, ღვთაებრიობაც თანასწორია მამისა, ანუ
ღვთაებრიობა, რომლითაც ისინი შეკავშირებულნი არიან, მამა ძის შობით და ძე
ერთობით მასთან, ვისგანაც ძე იშვა. ამ ღვთაებრიობას, რომელსაც ისინი განმარტავენ
როგორც ურთიერთსიყვარულსა და გულმოწყალებას, სულიწმიდას უწოდებენ, რისი

2
დამადასტურებელი ტექსტებიც მრავლად მოიპოვება წმინდა წერილში, მაგალითად
რომაელთა 5:5. საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად ისინი ითვალისწინებენ იმ
ფაქტს, რომ ჩვენი ღმერთთან შერიგება სულიწმიდის მეშვეობით ხორციელდება.
ამდენად, ყველაზე ხშირად, სადაც კი წმინდა წერილი ძღვენზე ან ნიჭზე საუბრობს,
ისინი სულიწმიდად განმარტავენ, როგორც ღვთის სიყვარულს. რადგან ჩვენი
ღმერთთან შერიგება მხოლოდ სიყვარულით ხდება და ამ გზით ვიწოდებით ღვთის
შვილებად, და არა შიშით მოცულ მსახურებად, (იოანე 1, 4:18), და -მოგვეცა სული
თავისუფლებისა, რომელითაც ვღაღადებთ, აბა მამაო- (რომაელთა 8:15).
რადგან ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რომ შევურიგდეთ და დავუმეგობრდეთ
ღმერთს გულმოწყალეობის გზით, შეგვიძლია ვიცოდეთ ღმერთის დაფარული ამბები
(რომაელთა 5:8), სულიწმიდაზე ნათქვამია (იოანე 16:13) გაგიძღვება ჭეშმარიტებაშიო.
სწორედ ამან განაპირობა მოციქულთა ნდობა მისი მოსვლის მიმართ და
ჭეშმარიტების საქადაგებლად გააძლიერა ისინი იმ სიმართლით, რომელიც
სიყვარულს უკავშირდება. შიშის თანამხლებ უნდობლობას მხოლოდ სიყვარულის
სრულფასოვნება განაგდებს. სწორედ ამიტომ, მას ღვთის ძღვენს ან ნიჭს უწოდებენ
(ეფ. 3:7), პიროვნება ვერ პოულობს [ძღვენში] სიამოვნებას, თუ ის არ უყვარს. ღვთის
სიბრძნის სიტკბოება სხვა არაფერია თუ არა მასთან სიყვარულით ერთობა და არავის
ძალუძს იმის ბოლომდე ჩაწვდომა, თუ არა სიყვარულის გზით. მაშ, სულიწმიდა
წმინდაა, რადგან უზრუნველყოფს გარკვეული მოვლენების წმინდად-ქმნასა ან
განამტკიცებას და უეჭველია რომ ეს სიწმინდე ამ განმტკიცებიდან მომდინარეობს.
ისინი, ვინც ამ აზრზე, წმინდა წერილიდან უხმობენ შემდეგ მტკიცებულებას, არის
იოანე 3:6 და იოანე 4:24. ეს განეკუთვნება არა ჩვენს ხორციელ დაბადებას ადამში,
არამედ სულიწმიდის გზით ქრისტეში დაბადებას.
ტექსტი, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთი სულია, თუ სულიწმიდას არ ნიშნავს,
ამბობენ რომ ასე უნდა იკითხებოდეს არა იმიტომ, რომ სული არის ღმერთი, არამედ
იმიტომ, რომ ღმერთი არის სული და რომ თავად ღვთაებრიობა მამისა და ძისა არის
სულიწმიდა. იოანე მოციქული დამატებით მტკიცებულებას გვთავაზობს, როდესაც
ამბობს ღმერთი სიყვარულიაო (1 იოანე 4:16). უნდა ითქვას, რომ იოანე არსად ამბობს
სიყვარულია ღმერთიო, არამედ ღმერთია სიყვარულიო, ისე რომ თავად
ღვთაებრიობა არის გაგებული როგორც სიყვარული. გარკვეული ტექსტები, სადაც
სულიწმიდა ნახსენები არ არის (1 კორ. 3:22-23; 11:3), გვთავაზობს განმარტებას, რომ
მოვლენათა ურთიერთკავშირის თაობაზე საუბრისას, თავად ამ კავშირის ხსენება
უჩვეულოა. ამიტომ, რომაელთა (11:36) პასაჟი სამებაზე საუბრობს, ანუ ერთზე,
რომლის არსებობა არვისგანაა დავალებული, მისგან [შობილზე] ანუ მედიატორზე,
და მასში [არსებულზე] ანუ ვისაც ერთიანად უჭირავს.
20. ამ უკანასკნელს ეწინააღმდეგებიან ისინი, ვინც მიიჩნევს, რომ ერთობის
შემნარჩუნებელი, ვუწოდებთ ღვთაებრიობას, სიყვარულს თუ გულმოწყალებას, არ
არის სუბსტანცია. მათი მცდელობა სულიწმიდა ახსნან სუბსტანციის დარქმევით
მარცხს განიცდის, რადგან „ღმერთი სიყვარულია“ სხვანაირად ვერ იხსნება თუ
სიყვარული, ფაქტობრივად, არ იქნება სუბსტანცია. ისინი ფიზიკურ სხეულებთან
სიახლოვის გავლენის ქვეშ არიან; თუ ორი სხეული გვერდი-გვერდ ყოფნით
ერთიანდება, ეს ერთობა არ წარმოადგენს ერთ სხეულს; თუ გაერთიანებული ორი
სხეული განცალკევდება, ერთობიდან აღარაფერი დარჩება, თითქოს სადღაც
გამქრალა. მაშ, ვინც ამ აზრზეა, განიწმინდოს გული იმდენად, რამდენადაც შეუძლია,
რათა შეიმეცნოს: თუ საღვთო სუბსტანციას ეხება საქმე მსგავსი რამ დაუშვებელია,

3
რომ ერთი მოვლენა იყოს სუბსტანცია, ხოლო მეორე შემთხვევითი სუბსტანციის
მიმართ, და არა მისი კუთვნილება. ფაქტია, რომ რაც არ უნდა იგულისხმებოდეს
იმაში, აუცილებლად სუბსტანციას ეკუთვნის. მართლაც, იოლია რომ ვთქვათ და
დავიჯეროთ ასეთი ამბები, მაგრამ მხოლოდ განწმენდილი გულით შეუძლია
ადამიანს დანახვა, თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა,
ჭეშმარიტია თუ არა გარკვეული თვალსაზრი, უნდა შევინარჩუნოთ ურყევი რწმენა
იმისა, რომ მოვიხსენიებდეთ მამა ღმერთს, ძე ღმერთსა და სულიწმიდა ღმერთს.
ამასთანავე, არ არსებობს სამი ღმერთი, არამედ სამება ერთი ღმერთია, არა
განსხვავებული ბუნებებით, არამედ ერთი სუბსტანციით და არც ისეა რომ მამა
ზოგჯერ ძე იყოს ან სულიწმიდა, არამედ მამა ყოველთვის მამაა, ძე ყოველთვის ძეა
და სულიწმიდა -სულიწმიდა. თავშეკავებულად უნდა ვამტკიცოთ ის, რისი დანახვაც
არ შეგვიძლია, და არა ისე, თითქოს მათ ვიცნობდეთ; ამის სანაცვლოდ უნდა
გვწამდეს, რადგან მხოლოდ განწმენდილი გულით არის შესაძლებელი მისი დანახვა.
თუ ამ ცხოვრებაში ვინმე მას ნაწილობრივ თვალს მოკრავს, როგორც ეს წმინდა
წერილში წერია (1 კორ. 13:12), დამძიმებული გულით ვერ დაინახავს. (მათე 5:8)
„კურთხეულ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ იხილონ ღმერთი“. ეს არის ჩვენი
რწმენა ღმერთის, ჩვენი შემქმნელისა და განმაახლებლის თაობაზე.
21. რადგან მცნებების მიხედვით მარტო ღმერთი კი არ უნდა გვიყვარდეს,
არამედ მოყვასიც (ლუკა 10:27), ამიტომ, თუ ჩვენი რწმენის ფესვები თემსა და
საზოგადოებაში არ იქნება გადგმული, სრულ სიმწიფეს ვერ მიაღწევს.
ამდენად, ჩვენ გვწამს ეკლესიის, რომელიც წმინდაა და
კათოლიკე/საყოველთაო. ერეტიკოსები და სქიზმატიკოსებიც თავიანთ შეკრებებს
ეკლესიებს უწოდებენ, მაგრამ ერეტიკოსების მცდარი სწავლება ღმერთის შესახებ
ზიანს აყენებს რწმენას, ხოლო სქიზმატიკოსები თავიანთი ბოროტი განხეთქილებით
უარს ამბობენ ძმურ გულმოწყალებაზე. ამიტომაა, რომ ერეტიკოსი არ მიუკუთვნება
ეკლესიას, თუმცა ღმერთი უყვარს, და არც სქიზმატიკოსი მიეკუთვნება თუმც უყვარს
მოყვასი. მოყვასის შენდობა ადვილია, რადგან ლოცვა აღევლინება მის მიმართ, ვინც
საკუთარ თავთან შეგვარიგა, ჩვენი წარსული შეცდომები შეგვინდო და გამუდმებით
ახალი ცხოვრებისკენ მოგვიწოდებს. ვიდრე არ მივაღწევთ სრულყოფას,
შეუძლებელია უცოდველნი ვიყოთ. თუმცა, მნიშვნელობა ენიჭება რა სახის ცოდვებს
ჩავდივართ.
22. ახლა არა არის იმის განსჯის დრო, თუ რა სახის ცოდვები არსებობს, მაგრამ
მტკიცედ უნდა გვჯეროდეს, რომ თუკი სხვებს ცოდვებს არ შევუნდობთ, არც ჩვენს
მიერ ჩადენილი ცოდვები მოგვეტევება. ამდენად, გვჯერა ცოდვების მიტევების.

You might also like