Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ნიკეის (დღევანდელი იზნიკი) პირველი მსოფლიო კრება/სინოდი, (20

მაისიდან 25 ივლისამდე) 325 წელს, მოიწვია იმპერატორმა კონსტანტინემ


რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ რომის პროვინციები
დაიპყრო. კრების უპირველესი მიზანი იყო არიოზის სწავლების განქიქება.
კრების აქტებს არ მოუღწევია ჩვენამდე, ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ
მრწამსი, სინოდის წერილი და სინოდის მიერ მიღებული ოცი კანონი.

ნიკეის კრებას წინ უსწრებდა ანტიოქიის ადგილობრივი სინოდი, რომელმაც


დაგმო არიოზის სწავლება და მისი მიმდევრები (მათ შორის ევსევი
კესარიელი). იმპერატორ კონსტანინეს მთავარი საზრუნავი იყო ერთობის
შენარჩუნება და არა რომელიმე თეოლოგიური მიმდინარეობის მხარდაჭერა.
იმპერატორი ხსნის ნიკეის კრებას, შემდეგ კრებას მიუძღვება, ერთი ცნობის
მიხედვით, ოსიე კორდოველი (ანტიოქიის კრების თავმჯდომარე), მეორე
ცნობის მიხედვით, ევსტატე ანტიოქელი.

კრების მონაწილეებს არიოზის მრწამსი წარუდგინა ევსტატე ნიკოდიმელმა,


რომელიც კრებამ მყისვე უარყო. მაშინ ევსევი კესარიელმა, თავის
მართლების მიზნით, კრებას წარუდგინა ნათლობის მრწამსის ტექსტი,
რომელსაც მისი თანამემულე პალესტინელი ქრისტიანები იყენებდნენ. ამ
ტექსტს დამატებული სიტყვა თანაარსი/homoousios მიღებულ იქნა როგორც
მართლმადიდებლური ფორმულირება. მას დაემატა არიოზის დამგმობი
ოთხი ანათემა, რომელიც ყველა ეპისკოპოსმა გაიზიარა ორის გარდა. ეს
ორი, შესაბამისად, დასაჯეს და ეპისკოპოსობა შეუწყვიტეს.

მართლმადიდებლობის ლიდერად კრებაზე მიჩნეულია ალექსანდრიის


ეპისკოპოს ალექსანდრეს დიაკვანი ათანასე.

კრებამ დაგმო მელიტელების სქიზმა ეგვიპტეში და სააღდგომო უთანხმოება.

ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ნიკეის კრებას მეორე ეტაპი მოჰყვა 327
წელს, სადაც შეაჯამეს 325 წლის კრების შედეგები.

ცნობილია, რომ კრებას 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა, თუმცა ეს რიცხვი


შესაძლოა წარმოადგენდეს დაბადების 14:14-ში მოხსენიებული აბრაამის
მსახურების რიცხვს. სინამდვილეში, მათი რაოდენობა 200-250 შორის უნდა
ყოფილიყო. დასავლეთიდან ესწრებოდნენ რომის პაპის წარმომადგენელი
და რამდენიმე სხვა ქალაქის ეპისკოპოსი.

კანონების მიხედვით ვიგებთ, რომ მეექვსე კანონი უპირატესობას ანიჭებდა


სამიტროპოლიტო ეპარქიებს; მე-10-ედან მე-14-ის ჩათვლით
სასჯელაღმასრულებელი კანონებია, რადგან მანამდე მიღებული
რეგულაციები ქრისტიანების დევნის პერიოდს შეესაბამებოდა. მე-13-ე
კანონის მიხედვით სიკვდილის წინ ყველას ჰქონდა ზიარების უფლება. მე-20-
ე კანონის მიხედვით სააღდგომო პერიოდში ლოცვა ფეხზე დგომით
წარმოითქმებოდა. მალე ეს კანონები ერთხმად მიიღეს როგორც
დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში.

325 წლის ნიკეის კრებიდან მომდინარე რწმენის სიმბოლო ეფუძნება


პალესტინაში ნათლობის რიტუალში გამოყენებულ ფორმულას. ამ
უკანასკნელს ქრისტოლოგიურ მუხლში ემატება ‘თანაარსი’/ homoousios;
ასევე დამატებულია ‘და სულიწმინდა’. ბოლოში ერთვის არიოზის
სწავლებისთვის განკუთვნილი ოთხი ანათემა.

თუმცა, დღეს ნიკეის მრწამსის სახელით დასავლურ და აღმოსავლურ


ტრადიციაში გამოიყენება კოსტანტინოპოლის 381 წლის კრებაზე მიღებული
ტექსტი - ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსი. აქ განვრცობილია
ქრისტოლოგიური მუხლი, სულიწმინდის სტატუსი და მოქმედება, ეკლესიის,
ნათლობის, მკვდრეთით აღდგომისა და სამუდამო ცხოვრების რწმენა. არ
ახლავს ანათემები. ქალკედონის კრებამ, 451 წ., ის აღიარა, როგორც
კონსტანტინოპოლის კრების მთავარი შედეგი. თავდაპირველი მრწამსი
ათანასე ალექსანდრიელისა და გრიგოლ ნაზიანზელის გადმოსახედიდან
ნაკლული იყო პნევმატოლოგიის კუთხით.

დასავლეთსა და აღმოსავლეთში მრწამსის გამოყენება ლიტურგიაში უნდა


დაწყებულიყო ანტიოქიის პატრიარქ პეტრეს დროს (476-488), ხოლო რომში
მხოლოდ 1014 წელს.

შუასაუკუნეებში დასავლეთში მრწამსს დაემატა Filioque…პირველად ის ჩანს


ტოლედოს ადგილობრივ კრებაზე (589). მერვე საუკუნის ბოლოს ის
გამოყენებულია Paulinus of Aquileia-ს დასაცავად. ფრანკების იმპერიაში
ის მკვიდრდება მესაზე გალობით შესრულებული ტექსტის სახით. 807 წელს
ფრანკებმა ის დაამკვიდრეს თავიანთ მონასტერში ზეთისხილის მთაზე
იერუსალიმში, რამაც გამოიწვია საბას ლავრის ბერების პროტესტი.
კონფლიქტის გადასაჭრელად მიმართეს პაპ ლეონ მესამეს. ის ეცადა
კონფლიქტის გადაჭრას ძველი ფორმულის აღდგენის გზით; პეტრეს
საფლავზე დააკრა ვერცხლის ორი ფილა, რომელზეც მრწამსის
თავდაპირველი ვარიანტი ამოიკვეთა. მიუხედავად ამისა, Filioque-ს ხსენება
გრძელდებოდა გალობაში, ხოლო მეორე ათასწლეულის დასაწყისში რომმა
ის საბოლოოდ დაამკვიდრა, რასაც, ფიქრობენ, დასაბამი მისცა საქსონიის
იმპერატორმა ჰაინრიხ მეორემ. მან ისურვა, რომ მის მეფედ კურთხევაზე
1014 წელს, მრწამსის გალობა შესრულებულიყო ფრანკული ტრადიციით.

აღმოსავლეთში ფოტიუსის (გარდ. 893) დროიდან ებრძვიან Filioque-ს.


ლიონის(1274) და ფლორენციის(1439) კრებებმა სცადეს ამის გამოსწორება.
რამდენჯერმე წარიმართა ეკლესიებს შორის დისკუსია ამის თაობაზე.
მრავალმხრივ თეოლოგიურ ფორუმზე აღიარეს, რომ უმისოდაც არაფერი
დაუშავდებოდათ დასავლეთის ეკლესიებს, მაგრამ მისი გამოყენება მაინც
გრძელდება როგორც გალობაში, ასევე გალობის გარეშეც.

You might also like