მეორე და მესამე კრებები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

კონსტანტინოპოლის პირველი კრება/ მეორე მსოფლიო კრება 381 წელს მოიწვია

თეოდოსი პირველმა, არიოზის გრძელვადიანი პოლემიკის დასასრულის ჟამს,


აღმოსავლეთის ეკლესიების გასაერთიანებლად. ესწრებოდა 150
მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და 36 პნევმატომახი , რომლებიც შემდეგ
1

გამოეთიშნენ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთიდან ეპისკოპოსები არ


ესწრებოდნენ, გარდა პაპის წარმომადგენლისა თესალონიკში, კრებამ
ეკუმენური/მსოფლიო მნიშვნელობა შეიძინა როგორც აღმოსავლეთში, ასევე
დასავლეთში. კრებამ დაამტკიცა ნიკეის ქრისტოლოგიური სწავლება, დაგმო
ევნომიზმი და აპოლინარიანიზმი.2

ნიკეის რწმენის სიმბოლოს შევსება-დამტკიცებაც ამ კრებაზე მოხდა.


აღიარეს ღვთაების სამი პირის თანასწორი ღირსება. აქ ჩამოყალიბდა სულიწმიდის
სწავლება თავისი სისავსით.

კრებამ კონსტანტინოპოლის ტახტს/ეკლესიას მიანიჭა ღირსებითი/პატივის


უპირატესობა ყველა სხვა ეკლესიასთან შედარებით: ta presbeia tes times.

იმპრეტორმა თეოდოსი მეორემ (გარდ. 450) მოიწვია ეფესოში კრება 431 წელს,
მესამე მსოფლიო კრება, რომელიც მიზნად ისახავდა კირილე იერუსალიმელის
მიერ ნესტორიანიზმის წინააღმდეგ წარმართული დაპირისპირების მშვიდობიან
დასრულებას. კირილემ კრების დასაწყისშივე ამხილა კონსტანტინოპოლის
მთავრეპისკოპოსი ნესტორი, რომელიც უარყოფდა ‘ღვთისმშობლის’ სახელდებას,
რითაც ამცრობდა ქრისტეს ორბუნებოვნებას ჰიპოსტატურ ერთობაში და
ამტკიცებდა მასში ორი პიროვნების არსებობას.

მიჩნეულია, რომ ეფესომ დაამტკიცა ‘ღვთისმშობლის’/theotokos სახელი, თუმცა


ამის დამადასტურებელი აქტი არ არსებობს.

1
სულიწმიდის წინააღმდეგ მებრძოლი სექტა. Pneuma -ბერძნულად
სული/სულიწმიდა.
2
პირველი ამტკიცებდა არსობრივ განსხვავებას მამასა და ძეს შორის. ნაშობობის
გამო ძეს მიიჩნევდა მამის ‘პროდუქტად’. აპოლინარიანიზმი უარყოფდა
ქრისტეში ადამიანურ გონს და სულს ანუ სრულფასოვან ადამიანურ ბუნებას.

You might also like