Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

გრიგოლ ღვთისმეტყველი

ქადაგება 29, მესამე თეოლოგიური ქადაგება


ძე


2 ღვთის შესახებ სამგვარი აზრი არსებობს: ათეიზმი, პოლითეიზმი და
მონოთეიზმი/მონარქია. პირველი ორით ძველი ბერძები ირთობდნენ თავს.
ათეიზმს, მმარვთელი პრინციპის არარსებობის გამო, მოჰყვება უწესრიგობა.
პოლითეიზმს უწესრიგობა მოჰყვება მრავალი ასეთი პრინციპის გამო.
….მონოთეიზმს ვაფასებთ თავისი ერთადერთი მმართველი პრინციპის გამო,
არა როგორც ერთი პიროვნების უზენაეს ძალაუფლებას, არამედ ბუნების,
ნების ჰარმონიულობის, ქცევის რაობის საერთო წესს; ამ ერთისთვის
შესაძლებელია თავის თავში სიმრავლედ ქცევა, რაც შეუძლებელია შექმნილი
ბუნებისთვის. შედეგად, მართალია, გვაქვს რიცხობრივი განსხვავება, მაგრამ
არ არსებობს არსობრივი განსხვავება. და ამიტომაც, ერთი მუდამ იძვრის
ორისკენ და ჩერდება სამთან, რაც ნიშნავს, მამას, ძეს და სულიწმიდას.
უშფოთველი, დროის მიღმიერი, უსხეულო გზით მამა ნაშიერის მშობელია და
გამოსხივების მიზეზი, ან რაც შეიძლება ეწოდოს იმას, როდესაც მოვლენა
სრულიად მოშორებულია ხილულ საგნებს. ჩვენ არ ვისაუბრებთ იმ ენით,
როგორც არაქრისტიანი ფილოსოფოსი ამბობს - ‘სიკეთის გადმოდინება’-ო…
ჩვენ არასდროს შემოვიტანთ უნებლიე გენერაციის ცნებას, რაც სრულიად
შეუსაბამოა ღვთაებრიობის იდეისა. ამიტომაც შემოვიფარგლებით
ქრისტიანული ტერმინებით და ვსაუბრობთ უშობელობაზე, შობილობაზე და
იმაზე, რაც მამისაგან გამოვალს.

3 როდის მოხდა ამ ორის წარმოშობა?


ისინი სცილდებიან ცნებას ‘როდის’, მაგრამ მაინც ნაივურად ვუპასუხებ, -
როდესაც მამამ წარმოშვა. და ეს როდის იყო?
არასდროს ყოფილა, რომ მამა არ არსებობდეს. იგივე ითქმის ძეზე და
სულიწმიდაზე. …

4 როგორ შეიძლება, რომ შობის პროცესს არ მოჰყვეს ცვლილება? რადგან


არ მონაწილეობს სხეული. …რაც შექნილია, ის ღმერთი არ არის. …


6 კითხვას სვამენ, მამამ ძე შვა ნებით თუ უნებლიედო? თუ იტყვიან
უნებლიედო, მაშ ეს ვიღაცის ძალისხმევით მომხდარა. ვის ჰქონდა ეს ძალა?
როგორ შეიძლება, რომ ღმერთი ვინმეს ძალაუფლების ქვეშ იყოს? მაგრამ
თუ ეს ნებით მოხდა, ძე ნების შედეგია; როგორ მოხდა მისი მამისგან
შობა? ...ნებელობა არ წარმოადგენს პასიურ გამოცდილებას...
ღმერთი საკუთარი ნებითაა დაშორებული მისი შესაქმისგან. ჩვენ უნდა
გავარჩიოთ სურვილისი ქონა და ნება, შობა როგორც მიმღეობა და შობა
როგორც არსებითი სახელი, ლაპარაკი და წარმოთქმული სიტყვა. მიმღეობა
ეხება მოძრაობის ობიექტს, არსებითი სახელი თავად მოძრაობას. ის, რაც
სურვილის ობიექტია, არ მიეკუთვნება ნებას. ...მამის ნება შობის თაობაზე
შესაძლოა იყოს მხოლოდ ნება, რომ შვას ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ...

8. შობა ტრივიალური ამბავი იქნებოდა, ჩვენი წარმოშობის მიხედვით რომ


გვესმოდეს. ... დიდი გზის გავლა მოგიწევთ ჩასახვიდან შექმნამდე და
შობამდე პრინციპების აღმოსაჩენად, სამშვინველის სხეულთან, გონის
სულთან და ლოგოსთან დასაკავშირებლად. ...თქვენ არ შეგიძლიათ ახსნა
მოუნახოთ, რას წარმოადგენს იგი. შეეშვით ჩვევას, უსხეულო ბუნების მიმართ
ისე მოქცევას, თითქოს სხეული იყოს და მაშინ, შესაძლოა, ღმერთის შობის
შესახებ შესაფერისი ცნება მოიპოვოთ. ... ღვთის შობას ჩვენი მოკრძალებული
დუმილი შეეფერება. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ის იშვა. ხოლო ის,
თუ როგორ იშვა არათუ ჩვენ, ანგელოზებმაც არ უწყიან. როგორ მიგითითოთ
იმ გზაზე? ის გზა მხოლოდ მშობელი მამისა და შობილი ძისთვისაა ცნობილი.
ამის იქით ყველაფერი ღრუბლითაა დაფარული და ჩვენი მოუქნელი
გონებისთვის მიუწვდომელია.

...
10. მშობელი და შობილი ერთი და იგივე არ არის, ამდენად მამა და ძე ვერ
გაიგივდებიან-ო. ... ეს რომ შექმნილსა და შეუქმნელს ეხებოდეს, სწორი
იქნებოდა, რასაც დასაბამი არ აქვს და რაც შექმნილია, ბუნებით ერთი ვერ
იქნება. მაგრამ თუ ვსაუბრობთ მშობელსა და შობილზე როგორც მამა
ღმერთსა და ღვთის სიტყვაზე, ეს უადგილოა, ის ორი ერთი და იგივეა; ძის
ბუნება მამის ბუნების იდენტურია. რაც შეეხება უშობელობას და შობილობას,
ერთი და იგივე არ არის. ... მაგრამ ეს არაა ორი სხვადასხვა არსი...

11. ... თუ მამის დაუსაბამობა უმაღლესი ცნებაა, მისგან წარმოშობა ასეთია


ძისთვის. ძე იზიარებს დაუსაბამოს დიდებას, რადგან მისგანაა წარმოშობილი.
მისი შობილობა ისეთივე მნიშვნელოვანი და ღირსებით აღსავსე ფაქტია
მათთვის, ვისი გონებაც არ არის სულ მთლად დამიწებული და
მატერიალისტური.
...
13. ...ღმერთი წარმოადგენს ერთ არსს, ბუნებას მიუხედავად სახელთა
სხვადასხვაობისა. ის, რაც ღმერთად იწოდება, სრული და ზუსტი
მნიშვნელობით ღმერთია; რასაც ის წარმოადგენს თავისი ბუნებით, მისი
ჭეშმარიტი სახელია იმის გათვალისწინებით, რომ ჭეშმარიტება
რეალურობაშია და არა სახელებში.

16. ...[სიტყვა] მამა არც ბუნებას გამოხატავს, არც ქმედებას, არამედ


ურთიერთობას/schesis, არსის წესს, რომელიც მამასა და ძეს შორის კავშირს
აწესრიგებს. ...
...
18. ...[ძე] ამაღლდა იმისთვის, რომ ჩვენ, მიწიერი ხორციელების
მსურველებმა, ვისწავლოთ, როგორ გავკეთილშობილდეთ ღვთაებასთან
მისაახლებლად, არ დავბრკოლდეთ ხილული საგნებით, არამედ ავმაღლდეთ
სულიერ რეალობებამდე, და ვიცოდეთ, რა განეკუთვნება ღვთაებრივ ბუნებას
და რას წარმოადგენს ღვთის განზრახვა ჩვენი გამოხსნის თაობაზე.

19. ვისაც თქვენ ახლა ამცირებთ, ერთ დროს ტრანსცენდენტური, თქვენზე


ამაღლებული იყო. ის, ვინც ახლა ადამიანია, შეურეველი იყო. ის დარჩა რაც
იყო, ხოლო რაც არ იყო, ის გახდა. ...გონის მეშვეობით მან მიიღო ხორცი,
გახდა ღმერთი მიწაზე, ადამიანი: ღმერთისა და ადამიანის ნარევი. ეს ორი
გახდა ერთი მთელი, უმთავრესად ჩვენი გაღმერთებისთვის იმდენად,
რამდენადაც ის გაადამიანდა.
...
20. მოინათლა როგორც კაცი, თუმცა როგორც ღმერთი ცოდვებს
შეგვინდობს... როგორც კაცი გამოიცადა [ეშმაკისგან], თუმცა გაიმარჯვა
როგორც ღმერთმა...სწყუროდა, თუმცა თქვა: ‘ვისაც წყურია, ჩემთან
მოვიდესო’....

21. ...თუ აზრის ფარად აფარებით რწმენას მივატოვებთ, თუ ფილოსოფიურ


ძიებას წარვმართავთ იმისათვის, რომ სულიწმიდის დამაჯერებლობა
გავაბათილოთ, მაშინ აზრი გზას დაუთმობს რეალურობის
თვალუწვდენლობას. იგულისხმება, რომ აზრი ადამიანური გაგების სუსტ
ორგანოს დაემორჩილება. ... ჩვენი ხსნა კი სამებაზე გადის, უფრო
სრულყოფილ გამოცხადებამდე იმისა, რისკენაც ვისწრაფვით თავად
ქრისტეში, ჩვენ უფალში, დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

Appendix
გრიგოლი კლედონიუსისადმი წერილში ამბობს:
Το γαρ απρόσληπτον και αθεράπευτον.”/ის, რასაც საკუთარ თავზე არ
აიღებ/არ შეითვისებ, არ იკურნება/განიკურნება.

You might also like