Professional Documents
Culture Documents
გრიგოლ ღვთისმეტყველი_მესამე თეოლოგიური ქადაგება
გრიგოლ ღვთისმეტყველი_მესამე თეოლოგიური ქადაგება
გრიგოლ ღვთისმეტყველი_მესამე თეოლოგიური ქადაგება
…
2 ღვთის შესახებ სამგვარი აზრი არსებობს: ათეიზმი, პოლითეიზმი და
მონოთეიზმი/მონარქია. პირველი ორით ძველი ბერძები ირთობდნენ თავს.
ათეიზმს, მმარვთელი პრინციპის არარსებობის გამო, მოჰყვება უწესრიგობა.
პოლითეიზმს უწესრიგობა მოჰყვება მრავალი ასეთი პრინციპის გამო.
….მონოთეიზმს ვაფასებთ თავისი ერთადერთი მმართველი პრინციპის გამო,
არა როგორც ერთი პიროვნების უზენაეს ძალაუფლებას, არამედ ბუნების,
ნების ჰარმონიულობის, ქცევის რაობის საერთო წესს; ამ ერთისთვის
შესაძლებელია თავის თავში სიმრავლედ ქცევა, რაც შეუძლებელია შექმნილი
ბუნებისთვის. შედეგად, მართალია, გვაქვს რიცხობრივი განსხვავება, მაგრამ
არ არსებობს არსობრივი განსხვავება. და ამიტომაც, ერთი მუდამ იძვრის
ორისკენ და ჩერდება სამთან, რაც ნიშნავს, მამას, ძეს და სულიწმიდას.
უშფოთველი, დროის მიღმიერი, უსხეულო გზით მამა ნაშიერის მშობელია და
გამოსხივების მიზეზი, ან რაც შეიძლება ეწოდოს იმას, როდესაც მოვლენა
სრულიად მოშორებულია ხილულ საგნებს. ჩვენ არ ვისაუბრებთ იმ ენით,
როგორც არაქრისტიანი ფილოსოფოსი ამბობს - ‘სიკეთის გადმოდინება’-ო…
ჩვენ არასდროს შემოვიტანთ უნებლიე გენერაციის ცნებას, რაც სრულიად
შეუსაბამოა ღვთაებრიობის იდეისა. ამიტომაც შემოვიფარგლებით
ქრისტიანული ტერმინებით და ვსაუბრობთ უშობელობაზე, შობილობაზე და
იმაზე, რაც მამისაგან გამოვალს.
…
6 კითხვას სვამენ, მამამ ძე შვა ნებით თუ უნებლიედო? თუ იტყვიან
უნებლიედო, მაშ ეს ვიღაცის ძალისხმევით მომხდარა. ვის ჰქონდა ეს ძალა?
როგორ შეიძლება, რომ ღმერთი ვინმეს ძალაუფლების ქვეშ იყოს? მაგრამ
თუ ეს ნებით მოხდა, ძე ნების შედეგია; როგორ მოხდა მისი მამისგან
შობა? ...ნებელობა არ წარმოადგენს პასიურ გამოცდილებას...
ღმერთი საკუთარი ნებითაა დაშორებული მისი შესაქმისგან. ჩვენ უნდა
გავარჩიოთ სურვილისი ქონა და ნება, შობა როგორც მიმღეობა და შობა
როგორც არსებითი სახელი, ლაპარაკი და წარმოთქმული სიტყვა. მიმღეობა
ეხება მოძრაობის ობიექტს, არსებითი სახელი თავად მოძრაობას. ის, რაც
სურვილის ობიექტია, არ მიეკუთვნება ნებას. ...მამის ნება შობის თაობაზე
შესაძლოა იყოს მხოლოდ ნება, რომ შვას ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ...
...
10. მშობელი და შობილი ერთი და იგივე არ არის, ამდენად მამა და ძე ვერ
გაიგივდებიან-ო. ... ეს რომ შექმნილსა და შეუქმნელს ეხებოდეს, სწორი
იქნებოდა, რასაც დასაბამი არ აქვს და რაც შექმნილია, ბუნებით ერთი ვერ
იქნება. მაგრამ თუ ვსაუბრობთ მშობელსა და შობილზე როგორც მამა
ღმერთსა და ღვთის სიტყვაზე, ეს უადგილოა, ის ორი ერთი და იგივეა; ძის
ბუნება მამის ბუნების იდენტურია. რაც შეეხება უშობელობას და შობილობას,
ერთი და იგივე არ არის. ... მაგრამ ეს არაა ორი სხვადასხვა არსი...
Appendix
გრიგოლი კლედონიუსისადმი წერილში ამბობს:
Το γαρ απρόσληπτον και αθεράπευτον.”/ის, რასაც საკუთარ თავზე არ
აიღებ/არ შეითვისებ, არ იკურნება/განიკურნება.