Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

2 ივლისი 2024 | 14:29 Aa Aa

Subaru-ს 12-ცილინდრიანი ძრავა

იაპონური ავტოკულტურა ტრადიციულია და დანარჩენ მსოფლიოს არ ჰგავს. მათ თავისი ხედვა აქვთ და არჩეული კურსიდან
გადახვევა არ სჩვევიათ. მიუხედავად მოკრძალებული და ეკონომიური ავტომობილების სიხშირისა, იაპონურ ავტომწარმოებლებს
ამბიცია ყოველთვის დიდი ჰქონდათ. Lexus LFA-ც ხომ ერთერთი ამ ამბიციის შედეგია?!


ფორმულა 1-ის მსგავსი ყოველდღიური ავტომობილის შექმნა დღესაც აქტუალურია, ჯერჯერობით ყველაზე მიახლოებული მოდელი
Mercedes Benz-ის ულტრათანამედროვე AMG One-ია. თუმცა ყოველდღიური „ფორმულა 1-ის“ იდეა გაცილებით ადრე იღებს სათავეს.
90-ანი წლები შესაფერისი პერიოდი იყო, რადგან ყველანაირი „სიგიჟე“ ამ ეპოქაში შეიქმნა. იაპონელების ამბიცია ამ დროსაც
აქტუალური იყო და გადაწყვიტეს მსოფლიოსთვის სამოქალაქო „ფორმულა 1 წარედგინათ.


Jiotto Caspita-ს დიზაინი 200 დიზაინერის ნამუშევრიდან შეარჩიეს. დაბალმა და განიერმა ძარამ აეროდინამიკულ გვირაბში საკმაოდ
კარგი შედეგები აჩვენა. უბრალოდ კარგი ძრავის შერჩევა იყო დარჩენილი და პროექტი წარმატებული გამოვიდოდა. აღნიშნულ
პერიოდში „სუბარუ“ Formula 1-ს პროგრამას აწარმოებდა. კომპანიას 12-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა ჰქონდა მზად, რომელიც
F1-ის სატესტო გარბენებზე უბრალოდ „ჩაფლავდა“. Jiotto-ს ხელმძღვანელებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ მოცემული ძრავა
მათთვის იდეალური იქნებოდა. პირველი პროტოტიპი „სუბარუს“ 12-ცილინდრიანი ძრავით აღიჭურვა, რომლის მოცულობა 3.5
ლიტრი იყო და 450 ცხენისძალას გამოიმუშავებდა. აღნიშნულმა აგრეგატმა იმედები ამჯერადაც ვერ გაამართლა. მეორე
პროტოტიპში უკვე Judd V10 მოათავსეს, რომელიც 585 ცხენისძალასა და 11 000 ბრუნს გამოიმუშავებდა.

Caspita ფინანსური კრიზისის დროს დაიბადა, მაშინ, როცა „სუპერქარებს“ ძალიან რთული პერიოდი ჰქონდათ. Jiotto-ს
ხელმძღვანელებს ორი პროტოტიპის შექმნა იმდენად ძვირი დაუჯდათ, რომ ამ პროექტის გაგრძელება წარმოუდგენელი გახდა. ამ
მოცემულობების ერთობლიობა გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იცის უმეტესობამ ამ მოდელისა და 12-ცილინდრიანი „სუბარუს“
Boxer-ის შესახებ.

თენგო გოგილაშვილი
ავტორი

სიახლეები Subaru, 12-ცილინდრიანი, Boxer, Lexus LFA, პროტოტიპი,V10, JDM

გაზიარება:

შემდეგი სიახლე

სიგიჟე: ეს V8-ძრავიანი ბურღია


ცხელი სიახლეები

ვიღაცამ ულამაზესი Lexus LC 500-ის დიზაინში ხელები აფათურა მინების დამუქება 60%-მდე გაიზარდა

მეტი

 FACEBOOK

© 2022 CRYSTALAUTO, All rights reserved.


CRYSTALAUTO.GE-ზე განთავსებული ინფორმაციის და ფოტომასალის გამოყენება რედაქციასთან შეუთანხმებლად, აკრძალულია.

You might also like