54012დავალება 3

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

მოგესალმებით ძვირფასო სტუდენტებო,

სილაბუსის მიხედვით მეორე თემის - „ფინანსური აღრიცხვის კომპონენტები და


ელემენტები“ ორი კვირის ვადაში შესწავლა გულისხმობს საშინაო დავალებების
შესრულებას ორ ნაწილად.

მე-3 დავალების (ისევე, როგორც სილაბუსით გათვალისწინებული შემდგომი ექვსი


დავალების) ერთი ქულის ფარგლებში შესაფასებლად გთავაზობთ „შესავალი ფინანსური
აღრიცხვის“ სახელმძღვანელოში (გვ.90-92-ზე) და სავარჯიშოების კრებულში
განთავსებულ ტესტებს, კითხვებს და საკვანძო ამოცანას.

გთხოვთ პასუხგაცემული ნაშრომი მ/წლის 1 აპრილამდე) გამომიგზავნოთ


ელექტრონულ მისამართზე: lia.kozmanashvili@tsu.ge

შენიშვნა: ნაშრომის გამსწორებელი უფლებას იტოვებს შეფასების დასაზუსტებლად


საჭიროებისდამიხედვით გამოკითხოს შემსრულებელი.

დამატებითი კითხვებისთვის მომმართეთ ტელეფონზე: 599 56 45 16.

სტუდენტი: .................... .......... ჯგუფი N . . . . . . .

ტესტები

(შენიშვნა: პასუხებში დააფიქსირეთ თქვენს მიერ სწორად მიჩნეული ა, ბ, გ ან დ)

1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგების


შემადგენელ ნაწილს?

ა) მოგება-ზარალის ანგარიშგება

ბ) ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება

გ) ფულადი ნაკადების ანგარიშგება

დ) მოგების განაწილების ანგარიშგება

პასუხი:

2. დაინტერესებული მხარეების საქმიანობაში არ ღებულობენ მონაწილეობას

ა) მფლობელები

ბ) თანამშრომლები

გ) ლიდერები

დ) კონკურენტები

პასუხი:
3. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მოგება-ზარალის ანგარიშგების ელემენტები?

ა) შემოსავალი, ხარჯი, არასაოპერაციო მოგება და არასაოპერაციო ზარალი

ბ) აქტივები, ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი

გ) შემოსავალი, ხარჯი, მფლობელის ინვესტიცია, დივიდენდები

დ) აქტივები, ვალდებულებები და დივიდენდები

პასუხი:

4. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ელემენტებია ასახული ბალანსში?

ა) აქტივები, ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი

ბ) შემოსავალი, ხარჯი, მოგება და ზარალი

გ) აქტივები, ვალდებულებები და მფლობელის ინვესტიცია

დ) შემოსავალი, ხარჯი, ზარალი და მფლობელებზე განაწილება

პასუხი:

5. საწარმო ყიდის საქონელს კრედიტით (შემდგომი გადახდის პირობით) 350 ფე


(ფულადი ერთეული). სად აისახება ტრანზაქცია, თუ საწარმო იყენებს დარიცხვის
მეთოდს?

ა) 350 ფე აისახება ხარჯების ანგარიშზე

ბ) 350 ფე მოგება-ზარალის ანგარიშგებაში აისახება, როგორც შემოსავალი

გ) 350 ფე ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში აისახება, როგორც ფულადი სახსრების


შემოდინება.

დ) გარიგების შესახებ ინფორმაცია არ აისახება, რადგან ფული არ არის მიღებული

პასუხი:

6. ჩამოთვლილთაგან რომელი მტკიცებულებაა სწორი?

ა) მატერიალურ აქტივს არ გააჩნია ფიზიკური ფორმა

ბ) მატერიალური აქტივები (მაგალითად, ძირითადი საშუალებები) მოიხმარება ერთ


საანგარიშგებო ან უფრო ნაკლები პერიოდის განმავლობაში

გ) მატერიალურ აქტივებს გააჩნია ფიზიკური ფორმა

დ) მატერიალური აქტივის ხარჯვა არ ხდება წლის განმავლობაში

პასუხი:
7. ლიკვიდურობა ნიშნავს

ა) აქტივების ბრუნვადობას

ბ) ფულად გადაქცევის უნარს

გ) ვალდებულებების დაფარვის ვადებს

დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი

პასუხი:

8. სააღრიცხვო ტოლობა გამოისახება, როგორც:

ა) აქტივებს + ვალდებულებები= საკუთარი კაპიტალი

ბ) აქტივები - მიმდინარე აქტივები = ვალდებულებები

გ) აქტივები = ვალდებულებები + მფლობელის ინვესტიცია

დ) აქტივები= ვალდებულებები+საკუთარი კაპიტალი

პასუხი:

9. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ამცირებს მფლობელის კაპიტალს?

ა) მფლობელის ინვესტიცია

ბ)) ზარალი

გ) მოგება

დ) მოკლევადიანი სესხი

პასუხი:

10. აქტივების აქტივებზე გაცვლა რა გავლენას ახდენს კაპიტალზე?

ა) ზრდის კაპიტალს

ბ) არ ახდენს გავლენას

გ) ამცირებს კაპიტალს

დ) აქტივებსა და კაპიტალს შორის არ არსებობს არანაირი კავშირი

პასუხი:

11. ყველა ჩამოთვლილი ზრდის მფლობელის კაპიტალს გარდა?

ა) მოგების
ბ) მფლობელის ინვესტიციის

გ) შემოსავლების

დ) ვალდებულებების ზრდით აქტივების შესყიდვისა

პასუხი:

12. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგების


ელემენტს?

ა) მარაგის სარეალიზაციო ფასი

ბ) აქტივები

გ) ვალდებულებები

დ) კაპიტალი

პასუხი:

13. ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგების


მომზადების თანმიმდევრობას?

ა) ბალანსი, ფულადი ნაკადების ანგარიშგება, მოგება-ზარალის ანგარიშგება,


საკუთარი კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება

ბ) ბალანსი, საკუთარი კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება, მოგება-ზარალის


ანგარიშგება, ფულადი ნაკადების ანგარიშგება

გ) ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიშგება, საკუთარი კაპიტალის ცვლილების

ანგარიშგება, ფულადი ნაკადების ანგარიშგება

პასუხი:

14. ჩამოთვლილთაგან რომელ სამ ძირითად ინფორმაციას მოიცავს ფინანსური


ანგარიშგება?

ა) საწარმოს დასახელება, ანგარიშგების დასახელება, ანგარიშგების პერიოდი

ბ) საწარმოს დასახელება, ანგარიშგების სათაური, ანგარიშგებაზე


პასუხისმგებელი პირი

გ) ანგარიშგების სათაური, ანგარიშგების პერიოდი და ანგარიშგებაზე


პასუხისმგებელი პირი

დ) აუდიტორის დასახელება, ანგარიშგების სათაური, ფინანსური წლის


მითითება
პასუხი:

15. ფინანსური ანგარიშგების რომელი კომპონენტი აჩვენებს საწარმოს ფინანსურ


შედეგს საკასო მეთოდით მუშაობის შემთხვევაში?

ა) ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება

ბ) საკუთარი კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება

გ) ფულადი ნაკადების ანგარიშგება

დ) მოგება-ზარალის ანგარიშგება

პასუხი:

16. ფინანსური ანგარიშგების რომელი კომპონენტი ასახავს საწარმოს ფინანსურ


მდგომარეობას?

ა) ანგარიშგება ფინანსური მდგომარეობის შესახებ

ბ) საკუთარი კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება

გ) ფულადი ნაკადების ანგარიშგება

დ) მოგება-ზარალის ანგარიშგება

პასუხი:

17. საკუთარი კაპიტალი არის საწარმოს ------------------------ მაჩვენებელი.

ა) აქტივების გამოყენება

ბ) ვალდებულებების დაფარვის

გ) ლიკვიდურობის

დ) ძირითადი აქტივების ეფექტიანობის

პასუხი:

18. აქტივი არის:

ა) ნებისმიერი რესურსი

ბ) რომელსაც ბიზნესი აკონტროლებს წარსულში მომხდარი მოვლენის შედეგად

და მომავალში მისი გამოყენებით მოელის ეკონომიკური სარგებლის მიღებას

გ) ეკონომიკური რესურსი, რომელსაც აქვს ეკონომიკური სარგებლის შექმნის

პოტენციალი
დ) მხოლოდ მატერიალური რესურსი, რომელსაც საწარმო აკონტროლებს
წარსულში მომხდარი მოვლენების შედეგად და მომავალში მისი გამოყენებით
მოელის ეკონომიკური სარგებლის მიღებას

პასუხი:

19. კაპიტალი არის საწარმოს:

ა) აქტივების ის ნაწილი, რომელიც რჩება ყველა ვალდებულებების დაფარვის

შემდეგ

ბ) ვალდებულებების ის ნაწილი, რომელიც რჩება ყველა აქტივების გამოკლების

შემდეგ

გ) ქონება, რომელსაც ფლობს კომპანია

დ) კომპანიის უძრავი ქონება

პასუხი:

20. ფინანსური მდგომარეობისა და მოგება–ზარალის ანგარიშგების ელემენტები


აღიარდება:

ა) საკასო მეთოდით

ბ) დარიცხვის მეთოდით

გ) დარიცხვის და საკასო მეთოდების კომბინაციით

დ) ეგრეთ წოდებული „ჯვარედინი“ მეთოდით

პასუხი:

კ ი თ ხ ვ ე ბ ი

1. ჩამოთვალეთ ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და ჩამოაყალიბეთ


თითოეული კომპონენტის მიზანი.
1. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება(ბალანსი) - ეს
არის . . .
2. მოგება ზარალის და სხვა სრული შემოსავლის
ანგარიშგება - ასახავს საწარმოს . . .
3. ანგარიშგება საკუთარი კაპიტალის ცვლილებების შესახებ
- გვიჩვენებს
4. ფულადი ნაკადების ანგარიშგება - ასახავს . . .
5. განმარტებითი შენიშვნები

2. ახსენით კაპიტალის მნიშვნელობა და მოიყვანეთ კაპიტალის ცვლილებაზე


მოქმედი ფაქტორების მაგალითები.

პასუხი: კაპიტალი - არის საწარმოს წ მ ი ნ დ ა ღირებულება (წ მ ი ნ დ ა აქტივები)


....

3. განმარტეთ გრძელვადიან და მიმდინარე აქტივებსა და ვალდებულებებს


შორის განსხვავება. რატომ არის ეს განსხვავება მნიშვნელოვანი დაინტერესებული
მხარეებისათვის.

პასუხი: გრძელვადიანი აქტივები შეძენილია არა გაყიდვისათვის, არამედ


საწარმოში . . .

მოკლევადიანი აქტივები შეძენილია ხანმოკლე გამოყენების მიზნით, ერთ . . .

4. დაასახელეთ მატერიალური და არამატერიალური აქტივების საერთო და


განმასხვავებელი ერთი ნიშანი მაინც.

პასუხი: ორივე მათგანი . . .

5. რა არის სააღრიცხვო (საბალანსო) ტოლობა? მოიყვანეთ მაგალითი და


ახსენით, როგორ ახდენს ტრანზაქციები გავლენას სააღრიცხვო (საბალანსო)
ტოლობაზე.

პასუხი:

6. ახსენით შემოსავლებს, ხარჯებს, მფლობელის ინვესტიციასა და მოგების


მფლობელებზე განაწილებას რა გავლენა აქვს კაპიტალზე?

პასუხი:
ამოცანა

1 იანვრის მდგომარეობით საწარმოს ბალანსის მონაცემებია: ფული საბანკო


ანგარიშზე 8000 ლ.; შენობა 100000 ლ.; საქონელი 20000 ლ.; ლიცენზია 4000 ლ.;
დებიტორული დავალიანება 10000 ლ.; გადასახდელი ხელფასი 1000 ლ.; ორწლიანი
კრედიტორული დავალიანება 3000 ლ.; გაუნაწილებელი მოგება 10000 ლ. საწესდებო
კაპიტალი X ლ.

დავალება 1. გაიანგარიშეთ:

– მიმდინარე აქტივები ლ.
– გრძელვადიანი აქტივები ლ.
– მიმდინარე ვალდებულებები ლ.
– გრძელვადიანი ვალდებულებები ლ.
– საკუთარი კაპიტალი ლ.

მათ შორის: საწესდებო კაპიტალი: ლ. და გაუნაწილებელი მოგება ლ.

დავალება 2.

გაიანგარიშეთ: ამოცანის ზემოთ მოცემული პირობის გათვალისწინებით, თანხობრივად


როგორ სახეს მიიღებს პ ე რი ო დ ი ს ბოლოს სააღრიცხვო ტოლობა, საანგარიშგებო
პერიოდში განხორციელებული შ ე მ დ ე გ ი ორი ტრანზაქციის (ა) 1 იანვარს არსებული
სასაქონლო მარაგების 20% გაყიდულია სამმაგად, თანხის თანაბრად: 50% შემდგომი
გადახდის პირობით და 50% იმავდროული გადახდით - ნაღდი ანგარიშსწორებით; ბ)
საბანკო ანგარიშიდან გაცემულია დივიდენდი 3000 ლარი) - გათვალისწინებით.

პასუხი: აქტივები ლ = ვალდებულებები ლ. + საკ. კაპიტალი ლ.

დავალება 3.

განსაზღვრეთ საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური შედეგი

პასუხი: ლარი

You might also like