Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

განმარტეთ ერთიანი პროდუქტი და სპეციფიკური პროდუქტი

ერთიანი პროდუქტი: არის ყველა ელემენტის ერთიანობა,რომელსაც ტურისტი მოიხმარს


მოგზაურობის დროს.

სპეციფიკური პროდუქტი: არის ერთიანი პროდუქტის კომპონენტები,რაც შეიძლება გაიყიდოს


ინდივიდუალური შეთავაზებების გზით,მაგალითად სასტუმრო,ტრანსპორტი,ატრაქცია და სხვა.

ტურისტული პროდუქტი არის მატერიალური და არამატერიალური კომპონენტების


კომპლექსი,არამატერიალური პროდუქტია? მატერიალური პროდუქტია?

მატერიალური პროდუქტია:განთავსების ობიექტები,ატრაქციები,ტურები და სხვა.

არამატერიალური პროდუქტია:მომსახურება,რომლითაც ტურისტმა სიამოვნება უნდა მიიღოს


მოგზაურობის დაწყების დღიდან მის დამთავრებამდე.

ტურიზმში ინოვაცია ხუთ სფეროს მოიცავს,ჩამოთვალეთ ისინი

• ახალი პროდუქტის შექმნა ან არსებულის განვითარება;

• წარმოების პროცესის განახლება;

• გაყიდვების ახალი ბაზრის განვითარება;

• მიწოდების ახალი ბაზრის განვითარება;

• კომპანიების რეორგანიზაცია, რესტრუქტურიზაცია.

კანადის ტურიზმის კომისიის მიერ შემუშავებული ტურისტული პროდუქტის განვითარების 4


სტრატეგიული სექტორის მოდელია,ესენია?

სექტორი 1 არსებული მომხმარებელი/არსებული პროდუქტი

სექტორი 2 ახალი მომხმარებელი/არსებული პროდუქტი

სექტორი 3 ახალი მომხმარებელი/ახალი პროდუქტი

სექტორი 4 არსებული მომხმარებელი/ახალი პროდუქტი

ჩამოთვალეთ ინოვაციის 4 ტიპი,როგორ ხდება სტანდარტული ინოვაციის რეალიზება ?

• სტანდარტული ინოვაცია

• ნიშური ინოვაცია(ინოვაცია ნიშის დასაკავებლად)

• რევოლუციური ინოვაცია

• არქიტექტურული ინოვაცია

სტანდარტული ინოვაციის რეალიზება ( მაგ. პროდუქტულობის ზრდა, ზარისხის


გაუმჯობესება, პერსონალის ტრენინგები და ა.შ.) შესაძლებლია არსებული კომპეტენციებისა
და არსებული კავშირურთიერთობების ბაზაზე
რა არის დესტინაცია?

დესტინაცია არის ადგილი,რომლის მონახულება ტურისტებს უქმნის სხვადასხვა


შთაბეჭდილებას,ემოციას და უყალიბებს გამოცდილებას,დესტინაცია არის ტურისტებისათვის
მიმზიდველი ადგილი.დესტინაცია ერთდროულად არის მიწოდებაც და მოთხოვნაც.

დესტინაციის დეფინაცია,ოთხი ასპექტი.

ტერიტორიული ასპექტი

ეკონომიკური ასპექტი

სოციალური ასპექტი

მმართველობითი ასპექტი

ტურისტული დესტინაციის ძირითადი ელემენტები:

დესტინაცია,ატრაქცია,მისაწვდომობა,კომფორტი,ფასი,იმიჯი.

დიკმანის აზრით დესტინაცია ეს არის 5a

1.ატრაქციები

2.აქტივობები

3.მისაწვდომობა

4.კეთილმოწყობა

5.განთავსება

დიმიტრიოს ბუჰალისი დესტინაციის ელემენტების ოდნავ განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს


და თვლის,რომ დესტინაცია ეს არის 6a

ატრაქციები

მისაწვდომობა

დამატებითი მომსახურება

კეთილმოწყობა

ხელმისაწვდომი პაკეტები

აქტივობები
ლ.დუაიერსა და ჰ.კიმს განსხვავებული მოსაზრება აქვთ ისინი დესტინაციის ელემენტებს 3
ნაწილად ყოფენ:

1.ძირითადი ფაქტორები

2.დამოუკიდებელი ფაქტორები

3.დამატებითი ფაქტორები

საქართველოში ვიზიტორების მთავარი მიზანი არის გართობა,დასვენება,რეკრეაცია.

2018 წელი ყველაზე მომგებიანი ტურიზმის სფეროს მხრივ.

შიდა ვიზიტები 2019 1კვარტალი

ვიზიტების მთავარი მიზანი:მეგობრების,ნათესავების მონახულება.

ბაზრის სეგმენტაცია ხდება 4 ძირითადი ფაქტორის საფუძველზე:

გეოგრაფიული

დემოგრაფიული

ქცევითი

ფსიქოგრაფიული ნიშნით

გეოგრაფიული სეგმენტაცია ერთერთი მარკეტინგული სტრატეგიაა,როდესაც ბაზარი იყოფა


გეოგრაფიული ფაქტორების ნიშნით (რეგიონი,სახელმწიფო,ქალაქი და ა.შ.) და იქმნება
მიზნობრივი სეგმენტები,რომელთათვისაც მუშავდება სპეციალური მარკეტინგული
პროგრამები,რაც ითვალისწინებს:

რეგიონის ფართობს,მის კლიმატს,ეკონომიკურ სტატუსს

მოსახლეობას,მის სიმჭიდროვეს და განსახლების თავისებურებებს

ინდივიდთა მოთხოვნებს

პროდუქტს,რეკლამისა და გაყიდვების თავისებურებებს

მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია(UNWTO)მსოფლიოს 5 უმსხვილეს გეოგრაფიულ


სეგმენტად-რეგიონად ყოფს,ესენია:

• ევროპა

• ამერიკა

• აზია და წყნარი ოკეანის აუზი


• აფრიკა

შუა აღმოსავლეთი

ნებისმიერი მოსახურება, რომელსაც ყიდულობს ტურისტი და რომელიც მიმართულია მისი


მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე -დესტინაციის ტურისტული პროდუქტია

ტურისტული პროდუქტი სხვადასხვა დონეებად იყოფა:

• ძირითადი პროდუქტი

• დამხმარე პროდუქტი

• მხარდამჭერი პროდუქტი

• ძირითადი კომპეტენცია

ტურისტული პროდუქტი არის მატერიალური ( მოხმარების საგნები) და არამატერიალური


(მომსახურების ფორმები) მოხმარებითი ღირებულების ერთობლიობა, მიმართული ტურისტის
მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც წარმოიშვება ტურისტული მოგზაურობის
პროცესში.

ტიპოლოგია: საფუძვლად უდევს კლასიფიკაციის ობიექტის ყველაზე არსებითი მახასიათებლები.


ეს კლასიფკაციის ყველაზე რთული და ღირებული სახეა.

სისტემატიზაცია: მიზანია ამა თუ იმ მოვლენათა,საგანთა,მათი ნაწილების სისტემაში მოყვანა.


სისტემატიზაციის მიზნებისათვის შეიძლება გამოყყენებულ იქნეს უბრალოდ მოხერხებული
საფუძვლები.
ტაქსონომია: კლასიფიკაციის სახეა,რომელიც გამოხატავს რთულ მოვლენათა და ან ობიექტთა
იერარქიულობას.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლასიფიკაციის თანახმად,დესტინაციები


კლასიფიცირებულია მათი მდებარეობის მიხედვით და სამ ჯგუფად იყოფა.

• სანაპირო ტურისტული დესტინაციები

• ურბანული ტურისტული დესტინაციები

• სასოფლო ტურისტული დესტინაციები

კურორტი: კურორტად მიიჩნევა განთავსების საშუალება მომსახურების სრული


კომპლექსით; რომელიც სთავაზობს დამსვენებელს სხვადასხვა სახის კეთილმოწყობილ
პირობებს რეკრეაციისათვის; განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დასვენების
გამოცდილებას და არის ამ გამოცდილების პირდაპირი მიმწოდებელი; ხშირად
ახორცილებს ბიზნესის და საქმიანი შეხვედრების მომსახურებას; მდებარეობს გარემოში ,
რომელიც მოსახერხებელია შვებულებების/არდადეგების გასატარებლად .

DMO მახასიათებლები და პრინციპები

DMO არის სახელმწიფო-კერძო სექტორის პარტნიორობის ერთ-ერთი ფორმა

ტურიზმის სფეროში, რომელიც იქმნება ტურისტულ ადგილებში

კონკურენტუნარიანი და მდგრადი ტურიზმის განვითარების მიზნით;

DMO არის მარკეტინგისა და მენეჯმენტის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის

მუშაობაზეც არ უნდა მოქმედებდეს პოლიტიკური ცვლილებები

ტურიზმის რეგიონალური მართვის ორგანიზაციების საქმიანობის სფერო :

ა) ტურიზმის მარკეტინგული მხარდაჭერა

ბ) ტურისტული პროდუქტის განვითარება

გ) ტურიზმის ხარისხის მართვა


დ) ინფორმაციის მოძიება და მისი მართვა

DMO წევრობის სტრუქტურა

საჯარო სექტორის წარმომადგენლები

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები

რატომ უნდა იმართებოდეს დესტინაცია? რა არის მართვის ძირითადი ფუნქციები და რა


ამოცანები უნდა გადაიჭრას ამ ფუნქციების განხორციელებით?

დესტინაციის მენეჯმენტი გარემოზე, ადგილობრივ საზოგადოებაზე, სოციალურ -


კულტურულ ღირებულებებზე ტურიზმის ზეგავლენის კონტროლის მნიშვნელოვანი
მექანიზმია. მენეჯმენტის მეშვეობით კონკრეტულ ტერიტორიაზე ხორციელდება
პროგრამები და სტრატეგიები, რომლებიც უნიკალურს ხდიან დესტინაციას და იზიდავენ
ტურისტებს. მენეჯმნეტი სთავაზობს ტურისტს დაუვიწყარ გამოცდილებას სასტუმროების ,
პირობების, კომფორტის, აქტივობების, საკვების, სტუმართმასპინძლობის მეშვეობით და
ქმნის შემოსავლების ზრდის შესაძლებლობებს.

პრომოუშენისთვის საჭირო ღონისძიებები:

რეკლამირება-ბეჭდვა,მაუწყებლობა,ინტერნეტი და სხვა.

საზოგადოებრივი ურთიერთობები-მედია,რელიზები,პრეს კონფერენციები ,ინტერვიუები


და პრეზენაციები

პერსონალური გაყიდვები-სავაჭრო და მომხარებელთა ღონისძიებები ,კომერცული


წინადადებები,თანამშრომელთა ტრენინგები.

გაყიდვების სტიმულირება-წამახალისებელი გაყიდვები,რომელიც მოიცავს


ფასდაკლებებს,აქციებს,სავაჭრო წარმოდგენებს და სხვა.

რა არის სოციალური მედია და როგორ გამოვიყენოთ ის ბიზნესში წარმატებისთვის ?

სოციალური მედია ხელს უწყობს ინტერაქტიულ პროცესს და ინფორმაციის გაცვლას


ონლაინ რეჟიმში. იგი ადამიანების ურთიერთობებზე დამყარებული ონლაინ გარემოა .

ბიზნესი იყენებს სოციალურ მედიას,როგორც ინსტრუმენტს მომხმარებლამდე მისაღწევად


და რეპუტაციის შესაქმნელად ან შესანარჩუნებლად. სოციალური მედია განაგრძობს
ზრდას და გლობალურად უფრო მეტ მომხმარებლამდე მიღწევის შესაძლებლობაც
შესაბამისად იზრდება. ტურისტულ ბიზნესში აქტიურად გამოყენებადი საიტები :

facebook
twitter

youtube

pintereset

instagram

linkedin

google+

flickr

კონკურენტუნარიანობის ინდექსი 14 ბოძი

პოლიტიკა,კანონები,რეგულაციები

გარემოს დაცვა

უსაფრთხოება და დაცულობა

ჯანმრთელობა და ჰიგიენა

ტურიზმის პრიორიტეტულობა

საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა

სახმელეთო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა

ტურისტული ინფრასტრუქტურა

ict ინფრასტრუქტურა

ფასები ტურიზმის ინდუსტრიაში

ადამიანური რესურსების განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება

საერთო ინტერესების ჯგუფები

ბუნებრივი რესურსები

კულტურული რესურსები

როგორ უნდა აღვრიცხოთ დესტინაციაში ჩასულ ტურისტთა რაოდენობა?

დესტინაციაში ჩასულთა რაოდენობის აღრიცხვა ხდება ყველა სასაზღვრო


პუნქტში,რისთვისაც გამოიყენება შემოსვლა-გასვლის საერთაშორისო სტანდარტული
ფორმები.

You might also like