Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 37

ისტორია

2024 წლის ფორმატის


შემაჯამებელი ტესტები
I ვარიანტი
(1) 1. რომელია მართებულ მსჯელობაილუსტრაციაზე წარმოდგენილი ისტორიული პირის მეუღლის
მოღვაწეობასთან დაკავშირები

ა) რამსეს II იბრძოდა ხეთების მეფე მუვათალი II-ის წინააღმდეგ, შემდეგ კი მის მემკვიდრე ხათუსილი III-
თან ერთად ხელი მოაწერა ზავს, რომელიც ითვლება პირველ საზავო ხელშეკრულებად მსოფლიო
ისტორიაში;

ბ) ამენჰოტეპ IV-მ ეგვიპტეში რელიგიური რეფორმები გაატარა და შემოიღო ატონის კულტი, დედაქალაქი
კი ახლად აშენებულ ქალაქ ახეტატონში გადაიტანა;

გ) ხამურაბის ბრძანებით შეიქმნა კანონთა კრებული, რომელიც ითვლება სისხლისა და სამოქალაქო


სამართლის ნორმების პირველ კრებულად მსოფლიო ისტორიაში;

დ) კიროს დიდმა გააერთიანა პერსების ტომი, ტახტიდან ჩამოაგდო მიდიის მეფე კამბისე, წაართვა მას
სამეფო და დააარსა აქემენიანთა დინასტია.

(1) 2.შუმერების კულტურულ მიღწევათა შორის, რომელი დაედო საფუძვლად შუამდინარეთისა და წინა
აზიის მრავალ ცივილიზაციას?

ა) შუმერებმა გამოიგონეს ბორბალი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაში მესოპოტამიისა და


საერთოდ, წინა აზიის სხვა ცივილიზაციების განვითარებაში;

ბ) შუმერებმა გაავრცელეს სოფლის მეურნეობის წარმოების კულტურა, რამაც გარდატეხა შეიტანა წინა
აზიის ცივილიზაციათა ჩამოყალიბებასა და განვითარებაში;

გ) შუმერებმა შემოიღეს და განავითარეს საირიგაციო სისტემა, რამაც უდიდესი გავლენა იქონია


შუამდინარეთსა და წინა აზიაში კულტურული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაზე;

დ) შუმერებმა შექმნეს ლურსმული დამწერლობა, რამაც საფუძველი ჩაუყარა რეგიონში სხვა კულტურულ
ცივილიზაციათა განვითარებას.
(1) N20. მაიას ცივილიზაციის რომელი მიღწევა არის წარმოდგენილი ილუსტრაციაზე?

ა) კალენდარი;

ბ) რიცხვთა სისტემა;

გ) ანბანი;

დ) ასტროლოგიური რუკა.

(1) 21. რა შედეგი მოჰყვა „ლუბლინის უნიის“ გაფორმებას?

ა) ჩამოყალიბდა პროტესტანტული სახელმწიფოების კავშირი შვედეთისა და ნორვეგიის სამეფოებისა და


ჩრდილოგერმანული სამთავროების მონაწილეობით;

ბ) საღვთო რომის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე გათანაბრდა კათოლიკებისა და პროტესტანტების


უფლებები;

გ) აღმოსავლეთ ევროპა გაიყო საფრანგეთისა და საღვთო რომის იმპერიის გავლენის სფეროებად;

დ) პოლონეთის სამეფო და ლიტვის დიდი სამთავრო ერთ სახელმწიფოდ - რეჩ-პოსპოლიტად


გაერთიანდა.

(1) 22. ჩამოთვლილთაგან რომელია 1626 წლის ბაზალეთის ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი?

ა) უთანხმოება მეფე თეიმურაზ I-სა და გიორგი სააკაძეს შორის;

ბ) ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის მცდელობა, ხელში ჩაეგდო სამცხე-საათაბაგო, რასაც ოსმალების
სადამსჯელო არმიის შემოჭრა მოჰყვა;

გ) მეფე ლუარსაბ II-ის უარი, ეღიარებინა ისლამი, რამაც შაჰ აბასის განრისხება გამოიწვია;

დ) სამცხის ათაბაგ ყვარყვარეს სურვილი, ხელში ჩაეგდო ქართლის სამხრეთი ნაწილი.

(1) 23. ჩრდილოეთ ამერიკაში შექმნილ რომელ კოლონიასთან ასოცირდება „მეიფლაუერის


ხელშეკრულება“?

ა) პენსილვანიასთან;

ბ) ფლაიმაუსთან;

გ) მასაჩუსეტსთან;

დ) როდ-აილენდთან.
ინსტრუქცია დავალებისათვის № 36.

დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო
პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. დავალების მაქსიმალური ქულაა 6.
ინსტრუქცია დავალებისათვის №38.

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და


უპასუხეთ კითხვებს. დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

საიდუმლო მოხსენება საქართველოში ავტონომიის საკითხებთან დაკავშირებული

მოქმედებების შესახებ

სრულიად საიდუმლოდ
მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მეფისნაცვლის კავკასიის სამოქალაქო საკითხებში დამხმარეს
/განსაკუთრებულ განყოფილებაში/
15 დეკემბერი 1916/ მიღებული 17 დეკემბერი, 1916
რაპორტი
პოლონეთისთვის ავტონომიის მირთმევის შემდეგ, საქართველოს ავტონომიის საკითხმა, ქართული
საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გონების გაძლიერებულად დაკავება დაიწყო. ეს საკითხი
განიხილება ისევე როგორც პრესაში, ასევე კერძო შეხვედრების დროს, რომლებსაც ესწრებიან სოციალისტ-
ფედერალისტები და სოციალ-დემოკრატები. მათ ხელმძღვანელობს თავადი გრიგოლ ნიკოლოზის-ძე
დიასამიძე. თვითონ ის უპარტიოა და მხოლოდ აწყობს ამ შეკრებებს.

მიმდინარე ნოემბრის 20-ში, თბილისში ქართველმა კათოლიკეებმა, დასახელებული დიასამიძის


ინიციატივით მოაწყვეს გარდაცვლილი პოლონელი მწერლის, სენკევიჩის პანაშვიდი. პანაშვიდისას
ქართველებმა მიულოცეს პოლონელებს ავტონომიის გამოცხადება, ხოლო პოლონელებმა იმედი გამოთქვეს
საქართველოს მიერ ავტონომიის უახლოეს მომავალში მიღების თაობაზე. პანაშვიდის გადამხდელმა პატრე
ღაზალოვმა სიტყვა წარმოთქვა პოლონეთისთვის ავტონომიის ჩუქების შესახებ და ასევე გამოხატა
საქართველოს ავტონომიის მიღწევის იმედი.

პანაშვიდის დროს, პოლონელებმა იმღერეს ეროვნული ჰიმნი „ჯერ პოლონეთი არ დაღუპულა“...

არსებობს ცნობები, რომ პეტროგრადში მცხოვრები ქართველებიც შეწუხებული არიან საქართველოს


ავტონომიის მიღების სურვილით და იქ მცხოვრებმა პროფესორმა ჯავახოვმა (ჯავახიშვილი) ქართველთა
შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანს, სამსონ გრიგოლის ძე ფირცხალავას,
რომელიღაც სტუდენტის ხელით გამოუგზავნა წერილი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ გერმანიის ახალი
საგარეო საქმეთა მინისტრი ციმერმანი კარგად იცნობს საქართველოს საკითხს, ძალიან არის
დაინტერესებული ამით და პირობა დასდო წამოწიოს ეს საკითხი სამშვიდობო მოლაპარაკების
გადაწყვეტის პროცესში.

ჯავახოვი, ვითომ და ინკოგნიტოდ იმყოფებოდა სტოკჰოლმში და იქ საქართველოს საკითხზე


მოლაპარაკებები აწარმოა გერმანიის ელჩთან. ამ მოლაპარაკების შინაარსი დიდ საიდუმლოდ არის
შენახული. ჯავახოვი-ისტორიკოსი, ავტონომიის და ფედერალიზმის მხურვალე მხარდამჭერი, თავის
დასკვნებს ამყარებს ისტორიულ დოკუმენტებზე.

მაქვს პატივი ზემოხსენებულის შესახებ მოვახსენო თქვენ ბრწყინვალებას და შეჯამებისთვის


მოვახსენო, რომ ზემოხსენებულ თათბირებზე აგენტურული თვალყური დამყარებულია.
(1) 36.6. რუკის მიხედვით, რომელია მართებული მსჯელობა?

ა) საულეს ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ლივონიის ორდენმა თავისი სამფლობელოები გააფართოვა;

ბ) რუკაზე ასახულ უკანასკნელ ბრძოლაში ხმლის საძმოს ორდენის არმია დამარცხდა;

გ) XIV საუკუნის ბოლოსათვის ლიტვის დიდი სამთავრო თითქმის მთელ ბალტიისპირეთს


აკონტროლებდა;

დ) ლიტვის დიდი სამთავროს ტერიტორია ტევტონთა ორდენის სამფლობელოების ხარჯზე გაფართოვდა.

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 37.

ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს. დავალების მაქსიმალური


ქულაა 5.

დავალება 37.

1789 წლის მაისში მეფე ლუი XVI-მ ვერსალის სასახლეში გენერალური შტატები მოიწვია.

კითხვები:

(1) 37.1. დაასახელეთ ამ გადაწყვეტილების ერთი კონკრეტული ეკონომიკური მიზეზი

(1) 37.2. დაასახელეთ ამ გადაწყვეტილების ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.

(1) 37.3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო უარყოფითი შედეგის მომტანი ეს გადაწყვეტილება
საფრანგეთის მეფის გარდა? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.

(2) 37.4. XVII საუკუნის ინგლისის ისტორიიდან დაასახელეთ ამის ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ
ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.
ინსტრუქცია დავალებისათვის №38.

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და


უპასუხეთ კითხვებს. დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

ნაწყვეტი აკაკი ჩხენკელის საიდუმლო წერილიდან

22 მაისი 1918, ქალაქი ბათუმი


(აღრიცხულია საქართველოს ეროვნულ საბჭოში N 866, 25 მაისი)
სრულიად საიდუმლოთ
საქართველოს ეროვნულ საბჭოს და აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტს.
საბჭოს და კომიტეტის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია უკვე გაემგზავრა თფილისს, როცა მე წავიკითხე
ზოგიერთი ახალი გაზეთები, რის გამო მოვალედ ვთვლი ჩემს თავს რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ.

ჩვენი გაზეთები ჯერ კიდევ კამათობენ იმის შესახებ გამოცხადდეს თუ არა საქართველო
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაშინ როდესაც უმწვერვალესათ საჭიროა მტკიცე ნაბიჯი გადიდგას
ახლავე. საზოგადოთ უნდა ითქვას, რომ ეს გაზეთები სრულიად უპასუხისმგებლოთ გრძნობენ თავს; არც
კი ფიქრობენ, რომ მათ ნაწერებს აქ მოლაპარაკებების მონაწილეები კითხულობენ და სარგებლობენ
ცნობებით; არც ერთი არაა გამსჭვალული სახელმწიფო აზრით…

მე უკანასკნელ წუთამდე არ დამიკარგავს იმედი, რომ შეიძლებოდა შეგვეკრა ზავი ამიერკავკასიის


სახელით. მართალია, ჩვენმა თათრებმა თავის სეპარატიული ნაბიჯებით ძირი გამოუთხარეს დელეგაციის
ერთობას მაგრამ, ვინაიდან გერმანიის დელეგაცია სრულიად არ იზიარებდა თურქების პოზიციას, ამიტომ
ჩემი იმედი საფუძვლიანი იყო. თურქებმა მართლაც ვერ გაბედეს, მიუხედავათ მუქარისა, ულტიმატუმის
გამოგზავნა, მაგრამ სამაგიეროთ მათ მიმართეს მეორე ხერხს: ანხორციელებენ ფაქტიურათ თავის
დაპყრობით პოლიტიკას – ერევნის გუბერნიას წაესიეს, განჯაში თავის მთავრობა დასვეს, რასაც მთელი
ადერბეიჟანის მოკედლება მოჰყვება, დარჩა მარტო საქართველო, რომელსაც ემუქრებიან ყოველი
მხრიდან... დარჩა, მაშასადამე, განმარტოებული საქართველო, რომლისათვის დარჩენილა სამი
შესაძლებლობა: ა) საქართველო ადერბეიჟანთან ერთ სახელმწიფოს წარმოადგენს... როცა ადერბაიჟანში
თურქები სხედან და იმავე დროს არსებობს ამიერ-კავკასიის მთავრობა, ეს მოასწავებს ოსმალეთის
ბატონობის იურიდიულათ ცნობას, რასაც ფაქტიური დაპყრობა მოჰყვება. ბ) საქართველო სომხებთან
ერთათ ადგენენ ერთ სახელმწიფოს. არ არსებობს ფაქტიურათ სომხების ტერიტორია ამიერკავკასიაში,
ვინაიდან ის თურქების ხელშია, შეუძლებელია, მაშასადამე, მასთან ერთი სახელმწიფოს შექმნა... გ)
საქართველოს დამოუკიდებლობა – აი ერთათ ერთი გამოსავალი...

გენ. ფონ ლოსოვი იყო დღეს ჩემთან, მას გავაცანი ეს აზრები და კატეგორიულათ განაცხადა, რომ
დარჩენილია ერთათ-ერთი გზა – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. მან კიდეც გაუგზავნა
ცნობა თავის მთავრობას, რომ საქართველო გამოაცხადებს ხვალვე დამოუკიდებლობას და გთხვოთ ცნობას
და მფარველობას. ის ელის ახალ ინსტრუქციას, მაგრამ ჩვენ უკვე ვიქონიეთ მსჯელობა ზოგიერთ
პრაქტიკულ საკითხებზე. ჩვენ გვენიშნება მაშინვე, მთავრობასთან გერმანიის წარმომადგენელი ელჩის
უფლებებით, ინიშნებიან კონსულები ქალაქებში, მსწრაფლ გარდაიქმნას გერმანია-ავსტრიის ტყვეები
ჯარის-კაცებად და გადავიდეს საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომ ამით ფაქტიურათ
გამოეცხადოს ოსმალეთს საქართველოს გერმანიის მფარველობის ქვეშ ყოფნა…
გ) კუნძული სედირის;

დ) გალიპოლის ნახევარკუნძულის.

(1) 17. აცტეკებისა და მეზოამერიკის სხვა ცივილიზაციების რომელი ღვთაება არის ასახული
ილუსტრაციაზე?

ა) ომეტეოტლი;

ბ) კეცალკოატლი;

გ) ტლალოკი;

დ) სიპაკტლი.

(1) 18. ჩამოთვლილთაგან რომელი არა არის აუგსბურგის რელიგიური ზავის ერთ-ერთი შედეგი?

ა) ზავმა პროტესტანტიზმი კათოლიკობასთან ერთად ოფიციალურ რელიგიად აღიარა;

ბ) ზავის მიხედვით აიკრძალა პროტესტანტული ეკლესიებიდან საეკლესიო გადასახადის აკრეფა;

გ) ზავი სარწმუნოებრივ თავისუფლებას ანიჭებდა მხოლოდ კათოლიკე და ლუთერან მთავრებს - ის არ


ვრცელდებოდა კალვინისტებზე;

დ) ზავის მიხედვით, ქვეშევრდომები მოვალენი იყვნენ ეღიარებინათ თავიანთი მთავრის რელიგია ან


სხვაგან გადასახლებულიყვნენ.

(1) 19. რას წარმოადგენდა თავისი არსით ინგლისის პარლამენტის მიერ გამოცემული ე.წ. „დიდი
რემონსტრაცია“?

ა) ეს იყო რელიგიური შემწყნარებლობის აქტი, რომელიც ინგლისის ტერიტორიაზე სხვა კონფესიების


წარმომადგენლებს მღვდელმსახურების უფლებას აძლევდა;

ბ) ეს იყო დადგენილება, რომელიც ზღუდავდა მეფის უფლებებს და მას მხოლოდ ცერემონიალურ და


წარმომადგენლობით ფუნქციებს უტოვებდა;

გ) ამ აქტით ე.წ. „ხანგრძლივი პარლამენტი“ კრძალავდა მეფის მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთპიროვნულ
განკარგვას;

დ) ეს იყო საპროტესტო წერილი, რომელშიც პარლამენტი მეფეს და სასულიერო ლიდერებს უკანონო


საქმეებში ამხელდა.
ინსტრუქცია დავალებისათვის №38.

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და


უპასუხეთ კითხვებს. დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

ოსმალეთის სულთან მურად III-ის წერილი იმერეთის მეფე როსტომს.

აჩუკ ბაშის მმართველის, როსტომ–ხანისადმი გაგზავნილი, გადმოსაბირებელი სამეუფეო წერილის პირი.

ჩემი უზესთაესი, სიკეთის დედაბოძ კარიბჭისა და მაღალი ძლევამოსილი ზღურბლისათვის


წერილი გამოგიგზავნია. უწინ, როდესაც სამოთხეში განსვენებული ჩემი პაპა, სულთანი სულეიმან–ხანი,
თავის სატახტოდან ამხედრდა და საძულველ ურჯულოებზე ლაშქრობდა, თქვენმა მამამ საჩუქარი და
ელჩი გაუგზავნა ქვეყნის საფარველის ტახტს და გულწრფელობითა და ერთგულებით მორჩილება
გამოხატა. მეორედ კი, როცა სულთანი სულეიმანი თავრიზზე მიემართებოდა, სამეუფეო ბედნიერებას თან
ახლდა და დიდი სამსახური გაუწია. თქვენც გასულ წელს სიმონ–ხანი და სახელოვანი ფერჰადი ქუთაისის
ციხისაკენ წაიყვანეთ და იქ რომ აბინავებდით, როდესაც ახალციხის ბეგლარბეგის მიერ გაგზავნილი
სურსათი ზემოხსენებულმა (ფერჰადმა ან სიმონმა) წაიღო, გადაცემის საშუალება არ მიეცი, გზებზე
დაბრკოლებები შეჰქმენი. შემდეგ სთქვი, რუმელთა ლაშქარი გავიყვანოთო, ჩვენი მოკავშირე გახდით,
ყიზილბაშიც დამორჩილებული იქნება და ახალციხის აღება შესაძლებელი გახდებაო. მომხდარ ომში
დამარცხებული და ძლეული იქენი, შვიდი–რვა კაცით გადარჩი. შემდეგ სთქვი, არეულობის მიზეზი
ხსენებული სიმონ–ხანიაო და ამასთან ერთად

თავი შემოგვავედრეთ და მორჩილება გამოგვიცხადეთ, ხარაჯის გზავნა იკისრე და ამის თაობაზე ჩემი
ბრწყინვალე ფირმანი ითხოვე და თქვენი ლაშქრით ხსენებულ სიმონ–ხანზე გალაშქრების და მისი ქვეყნისა
და ვილაიეთის აოხრებისა და იავარყოფის შესახებ სამეუფეო ნებართვის მოსაპოვებლად გვეაჯე.... თქვენი
თხოვნა ჩემს ზედამხედველობაში აღმოჩნდა და მოწონება დაიმსახურა... ვინაიდან {სიმონ–ხანი] უკვე კარგა
ხანია, რაც მორჩილი და ხარაჯის გადამხდელი გახდა, ხოლო ჩვენი დიდი წინასწარმეტყველის წმინდა
მუჰამედის კანონით ასეთი მოხარაჯეების წინააღმდეგ ლაშქრის გაგზავნა არ შეიძლება, ამიტომ თქვენი
თხოვნა აღნიშნულ საკითხზე სამეუფეო თანხმობას ვერ ეღირსა. მაგრამ ისე იცოდე, რომ ამის შესახებ
სიმონ–ხანს დამტკიცებული სამეუფეო წიგნი გავუგზავნეთ, მუქარა შევუთვალეთ და განმეორებით
შევახსენეთ, რომ მუდამ გიმეგობროს და კარგად იყვეს შენთან, შენი ქვეყნის და ვილაიეთის არც ერთ
ადგილს არ დაესხას და არ დალაშქროს. შენი ქვეყნის და ვილაიეთის დალაშქვრა–შევიწროება არავითარ
შემთხვევაში არც ერთხელ არ მოხდება...
კითხვები:

(1) 38.1. რომელ საუკუნეში მიმდინარე მოვლენები არის აღწერილი წყაროში?

(1) 38.2. წყაროს მიხედვით დაასახელეთ საქართველოს ერთ-ერთი სამეფოს ალტერნატიული (თურქული)
სახელწოდება.

(1) 38.3. რომელი ისტორიული პირია წერილის ტექსტში ნახსენები სულეიმან-ხანი?

(1) 38.4. თქვენი აზრით, ვინ იგულისხმება „საძულველ ურჯულოებში“, რომელთა წინააღმდეგაც გაილაშქრა
სულეიმან-ხანმა?

(1) 38.5. წყაროს მიხედვით, როდის გამოჩნდა პირველად როსტომის ფარული დაპირისპირება თურქებთან?

(1) 38.6. წყაროს მიხედვით, საქართველოს რომელი სამეფოს მმართველს გადააბრალა როსტომმა თურქების
წინააღმდეგ განხორციელებული მტრული მოქმედება?

(2) 38.7. წყაროს მიხედვით, რა დახმარება გაუწია როსტომის მამამ თურქეთის სულთანს სხვადასხვა დროს?

(2) 38.8. თქვენი აზრით, ვინ იგულისხმება „რუმელთა ლაშქარში“ და რა დაგეგმა როსტომ მეფემ მათ
წინააღმდეგ?

(2) 38.9. წყაროს მიხედვით, კონკრეტულად რა საბოლოო მიზანს ისახავდა როსტომ მეფის მიერ დაგეგმილი
შეთქმულება და რა შედეგით დასრულდა ის?

(2) 38.10. წყაროს მიხედვით, რას ითხოვდა როსტომ მეფე სულთნისაგან და რა იყო ძირითადი მიზეზი, რის
გამოც მას უარი ეთქვა თხოვნის შესრულებაზე?
XIV ვარიანტი
(1) 1. ვის უკავშირდება მითანის სახელმწიფოს განადგურება?

ა) ასურეთს;

ბ) ხათებს;

გ) ეგვიპტეს;

დ) მიდიას.

(1) 2. რომელი არ არის მართებული მსჯელობა დარიოს I-ის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ?

ა) რეფორმების შედეგად, იმპერიის ტერიტორიულ ერთეულებში ძირითადად შენარჩუნებული იქნა


ადგილობრივი მმართველობის ტრადიციული ფორმები;

ბ) რეფორმის შედეგად ძირეულად შეიცვალა მანამდე არსებული ბაბილონური სამართლის ფორმები და


შემოღებული იქნა ახალი, სპარსული სამართალი;

გ) დარიოსის მიერ ჩამოყალიბებული მმართველობის ეფექტური სისტემა თითქმის უცვლელად


შენარჩუნდა აქემენიანთა იმპერიის დამხობამდე;

დ) დარიოსის ადმინისტრაციულ-ფინანსურმა რეფორმამ მოაწესრიგა გადასახადების აკრეფა და ხელი


შეუწყო სამხედრო კონტინგენტის გაზრდას.

(1) 3. რომელი არ უკავშირდება ილუსტრაციაზე გამოსახული ბერძენი სტრატეგოსის სახელს?

ა) მისი მმართველობის პრინციპი იყო: „ჩვენ ვმართავთ დროის მცირე მონაკვეთში,


მაგრამ არა დროის მოკლე მონაკვეთისათვის“;

ბ) მან გააუქმა ქონებრივი ცენზი სახელმწიფო სამსახურისათვის, რითაც უღარიბესი


ფენის წარმომადგენლებსაც მისცა ქვეყნის მართვა-გამგეობაში მონაწილეობის
უფლება;

გ) მან გააუქმა მოქალაქეთა ვალები და ვალის გადაუხდელობისათვის ადამიანის


მონად გაყიდვის პრაქტიკა;

დ) მან ცვლილებები შეიტანა კენჭისყრის პროცედურებში და მანამდე არსებულ ღია


ხმის მიცემასთან ერთად შემოიღო ფარული კენჭისყრის პრაქტიკაც.

(1) 4. რა ნიშნით იყო გამორჩეული პელოპონესის ომი მსოფლიო ისტორიაში?

ა) ამ ომში მეომართა მანამდე არნახული რაოდენობა - 2 მილიონი ჯარისკაცი მონაწილეობდა;

ბ) ის იყო ძველი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომი;

გ) მასში პირველად იქნა გამოყენებული იარაღის ახალი სახეობები, მათ შორის ე.წ. „ბერძნული ცეცხლი“;

დ) ამ ომში ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო ისტორიაში პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.


კითხვები:

(1) 38.1. წყაროში მოცემული რომელი ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ამ პერიოდისათვის საქართველო
არ იყო ერთიანი სახელმწიფო?

(1) 38.2. წყაროს მიხედვით, სად მდებარეობდა კათალიკოსის რეზიდენცია?

(1) 38.3. თქვენი აზრით, ვინ იგულისხმება წყაროში ნახსენებ „ფრანკებში“?

(1) 38.4. თქვენი აზრით, რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა ლევან დადიანის მიერ ეკლესიის
„პატრეებისათვის“ გადაცემა?

(1) 38.5. წყაროს მიხედვით, როგორი ხასიათი ჰქონდა თითოეული ოჯახის მიერ ეკლესიისათვის გაღებულ
შესაწირს, რაც ეკლესიის შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენდა?

(1) 38.6. წყაროს მიხედვით, რა იყო საქართველოს ეკლესიაში დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებათა


უცნაურობის ძირითადი მიზეზი?

(2) 38.7. წყაროს მიხედვით, კონკრეტულად ვინ ასახელებდა კათალიკოსის კანდიდატურებს წარსულში და
რა შეიცვალა შემდეგ?

(2) 38.8. წყაროს მიხედვით, მოცემულ პერიოდში იყო თუ არა საქართველოს ეკლესია ერთიანი და წყაროში
მოცემული რომელი ინფორმაცია ადასტურებს თქვენს პასუხს?

(2) 38.9. წყაროს მიხედვით, როგორ იქნა შეფასებული ოდიშის მთავრის ერთ-ერთი გადაწყვეტილება
კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ და საბოლოოდ რა შედეგი მოჰყვა მის ჩარევას?

(2) 38.10. წყაროს მიხედვით, დაასახელეთ ორი ძირითადი მიზეზი, რის გამოც მრევლი თაყვანს სცემდა
კათალიკოსს.
XV ვარიანტი
(1) 1. ვინ ააოხრა ბაბილონის სამეფო ძვ.წ. 1595 წელს?

ა) ხეთებმა;

ბ) ასურეთმა;

გ) „ზღვის ხალხებმა“;

დ) ხურიტებმა.

(1) 2. რა დამსახურებისთვის არის კიროს II დიდი მოხსენიებული ბიბლიაში განსაკუთრებული პატივით?

ა) მან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის დინასტია დაამხო და მის შთამომავლებს დააკისრა


ვალდებულება, საკუთარი ქონება გადაეცათ ადგილობრივი ებრაელებისათვის მათი დევნისა და
შევიწროების საზღაურად;

ბ) მან ებრაელებს შეუქმნა ფართო პოლიტიკური ავტონომია სპარსეთის სახელმწიფოში და შეწყვიტა მათი
დევნა აღმსარებლობის გამო;

გ) მან ებრაელებს უფლება მისცა, გაევრცელებინათ საკუთარი რელიგია სპარსეთის სატრაპიებში;

დ) მან ებრაელები იხსნა ბაბილონის ხანგრძლივი ტყვეობიდან, სამშობლოში დააბრუნა ისინი და სახსრები
გამოუყო იერუსალიმის ტაძრის აღსადგენად.

(1) 3. რომელი მსჯელობა ასახავს ძველ საბერძნეთში კანონმდებლობასთან დაკავშირებული


შეხედულებების ტრანსფორმაციას?

ა) ძველი ბერძენი ფილოსოფოსების გავლენით საზოგადოება მივიდა დასკვნამდე, რომ უმაღლესი


კანონმდებლობა ადამიანის მორალია;

ბ) ძველი ბერძნები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კანონი არ არის ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი
ნორმა და ის შეიძლება შეიცვალოს;

გ) ძველ ათენში გაბატონდა რწმენა იმის შესახებ, რომ კანონები უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი, რათა
შეაკავოს ადამიანის თანდაყოლილი მავნე მიდრეკილებები;

დ) ძველ საბერძნეთში მომწიფდა შეხედულება, რომ კანონმდებლობა არა ცალკეული მმართველის


მოსაზრებას, არამედ საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულ ყოფით და რელიგიურ ტრადიციებს
უნდა შეესაბამებოდეს.

(1) 4. რა მიზეზით გადააყენეს ალკიბიადე სიცილიაში გაგზავნილი არმიის მეთაურობიდან?

ა) სიცილიის კამპანიის დროს ის მძიმე გადამდები სენით დაავადდა;

ბ) სახალხო კრებამ მიიჩნია, რომ ის ვერ ასრულებდა სარდლის მოვალეობებს, რადგან სიცილიის
ექსპედიციის დროს ვერ შეძლო არმიის მომარაგების უზრუნველყოფა;

გ) მას ჰბრალდებოდა ათენში ღვთაების ქანდაკებების - ჰერმების შებღალვა, რომელიც სიცილიაში


გამგზავრებამდე მოხდა;

დ) მას ბრალი დასდეს სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაში.


გ) მის ვაჟს, ასტურიის პრინც დიეგოს;

დ) ჰერცოგ ალბას.

(1) 19. რომელი ტიტულით მართავდა ოლივერ კრომველ ინგლისს?

ა) პირველი მინისტრის;

ბ) პირველი კონსულის;

გ) ლორდ-პროტექტორის;

დ) რეგენტის.

(1) 20. ჩამოთვლილთაგან, ვის სახელს კავშირდება ილუსტრაციაზე წარმოდგენილი ბეჭდური


პროდუქცია?

ა) დენი დიდროს;

ბ) რენე დეკარტს;

გ) ჟან ჟაკ რუსოს;

დ) ჯონ ლოკს.

(1) 21. რომელმა პოლიტიკურმა ძალამ აიღო ხელში ძალაუფლება თერმიდორის გადატრიალების შემდეგ?

ა) იაკობინელებმა;

ბ) ჟირონდისტებმა;

გ) მონარქისტებმა;

დ) „ჭაობმა“ - მანამდე პოლიტიკურად პასიურმა მსხვილმა ბურჟუაზიამ.

(1) 22. რა იყო 1802 წელს კახეთში შეკრებილი თავადაზნაურობის მიერ შედგენილი პეტიციის ერთ-ერთი
მთავარი მოთხოვნა?

ა) 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების აღდგენა;

ბ) რუსული საოკუპაციო ჯარის ქართლ-კახეთიდან გაყვანა;

გ) თავადაზნაურობისათვის საადგილმამულო გადასახადის შემცირება;

დ) სამართალწარმოების ქართულ ენაზე წარმართვა.


(1) 31. რას წარმოადგენდა თავისი არსით ნაცისტური გერმანიაში მოქმედი უწყება - „გესტაპო“?

ა) გერმანიის შეიარაღებული ძალების ელიტარულ რაზმს;

ბ) საიდუმლო სახელმწიფო პოლიციას;

გ) ჰიტლერის პირად დაცვას;

დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს.

(1) 32. რას უწოდებენ სამხედრო კონფლიქტს, რომლის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა
იქონია ილუსტრაციაზე გამოსახული პირის ინიციატივით შექმნილმა თავდაცვითი სისტემის
კომპლექსმა?

ა) „ზამთრის ომი“;

ბ) „ჩრდილოეთის ომი“;

გ) „ივლისის გადატრიალება“;

დ) „ოპერაცია ედელვაისი“

(1) 33. რა ერქვა გერმანელი ნაცისტების მიერ ჩრდილოეთ იტალიაში შექმნილ მარიონეტულ
სახელმწიფოს, რომელსაც ტყვეობიდან დახსნილი მუსოლინი მეთაურობდა?

ა) „პადანიის რესპუბლიკა“;

ბ) „ჩრდილოეთ იტალიის სამეფო“;

გ) „იტალიის ნაციონალ-სოციალისტური უნია“;

დ) „იტალიის სოციალური რესპუბლიკა“.

(1) 34. რომელი შეიარაღებული კონფლიქტს უკავშირდება ილუსტრაციაზე წარმოდგენილი მემორიალი?

ა) ვიეტნამის ომს;

ბ) ავღანეთის ომს;

გ) კორეის ომს;

დ) კუბის კრიზისს.
(1) 35. რომელმა პარტიამ გაიმარჯვა 1990 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი საბჭოს
არჩევნებში?

ა) „ეროვნული ხსნის კომიტეტმა“

ბ) „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველომ“

გ) „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“;

დ) „საქართველოს სახალხო ფრონტმა“.

ინსტრუქცია დავალებისათვის № 36.

დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო
პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.

დავალების მაქსიმალური ქულაა 6.


კითხვები:

(1) 36.1. რომელი დინასტიის მმართველობასთან დაკავშირებული მოვლენები არის ასახული რუკაზე?

ა) აბასიდების;

ბ) აიუბიდების;

გ) ფატიმიდების;

დ) ომაიანების.

(1) 36.2. რუკის მიხედვით, რომელია 683 წელს მოწყობილი ლაშქრობის ერთ-ერთი შედეგი?

ა) ომაიანებმა აიღეს ქალაქი მედინა;

ბ) საპასუხოდ იბნ ზუბაირმა ილაშქრა ომაიანთა სახალიფოს დედაქალაქზე;

გ) დაემხო აბასიდების დინასტია;

დ) დაიწყო მესამე ფიტნა (სამოქალაქო ომი).


პასუხები
I ვარიანტი
დავალება 1-35

1–ბ 8–ა 15 – დ 22 – ა 29 – ა

2–დ 9–ბ 16 – გ 23 – ბ 30 – ა

3–გ 10 – ბ 17 – გ 24 – გ 31 – დ

4–ა 11 – დ 18 – დ 25 – დ 32 – გ

5–ბ 12 – გ 19 – ბ 26 – ბ 33 – დ

6–დ 13 – ა 20 – ბ 27 – დ 34 – ა

7–ბ 14 – გ 21 – დ 28 – ბ 35 – გ

დავალება 36.

36.1. - ბ

36.2. - გ

36.3. - დ

36.4. - გ

36.5. - დ

36.6. - ბ

დავალება 37.

(1) 37.1. მერკანტილიზმისა და პროტექციონიზმის ეკონომიკურმა პოლიტიკამ ევროპის დიდი


სახელმწიფოების გაძლიერება და ახალი კოლონიური სამფლობელოების ხელში ჩაგდების სურვილი
გააღვივა, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

(1) 37.2. პრუსია სრული მარცხისაგან ომიდან რუსეთის გასვლამ გადაარჩინა, ჩრდილოეთ ამერიკისა და
ინდოეთის ფრონტზე კი მისმა მოკავშირე ინგლისმა პირწმინდად დაამარცხა საფრანგეთი. საბოლოოდ
ომი პარიზის ზავით დასრულდა.

(1) 37.3. იმ კომპანიებისა და მეწარმეებისათვის, რომლებიც ომში ჩართულ ქვეყნებს ამარაგებდნენ


იარაღით, საბრძოლო მასალებითა და ომისათვის საჭირო სხვა პროდუქციით. დიდი ომი გაზრდიდა მათ
შეკვეთებს და შემოსავალს.

(2) 37.4. 1914-1918 წლებში მიმდინარეობდა I მსოფლიო ომი.

ანალოგიებია N1. ორივე შემთხვევაში ომი რამდენიმე ფრონტზე მიმდინარეობდა და მასში მსოფლიოს
მრავალი სახელმწიფო იყო ჩართული;

ანალოგიებია N2. ორივე ომმა მანამდე არნახული მსხვერპლი გამოიწვია.


დავალება 38.

(1) 38.1. რუსეთის იმპერიის – 1 ქულა.

(1) 38.2. ამ პერიოდში საქართველოში ისედაც აქტუალური იყო რუსეთის იმპერიის ფარგლებში
საქართველოს ავტონომიის საკითხი, რასაც პოლონეთთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ახალი სტიმული
მიანიჭა – 1 ქულა.

(1) 38.3. სოციალისტ-ფედერალისტები და სოციალ-დემოკრატები – 1 ქულა.

(1) 38.4. ის უპარტიო იყო – 1 ქულა.

(1) 38.5. სენკევიჩის პანაშვიდზე დამსწრე პოლონელებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოც მიაღწევდა
ავტონომიას – 1 ქულა.

(1) 38.6. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება – 1 ქულა.

(2) 38.7. გერმანიის – 1 ქულა. გერმანიას ამიერკავკასიაში საკუთარი ინტერესები გააჩნდა და ეს თემა მას
გამოადგებოდა პირველ მსოფლიო ომში ჩაბმული მისი მოწინააღმდეგე რუსეთისა და მისი მოკავშირეების
წინააღმდეგ – 1 ქულა.

(2) 38.8. ის გეგმავდა საქართველოს ავტონომიის საკითხის წამოწევას მომავალ სამშვიდობო


კონფერენციაზე – 1 ქულა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით – 1 ქულა.

(2) 38.9. შვედეთში – 1 ქულა. დოკუმენტის მიხედვით ამ მოლაპარაკების შინაარსი დიდი საიდუმლოებით
არის შენახულო - 1 ქულა.

(2) 38.10. ისტორიკოსი, პროფესორი. – 1 ქულა. ისტორიულ დოკუმენტებზე. – 1 ლარი.


II ვარიანტი
დავალება 1-35

1–ბ 8–ბ 15 – გ 22 – გ 29 – დ

2–ბ 9–ბ 16 – გ 23 – გ 30 – ა

3–ა 10 – გ 17 – ბ 24 – გ 31 – ა

4–ბ 11 – დ 18 – გ 25 – ა 32 – ბ

5–გ 12 – გ 19 – გ 26 – გ 33 – ბ

6–გ 13 – გ 20 – დ 27 – ა 34 – ბ

7–გ 14 – გ 21 – ბ 28 – ბ 35 – გ

დავალება 36.

36.1. - გ

36.2. - გ

36.3. - ბ

36.4. - ა

36.5. - გ

36.6. - დ

დავალება 37.

(1) 37.1. სამეფო ხაზინა ცარიელი იყო და ახალი გადასახადების დასაწესებლად და ხაზინის შესავსებად
მეფე იძულებული იყო წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო მოეწვია.

(1) 37.2. სხდომაზე მესამე წოდების დეპუტატებმა მეფისათვის მიუღებელი მოთხოვნები დააყენეს, რაზეც
ლუი XVI არ დათანხმდა. ამას მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, რაც საბოლოოდ საფრანგეთის დიდ
რევოლუციაში გადაიზარდა.

(1) 37.3. ძველი არისტოკრატიისათვის: გენერალური შტატების მოწვევა, ახალი რეალობის


გათვალისწინებით ნიშნავდა არისტოკრატიის უწინდელ წონისა და გავლენის შესუსტებას და
ბურჟუაზიის პოზიციების გაძლიერებას.

(2) 37.4. 1628 წელს ინგლისის მეფე ჩარლზ I-მა პარლამენტი შეკრიბა და ხაზინის შესავსებად დამატებითი
გადასახადების დაწესება მოითხოვა.

ანალოგია N1. ორივე შემთხვევაში წარმომადგენლობითი ორგანოს შეკრება გამოწვეული იყო ფინანსური
კრიზისით და სამეფოს ეკონომიკური საჭიროებებით;

ანალოგია N2. ორივე შემთხვევაში მონარქსა და წარმომადგენლობით ორგანოს შეკრება დაპირისპირებაში


გადაიზარდა, რაც საბოლოოდ მონარქის დამხობით დასრულდა.
ისტორია
აბიტურიენტებისა და მასწავლებლებისათვის

დავალებები ილუსტრაციებით

ელექტრონული რესურსი წარმოადგენს TCC/მასწავლებელთა საკონსულტაციო ცენტრის საკუთრებას. მისი


მესამე პირებისათვის გადაცემა/გადაგზავნა ან ღია ინტერნეტ პლატფორმებზე განთავსება გამოიწვევს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
N41. რასთან არის დაკავშირებული ილუსტრაციაზე გამოსახული მონოგრამა?

ა) დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანების დევნასთან;

ბ) ხატმებრძოლეობასთან;

გ) ქრისტიანობის ორ მიმდინარეობად გათიშვასთან;

დ) კონსტანტინე დიდის მიერ ქრისტიანულ რწმენის აღიარებასთან.

N42. რა ტიტულს ატარებდა ილუსტრაციაზე წარმოდგენილ V საუკუნით დათარიღებულ სტელაზე


გამოსახულ ქართველ დიდებულს?

ა) პიტიახში;

ბ) პატრიკიოსი;

გ) ქორეპისკოპოსი;

დ) ხონთქარი.

N43. რომელი ისტორიული მოვლენა უკავშირდება ილუსტრაციაზე გამოსახული ბიზანტიის იმპერატორის


სახელს?

ა) მან მუსრი გაავლო იმპერიის საზღვრებში შემოჭრილ ბულგარელებს, რის


გამოც მას „ბულგართმმუსვრელი“ შეარქვეს;

ბ) მის წინააღმდეგ მოხდა „ნიკეს“ სახელით ცნობილი აჯანყება


კონსტანტინოპოლში;

გ) მან გამოსცა „მილანის ედიქტი“, რითაც შეამცირა იმპერიაში არსებული


დაძაბულობა;

დ) მის დროს დაიწყო „ხატმებრძოლეობის“ სახელით ცნობილი დაპირისპირება


ეკლესიასთან.
N44. რა შედეგით დასრულდა 451 წელს მომხდარი ილუსტრაციაზე ასახული ბრძოლა?

ა) ვესტგოთებმა ალარიხის მეთაურობით აიღეს და გაძარცვეს რომი;

ბ) რონსევალის ბრძოლაში კარლოს დიდის არმია ბასკი მებრძოლებისაგან სრულ განადგურებას მხოლოდ
მარკგრაფ როლანდის თავდადების წყალობით გადაურჩა;

გ) კატალაუნის ბრძოლაში რომაელთა და ვესტგოთების გაერთიანებულმა არმიამ შეაჩერა ჰუნების


შემდგომი ექსპანსია ევროპაში;

დ) იმპერატორმა ბასლი II-ემ დაამარცხა ბულგარელები.

N45. რომელი მმართველის სახელს უკავშირდება მდინარე ივრის ხეობაში მდებარე ქალაქის მშენებლობა,
რომლის რეკონსტრუქციაც არის წარმოდგენილი ილუსტრაციაზე?

ა) ვახტანგ გორგასლის;

ბ) დაჩი უჯარმელის;

გ) დავით კურაპალატის;

დ) ფარსმან II-ის.
N46. რომელი მოვლენა არ უკავშირდება ბიზანტიის იმპერატორს, რომლის სახელზე მოჭრილი ოქროს
მონეტაც არის გამოსახული ილუსტრაციაზე?

ა) საკანონმდებლო რეფორმა და კანონთა კოდექსის გამოცემა;

ბ) ქრისტიანების სასტიკი დევნა;

გ) „ნიკას აჯანყება“;

დ) დაპყრობითი ომების შედეგად თითქმის მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის იმპერიისათვის მიერთება.

N47. რომელია მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე გამოსახული ბიზანტიის დედოფლის შესახებ,


რომელიც VI საუკუნეში მოღვაწეობდა?

ა) ლეონ IV-ის ქვრივი დედოფალი ირინე აქტიურად


ეწინააღმდეგებოდა ხატმებრძოლეობას, რა მიზნითაც მან ნიკეის
მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვია;

ბ) დედოფალ თეოდორას დიდი გავლენა ჰქონდა მისი მეუღლეზე,


იმპერატორ იუსტინიანე I-ზე და, ფაქტობრივად, ქვეყანა მისი
არაფორმალური გავლენით იმართებოდა;

გ) დედოფალმა თეოფანიამ თავის ფავორიტ იონე ციმისკესთან


ერთად მოაწყო შეთქმულება თავისი მეუღლის, იმპერატორ
ნიკიფორე ფოკას წინააღმდეგ, თუმცა, ახალმა იმპორატორმა ის
მალევე მოიშორა თავიდან;

დ) ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი დედოფალი მარიამი


(მართა) სხვადასხვა დროს ბიზანტიის ორი იმპერატორის მეუღლე
იყო და სახელმწიფოში დიდი გავლენით სარგებლობდა.
ა) ბაგრატ IV-ის;

ბ) დავით III კურაპალატის;

გ) გიორგი II-ის;

დ) ადარნესემ II-ის.

N68. ვისი მმართველობის დროს არის აშენებული ილუსტრაციაზე წარმოდგენილი მავზოლეუმი, რომელიც
XI საუკუნით თარიღდება?

ა) არაბების;

ბ) მონღოლების;

გ) ოსმალების;

დ) სელჩუკების.

N69. რომელია მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე ასახული მსოფლიო საეკლესიო კრების შესახებ,
რომელიც იმპერატორ ლეონ III ისავრიელის უშუალო მემკვიდრის მიერ იქნა მოწვეული?
N104. რომელი უკავშირდება ილუსტრაციაზე წარმოდგენილ ჩრდილოეთ ჰოლანდიის გამგებელს?

ა) დომინიკელთა ორდენის ჩამოყალიბება;

ბ) ნიდერლანდებში აჯანყებულთა წინააღმდეგ ექსპედიციის მეთაურობა და


პროტესტანტების სასტიკი რბევა;

გ) ვესტფალიის რელიგიური ზავის ინიციირება და ხელმოწერა;

დ) ესპანელთა მმართველობის წინააღმდეგ ნიდერლანდელთა მიერ მოწყობილი


აჯანყების მეთაურობა.

N105. რომელი ისტორიული პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო ილუსტრაციაზე გამოსახული პირის
მიერ ორდენის შექმნა და მისი საქმიანობა?

ა) რეფორმაციის;

ბ) რელიგიური ომების;

გ) კონტრრეფორმაციის;

დ) ასწლიანი ომის.

N106. რომელი ისტორიული დოკუმენტის გამოცემის აღსანიშნავად იქნა დამზადებული ილუსტრაციაზე


წარმოდგენილი საფოსტო მარკა?

ა) საფრანგეთის პირველი კონსტიტუციის;

ბ) აუგსბურგის ზავის;

გ) ნანტის ედიქტის;

დ) სენ ჟერმენის ედიქტის.


N107. რომელია მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე წარმოდგენილი ისტორიული დოკუმენტის
შესახებ, რომელიც 1598 წლით არის დათარიღებული?

ა) აუგსბურგის რელიგიური ზავით დასრულდა ომი კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის;

ბ) ნანტის ედიქტმა აღიარა პროტესტანტ-ჰუგენოტების რწმენის თავისუფლება;

გ) ვესტფალიის ზავმა დაასრულა ე.წ. „ოცდაათწლიანი ომი“ პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის;

დ) ვორმსის ედიქტით მარტინ ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა, მისი ნაშრომები კი აკრძალა.

N108. რა სახელწოდებით არის ცნობილი ილუსტრაციაზე ასახული 1618 წელს მომხდარი ისტორიული
მოვლენა?

ა) „პრაღის დეფენესტრაცია“;

ბ) „ბართლომეს ღამე“;

გ) „აუგსბურგის აღსარება“;

დ) „სევილიის აუტოდაფე“.
N109. რომელი დიდი შეიარაღებულ კონფლიქტს უკავშირდება რუკაზე წარმოდგენილი სამხედრო-
პოლიტიკური ალიანსების შექმნა?

ა) ოცდაათწლიან ომს;

ბ) შვიდწლიან ომი;

გ) ასწლიან ომს;

დ) ომს ესპანეთის მემკვიდრეობისათვის.

N110. რომელია 1648 წელს მომხდარი ილუსტრაციაზე ასახული ისტორიული მოვლენის მთავარი შედეგი?
N151. რომელია მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე ასახული საერთაშორისო ფორუმის შედეგების
შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა 1814-1815 წლებში?

ა) ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით ბათუმი, ყარსი და არტაანი რუსეთის ხელში გადავიდა;

ბ) პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გადაწყდა საერთაშორისო ორგანიზაციის - ერთა ლიგის შექმნა;

გ) პარიზის საზავო მოლაპარაკებებმა დაასრულეს შვიდწლიანი ომი და მის შედეგად საფრანგეთმა


მთლიანად დაკარგა თავისი ფლოტი და ამერიკული კოლონიები;

დ) ვენის კონგრესმა შექმნა საერთაშორისო ურთიერთობების ახალი სისტემა, ე.წ.“ევროპის კონცერტი“,


რომელსაც უნდა უზრუნველეყო ევროპაში ბალანსისა და წონასწორობის შენარჩუნება.

N152. რომელ მნიშვნელოვან მოვლენას გამოეხმაურა ილუსტრაციაზე ასახული ერთ-ერთი ფრანგული


ჟურნალის სპეციალური ნომერი?

ა) გენერალ ბულანჟეს თანამდებობიდან გადაყენებას;

ბ) პარიზში დაწყებულ აჯანყებას;

გ) დრეიფუსის საქმეს;

დ) სუეცის არხის კრიზისს.


N153. რომელია მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე ასახული მოვლენის შესახებ?

ა) ავსტრიელთა ძალადობამ იტალიის სამეფო-სამთავროების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც


ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა და იტალიის გაერთიანება მოჰყვა;

ბ) „ივლისის მონარქია“ არაეფექტური აღმოჩნდა, მისმა არაადეკვატურმა სასურსათო პოლიტიკამ


საფრანგეთის მოსახლეობის უკმაყოფილება და რევოლუციური პროცესები გამოიწვია;

გ) რუსეთის კოლონიური პოლიტიკით უკმაყოფილო პოლენელები არ ეგუებოდნენ შექმნილ


მდგომარეობას, რასაც ეროვნული ძალების გაერთიანება და რევოლუცია მოჰყვა;

დ) პრუსიის მეფე ვილჰელმ IV-ის რეფორმებმა შედეგი არ გამოიღო, რასაც გერმანულ სახელმწიფოებში
რევოლუციური პროცესების დაჩქარება და საბოლოოდ გერმანიის გაერთიანება მოჰყვა.

N154. რას უწოდებდნენ ხელისუფლებას, რომლის სათავეშიც კარიკატურაზე სიმბოლურად გამოსახული


პირი მართავდა?

ა) დირექტორიას;

ბ) მეორე რესპუბლიკას;

გ) ივლისის მონარქიას;

დ) ვაიმარის რესპუბლიკას.
N164. რომელია ილუსტრაციაზე ასახული მოვლენის ერთ-ერთი შედეგი?

ა) რევოლუციის შედეგად ჰაბსბურგების დინასტია დაემხო, გერმანია რესპუბლიკად გამოცხადდა და


დაიწყო დემოკრატიული რეფორმების განხორციელება;

ბ) ჰაბსბურგებმა შეძლეს რევოლუციის საწყის ეტაპზე დაკარგული პოზიციების აღდგენა, ძალაუფლებისა


და სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნება;

გ) რევოლუციის შედეგად საღვთო რომის იმპერია ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაიშალა, პრუსიის


მეფე გადადგა და ქვეყნის მმართველობა ხელში ლიბერალურმა ძალებმა აიღეს;

დ) გერმანიის ცალკეული სამეფო-სამთავროები ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდნენ, რის შემდეგაც გერმანია


იმპერიად (რაიხად) გამოცხადდა.

N165. რომელი მოვლენა უკავშირდება ილუსტრაციაზე ასახული პირის სახელს?

ა) „სათხოვარი პუნქტების“ გაგზავნა რუსეთის იმპერატორ


პავლე I-თან;

ბ) კახეთის აჯანყების ორგანიზება რუსეთის საოკუპაციო


რეჟიმის წინააღმდეგ;

გ) გიორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება;

დ) ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების გაერთიანება.


N166. რომელია მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე გამოსახული პირის საქმიანობის შესახებ?

ა) იულონ ბატონიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა 1804 წელს აღმოსავლეთ


საქართველოში დაწყებულ აჯანყებას, თუმცა, ის დაიჭირეს და
საქართველოდან გადაასახლეს;

ბ) სამეგრელოს მთავარმა, გრიგოლ დადიანმა რუსეთს წარუდგინა ე.წ.


„სათხოვარი პუნქტები“, რომლის საფუძველზე 1804 წელს მან
იმპერატორისაგან ქვეშევრდომობის სიგელი მიიღო;

გ) სოლომონ II არ ეგუებოდა იმერეთის სამეფოს გაუქმებას და ჩაება რუსეთის


საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ღია ბრძოლაში, რომელშიც დამარცხდა და
ოსმალეთში გადაიხვეწა;

დ) 1809 წელს გურიის მთავარმა მამია გურიელმა ფოთი აიღო და რუსებს


გადასცა.

N167. რა მოვლენა არის ასახული წარმოდგენილ ილუსტრაციაზე?

ა) ინგლისის კოლონიური პოლიტიკის გაძლიერება;

ბ) საფრანგეთის მიერ სუეცის არხის პროექტის წარმატებით


დაგვირგვინება;

გ) საფრანგეთის მიერ აფრიკის კონტინენტზე გაბატონება;

დ) გერმანიის ჩაბმა კოლონიური სამფლობელოებისათვის ბრძოლაში.

N168. XIX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს თავადაზნაურობა სხვადასხვაგვარად ხედავდა ქვეყნის
დამოუკიდებლობის საკითხს. რომელ ჯგუფს განეკუთვნებოდა ილუსტრაციაზე გამოსახული საზოგადო
და პოლიტიკური მოღვაწე?

ა) ჯგუფს, რომელიც ნაადრევად მიიჩნევდა საქართველოს დამოუკიდებლობის


აღდგენას, რადგან ჯერ კიდევ დიდი იყო საფრთხე თურქეთისა და ირანის მხრიდან;

ბ) ჯგუფს, რომელიც თვლიდა, რომ ყველა პირობები არსებობდა საქართველოს


დამოუკიდებლობისათვის და ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო;

გ) ჯგუფს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ერთმორწმუნე რუსეთიდან გამოყოფას და


მხოლოდ კულტურულ ავტონომიას მოითხოვდა;

დ) ჯგუფს, რომელიც ემხრობოდა გიორგიევსკის ტრაქტატის პირობების აღდგენას.


N169. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ უკავშირდება ილუსტრაციაზე გამოსახული სახელმწიფო მოხელის
სახელს?

ა) მისი ნებართვითა და შემწეობით აღდგა ქართული თეატრი;

ბ) მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა პირველი ქართული


უნივერსიტეტი;

გ) მისი ძალისხმევის შედეგად 30 ათასზე მეტმა ქართველმა


თავადაზნაურული ტიტული მიიღო;

დ) მან მრავალი ქართველი თავადაზნაურის შვილი გააგზავნა


რუსეთში განათლების მისაღებად.

N170. რომელი თანამდებობა არ ეკავა ილუსტრაციაზე გამოსახულ სახელმწიფო მოღვაწეს?

ა) ტფილისის თავის;

ბ) დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის;

გ) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების


თავმჯდომარის;

დ) ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის.

N171. რა უკავშირდება ილუსტრაციაზე ასახული რუსეთის იმპერატორის სახელს?

ა) საქართველოს შეერთება რუსეთთან;

ბ) უნგრეთის 1848-1849 წლების აჯანყების ჩახშობა;

გ) ნაპოლეონის არმიის დამარცხება ბოროდინოს ველზე;

დ) რუსეთში ბატონყმობის გაუქმება.


N214. რომელი კონფლიქტის ცალკეული ეტაპები არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) ესპანეთში გამართული არჩევნების;

ბ) ესპანეთის სამოქალაქო ომის;

გ) მოკავშირეთა არმიის მიერ ესპანეთის ოკუპაციის;

დ) ესპანეთის ინდუსტრიალიზაციის.

N215. რომელი ისტორიული მოვლენა არის ასახული ილუსტრაციაზე წარმოდგენილი პაბლო პიკასოს
ტილოზე?

ა) ფრანკისტების მიერ მადრიდის აღება;

ბ) ესპანელი კომუნისტების დახვრეტა ქალაქ


ბარსელონაში;

გ) გერმანიის ავიაციის მიერ ქალაქ გერნიკას


დაბომბვა;

დ) ნაცისტების მიერ ესპანეთის ოკუპაცია.

N216. რა ეწოდებოდა ილუსტრაციაზე წარმოდგენილ თავდაცვითი ნაგებობების სისტემას?

ა) „მანერჰაიმის ხაზი“;

ბ) „ლიმესი“;

გ) „ალპების ხაზი“;

დ) მაჟინოს ხაზი.
N217. რომელია ილუსტრაციაზე გამოსახული პოლიტიკური ლიდერებს შორის დადებული საიდუმლო
შეთანხმების ერთ-ერთი შედეგი?

ა) პოლონეთის ტერიტორია განაწილებული იქნა გერმანიასა და სსრკ-ს შორის;

ბ) ჩეხოსლოვაკიის კუთვნილი სუდეტის ოლქი გადაეცა გერმანიას;

გ) ბენილუქსის ქვეყნები მოექცნენ ნაცისტების გავლენის სფეროში;

დ) საფრანგეთმა ხელი მოაწერა უპირობო კაპიტულაციას გერმანიასთან.

N218. რა სახელწოდებით არის ცნობილი ილუსტრაციაზე ასახული შეთანხმება სახელმწიფოებს შორის?

ა) ეიზენჰაუერ-დალესის პაქტი;

ბ) მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი;

გ) ბრიან-კელოგის პაქტი;

დ) ბრეჟნევ-კოსიგინის პაქტი.

N219. რას უწოდებენ სამხედრო კონფლიქტს, რომლის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია
ილუსტრაციაზე გამოსახული პირის ინიციატივით შექმნილმა თავდაცვითი სისტემის კომპლექსმა?

ა) „ზამთრის ომი“;

ბ) „ჩრდილოეთის ომი“;

გ) „ივლისის გადატრიალება“;

დ) „ოპერაცია ედელვაისი“
პასუხები
1–ბ 30 – ბ 59 – ბ 88 – დ 117 – დ 146 – ბ 175 – ბ 204 – ბ

2–ბ 31 – ბ 60 – ბ 89 – ბ 118 – ბ 147 – ა 176 – დ 205 – ბ

3–დ 32 – ა 61 – დ 90 – ბ 119 – დ 148 – დ 177 – ბ 206 – ბ

4–ბ 33 – ბ 62 – გ 91 – გ 120 – გ 149 – გ 178 – დ 207 – ა

5–ბ 34 – ბ 63 – ბ 92 – ბ 121 – ბ 150 – ბ 179 – გ 208 – ა

6–გ 35 – გ 64 – ბ 93 – ა 122 – დ 151 – დ 180 – გ 209 – გ

7–ა 36 – ბ 65 – ა 94 – გ 123 – გ 152 – ბ 181 – ა 210 – გ

8–ა 37 – ბ 66 – ბ 95 – ბ 124 – გ 153 – ბ 182 – ბ 211 – ბ

9–გ 38 – დ 67 – ა 96 – დ 125 – ბ 154 – გ 183 – გ 212 – დ

10 – ა 39 – გ 68 – დ 97 – ბ 126 – გ 155 – ა 184 – ა 213 – ბ

11 – ბ 40 – გ 69 – გ 98 – ა 127 – დ 156 – გ 185 – გ 214 – ბ

12 – დ 41 – დ 70 – ბ 99 - ბ 128 – ბ 157 – ბ 186 – ბ 215 – გ

13 – გ 42 – ა 71 – გ 100 – გ 129 – ბ 158 – დ 187 – ა 216 – დ

14 – დ 43 – ბ 72 – ბ 101 – ა 130 – გ 159 – ა 188 – გ 217 – ბ

15 – ა 44 – გ 73 – ბ 102 – გ 131 – ა 160 – ბ 189 – დ 218 – ბ

16 – ა 45 – ა 74 – ბ 103 – ბ 132 – გ 161 – გ 190 – ბ 219 – ა

17 – გ 46 – ბ 75 – ბ 104 – დ 133 – ა 162 – გ 191 – გ 220 – გ

18 – გ 47 – ბ 76 – დ 105 – გ 134 – ბ 163 – გ 192 – ა 221 – ბ

19 – ბ 48 – ა 77 – ა 106 – გ 135 – ბ 164 – ბ 193 – ბ 222 – დ

20 – ა 49 – ა 78 – გ 107 – ბ 136 – გ 165 – ა 194 – ბ 223 – გ

21 – ა 50 – გ 79 – ბ 108 – ა 137 – ბ 166 – გ 195 – ბ 224 – გ

22 – გ 51 – ბ 80 – დ 109 – ბ 138 – გ 167 – ა 196 – დ 225 – დ

23 – გ 52 – გ 81 – ბ 110 – დ 139 – ბ 168 – ბ 197 – გ 226 – ბ

24 – ბ 53 – გ 82 – ა 111 – ბ 140 – გ 169 – ბ 198 – დ 227 – ა

25 – ბ 54 – ა 83 – გ 112 – გ 141 – ბ 170 – ბ 199 – ა 228 – გ

26 – დ 55 – დ 84 – გ 113 – დ 142 – დ 171 – დ 200 – ბ 229 – ბ

27 – გ 56 – გ 85 – დ 114 – ბ 143 – გ 172 – გ 201 – გ 230 – დ

28 – გ 57 – ბ 86 – დ 115 – გ 144 – გ 173 – ბ 202 – ა 231 – გ

29 – ა 58 – დ 87 – ბ 116 – ბ 145 – ა 174 – ბ 203 – გ 232 – გ


233 – დ 236 – ა 239 – ბ 242 – ბ 245 – დ 248 – დ

234 – ბ 237 – ბ 240 – ბ 243 – გ 246 – ბ 249 – გ

235 – ბ 238 – ა 241 – ბ 244 – ა 247 – ბ 250 – დ

You might also like