Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

რევოლუციების ხანა ევროპაში

1848 წლის რევოლუცია


საფრანგეთში

1) 1846 წლის მოუსავლიანობას სურსათზე ფასების


ზრდა მოჰყვა, საერთაშორისო ფინანსურმა
კრიზისმა გავლენა მოახდინა უმუშევრობის
ზრდაზე.

2) 1847 წლისათვის პარიზელ მუშათა დაახლეობით


ერთი მესამედი შიმშილობდა.

ზემოთხსენებული ფაქტორები ამძიმებდა


მოსახლეობის მდგომარეობას (1848 წელი).
„მეოთხე წოდების“ (წვრილი ბურჟუაზია და მუშები)
ნაწილი მოითხოვდა კერძო საწარმოების
ნაციონალიზაციას და მუშათა დასაქმებას
ნაციონალურ საწარმოებში. ეს ყოველივე
ეფუძნებოდა ფრანგი სოციალისტის, ლუი ბლანის
პროგრამას, რომელიც სახელმწიფოსგან
მოითხოვდა მუშების დაცვას კაპიტალისტების
თვითნებობისგან.

1848 წლის 22 თებერვალს მთავრობამ აკრძალა


საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის
მომთხოვნი დემონსტრაციები, ერთი დღის შემდეგ
პარიზელებმა ისევ ათასობით ბარიკადი
აღმართეს ქუჩებში. მეფის გვარდია მათ
შეუერთდა.
სამი დღის შემდეგ ლუი ფილიპი ინგლისში გაიქცა.

1848 წლის 24 თებერვალს საფრანგეთი


რესპუბლიკად გამოცხადდა (რიგით მეორე
რესპუბლიკა, 1848-1852). ახალ, დროებით
მთავრობაში შრომის მინისტრად ლუი ბლანი
დაინიშნა. დროებითმა მთავრობამ გამოაცხადდა:
ა) “შრომის საყოველთაო უფლება”
ბ) შეიქმნა ნაციონალური საწარმოები.
გ) უმუშევრები დასაქმდნენ მიწებზე.
დ) დაუსაქმებელთა დახმარება დღეში ერთი
ფრანკით.
ე) თანასწორი და საყოველთაო ხმის უფლება
მამაკაცებისათვის.

ახალი საარჩევნო წესის საფუძველზე გაიმართა


კონსტიტუციური ნაციონალური კრების არჩევნები.
ხმათა უმრავლესობა მიიღო ბურჟუაზიამ.
გამძაფრდა მათი მხრიდან საწარმოების კრიტიკა
არარენტაბელურობის გამო. როდესაც
ნაციონალურმა კრებამ სახელმწიფო საწარმოები
დახურა.
1848 წლის 23 ივნისს პარიზელი მუშები კვლავ
აჯანყდნენ. ეს აჯანყება ევროპაში მუშათა პირველ
რევოლუციადაა შეფასებული.

აჯანყება სამხედრო ძალით ჩაეხშო, არმიას


ხელმძღვანელობდა სამხედრო მინისტრი,
გენერალი კავენიაკი.

1848 წლის დეკემბერში ჩატარდა საფრანგეთის


რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები ახალი
კონსტიტუციის საფუძველზე. პრეზიდენტი გახდა
ნაპოლეონ ბონაპარტის ძმიშვილი, ლუი
ნაპოლეონ-ბონაპარტი.

რევოლუციური მოვლენები
გერმანიასა და ავსტრიის
იმპერიაში

ეკონომიკურ კრიზისსა და შეზღუდულ საარჩევნო


უფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკური
დაპირისპირება ივლისის მონარქიის დამხობის მიზეზი
გახდა. რევოლუციის ტალღამ გადაუარა კონტინენტური
ევროპის მონარქიულ სახელმწიფოებსაც.

1848 წლის თებერვალში სამხრეთ გერმანიაში


ლიბერალურად განწყობილმა დემონსტრანტებმა
მოითხოვეს:
ა) პრესის თავისუფლება
ბ) დემოკრატიული უფლებები
გ) ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს ჩამოყალიბება
დ) სასამართლო პროცესების საჯაროობა
ე) ერთიანი გერმანული პარლამენტის შექმნა.

1848 წლის მარტში ბარიკადული ბრძოლების შემდეგ


ავსტრიასა და პრუსიაში დაინიშნენ ლიბერალი
მინისტრები და დასთანხმდნენ კონსტიტუციური კრების
მოწვევას.
ვენაში რევოლუცია 1848 წლის 13 მარტს დაიწყო ძველი
მონარქიული რეჟიმის სახის, გრაფი ფონ მეტერნიხის
გადაყენებით. ბერლინში ბარიკადებზე ლიბერალი
რევოლუციონერების სამფეროვანი დროშა აფრიალდა.
(გერმანიის)

ჩეხებმა, იტალიელებმა და უნგრელებმა ეროვნული


თანასწორუფლებიანობა, დამოუკიდებლობა მოითხოვეს,
რითაც საფრთხე შეუქმნეს ავსტრიის მრავალეროვანი
იმპერიის არსებობას. ინდუსტრიულ რეგიონებში მუშები
გამოვიდნენ სოციალური მოთხოვნებით.

გერმანულ სახელმწიფოებსა და ავსტრიაში


ჩატარებული არჩევნების შემდეგ, 1848 წლის მაისში
მუშაობა დაიწყო:
1) კონსტიტუციურმა ნაციონალურმა კრებამ მაინის
ფრანკფურტში.
2) პრუსიის ნაციონალურმა კრებამ ბერლინში.
3) საკონსტიტუციო რაიხსტაგი ვენაში.

პრუსიის ნაციონალურმა კრებამ და ვენის


რაიხსტაგმა მიიღეს მეტად მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილებები გლეხობის გათავისუფლების
შესახებ.
ფრანკფურტის ნაციონალურმა კრებამ
ჩამოაყალიბა “გერმანელი ხალხის ძირითადი
უფლებები”
ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა:
1) გაერთიანებულ გერმანულ სახელმწიფოთა
შექმნას ავსტრიის გარეშე.
2) მთავრობა ანგარიშვალდებული იყო
პარლამენტის წინაშე.
3) გაუქმდა ფეოდალური პრივილეგიები.
4) მოქალაქეების თანასოწრუფლებიანობა.
5) გაერთიანებული გერმანული სახელმწიფოს
მეთაურად მოიწვიეს პრუსიის მეფე ფრიდრიხ
ვილჰელმ მეოთხე.
მან არ მიიღო გვირგვინი რევოლუციონერთა
ხელიდან. დაშალა პრუსიის ნაციონალური კრება,
1849 წელს კი ფრანკფურტის კრება.
აღადგინეს ძველი ბუნდესტაგი.
გაუქმდა ფრანკფურტის კრების კანონებით მიერ
მიღებული ძირითადი უფლებები.

ბერლინში და ვენაში რევოლუცია სამხედრო


ძალით ჩაახშეს, გაუსწორდნენ ჩეხ დსა იტალიელ
აჯანყებულებსაც.
1848 წლის აგვისტოში რუსული არმიის
დახმარებით დაამარცხეს უნგრელთა რევოლუცია.

ამრიგად, ჰაბსბურგებმა ძალმომრეობით


მოახერხეს იმპერიის ხსნა დაშლისგან და
განიმტკიცეს ბატონობა იტალიაზე.

1848-1849 წლების რევოლუციებმა ბიძგი მისცა


ევროპის მონარქიული რეჟიმების
ლიბერალიზაციასა და პარლამენტარიზაციის
პროცესს.

You might also like