Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 13

ნეირომეცნიერება წარმოადგენს აღქმის მეცნიერებას, ხოლო გეშტალტთერაპია

აღქმის თერაპიაა.

Edmund husserl Bertrand Russel

არ არსებობს გონება ჩემს გარეშე.


ველი არის მე და გარემო. გარემო და ადამიანი განუყოფლები არიან.
ტვინში შეუძლებელია ერთი კონკრეტული ადგილის პოვნა, სადაც იბადება
ფიქრი. არც ისეთი ადგილია ტვინში სადაც განთავსებულია ცნობიერი.
ეს იბადება ინტერაქციის შედეგად.
მეტყველება მოტორული ქმედებაა, ჩვენ ვქმნით სიტყვებს, ძალიან რთული
მოქმედების შედეგად, რომელშიც ჩართულია პირი, ენა და ა.შ.
გონება, რომელსაც აქვს კოგნიტური და მოტორული ფუნქციები არ არის
ადამიანში, არამედ ადამიანსა და გარემოს შორის.
როცა თერაპიაზე ინტერაქციაში ვარ კლიენტთან, ვხდები მისი გონების ნაწილი და
ვიწყებ მისი გონების გაგებას, მასთან ერთად, მისი გონებაც არ არის მხოლოდ
მასში, არამედ ჩვენს მიერ იქმნება ინტერაქციის პროცესში, ინტერაქციის შედეგად
და ეს გვაძლევს ძალას ვიყოთ თანამგზავრი, სხვისი ცვლილების პროცესში.
გონება არის აღქმითი და მოტორული პროცესი (მეტყველება). ჩვენ გვაქვს
შეგრძნება, რომ იდეები და აზრები არის ჩვენს ტვინში, თუმცა მეცნიერულად
დამტკიცდა, რომ როდესაც ვფიქრობ, ინტერაქციაში ვარ, აქტიურდება კორტექსი,
შემდეგ მყარდება ნეირონულ კავშირები, ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება
სიტყვები.
როცა წარმოვთქვამ სიტყვა ,,ძაღლს’’ ჩემს ტვინში მიმდინარეობს შესაბამისი
ნეირონული პროცესი, მაგრამ სიტყვა ვერბალურად რომც არ წარმოვთქვა,
თითქოს წარმოვთქვი.
პერლსი ამბობდა, რომ განსხვავება ფიქრსა და ქცევას შორის არის, ის რომ ფიქრი
არის მოქმედება ენერგიის დახარჯვის, მოძრაობის გარეშე გარეშე. რომ
დავუკავშირდეთ გეშტალტთერაპიას, როგორც შეიძლება იყოს გამოყენებული
ნეირომეცნიერების ჭრილში - გონება არის საერთო სივრცეში, ის არის ველის
პროდუქტი.
როგორ იბადება ცნობიერება?
როცა ვასრულებ მოქმედებას, როგორ ვხვდები, რომ ვინც ასრულებს ეს მე ვარ?
ეს ავტოცნობიერი/თვითშემეცნება, არის ის რაზეც ძალიან ბევრს ვმუშაობთ
თერაპიაში.
ეს არის რეტიკულარული ფორმაცია.

რეტიკულური ანუ ბადისებრი ფორმაცია ტვინის ღეროს უბანია, რომელიც


ნერვების ხშირი ქსელის სახით არის წარმოდგენილი და თავისი გრძელი
ბოჭკოებით, თალამუსს უკავშირდება. ის ტვინის ღეროს დარაჯის ფუნქციას
ასრულებს, ახორციელებს რა თავის ტვინის ქერქის აქტივაციას და
აკონტროლებს ზურგის ტვინის რეფლექსურ მოქმედებას. ამით ის განაპირობებს
დიდი ტვინის ქერქის
მზაობას, მიიღოს
სენსორული
ინფორმაცია ანუ ახალი
სტიმულაცია და
პასუხისმგებელია
ცნობიერების
შენარჩუნებასა და
გამოფხიზლებაზე.
ამასთან, ის ძილის
დროსაც ინარჩუნებს
სიფხიზლის გარკვეულ
დონეს. ვინაიდან
რეტიკულური
ფორმაცია თავის
ტვინის ღეროში
მდებარე ცენტრების
ტონუსის რეგულაციაში
მონაწილეობს, ამ უბნის
სერიოზული დაზიანება
კომას იწვევს.
ეს უბანი მუდმივად აკონტროლებს ჩვენი სხეულის მდგომარეობას და აგზავნის
ინფორმაციას ტვინში, თუ რას განიცდის სხეული. ცენტრალური ნაწილია.
შუალედური რგოლია ორგანოებს, კორტექსს და ქერქს. თუ ვბრაზდები, ვგრძნობ
ჩემი სხეულის ცვილებებს, ჩემს ქცევას ახლავს ცვლილებები, სხეულში შეგრძნების
დონეზე და ეს შეგრძნებები ინახება ტვინის ამ უბანში და ეს მაძლევს
ინფორმაციას, რომ ეს მე ვარ!
სწორედ შეგრძნებაა სიგნალი, რომ ეს შენ ხარ ვინც გრძნობს ამას.
ეს სტრუქტურა წარმოიქმნება კონტაქტის ციკლიდან.

ცნობიერება - როცა მანქანას ვატარებ, ვახორციელებ ქმედებას, რომელიც ვიცი, იმ


მომენტში ვერ ვიტყვი, რომ ვფიქრობ, ეს ინფომაცია ვიცი, მაგრამ ამ მომენში ეს არ არის
შემი ფიქრი.
ცხადგრძნობით გადავჭრი გარკვეულ საკითხს, მას უფრო მეტი დრო სჭირდება.

,,იდი’’-ს სტრუქტურა - გეშტალტურ ,,იდი’’-სთან ნეიროფსიქოლოგიური


მიდგომა.
,,იდი’’- არის მოგრძო ტვინში, ზურგის ტვინი.

აღქმა
თუ მოწყენილი ვარ ჩემი ტვინი დაიწყებს გარემოდან მსგავსი ინფორმაციის
შეგროვებას. (მუსიკათთერაპია- განწყობა, ასიმილაცია)
იმპულსები მუდმივად იცვლება- ანუ ამაზეა დამოკიდებული ჩემს მიერ
რეალობის აღქმა.
ეს უბანი განსაზღვრავს როგორ
აღვიქვამ ფერებს.

რა ფერია კაბა?
კაბის რა ფერს დაინახავ
დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფერი
გიყვარს.
თუ მომწონს ლურჯი, სამჯერ მეტი
შანსია, რომ დავინახავ ლურჯს.
ფერის სიყვარული კი დაკავშირებულია
შფოთვასთან.
მაგალითად: თუ ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი და ლურჯი ფერი უფრო მიყვარს,
ვიდრე ყვითელი, ლოგიკურად თუ მისვამენ კითხვას -ლურჯი უფრო გიყვარს თუ
ყვითელი? , ბუნებრივია ვუპასუხებ, რომ ლურჯი, მაგრამ თუ ძლიერი შფოთვა
მაქვს და მისვამენ იმავე კითვას, ვუპასუხებ, რომ მირჩევნია ყვითელი.
როცა შფოთვაში ვარ, ვამბობ საპირისპიროს და ეს კარგი ინდიკატორია ამის
დასანახად.
თერაპიაში შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგნაირად, ,,ვიქონიოთ გავლენა’’
რეტიკულარულ ფორმაციაზე ისე, რომ ადამიანი, თუ მოწყენილია არ აკრიბოს
გარემოდან მხოლოდ ის, რაც ამას შეესაბამება.
რაციონალიზაცია ყველაზე ნაკლებად ეფექტურია სხეულში ცვლილებების
შესატანად.
აღქმას იმდენად დიდი გავლენა აქვს, რომ ამან შეიძლება ჰალუცინაციებიც კი
გამოიწვიოს სხეულში.
ფსიქოზი არის სხეულებრივი გამოცდილების პათოლოგია. ასეთი ადამიანი
ამბობს არალოგიკურ რაღაცეებს, მაგრამ კოგნიტური ფუნქციები კი არ აქვს
დაზიანებული, არამედ რეტიკულარული უბანი იმდენად დაზიანებულია
ტკივილებით, რომ უმარტივესი რეალობის აღქმასაც ვერ ახერხებს რელაციაში.
ფსიქოტიკებს არ აქვთ უნარი ჩვეულებრივი ყოველდღიური ჟესტები აღიქვას,
როცა ადამიანი იცინის ის ვერ ხვდება რას გამოხატავს. ეს ტკივილია, რომელიც არ
აძლევს ადამიანს საშუალებას გაიგოს მეორე ადამიანის ღიმილის შინაარსი.
ჩვენ ღიმილს აღვიქვამთ ჩვენი მოგონებების მიხედვით და ასე ვიგებთ ღიმილის
შინაარსს. ფსიქოზის შემთხვევაში არსებული გამოცდილება და მოგონებები არ
აღაქმევინებს რეალობას. ჯანსაღად ფუნქციონირების შემთხვევაში თალამუსში
არის შეგრძნებების და მოგონებების შეხვედრა, ამ შემთხვევაში კი
თალამუსი ,,ცუდად მუშაობს’’, ამიტომ ფსიქოზის მქონეს სხვა გზა არ აქვს და
იყენებს ადრინდელ არსებულ მოგონებებს, რომელიც შეიძლება ახლოს არ
იყოს ,,აქ და ამჟამად’’ რეალობასთან.
რაც შეეხება შიზოფრენიიდან განკურნების შემთხვევებს ის დასტურდება 90-იან
წლებში. თერაპიის მიმართულებას ჰქვია - ინტეგრალური თერაპია.

ობცესიის შემთხვევაში უნდა მოხდეს გაცნობიერება, რომ თუ ეს შფოთვის


შედეგია, მაშინ სტრესის სხვაგვარად დაძლევა შეიძლება. (ქმედების შეცვლა,
ახლის შეტანა გამოცდილებაში) აქ არის მცდელობა, რომ მართოს სტრესი, ხოლო
ფსიქოზით გამოწვეული არის იმისთვის, რომ შეინარჩუნოს კონტაქტი
რეალობასთან. მაგალითად, რომ სულ კითხულობს - გიყვარვარ? გიყვარვარ?
გიყვარვარ?... იმისთვის, რომ გადაამოწმოს რეალობა, რადგან თუ დარჩება
საკუთარ ფანტაზიასთან ეს შეიძლება იყოს, რომ წარმოიდგინოს ის, რაც
ეზიზღება.
ადამიანმა უნდა მონახოს ალტერნატიული სისტემა, რომელიც დაიცავს
დელირიუმისგან, იმის ნაცვლად, რომ ამოწმოს გიყვარვარ თუ არა, მივიდეს და
ხელით შეეხოს.
არსებობს ნეირონი, რომელიც იცნობს და იმახსოვრებს ინფორმაციას.
მეცნიერულად დადასტურდა, რომ ამ ნეირონმა ნამდვილად იცის, იმიტომ რომ
ცოდნა ნეირონების არხში კი არ არის, არამედ ცალკეულ ნეირონში, რომელიც
აკეთებს ამის სტრუქტურირებას ნეირონული იმპულსების მეშვეობით.
ნეირონის შინაგანი სტრუქტურა არის ნეირონის საცავი.
კონცეპტუალური ნეირონი - ფლობს მაგალითად ერთი კონკრეტული ადამიანის
შესახებ ყველა სახის ინფორმაციას, მისი სახე, ხმა, კანის ფერი და ა.შ.
2018 წელს აღმოაჩინეს, რომ ასევე არსებობენ ერთი განსაზღვრული სახის
ინფორმაციას, სახეები მეხსიერების მქონე ნეირონები, სახელების დამახსოვრების
მქონე, შეგრძნებების ინფორმაციის და ა.შ.

ძალიან ბევრი ვისაუბრეთ აღმის სუბიექტურობაზე, ლელომ განმარტა, რომ აღქმა


სუბიექტური კი არა რეაქტიულია. ანუ ველში სადაც ხვდება შენი და ჩემი აღქმა ის
არის რეალობა.
თალამუსი ლათინურად ნიშნავს საწოლს. ეს არის ადგილი სადაც ხდება სიზმრის
ფორმირება. თალამუსში ხვდება აუდიალური, ვიზუალური და სხეულის
შეგრძნებებთან დაკავშირებული ინფორმაციები, რომელიც აკეთებს
ინტეგრირებას, შერწყმას და მიღებულ სტიმულებს აგზავნის ქერქში.
აუდიალური სტიმულები აღწევენ ჯერ თალამუსში და შემდეგ აუდიალურ
კორტექსში, ეს სტიმულები უკვე გაფილტრულია სხეულის მიერ ვიზუალურ
კორტექსში. მე, როცა ვხედავ ყვითელ ფერს, მიდის ინფორმაცია, როგორც
ყვითელი ფერი, მაგრამ თალამუსში კორტექსიდანაც აღწევს ინფორმაცია და
წინაკორტექსიდანაც, რომელიც ჩვენი რაციონალური ნაწილია. მაგ, ვერბალური
ინფორმაცია.
სიტყვები და ფიქრები მიდიან თალამუსში და აი ეს სხვადასხვა სახის ინფორმაცია,
რომელიც იფილტრება, შემდეგ ვრცელდებიან ტვინში. როდესაც ძილის დროს
თალამუსს შეწყვეტილი აქვს ვიზუალური, ტაქტილური, აუდიალური
სტიმულების მიწოდება, ბლოკავს სხეულში კუნთების მოძრაობას და ასე აკეთებს
ტვინის იზოლაციას გარემოსგან, დაახლოებით იგივე რამე ხდება ფსიქოზის
შემთხვევაში, როდესაც თალამუსი გადატვირთულია მოგონებებიდან ჭარბი
ინფორმაციებით, ცუდად იღებს ამ სტიმულებს, როგორც ძილში. მაშინაც ჩვენი
ფიქრები უცნაურია, როცა არ გვაქვს შეხება გარე სტიმულებთან, ამ დროსაც
ძალიან შეზღუდულია სტიმულების მიღება თალამუსის მიერ.
ეს უკვე მეორე დონის ფიქრია
I - რეტიკულარული უბანი - ინფორმაციის მიღება
II - თალამუსი - მიღება და სტიმულების გაფილტვრა.
თალამუსის გაფილტვრის შემდეგ ვიღებთ იმას, რაც განსაზღვრავს ჩვენს აღქმას
გარემოში და რა ფიგურებს გამოვყოფთ და ამ დონეზე გვაქვს უკვე ინსტრუმენტი,
რომლითაც ვმუშაობთ კლიენტებთან, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც
ახასიათებს ძილს და არა სიზმარს, რომელიც გვაძლევს სხეულის გამოცდილების
შეცვლის საშუალებას.
აი თუნდაც მღვიძარენიც რომ ვიყოთ, დავხუჭოთ თვალები, დავიხშოთ ყურები,
ჩვენი ტვინი უახლოვდება ძილის მდგომ არეობას, სადაც ტვინის ტალღები
ნელდება. ტვინის ყველა ზონა ფუნქციონირებს თანმიმდევრულად,
სინქრონულად ხან აიწევს, ხან დაიწევს.
ამ მდგომარეობაში ჩვენი ტვინი ,,რესტარტს’’ აკეთებს, ცდილობს ემოციის
მოდიფიცირებას მაგ: თუ უარყოფითი ემოციებით დატვირთული დღე მქონდა,
ჩემი ძილი მოახერხებს რომ შეამსუბუქოს ჩემი სხეულისთვის და თუ კარგი დღე
მქონდა გააუმჯობესოს ეს ჩემი მდგომარეობა და ამგვარად შეიძლება გამოვიყენო
მედიტაციური ტექნიკა სხეულის დადებითი ემოციების გაზრდის მიზნით, რაც
გააუმჯობესებს ჩემს ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას.
გიდირებული მედიტაციები არის ყველაზე კარგი, რადგან ორი ფილტრით
რეაგირებს. მართული ძილი და წარმართული მედიტაციები ძალიან
სასარგებლოა, საუკეთესო მუსიკალური ინსტრუმენტი კლასიკური მუსიკაა,
შეიძლება ეფექტი სურნელითაც გამოვიწვიოთ, ან ამით გავაძლიეროთ მუსიკის
ეფექტი. დღისით, მედიტაციის პროცესში გამოყენებულ მუსიკას ძალიან დაბალ
ხმაზე ვუსმენთ შემდეგ ძილის დროს.
მოყვა მაგალითი, კაცს ორი ცეკვის პარტნიორი ყავდა, ორივე იყენებდა
განსხვავებული სურნელის სუნამოს, ღამით იმის მიხედვით, თუ ვინ უნდოდა,
რომ დასიზმრებოდა ბალიშზე აფრქვევდა იმ პარტნიორის სუნამოს და მართლაც
ესიზმრებოდა.
ასეთი მეთოდი ძილი ეფექტურად გამოყენება აშლილობების დროს, ეს არ ეხება
მხოლოდ ღრმა ძილს, არამედ ძილის მთელს ციკლს, სიზმარი გვესიზმრება ძილის
პირველი ორი ფაზის დროს, ემოციური რეორგანიზაცია კი მთელი ღამის
განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს.
როცა რაღაც ინფორმაციის აღდგენა გახსენება ხდება, რაც უფრო მკაფიო და
ნათელია წარმოსახვა, ესეიგი მით უფრო კარგად მოხდა ამ ინფორმაციის
მიწოდება, მიღება.
საუბარი იყო იმაზე, რომ დაბადებიდან უსინათლო ადამიანები ხედავენ
სიზმრებს. (კითხვა კოლექტიური არაცნობიერი?)
მართვადი ძილის გამოცდილება:
მედიტაციური პროცესის დროს ხმა სპეციალურად იყო მონოტონური, რომ
ემოქმედა ამიგდალაზე და ჩაგვძინებოდა.
ამ მოქმედებით შეგვიძლია მოგონებებთან წვდომა, გავლენისთვის საუკეთესო
კლასიკური მუსიკაა, რადგან მას აქვს წინასწარ განსაზღვრული სტრუქტურა, ეს
არის აუცილებელი. წინასწარგანსაზღვრულობა ასეთი მედიტაციისთვის
აუცილებელია.
ჩვენ ყველას გვახსოვს ბახი, შოპენი და ა.შ. როცა ვისმენთ მოაქვს მოგონებები,
ისინი ჩვენშია და ვიხსენებთ, როცა გვჭირდება.
ნუკლეოტიდები არის ამ ზონის ნეირონები, ისინი ნივთიერებათა ცვლაში
ეხმარება ადამიანს. ამ ტიპის ნეირონები ბევრი ადგილიდან იღებენ ინფორმაციას
და ამ ნეირონებში მიდის ინფორმაცია მთელი სხეულიდან. კლასიკური მუსიკა
ჩვენი ნერვული სისტემის ძალიან ღრმა დონეზე მოქმედებს. ჩვენ მუსიკას სმენითი
სისტემის საშუალებით ვუსმენთ, რომელიც ბევრი რაღაცისგან შედგება,
განსხვავებით სხვა სენსორული სისტემებისგან ის მუშაობს გადაბმულად. თვალი
შეიძლება დავხუჭოთ და არ შევხედოთ, მაგრამ ყური თუ არ დაიხშე მაინც გესმის,
ძილშიც გვესმის დეფლექსიის დროსაც, უბრალოდ ეს პასიურია.
პირველი ხმა, ყველაზე ძლიერი ხმა არის დედის, იმიტომ რომ ის გვესმის
შიგნიდან. ყალიბდება ხმოვანი არხი დედასა და შვილს შორის, რადგან სხეულში
ყველაზე ახლოდან ესმის.
მუსიკას შეუძლია ტვინის სითხის ვიბრაცია გამოიწვიოს და ნეირონების
დაძაბულობას ამცირებს. წინა ტვინის სრული მომწიფება ქალების შემთხვევაში
ხდება 24 წლის, ხოლო კაცების 26 წლის ასაკში.
ყნოსვითი სტიმული ვერ მიდის თალამუსამდე, სმენითი სტიმული ყველაზე
უძლურია, ძალიან არქაული, მძლავრი და მდიდარი ინფორმაციული.
სტრუქტურა სიმღერის ან კლასიკური მუსიკის და ყველაზე მეტად მოქმედებს
იავნანა. სიტყვების გარეშე, რადგან ტვინის კოგნიტური სტრუქტურის ააქტიურებს
ჯერ იბადება მუსიკა და შემდეგ სიტყვები.
ვიღაც ჯერ აღიქვამს მუსიკაში მუსიკას, ვიღაც სიტყვებს. თუმცა ჯობს
გამოვიყენოთ მუსიკა ტექსტის გარეშე, რადგან ამ დროს ირთვება აზროვნება.
მუსიკათთერაპიის ყველაზე ხშირად ვიყენებთ, როცა კოგნიტური ნაწილი არის
ყველაზე ძლიერი და გვინდა ემოციური ნაწილის გააქტიურება.
როცა სინათლე შეიცავს ყველანაირ ფერს ვხედავთ, როგორც თეთრს. თეთრი
ხმაური არის ხმა, რომელიც მოიცავს ყველანაირი სახის ხმას. და როცა ეს ხმა
შემოდის ყველანაირი სიხშირის ხმას იღებს და ყური ამგვარად აღიქვამს.
აღმოჩნდა რომ ამ ხმას იგივე გავლენა აქვს, რაც მუსიკას და ამიტომ
ჩასაძინებლადაც იყენებენ. უძილობის შემთხვევაში დაბალ ხმაზე თეთრი ხმაურის
მოსმენა იწვევს ჩაძინებას, თუმცა მიმდინარეობს ახალ-ახალი კვლევების
წარმოება.
მოგონებების ბორცვს ეძახიან 10-დან 30 წლამდე პერიოდს. ეს არის ის პერიოდი,
როცა მოგონებებს ვაგროვებთ და შემდეგ ვიხსენებთ. დანაჩენი ცხოვრების
მანძილზე, რა მოგონებასაც გავიხსენებთ, სწორედ ამ პერიოდში დაგროვილი
მოგონებებიდანაა.

მარიხუანას ორი სახის ეფექტი აქვს:


1. ნუკლეოკაკუმპენსის დონეზე - მუსიკასთან დაკავშირებით რომ საუბრობდა, ამ
შემთხვევაშიც ამცირებს ნუკლეოკუმპენსის აქტიურობას. ევროპელების და
აზიელების 10 % აქვს საპირისპირო რეაქცია, გააქტიურების რეაქცია. პირველი
ტიპის ჯგუფში შფოთვას ამცირებს, ხოლო მეორე ტიპის ადამიანებში მარიხუანა
ჰალუცინაციებს, დელირიუმს იწვევს.
ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) და კანაბიდიოლი (CBD). სიბიდი მოქმედებს თალამუსზე და
გამოიყენება შფოთვასა და ჰალუცინაციების შესამცირებლად. მარიხუანა, რომელიც შეიცავს
სიბიდის, აქვს თერაპიული მოქმედება და თუ არა მაშინ რისკის შემცველია ზოგი
ადამიანისთვის.
სიბიდის იყენებენ პაციენტებთან დასაწყისში, როცა სიმპტომები არ არის ძალიან მძიმე, ასევე
შეიძლება უძილობის დროსაც, მაგრამ არა ყოველთვის. არ იწვევს დამოკიდებულებას.
სიბიდი მოქმედებს რეცეპტორებზე, ზოგს აქტიური, ზოგს კი პასიური რეცეპტორები აქვს, ასე
რომ ყველაზე არ მოქმედებს.
ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) უარყოფითი შედეგები დადასტურებულია. თუ ადამიანი
ხშირად მოიხმარს მარიხუანას, არამარტო მეხსირებეის აქტივობა იკლებს, არამედ განსჯის,
აზროვნების პრობლემებიც მოდის.
მეხსიერების აღდგენის შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პერიოდის
განმავლობაში მოიხმარდა ადამიანი და შეიძლება სავარჯიშოების გაკეთება, რომელიც
გააუმჯობესებს გართულებულ პროცესებს. თუ რეგულარულად განხორციელდება
სავარჯიშოები კანაფის შედეგების გაბათილება შეიძება 1-დან 3 წლამდე ვადაში.
(კომპიუტერული თამაშები, ყურადღების კონცეტრაციის, ხანმოკლე მეხსიერების,
პერცეფცული განსხვავების სავარჯიშოები)

რეტიკულარული ფორმაცია და თალამუსი (აგროვებს შეგრძნებებიდან ინფორმაციას)


I. დონე რეტიკულარული სხეული
II. თალამუსი - შეგრძმებები (თვალი, ყური და ა.შ.)
და შემდეგ ეს ყველაფერი აქტიურდება ინფორმაციები, რომელიც გროვდება სხეულიდან
თალამუსში პირველ ემოციებს აგროვებენ.

მე რეალობას ისე არ აღვიქვამ, როგორც არის, ისე აღვიქვამ, როგორც ვარ, რადგან ორგანიზმს
კი არ აქვს საჭიროება დაინახოს სამყარო, არამედ იმის, რომ შევიდეს მასთან კონტაქტში. ჩვენ
არ ვართ კამერები, რომ დავინახოთ, ჩვენ უნდა შევიდეთ კონტაქტში სამყაროსთან.
ინფორმაცია თვალებიდან მიდის თალამუსში და იქ ხდება არჩევა რა არის ჩემთვის
მნიშვნელოვანი. მაგ, მე ვუყურებ წიგნებს და მინდა დავინახო ლათინური ანბანით
დაწერილი, რადგან სხვას ვერ ვცნობ და აქ არის ლექსიკონი, მე მაშინვე ის შევამჩნიე, რადგან
ჩემმა სხეულმა შემამჩნევინა ის რაც ნაცნობია და ეს ინფორმაცია წიგნის შესახებ მოდის
კორტექსში, ნათხემში და ამ მომენტში ვხედავ წიგნების თაროზე მხოლოდ იმ წიგნს. სხვა
სტიმულები კი შემოდის, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი.
ნათხემი - ჩემი ტვინის აქტივობა, რომ არ გაჩერდეს ძალიან უცნაური აღქმა მექნებოდა
სამყაროსი, კარგად დავინახავდი საგანს, რომელიც იქცევს ჩემს ყურადღებას, მაგრამ არ
მეცოდინებოდა რა არის ეს. ვაცნობიერებ, რომ ვხედავ, მაგრამ არ ვიცი რა არის ეს ძალიან
მნიშვნელოვანია თერაპიის დროს, რადგან მნიშვნელობის შემცველი ინფორმაცია არ არის
მხოლოდ ვიზუალური სტიმულის შედეგი, ნათხემიდან ეს ინფორმაცია გადაინაცვლებს
პარიატალურ კორტექსში ამ ნერვულ გზას ეწოდება გზა ,,სად’’. ამ ნაწილში მიღებული
ინფორმაციის წყალობით ვიგებთ სად არის საგანი.
რას ნიშნავს ,,სადაა საგანი’’ - იქედან თალამუსში ბრუნდება ინფორმაცია, თალამუსი გზავნის
იმ ზონაში, რაც კოორდინაციის ზონაა, ჩემს გონებაში ხდება ასეთი რამე რომ თითქოს წიგნის
ასაღებად შევდივარ, ტვინში გენერალიზდება მოძრაობა, რომელიც მიმართულია
მოქმედებებზე მოძრაობის გარეშე (ათლეტები), და სიღრმეში თუ ვიცი სად არის წიგნი ვიცი,
როგორ ავიღო ის, სხვა არაფერი არ ხდება იქ, ის მაყენებს მდგომარეობაში შევიდე კონტაქტში
ობიექტთან.
სურვილი და გადაწყვეტილება სხვაა ზონაში ხდება აქ არ არის მისი ადგილი, ეს პროცესი
დამოუკიდებლად აქტიურდება და თუ სურვილი გამოჩნდება იცი როგორ ხდება.
ჩემს ვიზუალურ ველში ვიცი სად არის ის, რაც მინდა დავლიო და როგორ. ტვინის ამ ნაწილს
ჰქვია ,,სად’’-ის გზა. თუ ვიცი სად არის, ვიცი როგორ გავაკეთო.
ეს პროცესი არის ტვინში დამოუკიდებელი, ეს არის ის ნაწილი, რომლითაც სწავლობს ბავშვი
სადაა, შეიძლება ეს იყოს დაზიანებული სიმსივნის, იშემიური ინსულტის შემთხვევაში, თუ ეს
დაზიანება არის ტვინის მარჯვენა მხარეს ადამიანები არ ჭამენ თეფშის მარცხენა მხრიდან, რაც
თეფშის მარცხენა მხარეს არის, ვერ ცნობენ საკუთარ მარჯვენა მკლავს.
ეს გვაძლევს ინფორმაციას სად არის ობიექტი და ველი რა კატეგორიას განეკუთვნება, გუშინ
რომ ვთქვით გიყვარვარ? გიყვარვარ? კითხვა შეიცვალა ფიზიკური შეხებით, რადგან შეკითხვა
მოითხოვს პასუხს და სიტყვით გაჟღერება, თანხმობა არ აძლევს ადამიანს განცდისეულ
პასუხს. და თუ მოვეფერები ფიზიკური მდგომარეობის სისტემა ამოქმედდება. ძალიან დიდ
მნიშვნელობას ვანიჭებთ თერაპიაში კი მეტი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ მოქმედებას.
,,რა’’ - გზა -ამიტომ მეცოდინებ, რომ წიგნი აქედან სიგნალი მიდის თალამუსში ჯერ, შემდეგ
ბრუნდება ბროკაში, ომელიც წარმოშობს სიტყვებს, ვიც რა არის, რადგან თქმის გარეშეც ჩემში
წარმოვთქვამ სიტყვას-წიგნი. საგნის წარმოქმა მოითხივს მოტორულ-ლინგვისტურ
აქტივობას. არის ასევე სმენითი, ყნოსვითი აქტივაცია, ჩემი მეხსიერებები, მოგონებები
წიგნთან დაკავშირებით. ყველა ერთდროულად აქტიურედება. საგნის ცნობა არის
მულტიმოდალური აქტივობა ტვინისთვის, როცა თერაპიაში რომელიმე მოდალობა არ
მუშაობს, არის სხვები, გზა, რომ მიაღწიო გრძნობას, მაგალითად სიყვარულს, რომელიც არ
არის ფიზიკური ობიექტი. ტვინი მაინც ისე მოქმედებს. ნეირონული კავშირები და ნეირონის
შიგნით არსებული ელექტრო გავრცელებები არ არის ხანგრძლივი ფენომენი. ნეირონულ
კავშირებს და ნეირონს შიგნით არსებული კავშირები მოითხოვს გამეორებას, რადგან არ არის
ხანგრძლივი პროცესი. თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ხდება ვარჯიში, ნეირონებს
შორის კავშირი არ ქრება, მაგრამ ნელდება. მაგალითად ბილიკი ტყეში, თუ მუდმივად
დავდივარ, გზა გაკვალულია და თუ არა, ნელ-ნელა ბალახით იფარება. რაც აქამდე ვთქვით, ეს
არის აღქმის ბილიკის მაგალითი. ვიცი რა არის ეს წიგნი, სად არის და რომ შემიძლია
წავიკითხო.ალბათ ავიღებ და წავიკითხავ. წიგნის აღება, შეხება და გადაშლა კიდევ სხვა
ფენომენია. ტვინის უბნები ერთდროულად აქტიურდებიან, მაშინ როდესაც ჩემი აღქმის
ობიექტთან ვარ კონტაქტში. მწყურია და სხეულებრივად განვიცდი: ამ დროს ვარ პირველ
დონეზე, ანუ რეტიკულარული ფორმაცია. ვიხედები ირგვლივ და თალამუსი დამანახებს
წყლის ბოთლს, ვიცი სად არის, ვიცი რა არის და ვსვამ.როცა კი გადავწყვეტ დალევას, ხდება
რა-
ჩემი ტვინის ძირითადი ნაწილი გააქტიურებულია, დეფოლტ ნიუდ- ეს არის
ნეირონების საბაზო ქსელი, ძილის დროს ეს აქტიურია, რადგან ვხედავ საგანს და ვცნობ. ეს
არის ემპათიის ზონა, ჰქვია ინსულა, რაც ურთიერთობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე მნიშნელოვანია, როცა ყველა ეს უბანი არის გააქტიურებული, მე კონტაქტში ვარ
საგანთან, თუ ვსვამ, მე ვაცნობიერებ დლევის პროცესს და ამას აქვს ეფექტი.ეს არის:

აღქმის მეოთხე ფაზა გეშტალთ თერაპიაში- ეს არის სრული კონტაქტი. თუ ეს არ არის,


მაშინ საგანი ვერ ცვლის ჩემი ტვინის სტრუქტურას. თუ მაგალითად მე ვგრძნობ სრულ
კონტაქტში, სიყვარულის განცდასთან ვჩერდები მესამე ფაზაზე, ჩემი რეტიკულარული
სისტემა არ ჩაიწერს ინფორმაციას სიყვარულის გრძნობის შესახებ. მეტაფორულად თუ არ
ვსმამ წყალს, არ მაქვს კონტაქტი წყლის ჭიქასთან, წყურვილი არ გამდის, შესაბამისად ჩემი
სხეულიც არ ეგუება ამ მდგომარეობას.
პირველ და მეოთხე ფაზებს შორის შეიძლება გავიდეს ნახევარი წუთი ან ნაკლები, ან.
შეიძლება შვიდი წამიც და ეს არის გამოცდილება, რომელსაც აღვიქვამთ, როგორც თანატოლს.
აქ და ამჟამად გამოცდილება -- საუბარია აღქმის ფაზების გამოცდილების დონეზე. აღვწერეთ
მხოლოდ ოთხი ფაზა, მაგრამ ერთად ხდება და ერთიანია. ეს ამთავრებს პროცესს, რასაც
გეშტალტში ვეძახით გამოცდილების ციკლს, ანუ კონტაქტის ციკლი.
როგორ მუშაობს თითოეული ეს ფაზა თითოეული კლიენტის შემთხვევაში.
პირველი ფაზა - ანუ იდის დონეზე მუშაობა (მართული ძილი, მედიტაცია), სხეულებრივი
შეგრძნებები.
გეშტალტის კონტაქტის ციკლში გვაქვს კონტაქტიდან გამოსვლის ფაზა, ეს არის პიროვნების
ჩამოყალიბება, ეს ფაზა ითხოვს შუბლის, წინა კორტექსის გააქტიურებას, ეს არის ზონა,
რომელიც წყვეტს, აკეთებს კლასიფიკაციას, აპროგრამებს, მაძლევს განსაზღვრის საშუალებას,
წავიდე თუ არა წიგნის ასაღებად. ასევე მაძლევს მეტყველების, საუბრის წარმართვის
საშუალებას, განსაჯის შესაძლებლობას, რომ წყალი რომელიც დავლიე კარგია. ყველა ეს
პროცესი ძილის დროს არ ხდება, რადგან წინა კორტექსი ძილის დროს ჩაძინებულია. ეს
ნაწილი განსაზღვრავს ჩვენს იდენტობის შეგრძნებას. რაც აქამდე ვნახეთ ეს ექსპერიმენტის
ფინალური ნაწილია და ვაიდენტიფიცირებთ ამასთან ჩვენს თავს
--------------------------------- , როცა ვხვდებით პაციენტს, დასაწყისში ვხვდებით იმ ნაწილს -
მის სიტყვებს, სამყაროს მისეულ წყობას, დაგეგმვის მისეულ შესაძლებლობებს, თუმცა
ურთიერთობის პროცესში ფუქნციონირებას იწყებს ყველა ის ფაზა, რომელთან კომუნიკაციაც
არ ხდება სიტყვების, არამედ ჟესტების, მზერის საშუალებით. ეს არის 80%, ის რაც
ადამიანებთან შეხვედრისას ვხედავთ, არის მხოლოდ 20%.
არის რთული დაავადებები, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ ზედაპირულ
პროცესებს, როგორც ვხედავთ ფსიქოზი ეხება თალამუსს, პათოლოგიები რომლებიც ეხება
იმპულსის დაკარგვას, მაგ: პიროვნული აშლილობები დაკავშირებულია წინა ტვინის
ფუნქციების დარღვევასთან, გარე მარჯვენა სფეროს, სადაც განლაგებულია ჩვენი კრეატიული
ფუნქციები, არ გავცეთ სხვადასხვა სიტუაციებში იგივე ან შეუსაბამო პასუხი, მაგ: წყვილის
კრიზისი, ჩემგან ითხოვს გარკვეულ პასუხს მომდევნო დღეს, მე ვდგები იმ რეალობის წინაშე,
რომ მოვძებნო სხვა პასუხი, რადგან შეიცვალა სიტუაცია, თუ ვერ ვცემდი პასუხს ვუშვებ
ერთსა და იმავე იმავე შეცდომას და ეს დამოკიდებულია გარე წინა ტვინზე, რომელიც ამ
შემთხვევაში სტიმულებს ცუდად აორგანიზებს. ქცევის შემთხვევაში ახალი პასუხების
მოძებნა უჭირს, რადგან არ არის განვითარებული წარმოსახვა, სწორედ ეს გვეხმარება, რომ
ახალი პასუხები ვეძებოთ.
აუტიზმის შემთხვევაში ცოტა განსხვავებულადაა, რადგან დარღვევა ეხება მთელს თავის
ტვინს, აქ კი ბავშვობის ტრამვები ართულებენ ტვინის წარმოსახვის ნაწილის განვითარებას,
როცა ტვინის ამ ნაწილზე მუშაობ, თერაპიის ბევრი ფორმა არსებობს, ერთ-ერთი მიდგომა
ზღაპრები, ყურადღების კონცეტრაციის სავარჯიშოები, ხანმოკლე მეხსიერების გავარჯიშება,
რაც საშუალებას იძლევა გავზარდო კრეატიული უნარები და შემიძლია ვიმუშავო
კლიენტთან, რომ გავუუმჯობესო რაციონალური ფიქრი, რომ არ დაუშვას რაციონალური
შეცდომები.
ცნობიერება არ არის ისეთი რამ, რაც არის ან არ არის, ეს საფეხურეობრივია, ჩვენი ტვინის
ზოგი ნაწილი დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, ზოგი უბანი ერთდროულად
ფუნქციონირებს. რაც უფრო მეტი ნაწილია ჩართული აქტივობაში, მით მეტია სიხშირე და
ტალღები. ჩაძინების პროცესიც საფეხურეობრივია ჯერ ერთი ნაწილი იღვიძებს, შემდეგ
მეორე და ა.შ. არიან სიზმრის მკვლევარები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩვენ გვესიზმრება
ემოციები, იმ შემთხვევაში თუ გარემოში არ არის რაიმე მაშინ ჩვენ ჩვენში ამ ემოციას შიგნით
ვაწარმოებთ. ძილის დროს არ მაქვს გარემოსთან დაკავშირების საშუალება და შიგნით ვეძებ,
შეიძლება ამ დროს ვიპოვო ბავშვობის მოგონება, როგორიცაა გეშტალტის მიდგომა
სიზმართან, ანუ ყველა სიზმარი ჩვენი ნაწილია და არანაირი სიმბოლური დატვირთვა არ
აქვს, როგორც ფროიდი ამბობდა.
ემოცია არის აღქმის საგანი. კორტექსში თუ მოხდა დარღვევა ამ შემთხვევაში ემოცია ვეღარ
აღწევს ცნობიერამდე - ვიცი, რომ განვიცდი, მაგრამ ვერ ვგრძნობ.

აღქმის I ფაზა - ის რასაც ვხედავ რეტიკულარული უბნის მიერაა გაფილტრული,


რეტიკულარული სისტემა არის არის სხეულის შეგრძნებები, არ არის ფოტო, ეს
არის ხელოვნური ინტელექტის რეტიკულარული უბანი, რომელიც ასევე
თავისებურად აღიქვამს, სურათი იყო გაბლარული, ჩვენც ასე დავინახავდით
სამყაროს ფილტრები, რომ არ გვქონდეს.
ჩვენი ტვინი იმითაა დაკავებული, რომ გაბნეულ გამოცდილებას მისცეს ადგილი.
კონტაქტის ციკლი არის პროცესი, რომელშიც ჩვენ ვართ არეულობას,
დაბნეულობას ვაძლევთ ფორმას.
თითოეული ჩვენგანი თავისი სხეულებრივი შეგრძნებების ფონზე დაიწყო რაღაც
ნაწილების ფოკუსირება.
1. პრეკონტაქტი - როცა ვხედავთ სურათს ვგრძნობ საჭიროებებს, რომ
დავეკონტაქტო ადამიანებს. ადამიანებთან კონტაქტისთვის საჭიროა, რომ
როცა იცვლება ჰომეოსტაზის პრინციპი, ეს მიბიძგებს მივცე ფორმა
უფორმობას, არეულობას. თუ მაქვს შინაგანი ბიძგი რომანტიკისკენ,
სურათზე დავინახავ წყვილს რომელიც ერთადაა, და კონტაქტის მთელი
ციკლი გრძელდება იმის მიხედვით რა დავინახე პირველად. თუ შიში მაქვს,
რაღაც საშიშს დავინახავ, ან აგრესიის შემთხვევაში ჩხუბს და ა.შ.
გეშტალტში ვამბობთ ველი - გარემო + ჩვენი ემოციური მხარე.
მძიმე კლიენტზე კარგად ვსწავლობთ როგორ დაარეგულირონ თავიანთი
შინაგანი ემოციური ნაწილი.
როცა კოგნიტურზე ვმუშაობ, შიში რჩება ადგილზე, ფიზიკური
დისკომფორტი გრძელვადიანია.
გეშტალტი გვასწავლის, რომ ეს ცვლილებები განვახორციელოთ,
კონტაქტის ციკლის საწყის ეტაპზე. მაგ: მეტაფორულად ჩვენ გვაქვს
ემოციური მოწამვლა, პირველი ნაბიჯი გამოვიტანოთ საწამლავი,
შიში პატარავდება და ახალი გამოცდილება შემოდის. ის უფრო დიდია, ანუ
მხარდაჭერის შემდეგ შიში შევამცირეთ.
ხელოვნურმა ინტელექტმა გაფილტრა სურათი და გამოყო წყვილის
ფიგურა.
კონტაქტის ციკლი მომდინარეობს საწყისი სურათიდან და ასრულებს
მკვეთრი სურათით.
ნათელი სურათის პირველი საფეხური არის კონტაქტი. როცა ჩემი სურათი,
რომელიც დავაფიქსირეთ, მიდის ნათხემში, პირველადი სურათი მიდის
ნათხემში ამას ვეძახი პროექციას.
დანარჩენიც მიდის, მთლიანი სურათი, მაგრამ გაცნობიერება არ ხდება,
რასაც ვაფოკუსირებ, იმას ვაცნობიერებ, დანარჩენი სტიმულები სუსტია.
ამ შემთხვევაში ფოკუსს რაზეც ვაკეთებ, ეს მაჩვენებს მცირე ნაწილს და მერე
უკვე ნათხემი დამანახებს, მაგრამ ამ საფეხურზე მე ვამბობ: ეს სურათი
ჩემგან შორია, ეს არის პროექცია. პათოლოგიური პროექციების დროს
ვხედავ ბოროტ მზერას, რომელიც ჩემს საბაზისო გამოცდილებაშია, ვხედავ
უბრალოდ მზერას ან ბოროტ მზერას, ეს არის პათოლოგიური პროექცია,
როცა კლიენტი გადაჭარბებულად ხედავს სხვაში თავის გამოცდილებას და
აქ არის შესაცვლელი ფუნქციონირების ეს დონე, როცა არ არის
პათოლოგიური ფუნქციები შეიძლება დავინახო, რომ ვიღაც სიმშვიდეს
განიცდის ჩემს გამო, ან ვიღაცას მოვწონვარ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული,
ვაცნობიერებ, რომ ეს ჩემს მიერ დანახულია.
ნორმალური პროექცია - ეჭვი
პათოლოგიური პროექცია - დარწმუნება
მაგრამ ინტენსივობა არის მნიშნელოვანი, თუ ყველა მზერაში ვხედავ
უარყოფას, ვრწმუნდები, რომ არავინ მიყურებს, და თუ ზოგი მიყურებს და
ზოგი არა, ეს არის ეჭვი. მნიშვნელოვანია რამდენად მაქვს მე ჩემი თავის
მიმართ ეს.
მნიშვნელოვანია მივახვედრო ადამიანს, რომ ეს ჩემი გამოცდილების
ნაწილია.
ჯგუფური სესიის დროს ვეუბნები: დააკვირდი ვინ გიყურებს და ვინ არა,
შენს სიტყვებს მერე გადავამოწმებ აქ დამოუკიდებლად და ეს აამოქმედებს
ახალ მექანიზმს.
ამ დონეზე არ არის პათოლოგიური პროცესი, შემდეგ ამას მოსდევს
ინტროექცია - რომ მივუახლოვდე, გავიგო რამდენად ახლოს ვარ ამ
სურათთან, რამდენად მე მეკუთვნის, იმ გზების წყალობით ,,სად’’ და ,,რა’’
გზა, როდესაც ვხვდები საგანი სად არის, არ ვარ დაკავშირებული მხოლოდ
სივრცესთან, ვხვდები რაში შემიძლია გამოვიყენო, მე ვხვდები რომ ეს
სავარძელი კომფორტულია დაჯდომის გარეშე, სწორედ ამიტომ იქ არ
ვჯდები, რომ არ ჩამეძინოს, მაგრამ მე ვხვდები რომ ,,სადის’’ გზის
წყალობით რეაქციას ვაკეთებ დაჯდომის პროცესზე, მიუხედავად იმისა,
რომ არ ვჯდები, თუ ვინმე ტენისის ჩოგანს მომაწვდის, მე მიხურდება ხელი
და უკვე ვიცი ეს სახელური ჩოგნის ჩემთვის შესაფერისია თუ არა შეხების
გარეშე ვხვდები, თუ ვთამაშობ ტენისს იმ შემთხვევაში. ვხვდები ჩემთვის
შესაფერისია თუ არა ეს მექანიზმი მე მიმაახლოებს ჩემს თავს, ამ სურათს. ამ
ხელოვნურმა ინტელექტმა, რომელმაც გეშტალტი უკვე იცის, როგორც მე,
ანუ ხედავს ორ შეყვარებულს, არ მომწონს, რადგან ჩემს გოგონაზე ვფიქრობ
ჩემს შვილზე, შეიძლება მქონდეს პათოლოგიური ინტროექტი მაშინ
შემშურდებოდა ამ ორი ადამიანის ბედნიერების, რომელიც მე არ მაქვს. მე
ვიღებ ანუ ამ სურათს, რომელიც ჩემთვის მტკივნეულია, მაგრამ
წარმოვიდგენ ჩემს შვილს შეყვარებულთან ერთად და შემიძლია დავპატიჟო
ზღვაზე ჩემთან ერთად და დავტკბე მათთან ერთად, თუ ამ წყვილის
შემშურდება ვერაფერს გავაკეთებ მათთან ერთად, ეს არის მოუნელებელი,
ანუ ეს მომენტი, რომ შევადარო ვერ დავიჭირო ჩოგანი ანუ თუ შურით
შევხედავ მე ვერ შევიგრძნობ ბედნიერებას, როცა კონტაქტში შევდივარ
შურით. როცა კონტაქტში შევდივარ სულ გამოიკვეთება ფიგურა ფონიდან
და ჯერ ვაკეთებ ამ სურათის პროექციას, მერე ინტროექციას და ამით
ვაჯამებ, ვხვდები რასთან მაქვს საქმე ,,სადის’’ და ,,რას’’ გზით, თუ არ
შედგება ეს ინტროექცია, ან ცუდად შედგა მაშინ უნდა მოვახდინო ამის
პროექცია.
ინტროექტული მექანიზმი ,,სად’’ და ,, რა’’ გზა. პათოლოგიურ
ინტროექციას ახასიათებს, რომ არ შემიძლია ობიექტის გამოყენება.
შეგრძნებაში მაქვს, რომ ძაღლი გამაბინძურებს და ვერ ვეხები, ინტროექციაა
და შეიძლება ითარგმნება, როგორც შიში და ეს უკვე პროექციაა, რომ
შეიძლება მიკბინოს.
შვილთან იდენთიფიკაცია არის ნორმალური ინტროექტი.
ინტროექტი თალამუსშია, ღირებულებები წინა ტვინის ნათხემში და აქ არ
ვეხებით ამ საკითხს, ანუ ინტროექტების თემას არ ეხება. ეს არის სამგზის
კონტაქტის ციკლი.
მესამეა უკვე კონტაქტში შესვლა, როცა კონტაქტში შევდივარ სულ
გამოიკვეთება ფიგურა ფონიდან და ჯერ ვაკეთებ ამ სურათის პროექციას,
მერე ინტროექციას და ამით ვაჯამებ, ვხვდები რასთან მაქვს საქმე ,,სადის’’
და ,,რას’’ გზით, თუ არ შედგება ეს ინტროექცია, ან ცუდად შედგა მაშინ
უნდა მოვახდინო ამის პროექცია.
შემიძლია ჩემს თავს მოვუყვე ისტორია, და იქ შევცვალო. აქ პათოლოგიაა,
რომ კონტაქტში ვერც ვრჩები და ვერც გამოსვლას ვახერხებ. დაფიქრებაა აქ
საჭირო შეიძლება ჩემს თავს ვადანაშაულებ და ეს რეტროფლექსიაა.
განსხვავება ინტროექციასა და ინტროექტს შორის - ინტროექტი
მეხსიერებაშია და ინტროექცია აღქმის პროცესში.
ინტროექტი არის კონტაქტის ციკლის ნაწილები, რომელიც დარჩენილია
ჩემს ტვინში და შემოდის ფიქრის სახით და არაა აღქმის ნაწილები.
ინტროექცია - პროცესი აღქმის მომენტთან არის კავშირში, ინტროექტები,
რომლებიც ბავშვობიდან არის აზრების სახით.
ინტროექტს შეუძლია გავლენა მოახდინოს აღქმის საწყის წერტილში,
შეუძლია განსაზღვროს შენი სხეულის შეგრძნებები. ამ შემთხვევაში
ინტროექტი გამომუშავდება კონფლუენციის მდგომარეობის დროს, რაშიც
მე ბავშვობის მოგონებისგან გამიჯვნას ვერ ვახერხებ და რეალობას
სხვაგვარად აღვიქვამ.
თუ ადამიანს არ დაესიზმრა სიზმრები, მის ვიზუალურ ნეირონებდ
დაიკავებს სმენითი და სენსორული ნეირონები.
დაბადებიდან უსინათლოებში მხედველობითი ნეირონების ადგილი
დაკავებული აქვს სმენით ნეირონებს.
ტაქტილური პიქსელების წყალობით უსინათლოები აღიქვამენ სახეებს.

You might also like