Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

გვ.

4-16

1. რას შისწავლის კოგნიტური ფსიქოლოგია?

კოგნიტური ფსიქოლოგია შეისწავლის, თუ როგორ ხდება ადამიანის მიერ ინფორმაციის


გადამუშავება, უფრო ზუსტად კი, როგორ ხდება აღქმა, სწავლა, დამახსოვრება და
აზროვნება.

2. რას გულისხმობს ინფორმაციის გადამუშავების მოდელი?

ინფორმაციის გადამუშავების მოდელი გულისხმობს, რომ შემეცნების პროცესი შეიძლება


დაიშალოს გარკვეულ ეტაპებად, რომელთაგანაც თითოეული წარმოადგენს ერთგვარ
ჰიპოთეტურ ერთეულს. იგი მოიცავს იმ უნიკალური ოპერაციების ნაკრებს, რომლებიც
სრულდება შემომავალ ინფორმაციაზე. ნავარაუდებია, რომ რეაქცია მოვლენაზე (მაგ :
კითხვაზე პასუხი) მოიცავს ასეთი ეტაპებისა და ოპერაციების სერიების შესრულებას .

3. რას უწოდებენ ფსიქოლოგების „შინაგან რეპრეზენტაციებს“?

სტიმულები, მოვლენები, სიგნალები ან გამაღიზიანებლები, რომლებიც გარე სამყაროდან


შემოდის ინფორმაციის გადამუშავების სისტემაში, ცხადია, უშუალოდ არ აისახება
ადამიანის ფსიქიკაში, ისინი გარდაიქმნება გარკვეულ სიმბოლურ ფორმებში ,
რომლებსაც კოგნიტური ფსიქოლოგები `შინაგან რეპრეზენტაციებს უწოდებენ .

4. რის საფუძველზე ქმნიან მეცნიერები კოგნიტურ მოდელებს?

მეცნიერები კოგნიტურ მოდელებს ქმნიან (აგებენ) გარკეულ მოვლენებსა და ობიექტებზე


დაკვირვების შედეგად და ექსპერიმენტების საფუძველზე.

5. მეცნიერული თვალსაზრისით რაში გვეხმარება თეორია?

თეორია გვეხმარება ემპირიული მონაცემების განზოგადების შეზღუდვების


გაცნობიერებაში და იმ საზღვრების იდენტიფიკაციაში, რომელთა ფარგლებშიც ეს
კანონზომიერებები ვრცელდება. მეცნიერების მნიშველოვანი ფუნქციაა
წინასწარმეტყველება. თეორია გვეხმარება ვიწინასწარმეტყველოთ, თუ რა პირობებში და
გარემოებებში გამოვლინდება მოცემული კანონზომიერება.

6. არის თუ არა კოგნიცია ადაპტური?

კოგნიცია ზოგადად ადაპტურია, მაგრამ არა მის ყველა სპეციფიკურ გამოვლინებაში .

7. ახდენენ თუ არა გავლენას კოგნიტური პროცესები ერთმანეთზე და რარკოგნიტურ


პროცესებზე? 1ქ.

კოგნიტური პროცესები ზეგავლენას ახდენენ ერთმანეთზე და არაკოგნიტურ


პროცესებზეც.

გვ.16-21

8. რას ეყრდნობა ადამიანის გადაწყვეტილება სიგნალების არსებობის ან


არარსებობის შესახებ?
ადამიანის გადაწყვეტილება სიგნალის არსებობის ან არარსებობის შესახებ
დამოკიდებულია არა მხოლოდ სიგნალის (გამღიზიანებლის) ინტენსივობაზე
(როგორც ეს მანამდე იყო ცნობილი), არამედ გადასაწყვეტი ამოცანის შინაარსსა და
ამოცანის რეზულტირების ცოდნაზეც.

9. სიგნალის აღმოჩენაზე გარდა სტიმულის ინტენსივობისა კიდევ რა ფაქტორები


ახდენენ გავლენას?

დამკვირვებლის მოლოდინი (გამოჩნდება თუ არ სტიმული) და სტიმულის არსებობა -


არარსებობის შესახებ გადაწყვეტილების შედეგი (დასჯა თუ წახალისება ).

10. სიგნალების აღმოჩენის თეორიის მიხედვით რაზეა დამოკიდებული ადამიანის


რეაქცია?

ადამიანის რეაქცია დამოკიდებული იქნება მის გამოცდილებაზე (ან სურვილებზე ),


წარმატებაწარუმატებლობის ალბათობის შეფასებასა და მოსული სიგნალის (მზერის)
ძალაზე.

გვ. 21-39

11. აღქმის ფსიქოლოგიური განმარტება:

აღქმა არის პროცესების ერთობლიობა, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ამოვიცნობთ ,


ორგანიზებას ვახდენთ და მნიშვნელობას ვანიჭებთ გარემო სტიმულებისაგან მიღებულ
შეგრძნებებს.

12. განმარტეთ მენტალური კონცეპტი

მენტალური კონცეფტი - ეს არის ჩვენ მიერ აღქმული სტიმულის ან სტიმულების გონებრივი


რეპრეზენტაცია. მის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია გავაცნობიეროთ, თუ რა აღვიქვით
ნახატზე.

13. რა სახის ინფორმაციის აღქმას წარმოადგენენ ოპტიკური ილუზიები ?

ისინი წარმოადგენენ ისეთი ვიზუალური ინფორმაციის აღქმას , რომლებიც ფიზიკურად არ


არსებობენ ვიზუალურ სენსორულ სტიმულებში.

14. საგანთა აღქმის ფიზიკური პირობების რაგვარობა.

საგანთა აღქმის ფიზიკური პირობები, როგორებიცაა: განათების ხარისხი, საგნის


დაცილებულობა ჩვენგან, ხედვის კუთხე და სხვ. მუდმივად იცვლება. შესაბამისად ,
იცვლება ის ინფორმაციაც, რომელიც შეგრძნების ორგანოების საშუალებით
მოგვეწოდება ამ საგნის შესახებ.

15. ზომის კონსტანტობა

ზომის კონსტანტობა ეს არის აღქმის თვისება, როცა ობიექტი ინარჩუნებს იგივე ზომას
მიუხედავად პროქსიმალური სტიმულების ზომისა.

16. ფორმის კონსტანტობა


ფორმის კონსტანტობა ეს არის აღქმის თვისება, რომლის დროსაც ობიექტი
ინარჩუნებს იგივე ფორმას, მიუხედავად პროქსიმალური სტიმულის ფორმის
ცვლილებისა.

17. განმარტეთ დამკვირვებელზე და ობიექტზე ცენტრირებული რეპრეზენტაცია .

ერთი პოზიციაა დამკვირვებელზე ცენტრირებული რეპრეზენტაცია , რომლის მიხედვითაც


ინდივიდი ასახავს და ინახავს საგნის ისეთ გამოსახულებას, როგორც იგი მისი
თვალთახედვიდან გამოიყურება. მეორე პოზიციაა ობიექტზე ცენტრირებული
რეპრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც ინდივიდი ასახავს და ინახავს არა საკუთარი
თვალთახედვიდან შექმნილ გამოსახულებას, არამედ საგნის რეალურად , ობიექტურად
არსებული სტრუქტურის ამსახველ გამოსახულებას.

18. განმარტეთ აღქმის გეშტალტის პრინციპი

მთელი განსხვავდება მისი შემადგენელი ნაწილების უბრალო ჯამისგან და მთელი უფრო


მეტია, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილების უბრალო ჯამი.

გვ.52-60

19. განმარტეთ ყურადღების ცნება

ყურადღება ეს არის გონებრივი ძალისხმევის კონცენტრაცია სენსორულ ან აზრობრივ


(გონებრივ) მოვლენებზე.

20. ყურადღების გამოკვლევებში განიხილება 4 მთავარი ასპექტი, ჩამოთვალეთ ისინი :

1) გამტარუნარიანობა ანუ ყურადღების არჩევითობა;

2) აგზნების დონე;

3) ყურადღების მართვა;

4) ცნობიერება

21. ცნობიერების სამი სახე ენდელ ტულვინგის მიხედვით:

ანოეტური, ნოეტური და ავტონოეტური.

22. ენდელ ტულვინგის მიხედვით, ცნობიერების სახეებს შესაბამება მეხსიერების სამი


ნაირსახეობა. ჩამოთვალეთ ისინი.

პროცედურული, სემანტიკური და ეპიზოდური.

გვ. 76-86

23. მეხსიერების ფუნქცია (ინფორმაციის სამი რგოლი) :

აღბეჭდვა (კოდირების), შენახვა და აქტუალიზაცა(აღდგენის).

24. მეხსიერების კვლევის მეთოდები შეიძლება დავაჯგუფოთ ორი თვალსაზრისით ,


რომელია ისინი?
1) იკვლევენ ისინი ცნობას თუ რეპროდუქციას და 2) იკვლევენ ისინი იმპლიციტურ თუ
ექსპლიციტურ მეხსიერებას.

25. თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის ექსპერიმენტებში კლასიკურ მეთოდებზე


დაყრდნობით გამოყენებულია აღდგენის სამი ძირითადი ტიპი. ესენია :

1) სერიული გახსენება, რომელშიც ცდის პირი იხსენებს მასალას ზუსტად იმ


თანმიმდევრობით, როგორითაც მიაწოდეს დასამახსოვრებლად (ებინჰაუსის
რეკონსტრუქციის მეთოდი); 2) თავისუფალი აღდგენა, რომლის დროსაც მასალის
აღდგენის თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს (ებინჰაუსის კლასიკური
“დასწავლისა” და “შენარჩუნებული წევრების” მეთოდი); 3) საყრდენით აღდგენა, რომლის
დროსაც ცდის პირის წარუდგენენ მასალის ერთეულებს წყვილების სახით, აღდგენის
დროს კი აჩვენებენ წყვილის ერთ წევრს და მან უნდა გაიხსენეოს _ მეორე . აღ

26. რაში მდგომარეობს ვომ და ნორმანის მიერ შემუშავებული მეხსიერების პირველი


მრავასაცავიანი მოდელი?

1965 წელს ვომ და ნორმანმა შეიმუშავეს მეხსიერების პირველი მრავალსაცავიანი


მოდელი. მას საფუძვლად უდევს დუალისტური კონცეფცია: პირველადი მეხსიერება ანუ
ხანმოკლე შენახვის სისტემა და მეორადი მეხსიერება ანუ ხანგრძლივი შენახვის სისტემა
ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. ამ მოდელმა განაპირობა “თავში ყუთების ”
მეტაფორის წარმოშობა და ამ ტერმინის დამკვიდრება კოგნიტურ ფსიქოლოგიაში .

27. რა უწოდეს მეხსიერების მისეულ მოდელს რიჩარდ ატკინსონსონმა და რიჩარდ


შიფრანმა და რას ითვალისწინებდა ეს მოდელი?

“თავში ყუთების” მეტაფორა. ითვალისწინებდა სუბიექტის მიერ პროცესების მართვის


შესაძლებლობებსაც.

28. რიჩარდ ატკინსონისა და რიჩარდ შიფრანის მოდელში წარმოდგენილია სამი


საცავი. ჩამოთვალეთ ისინი:

სენსორული რეგისტრი, ხანმოკლე საცავი და ხანგრძლივი საცავი.

29. მეხსიერების ცნება და მეხსიერების საცავების ცნება ატკინსონისა და შიფრანის


მიხედვით

“მეხსიერება” აღნიშნავს იმ მონაცემებს და ინფორმაციას, რომლის შენახვაც ხდება,


ხოლო ცნება “საცავი” კი – სტრუქტურული ელემენტია, რომელშიც ეს ინფორმაცია ინახება .

30. დაახასიათეთ მეხსიერების თითოეული საცავი ატკინსონისა და შიფრანის


მიხედვით

1)სენსორულ რეგისტრს, რომლის შესაძლებლობებიც ძალიან შეზღუდულია მოცულობისა


და დროის თვალსაზრისით. 2) ხანმოკლე მეხსიერებას, რომელიც უფრო მეტ ხანს ინახავს
ინფორმაციას, ვიდრე სენსორული საცავი, მაგრამ ისიც შეზღუდულია დროში და
შესაძლებლობებში. 3) ხანგრძლივ მეხსიერებას, რომელსაც აქვს ძალიან დიდი
შესაძლებლობები შეინახოს დიდი რაოდენობის ინფორმაცია ძალიან ხანგრძლივად ,
შეიძლება ითქვას, რომ სამუდამოთაც კი.

You might also like