Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 56

მალხაზ მაცაბერიძე

საბჭოთა საქართველო:
ტოტალიტარიზმის აღზევება და
დაცემა
სალექციო კურსი
თემა 1

საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკა

თბილისი

2024

1
შინ აარსი

შესავალი ............................................................................................3
1.საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
ჩამოყალიბების წინაპირობები ......................................................5
1.1. დამოუკიდებლობის გამოცხადების საშინაო წანამძღვრები ...............6
1.2. დამოუკიდებლობის გამოცხადების საგარეო წანამძღვრები ..............8
2. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ..............................12
2.1. როგორ დაიწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ..............12
2.2. რატომ მოეწერა ხელი ორჯერ საქართველოს დამოუკიდებლობის
აქტს ....................................................................................................................14
2.3. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შესავალი ნაწილი ..........16
2.4. საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის ამოსავალი
პრინციპები .......................................................................................................18
3.როგორი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა20
3.1. როგორ უყურებდნენ სოციალ-დემოკრატები სახელმწიფოს
მშენებლობას .....................................................................................................20
3.2. დემოკრატიული რესპუბლიკა ...............................................................21
3.3. პარლამენტი ...............................................................................................22
3.4. აღმასრულებელი ხელისუფლება ..........................................................23
3.5. სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა ..............................................24
3.6. ადგილობრივი თვითმმართველობა .....................................................25
3.7. მოქალაქეთა უფლებები ...........................................................................26
3.8. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრები .............26
3.9. პოლიტიკური პარტიები საქართველოს დემოკრატიულ
რესპუბლიკაში .................................................................................................28
3.10. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკა და
სოციალური მდგომარეობა ............................................................................31
3.11. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერო უქმე
დღეები...............................................................................................................34
4.როგორი იქნებოდა საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკა ....................................................................................35
დანართი ..........................................................................................38
2
მოგონებები საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შემუშავებასთან
დაკავშირებით ..................................................................................................38
საქართველოს დამფუძნებელი კრება და დამოუკიდებელი
საქართველოს პარტიული სისტემის ფორმირება ......................................40
საქართველოს შეიარაღებული ძალები ........................................................44
ნოე ჟორდანიას ბიუსტი .................................................................................47
ნოე ჟორდანიას ბიუსტი „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ ..........................48
სათანადოდ ვაფასებთ თუ არა ნოე ჟორდანიას და ქართულ ემიგრაციას49
ინტერვიუ: სტივენ ჯონსი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის
შესახებ ...............................................................................................................50

შესავალი
საბჭოთა საქართველომ დაახლოებით 7 ათეული წელი იარსება.
საბჭოთა ოკუპაცია დაიწყო 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის
შემდეგ, რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის და
ძალადობრივი გასაბჭოების შედეგად და დამთავრდა საბჭოური
სისტემის ოფიციალური დემონტაჟით, - 1990 წლის 28 ოქტომბრის
არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვებით და 1991 წლის
დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლით. საბჭოთა ოკუპაციის წლებმა
დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს, რომლის შედეგებიც დღესაც
იგრძნობა ცხოვრების ყველა სფეროში.
ბოლშევიკურმა „სოციალისტურმა აღმშენებლობამ“ დაამახინჯა
საქართველოს ეკონომიკა, განავითარეს ისეთი დარგები, რაც საბჭოთა
კავშირის ინტერესებს ემსახურებოდა და სერიოზული პრობლემები
შეუქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ,
კოლექტივიზაციამ მძიმედ დააზარალა სოფლის მეურნეობა, ასევე
ფაქტობრივად განადგურდა სამოქალაქო საზოგადოება, მოისპო

3
პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ ყველაზე დიდი ზიანი ალბათ მაინც
საზოგადოების ზნეობრივი დეფორმაცია იყო. საბჭოთა რეჟიმი
პირველ რიგში ადამიანის ღირსებას ებრძოდა. უღირსი საქციელი
გადარჩენის და „კარგი ცხოვრებისაკენ“ მიმავალი გზა იყო. ყოველივე
აღნიშნულის გათვალისწინებით, 1990-იანი წლებისათვის
დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის
გაცილებით უფრო ცუდი საშინაო პირობები იყო, ვიდრე 1918-1921
წლებში.
საბჭოთა საქართველოს შვიდი ათწლეული რამდენიმე
პერიოდს მოიცავს:
• საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება
(1921-1924);
• საბჭოთა ტოტალიტარიზმის ზეობა სტალინის
მმართველობის პერიოდში (1924-1953);
• საბჭოთა რეჟიმი ხრუშჩოვის მმართველობის დროს
(1953-1964);
• საბჭოთა რეჟიმი „განვითარებული სოციალიზმის“
დროს (1964-1985)
• საბჭოთა რეჟიმის კრიზისი და დემონტაჟი (1985-1991);
საბჭოთა საქართველოს შესახებ თხრობა წინა პერიოდით,
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკით (1918-1921) უნდა
დავიწყოთ. პერიოდით, რაც რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას:
1. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, მიუხედავად
თავისი ხანმოკლე არსებობისა, ღრმა კვალი დაამჩნია საქართველოს
შემდგომ ისტორიას. საბჭოთა რეჟიმის არსებობის პერიოდში
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქართველი
ხალხისათვის იყო თავისუფლების და დამოუკიდებლობის
განსახიერება, საბჭოთა რეჟიმი კი ცდილობდა მისი ხსოვნის წაშლას.
2. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რუსეთმა საქართველო და-
იპყრო და ძალით შეიყვანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, იძ-

4
ულებული იყო ანგარიში გაეწია ქართული სახელმწიფოსათვის, რო-
მელსაც 1918 წელს ჩაეყარა საფუძველი.
3. საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა თავიდანვე იყო
ბრძოლა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
აღდგენისათვის. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება 1990-
იანი წლების დასაწყისში მოიაზრებოდა როგორც საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა. ამ თვალსაზრისს
გამოხატავდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე (1991 წლის 31
მარტი) დასმული კითხვა („გინდათ თუ არა საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის
საფუძველზე“), ისევე როგორც საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის (დროშის, გერბის,
ჰიმნის) აღდგენა.

1.საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის


ჩამოყალიბების წინაპირობები
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26
მაისს ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ ამავე დროს ეს
ნაბიჯი მომზადებული იყო ქვეყნის შიდა განვითარებით, ისევე

5
როგორც დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის შეიქმნა
გარკვეულწილად ხელსაყრელი საგარეო ვითარება.1

1.1. დამოუკიდებლობის გამოცხადების საშინაო


წანამძღვრები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებ-
რივი მოწყობის პრაქტიკა და იმდროინდელი საქართველოს პოლიტი-
კურ ძალებს შორის სოციალ-დემოკრატები დომინირებდნენ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება


ჩვენს ქვეყანაში ერი-სახელმწიფოს ფორმირების მცდელობა იყო. ერი-
სახელმწიფო ახალი დროის ევროპული მოვლენაა. მისი ფორმირება
წარმოუდგენელია საერთო-ეროვნული ცნობიერების არსებობის
გარეშე. საქართველოში ეს პროცესი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში
ინტენსიურად წარიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა რუსეთს
ჰქონდა დაპყრობილი და მთელი სისასტიკით ატარებდა
რუსიფიკაციის პოლიტიკას. საქართველო ჯერ ქართველი ერის
ცნობიერებაში გაერთიანდა, კუთხურობა დაძლია, ამის შემდეგ კი თუ
როდის მოხდებოდა პოლიტიკური სუვერენობის აღდგენა, ეს
მხოლოდ დროის და პოლიტიკური გათვლის საკითხი იყო.
საერთო-ეროვნული ცნობიერების არსებობის გარდა,
აუცილებელი იყო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში
დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ქონა, რომლის გარეშეც
შეუძლებელი იქნებოდა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოს განვითარება ისე
წარიმართა, რომ ხალხის მასები მიჰყვებოდნენ დემოკრატიულ
პოლიტიკურ ძალებს, მათთვის მისაღები და გასაგები იყო

1
საქართველო გამოვიდა 1918 წლის 22 აპრილს შექმნილ ამიერკავკასიის
ფედერაციიდან, რომელიც არასიცოცხლისუნარიანი გაერთიანება იყო. 28
მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აზერბაიჯანმა და სომხეთმაც.
6
დემოკრატიული პრინციპები და ნორმები, ამიტომაც პარტიების მიერ
დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაზე გაკეთებული
განაცხადი ხალხის მხრიდან მოწონებით და მხარდაჭერით
სარგებლობდა.
დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირებისათვის
მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიულ
პოლიტიკურ ფასეულობებზე ორიენტირებული პოლიტიკური
ელიტის არსებობა. საქართველოში პოლიტიკური პარტიების
ფორმირება მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და
დამოუკიდებლობის აღდგენის წინ ფაქტობრივად არსებობდა
სრულყოფილი პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური პარტიები
თავიანთი პარტიული სტრუქტურებით, იდეოლოგიითა და
მხარდამჭერებით.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მნიშვნელოვანი
წინაპირობა იყო მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი არსებობის
ტრადიცია, ხსოვნა იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში „ჩვენი
თავი ჩვენვე გვეკუთვნოდა“. ისტორიულად ჩამოყალიბებული იყო
საქართველოს ტერიტორია, ის სივრცე, სადაც 1918 წელს ახალი
ქართული სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო.
მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის
მზაობაც დამოუკიდებლობის აღსადგენად. 1917 წლის რუსეთის
თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში მოქმედი
პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის დამფუძნებელ
კრებაში საქართველოსთვის პოლიტიკურ ავტონომიას მოითხოვდნენ.
1917 წლის 19 ნოემბერს შეიკრიბა საქართველოს ეროვნული
ყრილობა, რომელმაც აირჩია ეროვნული საბჭო. ეს ორგანო
საქართველოს ინტერესების დასაცავად იყო მოწოდებული,
მოგვიანებით მას მართლაც დაეკისრა საქართველოს პარლამენტის
ფუნქციები.

7
ყველაზე მრავალრიცხოვანი და გავლენიანი პოლიტიკური
ძალა საქართველოში - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა
პარტიის ე. წ. „მენშევიკური“ ფრთა დიდი ხნის განმავლობაში
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას არ აპირებდა და
ერჩივნა, რომ საქართველო „დემოკრატიულ რუსეთთან კავშირში“
ყოფილიყო, მაგრამ დემოკრატიის მარცხმა რუსეთში და
ბოლშევიკების გამარჯვებამ, ასევე საქართველოზე ოსმალეთის
შემოტევამ, მათ უბიძგა სხვა ორიენტაცია გამოენახათ და
საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ.

1.2. დამოუკიდებლობის გამოცხადების საგარეო


წანამძღვრები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებ-
რივი მოწყობის პრაქტიკა და იმდროინდელი საქართველოს პოლიტი-
კურ ძალებს შორის სოციალ-დემოკრატები დომინირებდნენ
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის
მნიშვნელოვანი იყო არა მარტო საშინაო, არამედ გარკვეული საგარეო
პირობების არსებობაც. საქართველოს რუსეთის ბატონობისგან თავის
დაღწევა მხოლოდ ხელსაყრელი ვითარების არსებობის დროს, ანუ
რუსეთის იმპერიის მნიშვნელოვანი სამხედრო მარცხის ან თავად
რუსეთის იმპერიაში დაწყებული დიდი შიდაპოლიტიკური რყევების
პირობებში შეეძლო, როდესაც რუსეთს აღარ ეცლებოდა, ან აღარ
შეეძლებოდა ბატონობის შენარჩუნება საქართველოში.
პირველი მსოფლიო ომი (1914-1918) რუსეთის იმპერიისთვის
წარუმატებელი აღმოჩნდა. მართალია კავკასიის ფრონტზე
ოსმალეთის წინააღმდეგ გამარჯვებები მოიპოვა, მაგრამ მთავარ
ფრონტზე, - გერმანიასთან მძიმე მარცხი განიცადა. ამას მოჰყვა 1917
წლის თებერვლის რევოლუცია და მეფის დამხობა. 1917 წლის
შემოდგომიდან, ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების ხელში
ჩაგდების შემდეგ, რუსეთი სამოქალაქო ომის პირობებში აღმოჩნდა.
8
დაიწყო ამიერკავკასიის რუსეთისაგან ფაქტობრივი ჩამოშორების
პროცესი.
1917 წ. 7 ნოემბერს ბოლშევიკებმა რუსეთში დროებითი
მთავრობა დაამხეს და გამოაცხადეს რუსეთის საბჭოთა
სოციალისტური რესპუბლიკა. ამ ცვლილებას უარყოფითად
შეხვდნენ სამხრეთ კავკასიაში - ბოლშევიკები აქ დიდი გავლენით არ
სარგებლობდნენ, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები კი გაემიჯნენ
რუსეთის ბოლშევიკურ მთავრობას. 1917 წ. 14 ნოემბერს დაარსდა
ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც ბოლშევიკურ მთავრობას არ
ემორჩილებოდა, მაგრამ ელოდებოდა რუსეთის დამფუძნებელი
კრების მოწვევას.
1918 წლის 5 იანვარს რუსეთის დამფუძნებელი კრება შეიკრიბა,
ბოლშევიკები იქ უმცირესობაში იყვნენ და მეორე დღესვე
დამფუძნებელი კრება გარეკეს. საპასუხოდ სამხრეთ კავკასიაში 1918
წლის 10 თებერვალს საკანონმდებლო ფუნქციებით აღჭურვილი
ამიერკავკასიის სეიმი შეიქმნა. მასში შედიოდნენ სამხრეთ
კავკასიიდან რუსეთის დამფუძნებელი კრებისათვის არჩეული
დელეგატები.
1918 წლის იანვარ-თებერვალში კავკასიის ფრონტი რუსეთის
არმიამ მიატოვა, ჯარისკაცები შინ გაიქცნენ. ამიერკავკასიის
მთავრობა ოსმალეთის სამხედრო ნაწილების შეჩერებას
მოლაპარაკების გზით ცდილობდა. 1918 წ. 14 მარტს ტრაპიზონში
ამიერკავკასიის დელეგაციისა და ოსმალეთის იმპერიას შორის
სამშვიდობო კონფერენცია გაიმართა. ამიერკავკასიის სეიმის
დელეგაცია აკაკი ჩხენკელის ხელმძღვანელობით, ცდილობდა
პირველ მსოფლიო ომის წინანდელი საზღვრების შენარჩუნებას,
ოსმალეთი კი 1918 წლის 3 მარტს რუსეთის ბოლშევიკური
ხელისუფლების მიერ გაფორმებული ბრესტის ზავის პირობებს
იშველიებდა და მოითხოვდა ყარსის, არდაგანის და ბათუმის

9
ოლქების გადაცემას. ამასთან, ხედავდა რა ამიერკავკასიის სეიმის
სისუსტეს, კავკასიის მთლიანად დაპყრობასაც გეგმავდა.
1918 წლის მარტსა და აპრილში ოსმალეთის ჯარმა დაიკავა
ყარსის ოლქი, ერევნის გუბერნიის დიდი ნაწილი, ბათუმის ოლქი,
ოზურგეთისა და ახალციხე-ახალქალაქის მაზრების ნაწილი.
1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა ამიერკავკასიის
დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა
გამოაცხადა, იმ იმედით, რომ ოსმალეთი შეამცირებდა ზეწოლას. 1918
წლის 11 მაისს ბათუმში საზავო მოლაპარაკებები განახლდა.
ოსმალეთი ბრესტის ზავის პირობებით უკვე აღარ კმაყოფილდებოდა
და მის მიერ დაკავებული ყველა ტერიტორიის დათმობას
მოითხოვდა. ამიერკავკასიის დელეგაციის პოზიცია ერთიანი არ იყო -
აზერბაიჯანელები უარს ამბობდნენ ოსმალების წინააღმდეგ
ბრძოლაზე.
ოსმალეთის მთავარ მოკავშირეს, გერმანიას არ მოსწონდა
კავკასიაში ოსმალეთის გაბატონების პერსპექტივა და მზად იყო
საქართველოსთვის დაეჭირა მხარი, თუკი დამოუკიდებლობას
გამოაცხადებდა. ამის შესახებ პირდაპირ უთხრეს ბათუმში მყოფ
საქართველოს დელეგაციას. 1918 წლის 25 მაისს ამიერკავკასიის
დელეგაციის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი საქართველოს ეროვნულ
საბჭოს ატყობინებდა, რომ ოსმალეთის წინსვლის შეჩერება მხოლოდ
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით იყო
შესაძლებელი.
ამიერკავკასიის სეიმში შემავალმა საქართველოს, აზერბაიჯანის
და სომხეთის პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც ბევრ რამეზე ვერ
თანხმდებოდნენ, 1918 წლის 26 მაისს, დილით, ამიერკავკასიის
ფედერაციის დაშლა და სეიმის თვითლიკვიდაცია გამოაცხადეს.
სეიმის არსებობას აზრი ჰქონდა დაკარგული. ამ დროისათვის
თურქებს დაკავებული ჰქონდათ სომხეთის დიდი ნაწილი,
აზერბაიჯანი კი კატეგორიულ უარს აცხადებდა ოსმალების

10
წინააღმდეგ ბრძოლაზე. საქართველო ფაქტობრივად მარტო იყო
დარჩენილი, მისი ტერიტორიის ნაწილი ოსმალებს ჰქონდათ
ოკუპირებული და თბილისში არ გამორიცხავდნენ, რომ თურქებს
მთელი საქართველოს დაპყრობა მოენდომებინათ.
დამოუკიდებლობის გამოცხადებით საქართველო შესაძლებლობა
ეძლეოდა თავის შეხედულებისამებრ ემოქმედა და გერმანიის
დახმარების გამოყენებაც ეცადა.
1918 წლის 26 მაისს საღამოს კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილი
სასახლის იმავე დარბაზში, სადაც ამიერკავკასიის ფედერაციული
რესპუბლიკის დაშლა გამოცხადდა, ჩატარდა საქართველოს
ეროვნული საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელმაც
საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სხდომა სოციალ-
დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ნოე ჟორდანიამ გახსნა. მან
თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ „საქართველოს ახალი სახელმწიფო,
რომელიც დღეს აღდგება, არ იქნება მიმართული არც ერთი ხალხის,
არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი მიზანია დღევანდელი
ისტორიული ქარტეხილებისაგან დაიფაროს თავისი თავი“.
შესავალი სიტყვის შემდეგ სხდომის მონაწილეები
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს გაეცნენ და დაამტკიცეს. 1918
წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე საქართველოს
დამოუკიდებლობა გამოცხადდა და ხელი მოეწერა
დამოუკიდებლობის აქტს. შემდეგ. 1919 წლის 12 მარტს,
დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე კვლავ ხელი მოეწერა
დამოუკიდებლობის აქტს. ამით დადასტურდა საქართველოს
დამოუკიდებლობის ურყევობა და დამფუძნებელი კრების
შეკრებამდე მიღებული ყველა კანონის ლეგიტიმურობა.

11
2. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
დამოუკიდებლობის დეკლარაცია ქვეყნის ისტორიაში არ წარ-
მოადგენს რიგით მოვლენას, ამიტომ მის შესახებ უფრო
დაწვრილებით უნდა შევჩერდეთ. საქართველოს დამოუკიდებლობის
აქტი შედგება ორი ნაწილისაგან, ის იწყება შესავალი ნაწილით,
რომელშიც მოკლედაა გადმოცემული დამოუკიდებლობის
გამოცხადების ისტორიული ვითარება და მას მოსდევს ძირითადი
ნაწილი, რომელშიც ჩამოყალიბებულია ის ფუძემდებლური პრინცი-
პები და ღირებულებები, რომელთაც ემყარება ახლადშექმნილი სა-
ხელმწიფო. თუმცა, სანამ დამოუკიდებლობის აქტის ამ ნაწილებს
შევეხებოდეთ, მოკლედ განვიხილოთ მისი დაწერის ისტორია.

2.1. როგორ დაიწერა საქართველოს დამოუკიდებლობის


აქტი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი
მოწყობის პრაქტიკა და იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ
ძალებს შორის სოციალ-დემოკრატები დომინირებდნენ

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე 1918


წლის 24 მაისის სხდომაზე იმსჯელა საქართველოს ეროვნული
საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა და შექმნა კომისია, რომელსაც
დაევალა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შემუშავება. 25
მაისს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა
უმრავლესობამ მოითხოვა დამოუკიდებლობის გამოცხადება, მაგრამ
აღმოჩნდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ჯერ
ბოლომდე არ იყო შემუშავებული, გარდა ამისა ეროვნული საბჭოს
თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას მიაჩნდა, რომ საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენამდე აუცილებელი იყო ამიერკავკასიის

12
სეიმის მოწვევა, რომელიც ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაშლას და
სეიმის თვითლიკვიდაციას დაადასტურებდა.
25 მაისის სხდომაზე წაიკითხეს კომისიის მიერ შედგენილი
დამოუკიდებლობის აქტის პროექტი, რის შემდეგაც კამათი გაიმართა.
დაადგინეს: „პროექტი შესწორებულ იქნეს კამათის დროს
გამოთქმული აზრების თანახმად. შესწორება პროექტისა დაევალა ბ-ნ
ჟორდანიას“.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შემუშავებასთან
დაკავშირებით არსებობს იმდროინდელი ცნობილი მოღვაწეების, -
ნოე ჟორდანიას (1868-1953), ზურაბ ავალიშვილის (1874-1944) და
რაჟდენ არსენიძის (1880-1965) მოგონებები. ნოე ჟორდანიას მოგონების
თანახმად, მან შესწორება შეიტანა გიორგი გვაზავას მიერ
წარმოდგენილ პროექტში, რომელშიც „სწორ, ნაციონალურ
დებულებათა გვერდით იყო წამოყენებული სოციალური
რეფორმების დებულებანი“, რაც ჟორდანიამ ზედმეტად მიიჩნია და
პროექტიდან ამოიღო ყველა კლასობრივი ხასიათის მუხლები და
შესწორების შემდეგ დატოვა საერთო-ეროვნული მნიშვნელობის
მუხლები, „ყველასთვის მისაღები ნაციონალური პლატფორმა“.
ნოე ჟორდანიას მონათხრობს ავსებს რაჟდენ არსენიძის
მოგონება, რომელიც საუბრობს კომისიის მიერ დამოუკიდებლობის
აქტის ტექსტის შემუშავებაზე. სავარაუდოდ, სწორედ ეს ტექსტი
გააცნო გიორგი გვაზავამ ჟორდანიას.
განსხვავებულია ცნობილი ქართველი მოღვაწის ზურაბ
ავალიშვილის მოგონება, რომლის მიხედვითაც მან ბათუმში დაწერა
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პროექტი და ნოე
ჟორდანიამ 22 მაისს წაიღო თბილისში. ამის თაობაზე ნოე ჟორდანია
არაფერს ამბობს.
არსებობს მონაცემებიც, რომ დამოუკიდებლობის აქტის კიდევ
ერთი ვარიანტი ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს ნიკო
ნიკოლაძეს შეუდგენია.

13
2.2. რატომ მოეწერა ხელი ორჯერ საქართველოს
დამოუკიდებლობის აქტს
1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის
გამოცხადების შემდეგ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრებმა
ხელი მოაწერეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული


საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

1919 წლის 12 მარტს პირველად შეკრებილმა საქართველოს


დამფუძნებელმა კრებამ ხელმეორედ დაადასტურა და დაამტკიცა
დამოუკიდებლობის აქტი. ამჯერად, დოკუმენტის სტამბურ
ვარიანტს ხელი მოაწერა სხდომაზე მყოფმა დამფუძნებელი კრების
99-მა წევრმა. მათ ნაწილს 1918 წლის 26 მაისსაც ქონდა ხელი
მოწერილი.
რატომ გადაწყვიტეს დამოუკიდებლობის აქტის ხელახლა
ხელმოწერა?
1.ეროვნული საბჭოსგან განსხვავებით, დამფუძნებელი კრება
ხალხის მიერ არჩეული ორგანო იყო. ამ ხელმოწერით
დასტურდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის უპირობო
14
მხარდაჭერა. ამ აქტის ხელმოწერით დეპუტატები „ქვეყნიერებას ამ-
ცნობენ, როგორც ისეთ აქტს, რომელიც არავითარ სიტყვას, არავითარ
დავას არ საჭიროებს. ასეთ ნაბიჯის პოლიტიკური მნიშვნელობა ყვე-
ლასათვის აშკარაა. ჩვენს ხელისუფლებას დუმილით და პირდაპირის
ხელისმოწერით სურთ საქართველოს სუვერენობის აუცილებლობის
და ეროვნულ აზრის აქტად გამოცხადება“ („სახალხო საქმე“,
12.03.1919).
2. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერით
დამფუძნებელი კრება ადასტურებდა საქართველოს
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეროვნული საბჭოს
/საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

1919 წლის 12 მარტს


შეკრებილი საქართველოს
დამფუძნებელი კრების წევ-
რებმა თავის პირველ სხდო-
მაზე ასევე ხელი მოაწერეს
საქართველოს დამოუკიდებ-
ლობის აქტს. ტექსტში, ბუ-
ნებრივია, არაფერი შეცვლი-
ლა. გაუკეთდა მხოლოდ წი-
ნასიტყვაობა: „საქართველოს
დამფუძნებელი კრება, არჩე-
ული პირდაპირი, თანასწო-
რი, საყოველთაო, ფარული
და პროპორციონალური სა-
არჩევნო სისტემით ორივე
სქესის მოქალაქეთა მიერ, თა-
ვის პირველსავე სხდომაზე
1919 წ. მარტის 12-ს, ქვეყნისა

15
და ისტორიის წინაშე აღი-
არებს, რომ ის სავსებით იღ-
ებს და ადასტურებს საქარ-
თველოს ეროვნული საბჭოს
მიერ 1918 წ. მაისის 26-ს,
ნაშუადღევის 5 ს. 10 წ. თბი-
ლისში გამოცხადებულს სა-
ქართველოს დამოუკიდებ-
ლობის შემდეგ აქტს;“

2.3. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შესავალი


ნაწილი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი
მოწყობის პრაქტიკა და იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ
ძალებს შორის სოციალ-დემოკრატები დომინირებდნენ

1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი იწყება იმ


ვითარების აღწერით, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველო რუსეთის
იმპერიის შემადგენლობაში და რატომ აღიდგინა დამოუკიდებლობა:
„მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა,
როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.
მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან
შევიწროებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ
პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრი-
საგან დაეცვა.
რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი
შინაგანი წყობილება შექმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად
დაიშალა და რუსის ჯარმა დასტოვა ამიერკავკასია.
დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მას-
თან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების

16
გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შექმნეს, მაგრამ
გარეშე ძალის ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთი შემაერთებელი კავ-
შირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც
დაიშალა.
ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მო-
ითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანი-
ზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისა-
გან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე
საფუძველი ააგოს.“
როგორც ვხედავთ, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის
აქტი რუსეთს ბრალს არ სდებს საქართველოს დამოუკიდებლობის
ხელყოფაში და აღნიშნულია, რომ საქართველო „თავისი ნებით“
შეუერთდა რუსეთს, „გარეშე მტერთაგან დაცვის“ პირობით. სწორედ
ამას ამტკიცებდა მეფის რუსეთის ოფიციალური ისტორიოგრაფია,
მაგრამ ეს ისტორიულ სიმართლეს არ შეესაბამება.
რატომ არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ საქართველოს
დაპყრობაზე და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე საქართველოს
მიმართ? ეს შეიძლება სამი ძირითადი მიზეზით აიხსნას:
• რუსეთი წასული იყო სამხრეთ კავკასიიდან და საქართველოს
იმ მომენტში რუსეთისაგან საფრთხე არ ემუქრებოდა.
პირიქით, რაღაც პერიოდი რუსეთიდანაც მოელოდნენ
დახმარებას ოსმალთა შემოტევის შესაჩერებლად;
• ქართველ სოციალ-დემოკრატებისთვის საქართველოს
დამოუკიდებლობის გამოცხადება იძულებითი ნაბიჯი იყო
და ამასთან არ უნდოდათ რუსეთის განაწყენება.
• საქართველო უკვე ჩამოცილებული იყო რუსეთს, რადგანაც
შედიოდა ამიერკავკასიის ფედერაციაში და 1918 წ. 26 მაისს
სწორედ ამიერკავკასიის ფედერაციიდან გამოდიოდა,
რუსეთი ვეღარ იცავს საქართველოს გარეშე მტრებისაგან და
საქართველო იძულებულია თავის დასაცავად „საკუთარი სახელმწი-

17
ფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას“, - ასეთია დამოუკიდებლობის
აქტში დაფიქსირებული პოზიცია.

2.4. საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის


ამოსავალი პრინციპები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრი-
ვი მოწყობის პრაქტიკა და იმდროინდელი საქართველოს პოლიტი-
კურ ძალებს შორის სოციალ-დემოკრატები დომინირებდნენ
1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტში
ჩამოყალიბებულია ის ძირითადი პრინციპები, რასაც უნდა
დამყარებოდა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო:
• სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი;
• დემოკრატიული რესპუბლიკა როგორც დამოუკიდებელი საქარ-
თველოს პოლიტიკური ფორმა;
• მუდმივი ნეიტრალიტეტი;
• კეთილმეზობლობა ყველა სახელმწიფოსთან, განსაკუთრებით მე-
ზობლებთან;
• საქართველოს მოსახლეობისთვის სრული სამოქალაქო და პოლი-
ტიკური თავისუფლება;
• საქართველოს საზღვრებში მოსახლე ეროვნულ უმცირესობათა
თავისუფალი განვითარება.

1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტიდან:


„... საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს
არჩეული საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ აცხადებს:
1) ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა
მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი
სახელმწიფოა;
2) დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დე-
მოკრატიული რესპუბლიკაა;
18
3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრა-
ლური სახელმწიფოა;
4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერ-
თაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური გან-
წყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფო-
ებთან და ერებთან.
5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზ-
ღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალა-
ქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნო-
ებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების
თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყვე-
ლა ერს.
7) დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს
მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევ-
სებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და
დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე“.

დამოუკიდებლობის აქტში ჩამოყალიბებული ძირითადი


პრინციპები უნდა გაშლილიყო და განსახიერებულიყო ქვეყნის
კონსტიტუციაში, რომლის შესამუშავებლად მოწვეული იქნა
დამფუძნებელი კრება (1919 წლის 12 მარტს) და მალევე შეიქმნა
საკონსტიტუციო კომისია. საკონსტიტუციო კომისია მართლაც
ემყარებოდა დამოუკიდებლობის აქტში ჩამოყალიბებულ ძირითად
პრინციპებს, გარდა ერთისა, - კონსტიტუციაში აღარ იყო ნახსენები
მუდმივი ნეიტრალიტეტი. საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის ცხადი იყო, რომ
საქართველოს უსაფრთხოებისათვის სხვა გარანტიების ძიება იყო
საჭირო და ასეთად ერთა ლიგაში შესვლა ესახებოდათ.

19
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს კონსტიტუციის
მიღებით დამფუძნებელმა კრებამ შეასრულა თავისი მისია, მაგრამ
საქართველოს ბედი ისე წარიმართა, რომ ვერ მოასწრო მიღებული
კონსტიტუციით ცხოვრება. კონსტიტუცია, რომელიც სტამბური
წესით ბათუმში დაიბეჭდა, საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის მთავრობის უცხოეთში წასვლის წინ, დარჩა ჩვენი
სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ. მან
მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის
ქართული პოლიტიკური აზრისა და, მასთან ერთად, ქართული
სახელმწიფოს განვითარებაზე. 1921 წლის კონსტიტუცია
დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოებრივი
წყობილების შექმნის უნიკალურ გამოცდილებას წარმოადგენს. მასში
აისახა იმდროინდელი სახელმწიფოებრივი ცხოვრების პრაქტიკა,
აგრეთვე ეპოქის მისწრაფებები და შეხედულებები.
საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია ასახავდა
სახელმწიფოებრივი მშენებლობის იმ გამოცდილებასაც, რაც
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკვე არსებობდა.

3.როგორი იყო საქართველოს დემოკრატიული


რესპუბლიკა

3.1. როგორ უყურებდნენ სოციალ-დემოკრატები


სახელმწიფოს მშენებლობას
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი
მოწყობის პრაქტიკა და იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ
ძალებს შორის სოციალ-დემოკრატები დომინირებდნენ (1919 წელს
არჩეულ დამფუძნებელ კრებაში 130 ადგილიდან ჯერ 109, შემდეგ კი
დამატებითი არჩევნების ჩატარების შემდეგ 102 პარლამენტარი

20
სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო). პარტია,
რომელიც ადრე ემიჯნებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას, სა-
ხელმწიფოებრივი აღმშენებლობის სათავეში აღმოჩნდა. ამასთან, სა-
ქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, სადაც ხელისუფლე-
ბის სათავეში სოციალ-დემოკრატიული პარტია მოვიდა. ისინი ცდი-
ლობდნენ ეპოვათ "მესამე გზა" - დასავლეთის "ბურჟუაზიულ-დემოკ-
რატიულ შეზღუდულობასა" და საბჭოთა რუსეთის ბოლშევიკურ ტო-
ტალიტარიზმს შორის. მათ უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ სოციალიზ-
მი არადემოკრატიული რეჟიმის დამყარებას კი არ ნიშნავს, არამედ
უფრო მეტ დემოკრატიულობას უზრუნველყოფს კაპიტალიზმთან შე-
დარებით.
განსხვავებით ბოლშევიკებისაგან, რომლებმაც რუსეთში
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოაცხადეს „პროლეტარიატის
დიქტატურა“ და დაიწყეს „სოციალიზმის მშენებლობა“, ქართველ სო-
ციალ-დემოკრატებს ნაადრევად და შეუძლებლად მიაჩნდათ სოცი-
ალისტური გარდაქმნების განხორციელება საქართველოში, ამასთან
სოციალიზმისაკენ წინსვლა მათთვის მხოლოდ დემოკრატიის საფუძ-
ველზე იყო მისაღები.
ქართველი სოციალ-დემოკრატების მიერ საქართველოს კონკრე-
ტულ პირობებში უმთავრეს ამოცანად დემოკრატიული სახელმწიფოს
შექმნა იყო მიჩნეული. ხელისუფლების სათავეში კი სოციალ-დემოკ-
რატიის ყოფნის გამო, სახელმწიფოს შესაძლებლის მაქსიმუმი უნდა
გაეკეთებინა რაც შეიძლება დემოკრატიული სახელმწიფოს
ასაშენებლად და მშრომელთა ინტერესების დასაცავად.

3.2. დემოკრატიული რესპუბლიკა


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებ-
რივი მოწყობის პრაქტიკა და მმართველი პოლიტიკური ძალის მის-
წრაფებები აისახა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში, რომე-
ლიც ამკვიდრებდა დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას. კონსტი-
21
ტუცია დემოკრატიულ რესპუბლიკას აცხადებდა პოლიტიკური წყო-
ბილების "მუდმივ და უცვლელ ფორმად". კონსტიტუციაში
ყველაფრის შეცვლა შეიძლებოდა, გარდა ამ მუხლისა.
დემოკრატიული რესპუბლიკის უცვლელობის კონსტიტუციაში
დაფიქსირებით ცდილობდნენ შეექმნათ თავისებური გარანტია იმისა,
რომ „ვინმე ავანტურისტს“ შეცდომაში არ შეეყვანა ხალხი და
ხელისუფლება არ მიეთვისებინა.
ხალხის სუვერენიტეტის რეალურად უზრუნველსაყოფად, იმ-
დროინდელი ქართველი სოციალ-დემოკრატების იდეალს უშუალო
დემოკრატია წარმოადგენდა, მაგრამ თანამედროვე სახელმწიფოს პი-
რობებში მისი განხორციელება შეუძლებლად მიაჩნდათ. ამიტომ
მკვიდრდებოდა წარმომადგენლობითი დემოკრატიის
(პარლამენტარიზმის) სისტემა, რომელიც ივსებოდა პირდაპირი დე-
მოკრატიის ინსტიტუტების - საკანონმდებლო ინიციატივისა და რე-
ფერენდუმის საშუალებით. მათ განიხილავდნენ ხალხის პირდაპირი
მმართველობის ელემენტების სახით.

3.3. პარლამენტი
სახელწოდება - საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის 4
ოქტომბრის სხდომაზე ხმის უმრავლესობით გადაწყდა
საკანონმდებლო დაწესებულებისათვის ეწოდებინათ “საქართველოს
პარლამენტი”.
პარლამენტის „სრულხელისუფლებიანობა“ - 1921 წლის კონსტი-
ტუციის საერთო დემოკრატიული სულისკვეთებიდან გამომდინარე-
ობდა ცენტრალური ხელისუფლების ორგანიზაციაც. ამ მხრივ, განსა-
კუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა პარლამენტს. საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელი ძალის აზრით,
პარლამენტი მხოლოდ ხალხის ნებით იყო შეზღუდული და გარდა სა-
კანონმდებლოსი, "აღმასრულებელი ორგანოს" ხასიათიც უნდა
ჰქონოდა.

22
„ხელისუფლების დანაწილების“ უარყოფა - ქართველი სოციალ-
დემოკრატებისთვის, ისევე როგორც იმდროინდელი ყველა
სოციალისტისათვის, მიუღებელი იყო ხელისუფლების დანაწილების
სისტემა, რადგანაც მათი აზრით ხალხის სუვერენიტეტის
გამომხატველი მხოლოდ პარლამენტი იყო. მის დონეზე
აღმასრულებელი ხელისუფლების ან სასამართლოს დაყენება
შეუძლებლად მიაჩნდათ.
პარლამენტის ფუნქციონირების ოპტიმალური ვადა - პარლამენ-
ტის ფუნქციონირების ოპტიმალურ ვადად სამი წელი მიიჩნიეს -
თვლიდნენ, რომ უფრო ხანგრძლივი ვადით არჩეული პარლამენტი
"ხალხს მოსწყდებოდა". უფრო ხშირი არჩევნები კი გამოიწვევდა აბ-
სენტიზმს, ინდიფერენტიზმს და დიდ ხარჯებს სახელმწიფოსთვის.
საარჩევნო სისტემა - 1921 წლის კონსტიტუცია ითვალისწინებდა
პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ყოველგვარი პროცენტული
ბარიერის გარეშე (როგორც ჩატარდა დამფუძნებელი კრების
არჩევნები). პარლამენტი ერთპალატიანი იყო.

3.4. აღმასრულებელი ხელისუფლება


მთავრობა - უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება - რეს-
პუბლიკის მთავრობა - კოლეგიას წარმოადგენდა, რომელიც პასუ-
ხისმგებელი იყო პარლამენტის წინაშე. რადგანაც საქართველო პატარა
ქვეყანა იყო, მმართველი პოლიტიკური ძალა მიზნად ისახავდა იაფი
მთავრობის შექმნას, სამინისტროთა შეზღუდული რაოდენობით.
მინისტრები - რესპუბლის საქმეთა მართვა-გამგეობა განაწილე-
ბული იყო მთავრობის წევრთა შორის. თითოეული მათგანი დამოუკ-
იდებლად და პარლამენტის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობით გა-
ნაგებდა მისთვის მინდობილ უწყებას და უნდა გადამდგარიყო, თუკი
პარლამენტი ამას მოითხოვდა. 1918 წლის 26 მაისის შემდეგ შექმნილ
მთავრობაში 8 სამინისტრო იყო, დამფუძნებელი კრების მიერ
შექმნილ მთავრობაში - 4 სამინისტრო.

23
მთავრობის თავმჯდომარე - მთავრობას სათავეში ედგა თავმ-
ჯდომარე, რომელიც იმავე დროს რესპუბლიკის უმაღლესი წარმო-
მადგენელი იყო. პრეზიდენტის ინსტიტუტის საჭიროების საკითხზე
დიდი დებატები მიმდინარეობდა. მემარცხენე პარტიები (ესერები,
ფედერალისტები) მას არადემოკრატიულ ინსტიტუტად მიიჩნევდნენ.
ეროვნულ-დემოკრატები აქტიურად მოითხოვდნენ პრეზიდენტის
ინსტიტუტის შემოღებას. საბოლოოდ გაიმარჯვა ნ. ჟორდანიას
პოზიციამ, რომელიც მთავრობის თავმჯდომარისთვის პრეზიდენტის
ზოგიერთი უფლებამოსილების გადაცემას მიიჩნევდა საჭიროდ
ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, მთავრობის
თავმჯდომარე თანამდებობაზე რჩებოდა საპარლამენტო კრიზისის
დროს, ასევე მთავრობის თავმჯდომარეს შეეძლო შეიარაღებული
ძალების ნაწილობრივი მობილიზება მტრის თავდასხმის
შემთხვევაში, სანამ პარლამენტი შეიკრიბებოდა.
მთავრობის თავმჯდომარე 1921 წლის კონსტიტუციით - 1921
წლის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარეს ერთი
წლის ვადით ირჩევდა პარლამენტი, ხოლო ერთი და იმავე პირის ზე-
დიზედ არჩევა მხოლოდ ორჯერ იყო დასაშვები. ეს შეზღუდვა, ისევე,
როგორც პრეზიდენტის თანამდებობის უარყოფა, იმდროინდელი სო-
ციალისტების უმრავლესობის აზრით, აუცილებელი იყო მაქსიმალუ-
რი დემოკრატიულობის უზრუნველსაყოფად.

3.5. სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა


უნიტარიზმი და ავტონომიის პრინციპი - 1921 წლის კონსტიტუ-
ციით, საქართველოში ყალიბდებოდა უნიტარული დემოკრატიული
რესპუბლიკა, ამავე დროს უნიტარიზმის პრინციპს უთავსდებოდა
ფართო ადგილობრივი თვითმმართველობა და ავტონომიური მმარ-
თველობის დაშვება ზოგიერთი განაპირა კუთხისთვის (აფხაზეთი, ბა-
თუმის მხარე, საინგილო).

24
3.6. ადგილობრივი თვითმმართველობა
ადგილობრივი თვითმმართველობა - ადგილობრივ თვითმმარ-
თველობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ჭეშმარიტი
დემოკრატიული წყობილების დამკვიდრების საქმეში. ადგილობრივ
თვითმმართველობას, რომელსაც ერობები განასახიერებდნენ, მიიჩ-
ნევდნენ დემოკრატიის ქვაკუთხედად და დემოკრატიული წყობის
დაცვის გარანტად. თვითმმართველობის პირველი არჩევნები
პირველი რესპუბლიკის პერიოდში სამ ეტაპად 1918, 1919 და 1920
წლებში ჩატარდა. 1919 წლის დამდეგს საქართველოს თითქმის
ყველა მაზრაში (სულ იყო 17 მაზრა) საქმიანობდნენ ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები.
1921 წლის კონსტიტუციით შეერთებულია სახელმწიფო
მმართველობა და თვითმმართველობა. საერობო და საქალაქო
თვითმმართველობანი ამავე დროს ცენტრალური ხელისუფლების
ერთადერთ ადგილობრივ ორგანოებად ცხადდებოდა.
კონსტიტუციის ფუძემდებლებისათვის მიუღებელი იყო
შეხედულება, რომლის თანახმადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები იქმნებოდა სახელმწიფო
ინტერესებისაგან განცალკევებული ადგილობრივი საჭიროებათა
გამგებლობისათვის, სახელმწიფო ფუნქციების შესასრულებლად კი
სახელმწიფოს უნდა შეექმნა თავისი ადგილობრივი ორგანოები.
საქართველოს პირველი კონსტიტუციის ძალით, ცენტრალური
ხელისუფლება მთლიანად ემყარება ხალხის მიერ არჩეულ
თვითმმართველობებს, ანუ ადგილობრივ კომუნებს. აღინიშნებოდა,
რომ ამ დროისათვის ეს პრინციპი არსად არ იყო გატარებული,
„გარდა ორიოდე მცირე კანტონისა შვეიცარიაში“.

25
3.7. მოქალაქეთა უფლებები
ერთ-ერთი უმთავრესი იდეალი, რის მიღწევასაც ცდილობდნენ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფუძემდებლები იყო
სამართლებრივი, ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ, „უფლებრივი სა-
ხელმწიფოს“ ჩამოყალიბება. მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების
უზრუნველყოფასთან ერთად, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუ-
ცია ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში, რომელშიც დაფიქსირებულია
"მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებანი". ამავე დროს სა-
ქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელები ცდი-
ლობდნენ ეროვნული საკითხის "სანიმუშო გადაწყვეტას", ეროვნული
უმცირესობებისათვის ისეთი უფლებების მინიჭებას, "რომლის მაგვა-
რი არც ერთ კონსტიტუციაში არ მოიპოვება". ადამიანის უფლებების
დაცვას მთლიანობაში ეთმობოდა 55 მუხლი, რაც კონსტიტუციის (149
მუხლი) მესამედზე მეტს შეადგენდა.

3.8. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის


საზღვრები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოსახლეობა
შეადგენდა 2,5 მილიონ ადამიანს. იმ ტერიტორიის ფართობი, რასაც
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის კუთვნილებად
მიიჩნევდა, შეადგენდა 107,600 კვადრატულ კილომეტრს.

26
ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაშლის შემდეგ საზღვრები
საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადგენილი არ
იყო. ტერიტორიული დავა ერთი მხრივ, საქართველოსა და სომხეთს,
მეორე მხრივ კი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო
კონფლიქტში გადაიზარდა.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სამივე
სახელმწიფომ პარიზის საზავო კონფერენციაზე საკუთარი რუკა
წარმოადგინა. საქართველო პრეტენზიას აცხადებდა თბილისის და
ქუთაისის გუბერნიებზე (ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა სოხუმის
ოკრუგი), ბათუმის ოლქზე (ამ ოლქში შედიოდა ართვინის ოკრუგიც),
ასევე ზაქათალის ოკრუგზე, ყარსის ოლქის არდაგანის (არტაანის) და
ოლთისის ოკრუგზე, შავი ზღვის გუბერნიის სამხრეთ ნაწილზე
(ქალაქი სოჭი და მისი მიმდებარე ტერიტორია), ასევე 1918 წლამდე
თურქეთის შემადგენლობაში მყოფ ისტორიულ ქართულ
ტერიტორიებზე: იმიერ ტაო, ისპირი, ლაზეთი.

27
ბოლშევიკური რუსეთის ინტერვენციამდე საქართველოს
მთავრობა აკონტროლებდა თბილისის და ქუთაისის გუბერნიებს,
სოხუმის ოკრუგს, ასევე დღეს თურქეთის შემადგენლობაში მყოფ
ართვინის და არდაგანის ოკრუგებს. ოლთისის ოკრუგი, ჭოროხის
ხეობის ზედა ნაწილი და ლაზისტანი ოსმალეთის შემადგენლობაში
დარჩა. აზერბაიჯანთან სადავო ტერიტორია იყო საინგილო
(ზაქათალის ოკრუგი), სომხეთთან კი ბორჩალოს მაზრის სამხრეთ
ნაწილი (ლორე), რომელიც ნეიტრალურ ზონად იყო
გამოცხადებული. საქართველოს ბოლშევიზაციის შემდეგ მოსკოვმა
სადავო ტერიტორიების საკითხი სომხეთის და აზერბაიჯანის
სასარგებლოდ გადაწყვიტა.

3.9. პოლიტიკური პარტიები საქართველოს


დემოკრატიულ რესპუბლიკაში
ამ პერიოდში საქართველოში დომინირებდნენ სოციალისტური
იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური პარტიები. ყველაზე ძლიე-
რი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტია. სოციალ-დემოკრატიული
ორგანიზაცია საქართველოში ჩამოყალიბდა 1893 წელს „მესამე დასის“
სახით. 1903 წელს ქართველი სოციალ-დემოკრატები შევიდნენ 1898
წელს დაარსებულ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარ-
ტიის შემადგენლობაში. მის შიგნით გამოკვეთილი იყო ორი ფრთა -
ლენინის მომხრე ბოლშევიკები და პლეხანოვ - მარტოვის მომხრე მენ-
შევიკები. ეს ორი მიმდინარეობა საქართველოშიც არსებობდა. ბოლ-
შევიკების თვალსაჩინო წარმომადგენელი საქართველოში იყო იოსებ
ჯუღაშვილი (სტალინი), მენშევიკების კი ნოე ჟორდანია. მიუხედავად
მწვავე დაპირისპირებისა, 1912 წლამდე პარტია ერთიანი იყო.
საქართველოში ბოლშევიკების პოზიცია ყოველთვის სუსტი იყო.
ბოლშევიკებისა და მენშევიკების გზები საბოლოოდ რუსეთის 1917
წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გაიყარა.

28
ბოლშევიკები მიიჩნევდნენ, რომ მსოფლიო რევოლუციის ცენ-
ტრმა რუსეთში გადაინაცვლა, რუსეთში მუშათა კლასს და მის პარ-
ტიას ცარიზმი უნდა დაემხო, პროლეტარიატის დიქტატურა დაემყა-
რებინა, რის შემდეგაც რევოლუცია მთელ მსოფლიოს მოედებოდა.
მენშევიკებიც თვითმპყრობელობის დამხობას ცდილობდნენ,
ოღონდ პროლეტარიატის დიქტატურის ნაცვლად საჭიროდ
მიაჩნდათ დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნება და განვითა-
რება. მენშევიკების აზრით, სოციალიზმზე გადასვლა განვითარებულ
ევროპას უნდა დაეწყო.
სოციალ-დემოკრატიის ორივე ფრაქცია კოსმოპოლიტურ
პოზიციაზე იდგა და ეროვნული საკითხისადმი ნიჰილისტურად იყო
განწყობილი. ერთა თვითგამორკვევის უფლებას სიტყვით აღიარებ-
დნენ და ერთიანი რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში დარჩენა
სურდათ. მენშევიკები კულტურულ-ნაციონალური ავტონომიისკენ
იხრებოდნენ.
ქართველი ბოლშევიკები ბოლომდე დარჩნენ რუსული ბოლშე-
ვიზმის ნაწილად და წინააღმდეგნი იყვნენ საქართველოს დემოკრა-
ტიული რესპუბლიკის არსებობისა. რაც შეეხება ქართველ მენშევი-
კებს, 1917 წლის შემოდგომაზე ისინი შეუერთდნენ ეროვნული პარ-
ტიების მოთხოვნას საქართველოს ტერიტორიული ავტონომიის თა-
ობაზე, 1918 წლის შემოდგომაზე კი, საქართველოს დამოუკიდებლო-
ბის გამოცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, შეიქმნა
დამოუკიდებელი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია. ეს
პარტია მმართველი პოლიტიკური ძალა იყო საქართველოს დემოკრა-
ტიულ რესპუბლიკაში (ცნობილი წარმომადგენლები: ნ. ჟორდანია, ი.
რამიშვილი, კ. ჩხეიძე, ე. გეგეჭკორი, ი. წერეთელი).
კიდევ ერთი სოციალისტური მიმართულება „ნაროდნიკები“,
სოციალ-დემოკრატებისგან განსხვავებით აქცენტს გლეხობაზე აკეთ-
ებდნენ. ქართველ „ნაროდნიკების“ ნაწილი 1902 წელს დაარსებულ
რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერები) პარტიაში შევიდა

29
ადგილობრივი ორგანიზაციის სახით, ნაწილი კი სოციალისტ-ფედე-
რალისტთა პარტიაში გაერთიანდა. ქართველი ესერები რუსეთის სო-
ციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას მხოლოდ საქართველოს სა-
ხელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამოეყვნენ
და 1918 წლის ივნისში ცალკე პარტიად ჩამოყალიბდნენ. ამ პარტიის
თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ ლეო შენგელაია, გიგო ნათაძე,
ივანე და იოსებ გობეჩიები.
1904 წელს შეიქმნა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა
პარტია. ეს პარტია ცდილობდა სოციალისტურისა და ეროვნული
პრინციპების შეთანხმებას. ეს იყო ერთგვარი შუალედური ჯგუფი
თერგდალეულთა ეროვნულ მიმართულებასა და მარქსიზმის მიმდე-
ვარ „მესამე დასს“ შორის. გიორგი ლასხიშვილის სიტყვებით, პარტია
„პირველს უახლოვდებოდა ეროვნული იდეალით, ხოლო მეორეს სო-
ციალური მისწრაფებით“. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის იდ-
ეური ლიდერი იყო არჩილ ჯორჯაძე (1872-1913). მან შეიმუშავა „საერ-
თო მოქმედების ნიადაგის” თეორია, ეს ერის შეკავშირება-გაძლიერებ-
ის ილია ჭავჭავაძისეული იდეის გაგრძელება იყო. პარტიის თვალსა-
ჩინო წარმომადგენლები იყვნენ ასევე გ. ლასხიშვილი, ვ. ლორთქიფა-
ნიძე, გ. დეკანოზიშვილი. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში
თავდაპირველად ეროვნულ-დემოკრატები და ანარქისტებიც შედი-
ოდნენ. 1907 წელს ფედერალისტები გაემიჯნენ ანარქისტებს. ფედერა-
ლისტთა პარტიის პროგრამაში ცენტრალური ადგილი საქართველოს
ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნას ეკავა.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ორგანიზაცი-
ულად სხვა პარტიებთან შედარებით გვიან, 1917 წელს გაფორმდა,
თუმცა იდეური მიმდინარეობის სახით XIX საუკუნის მეორე ნახევრი-
დან არსებობდა. ეროვნულ დემოკრატები იცავდნენ კერძო საკუთრე-
ბას, დემოკრატიზმს, ესწრაფვოდნენ საქართველოს სუვერენიტეტის
აღდგენას. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ლიბერალური იდეოლოგიის
მატარებელი პოლიტიკური ძალა იმდროინდელ საქართველოში.

30
3.10. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
ეკონომიკა და სოციალური მდგომარეობა
ეკონომიკა
1919 წელს მარტო თბილისში მოქმედებდა 137 ფაბრიკა-
ქარხანა; 1099 სახელოსნო; 2302 სავაჭრო დაწესებულება; 117
საზოგადოებრივი ორგანიზაცია; 7 სატრანსპორტო საწარმო.

ბონები
დამოუკიდებელი საქართველოს დროებითი ფულის
ერთეულის ,,ბონის” გამოცემა 1919 წლის 11 ივლისს დაიწყო, მანამდე
საქართველო იყენებდა ჯერ რუსულ ფულის ერთეულს ხოლო 1918
წლის თებერვლიდან კი ამიერკავკასიის დროებით ფულის
ერთეულს. თავდაპირველად გამოიცა 50-კაპეიკიანი, აგრეთვე, 1, 3,
5, 10, 50, 100 და 500-მანეთიანი კუპიურები, რასაც 1920 წელს
დაემატა 1000-მანეთიანები, ხოლო 1921 წელს კი – 5000-მანეთიანები.
ფულის კუპიურების დიზაინის ავტორები იყვნენ: იოსებ შარლემანი,
ჰენრიკ ჰრინევსკი და დიმიტრი შევარდნაძე. ბონებზე ინფორმაცია
სამ ენაზე: ქართულად, ფრანგულად და რუსულად იყო დატანილი.
ფულის ერთეულს ჰქონდა მთავრობის თავმჯდომარის, ნოე

31
ჟორდანიას და ფინანსთა მინისტრის კონსტანტინე კანდელაკის
ფაქსიმილეები ქართულ ენაზე.
ბონების უმეტესობა ერთმანეთისგან მხოლოდ ფერით და
ზომით განსხვავდებოდა და ყველა მათგანზე გამოსახული იყო
რესპუბლიკის გერბი, ასევე შუა საუკუნეების ქართული
ორნამენტები. განსხვავებულია ხუთას და ხუთაითას ნომინალიანი
კუპიურები. ხუთასიანი კუპიურის ავერსზე (წინა მხარე) შუა
საუკუნეების სტილით ნაგები თაღის ქვეშ, საკრცხლულზე ზის
შუბითა და ფარით შეიარაღებული ქალბატონი, ხოლო
ხუთიათასიანი კუპიურის ავერსზე აღბეჭდილია ოთხკუთხოვან
ჩარჩოში ჩასმული საქართველოს მთავრობის სასახლე.
საქართველოს ბონები არაჭვირნიშნიან ქაღალდზე
იბეჭდებოდა; გამონაკლისია მხოლოდ 500 და 5000-მანეთიანი ბონები.
ჭვირნიშნებით წარმოდგენილი იყო ოთხთაღოვან ჩარჩოში ჩასმული
სამი ქართული ასო – ს. დ. რ. – რომელიც იშიფრება როგორც
`საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“. აღსანიშნავია ისიც,
რომ საქართველოს მთავრობამ ჭვირნიშნიანი ქაღალდი რომში,
იტალიის სამეფო ზარაფხანაში დაამზადებინა.
1919-1921 წლებში საქართველოს მთავრობამ განახორციელა
ფულის ერთეულის ხუთი ემისია და მთლიანად დაბეჭდა 18
მილიარდ 400 მილიონი მანეთი. რესპუბლიკის კანონმდებლობით
ყალბი ფულის მბეჭდავები ისჯებოდნენ კანონის სრული სიმკაცრით.
ბონი ყალბად ითვლებოდა, თუ არ იყო სრული ზომის, აკლდა
ხელმოწერა, ან არ ქონდა სერიული ნომერი. ქართული ფულის
ერთეულის მსყიდველუნარიანობა ინფლაციის პარალელურად
ეცემოდა, თუმცა კავკასიის რეგიონში ყველაზე მყარ ვალუტად
ითვლებოდა.
ინფლაცია
ფულის კურსი გირვანქა დოლარი ფრანგული

32
სტერლინგი ფრანკი
1920 წ. 15 1474 მანეთი 350 მანეთი 26 მანეთი
ივნისი
1920 წ. 15 118000 მანეთი 5500 მანეთი 300 მანეთი
დეკემბერი
ქართულ ფულს, მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით,
გაცილებით მყარი კურსი ჰქონდა.
მარჩილი
იგეგმებოდა ბონების ნაცვლად მყარი ვალუტის შემოღება.
ვალუტის ძირითად სახელად „მარჩილი“ შეირჩა. ეს XVI საუკუნიდან
საქართველოში გავრცელებული ფულადი ერთეულის აღმნიშვნელი
ტერმინი იყო. 1920 წლის ივნისში მთავრობის დავალებით მხატვარმა
ევგენი ლანსერემ 25 მარჩილის ღირებულების სახელმწიფო
საკრედიტო ბილეთის ესკიზი შეასრულა.

25 მარჩილის ესკიზი
ფასები და ხელფასები
ფასები და ხელფასები
1920 წლის იანვრის მონაცემებით ერთი გირვანქა (453,59 გრამი)
ხორცი ღირდა 15,50 მანეთი, პური - 10,58 მანეთი; კარტოფილი - 6,03
მანეთი; ყველი - 41,00 მანეთი; ხახვი - 4,00 მანეთი, ბრინჯი - 23,87

33
მანეთი; კომბოსტო - 2,88 მანეთი; ზეთი - 60,57 მანეთი; ლობიო - 9,19
მანეთი.
ხელფასები იმავე დროს შეადგენდა რკინიგზელის - 2630
მანეთი; მშენებლის - 3330 მანეთი; ხის დამმუშავებლის - 3550 მანეთი;
ტრანსპორტის თანამშრომლის - 4650 მანეთი; ადმინისტრაციული
პერსონალის - 5070 მანეთი; ტექნიკური პერსონალის - 4050 მანეთი;
განათლების მუშაკის - 4700 მანეთი.

3.11. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის


საერო უქმე დღეები
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თავიდან 20 უქმე
დღე იყო. აქედან 16 - საეკლესიო. 1919 წლის ივნისში დამფუძნებელმა
კრებამ საეკლესიო უქმე დღეები 8-მდე შეამცირა. გარდა
საეკლესიოსი, არსებობდა 4 სამოქალაქო უქმე დღე.
1918 წლის 31 დეკემბერს მიღებული იქნა კანონი „საქართველოს
უქმე დღეებისა“. კანონის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში
წესდებოდა შემდეგი სამოქალაქო უქმე დღეები:
„ა/ ახალი წელიწადი - იანვრის პირველი;
ბ/ რუსეთის დიდი რევოლუციის პირველი დღე - მარტის 12;
გ/ ინტერნაციონალის დღესასწაული - მაისის პირველი
დ/ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე - მა-
ისის 26 (აქტები, გვ.197-198).
დამფუძნებელ კრებაში დიდი კამათი გამოიწვია ალექსანდრე
ასათიანის (ერ. დ.) მიერ გამოთქმულმა ორმა წინადადებამ: ა/ საეკლე-
სიო უქმე დღეების გაუქმების თაობაზე კონსულტაციები გაემართათ
ეკლესიასთან და ბ/ გაეუქმებინათ ორი სამოქალაქო უქმე დღე, 12 მარ-
ტი და 1 მაისი. ალ. ასათიანის აზრით, 12 მარტი - „უცხო ქვეყნის
თარიღი“ იყო, ხოლო 1 მაისი - „კლასობრივი დღესასწაული“. დამ-
ფუძნებელ კრებაში მყოფი სამივე სოციალისტური პარტიისათვის კა-

34
ტეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ეროვნულ-დემოკრატიული
პარტიის ხედვა.

4.როგორი იქნებოდა საქართველოს დემოკრატიული


რესპუბლიკა
საბჭოთა პერიოდში ცდილობდნენ იმ აზრის დანერგვას, რომ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა „არასიცოცხლისუნა-
რიანი“ სახელმწიფო იყო. სინამდვილეში კი სწორედ საბჭოთა რეჟიმი
იყო საქართველოში არასიცოცხლისუნარიანი და დასაყრდენს
მოკლებული. ეს რეჟიმი მაშინვე დაემხობოდა, როგორც კი რუსეთის
საოკუპაციო ჯარი დატოვებდა ქვეყანას.
რაც შეეხება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, მის
არსებობას შინაგანი საფრთხე 1921 წელს არ ემუქრებოდა და გარედან
თავდასხმა რომ არა, ის უპრობლემოდ გააგრძელებდა არსებობას და
განვითარებას. საქართველო, დიდი ხნის შემდეგ პირველად, ერთიანი
და დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. ამასთან მან დასავლეთის
წამყვანი ქვეყნების მხრიდან იურიდიულ აღიარებასაც მიაღწია.
ძნელია იმის თქმა თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას რუსეთის წითელი არმია
რომ არ დასხმოდა თავს. თუმცა, ზოგიერთი რამის მეტ-ნაკლებად
ზუსტად თქმა შესაძლებელია, მაგალითად, რაც 1921 წელს
მოხდებოდა...
1921 წლის 27 იანვარს მოკავშირეებმა (ანტანტამ) იურიდიულად
სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს ამბავი საქართველოში 30
იანვარს გაიგეს.
1921 წლის 6 თებერვალს საქართველოში დიდი ზეიმით
აღინიშნა საქართველოს „დე-იურე“ ცნობა, ეგონათ, რომ
საქართველოს დამოუკიდებლობას საგარეო საფრთხე აღარ
ემუქრებოდა, მით უმეტეს, რომ რუსეთისა და თურქეთის ელჩები
საქართველოს მეგობრობას ეფიცებოდნენ.
35
1921 წელს გრძელდებოდა კონსტიტუციის განხილვა.
იმდროინდელ მმართველ პარტიას, სოციალ-დემოკრატიას, რო-
მელსაც დამფუძნებელ კრებაში საკონსტიტუციო უმრავლესობა ქონ-
და, კონსტიტუციის მიღება მოკლე ვადაში შეეძლო, მაგრამ საჭიროდ
ჩათვალა კონსტიტუციურ საკითხებზე ფართო დისკუსიის გამართვა
და ყველა ოპოზიციურ ძალას მიეცა საშუალება თავისი მოსაზრებები
დაწვრილებით წარმოედგინა. ამან ბუნებრივია, კონსტიტუციის მი-
ღება გააჭიანურა, საბჭოთა რუსეთის თავდასხმა რომ არა,
კონსტიტუციის მიღებას გაზაფხულზე დაამთავრებდნენ, შეიძლება ეს
12 მარტისთვის - დამფუძნებელი კრების გახსნის დღისათვისაც
დაემთხვიათ.
შემოდგომაზე საქართველოში კონსტიტუციის საფუძველზე
საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. 1921 წლის კონ-
სტიტუციის 61-ე მუხლში ნათქვამი იყო: "პარლამენტი იკრიბება ყო-
ველწლივ ნოემბრის პირველ კვირა დღეს. ახალი პარლამენტის
არჩევნები ინიშნება შემოდგომაზე, ერთსა და იმავე დროს მთელს
რესპუბლიკაში, იმ ვარაუდით, რომ ახლად არჩეული დეპუტატები
დაესწრნენ პარლამენტის გახსნას".
1921 წლის ნოემბრის პირველი კვირა დღე 6 ნოემბერი იყო.
საბჭოთა ოკუპაცია რომ არა, საქართველოს არჩეული პარლამენტი
პირველად ამ დღეს შეიკრიბებოდა და ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი
თარიღი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. არადა, წითელი
ოკუპაციის შედეგად, ეს აღმოჩნდა ერთი უსახური, არაფრით
გამორჩეული საბჭოური დღე, რომლის უმთავრესი თემაც
იმდროინდელი საბჭოური პრესისთვის 7 ნოემბრის - ოქტომბრის
რევოლუციის მორიგი წლისთავის აღნიშვნა იყო.
1921 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მისი ჩატარება
საქართველოს რომ დასცლოდა, დიდი ალბათობით, ისევ სოციალ-
დემოკრატიული პარტია გაიმარჯვებდა. საპარლამენტო
არჩევნებისათვის უკვე 1921 წლის დამდეგიდან ემზადებოდნენ. 1921

36
წლის იანვარში ჩამოყალიბდა საქართველოს დემოკრატიული
პარტია, რომელშიც გაერთიანდა საქართველოს ყველა არა
სოციალისტური პარტია და ჯგუფი. სოციალ-დემოკრატიულ
პარტიას გამოეყო და ცალკე პარტიად ჩამოყალიბება დაიწყო
მემარცხენე ფრთამ - „ახალი სხივის“ ჯგუფმა. არჩევნებისთვის
ემზადებოდნენ სოციალისტ-ფედერალისტები და სოციალისტ-
რევოლუციონერები. სოციალ-დემოკრატები, სავარაუდოდ, უფრო
ნაკლებ ადგილებს მიიღებდნენ პარლამენტში, ვიდრე დამფუძნებელ
კრებაში ჰქონდათ, მაგრამ უმრავლესობა მაინც ეყოლებოდათ.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის მმართველობის დროს
საქართველო დაადგა იმ გზას, რასაც თავად „დემოკრატიის გზით
სოციალიზმისაკენ სვლას“ უწოდებდნენ. ამის გაკეთება საქართველოს
არ დასცალდა, შემდეგ კი ევროპაში „დემოკრატიული სოციალიზმის“
სახელი მიიღო.
საქართველო დიდი ხნის შემდეგ კვლავ იყო დამოუკიდებელი
და ერთიანი. ქვეყანას შეეძლო ეკონომიკური, სოციალური,
კულტურული და პოლიტიკური განვითარება და რომ არა საბჭოთა
ოკუპაცია, სანიმუშო ქვეყანა იქნებოდა მეზობლებისთვის.
საქართველო გადაურჩებოდა საბჭოურ რეპრესიებს და
ექსპერიმენტებს, რომელთაც უდიდესი ზიანი მიაყენეს ქვეყანას. ეს არ
იყო უბრალოდ დიდი მატერიალური და ადამიანური დანაკარგი. ეს
იყო ერის სოციალური დეფორმაცია - ბოლშევიკებმა მთელი
სოციალური ფენები გაანადგურეს: თავად-აზნაურობა,
სამღვდელოება, გლეხობის შეძლებული და მშრომელი ნაწილი,
ძველი ინტელიგენცია, მუშების მოწინავე ნაწილი, ყველა ვისთვისაც
მნიშვნელოვანი იყო ეროვნული თავისუფლება და დემოკრატია, ან
დაიღუპა ან ემიგრაციაში წასვლა მოუხდა.

37
დანართი

მოგონებები საქართველოს დამოუკიდებლობის


აქტის შემუშავებასთან დაკავშირებით
ნოე ჟორდანიას მოგონება:
,,საჭირო იყო დამოუკიდებლობის აქტის შედგენა და მიღება
საბჭოში. გამოვყავით კომისია ჩემთან ერთად სამუშაოდ ამ საკითხში.
მე ვთხოვე კომისიის წევრს გ. გვაზავას შეედგინა პროექტი, როგორც
იურისტს და მოეტანა ჩემთვის. მან შეადგინა, წავიკითხე, გავოცდი.
სწორ, ნაციონალურ დებულებათა გვერდით იყო წამოყენებული
სოციალური რეფორმების დებულებანი: რვა საათის სამუშაო დღე,
მამულების კონფისკაცია და სხვ. მე ასეთი მუხლები ჩავთვალე
უადგილოთ; საჭირო იყო ერთი, ყველასათვის მისაღები
ნაციონალური პლატფორმა, საიდანაც უნდა გამოირიცხოს ყველა
გამთიშველი ელემენტები. ამ აზრის თანახმად შევასწორე პროექტი,
ამოვაგდე იქიდან ყველა კლასიური ხასიათის მუხლები, დავტოვე
შესწორებით მხოლოდ ნაციონალურ-პოლიტიკური ხასიათის. ასე
შესწორებული წავუკითხე კომისიას. .... ამნაირათ დეკლარაცია
შემუშავდა, რაიცა მე წავიკითხე 26 მაისს და გადაიქცა ჩვენი
თავისუფლების ხარტიათ”.
რაჟდენ არსენიძის მოგონება:
„ნაშუადღევს დავიწყეთ მუშაობა. ვჩქარობთ, რადგან ხვალ
ეროვნული საბჭოს სხდომაა, რომელმაც თავს იდვა ამ ისტორიული
აქტის შესრულება. ვჩქარობთ, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ აქტი არ
იყოს მოფიქრებული, სერიოზული, ღირსი თავის დანიშნულების;
უნდა აღინიშნოს ... უფლებები ახლად დაბადებული მოქალაქის;
უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ იმ ეროვნულ უმცირესობათა
ჯგუფებს, რომელნიც ჩვენი ტერიტორიის ფარგლებში ცხოვრობენ. და
ყოველივე ეს უნდა ითქვას მოკლედ, მოჭრით, მკაფიოდ. ამიტომ

38
თითოეული სიტყვა იწვევს დავას, კამათს, აზრთა შეჯახებას; ყოველი
ფრაზა ყალიბდება დიდი გულმოდგინებით. ბოლოს ბრძოლა და
ჯახი თავდება მორიგებით; რაც მიღებულია - მიღებულია
ყველასაგან. განხეთქილებასა და გულნაკლულობას აქ, ამ დიად
გადამწყვეტ მომენტში, არ უნდა დაურჩეს ადგილი. ამას ვგრძნობთ
ყველა, თუმცა ეს ჩვენთვის არავის უკარნახია. ... ვიბრძვით და
ვჩქარობთ. ... შეღამდა. ... ვერ დაგვისრულებია შრომა. ... ვიკრიბებით
ნავახშმევს და ისევ ვმსჯელობთ, ისევ ტექსტის ყველა აზრს
ჩავკირკიტებთ; შუაღამეზე ვათავებთ პროექტის დამუშავებას და
მაშინვე ორი წევრი გიორგი გვაზავა და პავლე სარჯველაძე
მიეშურებიან საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომ ამაღამვე დაამთავრონ
ეს საშური, მაგრამ მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობა. ნაშუაღამევს
ბიურო იღებს ზოგიერთი შესწორებით საბოლოოო რედაქციას და
კვირას, 26 მაისს, იგი საჯაროდ ცხადდება სასახლის თეთრ
დარბაზში“.
ზურაბ ავალიშვილის მოგონება:
,,დავწერე სანიმუშო პროექტი საქართველოს დამოუკიდებლად
გამოცხადებისა. დადგა დრო საქმის ჩამოყალიბების და მოქმედებისა.
ჩხენკელმა, ჟორდანიამ, ნიკოლაძემ და სურგულაძემ მოიწონეს.
ჟორდანიამ ეს პროექტი წაიღო თბილისში.”
ყოფილი მეფისნაცვლის სასახლე (ახლანდელი მოსწავლე-
ახალგაზრდობის სასახლე), სადაც გამოცხადდა საქართველოს
დამოუკიდებლობა და მუშაობდა საქართველოს პარლამენტი,
შემდეგ კი დამფუძნებელი კრება.

39
საქართველოს დამფუძნებელი კრება და
დამოუკიდებელი საქართველოს პარტიული სისტემის
ფორმირება
1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადების
დროისათვის, საქართველოში არსებობდნენ სხვადასხვა
პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც
რუსეთის სახელმწიფოს ფარგლებში ჩამოყალიბდნენ.
დამოუკიდებელი საქართველოს შექმნის შემდეგ ამ პარტიების
ნაწილი, რომელთაც ადგილობრივი დასაყრდენი ჰქონდათ,
საფუძვლად უნდა დასდებოდა საქართველოს პარტიულ სისტემას,
სხვები კი გამქრალიყვნენ ქართული პოლიტიკური სცენიდან. გარდა
ამისა, საჭირო იყო არჩევნების გზით საქართველოში მოქმედი
პარტიების რეალური გავლენის გამორკვევა. ამ ამოცანების გადაჭრა
წილად ხვდა საქართველოს დამფუძნებელ კრებას, რომლის
40
ძირითადი არჩევნები 1919 წლის 14-16 თებერვალს ჩატარდა, შემდეგ
კი გაიმართა ორი დამატებითი არჩევნები იმ ტერიტორიებზე, სადაც
თავიდან არჩევნების ჩატარება ვერ მოხერდა.
საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში
მონაწილეობდა 15 პოლიტიკური სუბიექტი. ისინი შეიძლება ოთხ
ჯგუფად გავყოთ:
• ქართული პოლიტიკური პარტიები და მათი განაყოფები - 7
სუბიექტი ( საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია,
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია,
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია,
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო
პარტია, საქართველოს რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა
პარტია, საქართველოს ეროვნული პარტია, საქართველოს
სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია);
• არჩევნების წინ შექმნილი ქართული ინტელიგენციის
პოლიტიკური ჯგუფები - 3 სუბიექტი („შოთა რუსთაველის
ჯგუფი“, „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა“,
დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი);
• ეროვნულ უმცირესობათა პოლიტიკური გაერთიანებები - 3
სუბიექტი (საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო,
ბორჩალოს მაზრის მუსულმანები, ელინთა დემოკრატიული
პარტია);
• უცხოური პოლიტიკური პარტიები - 2 სუბიექტი (სომეხთა
რევოლუციონური პარტია „დაშნაკციუთუნი“, რუსეთის
სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია) - ეს პარტიები
საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე
მოქმედებდნენ, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული
პარტიის შექმნამდე (1918) კი მისი წევრები სწორედ რუსეთის
სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში შედიოდნენ.

41
არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ წინასაარჩევნოდ ნაჩქარევად
შექმნილმა ინტელიგენციის პოლიტიკურმა პარტიებმა (უპარტიოთა
კავშირი, შოთა რუსთაველის პარტია, ესთეტიკური ლიგა
პატრიოტებისა) ვერ მოიპოვა ელექტორატის მხარდაჭერა და მათ
ერთი დეპუტატის გაყვანაც ვერ შეძლეს დამფუძნებელ კრებაში.
ამომრჩეველთა მხარდაჭერა ასევე ვერ მოიპოვეს ეროვნული
უმცირესობების სახელით მოქმედმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა.
არჩევნების მონაწილე უცხოური პოლიტიკური პარტიებიდან
სამი დეპუტატის გაყვანა შეძლო სომხეთის რევოლუციური
ფედერაცია „დაშნაკცუთიუნმა“, საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა
რუსეთის სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ.
რაც შეეხება ჩვენს მიერ მოცემულ კლასიფიკაციაში პარტიათა
პირველ ჯგუფს, 7 სუბიექტიდან დამფუძნებელ კრებაში მოხვდა ჯერ
4, შემდეგ კი 5 სუბიექტი. დამფუძნებელ კრებაში ისინი
შემდეგნაირად იყვნენ წარმოდგენილი:
ძირითადი 1-ლი მე-2
პოლიტიკური პარტიები არჩევნები - დამატებ. დამატებ.
1919 წ. II არჩევნები - არჩევნები
1919 წ. VIII - 1920 წ.
III.
საქართველოს ს/დ პარტია 109 105 102
საქართველოს ერ-დემ. 8 7 8
პარტია
საქართველოს სოც-რევ. 5 5 6
პარტია
საქართველოს სოც- 8 9 9
ფედერალისტთა პარტია
„დაშნაკცუთიუნი“ - 3 3
საქართველოს ეროვნული - 1 2
პარტია

42
დამფუძნებელი კრების არჩევნებმა და მისი არსებობის
ორწლიანმა პერიოდმა გამოკვეთა გარკვეული ტენდენციები
ქართული პოლიტიკური სპექტრის განვითარებაში. კერძოდ,
მემარცხენე პოლიტიკური პარტიების დომინირება (მათ ჰყავდათ ჯერ
122, შემდეგ 120 დეპუტატი დამფუძნებელი კრების 130 წევრიდან).
სოციალ-დემოკრატიული პარტიის დასუსტების ტენდენცია (109
დეპუტატიდან 92 დეპუტატამდე შემცირება), 1921 წლის
დამდეგისთვის კი რადიკალური მემარცხენე ფრთის წარმოქმნა
(„ახალი სხივის“ ჯგუფი) და მემარჯვენე პოლიტიკური ძალების
გაერთიანება („დემოკრატიული პარტიის“ შექმნა). 1921 წლის
იანვარში კი გაერთიანდა ყველა არასოციალისტური დემოკრატიული
პარტია და დამფუძნებელ კრებაში ერთიანი ფრაქცია შექმნეს.
დამფუძნებელი კრების პარტიული სპექტრი 1921 წლის 11
თებერვლისათვის შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
პარტია ადგილები
დამფუძნებელ
კრებაში
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული 93
მუშათა პარტია
დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული 8
ფრაქცია „სხივი“
დემოკრატიული ფრაქცია 10
(არასოციალისტური პარტიების გაერთიანება)
სოციალისტ-ფედერალისტები 9
სოციალისტ-რევოლუციონერები 6
დაშნაკცუთუნი 3
დამოუკიდებელი დეპუტატი (პ. საყვარელიძე, 1
ს/დ)

43
1921 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო საქართველოს
პარლამენტის არჩევნები 1921 წლის კონსტიტუციის საფუძველზე,
თუმცა საბჭოთა ოკუპაციამ მოვლენები სულ სხვაგვარად წარმართა.

საქართველოს შეიარაღებული ძალები


საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგებოდა არმიისაგან
და სახალხო გვარდიისგან. 1921 წლის დამდეგს საქართველოს
შეიარაღებული ძალების შემადგენლობა შემდეგი იყო:
არმია
სამი ქვეითი ბრიგადა (12 ბატალიონი, 60 ასეული, 12 ათასი კაცი,
282 ტყვიამფრქვევი, 36 ქვემეხი); ცალკე საარტილერიო დივიზიონი
(600 კაცი, 6 ტყვიამფრქვევი, 12 ქვემეხი); ცხენოსანი ჯარი შედგებოდა
ცხენოსანი პოლკის (700 ხმალი, 6 ტყვიამფრქვევი) და ქართველ
მუსლიმთა დივიზიონისაგან (300 ხმალი, 6 ტყვიამფრქვევი).
საინჟინრო-ტექნიკურ ნაწილში შედიოდა მესანგრეთა ბატალიონი
(1000 კაცი), საავტომობილო ასეული (200 კაცი), რადიოასეული (100
კაცი); სამხედრო სასწავლებელი (800 კაცი, 12 ტყვიამფრქვევი).
სახალხო გვარდია
16 ქვეითი ბატალიონი - სამი თბილისში, ორი კახეთში
(ალაზნისგაღმის და სიღნაღში), შულავერის, გორის, ხაშურის,
შორაპნის, სამტრედიის, ახალ-სენაკის, ფოთის, სოხუმის, ბათუმის
(სულ 80 ასეული, 16 ათასი მებრძოლი, 364 ტყვიამფრქვევი);
საარტილერიო ბრიგადა (18 ტყვიამფრქვევი, 24 ქვემეხი); ცხენოსანი
დივიზიონი (300 ხმალი, 6 ტყვიამფრქვევი), 4 ჯავშნიანი მატარებელი
- „რესპუბლიკა“, „მუშა“, „სიკვდილი ან გამარჯვება“, „თავისუფლების
სიმაგრე“ (მათ შეიარაღებაში იყო 40 ტყვიამფრქვევი და 6 ქვემეხი.

44
სახალხო გვარდიის ემბლემა.
მშვიდობიანობის დროს გვარდია
იმართებოდა მთავარი შტაბის, საოლქო და
სარაიონო შტაბების მეშვეობით. მთავარი
შტაბს ირჩევდა გვარდიის ყრილობა ერთი
წლის ვადით და ამტკიცებდა მთავრობა.
მთავარი შტაბი მთავრობის თავმჯდომარის
მეშვეობით პირდაპირ ექვემდებარებოდა
რესბუბლიკის მთავრობას, ხოლო მთავრო-
ბის სხდომაზე გვარდია წარმოდგენილი
იყო ერთი სათათბირო ხმით. მთავარ შტაბს
ემორჩილებოდა საოლქო, ხოლო საოლქოს
სარაიონო შტაბები. როგორც საოლქო, ასევე
სარაიონო შტაბები არჩევითი იყო ერთი
წლის ვადით. ამ შტაბებში სხვადასხვა
პროფესიის ათასამდე ადამიანი მუშაობდა.
გვარდიის მობილიზაციის უფლება
მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეს, მისი
არყოფნის შემთხვევაში კი საკანონმდებლო
ორგანოს თავმჯდომარეს, ან გვარდიის
მთავარ შტაბს ჰქონდა, რომელიც
რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის
სასახლეში იყო განთავსებული. ომის დროს
გვარდია ემორჩილებოდა საერთო
მთავარსარდალს.

სასაზღვრო დაცვა
6 საგუშაგო რაზმი (6 ბატალიონი, 18 ასეული, 3600 ხიშტი, 1800
ხმალი); თბილისისა და ქუთაისის ბატალიონები (2 ბატალიონი, 6
ასეული, 600 კაცი).

45
განსაკუთრებული რაზმი - 1000 კაცი
ადგილობრივი მილიცია - 12 ათასი კაცი.
არმიის ეროვნული შემადგენლობა - ოფიცრების აბსოლუტური
უმრავლესობა ქართველი იყო. ჯარისკაცების 90% ქართველი იყო, 5%
სომეხი, 2% რუსი და 3% სხვა ეროვნებათა წარმომადგენელი.
ჯარში გაწვევისგან გათავისუფლებული იყვნენ მაჰმადიანები და
დუხაბორები, ასევე აფხაზები.

ჯარისკაცის ფიცი
„მე, მოქალაქე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა,
აღვთქვამ საჯაროდ და რაზმის დროშის წინაშე, რომ შემოვედი
46
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარში და ვემსახურო
სამშობლოს, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობას,
როგორც ეს შეეფერება პატიოსან, ერთგულ და მედგარ რესპუბლიკის
ჯარისკაცს. ყოველგვარ გაჭირვებისა და ნაკლულოვნების მიუხედა-
ვად. მოვალე ვარ დავიცვა საყვარელი სამშობლო - ჩემი საქართველო
- უკანასკნელ სისხლის წვეთამდე, როგორც გარეშე, ისე შინაური
მტრებისგან.
ამიტომ მოვალე ვარ ვიყო ერთგული, სამართლიანი,
თავგანწირული და უცილობელი შემსრულებელი უფროსთა
ბრძანებებისა, რომელნიც შეეხებიან რესპუბლიკის სარგებლიანობას
და მთავრობის მოთხოვნილებათ.
ზემოაღნიშნულ ფიცს დაურღვევლად და სავსებით შესრულებას
სრულ მოქალაქეობრივი შეგნებით ვაწერ ხელს“.

ნოე ჟორდანიას ბიუსტი

2015 წელს იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილმა გურამ ნიკოლაძემ


პირველი ქართველი მოქანდაკის სარდაფში საქართველოს პირველი
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის – ნოე ჟორდანიას ბიუსტი

47
აღმოაჩინა. იაკობ ნიკოლაძემ ეს თაბაშირის ბიუსტი ცოცხალი
მოდელიდან 1919 წელს შეასრულა. მას გაკეთებული აქვს
მარმარილოს ქანდაკებაც, რომელიც ჯერჯერობით ნაპოვნი
არაა.როგორც ჩანს ბრინჯაოში ჩამოსხმაც იგეგმებოდა.
1920 წლის 20 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ დამფუძნებელი
კრების ხელოვნების კომისიამ მოიწონა მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის
მიერ წარდგენილი ნოე ჟორდანიას ქანდაკების პროექტი. კომისიამ
დაადგინა, ნიკოლაძეს მუშაობა დაეწყო ქანდაკებაზე, რომელიც
დამფუძნებელი კრების დარბაზში დაიდგმებოდა.
ბიუსტი იაკობ ნიკოლაძემ, სავარაუდოდ, საქართველოს
გასაბჭოების შემდეგ, ხელისუფლებასთან პრობლემების თავიდან
ასაცილებლად შეინახა, სადაც ის თითქმის 100 წლის მერე
აღმოაჩინეს, ისე რომ მისი არსებობის შესახებ არავინ იცოდა.

ნოე ჟორდანიას ბიუსტი „არაჩვეულებრივ


გამოფენაში“

1968 წელს გადაღებულ ელდარ შენგელაიას “არაჩვეულებრივ


გამოფენაში” აგული ერისთავის ზურგს უკან, სასაფლაოზე, იაკობ
ნიკოლაძის მიერ შექმნილი ნოე ჟორდანიას ბიუსტია შემოდგმული.
ეს არც შენგელაიამ იცოდა და არც გადამღებმა ჯგუფმა. როგორც
ჩანს, ფილმის გადაღების დროს ეძებდნენ უცნობი ადამიანის ბიუსტს
და ასეთად ნიკოლაძის სახელოსნოში ნაპოვნი ბიუსტი მიიჩნიეს. თუ

48
როგორ გამოიყურებოდა ნოე ჟორდანია ამ დროს საბჭოთა
საქართველოში აღარ ახსოვდათ. არ ახსოვდა არც გადამღებ ჯგუფს და
არც ცენზურას, რომელმაც აღნიშნულ ფილმს გამოსვლის უფლება
მისცა
ნოე ჟორდანიას შვილები -
რეჯები (1921-2021) და ნათელა
(1918-2016)

სათანადოდ ვაფასებთ თუ არა ნოე ჟორდანიას და


ქართულ ემიგრაციას
2018 წელს 97 წლის რეჯებ ჟორდანია ოთარ და სალომე
ზურაბიშვილებს საყვედურობდა ნოე ჟორდანიას ღვაწლის დაკნინების
გამო:
„მაისსა და ივნისში, დამოუკიდებლობის 100 წლის აღსანიშნავი
ღონისძიებების დროს, შენ საერთოდ უგულებელყავი იმ ხალხის
დამსახურება ვინც შექმნა პირველი რესპუბლიკა. არც ერთ შენს ბევრ
გამოსვლაში მე არ გამიგია არც ერთი იმ ღვაწლმოსილი ადამიანის
სახელი, თითქოს პირველი რესპუბლიკა თავისით შეიქმნა! ყველა შენს
მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმართული იყო ამ ხალხის ღვაწლისა
და ისტორიული ფაქტების დამცირებაზე. იგივე ითქმის შენს დაზე,
სალომეზე, რომელიც ახლახან საქართველოს პრეზიდენტი გახდა...
ყველამ ვნახეთ, მის ინაუგურაციისას წარმოთქმულ სიტყვაში, სალომე
დაგვპირდა, რომ გააერთიანებს ქართველებს, მიუხედავად მათი
პარტიული კუთვნილებისა. მან მოიხსენია ქართველი მეფეები და

49
საქართველოს ყველა პრეზიდენტი 1991 წლის დამოუკიდებლობის
აღდგენიდან, მაგრამ არ უხსენებია პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტი
და პირველი რესპუბლიკის შემქმნელთა არც ერთი სახელი და გვარი! მან
მხოლოდ შექებით მოიხსენია პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია,
თითქოს ეს დოკუმენტი სპონტანურად, თავისით შეიქმნა! როგორც ჩანს,
შენ და შენი და აგრძელებთ საბჭოთა ტრადიციას - ხალხის
მეხსიერებიდან ამოშალოთ ნოე ჟორდანია და მისი თანამებრძოლები,
მიუხედავად იმისა რომ ისინი დასავლეთში თანამედროვე ქართული
სახელმწიფოს შემქმნელებად მიიჩნევიან. ეს კი აჩვენებს, რომ არ არის
საჭირო იყო დეკლარილებული საბჭოთა კომუნისტი, რომ მსგავსი
აზროვნებით იცხოვრო”, - ნათქვამია ღია წერილში.

ინტერვიუ: სტივენ ჯონსი პირველი დემოკრატიული


რესპუბლიკის შესახებ
25 მაისი 2018

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავზე


მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორს, ბრიტნელ მეცნიერს სტივენ
ჯონსს ვესაუბრეთ.
პირველ რიგში დიდი მადლობა. საქართველოს მიერ
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი გავიდა და როდესაც
წარსულს ვაფასებთ, რამდენად მნიშვნელოვანია პირველი
რესპუბლიკის ისტორია დღევანდელი საქართველოსთვის?
სტივენ ჯონსი: ფაქტი რომ ეს პირველი რესპუბლიკაა,
თავისთავად მნიშვნელოვანია... ეს იყო სეკულარული რესპუბლიკა
და მისი ბევრი პრინციპი დღევანდელმა საქართველომ
მემკვიდრეობით მიიღო, მაგალითად, როგორიცაა დემოკრატიული
50
მთავრობა, მრავალპარტიული არჩევნები, უფასო განათლება და
დამოუკიდებელი სასამართლო. რა თქმა უნდა, ეს პრინციპები
ყოველთვის სრულყოფილად ვერ სრულდებოდა, თუმცა პირველმა
რესპუბლიკამ შექმნა რესპუბლიკური და დემოკრატიული
მმართველობის საფუძველი.
თქვენ 1918-1921 წლებს იკვლევთ. ჩვენი მაყურებლისთვის, რომ
გვითხრათ, ვინ იყვნენ მთავარი მოთამაშეები, რა საკითხები
განიხილებოდა და რამდენად მრავალფეროვანი იყო პოლიტიკური
სპექტრი?
სტივენ ჯონსი: პირველი რესპუბლიკის სათავეში სოციალ-
დემოკრატები იყვნენ. მათ რუსეთის რევოლუციის დროს უკვე
იცნობდნენ. ისინი რევოლუციის დროს მნიშვნელოვანი ფიგურები
იყვნენ, და ასევე, ქვეყნის შიგნითაც. მე შემიძლია რამდენიმე
დავასახელო, მაგალითად ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ევგენი
გეგეჭკორი, ალექსანდრე ლომთათიძე და ბევრი სხვა. თუმცა, მათ
ხშირად აკრიტიკებდნენ, რადგან ისინი დომინანტ პარტიას
წარმოადგენდნენ. ის, რასაც თანამედროვე საქართველოშიც ვხედავთ-
დემოკრატიული არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ სპექტრში ერთი
პარტიის დომინირება, პირველ რესპუბლიკასაც ეს პრობლემა ქონდა.
იყვნენ ოპოზიციური პარტიებიც, როგორიცაა ეროვნულ-
დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები და ბევრი სხვა, თუმცა
ისინი ხშირად იყოფოდნენ, ისევე როგორც პარტიები დღეს
საქართველოში. ეს ოპოზიციას ასუსტებდა. 1919 წლის
დამფუძნებელთა კრების არჩევნებში, სოციალ-დემოკრატებმა 130-დან
109 ადგილი მოიპოვეს. მათ ქონდათ დიდი ძალაუდლება და
როდესაც პარტიას ასეთი დიდი ძალა აქვს, თავს იჩენს მისი
გადამეტების მიდრეკილება. მე არ ვამბობ რომ ისინი ასე იქცეოდნენ,
პირიქით ცლდილობდნენ, რაც შეიძლება მეტად გახსნილნი და
დემოკრატიულნი ყოფილიყნენ, თუმცა ამისკენ მიდრეკილება
არსებობდა.

51
რა იყო ამ პერიოდის მთავარი განსახილველი საკითხები?
სტივენ ჯონსი: როდესაც ისინი 1918 წელს ქვეყნის სათავეში
მოვიდნენ და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ისინი სოციალისტურ
პარტიას წარმოადგენდნენ, მე მათ სოციალ-დემოკრატებს ვუწოდებ,
რადგან ეს სოციალიზმის შედარებით ზომიერი ფორმა იყო, რა თქმა
უნდა მისი საფუძვლები მარქსისტული იყო, თუმცა ეს შეიცვალა და
ისინი ევროპული ტიპის სოციალურ-დემოკრატიულ პარტიად
გარდაიქმნენ.
განსხვავებით ბოლშევიკებისგან რუსეთში, რომელთაც უფრო
რადიკალური სოციალიზმის კურსი ქონდათ აღებული, მათ
საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნა გადაწვიტეს. ისინი
ფიქრობდნენ, რომ საბოლოოდ სისტემა ეგალიტარულ სოციალ-
დემოკრატიულ სახელმწიფოში გადაიზრდებოდა. ეს იყო მთავარი
საკითხი... მათ ზომიერ სოციალურ-დემოკრატიულ მთავრობაზე
შეაჩერეს არჩევანი, სადაც კერძო საკუთრება და სახელმწიფო
საკუთრება გვერდი-გვერდ არსებობდა, და არ მოუხდენიათ ქონების
ნაციონალიზაცია.
მეორე დისკუსია ეროვნულ უსაფრთხოებას შეეხებოდა.
პირველი რესპუბლიკის არსებობის არცერთ დღეს არ ჩაუვლია რაიმე
სახის კრიზისის გარეშე, იქნებოდა ეს შიდა აჯანყება, თუ ოსმალი
თურქების შემოჭრა. მათ დენიკინის მეთაურობით თეთრ არმიასთან
ქონდათ კონფლიქტი და ბოლშევიკები გამუდმებით ცდილობდნენ
მთავრობის გადაგდებას. ასევე, უთახნმოება ქონდათ საზღვარზე
სომხეთთან, რასაც 1918 წლის დეკემბერში სომხეთთან ომი მოჰყვა.
ტერიტორიულ უთანხმოებებს ქონდა ადგილი აზერბაიჯანთანაც.
საქართველოს მთავრობისთვის უსაფრთხოების კუთხით
მდგომარეობა ძალიან რთული იყო. მთავრობა თბილისში ეფექტური
იყო, თუმცა რეგიონების კონტროლი უჭირდა.
მესამე, ეროვნული უმცირესობები საკითხი იყო...
ფილოსოფიურად საქართველოს სოციალ-დემოკრატები მთავრობის

52
დეცენტრალიზაციას და უმცირესობებისთვის, სომხების და
აზერბაიჯანელებისთვის, ოსებისა და აფხაზებისთვის ეროვნული
საბჭოების გზით თვითმმართველობის უფლებას ემხრობოდნენ.
თუმცა ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ეროვნული
უმცირესობები საქართველოს მთავრობას ეთნიკურად
განიხილავდნენ და არა როგორც სახელმწიფო მთავრობას. ისინი
უფრო მეტ უფლებებს ითხოვნენ. ამას აჯანყებები მოსდევდა,
საქართველოს მთავრობა ეროვნულ გვარდიას გზავნიდა და ადგილი
ჰქონდა შეტაკებებს, სოფლების გადაწვას, ხალხის დაპატიმრებას ან
სიკვდილით დასჯას. ეს ძალიან რთული იყო საქართველოს
მთავრობისთვის. ერთი მხრივ, ისინი სახელმწიფოს აშენებდნენ და
მეორე მხრივ, ეროვნული უმცირესობების მოთხოვნებთან უწევდათ
გამკლავება. ამასთან, და ეს უნდა აღვნიშნო, ძალიან ხშირად
უმცირესობებს მხარს ბოლშევიკები უჭერდნენ, ამიტომ ეს
საქართველოს მთავრობისთვის მხოლოდ ეთნიკური საკითხი არ იყო,
არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხიც.
მისი არსით და პრინციპით, საქართველოს კონსტიტუცია
ძალზედ ლიბერალური იყო, როდესაც საქმე ეხება უმცირესობების
ჩართულობას და ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებას.
შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველო ევროპის ზოგიერთ ქვეყანაზე
წინაც კი იყო. რამ განაპირობა ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია
ასეთი პროგრესული იყო?
ჩემი აზრით, და ალბათ ბევრ ქართველს არ მოეწონება რომ ამას
ვამბობ, [კონსტიტუციის] პროგრესული მხარე სოციალურ-
დემოკრატიული ფილოსოფიის ნაყოფი იყო და არა ლიბერალური
ფილოსოფიის, თუმცა ეს უკანასკნელიც იყო კონსტიტუციის ნაწილი.
მაგალითად, ბოლშევიკებისგან განსხვავებით, საქართველოს
სოციალ-დემოკრატებმა სამართლებრივი სახელმწიფო შექმნეს,
კონსტიტუციური სახელმწიფო დამოუკიდებელი სასამართლოთი.
საქართველოსთვის ამის გაკეთება ძალზედ რთული იყო, რადგან

53
იმპერიულ წარსულს იმპერიული ნარჩენები მოჰყვებოდა: კორუფცია
და მექრთამეობა, მსგავსად 1991 წლის საქართველოსი, რომელმაც
დატოვა საბჭოთა კავშირი. ლიბერალური და დამოუკიდებელი
ინსტიტუტების შექმნა მყისიერად რთულია.
მთავრობის ძალიან სუფთა გზებით მართვა შეუძლებელი იყო.
თუმცა ისინი შეეცადნენ, მათ მიიღეს კანონები. რეგიონებში
მომრიგებელი მოსამართლები აირჩეოდნენ... მათ სისხლის
სამართლის საქმეებში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შემოიღეს, რაც
იმ დროისთვის ძალიან იშვიათი და პროგრესულია. კონსტიტუცია
გამორჩეული დოკუმენტი იყო, ისევე როგორც მთავრობის
მსოფლმხედველობა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ
ამ დროს ევროპა უფრო კონსერვატიულია, მაგალითად დიდ
ბრიტანეთში, ჩემს ქვეყანაში, ქალებს ხმის მიცემის სრული უფლება
მხოლოდ 1926 წელს მისცეს... საქართველო, სოციალური და
პოლიტიკური ხედვის კუთხით ძალიან წინ იყო, და ეს დღეს უნდა
დავაფასოთ.
რამდენად აქტიური იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური
ელიტა, როდესაც საქმე ეხება საგარეო ურთიერთობებს, აღიარებას და
საერთაშორისო მოკავშირეების მოძიებას?
სტივენ ჯონსი: საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს
საქათველოში დღესაც იკვეთება. ის რთულ რეგიონშია მოქცეული,
იმპერიებით შემოსაზღვრული და მხოლოდ მეგობრების დახმარებით
თუ გადარჩება. საქართველოს [პირველი რესპუბლიკა] ცდილობდა
დასავლეთში მოკავშირეების პოვნას. იდეა, რომ საქართველო იყო
ევროპა, უკვე არსებობდა 1918 წელს ისევე, როგორც დღეს. სწორედ
ამიტომ ეცადა საქართველოს მთავრობა მოკავშირეებთან, დიდ
ბრიტანეთთან და საფრანგეთთან კავშირების დამყარებას. მათ
მონაწილეობა მიიღეს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში და
ცდილობდნენ პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულებისგან
აღიარების მოპოვებას... ქართველებმა ყველაფერი გააკეთეს

54
იმისთვის, რომ ბრიტანეთი დარჩენილიყო [საქართველოში], არა
როგორც დამპყობელი, ეს მათ არ უნდოდათ, არამედ როგორც დაცვის
გარანტი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ერთი რამ რაც ქვეყანას დაიცავდა
იყო საერთაშორისო აღიარება, და მათ ამის მიღწევა გაუჭირდათ,
საქართველომ საერთაშორისო აღიარება მხოლოდ 1921 წლის
იანვარში მიიღო. მოკავშირეები, მსგავსად დღევანდელი სიტუაციისა,
ყოყმანობდნენ საქართველოს თურქებისგან და ბოლშევიკებისგან
დაცვის პასუხისმგებლობის აღებას. ომი დასრულებული იყო და მათ
სურდათ დაეტოვებინათ ეგიონი.
თქვენს წიგნში საუბრობთ, თუ როგორ გადაიქცა იდეა, რომ
საქართველო დასავლეთის ნაწილია, პოლიტიკური ელიტის
მოქმედების გზად, და ამბობთ, რომ ის ელიტის მიერ არის შექმნილი,
თუმცა თუ პირველ რესპუბლიკას შევხედავთ და მათ კავშირებს
ევროპასთან, ეს ბუნებრივი არჩევანია, არა?
სტივენ ჯონსი: ინტელიგენციაში, განსაკუთრებით 1830იანი
წლების შემდეგ, როდესაც ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ, როგორიც
იყო სოლომონ დოდაშვილი, რომლის ხედვაც რესპუბლიკის იდეას
ემყარებოდა და ეს მხოლოდ ევროპისგან თუ იქნებოდა აღებული.
როგორც იცით, 1832 წელს შეთქმულებით საქართველო ეცადა
დამოუკიდებლობის მიღებას. ევროპის იდეას ძალიან დიდი ისტორია
აქვს. და რა თქმა უნდა, შემდეგ [ეს იდეა] ისეთმა ადამიანებმა
გააცოცხლეს, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძე, გიორგი წერეთელი,
ნიკო ნიკოლაძე და ბევრმა სხვა... თუმცა ის იყო ძლიერი
ინტელიგეციის შიგნით, და არა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის.
რომ შევაჯამოთ, რატომაა მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის
გამოცხადებიდან და პირველი რესპუბლიკის შექმნიდან ასი
წლისთავის აღნიშვნა?
სტივენ ჯონსი: პირველ რიგში, 100 წელი გავიდა და ეს
სიმბოლურია, ჩვენ გვიყვარს მრგვალი თარიღების აღნიშნვა. მეორე,
მნიშვნელოვანია აღვიშნოთ და ვაჩვენოთ პირველი რესპუბლიკა და

55
მისი მიღწევები. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, როდესაც მე
რუსთაველის გამზირზე ან ჭავჭავაძის გამზირზე დავდივარ,
ვერაფერს ვერ ვამჩნევ, რაც პირველ რესპუბლიკას წარმოაჩენს.
როგორ თქვენ თქვით, ის იყო იმ დროისთვის ძალიან პროგრესული
და დემოკრატიული. რა თქმა უნდა, იყო პრობლემებიც, მაგრამ ეს
ყველა ქვეყნის შემთხვევაში ასე იყო, მათ შორის შეერთებული
შტატების შემთხვევაშიც. თუმცა, ქართველმა ხალხმა რესპუბლიკაზე
ბევრი არ იცის, მათ იციან, რომ დამოუკიდებელი იყო და წითელი
არმია შემოიჭრა, მაგრამ არ იციან რა ხდებოდა ამ სამი წლის
განმავლობაში, და რის მიღწევას ცდილობდა საქართველოს
მთავრობა. ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობა სოცილისტური იყო, არ
ესმით, რომ მიუხედავად მთავრობის სოციალ-დემოკრატიული
ბუნებისა, ის ეროვნულ მთავრობად გადაიქცა, რომელმაც გადაწყვიტა
რომ წარმოადგენდა მოქალაქეებს და არა კლასს, საქართველოს
მოასხლეობას და არა პროლეტარიატს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი
ნაბიჯი, რაც საქართველოს სოციალ-დემოკრატებმა გადადგეს. მათ
გადააბიჯეს ეროვნული სუვერენტიტეტის ხანაში და ეს რა თქმა უნდა
არის მემკვიდრეობა რომელიც საქართველოს მთავრობებმა დღეს
უნდა დააფასონ. ეს იყო ეროვნული მთავრობა, დემოკრატიული
მთავრობა, რომელმაც მისცა ქალებს ხმის მიცემის უფლება და
დემოკრატიული სუვერენტიტეს პრინციპი ჩამოყალიბდა. და ეს
მემკვიდრეობა 1991 წლის შემდეგ რესპუბლიკამ მიიღო და უნდა
შენარჩუნდეს.
დიდი მადლობა.
დიდი მადლობა თქვენ.
ავტორი: ანი ჩხიკვაძე
მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ.

56

You might also like