Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

1.

სოციალური რეალობის ორი კონცეფცია

სოციალური სამყაროს მეცნიერებების კონცეფციებთან ყველაზე შედეგიანად


მიახლოება შეგვიძლია მათ საფუძვლად მდებარე ექსპლიციტური და იმპლიციტური
დაშვებების განხილვით.
პირველი, ონტოლოგიური ხასიასის დაშვებები - დაშვებები, რომლებიც თავად
საკვლევი სოციალური ფენომენის არსს ეხება. სოციალური რეალობა გარეგანია
ინვიდივდებისთვის.
მეორე, ცოდნის საფუძვლები - მისი ბუნება და ფორმები; ეს პოზიცია გავლენას
ახდენს იმაზე, თუ როგორ მოიპოვებს ადამიანი ცოდნას სოციალური ქცევის შესახებ.
მესამე, ადამიანის ბუნება და ადამიანებისა და მათი გარემოს ურთიერთობა.
ონტოლოგიური, ეპისტემოლოგიური, ადამიანური და მეთოდოლოგიური
დაშვებები საფუძვლად უდევს სოციალური რეალობის აღქმის ორ განსხვავებულ
გზას, რომელიც სუბიეტურობა-ობიექტურობის განზომილებაშია შეჯამებული.
ის თუ რა პოზიცია უკავია მკვლევარს, გავლენას ახდენს ყველაფერზე:
პრობლემის შერჩევაზე, კითხვების ფორმულირებაზე, მოსწავლეებისა და
მასწავლებლების დახასიათებაზე, მეთოდოლოგიურ პრობლემებზე, საძიებელი
მონაცემების სახეობებსა და მათთან მოპყრობის მეთოდებზე.

2. პოზიტივიზმი

პოზიტივიზმი ქცევის შესწავლის საშუალებებად დაკვირვებასა და მსჯელობას


იყენებს. ახსნა მეცნიერული აღწერის მეშვეობით ხდება. კომტმა მიგვიყვანა
დოქტრინამდე, რომლის მიხედვითაც, მთელი ჭეშმარიტი ცოდნა სენსორულ
გამოცდილებას ეყრდნობა და მხოლოდ დაკვირვებისა და ექსპერიმენტის მეშვეობით
არის შესაძლებელი ამ ცოდნის გაზრდა.
პოზიტივიზმი ამტკიცებს, რომ მეცნიერება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად
იდეალურ ცოდნას გვაძლევს. თუმცა, პოზიტივიზმი ნაკლებად წარმატებულია
ადამიანის ქცევის შესწავლისას, როდესაც ადამიანის ბუნების განუზომელი
სირთულე და სოციალური ფენომენების მოუხელთებელი და შეუმჩნეველი
თვისებები წინააღმდეგობაში მოდის ბუნებრივ სამყაროს წესრიგთან და
კანონზომიერებასთან.

3. რა არის ჰიპოთეზა და როგორია კარგი ჰიპოთეზის კრიტერიუმები

ვარაუდის არგუმენტირების საფუძველზე ყალიბდება ჰიპოთეზა - დებულება,


რომელშიც ფორმულირებულია ყველაზე უფრო მოსალოდნელი შედეგი (ყველაზე
უფრო სავარაუდო პასუხი დასმულ კითხვაზე). ჰიპოთეზა შეიძლება ჩამოყალიბდეს
არა მხოლოდ ცალკეული კითხვის, არამედ კითხვათა ჯგუფის და მთლიანად
საკვლევი საკითხის შესახებაც. ის ვარაუდი, რომლის გაცნობიერება, მკაფიოდ
ფორმულირება ან არგუმენტირება არ ხერხდება, ჰიპოთეზის როლს ვერ
შეასრულებს. თუ ყველა ჰიპოთეზას სისტემურად, თანმიმდევრულად
გავაერთიანებთ, მივიღებთ სამუშაო ჰიპოთეზას. ჰიპოთეზის ჭეშმარიტების
დასაბუთებას ჰიპოთეზის ვერიფიკაცია ეწოდება, ხოლო მის უარყოფას -
ფალსიფიკაცია. ახალი ვარაუდების საფუძველზე ფორმულირებულ ახალ
ჰიპოთეზებს ალტერნატიული ჰიპოთეზები ეწოდება.
ჰიპოთეზა, რომელიც ისეთი ზოგადია, რომ ნებისმიერ ფენომენს მოერგება,
პრაქტიკულად არაფრის მთქმელია. რაც უფრო მეტი შეზღუდვაა ჰიპოთეზაში, მით
მეტად ინფორმაციულია ის. კარგი ჰიპოთეზა ლოგიკურად უშუალო უნდა იყოს.
ახსნის ხელოვნების დიდი ნაწილია ისეთი ჰიპოთეზების ფორმულირება, რომელთა
შემოწმება შესაძლებელია რეალურად განხორციელებადი ექსპერიმენტებით.

4.თვისებრივი მეთოდები

თვისებრივი მეთოდები სიღრმისეულად შეისწავლის სოციალურ ცხვრებას.ხშირ


შემთხვევაში ეს შესწავლა ხდება არა ხელოვნურად შექმნილ გარემოში,არამედ
ბუნებრივ პირობებში,იქ სადაც რეალურად ვითსრდება ურთიერთობები ადამიანებს
შორის.თვისებრივი მეთოდები გამოიყენება თითქმის ყველა სოციალურ
მეცნიერებაში.
ზოგადად,თვისბრივი მეთოლდების მეშვეობით მოპოვებული მონაცემები
სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დაექვემდებარება რაოდენობრივ ანალიზს. ამ მეთოდს
აკლია მათემატიკური სიზუსტე. ამ მეთოდის ერთ-ერთი ღირსება ისაა,რომ ეს
მეთოდები საშუალებას გვაძლევს დავინახოთ და აღვწეროთ სამყარო კვლევის
ობიექტების თვალით.მიზანია ინდივიდუალური საქციელების გაგება.
თვისებრივი კვლევის პროცესში მკვლევარი როგორც წესი ახლო და ხანგრძლივ
ურთიერტობას ამყარებს იმ ხალხთან ვის ცხოვრებასაც შეისწავლის და სარგებლობს
მათი ნდობით.
5.რაოდენობრივი კვლევა

სოციალური კვლევის მეთოდებს, ჩვეულებრივ, ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ:


რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდებად. მათ საერთო მიზანი ამოძრავებთ -
სოციალურ ფენომენთა გაგება და ახსნა - თუმცა ამისთვის განსხვავებულ ტექნიკას
მიმართავენ.
სოციალურ მეცნიერებებში რაოდენობრივი კვლევის მეთოდებს შორის
განსაკუთრებით გავრცელებულია მასობრივი გამოკითხვა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ რაოდენობრივი კვლევის
მეთოდები უაღრესად პოპულარული და ფართოდ გავრცელებულია მთელ რიგ
სამეცნიერო დისციპლინებში,
რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მთელ მსოფლიოში სისტემატურად ხდება
მოსახლეობის აღწერა, მიმდინარეობს მარკეტინგული კვლევები, რაც სწორედ
რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით ხორციელდება.
მკვლევართა შორის არის შეხედულება, რომ რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
ობიექტური რეალობის წვდომის უკეთეს შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე
თვისებრივი კვლევის მეთოდები, რომლებიც დიდადაა დამოკიდებული მკვლევრის
სუბიექტურ ინტერპრეტაციაზე. თუ თვისებრივი კვლევის დიზაინი ყალიბდება და
იხვეწება თავად კვლევის პროცესში, რაოდენობრივი კვლევის ნებისმიერი ასპექტი
დეტალურად მოფიქრებული და წინასწარ დაგეგმილია.

6.ინფორმირებული თანხმობა-
• ინფორმირებული თანხმობა დანიერმა და კრენდელმა განსაზღვრეს როგორც
პროცედურა,რომლის დროსაც ინდივიდი მას შემდეგ აკეთებს არჩევანს,მიიღოს თუ
არა მონაწილეობა კვლევაში,რაც გაეცნობა ფაქტებს,რომლებმაც შეიძლება გავლენა
მოახდინონ მის გადაწყვეტიელბაზე ეს განსაზღვრება ოთხ ელემენტს მოიცავს:
კომპეტენტურობას, ვოლუნტარიზმს, სრულ ინფორმაციას და გაგება-გააზრებას.ის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ მონაწიილებმა უნდა განიცადონ სტრესი და
ტკივილი ასეთ ინფორმირებულ თანხმობას სჭირდება სრული ინფორმაცია შესაძლო
შედეგებისა და საშიშროების შესახებ.
• ხელმისაწვდომობა და ნებართვის მიღება- მკვლევრები და ადამიანები
იმსახურებენ თანხმობა მიიღონ რომ გამოიყენონ ის საშუალებები რაც კვლევის
განსახორციელებლად სჭირდებათ. პირველი ეტაპი მოიცავს სამიზნე საზოგადოებაში
კვლევის ჩატარებაზე ოფიციალური უფლების მიღებას ეს ნიშნავს ზეპირი ან
წერილობითი კონტრაქტის გაფორმებას.
• ხელმისაწვდომობის შესახებ მოლაპარაკების ეტაპები- უნდა დავიცვათ
ანონიმურობა და აუცილებლად უნდა ვუთხრათ მონაწილეებს თუ ვინ ნახავს
მიღებულ ინფორმაციას. ასევე თუ ამბობთ რომ ინტერვიუ 10 წუთს გაგრძლედება და
ის 1 საათი გაიწელება ამით მონაწილეების ნდობას დაკარგავთ.
• დაძაბულობის წყაროები- ზიანის ასარიდებლად საჭიროა კომპიუტერული
სიმულაციების გამოყენება, ინფორმირებული თანხმობის მიღება ნეგატიური
ეფექტების შესახებ, მონაწილეთა პირადი საიდუმლოებების შენაახვა ანონიმური
მონაცემებიის გამოყენებით.
• ეთიკა- ეთიკა მოიცავს ქცევას რომელიც დაფუძნებულია ექსპლიციტურ და
იმპლიციტური პრინციპების ერთობლიობაზე. ეთიკა შეიძლება იყოს“აბსოლუტური“
და „რელატიური“.
• პირადულობა,ანონიმურობა,კონფიდენციალურობა,ღალატი,მოტყუება
პირადულობა ვრცელდება ყველა იმ ინფორმაციაზე რომელიც უკავშირდება
პიროვნების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას პირად გარემოებებსა და
სოციალურ ურთიერთობებს რომელიც არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის.
პირადულობა უფრო მეტია,ვიდრე,კომფიდენციალობა.უფლება პირადულობაზე
ნიშნავს იმას,რომ პიროვნებას უფლება აქვს არ მიიღოს კვლევაში მონაწილეობა,არ
უპასხოს კითხვებს,არ უპასუხოს ტელეფონს,არ მისცეს ინტერვიუ ან არ შეუშვას სხვა
საკუთარ სახლში.
• ანონიმურობა-ანონიმურობის არსი ისაა რომ მონაწილის მიერ მოწოდებული
ინფორმაცია არ უნდა ამჟღავნებდეს მის იდენტობას, მონაწილე მაშინ არის
ანონიმური როდესაც მკვლევარი ან სხვა პიროვნება ვერ ახდენს მის
იდენტიფიცირებას მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,ანონიმურობის
უზრუნველყოფა ძირითადად ხდება მონაწილეების სახელების ან სხვა პიროვნული
საიდენტიფიკაციო ნიშნების გამოუყენებლობით.
• კომფიდენციალობა-კომფიდენციალური დაპირება ნიშნავს,რომ მკვლევარმა
იცის ვინ მიაწოდა ინფორმაცია ან მიწოდებულ ინფორმაციის მიხედვით შეუძლია
მონაწილის იდენტიფიცირება მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ ამჟღავნებს ამას
საზოგადოებაში.
• ღალატი-ღალატი იმ შემთხვევებს ეხება,როდესაც ნდობის პირობებში ხდება
მონაცემების სააშკარაოზე გამოტანა და თან ისე,რომ უხერხულ მდგომარეობაში
აყენებს იმ პიროვნებას,რომელსაც ეხება ეს ინფორმაცია და იწვევს შფოთვას ან ალბათ
ტანჯვასაც.
• მოტყუება- მოტყუება შეიძლება ნიშნავდეს,რომ არ ვუთხრათ ადამიანებს,თუ
რას ვიკვლევთ, არ ვუთხრათ სიმართლე, ან ნაწილობრივ ვუთხრათ სიმართლე.
სოციალურ ფსიქოლოგიურ კვლევაში ეს ტერმინი გამოიყენება მაშინ,როდესაც
მკვლევარი შეგნებულად ფარავს კვლევის ნამდვილ მიზნებსა და პირობებს.ან
როდესაც მონაწილეებმა არ იციან რა ხდება და მათ სტრესულ ან უხერხულ
სიტუაციებში აყეენებს.
• 7.რას გულისხმობს შინაარსის ვალიდობა

• ვალიდობის განსაზღვრება- ვალიდობა ეფექტური კვლევის მნიშვნელოვანი


გასაღებია თუ კვლევა არის არავალიდური მაშინ მას არანაირი აზრი არ აქვს. ამრიგად
ვალიდობა მოითხოვს როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევაც.
თვისებრივ მონაცემებში ვალიდობის მიღწევა შესაძლებელია გულრწფელი,ღრმა, და
მოცულობითი მონაცემებით ასევე მკვლევრის მიუკერძოებლით და ობიექტურობით.
შეუძლებელია,რომ კვლევა 100% ვალიდური იყოს.

• 8.შერჩევა და შერჩევის სახეები-

მკვლევარმა შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებები კვლევის დაგეგმვის ადრეულ


ეტაპზე უნდა მიიღოს. ისეთი ფაქტორები როგორიცაა ხარჯები, დრო,
ხელმისაწვდომობა ხშირად მათ არ აძლევს საშუალებას რომ მთლიანი
პოპულაციიდან მიიღონ იფორმაცია ამიტომ მათ უწევთ უფრო მცირე ზომის
ჯგუფისგან მიიღონ ინფორმაცია ანუ ეს არის შერჩევა.
• შერჩევის სახეები- ალბათური და არაალბათური.
ალბათური შერჩევის ტიპებია - მარტივი შემთხვევითი შერჩევა,
სტრატიფიცირებული შერჩევა, კლასტერული შერჩევა, შერჩევის ცდომილება,
შერჩევითი ერთობლიობის მოცულობა.
არაალბათური შერჩევის ტიპებია : მიზნობრივი ანუ შეფასებითი შერჩევა , თოვლის
გუნდა, სტიქიური შერჩევა, კვოტური შერჩევა .

10.რაოდენობრივი მეთოდები და მისი უპირატესობა:

სოციალური კვლევის მეთოდებს, ჩვეულებრივ, ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ:


რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდებად. მათ საერთო მიზანი ამოძრავებთ -
სოციალურ ფენომენთა გაგება და ახსნა - თუმცა ამისთვის განსხვავებულ ტექნიკას
მიმართავენ.
სოციალურ მეცნიერებებში რაოდენობრივი კვლევის მეთოდებს შორის
განსაკუთრებით გავრცელებულია მასობრივი გამოკითხვა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ რაოდენობრივი კვლევის
მეთოდები უაღრესად პოპულარული და ფართოდ გავრცელებულია მთელ რიგ
სამეცნიერო დისციპლინებში,
რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მთელ მსოფლიოში სისტემატურად ხდება
მოსახლეობის აღწერა, მიმდინარეობს მარკეტინგული კვლევები, რაც სწორედ
რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით ხორციელდება.
მკვლევართა შორის არის შეხედულება, რომ რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
ობიექტური რეალობის წვდომის უკეთეს შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე
თვისებრივი კვლევის მეთოდები, რომლებიც დიდადაა დამოკიდებული მკვლევრის
სუბიექტურ ინტერპრეტაციაზე. თუ თვისებრივი კვლევის დიზაინი ყალიბდება და
იხვეწება თავად კვლევის პროცესში, რაოდენობრივი კვლევის ნებისმიერი ასპექტი
დეტალურად მოფიქრებული და წინასწარ დაგეგმილია.

11.თეორია და ფუნქციები:
თეორიული სისტემა დედუქციის საშუალებას უნდა იძლეოდეს და ქმნიდეს კანონებს
რომელთა შმოწმება ემპირიულად იქნება შესაძლებელი.
თეორია თავსებადი უნდა იყოს როგორც დაკვირვებასთან ისე მანამდე მოქმედ
თეორიებთან.
თეორია მარტივი ტერმინებით უნდა იყოს გადმოცემული.
თეორიას უნდ აჰქონდეს ახსნისა და წინასწარმეტყველების პოტენციალი.
თეორია უნდა ბადებდეს კვლევებს.
თეორიამ უნდა შექმნას სიზუსტე და უნივერსალობა და ტავადვე შქმნას საკუთარი
ფალსიფიკაცია.
თეორიის ხელახლა შემოწმება უნდა შეიძლებოდეს.

12. ბუნებრივ კვლევაში გარეგან ვალიდობას რა საფრთხე შიძლება დაემუქროს

• არჩევის ეფექტები
• გარემოს ეფექტები
• ისტორიის ეფექტები
• კონსტრუქტის ეფექტები
13.მოლი ემპირიული მეცნიერება რა ეტაპებს მოიცავს
• გამოცდილება
• მონაცემთა კლასიფიკაცია
• კვალიფიკაცია
• ურთიერთმიმართების აღმოჩენა
• ჭეშმარიტებასთან მიახლოება
14.მეცნიერების 8 ეტაპიანი მოდელი

I. ჰიპოთეზები,ეჭვები და ვარაუდები
II. ექსპერიმენტი დაგეგმილია,გაკეთდა შერჩევა, გამოყვეს ცვლადები
III. იპოვეს კორელაციები,დაადგინეს კანონზომიერებები
IV. ჩამოაყალიბეს ჰიპოთეზები კანონზომიერებების ასახსნელად
V. შეამოწმეს ახსნები და წინასწარმეტყველებები,ფალსიფიცირებადობა
VI. ჰიპოთეზის უარყოფა
VII. განზოგადებები
VIII. ახალი თეორიები

15. აღწერითი გამოკვლევა, ასევე გამოკვლევის პროცედურული ნაწილია


აღწერითი გამოკვლევის მიზანია გარკვეული პრობლემების ან ადამიანთა ჯგუფის
შესახებ ვრცელი ინფორმაციის მიღება, რომელიც შემდეგში საშუალებას მისცემს
მკვლევარებს დაადგინოს არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ამ პრობლემის სხვადასხვა
ელემენტს შორის.აღწერითი გამოკვლევა სრული კვლევითი პროგრამის შესრულებას
მოითხოვს.

17.ლინკოლნი და გუბა ფიქრობენ, რომ ბუნებრივ კვლევა-ძიებაში


დამაჯერებლობის მიღწევა შეიძლება ისეთი საშუალებებით, როგორებიცაა:
• ველზე ხანგრძლივად ყოფნა
• მუდმივი დაკვირვება
• ტრიანგულაცია:მეთოდის,წყაროების,მკვლევარებისა და თეორიის
• კვლევის შემდგომი ინტერვიუ კოლეგებთან
• ნეგატიური შემთხვევის ანალიზი
• წევრების გადამოწმება

You might also like