Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ნუ ჩქარობთ – ითამაშეთ!

სკოლა კლავს კრეატიულობას

კრეატიულობა არის ადამიანის უნარი, წარმოადგინოს ახალი იდეები და იპოვოს


პრობლემის გადაწყვეტის ინოვაციური გზები ანუ, ეს არის უნარი გასცდე,
სტანდარტულ შეხედულებებსა და მიღებულ ჩარჩოებს, შემოუარო კომფორტულ,
უსაფრთხო მეთოდებსა და მოსალოდნელ შეფასებებს და გააკეთო რაიმე
არაჩვეულებრივი, არასდტანდარტული და მნიშვნელოვანი, მესამე განმარტებით
კრეატიულობა – ლათინური ტერმინია, რომელიც ითარგმნება როგორც
”ხელოვნება”, ან ”შექმნა არაფრისგან”. ყველას გვიყვარს კრეატიულობა და
ინოვაცია, მაგრამ შეკითხვა არის შემდეგი: როგორ აღვზარდოთ კრეატიულად
მოაზროვნე ახალი თაობა? ეს კითხვა, თავის მხრივ, ბადებს მეორე კითხვას:
შესაძლებელია თუ არა კრეატიულობის სწავლა, თუ ის თანდაყოლილი ნიჭია?
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ბავშვი ცნობისმოყვარე და კრეატიულია.
ბავშვები ბუნებრივად არიან ცნობისმოყვარეები, აკვირდებიან და კითხვას სვამენ
ყველაფერზე, რასაც ირგვლივ ხედავენ და ესმით. უფრო მეტიც, ბავშვების დიდ
უმრავლესობას აქვს კარგად განვითარებული წარმოსახვის უნარი, რაც
გადამწყვეტია კრეატიულობისთვის, მაგრამ რა არის კრეატიულობის წყარო?
მეცნიერები იკვლევენ კოგნიტურ პროცესებს, პიროვნულ ფაქტორებს, მო-
ტივაციის მოდელებს იმისათვის, რომ ახსნან, რა არის კრეატიულობა. მაგრამ
იმისათვის, რომ ჩავწვდეთ კრეატიულობის არსს, უნდა გავითვალისწინოთ
სოციალური გარემოს ფაქტორი. ექსპერტთა აზრით, კრეატიულობას ერთგვარ
„მხარდამჭერ” ფონს უქმნის პიროვნული თვისებები და სოციალური ფაქტორები.
ტერეზა ამაბაილი გვთავაზობს კრეატიულობის სამი კომპონენტისაგან
შედგენილ მოდელს. მისი აზრით, ერთ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს:
 ნიჭისა და სათანადო კომპეტენციების გარდა, უნდა ჰქონდეს
კონკრეტული სფეროსათვის რელევანტური უნარ-ჩვევები. მაგალითად,
მიქელანჯელო ქვის მჭრელის ოჯახში იზრდებოდა და ამან განაპირობა
მისი უნარ-ჩვევების განვითარება;

 კრეატიულობის რელევანტური პროცესები მოიცავს მუშაობის უნარ-


ჩვევებსადა პიროვნულ თვისებებს. მაგალითად, ისეთს როგორიც
ჰქონდა ჯონ ირვინგს.
ის დღეში 10 საათის განმავლობაში წერდა, შემდეგ ხელახლა
გადაწერდა ხოლმე თავის მოთხრობებს საბოლოო დახვეწამდე;

 უნდა ჰქონდეს შინაგანი მოტივაცია (ინტერინსიკული მოტივაცია) ან


მათში კონკრეტული საკითხი უნდა იწვევდეს დიდ ინტერესს.
კრეატიულობის ამ კონკრეტულ ასპექტზე დიდ გავლენას ახდენს
სოციალური გარემო, ავტონომიურობა (დამოუკიდებლობა და გარემოს
შეცვლის შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში) სტიმულის მიმცემი
ცნობისმოყვარეობა, ფანტაზია და გამოწვევასთან შეჭიდების სურვილი.
ნუ ჩქარობთ – ითამაშეთ!

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც გავლენას ახდენს კრეატიულობაზე, არის


კონკრეტული სფეროს მზაობა და სურვილი – აღიაროს ესა თუ ის
კრეატიული წვლილი. ისტორიაში მრავლადაა იმის მაგალითები, როგორ
ხდებოდა პიროვნებების კრეატიულობის მასშტაბების გაფართოება შემოქმედთა
(მეტოქე შემოქმედთა) შორის არსებული კონკურენციის ფონზე (მეგობრული
და პროდუქტიული მეტოქეობა პიკასოსა და მატისს შორის).

კონკრეტულ სფეროში ცოდნის მდიდარი მარაგი კრეატიულობის საწინდარია,


მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მრავალი საკითხის
გადაჭრის დროს, აუცილებელია ადამიანს ჰქონდეს საკითხისა თუ მოვლენის სხვა
კუთხით დანახვისა და პრობლემის რესტრუქტურიზების უნარი, რაც პრობლემის
არსის ღრმა წვდომის საშუალებას იძლევა. ეს ხშირად ხდება მაშინ, როდესაც
ადამიანი პრობლემასთან ჭიდილის შემდეგ დროებით გადადებს მას გვერდზე.
ფსიქოლოგთა ერთი ნაწილი თვლის, რომ პრობლემის გარკვეული დროით
გვერდზე გადადების შედეგად იქმნება საინკუბაციო პირობებიპიროვნება
გაუცნობიერებლად აგრძელებს მუშაობას პრობლემაზე. პრობლემის დროებით
“დავიწყების” შედეგად ადამიანმა შეიძლება დაამუხრუჭოს აზროვნების
რიგიდული გზა და შეცვალოს თავისი შეხედულება სიტუაციის შესახებ.
აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კრეატიულობის აუცილებელი
ატრიბუტებია ფართო ცოდნა, მოქნილობა და იდეების მუდმივი რეორგანიზაციის
უნარი. აგრეთვე, ვიტყვი რომ კრეატიული პროცესისათვის აუცილებელია
მოტივაცია, ხასიათის სიმტკიცე და სოციალური მხარდაჭერა.

კრეატიულობა აუცილებელია პიროვნების ფსიქოლოგიური, ფიზიკური და


სოციალური კეთილდღეობისათვის. ის წარმატებული კარიერის საწინდარია. რა
უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისათვის, რომ მოსწავლეს განუვითარდეს
კრეატიული აზროვნება? ჩვეულებრივ, სკოლის ყოველდღიური ცხოვრების
პროცესში, მასწავლებლები ჩანასახშივე კლავენ მოსწავლეების კრეატიულ აზრებს
და ვერც კი აცნობიერებენ თავიანთ საქციელს. მასწავლებლები პრივილეგიურ
პოზიციაში იმყოფებიან – მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ან შეუშალონ
მოსწავლეების კრეატიული აზროვნების განვითარებას.

მოსწავლეების კრეატიულობის განვითარებისათვის მასწავლებლები,


ყოველდღიური ინტერაქციების გარდა, მიმართავენ, ე.წ. გონებრივ იერიშს.
გონებრივი იერიშის ძირითადი პრინციპია იდეების შექმნის პროცესის
განცალკევება ამ იდეების შეფასების პროცესისაგან, ვინაიდან შეფასება ხშირად
აფერხებს კრეატიულობას. შეფასება, დისკუსია და კრიტიკული ანალიზი
მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც დასახელდება ყველა კრეატიული
მოსაზრება. ადამიანებს არა აქვთ იმის შიში, რომ მათ პოტენციურად კრეატიულ
აზრებს ვინმე გააკრიტიკებს. ჯონ ბაერი გვთავაზობს გონებრივი იერიშის წესებს:

 მოსაზრებების განსჯა დროებით გვერდზე გადადეთ;


ნუ ჩქარობთ – ითამაშეთ!

 ეცადეთ, რომ ადამიანებმა აზრები გამოთქვან, მაგრამ იმავდროულად მათ


არ უნდა გაუჩნდეთ ამ აზრებისადმი „მესაკუთრული“ დამოკიდებულება,
ვინაიდან, როდესაც ადამიანები ამბობენ: „ეს ჩემი იდეაა“, ეს (ეგო)
ხშირად ხელს უშლის კრეატიულ აზროვნებას. მათ არ მოსწონთ, როდესაც
ამ იდეებს აკრიტიკებენ ან ცვლიან;

 იყავით თავისუფალნი და ნუ იტყვით უარს, თუ მოგეწონებათ სხვების


მიერ გამოთქმული მოსაზრებების კონკრეტული ელემენტები.
თავისუფლად გამოიყენეთ ისინი თქვენი იდეის სრულყოფისათვის;

 წაახალისეთ უცნაური იდეები. იცოდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში სრულიად


განუხორციელებელმა იდეებმა ვიღაცას შეიძლება გზა გაუხსნას უფრო
დასაშვები და რეალური იდეებისაკენ.

განათლების სპეციალისტს, სერ კენ რობინსონს მიაჩნია, რომ კრეატიულობასა და


ნიჭს ეფექტურად კლავს სკოლა. თანამედროვე სკოლები ჩამოყალიბდა XIX
საუკუნეში, რათა ელემენტარული განათლება მიეცა გაუნათლებელი
მასისთვის. უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული სკოლები ჯერ კიდევ მისდევენ XIX
საუკუნის სკოლის მოდელს, სადაც აქცენტი კეთდება უფრო სტანდარტული
ტექსტისა და ფორმულების დაზეპირებაზე, ვიდრე დამოუკიდებელ
აზროვნებაზე. მოსწავლეები უფრო ფასდებიან კარგი (სტანდარტული) პასუხების
მიხედვით, ვიდრე კარგი (ორიგინალური) კითხვის დასმის გამო. სხვაგვარად რომ
ვთქვათ, შემეცნება იმართება გარე სტიმულით (ტესტები, ნიშნები) მაშინ,
როდესაც ცნობისმოყვარეობა და კრეატიულობა ყოველთვის ისეთი შინაგანი
სტიმულის შედეგია, როგორიცაა, მაგალითად, ამა თუ იმ საგნის სიყვარული.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, შემეცნება იმართება გარე სტიმულით (ტესტები,
ნიშნები) მაშინ, როდესაც ცნობისმოყვარეობა და კრეატიულობა ყოველთვის
ისეთი შინაგანი სტიმულის შედეგია, როგორიცაა, მაგალითად, ამა თუ იმ საგნის
სიყვარული.

გენიოსების აღზრდის ექსპერიმენტი: იუდიტ პოლგარის საქმე


უნგრელ კოგნიტურ ფსიქოლოგს, ლასლო პოლგარს სჯეროდა რომ „ყველა
ჯანმრთელ ახალდაბადებულ ბავშვს აქვს თანდაყოლილი უნარი, გახდეს
გენიოსი“. ამ იდეით შთაგონებულმა პოლგარმა გამოიკვლია 400 უდიდესი
ინტელექტუალის ბიოგრაფია და დაასკვნა, რომ „გენიოსებად არ იბადებიან,
გენიოსები ხდებიან“. ეს თეორია რომ შეემოწმებინა, მან იქორწინა უკრაინელ
უცხო ენების მასწავლებელზე, რომელიც დათანხმდა, მონაწილეობა მიეღო
ექსპერიმენტში. რამდენადაც გიჟურად არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, ამ
ექსპერიმენტის მიზანი იყო, შეემოწმებინათ, რამდენად შეეძლოთ, თავიანთი
შვილები გენიოსებად აღეზარდათ ძალიან მარტივი რეცეპტის გამოყენებით:
„ადრეული და ინტენსიური სპეციალიზება გარკვეულ სფეროში“. საოჯახო
სკოლაში აღზრდილი მათი სამი ქალიშვილი (სუზანი, სოფია და იუდიტი) უკვე 6
ნუ ჩქარობთ – ითამაშეთ!

წლის ასაკში ჭადრაკს თამაშობდა. ადრეული მოზარდობისას, დები პოლგარები


უკვე იყვნენ ჭადრაკის სამყაროს დომინანტები. უფრო ზუსტად კი, იუდიტი
ითვლება საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ ჭადრაკის ისტორიაში. მას, ასევე, აქვს
შესანიშნავი მეხსიერება და IQ ტესტის მონაცემებით მსოფლიოს 10
ინტელექტუალს შორის ერთ-ერთია. სუზანი და სოფია ამ სიაში მე-2 და მე-6
ადგილს იკავებენ. პოლგარმა და მისმა მეუღლემ მოგვიანებით განაცხადეს, რომ
„მათ შეეძლოთ იგივე შედეგისთვის მიეღწიათ ნებისმიერ სხვა სფეროში. თუ
ბავშვი ადრეულ ასაკში ირჩევს საქმეს, ხარჯავს ბევრ დროს და დებს სიყვარულს
ამ საქმეში“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ სჯეროდათ, რომ თანდაყოლილი
ნიჭი ნაკლებად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. პირიქით, დიდება
დამოკიდებულია ცნობისმოყვარეობასა და თავდაუზოგავ შრომაზე.

5 მარტივი ნაბიჟი თუ როგორ გავუვითაროთ ბავშვებს კრეატიულობა

1) მივცეთ ბავშვებს უფლება არ დაეთანხმონ მშობლებს, სხვა უფროსებს ან


საყოველთაოდ მიღებულ წესებსა და შეხედულებებს.ყოველთვის ჰკითხეთ
აზრი შვილებს ყველანაირ ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და საკითხებთან
დაკავშირებით და მზად იყავით იმისთვის, რომ შეიძლება თქვენი აზრები
არ დაემთხვეს ერთმანეთს. ყოველთვის ჩაეკითხეთ ბავშვებს, რატომ არ
გეთანხმებათ და რას გთავაზობთ სანაცვლოდ. მხოლოდ, იყავით
სამართლიანი და მიუკერძოებელი: ნუ შეაქებთ ცარიელი სიტყვებისთვის.
ეს არის უნარი გასცდე, სტანდარტულ შეხედულებებსა და მიღებულ
ჩარჩოებს, შემოუარო კომფორტულ, უსაფრთხო მეთოდებსა და
მოსალოდნელ შედეგებს და გააკეთო რამე არაჩვეულებრივი, რაიმე
არასდტანდარტული და მნიშვნელოვანი.

2) დავუსვათ ბავშვებს რაც შეიძლება მეტი კითხვები,მაგალითად ,,რა


იქნებოდა თუ’’ და ,,როგორ’’ ასეთი კითხვები ეხმარებათ ბავშვებს
გაიღრმავონ საკუთარი სამყაროს შეცნობა-აღქმის უნარები და ეხმარებიან
ჩვეულებრივი საკითხებისადმი არასტანდარტული მიდგომის გადაწყვეტის
მოქნილობაში. თავისუფალ დროს, თუნდაც, სეირნობის დროს, მანქანაში
ყოფნისას სახლისკენ მომავალ გზაზე, ან საღამოს, ვახშმის ატმოსფეროში,
იფანტაზიორეთ ბავშვთან ერთად სხვადასხვა თემაზე. პატარას ჰკითხეთ
"რა იქნებოდა, ადამიანებს რომ ფრენა შესძლებოდათ?, "რა იქნებოდა,
ძაღლებს რომ შეეძლოთ ჩვენს ენაზე ლაპარაკი"?

3) მივცეთ ბავშვებს შეცდომების დაშვების უფლება. შიში, რომ შეცდომის


დაშვებას სასჯელი ან განკითხვა მოჰყვება - კლავს კრეატიულობას.
მოუყევით ბავშვებს საკუთარი შეცდომების შესახებ, რომლებიც სამსახურში
დაუშვით, როგორ გაართვით თავი მის გამოსწორებას და რა გამოვიდა
აქედან. - ეს იმისთვის, რათა მას აუხსნათ, ყველა ადამიანი რომ შეიძლება
შეცდეს და რომ ეს ნორმალურია. ძალიან კარგი მეთოდია საკუთარ
ნუ ჩქარობთ – ითამაშეთ!

შეცდომებზე ერთად სიცილიც, ეს არამარტო წარუმატებლობის მიმართ


შიშთან შებრძოლებაში ეხმარება დიდს თუ პატარას, არამედ ახდენს
ბედნიერი ადამიანის მოდელის ფორმირებას, ბედნიერის - მიუხედავად
ყველაფრისა.

4) ყურადღება გაამახვილეთ პროცესზე და არა შედეგზე. შეეცადეთ ნაკლები


ინერვიულოთ ბავშვის მოქმედებების შედეგზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ
ეს შედეგი, დიდად, არ არის თავად ბავშვზე დამოკიდებული. ამის
ნაცვლად, ფოკუსი გეჭიროთ პროცესზე და დაეხმარეთ მასაც
გააცნობიეროს, რომ ამაზეა დამოკიდებული არამარტო შედეგი, არამედ
შეგრძნებები, განწყობა და განცდებიც კი, რომელიც დაკავშირებულია ახლა
ან იქნება მომავალში ასეთივე ტიპის დავალებასთან. ერთ-ერთი მეთოდი,
თუ როგორ უნდა გვეჭიროს ფოკუსი პროცესზე ეს გახლავთ კითხვები,
რომლებიც შეგიძლიათ დასვათ კონკრეტული დავალების გარშემო:
"მოგწონს?", "დაამთავრე?", "როგორ აკეთებ?", "რა მოგეწონა ყველაზე
მეტად?"...

5) ნუ შეაქებთ კრეატიულობის გამო. კვლევები ამტკიცებენ, რომ ხელოვნური


მოტივირება და დაჯილდოება კრეატიულობისთვის არა თუ არ ავითარებს,
არამედ ასუსტებს კიდევაც აზროვნების მოქნილობას და არასტანდარტული
გადაწყვეტილებების ძიების სურვილს. მხარი დაუჭირეთ ინტერესებსა და
გატაცებებს, რომელსაც თავად ბავშვი აირჩევს, იმის ნაცვლად, რომ
მოუფიქროთ, როგორ დააინტერესოთ იგი თქვენ მიერ შერჩეული
კრეატიული დავალებებით. მაგალითად, უკეთესია, დააცადოთ და
ბედნიერი ღიმილით შეხვდეთ ბავშვის სურვილს ლეგოს კონსტრუქციები
აშენოს, ან მართოს თავისი იუთუბ-არხი, ვიდრე ეცადოთ ძალდატანებით
დააინტერესოთ იგი ფორტეპიანოზე დაკვრით, ძერწვითა თუ ხატვით.

ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ასეთია, ვინაიდან ,,წერა-კითხვა’’


და ,,ცოდნა’’ აღარ არის კაცობრიობის უმთავრესი გამოწვევა ,ჩვენ უნდა
ვუზრუნველყოთ ის, რომ ჩვენი განათლების სისტემა პასუხობდეს ხვალინდელ
გამოწვევებს. ოცდამეერთე საუკუნე ჩვენგან ითხოვს არა დაზუთხულ
ისტორიებს, არამედ კრიტიკულ, ლოგიკურ და შემოქმედებით აზროვნებას,
სადაც შეგიძლია გამოთქვა შენი შეხედულება ყველა საკითხის მიმართ,
მიუხედავად მისი სიმცდარისა, რადგან დისკუსიაში, შეხედულებაში და ბევრი
იდეის გამოთქმაში საბოლოოდ მივდივართ ჭეშმარიტებამდე. ჩვენი სკოლები
ყოველთვის მისდევდნენ გაწერილ სასწავლო გეგმებს, არ შეიძლებოდა შეგეცვალა
ან გვერდი აგევლო მისთვის, ხოლო ეს ყველაფერი გამოჩნდა ეროვნულ
გამოცდებზე, ვითომ ,,შენს ცოდნას, შენს აზროვნებას და შენს კრეატიულობას
ამოწმებენ’’, მაგრამ სინამდვილეში შენს ესეებს და თემებს გაწერილი ბალიანი
სისტემებით ამოწმებენ. პირადად, როცა მე ვიყავი აბიტურიენტი ყოველთვის
მიჩნდებოდა პროტესტი, რატომ არ შემეძლო ის დამეწერა რასაც ნამდვილად
ნუ ჩქარობთ – ითამაშეთ!

ვფიქრობდი რაიმე საკითხის მიმართ. რეპეტიტორი ყოველთვის ,,მეჩხუბებოდა’’


არ დაწერო ასე და დაწერე ისე და ა.შ ამიტომაც დღევანდელმა ბავშვებმა დაკარკეს
გაანალიზების, საკუთარი აზრის დასაბუთების და ლოგიკური აზროვნების
უნარები. ისინი ვერ არჩევენ თუ რა არის თეთრი და რა არის შავი, ხოლო ეს
მნიშვნელოვანი უნარია კრიტიკულ აზროვნებაში. ბავშვების უმეტესობა, როდესაც
ტექსტს კითხულობს აზრი ვერ გამოაქვს, ვერ იაზრებენ პირობას, რადგან წინასწარ
გამზადებულ პასუხებს ასწავლიან. ბავშვმა თუ გამოთქვა სხვა შეხედულება ის
უკვე დასაცინი ობიექტი ხდება. ამიტომ მინდა ყველა მასწავლებელმა გაიაროს
თუნდა განათლების ფსიქოლოგიის კურსი, რომ დაინახონ თუ რა არის ნამდვილი
სწავლა და სწავლების პროცესი. მოსწავლეს უნდა შეეძლოს ყოველდღიურად
ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციის გადარჩევა, ამიტომ ბავშვს უნდა
ჰქონდეს კრიტიკული აზროვნება, რომელიც გულისხმობს ინდივიდის უნარს და
მიდრეკილებას გააკეთოს დასკვნები მტკიცებულებების საფუძველზე და
შეაფასოს ისინი . ამიტომ მასწავლებელმა უნდა განავითარიოს ასეთი ტიპის
აზროვნება არა დაზუთხული ისტორიების სწავლებით, არამედ უნდა მოახდინოს
კრიტიკული აზროვნების კურიკულუმში ინტეგრაცია; მოსთხოვეთ მოსწავლეებს,
რომ წარმოადგინონ მტკიცებულებები საკუთარი დასკვნებისთვის, და ისეთ
კითხვებთან ერთად, როგორებიცაა, „საიდან ვიცით ეს?„ და „რატომ?“ თითოეული
ეს კითხვა მოითხოვს მოსწავლისაგან წარმოადგინოს მტკიცებულება და
დააზუსტოს საკუთარი აზრები, რაც კრიტიკული აზროვნების საფუძველია;
წაახალისეთ მოსწავლეები საკუთარი აზროვნების გათვითცნობიერებაში;
განუვითაროთ ფიქრის/აზროვნების დისპოზიციები, როდესაც მათ რაიმე აზრები
უჩნდებათ.

გამოყენებული ლიტერატურა:

1) https://edu.aris.ge/news/ra-aris-semoqmedebitoba-ris-mirwevas-cdilobs-
ganatlebis-sistema.html
2) http://yvelaferiganatlebaze.blogspot.com/2013/03/blog-post_18.html
3) https://tbilinomics.com/index.php/ka/education-ge/258-sizarmacis-devta-shoris-
udevesis-damartskheba
4) განათლების ფსიქოლოგიის რიდერი

You might also like