475850971 ძველი საბერძნეთი და მაკედონია და ქართული სახელმწიფოები ელინისტურ ხანაში PDF

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 7

ძველი საბერძნეთი და მაკედონია (სპარტა, ათენი, ბერძნული კოლონიზაცია, ბერძენ-სპარსელთა ომები,

ალექსანდრე მაკედონელის მოღვაწეობა, ელინიზმი და ელინისტური სახელმწიფო)

1. ძვ.წ. III ათასწლეულში ბალკანეთს ჩრდილოეთიდან აქაველთა ტალღამ გადაუარა. ბერძენთა


წელთაღრიცხვის დასაწყისის თარიღად ძვ.წ. 776 წელი ოლიმპიური თამაშების დასაწყისი ითვლება.

სპარტა შეიქმნა მომხდური დორიელების მიერ პელოპონესის დიდი ნაწილის


დაპყრობის შედეგად. ძვ.წ. XIIIსაუკუნეში ბალკანეთი და კრეტა დორიელებმა
დალაშქრეს. ძვ.წ.XII-IXსს. _ ე.წ ”ბნელი ხანა” დორიელთა შემოსევის შემდგომი
პერიოდი, ემთხვევა ჰომეროსოს ეპოქას. სპარტის სახელმწიფო მითიურმა მეფე _
ლიკურგოსმა ჩამოაყალიბა.
1. სპარტას სათავეში ორი მეფე ედგა, რომლებიც სარდლის, მოსამართლისა და
ქურუმის ფუნქციებს ასრულებდნენ. უმნიშვნელოვანეს საკითხთა გადაწყვეტაში
მონაწილეობდა უხუცესთა საბჭო – გერუსია და სახალხო კრება-აპელა. მაგრამ
ჰომეროსი რეალურად ხელისუფლება ხუთი არჩევითი ეფორისაგან შემდგარ კოლეგიას
ჰქონდა. ლაკონიის აქაველი მოსახლეობა შედგებოდა - ჰილოტებისა (მონები) და პერიეკებისაგან
(თავისუფალი, მაგრამ პოლიტიკურად უუფლებო ხალხი).

ათენი ლეგენდარულმა მეფე თეზევსმა დააარსა, მოსახლეობა 3 ფენად


დაჰყო: პირველ ფენას
შეადგენდა_ევპატრიდები
(წარჩინებული), არეოპაგი
(უხუცესტა საბჭო) და 9
არქონტი (მმართველი).
მეორე და მესამე ფენას
დემოსი (გლეხები და
ხელოსნები)წარმოადგენ-
ათენის აკროპოლისის (გამაგრებული ქალაქი) და, რომლებიც ეკლესიის თესევსი კლავს მინოტავრს
(სახალხო კრების) წევრები იყვნენ. დორიელებმა ათენის დაპყრობა ვერ შესძლეს, მათთან ბრძოლას
შეეწირა ათენელთა უკანასკნელი მეფე კოდრისი, ამის მერე ათენს არქონტები მართავდნენ.
1
1. დრაკონის კანონები ჩამოყალიბდა ძვ. წ. 624 _621წწ. ათენში. (არქონტმა დრაკონტმა შეავსო ათენის
მოქმედი კანონები, იგი ითვლება ბერძენთა პირველ კანონმდებელ მმართველად).

2. ათენი დემოკრატიის (ბერძ.დემოს-ხალხი, კრატოს-ვმართავ) _სამშობლოა, მაგრამ ბერძნები


მმართველობის ფორმის მიხედვით განასხვავებდნენ რამდენიმე პოლიტიკურ სისტემას:

დემოკრატია_ ”ხალხის მმართველობა”

მონარქია _”ერთმართველობა” ანუ ერთი პიროვნების მმართველობა.

ოლიგარქია _”მცირეთა მმართველობა”, ელიტარული მმართველობა.


ოლიგარქიული მმართველობის ფორმებია
არისტოკრატია _ ”დიდგვაროვანთა” მმართველობა და
ტიმოკრატია _ ”მდიდართა” მმართველობა
ათენური მონეტა
(ათენასა და ბუს გამოსახულებით) ტირანია _ ერთი პირის მრისხანე მმართველობა.

3. ძვ.წ. VII საუკუნეში ცხოვრობდა „შვიდი ბრძენი“ : კორინთოს ტირანი პერიანდროსი, ათენელი სოლონი,
ქილონ სპარტელი, მილეტელი თალესი, ბრიას პრიენელი, პიტაკოს მიტილენელი, კლებულოს
ლინდოსელი.

4. ძვ.წ. 594წ. არქონტმა სოლონმა გააუქმა ”სავალო ქვა” (სეისათხია), მოსახლეობა 4


ფილედ დაჰყო ქონებისა და არა ცენზის მიხედვით. გაზარდა” სახალხო კრების ”
(ეკლესიის) მნიშვნელობა , შეიქმნა არჩევითი ორგანო ოთხთასაბჭო (ბულე).

5. ძვ.წ. 560წ. პისისტრატემ არისტოკრატიას მიწები ჩამოართვა და ღარიბებს


დაურიგა. მეურნეობის მოსაწყობად მოსახლეობას სესხი მისცა, მათ კი მოსავლის
მეათედით უნდა დაებრუნებინათ.

6. ძვ.წ. 509 წელს კლისთენეს მიერ გატარებულმა რეფორმებმა საბოლოოდ


დაამკვიდრა დემოკრატია ათენში. მან 10 ტერიტორიული ფილე შექმნა. შემოიღო
მოქალაქეთა თანასწორობა_ ისონომია. კანონის წინაშე თანასწორობის ანუ ისონომიის
სოლონი მნიშვნელობაზე ნათლად მეტყველებს
ათენის არქონტ-სტრატეგოსის (მთავარსარდალი) პერიკლეს
მაგალითიც, მანაც კი ვერ მოახერხა თავისი ცოლის და,
შესაბამისად, შვილებისთვის ათენელის სტატუსის მინიჭება.
(ათენის მოქალაქეობა მხოლოდ დედით და მამით ათენელს
შეეძლო, უცხოელთათვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო
ათენის მოქალაქეობის მოპოვება.) კლისტენეს დროს დაიწყეს
ოსტრაკონის გამოყენება. (ოსტრაკონი თიხის ფირფიტა იყო,
აქედან არის ტერმინი_ოსტრაკიზმი.) სახალხო კრებაზე ამ ”არჩევნებში” გამარჯვებულს 10 წლით
ათენიდან აძევებდნენ. ამგვარად არაერთი გამოჩენილი ათენელი დაისაჯა, მათ შორის სპარსელებთან
ომის გმირი თემისტოკლეც.

2
7. ძვ.წ.Vსაუკუნე _ ”პერიკეს ხანა” პერიკლემ დაასრულა დემოკრატიული გარდაქმნები
ათენში (ძვ.წ.444-429 წწ.) მან ათენის მოქალაქეების სტატუსი გაათანაბრა.

პერიკლე

ბერძნული
კოლონიზაცია
(ძვ.წ. VIII_VIსს.)
შავი ზღვის
სანაპიროს შეეხო,
მათი ორიენტირი
საქართველოსაც
შეეხო. მათ
დაარსეს : ფაზისი
(ქ.ფოთი), გიენოსი (ქ. ოჩამჩირესთან), დიოსკურია (ქ. სოხუმთან), დიდი პიტიუნტი (ბიჭვინთა). ასევე
სავაჭრო დასახლება უნდა არსებულიყო ქობულეთ-ფიჭვნარის რაიონში.

11. ძვ.წ. VIIსაუკუნიდან ბერძნები მონეტებს იყენებენ. ხოლო ძვ. წ. VI-II


საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში მიმოქცევაში იყო ვერცხლის ფული,
რომელსაც „კოლხურ თეთრს“ უწოდებენ.

12. ძვ. წ. VII-IV საუკუნეებში კოლხეთი სამეფო დაყოფილი იყო სკეპტუხიებად.

13. ძვ.წ. VI ს. მიწურულს დარიოს I-მა ბოსფორის სრუტეზე ხიდი ააგო და


ევროპაში გადავიდა სკვითების დასალაშქრად. ხმელთაშია ზღვაში
კოლხური “თეთრი “ სპარსელთა გაბატონებას წინ აღუდგა ბერძნული
ქალაქ _ სახელმწიფოები, რაც ომის მიზეზი გახდა.

ბერძენ სპარსელთა ომები ძვ.წ.500-ძვ.წ.449

1. ძვ.წ. 490 წელს გაიამრთა მარათონის ბრძოლა.(დარიოს I _ ათენელი


მილტიადესი, ათენელთა გამარჯვებით დამთავრდა, ფიდიპიდესმა ამ ამბის
შესატყობინებლად 42კმ. შეუსვენებლად ირბინა)

2. ძვ.წ. 480 წელი თერმოპილეს ბრძოლა (ქსერქსე _სპარტელი ლეონიდასი


300სპარტელის წინააღმდეგ. სპარსელებმა გაიმარჯვეს).

3. ძვ.წ. 480 წელს გაიმართა სალამინის საზღვაო ბრძოლა.(ქსერქსე _ათენელი

3
თემისტოკლე. ბერძენთა გამარჯვებით დასრულდა)

4. ძვ.წ. 479 წელს გაიმართა პლატეასა და მიკალის კონცხთან საზღვაო ბრძოლა.(ბერძენთა გამარჯვებით
დასრულდა ქსერქსემ გაქცევით უშველა თავს)

5. ძვ.წ. 449 წელს ბერძნებსა და სპარსელებს შორის დაიდო ”მუდმივი ზავი” ე.წ. კალიასის ზავი
სპარსელებს აეკრძალათ ხმელთაშუა ზღვაში ნაოსნობა.

ალექსანდრე მაკედონელი (ძვ.წ. 336 -


ძვ.წ. 323 წწ.)იყო მაკედონიის მეფე, ფილპე
II-ისა და ოლიმპიადას ვაჟი. ალექსანდრე
და ფილიპე არგიადების დინასტიის
წარმომადგენლები იყვნენ. ალექსანდრე
იწოდებოდა: მაკედონიის მეფედ,
ეგვიპტის ფარაონად და ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტა
სპარსეთის შაჰინ-შაჰად. (ალექსანდრე და ქალრმერთი ათენა)

1. ალექსანდრე მაკედონელი მაკედონიის სამეფოს ძვ.წ. 336 წელს უდგება


სათავეში.
2. ძვ.წ. 334 წელს ბერძნულ-მაკედონიური არმია(ალ. მაკედონელი) შეიჭრა აქემენიანთა სახელმწიფოს
საზღვრებში და რამდენიმე წელიწადში აქამენიანთა იმპერიამ (დარიოს III) არსებობა შეწყვიტა.
3. პირველი დიდი გამარჯვება სპარსულ ჯართან მაკედონელმა მოიპოვა ძვ.წ. 333 წელს ისოსთან, რომლის
შემდეგ დარიოს III გაიქცა.
4. ძვ.წ. 331 წლის 1 ოქტომბერში ალექსანდრე მაკედონელმა სასწაულებრივი გამარჯვება მოიპოვა
დარიოსის გრანდიოზულ არმიაზე თავისი მცირერიცხოვანი ჯარით გავგამელასთან. ამ ბრძოლაში
დარიოს III გარდაიცვალა , ამით დასრულდა აქემენიდთა მმართველობა სპარსეთში.
5.ძვ.წ.329წ. ალექსანდრემ შუა აზია აიღო.
6. ძვ.წ.327წ. ალექსანდრემ ინდოეთი დალაშქრა დაამარცხა რაჯა პოროსი.
7. ძვ.წ. 324 წელს მაკედონელმა სპარსეთის დედაქალაქ სუსაში გრანდიოზული ქორწინებით აღმიშნა
თავისი ლაშქრობების დასასრული. მან 10 000 ჯარისკაცი დააქორწინა სპარსელ ქალებზე.
8. ძვ.წ. 323 წელს მაკედონელი ბაბილონში გარდაიცვალა – ოფიციალური ვერსიის თანახმად,
მალარიისაგან.
9. ალექსანდრე მაკედონელის
სარდლებს დიადოხოსებს
უწოდებდნენ. ალექსანდრე
მაკედონელის სარდლებმა
იმპერია ასე გადაინაწილეს:
ანტიპატროსი – მაკედონია;
საბერძნეთი
ლისიმაქოსი – თრაკია; პონტო
ანტიგონოსი – ფრიგია; ლიკია;
პამფილია
პტოლემაიოსი – ეგვიპტე
სელევკოსი – ბაბილონი; სირია

4
10. ელინისტური ხანა (ძვ.წ. 323 წ._ძვ.წ. 31 წ.) იწყება ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებით და
სრულდება ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრა VII-ის აღსასრულით –(ძვ.წ. 30 წლის 12 აგვისტოს თავი
მოიკლა ეგვიპტის დედოფალმა კლეოპატრა VII-მ.)

11. ტერმინი ელინიზმი XIX ს-ში დაამკვიდრა გერმანელმა ისტორიკოსმა, იოჰან გუსტავ დროიზენმა
მაკედონელის დაპყრობების შედეგად ბერძნული კულტურის არაბერძენ ხალხებში გავრცელების
აღსანიშნავად.

12. ალექსანდრე მაკედონელის მეფობის ჟამს ხელოვნურად ჩამოყალიბდა ბერძნული ენის ზედიალექტი –
კონიე. ის ელინისტური კულტურის ნაწილი იყო.

ათენის აკროპოლისის რეკონსტრუქცია

ბერძნული სვეტები და კაპიტელი (სვეტისთავი),


წარმოდგენილის:1.დორიული.2.იონიური.3.კორინთული

5
ქართული სახელმწიფოები ელინისტურ ხანაში (კოლხეთი, ქართლი)

ფარნავაზ I — იბერიის (ქართლის) პირველი მეფე, ხოლო მოქცევაჲ


ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეორე მეფე ძვ.წ. IV-
IIIსს-ში. საქართველოს პირველი
გამაერთიანებელი; ფარნავაზიანთა დინასტიის
დამაარსებელი. მეფე ფარნავაზი დაუკავშირდა ეგრისის
ერისთავს ქუჯის, დაამარცხა არიან ქართლის
(სავარაუდოდ იგულისხმება კაბადოკია) მეფის ძე აზო
(აზონი), რომელმაც ფარნავაზის ბიძა ქართლის
მამასახლისი სამარა და მისის ძმა დახოცა და ქართლის
სამეფო დაიკავა.გადარჩენილი 3 წლის ფარნავაზი დედამ
(სპარსეთის მეფის დარიოს III-ის ასული)მთაში გახიზნა.
ფარნავაზმა კვლავ დაიბრუნა კუთვნილი ხელისუფლება,გააერთიანა და შექმნა
პირველი ქართული სახელმწიფოგაამაგრა მცხეთის დამცავი კედელი და გაატარა
მნიშვნელოვანი რეფორმები:

6
ადმინისტრაციული _ სამეფო დაყო 9 ნაწილად _ 8 საერისთავოდ
და ერთ სასპასპეტოდ.(”ქართლის ცხოვრების” თანახმად ფარნავაზმა
სახელმწიფო აქემენიდთა მზგავსად მოაწყო).
რელიგიური _ ქართლის მთაზე გაცისა და გას კერპებს შორის არმაზის
მებრძოლი ღვთაება აღმართა,
ენის _ საისტორიო გადმოცემა მას ქართული ანბანის შექმნას მიაწერს.

ფარნავაზის მონეტებად მიიჩნევა

You might also like