მათხოვრობის პრობლემა ოთარაანთ ქვრივი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მათხოვრებისთვის გაწეული დახმარების მიმართ

(„ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით)

გაწვდილი ხელი - რეალური გასაჭირი თუ სამსახური? ხანდახან მიჩნდება კითხვა და ვცდილობ,


მაინც არ შევადარო ერთმანეთს, თუმცა ფაქტები ისევ რეალობაში მაბრუნებენ და ვფიქრობ, რომ
ხშირად ეს სამსახურს უფრო ჰგავს. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ყველა, ვინც მათხოვრობს, არ
იმსახურებს დახმარებას. მე ვიზიარებ საზოგადოების ამ ნაწილის აზრს, მაგრამ გამოწვდილ ხელს რომ
ვხედავ, არ შემიძლია, გულგრილად ჩავუარო და რითიც შემიძლია, არ დავეხმარო.
მთავარი გმირი ოთარაანთ ქვრივი ძალიან კეთილი იყო და გული შესტკიოდა ყველა გაჭირვებულზე.
ამ გულის ტკივილის გამო ცდილობდა, ყველას შეძლებისდაგვარად დახმარებოდა და ცხოვრებისეული
ტვირთი შეემსუბუქებინა მათთვის. კვირაში ერთხელ, გაჭირვებული მრავალშვილიანი ქვრივისთვის
გადაჰქონდა ხოლმე პური. საკვებს მათხოვრებსაც აძლევდა და ამით გარშემომყოფთა მადლს ისხამდა.
ერთი შეხედვით, მკითხველს ოთარაანთ ქვრივი ხორცშესხმული ანგელოზი ეგონებოდა, რომელიც
უანგაროდ აფრქვევდა მადლს სხვისთვის და ეს ასეც იყო, მაგრამ მას იშვიათად თუ ამოუვიდოდა
პირიდან წყნარი, ტკბილი და შესაქები სიტყვები. „რა კარგი დაეყრებათ ამ შენს ცოდვის შვილებსა! შენი
მაყურებლები შენგან აბა რა კარგს ისწავლიან! ესენი მაინც არ გეცოდება, შე უბედურის დღისავ!..
დედაკაცი, ამისთანაების ჩვეული, მაინც მადლობას ეტყოდა ხოლმე.“ თუ სიკეთეს უკეთებდა ადამიანს,
აუცილებლად კარგად გამოლანძღავდა უმაქნისობისა და გულმკვდარობის გამო. მისი თანასოფლელები
შეჩვეულნი იყვნენ ქვრივის ამგვარ ხასიათს და მისი რიდი ჰქონდათ, მტირალა და ურჩ ბავშვებსაც კი
დედები ქვრივის სახელის ხსენებით აშინებდნენ. მართალია, ქვრივს მწყრალი ხასიათი ჰქონდა და
მადლს ყოველთვის პილპილს აყრიდა, მაგრამ ის ძალიან სამართლიანი იყო. იმდენად სამართლიანი,
რომ მისგან საწყენად ეს დატუქსვა არავის მიაჩნდა. თავად დღედაღამ ციბრუტივით ტრიალებდა და
უსაქმურობას ვერ იტანდა, თუმცა ხელცარიელს მათხოვარს არასოდეს გაუშვებდა.
ილიას მიერ მოთხრობაში დასმული პრობლემა დღესაც აქტუალურია, მხოლოდ მათხოვრობის
პრობლემისადმი დამოკიდებულებაა შეცვლილი. საქართველოში მათხოვრობის პრობლემა მწვავედ
დგას. სიდუხჭირე და ეკონომიკური არამდგრადობა აიძულებს ადამიანს, შემწეობა სხვა ადამიანებს
სთხოვოს. თუმცა ყველასათვის ეს იოლი როდია, ზოგისთვის თუ მათხოვრობა პროფესიაა, ზოგისთვის
დიდი ტვირთია და ქუჩაში გამოსული სახესაც კი იბურავს, რომ ნაცნობმა არ დაინახოს. ზოგსაც სიტყვა
„დამეხმარეთ“ თქმაც უჭირს და მთელი დღე ასე, ხმაამოუღებლად დგას სევდიანი თვალებით და
დარცხვენილი გამომეტყველებით. უამრავი ადამიანი ჩაივლის მათ წინ დღის განმავლობაში, ზოგი
უსიტყვოდ გაიღებს შესაწირს, მაგრამ ზოგი ზიზღით შეხედავს მოწყალების მთხოვნელს და
შეურაცხყოფას აყენებს. თვალშისაცემია, რომ დღეს ქალაქების ქუჩები მათხოვრებითაა გადავსებული
და მათ შორის მათხოვარი ბავშვებით. ფაქტი ერთია, „მათხოვრობა” სამსახურად იქცა. ბევრია
ისეთიც, რომლებსაც არაფერი ეტყობათ უუნარობის. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მათი
დანაშაული არ არის. სახელმწიფოც არ არის დაინტერესებული, მათ შესთავაზოს სამსახური
ისეთი ანაზღაურებით, რომელიც ადამიანს განვითარების, გაზრდის საშუალებას მისცემს.
როგორ უნდა შეაჩეროს მთავრობამ ეს უსასრულო პროცესი? ალბათ არ ფიქრობს და დღითიდღე
იმატებს გაჭირვებულთა სია, რა თქმა უნდა, ეს თემა ვერასოდეს შეჩერდება, მაგრამ სახელმწიფოს
მხრიდან უზრუნველობა ამყარებს „მათხოვრობის” სისტემას.
დასკვნის სახით კი ვიტყვი, ცივილიზაცია სოციალური სტაბილურობის გარეშე არ არსებობს.
ინდივიდი თუ სტაბილური არ არის, სოციალურ სტაბილურობასაც ვერ მივიღებთ. ქვეყნისა და ერის
განვითარებისთვის დროა, სახელმწიფომ დაიწყოს ამ საკითხზე ზრუნვა... სხვაგვარად წინ ვერ
წავალთ! თუმცა ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მთავრობა ღარიბ ან მშიერ ადამიანს მარტივად მართავს!
თითქოს ცხოვრება წინ მიდის, იზრდება პენსიები და სოციალურად დაუცველებზე სახელმწიფო
თითქოს ზრუნავს, თუმცა სიტყვა „სახელმწიფო" მაშინვე უფასურდება, როცა ამ ადამიანებს თვალებში
ღრმად ჩახედავ...

You might also like