msoflio.esse (1)

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფ უნივერსიტეტი

2021 – 2022 სასწავლო წელი

შემოდგომის სემესტრი

ფაკულტეტი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა

მიმართულება: პოლიტიკის მეცნიერება

კურსი: მსოფლიო პოლიტიკა

ლექტორი: კორნელი კაკაჩია

სტუდენტი : ფანგანი ანამარია

ესსე: „გლობალიზაციის პროცესის მიუხედავად, სახელმწიფო საზღვრებს

მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ“ .


გლობალიზაცია წარმოადგენს, თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე
კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების
ერთიანობას. აქტიურად შეინიშნება მისი მნიშვნელობის გაფართოება, კაცობრიობის
ზრდასა და განვითარებასთან ერთად. ისტორიას თუ გადავხედავთ, შევნიშნავთ, რომ
გლობალიზაცია აღმოცენდა მე - 20 საუკუნის დასაწყისში, ტექნოლოგიური და
ტექნიკური გავითარების შედეგად. ამერიკელი სოციოლოგის, რობერტსონის
სახელთან არის დაკავშირებული ტერმინი გლობალიზაციის დანერგვა, რომელმაც ის
გამოიყენა 1983 წელს სტატიაში. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წმინდა
ეკონომიკური შინაარსის მატარებელი იყო თავდაპირველად გლობალიზაცია, თუმცა
მან სწრაფი ტემპიტ შეძლო უფრო ფართო, გლობალური მნიშვნელობის შეძენა.
ტრადიციულად რამდენიმე სახის გლობალიზაცია არსებობს, ესენია: კულტურული,
ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ
გლობალიზაციის ცალსახად, დადებით ან უარყოფით მოლენად შეფასება
შეუძლებელია, ვინაიდან და რადგანაც მას აქვს როგორც დადებითი ასევე
უარყოფითი თვისებები. გლობალიზაციის მომხრეები, გლობალიზაციის როლს ხაზს
უსვამენ, ინტეგრაციის გზით , სახელმწიფოებსა და ერებს შორის ეკონომიკური,
პოლიტიკური, კულტურულ და ა.შ კავშირების გაღრმავებასა და განხორციელებაში.
კრიტიკოსები კი ამგვარ შედარებას იყენებენ : „გლობალიზაცია მატარებელია,
რომელიც თავის გზაზე ანადგურებს ყველაფერს, რასაც ეროვნულ-
სახელმწიფოებრივი ინდივიდუალობის ბეჭედი აზის“ ( გოგაძე, 2014. 25 ნოემბერი ).
გლობალიზაცია არის, ადამიანთა ერთობებს შორის სოციალურ ურთიერთობებში
სახელმწიფო საზღვრების მნიშვნელობის შემცირების პროცესი, რომელიც
მიმდინარეობს მსოფლიო მაშტაბით და გამოხატავს ქვეყნებისა და საზოგადოების
ურთიერთდამოკიდებულების ზრდას ( კაჭკაჭიშვილი, 2016 ). როდესაც ვისმენთ
გლობალიზაციის ამ საერთო განმარტებას, ცალსახად ვფიქრობთ, რომ რატომაც არა,
რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეთ სახელმწიფო საზღვრებს 21 - ე საუკუნეში ?
საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ დღევანდელ მსოფლიოში სახელმწიფო
საზღვრების არსებობა, ქვეყნებს შროის დაბრკოლების არსებობის გარდა არაფერს
წარმოადგენს. საზოგადოების ამ ნაწილისთვის, გლობალიზაცია აღქმულია მხოლოდ
და მხოლოდ დადებით პროცესად. საზოგადოების მეორე ნაწილი კი ამ მოსაზრებას
ეწინააღმდეგება. პირადად მე მივეკუთვნები იმ ნაწილს, რომელსაც სახლემწიფო
საზღვრების არსებობა მეტად მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნია. ჩემი მოსაზრებით,
გლობალიზაციის პროცესის მიუხედავად, სახელმწიფოს საზღვრების არ არსებობა ,
მსოფლიოში დიდი ქაოსის და არეულობის გამომწვევი მიზეზი იქნება.

როგორც გლობალიზაციას, ასევე სახელმწიფო საზღვრების მნიშვნელობასაც ვერ


შევაფასებთ ცალსახად. მაგალითად, ყველასთვის კარგად ნაცნობი ფაქტია ის, რომ
ნიდერლანდბსა და ბელგიას შორის საზღვარი გადის ერთ - ერთ პატარა
კაფეტერიაზე. წლებია უკვე რაც ეს საზღვარი არსებობს და დღემდე სარგებლობს
საკმაოდ დიდი პოპულარობით . როდესაც ვფიქრობთ საზღვრებზე, ჩემი აზრით,
ყველას გვახსენდება და მაინც პირველი ასოციაცია უკავშირდება მავთულხლართებსა
და ჯარისკაცებს, თუმცა ფაქტია, რომ ამ ყველაფრის გარეშეც სრულიად
შესაძლებელია თურმე საზღვრების არსებობა, რაც შეიძლება ზოგიერთისთვის,
საკმაოდ დადებით მოვლენად ჩაითვალოს, თუმცა ამასთანავე არ უნდა დაავიწყდეთ
ის უარყოფითი მოვლენები რაც ამ მოლენის უკან იმალება. ყველასთვის კარგად
ცნობილი ფაქტია, თითქმის ყოველღიურად როგორ „მოძრაობს“ საქართველო
რუსეთის საზღვარი . არაკანონიერად წევენ საზღვარს რუსი ჯარები თავიანთი მხარის
სასარგებლოდ, რასაც ყოველდღე საკუთარი თვალით ხედავს ამ საზღვრებთან ახლოს
მცხოვრები მოსახლეობა. სახელმწიფო საზღვრებს, ამ თვალსაზრისით თუ
შევხედავთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზღვრების არსებობა, შესაძლებელია ორ
მხარეს შორის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი გახდეს და ურთიერთობა კიდევ
უფრო მეტად გაამწვავოს.

გლობალიზაციის თავისებურებებს რაც შეეხება, მას ხშირად ამერიკანიზაციასთან


აიგივებენ ( ან თუნდაც ვესტერნიზაციასთან ) , რაც დანარჩენ სამყაროზე დასავლური
კულტურის გავრცელებას და თავზე მოხვევას გულისხმობს. პირადად მე ,
ვეთანხმები ამ მოსაზრებას და მიმაჩნია, რომ წამყვანი სახლმწიფოების დახმარების
გარეშე, ისეთი მოვლენა რასაც გლობალიზაცია ეწოდება, ნამდვილად ვერ
მოახერხებს განვითარებას. რეალურად, რომ ვიმსჯელოთ ვესტერნიზაციის ნიშნებს
მართლაც ატარებს გლობალიზაია. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, გლობალიზაცია
ხელს უწყობს სახელმწიფოებრივ და ეროვნული თვითმყოფადბის დასუსტებს, ან
საერთოდაც მის სრულად გაქრობას. სწორედ გლობალიზაციის ამ უარყოფითმა
თვისებამ და ნეგატიურმა მხარემ წარმოშვა იმგვარი ხედვა, რომ ორი მსგავსი
კულტური მქონე ერი არ არსებობს, აქიდან გამომდინარე უტოპიურ და არარეალურია
მსოფლიოში ერთიანი კულტურის დამკვიდრება, რაც პირადად მე სრულ
ჭეშამარიტებად მიმაჩნია. პირველ რიგში, იმისათვის რომ თანამედროვე მსოფლიოში
ამა თუ იმ ერმა თავი დაიმკვიდროს, მას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ უთანხმოებები
მოგვარებული უნდა ჰქონდეს. ყოველივე აქიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყველა
სახელმწიფ თავისუფლების მოპოვებას ცდილობს. ყველას სურს იყოს საკუთარი
თავის „თავისეული“ ვერსია , რაც ჩემი აზრით შეუძლებელია გლობალიზაციის
ჭრილში, რომელიც ცდილობს ერთ ნაჭუჭში მოქცციოს მსოფლიოს სხვსდასხვა
სახელმწიფოები. მართლაც, ის ნამდვილად ანადგურებს სახელმწიფოს
ნაციონალიზმსა და ინდივიდუალიზმს ( წულაია . 2014 ) . იმის მიუხედავად, რომ
ნამდვილად არ არის მსფოლიოსთვის გლობალიზაცია სიახლე, მისი გავლეა
გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება ბოლო წლების განმავლობაში. მთელს
მსოფლიოში მრეწველობის განვითარებას, ტექნოლოგიების სწრაფ მიღწევებს უწყობს
ხელს გლობალიზაციის პროცესის ამგვარად სწრაფი ტეპმპით ზრდა. ისიც უნდა
აღინიშნოს, რომ მცოცავი პროცესია გლობალიზაცია. მუდმივად ვითარდება ის, რაც
მუდმივ დინების რეჟიმში აყენებს თანამედროვე სამუშაო ადგილს, ვინაიდან და
რადგანაც საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება და მისი განსაზღვრა საკმაოდ
რთულია. საქაართველოს გლობალიზაციის პროცესს რაც შეეხება, უნდა დავიწყო
იქიდან, რომ გლობალიზაციის მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც თანხმდებიან
იმაზე, რომ ის წარმოადგენს გარდაუვალ მოვლენას და მის პროცესს ვერაფერი
შეაჩერებს . გლობალიზაცია სულ სხვაგვარად ესმით უცხოეთში. მათი აზრით, პატარა
სახელმწიფოებსაც კი ცივილიზაციის ყველა სიკეთეს აზიარებს გლობალიზაციის
პროცესი. ჩვენი ქვეყნისთვის გლობალიზაცია, ანუ მოდერნიზაცია, ჩემი აზრით
ძალიან მნიშვნელოვანია . საქართველომ და არამარტო საქართველომ, უნდა აუწყოს
მას ფეხი და არ ჩამორჩეს, მაგრამ ამასთან ერთად არ უნდა დავუშვათ ის ფაქტი, რომ
ამ ყველაფერს სრული „გადასავლურება“ მოყვეს და დაგვავიწყოს ჩვენი
წარმომავლობა ( ანთაძე. 2002 ) .

როგორც უკვე აღვნიშნე, სახელმწიფოს საზღვრები დღესაც უმნიშვნელოვანეს


როლს თამაშობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის საკითხში. მე პირადად, ძალიან
მაშინებს მომავალში საზღვრრების არ არსებობის საკითხი. მიმაჩნია, რომ ერთგვარ
შემაკავებელ ძალას წარმოადგენენ სახელმწიფოს საზღვრები. ალბათ ყველას გვსმენია
ფრაზა : „შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები“,
სახელმწიფოები საერთაშორისო სისტემაში, ადამიანების მსგავსად ითვლებიან
პიროვნებებად და ჩემი აზრით სწორედ რომ საზღვრებია მისი უფლებების
განმსაზღვრელი ფაქტორი. სახელმწიფოსთვის საზღვრები იმის მაჩვენებელია, რომ
სხვებიც არსებობენ მასთან ერთად და არ უნდა დაავიწყდეს ყოველივე ეს, საზღვრები
უნდა იყოს ქვეყნებს შორის არეულობის შემაკავებელი ფაქტორი ( თავის დადებითი
და უარყოფითი მახასიათებლებით ), მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების
დროს ერთმა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს მეორე ქვეყნის ( განსაკუთრებით კი
მეზობელი ქვეყნის ) ინტერესები. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ ხდება,
არაერთი შემთხვევა არსებობს მსოფლიო ისტორიაში, როდესაც ორმა მეზობელმა
სახელმწიფომ არ გაითვალისწინა ერთმანეთის ინტერესები, ერთ-ერთ მათგანს კი
მაგალითის სახით განვიხილავ, ყველას კარგად გვახსოვს ყარაბაღის კონფლიქტი,
რომელიც უკვე წლებია რაც მიმდინარეობს. მართალია, დღესდღეობით თითქოს
აღმოფხვრილია ეს კონფლიქტი, მგრამ ამ ყველაფერმა უამრავი უამრავი
უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვრეპლა, როგორც მშვიდობიანი
მოსახლეობის, ასევე ჯარისკაცების, რათქმაუნდა სისხლის ღვრის გარეშე, არც ეს
დაპირისპირება ჩაივლიდა. აუცილებელია სახელმწფო საზღვრების დაცვა, ვინაიდან
და რადგანაც არ არსებობს სამყაროში ერთი ინტერესების მქონე ერი და არავინ ვიცით
ვის როდის მოუნდება ჩვენი საზღვრების შევიწროვება, ამ ყველაფრისთვის კი მზად
უნდა ვიყოთ, აუცილებლად გამოყოფილი უნდა იყოს კონკრეტული რაზმი,
რომელიც 24 საათის განმავლობაში დაიცვას თავის სახელმწიფოს საზღვრებს,
მართალია ეს დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, მაგრამ ჩვენივე
უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებს ( ჩვენ ქართველებს კიდე არაერთი, შემთხვევა
გვახსოვს ამასთან დაკავშირებით ) .

სახელმწიფო საზღვრების სახეობებს რაც შეეხება, ის არსებობს რამდენიმე სახის :


კონტროლირებადი საზღვარი, პირობითად ღია საზღვარი, ღია საზღვარი და
დახურული საზღვარი. გლობალიზაცია სწორედ საზღვრების მოშლისკენ ისწრაფვის.
ღია საზღვარის პოლიტიკა ხალხს აძლევს საშუალებას შეზღუდვების გარეშე,
თავისუფლად იმოძრაონ პოლიტიკურ იურისდიქციებსა და სახელმწიფოებს შორის.
ერთი რამ არის საიტერესო ამ საკითხთან დაკავშირებით, ქვეყანამ საზღვრები
შეიძლება გახსნას იმის გამო, რომ შეიძლება მთავრობას ან არ აქვს საზღვრების
კონტროლის კანონი, ან კიდევ რესურსები აკლია, რაც სჭირდება მას საიმიგრაციო
კონტორლის კანონების აღსასრულებლად. პირობითად ღია საზღვრებთან
დაკავშირებით უნდა აღვნიშნო ის, რომ საერთაშორისო მასშტაბით, აშშ და 144 სქვა
სახელმწიფო იმაზე შეთანხმდნენ, რომ დაიცავდნენ 1951 წლის ლტოლვილთა
კონვენციას, რომელიც ხალხს თავიანთი საზღვრების გადალახვის საშუალებას
აძლევენ, რათა სამშობლოში არსებულ სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებს.
კონტროლირებად საზღვრებს რაც შეეხება, მას ეს სახელწოდება იმიტომ ეწოდა, რომ
შიდა შემოწმებას სახელმწიფო აწესებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სახელმწიფოში
შემოსულმა პირებმა დააკმაყოფილონ შემოსვლის პირობები და ქვეყანაში უკანონოდ
არ გააგრძელებენ ყოფნას ( მაგალითად როგორიც უკანონო ემიგრანტები არიან ). ამის
გარდა, როგორც წესი კონტროლირებადი საზღვრები შემოიფარგლებიან
შეზღუდული რაოდენობის „შესვლის წერტილებით“ . ტერიტორიის კონტროლი ,
აქიდან გამომდინარე უფრო მარტივია. უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლას,
დახურული საზღვრები მთლიანად კრძალავს, მაგრამ განსაკუთრებული
შემთხვევები მაინც არსებობს. „ბერლინის კედელი“ ცივი ომის პერიოდშ ითვლებოდა
ჩაკეტილ საზღვრად. დღეს, 21- ე საუკუნეში დახურული საზღვარი არსებობს
ჩრდილოეთ კორეაში . ბოლოს კი განვიხილავ კვოტით კონტროლირებად საზღვრებს,
სადაც კვოტით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც პირობითად გახსნილმა, ასევე
კონტროლირებადმა საზღვრებმაც. ამერიკის შეერთებული შტატები არის ამის
მაგალითი, რომელიც ყოველწლიურად იყენებს საემიგრაცია ლიმიტს და ასევე
„შეღავათიან “ კრიტერიუმებს ითვალისწინებს, მაგალითად როგორიც არის
პოტენციალი ემიგრანტების დასაქმებისა და ამერიკის შეერთებული შტატების
ამდროინდელ მოქალაქეებთან ურთიერთობა, ან კანონიერ მუდმივ მცხოვრებლებთან
( ლონგლი, 2019 ). ჩემ პოზიციას რაც შეეხება, პირადად მე ყველანაირად მომხრე ვარ,
რომ არსებობდეს კონტროლირებადი და ასევე კვოტით კონტროლირებადი
საზღვრები. მიმაჩნია , რომ ქვეყნისთვის ღია საზღვრების არსებობა მეტად სახიფათოა
იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ ადამიანს შესწევს ქვეყანაში შესვლის უფლება,
რაც შეიძ₾ება პირდაპირ კავშირში იყოს კრიმინალის რაოდენობის ზრდასთან. იმის
მიუხედავად, რომ საერთოდ არ ვემხრობი ღია საზღვრების მცნებას , ასევე
არასწორად მიმაჩნია დახურული საზღვრების არსებობაც. ალბათ პანდემიის
თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, დღვენადელობაში უკეთესი იქნებოდა
დახურული საზღვრების არსებობა, მაგრამ სჯობს პანდემიამდელი მსოფლიოთი
ვიმსჯელოთ. პირადად ჩემთვის ჩაკეტილი საზღვრები ასოცირდება ქვეყნის
იზოლირებას სხვა დანარჩენი სამყაროსგან და ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს
ჩრდილოეთ კორეა. არაერთმა ინფორმაციამ მოაღწია ჩვენამდე, სადაც კორეელი
მოსახლეობა შველას ითხოვდნენ და ცალკეული პიროვნებები კორეელი
მოსახლეობის სახელით ავრცელებენ ამ ყველაფერს, ჩრდილოეთ კორეაში
სამწუხაროდ ძალიან ირღვევა ადამიანის უფლებები , მათ სხვა ყველაფერთან ერთად
ინტერნეტის გამოყენებაც კი აკრძალული აქვთ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე,
რომ იმ სახელმწიფოში სადაც ჩაკეტილი საზღვრები არსებობს , შეუძლებელია
სიტყვის და ადამიანის თავისუფლება დაცული იყოს. სახელმწიფო საზღვრებთან
დაკავშირებით, ჩემი მოსაზრება მდგომარეობს იმაში , რომ ჩემი აზრით აუცილებელ
ატრიბუტს წარმოადგენს ქვეყნის არსებობისთვის სახელმწიფო საზღვრებ. იმ
კრიტრიუმებში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სახელმწიფოდ ითვლება, შედის
სახელმწიფო საზღვრების არსებობის აუცილებლობაც.

ახლა კი დავუბრუნდები გლობალიზაციის პროცესის განხილვას. თავიანთი


ობიექტური ზასიათით გამოირჩევა გლობალური პროცესები, აქიდან გამომდინარე
ლოგიკურია ის, რომ თვითდინებით ვითარდებიან ისინი და არ უწევს ანგარიშს
ქვეყნის შესაძლებლობებს, მის უნიკალურობას, თვითმყოფადობას და რესურსების
გამოყენების ჩვენეულ ხედვას. საქართველოს ვალდებულება არის, გაითვალისწინოს
ზოგადი კანონზომიერებები გლობალიზაციისა, გლობალური პროცესების მართვის
არეალში ჩაერთოს და მსოფლიო საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში
დაიმკვიდროს თავი. ეს ვალდებულება არა მხოლოდ განვითარებად, არამედ
განვითარებულ სახელმწიფოებზეც ვრცელდება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ
გლობალიზაციის პროცესს უამრავი ადამიანი სულაც არ მიიჩნევს საშიშ მოვლენად.
ზოგიერთიც კიდევ ფიქრობს, რომ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის
მომტან მოვლენად მოგვევლინოს გლობალიზაცია და მათი აზრით, ქვეყნებს შორის
კავშირი რაც ნაკლებად არის მით უფრო ხშირად ვაწყდებით კონფლიქტებსა და
უთანხმოებბებს. ჩემი აზრით, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია
გლობალიზაცია, რათა განვითარებად სახელმწიფოებს, მსოფლიოსთვის
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილების საშუალება ეძლევათ,
მაგრამ როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე არასწორი იქნება გლობაიზაციის მხოლოდ ამ
კრიტერიუმით განსაზღვრა, მას მხოლოდ ერთი მხრიდან არ უნდა ვუყურებდეთ და
მარტო დადებით კონტექსტში არ უნდა განვიხილავდეთ. მართალია, იგი
შეუჩერებელი და გარდაუვალი პროცესია, რომელიც არავის არაფერს არ ეკითხება და
არის არაპროგნოზირებადი მოვლენა, რომელმაც შეიძლება ისე გაგანადგუროს, რომ
გონზეც კი ვერ მოხვიდე ამის გასააზრებლად. აუცილებელია ყველამ აუწყოს ფეხი ამ
პროცესს, რადგანაც მერე მის გარეთ არ აღმოვჩნდეთ, ჩემი აზრით გლობალიზაციის
პროცესის თანმხლებით განვითარება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის კარგის
მომტანი იქნება, თუმცა ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი
წარმომავლობაც, არ უნდა დავუშვათ, რომ სრულად გაგვიქროს ყველანაირი
წარმომავლობა და მხოლოდ ერთი ქვეყნის იმედად დაგვტოვოს. „მატარებლის “
მსგავსად გადავლისა და განადგურების საშუალება არ უნდა მივცეთ და ამ
ყველაფერს კი ყველაზე მეტად სახელმწიფო საზღვრების არსებობა უზრუნველყოფს.
არარეთხელ აღვნიშნე, რომ სახელმწიფო საზღვრები მიმაჩნია ქაოსის შემაკავებელ
მექანიზმად. ყველა ქვეყნისთვის აუცილებელ პირობად მიმაჩნია საზღვრების
არსებობა. გლობალიზაციის მომხრეები გვიმტკიცებენ, რომ ქვეყნებს შორის
ურთიერთბისთვის საზღვრები მხოლოდ და მხოლოდ ხელის შემშლელ ფაქტორს
წარმოადგენს . ასევე მინა აღვნიშნო ის, რომ გლობალიზაცია არამხოლოდ
პოლიტიკურ არამე კულტურულ გაერთიანებასაც გულისხმობს ( ყველა სხვა
დანარჩენთან ერთად ) , ამ შემთხვევაში კი ვფიქრობ, რომ როგორც საზღვრების არ
არსებობა, ასევე კულტურათა აღრევაც დიდი ქაოსის მომასწავლებელია და
მსოფლიოშ მხოლოდ და მხოლოდ დიდ არეულობას გამოიწვევს. მსგავს
შემთხვევებში დაიჩაგრებიან პატარა სახელმწიფოები, რადგანაც გლობალიზაციას
მაინც ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი სახელმწიფოები მართავენ და
სწორედ ამ დომინანტი სახელმწიფოებით შთაინთქმებიან ისეთი პატარა
სახელმწიფოები მაგალითად როგორებიც ჩვენ ვართ. ყველანაირად მოგვიწევს
„დიდი“ სახელმწიფოების ცხოვრების რითმს ავუწყოთ ფეხი , რაც ალბათ
ინდივიდულურობისთვის დამღუპველი იქნება, სახლემწიფო საზღვრების არსებობა
კი მაინც მგონია , რომ შეგვანარჩუნებინებს ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს და
სურლად არ გაგვაქრობს.
საბოლოოდ მინდა შევაჯამო ჩემ მიერ განხილული მასალა და დასკვნის სახით
წარმოგიდგინოთ ჩემი აზრი. არგუმენტირებული ესსე შეეხებოდა თემას, თუ
რამხელა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო საზღვრებს ქვეყნის არსებობისთვის და
გლობალიზაციის უკონტროლო ზრდამ რა შედეგებამდე შეიძლება მოგვიყვანოს.
მართალია, ის გარდაუვალლი პროცესია და ადრე თუ გვიან ის მაინც განვითარდება,
მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი, რომ ჩვენი თავი
ჩვენვე გვეკუთვნის. გლობალიზაციის პროცესის ასეთი მზარდი ზრდის მიუხედვად,
მე მაინც მგოინა , რომ სახელმწიფო საზღვრებს დღესდღეობით მაინც დიდი როლი
ენიჭებათ და აუცილებელია ეს მომავალშიც ასე გაგრძელდეს, რადგან მხოლოდ
დიდი სახელმწიფოების გავლენის ქვეშ არ მოექცნენ პატარა სახელმწიფოები და
საზღვრების არსებობა სწორედ ამის შემაკავებელი ძალა იქნება, ჩემი აზრით
აუცილებელია ყველამ შევინარჩუნოთ ინდივიდუალურობა.

ბიბლიოგრაფია

You might also like