Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

ჟან-პოლ სარტრი

მანანა ჯინჭარაძე

საშინაო დავალება #4

პროგრამა: ჰუმანიტარული მეცნიერება, ისტორია

კურსის ხელმძღვანელი: ივა ლომიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2021
ჟან-პოლ სარტრი გახლდათ ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი,რომელიც
მოღვაწეობდა XX საუკუნეში. მის სახელს უამრავი ღირშესანიშნავი ნაშრომი
უკავშირდება, თუმცა მათგან განსაკუთრებით გამოსარჩევია „ეგზისტენციალიზმი
ჰუმანიზმი“.

„ეგზისცენციალიზმის“ არსს ყველაზე კარგად გამოხატავს სიტყვები: „არსებობა წინ


უსწრებს არს“ (სარტრი 2018,317) რაც თავის მხრივ შემდეგნაირად აიხსნება -
თითოეული ადამიანი საკუთარი თავის შექმნაში მთავარ და მნიშვნელოვან როლს
ასრულებს, რადგან მათ საკუთარი თავის გარდა, ამქვეყნად არავინ ჰყავთ. მათ საკუთარი
პიროვნება საკუთარი სურვილების მიხედვით უნდა შექმნან და საზოგადეობაში
გავრცელებული დოგმები თავს არ უნდა მოიხვიონ,რადგან ამაში ჩარევის უფლება
არავის აქვს, ხოლო, რაც შეეხება უშუალოდ ზემოთ ხსენებული ფრაზის შედარებით
კონკრეტულ მნიშვნელობას - ეს ნიშნავს იმას,რომ ადამიანები ჯერ არსებობენ და
მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავენ საკუთარ პიროვნებას,რომელიც დროთა
განმავლობაში აუცილებლად უნდა ჩამოაყალიბოს. არ არსებობს წინასწარ
განსაზღვრული ბედი,რომელზეც ადამიანი დამოკიდებული უნდა გახდეს, რადგან
ისინი არიან გონიერი და თავისუფალი ინდივიდები,რომლებსაც შესწევთ იმის
უნარი,რომ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღონ და ცხოვრებისეული
ნაბიჯები დაუფიქრებლად არ გადადგან. ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ უნდა
გახდნენ არსებული დოგმებზე, იარლიყებზე და სტერეოტიპებზე მორგებული
ინდივიდები, რადგან ამით საკუთარი პიროვნების განვითარებას შეაფერხებენ, უარეს
შემთხვევაში კი საერთოდ ვერ შეძლებენ. მათი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ მათზეა
დამოკიდებული და სხვა არავისზე,ღმერთზეც კი. აუცილებელია, თითოეულმა
ადამიანმა დროთა განმავლობაში გავლოს ის განსაკუთრებული გზა, კარგი იქნება ეს თუ
ცუდი, რომლის დახმარებითაც შეძლებენ იმ პიროვნებად ჩამოყალიბებად,რომელიც
რეალურად უნდა გახდნენ. სწორედ ამას მოიაზრებდა ფრანგი ფილოსოფოსი
ეფზისცენციალიზმის არსში - ღმერთის არსებობს შემთხვევაშიც, ადამიანები მასზე
დამოკიდებულნი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდნენ და არ უნდა იქონიონ იმის
იმედი,რომ ოდესმე ვინმე მათ ნაცვლად ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან
გააწყვეტილებებს მიიღებს. ამ ქვეყნად ადამიანებს მხოლოდ საკუთარი ჰყავთ და
მხოლოდ საკუთარი თავისთვის არსებობენ, ამიტომ ერთადერთ საყრდენად - საკუთარი
მე უნდა გაიხადონ. მათ საკუთარი არსის შეცნობაში ვერავინ დაეხმარება, გარდა
საკუთარი თავისა, თუმცა მხოლოდ ეს როდია საკმარისი? ადამიანისთვის მთელი
ცხოვრება ერთი დიდი ბრძოლის მოედანია,რომელზეც მთელი მისი არსებობის უწევს
ბრძოლა, მათ საკუთარი არსის შეცნობის შემდეგ, კიდევ ერთხელ უნდა გაიბრძოლონ და
საკუთარი ადგილი იპოვონ ამ საზოგადოებაში, რათა მათმა არსებობამ ფუჭად არ
ჩაიაროს და საზოგადოებაში ღირსეული სახელი დაიმკვიდროს.

„ადამიანი არა მხოლოდ ისეთია,როგორადაც თავი ესმის, არამედ როგორიც სურს


საკუთარი თავი.“(სარტრი 2018,318) ფილოსოფოსი ადამიანის თავისუფალებას
წყევლადაც კი მიიჩნებს, რადგან მას საკუთარი თავი არ შეუქმნია, მას არ აურჩევია მისი
დაბადების ადგილი, მშობლები, გარეგნობა , ეროვნება, ენა და ა.შ, სწორედ არ მიზეზის
გამო უწევს მას მრავალი დაბრკოლების გადალახვა ცხოვრებაში, რათა ის გახდეს,
როგორიც მას სურს იყოს, თუმცა დაწყევლილთან ერთად თავისუფლების არსიც ხომ
სწორედ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაშია?! ამქვეყნად არავის შესწევს
იმის ძალა და უფლება,რომ მიგითითოს რა იქნება შენი ცხოვრებისთვის უკეთესი და რა
არა, რადგან თითოეულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა გაიაზროს,რომ ისინი
მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებებზე არიან პასუხისმგებლები და არა
სხვებზე,რომლებსაც საკუთარი პიროვნება, არჩევანი და ცხოვრება გააჩნიათ.
ეგზისტენციალიზმის არსის მიხედვით, ადამიანები მხოლოდ საკუთარ ვნებებზე არიან
დამოკიდებულნი და ვნებების ძალის არ სჯერათ. ხოლო, რაც შეეხეება
„გადაგდებულობის“ არსის უკეთ გაგებას - ადამიანი ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ
ღმერთის არ არსებობის შემთხვევაში ვარდება, რადგან მას ძირიდან ეცლება მთავარი და
ერთადერთი საყრდენი,რაც მას იმ დროს გააჩნია. მისთვის ღმერთის არსებობა იქნებოდა:
იმედის, სიცოცხლისა და ძალის მომატების მთავარი წყარო,რომელიც თავს შედარებით
დაცულად აგრძნობინებდა. ამ იმედის გაქრობის შემდეგ კი რთული წარმოსადგენი არ
არის , რა რთულ მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეს ადამიანი. ბუნებრივია, ის
აგონიურ მდგომარეობაში ჩავარდება, რადგან მისი ერთადერთი ნუგეში აღარ
არსენს,ასეთი მდგომარეობა კი მათ უბიძგებს იმისკენ,რომ საკუთარი რაობა
გააკრიტიკონ და საკუთარ არსებობაშიც კი შეიტანონ ეჭვი. გადაგდებულობის უკეთ
გააზრებისთვის, სარტრის ერთი ძალიან კარგი მაგალითი მოჰყავს თავის მოსწავლეზე,
რომელიც ორი არჩევნის წინაშე იდგა - ერთ მხარეს მოკლული ძმაზე და მასზე
გაძლიერებული შურისძიების წყურვილი იდგა, მეორე მხარეს კი მისი ოჯახი,
უფროსწორედ კი დედა, რომლისთვისაც ერთადერთ საყრდენსა და იმედს
წარმოადგენდა. ის ორი განსხვავებული გადაწყვეტილებების წინაშე იდგა, რომლიდანაც
ერთი უნდა ამოერჩია და ამის შემდეგ მის გადაწყვეტილებას წინ ვეღარ გადაუდგებოდა.
მან მისი საბოლოო არჩევანი საკუთარ სურვილებზე და ინსტიქტებზე დაყრდნობით
გააკეთა. მაშინ მხოლოდ საკუთარ თავს ენდო, რაც სწორია,რადგან თითოეულ ადამიანს
უნდა შესწევდეს იმის უნარი,რომ მიღებული გადაწყვეტილებები და შეცდომები
საკუთარ თავზე აიღონ, თუნდაც ის შემდეგ არასწორი აღმოჩნდეს.

ყველაფერი ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ,რომ


ყველაფრის მიუხედავად, ადამიანი ამქვეყნად ადამიანი საკუთარი სურვილის
წინააღმდეგ ჩნდება და აქვს საკუთარი სახელი, გვარი, ეროვნება, დაბადების ადგილი,
კანის ფერი და ა.შ, თუმცა ამის მიუხედავად, ადამიანი თავისუფალია,რომელმაც თავისი
არსებობის მანძილზე უნდა იპოვოს საკუთარი პიროვნება და საკუთარი სახელი
საზოგადეობაში უნდა დაამკვიდროს, რათა მისმა არსებობამ ფუჭად არ ჩაიაროს.
თითოეულ ადამიანს უნდა შესწევდეს იმის უნარი,რომ საკუთარ შეცდომებზე და
პასუხისმგებლობებზე პასუხი აგონ და არ ჰქონდეს ვინმეს დახმარების სურვილი,
რადგან ერთადერთი, ვისაც მისი დახმარება შეუძლია ისევ და ისევ საკუთარი თავია.
გადაგდებულობა, იგივე ღმერთის არ არსებობით გამოწვეული მდგომარეობა,
თითოეული ადამიანისთვის რთულია, თუმცა დროთა განმავლობაში , ისინი უნდა
გამოვიდნენ არსებული ვითარებიდან და არსებობისთვის იბრძოლონ, რაც საბოლოო
ჯამში კარგ შედეგს მისცემს. ის გაიგეს საკუთარი თავის არსსა და ფასს, ისწავლის
საკუთარი თავისა და სურვილების მოსმენას, შეეჩვევა დამოუკიდებლად და სრულს
დამოუკიდებლად მოიპოვებს, რადგან იმ დროს უკვე მხოლოდ საკუთარ თავზე იქნება
პასუხისმგებელი.

გამოყენებული ლიტერატურა:

სარტრი,ჟან-პოლ. „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“, შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 2, 315-340. თბილისი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018.

You might also like