Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

კლიმატის ცვლილება - გამოწვევა მსოფლიო

ეკონომიკისთვის

მსოფლიოში ინდუსტრიალიზაციის მატებასთან ერთად, იკვეთება ტენდენცია


კლიმატის ცვლილების გლობალურ კატასტროფად აღქმის შესახებ და ამ მოსაზრებას
არსებობის რეალური უფლება აქვს. ეკოსისტემის მოშლა კი რეალურ საფრთხეს
წარმოადგენს, რომლის შედეგებს დღეს უკვე მკაფიოდ ვხვდებით ჩვენს გარემოში და ამ
კატასტროფის მათემატიკურ ზრდას არ უწერია გაჩერება იქამდე სანამ რეალურ გადაჭრის
გზებს არ მონახავს კაცობრიობა. კლიმატის ცვლილების ამ სოციო-კულტურულ,
პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს კი ქვემოთ ვრცლად განვიხილავ.
კლიმატის ხელოვნური ცვლილების ისტორია XVIII
საუკუნის მიწურულიდან იწყებს ათვლას, როცა მსოფლიოში საფუძველი ეყრება
ნავთობისა და გაზის მოპოვების წინაპირობებს ასევე გარემოსათვის მავნე ქიმიური
შენაერთების წარმოებასაც. დღეს კლიმატის ცვლილება გამოიხატება ბუნებრივი
ცვლილებების სახით „როგორიც არის კონტინენტებისა და ოკეანეების ზომების ცვლა და
მათი ორმხრივი განლაგება, მზის ნათების ცვლა...“ [კლიმატის ცვლილება,
WWW.EIEC.GOV.GE, 24/12/2022, 14:41]. ამგვარად კლიმატის ცვლილება თავისთავად იწვევს
ეკოსისტემაში კატაკლიზმების წარმოშობას: მთიან რეგიონებში მეწყერებისა და ზვავების
გახშირებას, ხოლო სანაპირო ზოლთან კი ცუნამებისა და წყალდიდობების
მომძლავრებას. კლიმატის ცვლილება რეალურად შეეხო ოკეანებსაც რომელთა დონემაც
1900 წლიდან 2005 წლამდე 19 სანტიმეტრით აიწია [კლიმატის ცვლილება და
ენერგეტიკის წინაშე მდგარი გამოწვევები საქართველოში და მათი გადაჭრის გზები ,
24/12/2022, 15:02]. კლიმატის ცვლილებაში ადამიანის მავნე ჩარევის საკითხს იზიარებს
მედეა ინაშვილიც, რომელიც თემის უკეთესად წარმოჩენისათვის გვთავაზობს
ამჟამინდელ და პრეინდუსტრიული ხანის კლიმატური პარამეტრების შედარებას და
მიუთითებს, რომ სწორედ ადამიანის ინტენსიური საწარმოო საქმიანობა განაპირობებს
შედეგს (მედეა ინაშვილი, 2016, გვ.23). ბუნებრივი რესურსების საკუთარი
კეთილდღეობისათვის გამოყენება ადამიანისათვის თვისობრივი აუცილებლობაა , თუმცა
დღევანდელი მასობრივი სახე, რაც გაზისა და ნავთობის მოხმარებას აქვს , ამგვარ
ფინანსურ კეთილდღეობას პირიქით ადამიანისათვის აუნაზღაურებელი ზიანი მოაქვს .
ზიანში კი იგულისხმება დაავადებებისა და ეპიდემიების ის მასობრივი სახე , რაც
თანამედროვე სამყაროში გვხვდება, ამის საპირწონედ უნდა ითქვას , რომ დაავადებების
მკურნალობა სწორედ ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. კლიმატის
ცვლილებას უმთავრესად სახელმწიფოების ენერგოპოლიტიკა აპირობებს და მათი
მიდგომა წყვეტს სახელმწიფოში გლობალური დათბობის შემცირებასა თუ გაზრდას.
სათბური გაზების შემცირების პროცესში (მითიგაცია) უდიდესი წვლილი მიუძღვით მსხვილ
ემიტორ სახელმწიფოებს, ხოლო შედარებით განუვითარებელ ან წვრილ
სახელმწიფოებში ადაპტირების მეთოდს იყენებენ, რადგან მითიგაციის პროცესს
სპეციფიური და დიდი ეკონომიკური ძალისხმევაც ესაჭიროება [კლიმატის ცვლილება და
ენერგეტიკის წინაშე მდგარი გამოწვევები საქართველოში და მათი გადაჭრის გზები ,
24/12/2022, 15:25]. მსოფლიოში კატაკლიზმები განსაკუთრებით მაშინ იწყებს მძაფრი სახით
წარმოჩენას, როცა საქართველოს არც თუ გამართული მდგომარეობა ჰქონდა ქვეყნის
შიგნით მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური ძვრების გამო. გასული საუკუნის 90-
იანებში საქართველოში მასობრივი და უკონტროლო ხასიათი ჰქონდა ტყეების გაჩეხვას ,
რაც დიდ ზიანს აყენებდა ეკოლოგიურ სისტემას. გლობალური დათბობის გამწვავებული
სახით წარმოჩენის პერიოდში კი საქართველომ მძაფრად მიიღო ის შედეგი , რაც ქვეყნის
შიგნით დასახელებულმა მოვლენებმა ხელი შეუშალა შესაბამისი სამუშაოების წარმოებას .
დღესდღეობით საქართველო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას და საჭიროა
ანალიზის და გამოკვლევების საფუძველზე ქვეყნის კლიმატური ცვლილებების შესწავლა .
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად მიმართული
იყოს ბუნებრივი კატაკლიზმების თავიდან აცილებისაკენ, ხაზგასასმელია ისიც , რომ
საქართველოს სანაპირო ზოლიც აქვს და მთიანი რეგიონებითაც უხვადაა
გარშემორტყმული. ენერგეტიკის სფეროში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროა ჩართული, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრო სპეციფიურ კლიმატურ
პრობლემატიკაზე მუშაობს [კლიმატის ცვლილება და ენერგეტიკის წინაშე მდგარი
გამოწვევები საქართველოში და მათი გადაჭრის გზები, 24/12/2022, 15:40]. კლიმატის
ცვლილება პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა სფეროზე პოვებს ასახვას, რაც როგორც
ზემოთ ავღნიშნეთ ადამიანის ინდუსტრიული საქმიანობის შედეგით არის გამოწვეული .
ენერგეტიკისა და კლიმატის ურთიერთობა აუცილებელია, რომ მუდმივად
ადაპტირებადი იყოს, რადგან 2006 წელს ევროპის კონტინენტზე „ცხელი ტალღების“
შემოჭრამ თვალსაჩინო გახადა, რომ ასეთი „ ასეთი დატვირთვისთვის ენერგეტიკული
სისტემა მზად არ იყო“ [ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება,WWW.EIEC.GOV.GE, 24/12/2022,
15:50]. ზემოთ მოყვანილი სამეცნიერო ლიტერატურიდან მოყვანილი
არგუმენტები მსოფლიო ეკონომიკაში კლიმატური ცვლილებების როლს წარმოაჩენენ ,
აღნიშნული საკითხისადმი საკმაოდ ფრთხილი მიდგომა და სწორი გადაწყვეტილებების
მიღებაა საჭირო კაცობრიობის მხრიდან, რათა თავიდან ავიცილოთ ის კატასტროფები ,
რაც თან სდევს კლიმატის ცვლილებას და შესაბამისად აისახება ქვეყნის
კეთილდღეობასა თუ ჩამორჩენილობაში.

ბიბლიოგრაფია

1. ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება

2. ინაშვილი მედეა, კლიმატის ცვლილების გამოვლინებები და შედეგები. კლიმატის


ცვლილება და მდგრადი განვითარება, სალექციო მასალების კრებული , 2016

3. https://www.eiec.gov.ge/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B
%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B
%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.aspx , კლიმატის ცვლილება

4. http://weg.ge/sites/default/files/energy-and-climate-change_geo.pdf , კლიმატის
ცვლილება და ენერგეტიკის წინაშე მდგარი გამოწვევები საქართველოში და მათი
გადაჭრის გზები

You might also like