Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

სალექციო კურსი „მაკროეკონომიკა”

საგარეო ვალი

ლელა ბოხაშვილი

თამარ ხინიკაძე

გვანცა ძაბახიძე

ჯგუფი: 5

კურსის ხელმძღვანელი: ნანა ხეცურიანი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2024
ქვეყნის საგარეო ვალი არის სახელმწიფო ვალის ის ნაწილი, რომელიც ქვეყანამ ისესხა
უცხოური მსესხებლებისგან, მათ შორის, კომერციული ბანკებისგან, მთავრობებისგან
ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან. როგორც წესი, ქვეყნები საგარეო
ვალს მაშინ იღებენ, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებს არ ჰყოფნით რესურსები
დასახული მიზნების მისაღწევად.ეს ვალი ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს
გააფართოოს საკუთარი წარმოება და გაზარდოს ეკონომიკა, თუმცა სახელმწიფომ
იმაზე მეტი ვალი არ უნდა აიღოს, რისი გადახდისუნარიანობაც არ ექნება.

საგარეო ვალი იყოფა მოკლევადიან და გრძელვადიან ვალებად. მოკლევადიანი


მაქსიმუმ ერთ წელშია გადასახდელი, გრძელვადიანი კი – ერთი წლის შემდეგ.

ეკონომისტთა შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სისუსტე სწორედ


საგარეო ვალია. ვალის ზრდა კი ორი მიზეზით შეიძლება, ერთი – მეტი ვალის აღების,
მეორე – ვალუტის არამდგრადობით. საქართველოს შემთხვევაში, ბოლო წლებში,
ქვეყნის საგარეო ვალის გაზრდა ლარის კურსის გაუფასურებითა და პარალელურად,
მშპ-ის ზრდის ტემპის დაცემით იქნა გამოწვეული.

2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო ვალის ნაშთმა


შეადგინა 32,409 მლნ ლარი, აქედან კი საქართველოს საგარეო ვალის ნაშთი შეადგენს
23,956.6 მლნ ლარს.

საგარეო ვალის ფარდობა მშპ-თან

თუ რამხელა საგარეო ვალის აღება შეუძლია ქვეყანას თავისი ეკონომიკური


მდგომარეობით, განსაზღვრავს საგარეო ვალის ფარდობა ქვეყნის მთლიან შიდა
პროდუქტთან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებით,
განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების ვალის მიმართება მშპ-თან 40-50%-ს არ უნდა
აღემატებოდეს, რადგან აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა ქვეყნის მაკროეკონომიკური
მაჩვენებლების სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. თუმცა, მსოფლიოში დღეს
არსებული რეალური სიტუაცია ვერ მოდის თანხვედრაში ფონდის მიერ გაცემულ
რეკომენდაციასთან.

შედარებისთვის, 2014 წელს ქვეყნის საგარეო ვალის შეფარდება მშპ-თან დაახლოებით


24,6% იყო, 2018 წელს – 34.2%, 2019 წელს – 42,6 %, ხოლო 2020 წელს 58%-ს
მიუახლოვდა. სახელმწიფო საგარეო ვალის ნომინალური მაჩვენებლის მშპ-თან
შეფარდების მაჩვენებელი საქართველოში 2004-2007 წლებში იკლებდა. ნიშნულმა
2007 წლის საანგარიშო პერიოდში ყველაზე დაბალი მნიშვნელობა მიიღო. ომისა და
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე 2008-2010 წლებში სახელმწიფო ვალის მშპ-
თან მიმართების მონაცემი იზრდებოდა, 2011 წლიდან კი კლების ტენდენცია
განაახლა და 2013 წლის ჩათვლით მცირდებოდა. 2014 წლიდან მონაცემი ყოველი
წლისთვის იზრდება და 2020-ში სავალალო მდგომარეობას– 60%-ს – მიუახლოვდა.

როდესაც ადამიანს რაღაცის ყიდვა უნდა და თანხები არ ყოფნის უკვე ფიქრდება


იმაზე, რომ ფული ვინმესგან ისესხოს. დაახლოებით მსგავსი ვითარებაა ქვეყანაშიც,
როდესაც რომელიმე ქვეყანას, ან მის ფარგლებში არსებულ რომელიმე სახელმწიფო
ფინანსულ სტრუქტურას რაიმე ეკონომიკური მიზნის მისაღწევად არ ჰყოფნის
რესურსები, ის საგარეო ვალს იღებს. ქვეყნების უდიდეს ნაწილს მსოფლიოში აქვს
საგარეო ვალი, მათ შორის ყველაზე მეტად განვითარებულ ქვეყნებსაც კი. თუ
ქვეყანას იმაზე მეტი საგარეო ვალი აქვს, ვიდრე მის ეკონომიკას შეუძლია, რომ
გაუძლოს, როგორც წესი, კრიზისი იწყება. რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ
რაც უფრო დიდია ეკონიმიკა, მით უფრო დიდი რესურსი აქვს მას. ასეთ ქვეყნებს,
როგორც წესი, არ ექმნებათ პრობლემა საკუთარი კრედიტის ვალდებულებების
შესრულებისას. თუმცა ისეთი ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაც არც ისე დიდია,
შეიძლება პრობლემის წინაშე დადგნენ. როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიოს თითქმის
ყველა ქვეყანას აქვს საგარეო ვალი, არც საქართველოა გამონაკლისი. მოდით ვნახოთ,
რამდენია საქართველოს საგარეო ვალი, ვისთან გვაქვს და რა გავლენას ახდენს
ქვეყნის ეკონომიკაზე. როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით
ირკვევა, დღეისთვის, უცხოური წყაროებიდან მიღებული სესხები გამოიყენება
სხვადასხვა მხრივ საქართველოში. ძირითადად, ეს თანხა ხმარდება ისეთ
ინდუსტრიებს როგორიცაა ინფრასტრუქტურა და მისი რეაბილიტაცია, ქვეყნის
განვითარებისთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები, განათლება, და სხვა
მრავალი.

საქართველოს საგარეო ვალი 2010 წელს 5,821,168(ათასი) ლარს შეადგენდა, 2011


წელს ეს რიცხვი 6,026,155(ათასი) ლარამდე გაიზარდა, 2012 წელს კი 6 622 328(ათასი)
ლარი იყო, 2013 წელს ეს რიცხვი კიდევ გაიზარდა და 7,295,978(ათასი) ლარი
შეადგინა, 2014 წელს 7,826,743(ათასი) ლარი, 2015 წელს 10,333,776(ათასი)
ლარიშეადგინა, 2016 წელს 11,952,199(ათასი) ლარი, 2017 წელს კიდევ გაიზარდა და
მაჩვენებელმა 13,420,829(ათასი) ლარი, 2018 წელს 14,544,890(ათასი) ლარი, 2019 წელს
16,463,505(ათასი) ლარი, 2020 წელს 24,689,731(ათასი) ლარი, 2021 წელს
25,416,875(ათასი) ლარი, 2022 წელს 22,549,885(ათასი) ლარი, 2023 წელს
23,956,573(ათასი) ლარი.
6,622,328
ჯჯჯჯჯჯკლკგ6 026 155

გრაფიკი 1

5 821 168

წლები
30000000

25000000

20000000

15000000

10000000

5000000

0
2008 2010 2012 2014 2016 2018 2020 2022 2024

წყარო: https://www.mof.ge/5721

სომხეთი ისევე, როგორც საქართველო ერთ-ერთი განვითარებადი ქვეყანაა.


სომხეთის ეკონომიკა 2019 წელს 7.6%-ით გაიზარდა,რაც უმაღლესი მაჩვენებელი
იყო 2007 წლის შემდეგ, თუმცა მკვეთრად, 5.7%-ით შემცირდა 2020 წელს, რაც
მეტწილად 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომით იყო გამოწვეული. The Heritage
Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 2020 წლის ანგარიშის
მიხედვით სომხეთი „მეტწილად თავისუფალ“ ეკონომიკას წარმოადგენს და 34-ე
ადგილზეა, რითის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ყველა სახელმწიფოსა
და ევროპის კავშირის ზოგიერთ სახელმწიფოს
(კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, და
იტალია) უსწრებს. 2012-2018 წლებში სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 40.7%-ით
გაიზარდასომხთის სახელმწიფო ვალის წილი მშპ-ში 2012 წელს შეადგენდა 35.6%,
2016 წელს აღინიშნა სახელმწიფო ვალის შედარებითი ზრდა, რომელიც შეადგენდა
51.929%; რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2020 წელს (63.474%),შემდეგ კი
დაიწყო კლება, 2021 წელი-60.248% 2022 წელი - 49.273% 2023 წელი - 49.635%

გრაფიკი 2

მსპ-ს წილი სომხეთში


120000

100000

80000

60000

40000

20000

0
2012 2014 2016 2018 2020 2022 2024

წყარო: https://tradingeconomics.com/armenia/government-debt-to-gdp

სომხეთის საგარეო ვალი გაიზარდა 15464,07 მილიონ აშშ დოლარამდე 2023 წლის
მეოთხე კვარტალში 15336,91 მილიონი აშშ დოლარიდან 2023 წლის მესამე
კვარტალში. საგარეო ვალი სომხეთში საშუალოდ 6699,79 მილიონი აშშ დოლარი იყო
1999 წლიდან 2023 წლამდე, რაც მიაღწია 154 მილიონ აშშ დოლარს ყველა დროის
მაქსიმუმს4040154 მილიონ აშშ დოლარს. 2023 წლის მეოთხე კვარტალი და
რეკორდულად დაბალი 1155,60 მილიონი აშშ დოლარი 1999 წლის პირველ
კვარტალში.

გრაფიკი 3
სომხეთის საგარეო ვალი , გამოსახული მლნ $
120000

100000

80000

60000

40000

20000

0
2012 2014 2016 2018 2020 2022 2024

წყარო: https://tradingeconomics.com/armenia/external-debt

ვალის გავლენა ეკონომიკაზე: მთავრობას ან კომპანიას სურს სესხის აღება უცხოური


კრედიტორსბისგან სხვადასხვა მიზეზის გამო. საგარეო ვალის გადაჭარბებული
რაოდენობა აფერხებს ქვეყნების შესაძლებლობას განახორციელონ ინვესტიციები
ფინანსურ პერსპექტივაში, განათლების, ინფრასტრუქტურის თუ ჯანდაცვის გზით,
რადგან მათი შემოსავლი იხარჯება სესხების დაფარვაზე. ეს გრძელვადიან
პერსპექტივაში ეკონომიკური განვითარების გამოწვევაა. ვალის არაეფექტურმა
მართვამ, ისეთ შოკებთან ერთად, როგორიცაა ნავთობის ფასების ვარდნა ან
ექსტრემალური ეკონომიკური რეცესია, ასევე შეიძლება გამოიწვიოს სავალო
კრიზისი.

მაღალი სახელმწიფო ვალი ხელს უწყობს ინფლაციის გაზრდას. თუ ინფლაცია


მაღალია ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ქვეყნის სახელმწიფო ვალუტაზე.
იმისთვის, რომ ქვეყანამ რამენაირად გაისტუმროს ვალი შეიძლება ყველაზე ცუდ
შემთხვევაში, ფულის უკონტროლო გამოცემა დაიწყოს, რამაც მისი ფასი შეიძლება
საგრძნობლად შეასუსტოს და დაბლა დასწიოს. მაღალი ვალი ნეგატიურად
მოქმედებს ქვეყნის ვალუტაზე და ამცირებს მის ფასს.
ვალის შემცირების გზები:

1.ობლიგაციების ყიდვა- ეკონომიკური რყევების დროს მთავრობების ცდილობენ


ეკონომიკის სტიმულირებას მათ მიერ გამოშვებული ობლიგაციების ყიდვით. მაგ.
აშშ-ს რეზერვი ყიდულობდა სახელმწიფო ობლიგაციებსა და ფასიან ქაღალდებს
რათა ხელი შეეწყო ეკონომიკური ზრდისთვის და ამით შეძლო 2007-2008 წლების
ფინანსური კრიზისიდან გამოსვლა.

2.საპროცენტო განაკვეთის შემცირება-საპ. განაკვეთის დაბალ დონეზე შენაჩუნებამ


შეიძლება ხელი შეუწყოს ეკონომიკის სტიმულირებას, საგადასახადო შემოსავლების
გამომუშავებას და, საბოლოოდ ეროვნული ვალის შემცირება. დაბალი საპროცენტო
განაკვეთები ქმნის სამუშაო ადგილებს და ზრდის საგადასახადო შემოსავლებს.

3.გადასახადების გაზრდა:მთავრობებს შეუძლიათ გაზარდონ გადასახადები, რათა


გადაიხადონ ხარჯები და გადაიხადონ თავიანთი დავალიანება.

გამოყენებული მასალა:

 https://www.investopedia.com/articles/economics/11/successful-ways-government-reduces-
debt.asp
 https://corporatefinanceinstitute.com/resources/economics/foreign-debt/#:~:text=Excessive
%20amounts%20of%20foreign%20debt,development%20in%20the%20long%20term.
 https://forbes.ge/saqarthvelos-sagareo-vali-2/
 https://www.mof.ge/5721
 https://tradingeconomics.com/armenia/government-debt-to-gdp

You might also like