Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

დავალება #1

მეცნიერება საქმიანობაა, რომელიც ახალ ცოდნას ქმნის. მისი მთავარი დანიშნულება კი


ისაა, ჯერ გაარკვიოს და შემდეგ ახსნას. ამრიგად, მეცნიერების მიზანია, უცნობი
საკითხების აღმოჩენა, ცოდნის შეგროვება, გაანალიზება და მისი სარგებლიანად ქცევა ,
რაც გამოიხატება სწავლებაში, მიღებული ცოდნის გადაცემაში.
მეცნიერების მთავარი განმარტება: სხვების მიერ შექმნილი ცოდნის გაცნობა და მასზე
დაყრდნობით ახალი ცოდნის შექმნა.
კვლევა ნიშნავს კითხვების დასმას და ფაქტების, მონაცემების მოძიებას მათზე პასუხის
გასაცემად (თურაბიანი 2007, 25). კვლევა ინდივიდუალურად ან ჯგუფურად
განხორციელებული მიზნობრივი ძიებაა. სწორედ კვლევის საშუალებით იქმნება ახალი
ცოდნა სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინაში.
ობიექტურობა (ინტერსუბიექტურობა5 ): სამეცნიერო ნაშრომი უნდა იყოს მაქსიმალურად
ნეიტრალური და მასში არ უნდა ვლინდებოდეს ავტორის პირადი სიმპათიები ან
დამოკიდებულება საკვლევი საკითხის მიმართ. ნეიტრალური პოზიცია იმის წინაპირობაა ,
რომ თუ მკითხველი სხვა დროს, სხვა ადგილას მსგავს გზას აირჩევს კვლევის
წარმართვისას, იმავე შედეგებს მიიღებს, როგორიც თქვენმა ნაშრომმა წარმოაჩინა .
ობიექტურობა მიიღწევა საკუთარი თავის კონტროლით. ჩამოაყალიბეთ თქვენი
დაკვირვებები და არგუმენტები საქმიანად და მიუკერძოებლად . არა ამგვარად : „დიდი
ძალისხმევის შედეგად მივედი(თ) იმ დასკვნამდე, რომ“, ან „დიდი ხანია ვვარაუდობ (თ )“,
არამედ შეძლებისდაგვარად დამოუკიდებლად, ყოველგარი პიროვნულობის
გამომჟღავნების გარეშე და ლოგიკური დასკვნა-დასაბუთების საფუძველზე : „ეს
მაგალითი ცხადჰყოფს“, „ანალიზის შედეგად საცნაურდება, რომ“, „აღნიშნულის
საფუძველზე აშკარაა, რომ“ და ა.შ. ამ კრიტერიუმის შესასრულებლად თავი შეიკავეთ
ემოციური და დაუსაბუთებელი მოსაზრებებისგან, არგუმენტაციისას წარმოაჩინეთ
მრავალი პერსპექტივის შესაძლებლობა და მიეცით მკითხველს მეტი სივრცე
დამოუკიდებლად აზროვნებისთვის.
აზრობრივი და ენობრივი სიცხადე: სამეცნიერო ნაშრომის ენა უნდა იყოს მარტივი ,
ერთმნიშვნელოვანი და ზუსტი, წინადადებები უნდა იყოს მკაფიოდ აგებული და არ
იძლეოდეს ინტერპრეტაციების საშუალებას. აღნიშნულის მისაღწევად, წერეთ სადად ,
ერიდეთ ხატოვან სტილს და გრძელ (რთულ ქვეწყობილ) წინადადებებს , რაც ართულებს
ტექსტის წაკითხვას და კიდევ უფრო მეტად — მის გაგებას. ამასთან, ყურადღება უნდა
დაუთმოთ მართლწერის საკითხებს, არ დაუშვათ გრამატიკული, ბეჭდური და
სტილისტური შეცდომები. მიეჩვიეთ სამეცნიერო მეტა-ენით (აღწერითი ენა ) წერას და
ზომიერად გამოიყენეთ საკვლევ საკითხთან დაკავშირებული დარგობრივი ტერმინები ,
საჭიროების შემთხვევაში კი განმარტეთ ისინი, რათა ტერმინთა მრავალმნიშვნელობამ
გაუგებრობა ან ბუნდოვანება არ აღძრას მკითხველში.
თუმცა, სამეცნიერო ნაშრომებს ერთმანეთისგან განასხვავებთ შემდეგი ასპექტები : თემის
დამუშავების დრო, მოცულობა, კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგია, მისაღწევი
აკადემიური ხარისხი და გამოქვეყნების ვალდებულება. აკადემიურ სივრცეში ძირითადად
იწერება შემდეგი ტიპის სამეცნიერო ნაშრომები: საშინაო ნაშრომი: იგი პირველი
სამეცნიერო ტექსტია, რომლის შექმნაც უნივერსიტეტში სწავლისას მოგიწევთ . მისი
მოცულობა სხვადასხვაგვარია სხვადასხვა ქვეყნის აკადემიურ სივრცეში . ზოგ ქვეყანაში
(შვედეთი) იგი მოიცავს 5-10 გვერდს, ზოგში (გერმანია) – 15-20 გვერდს, ზოგშიც (ავსტრია) –
25-30 გვერდს. კონკრეტული ლექციის ფარგლებში, სტუდენტი ირჩევს ერთ თემას,
დამოუკიდებლად იკვლევს მას და სემესტრის ბოლოს დასკვნითი შეფასების მისაღებად
უგზავნის კურსის ხელმძღვანელს. საშინაო ნაშრომზე მუშაობისას სტუდენტმა უნდა
შეძლოს საკვლევი საკითხის/პრობლემის მეცნიერულად დამუშავება : საკითხის დაყოფა -
დანაწევრება, გაანალიზება, სამეცნიერო ლიტერატურის დახმარებით ამ საკითხის
ახლებურად წარმოჩენა ან პრობლემის ამოხსნის გზების ჩვენება. სასემინარო ნაშრომი :
როგორც იცით, სემინარი აყირავებს სასწავლო პროცესს. სემინარის მსვლელობისას არა
ლექტორი, არამედ სტუდენტები ამუშავებენ სიღრმისეულად ყოველდღიური ცოდნა
სამეცნიერო ცოდნა ცოდნის შექმნა ცხოვრებისეული გამოცდილებით , შეგრძნებებით ,
ინტუიციით და ა.შ. გროვდება. დაკვირვებების, აღმოჩენების, კვლევა-ძიების, ანალიზის
შედეგად იქმნება და ემყარება უკვე არსებულ ცოდნას. ცოდნის ობიექტურობა ცოდნა
პირდაპირ უკავშირდება პიროვნებას და ამრიგად, იგი მიკერძოებული და სუბიექტურია .
პიროვნება და ცოდნა გამიჯნულია ერთმანეთისგან. ცოდნა ინტერსუბიექტურია და
ამდენად, იგი საკვლევ საგნებს მიუკერძოებლად შეისწავლის. ცოდნის რეპრეზენტაცია
ყოველდღიური მეტყველების ენით გადაიცემა და იბეჭდება მაგ. პოპულარულ
ჟურნალებში, გაზეთებში და ა.შ. სამეცნიერო მეტა-ენით აღწერს საკვლევ ობიექტს და
იბეჭდება აკადემიურ გამოცემებში. 16 კონკრეტულ თემებს და გადასცემენ ცოდნას
ჯგუფელებს. სემინარზე იქმნება პირობები იმისთვის, რათა საკითხები დამუშავდეს
დამოუკიდებლად ან თანამშრომლობით (გუნდურად). სასემინარო ნაშრომის
შესაქმნელად, როგორც წესი, ერთი სემესტრია საჭირო. სემესტრის დასაწყისში
სტუდენტები ინაწილებენ თემებს. სემესტრის განმავლობაში, სემინარებზე , ისინი
ლექტორთან ერთად განიხილავენ არჩეულ თემას და სემესტრის ბოლოს წარადგენენ
ჯგუფში მოხსენების/რეფერატის სახით. სასემინარო ნაშრომი მოიცავს 8-12 გვერდს ,
ხოლო მოხსენება, რეფერატი გრძელდება 10-15 წუთი. საბაკალავრო ნაშრომი: მარტივად
რომ ვთქვათ, იგი საშინაო ნაშრომის ვრცელი ფორმაა. საბაკალავრო ნაშრომს სტუდენტი
ბაკალავრიატის ბოლო სემესტრში ქმნის. მისი მოცულობა დაახლოებით 30-40 გვერდით
განისაზღვრება. საბაკალავრო ნაშრომში სტუდენტი იკვლევს და ამუშავებს კონკრეტულ
საკითხს უკვე არსებული სამეცნიერო ლიტერატურის დახმარებით . სტუდენტს ევალება
საკითხზე არსებული სამეცნიერო ლიტერატურის და მონაცემების შეგროვება ,
გაანალიზება, კონკრეტული საკვლევი მეთოდის შერჩევა, კვლევის დაგეგმა /წარმართვა
და შემდეგ გადმოცემა. ნაშრომში ასახული უნდა იყოს საბაკალავრო საფეხურზე სწავლის
განმავლობაში შეძენილი თეორიული და დარგობრივი ცოდნა. სამაგისტრო ნაშრომი :
მისი მოცულობა დაახლოებით 50-70 გვერდია. მასში სტუდენტმა უნდა გამოავლინოს
კომპლექსური პრობლემების გადაჭრის ახალი, ორიგინალური მეთოდების
შემუშავება/გამოყენების უნარი. სტუდენტმა არგუმენტირებული მსჯელობით და ანალიზით
უნდა წარმოაჩინოს კონკრეტულ საკვლევ საკითხზე არსებული მდგომარეობა სამეცნიერო
დისციპლინაში. სადოქტორო ნაშრომი: განსხვავებით საბაკალავრო და სამაგისტრო
ნაშრომებისგან, სადოქტორო ნაშრომით დოქტორანტი ქმნის ახალ ცოდნას და აფასებს
მის მნიშვნელობას. მისი მოცულობა დამოკიდებულია შესაბამის დარგზე და ზოგადად
განისაზღვრება 120- 300 გვერდებით. მისი მთავარი დანიშნულებაა, რომელიმე
დარგი/დისციპლინა წასწიოს წინ. სამეცნიერო სტატია: კვლევითი სტატიაც, დისერტაციის
მსგავსად, ახალი ცოდნის შექმნას ისახავს მიზნად. დისერტაციისგან განსხვავებით იგი
შედარებით მცირე ზომის ნაშრომია, ფოკუსირებულია ერთ კონკრეტულ საკითხზე , ასახავს
ავტორის ან ავტორთა ჯგუფის ორიგინალურ კვლევას და არგუმენტირებულ მიგნებებს .
მეტწილად იბეჭდება სამეცნიერო კრებულებში/ჟურნალებში და მის მოცულობასა და
სტილს სწორედ კრებულის გამომცემლობა განსაზღვრავს.

You might also like