Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

სალექციო კურსი „ბიზნესის საფუძვლები”

რეალური კომპანიის აღწერა

Extra.ge

ლელა ბოხაშვილი

სოფო თოდაძე

სალომე ნაცვალაძე

კურსის ხელმძღვანელი: თამარ ბერელაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2024
Extra.ge არის მაღაზიების ციფრული პლატფორმა, რომელიც პანდემიამდე 1 თვით ადრე,
2020 წლის 29 თებერვლიდან, გამოჩნდა ქართულ ბაზარე. Extra.ge-ს მფლობელი კომპანია
JSC Digital Area, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი მიშა კოდუაა. მისი მთავარი მიზანია,
მომხმარებელს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეუქმნს, სადაც ის დროის დაზოგვას
და სასურველი, ხარისხიანი პროდუქტის მოძიებას, რიგების გარეშე შეძლებს.

Extra.ge ზე მომხმარებელს მარტივად შეუძლია 20 კატეგორიაში მოიძიოს და შეიძინოს 700-


მდე მაღაზიის 120 000-ზე მეტი პროდუქტი.

მეორე მხრივ, Extra.ge პარტნიორ მაღაზიებს საშუალებას აძლევს, რომ მათ თავიანთი
პროდუქტების გაყიდვები ახალ ციფრულ არხებში გადაიტანონ, რათა პროდუქციის
მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდეს. Extra.ge-ის დახმარებით
ბრენდები ხსნიან ონლაინ ფილიალს, რომლის საშუალებითაც ყოველთვიურად წვდომა 500
000-ზე მეტ მომხმარებელზე ეხსნებათ. ამით ისინი ზრდიან გაყიდვებს და ამასთანავე
ლოჯისტიკის, თანამშრომლებისა და ფართის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზოგავენ.

Extra.ge-ს მთავარი უპირატესობებია:

 მარტივი ინტერფეისი — ასორტიმენტის მრავალფეროვნება არ აბნევს


მომხმარებელს, ადვილადაა შესაძლებელი სასურველი პროდუქტის მოძებნა-
შეძენა.
 ექსტრას მრჩეველი — ნებისმიერ მომენტში მზადაა თქვენი ინტერესის
დასაკმაყოფილებლად, გეხმარებათ შერჩევაში, გაწვდით სრულყოფილ
ინფორმაციას პროდუქტზე, გეხმარებათ შედარების გაკეთებაში და სწორი
გადაწყვეტილების მიღებაში.
 დაბალი ფასები — ეს ის მთავარი უპირატესობაა, რაც ექსტრას სხვა ონლაინ
მაღაზიებისგან გამოარჩევს. ექსტრა ხშირად ანებივრებს მომხმარებლებს
ფასდაკლებებით და საჩუქრებით.
 მაღალი ხარისხის პროდუქტები — ექსტრაზე წარმოდგენილი პროდუქცია
ორიგინალია და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
 გარანტია — ტექნიკას აუცილებლად მოყვება გარანტია, რომელიც ქარხნული
წუნის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს შეცვლას, დაზიანების
შემთხვევაში — შეკეთებას
 ექსკლუზიური დღის შეთავაზება
 ყველაზე დიდი ასორტიმენტი და არჩევანი ერთ საიტზე - 700მდე მაღაზიის 120,000-
ზე მეტი პროდუქტი
 მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით
 მუდმივად განვითარებადი პლატფორმა (web& app)
 საუკეთესო ფასის გარანტია
o იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი უფრო იაფად ნახავს ანალოგიურ
პროდუქტეს ჩვენ მას სხვაობა აუნაზღაურებთ

 მრავალფეროვანი გადახდის მეთოდები:


o ბარათი,
o განვადება,
o ლოიალური ქულები,
o საფულე,
o ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორება (კურიერთან)
Extra.ge საქართველოში ელექტრონული ეკომერციის ლიდერი პლატფორმაა და
საკმაოდ მზარდია მისი წლიდან წლამდე გაყიდვების ტემპი. ჯერჯერობით თვეში
საშუალოდ 5,000+ მიტანილი შეკვეთა და საშუალოდ 1,200,000 ლარის ბრუნვა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ extra.ge-ზე 20 კატეგორიაზე მეტი პროდუქტი არის


განთავსებული. დღევანდელი მდგომარეობით მომხმარებელში ყველაზე დიდი
პოპულარობით სარგებლობს შემდეგი კატეგორიის პროდუქტები:
 ტექნიკა
o მობილური
o ტელევიზორი
o კონდიციონერი
o ნოუთბუქი
o სარეცხი მანქანა
o მტვერსასტური
 სახლი და ეზო
 სათამაშოები
 ინდუსტრიული ინვენტარი
 მშენებლობა და რემონტი

Extra.ge-ზე არის პროდუქტების ყველაზე დიდი არჩევანი, რაც მომხმარებელს აძლევს


საშუალებს რომ სახლიდან გაუსვლელად დაათვალიეროს, შეადაროს (ფასი, პირობა,
მახასიათებელი) და შეიძინოს სასურველი პროდუქტი. მსოფლიოში ყველაზე
პოპულარული პროდუქტი გაყიდვების მიხედვით არის მობილური ტელეფონი.
Extra.ge არ არის გამონაკლის და ფეხსუწყობს მსოფლიო ტრენდებს.

Extra.ge მომხმარებლებს სთავაზობს მუდმივ მრავალფეროვან შეთავაზებებს, რაც


კიდევ უფრო მეტად ახალისებს მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღებას, რომ
იშოპინგოს უფრო ხელსაყრელი პირობებით ონლაინ.

ონლაინ შოპინგის წახალისების მიზნით, ხშირად პროდუქტის ფასი უკეთესი


გამოდის ონლაინ, ვიდრე ფიზიკურ მაღაზიაში. რაც, რა თქმა უნდა, მომხმარებლს
დადებითად განაწყობს.

Extra.ge-ზე შოპინგი შესაძლებელია ნებისმიერი მომხმარებლისთვის


განურჩევლად:სქესის,რასის, ეროვნების და ასაკის, როგორც საქართველოს
მოქალაქეებისათვის ასევე უცხოელებისთვის. ასევე ქართველი ემიგრანტი
მომხმარებლები აკეთებენ შესყიდვებს თავიანთი ქართველი ოჯახის წევრებისთვის.

დღევანდელი მონაცემებით 700-მდე მაღაზია არის Extra.ge-ს პარტნიორი.


მერჩანტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია და პლატფორმის
განვითარებასთან ერთად მისი რიცხვი კიდევ უფრო მეტად იზრდება. კომერციის
გუნდის წევრები ყოველდღიურად მუშაობენ ახალი მერჩანტების დამატებაზე და
ასევე არსებული კონტენტის დროულად განახლებასა და შევსებაზე.

თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს ტექნიკური ინტეგრაციის


პროცესი, რომლის დახმარებითაც ინფორმაციის გაცვლა ხდება ონლაინ რეჟიმში 24/7.

Extra.ge-ს მომხმარებელი არიან როგორც ფიზიკური პირები ასევე პარტნიორი


მაღაზიები. შესაბამისად მისი განვითარების გეგმა გამიზნულია ორივე
მიმართულებით.

პარტნიორ მაღაზიებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით extra.ge-იმ შექმნა


მაღაზიებთან ურთიერთობის სამართავი პანელი, სადაც ერთ სივრცეში ხდება
შეკთვეთასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის წარმოება. (end-to-end process)

ხოლო, საცალო გაყიდვებისთვის დაგეგმილი აქვს შემდეგი სიახლეები:


 Q-commerce - რაც გულისხმობს შეკვეთის მიღებას განთავასებიდან 30 წუთის
განმავლობაში. ეს სერვისი ხელმისაწვდომი იქნება თბილისში და ბათუმში
 Pick & drop off locations - მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა რომ შეკვეთილი ამანათი
მისთვის სასურველი ლოკაციიდან სასურველ დროს თავად წაიღოს.
 Delivery options - დაჩქარებულად ან ან სასურველ დღეს და დროს ამანათის მიღების
არჩევის შესაძლებლობა
Extra.ge შუამავლის როლს ასრულებს ასობით მაღაზიასა და მომხმარებლებს შორის,
თვითონ კი მარაგებს არ ფლობს. პლატფორმაზე ნივთის შეკვეთის დროს, Extra.ge ახდენს
შესაბამის მაღაზიაში ნივთის დარეზერვებას, შემდეგ წამოღებას კომპანიის
მასორტირებელ ცენტრში, საიდანაც ნივთის მიწოდება ხდება მომხმარებლამდე . კომპანია
პოზიციონირებს როგორც პროდუქციაზე საუკეთესო ფასის მქონე პლატფორმა .
შუამავლის როლი და “საუკეთესო ფასის გარანტიის” პრინციპი წარმოადგენს ძირითად
მიზეზს თუ რატომ აქვს კომპანიას დაბალი საერთო მოგების მარჟა (gross profit margin).

შედარებისთვის, Veli.store განსხვავებული პრინციპით მოქმედებს. ყველა ნივთი,


რომელიც კომპანიის ვებგვერდზე იყიდება, განთავსებულია Veli.store-ის საწყობში,
საიდანაც ხდება დისტრიბუცია მომხმარებლამდე. მსგავსი მიდგომა უზრუნველყოფს
ნივთის მიტანამდე საჭირო დროის მინიმუმამდე შემცირებას, რაც კომპანიის
ძირითად კონკურენტულ უპირატესობად აღიქმება. საწყობში განთავსებულია
როგორც ადგილობრივი, ასევე თვითონ კომპანიის მიერ იმპორტირებული
პროდუქცია, რაც დამატებითი მარჟის მიღების შესაძლებლობას იძლევა .

ექსტაჯის დღევანდელი მდგომარეობით, Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული კვლევის


მიხედვით ქვეყანაში ecommerce-ის წილი დაბალია და ჯამში მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ერთ-
ერთი მთავარი გამოწვევა არის მომხმარებლის ქცევის შეცვალა, რაც გულისხმობს, რომ
მომხმარებელმა უფრო აქტიურად დაიწყოს შოპინგი ონლაინ სივრცეში ფიზიკურთნ
შედარებით. ამ მაჩვენებლის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ეკომის სექტორის გაძლიერება,
ახალი ან არსებული პლატფორმების გაფართოება, რაც შედეგად მომხმარებლის ქცევის
შეცვლაზე დადებით შედეგს იქონიებს. საერთაშორისო ბენჩმარკის მიხედვით იქომერსის
წილი საშუალოდ 15%-ია. ექსტრაჯის მიზანია, რომ 5 წლის ვადაში ჯამურად
საქართველოში იქომერსის წილი გაიზარდოს 15%-მდე.

გამოყენებული მასალა:

 https://extra.ge/static/FAQ?fbclid=IwAR3W175FIoL1qM9QlNyKq3kEjGuY2XKvDggnwejs-
TM1MaGVsAaPPkuj-tA
 https://extra.ge/static/about-us?
fbclid=IwAR03hq4DdIFVevk7XOE4qakIEJ3tjTwkObN2lgo6Z45TzCWsB1ofyMfXHqY
 https://www.marketer.ge/extra-ge-online-commerce/?
fbclid=IwAR0FG2PKofq_cjsiiFC7R50u90_zS0KlaEeLC9RkHUfVWy8pRHrhI6XASgM
 https://on.ge/story/81042-extra-ge-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A
%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98-
%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C
%E1%83%94%E1%83%A2-%E1%83%9B
%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90?
fbclid=IwAR31Fla_IQnHUGAG9Uh9HdAwei9zHXG0hKKTVB4xeZN6tB_r3yE0XjIISpE

You might also like