Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები

საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება № 43259408

07 ივნისი 2024 წელი


კრედიტის საპროცენტო განაკვეთი

კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი - ცვლადი

კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი:


საკრედიტო ლიმიტის განაღდების/სავაჭრო/მომსახურების ობიექტში გახარჯვისას, გადახდის თარიღში
გახარჯული თანხის სრულად დაფარვის/გადახდის შემთხვევაში(თუ შესაბამისი გადახდის თარიღის
წინა გადახდის თარიღში არ დაფიქსირებულა ვადაგადაცილება) კრედიტის წლიური საპროცენტო
განაკვეთი: 0%
საკრედიტო ლიმიტის განაღდების შემთხვევაში: 26.00%
საკრედიტო ლიმიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში გახარჯვის შემთხვევაში: 22.00%

იმ დაშვებით, რომ საკრედიტო ლიმიტის გახარჯვა მოხდება ლიმიტის გააქტიურების დღეს,


ყოველთვიურად მოხდება მხოლოდ მინიმალური შენატანის განხორციელება, ლიმიტი კი 12 თვეში
საბოლოოდ დაიფარება, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება:
საკრედიტო ლიმიტის განაღდების შემთხვევაში: 38.10%
საკრედიტო ლიმიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში გახარჯვის შემთხვევაში: 24.50%
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების
დროს მოქმედი საპროცენტო განაკვეთი მუდმივია და უტოლდება კრედიტის საწყის საპროცენტო
განაკვეთს.

ფინანსური ხარჯები
თანხის ბანკომატიდან განაღდების საკომისიო: 3.9%, მინიმუმ 5.9 ლარი
საკრედიტო ბარათის წლიური საკომისიო: 12.50 ლარი
შენატანები განისაზღვრება ათვისებული თანხისა და დაფარვის ვადების შესაბამისად.

სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია


საკრედიტო ბარათის ლიმიტი: 800.00 ლარი

კლიენტის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა თანხის განაღდების და საკრედიტო ლიმიტის
მინიმალური შენატანებით დაფარვის შემთხვევაში: 919.28 ლარი
კლიენტის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა სავაჭრო ობიექტიდან თანხის ათვისების და
საკრედიტო ლიმიტის მინიმალური შენატანებით დაფარვის შემთხვევაში: 904.86 ლარი
კრედიტის ვადა: განუსაზღვრელი ვადით
ხელშეკრულების მოქმედების ვადა: განუსაზღვრელი ვადით

პირგასამტეხლო მინიმალური გადასახადის გადახდის ვადის გადაცილებისთვის:

კლიენტი

1/5
ვადაგადაცილებულ მინიმალურ გადასახადში შემავალი ძირი თანხის 2.00 (ორი) %, ყოველ
ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს ბარათიდან ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 0.27%-ისა
ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დამატებით ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე,
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე, ერთჯერადად
20 (ოცი) ლარი. პირგასამტეხლო დავალიანების გადაუხდელობის გამო საკრედიტო ბარათის გაუქმების
შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის: ვადაგადაცილებული დავალიანების 0.2%.
ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური
მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.

ბანკი უფლებამოსილია კლიენტისათვის წინამდებარე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების


ცვლილების შემთხვევაში 2 (ორი) თვით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით, ხოლო სხვა საფინანსო
პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში ერთი თვით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით, ნებისმიერ
დროს, ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები. ამასთან, წინამდებარე ხელშეკრულების
მნიშვნელოვანი პირობებით გათვალისწინებული კლიენტის ქმედებით გამოწვეული გარემოებების
დადგომის გამო ხელშეკრულების ცვლილებისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბანკი კლიენტს
ატყობინებს აღნიშნულის შესახებ, ცვლილებების განხორციელებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
კლიენტისათვის აღნიშნული შეტყობინების გაგზავნა განხორციელდება წერილობით ან/და
ელექტრონულად ბანკში კლიენტის მიერ დაფიქსირებულ მისამართზე კურიერის ან ფოსტის
საშუალებით ან/და ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, დისტანციური
საბანკო მომსახურების (მათ შორის, მობილ ბანკის, ინტერნეტ ბანკის ან/და სხვა) მეშვეობით.
ხელშეკრულების პირობების ცვლილება, რომელიც ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ, არ
საჭიროებს კლიენტის თანხმობას ან/და მოწონებას ან/და რაიმე ფორმით კლიენტის ინფორმირებას.

კლიენტს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, თავისუფალი
წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველთვიურ უფასო ამონაწერს კლიენტი მიიღებს წერილობით ან
ელექტრონულად - დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით.

გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-


გვერდსა - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე 032 2 406 406

ბანკი კლიენტი

2/5
საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება № 43259408

07 ივნისი 2024 წელი

ბანკის სახელწოდება (საფირმო): სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკი


ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი: 204378869
საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის/ლიცენზირების ფორმა: კომერციული ბანკი
ბანკის იურიდიული მისამართი და ტელეფონი: ქ. თბილისი, გაგარინის ქ. N29ა; 2 44 44 44

კლიენტის სახელწოდება (საფირმო)/სახელი, გვარი: საბა ოდიშვილი


კლიენტის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: 01019088724

კრედიტის საპროცენტო განაკვეთი

კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი - ცვლადი

კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი:


საკრედიტო ლიმიტის განაღდების/სავაჭრო/მომსახურების ობიექტში გახარჯვისას, გადახდის თარიღში გახარჯული თანხის
სრულად დაფარვის /გადახდის შემთხვევაში(თუ შესაბამისი გადახდის თარიღის წინა გადახდის თარიღში არ
დაფიქსირებულა ვადაგადაცილება) კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი: 0%
საკრედიტო ლიმიტის განაღდების შემთხვევაში: 26.00%
საკრედიტო ლიმიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში გახარჯვის შემთხვევაში: 22.00%

იმ დაშვებით, რომ საკრედიტო ლიმიტის გახარჯვა მოხდება ლიმიტის გააქტიურების დღეს, ყოველთვიურად მოხდება
მხოლოდ მინიმალური შენატანის განხორციელება, ლიმიტი კი 12 თვეში საბოლოოდ დაიფარება, ეფექტური საპროცენტო
განაკვეთი იქნება:
საკრედიტო ლიმიტის განაღდების შემთხვევაში: 38.10%
საკრედიტო ლიმიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში გახარჯვის შემთხვევაში: 24.50%

კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი
საპროცენტო განაკვეთი მუდმივია და უტოლდება კრედიტის საწყის საპროცენტო განაკვეთს

ფინანსური ხარჯები
თანხის ბანკომატიდან განაღდების საკომისიო: 3.9%, მინიმუმ 5.9 ლარი
საკრედიტო ბარათის წლიური საკომისიო: 12.50 ლარი
შენატანები განისაზღვრება ათვისებული თანხისა და დაფარვის ვადების შესაბამისად.

სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია

კრედიტის ტიპი: საკრედიტო ბარათი


კლიენტის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა თანხის განაღდების და საკრედიტო ლიმიტის მინიმალური
შენატანებით დაფარვის შემთხვევაში: 919.28 ლარი
კლიენტის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა სავაჭრო ობიექტიდან თანხის ათვისების და საკრედიტო ლიმიტის
მინიმალური შენატანებით დაფარვის შემთხვევაში: 904.86 ლარი
საკრედიტო ბარათის ლიმიტი: 800.00 ლარი
კრედიტის ვადა: განუსაზღვრელი ვადით
ხელშეკრულების მოქმედების ვადა: განუსაზღვრელი ვადით

შენატანების ოდენობა, სიხშირე/შენატანების განხორციელების მაქსიმალური ვადები და საერთო რაოდენობა: შენატანები


განისაზღვრება ათვისებული თანხისა და დაფარვის ვადების შესაბამისად.

ბანკის მიმართ ერთზე მეტი მიმდინარე ვადამოსული/ვადაგადაცილებული დავალიანების/ვალდებულების არსებობისას, იმ

3/5
შემთხვევაში თუ კლიენტის ანგარიშზე განთავსებული თანხა არ არის/იქნება საკმარისი ერთზე მეტი
ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების/დავალიანების სრულად შესასრულებლად, კლიენტი უფლებამოსილია
ასეთი შემთხვევის დადგომის დღეს, ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში ვიზიტით შესაბამისი დღის სამუშაო დღის ბოლომდე,
აირჩიოს ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების/დავალიანების დაფარვის რიგითობა. ამასთან, იმ
შემთხვევაში თუ კლიენტი არ აირჩევს ვალდებულების/დავალიანების დაფარვის რიგითობას, პირველ რიგში დაიფარება ის
ოვერდრაფტი, რომელიც ვადაგასულია, შემდგომ საკრედიტო ბარათების, კრედიტების, ვადიანი ოვერდრაფტებისა და
სალომბარდო სესხის დავალიანება, თუ ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

პირგასამტეხლო მინიმალური გადასახადის გადახდის ვადის გადაცილებისთვის:


ვადაგადაცილებულ მინიმალურ გადასახადში შემავალი ძირი თანხის 2.00 (ორი) %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე,
არაუმეტეს ბარათიდან ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 0.27%-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან,
დამატებით ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვადაგადაცილების
სრულ აღმოფხვრამდე, ერთჯერადად 20 (ოცი) ლარი. პირგასამტეხლო დავალიანების გადაუხდელობის გამო საკრედიტო
ბარათის გაუქმების შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის: ვადაგადაცილებული დავალიანების 0.2%.
ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ
გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.

კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის საფუძველზე ბანკი ვალდებულია ხელშეკრულების თავდებს/თანამსესხებელს,


ასევე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული გირავნობის/იპოთეკის/საბანკო გარანტიის ხელშეკრულების
მხარეებს გადასცეს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, ხოლო მათი მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მათ
ხელშეკრულების (მათ შორის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების და ნებისმიერი დანართ(ებ)ის) ასლები. ამასთან,
ბანკი უფლებამოსილია, წინამდებარე პუნქტში აღნიშნულ პირებს ნებისმიერ დროს გადასცეს ხელშეკრულების (მათ შორის
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების და ნებისმიერი დანართ(ებ)ის) ასლ(ებ)ი, მათი მხრიდან ხელშეკრულების
გადაცემის მოთხოვნის დაფიქსირების გარეშე ან/და კლიენტის დამატებითი თანხმობის ან/და ინფორმირების გარეშე.

ბანკი უფლებამოსილია კლიენტისათვის წინამდებარე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში


2 (ორი) თვით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში ერთი
თვით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები. ამასთან,
წინამდებარე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობებით გათვალისწინებული კლიენტის ქმედებით გამოწვეული
გარემოებების დადგომის გამო ხელშეკრულების ცვლილებისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბანკი კლიენტს ატყობინებს
აღნიშნულის შესახებ, ცვლილებების განხორციელებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. კლიენტისათვის აღნიშნული
შეტყობინების გაგზავნა განხორციელდება წერილობით ან/და ელექტრონულად ბანკში კლიენტის მიერ დაფიქსირებულ
მისამართზე კურიერის ან ფოსტის საშუალებით ან/და ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების,
დისტანციური საბანკო მომსახურების (მათ შორის, მობილ ბანკის, ინტერნეტ ბანკის ან/და სხვა) მეშვეობით. ხელშეკრულების
პირობების ცვლილება, რომელიც ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ, არ საჭიროებს კლიენტის თანხმობას ან/და
მოწონებას ან/და რაიმე ფორმით კლიენტის ინფორმირებას

ამასთან, ზემოაღნიშნული საკომუნიკაციო საშუალებებით და ფორმით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი:
ა) კლიენტს გაეგზავნება ინფორმაცია: კრედიტის ვადაგადაცილებისა და სხვა ნებისმიერი ტიპის დავალიანების წარმოშობის,
ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შეწყვეტის/დროებით შეჩერების (მაგალითად, საკრედიტო ლიმიტის
შეჩერება) შემთხვევაში, ასევე, ბანკის მიერ გაცემული სესხის მესამე პირზე გასხვისების შემთხვევაში, ასეთი გარემოების
დადგომისას დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა. ბ) თუ კრედიტზე, იზრდება შენატანის ოდენობა
(გარდა იმ შემთხვევისა, თუ შენატანების ოდენობის ცვლილება განპირობებულია ხელშეკრულების მნიშვნელოვანი
პირობების ცალმხრივი ან კლიენტთან შეთანხმებით ცვლილებით და აღნიშნულის შესახებ შეტყობინება უკვე გაგზავნილია
ბანკის მიერ), კლიენტს და უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებელს (არსებობის შემთხვევაში) გაეგზავნება ინფორმაცია
შენატანის შეცვლილი ოდენობისა და შეცვლილი პირობების შესახებ შემდეგ ვადებში: ბ.ა) ცვლილებამდე არანაკლებ ხუთი
სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ცვლილების განხორციელების მომენტში ყველა აღნიშნული პირი
ეთანხმება შეცვლილ პირობებს ან ბ.ბ) ცვლილების შემდეგ არაუგვიანეს ხუთ სამუშაო დღისა თუ, შეცვლილ პირობას
ცვლილების განხორციელების მომენტში ეთანხმება მხოლოდ კლიენტი.

პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული


ფორმით. პრეტენზიას განიხილავს ბანკის სერვისცენტრების მხარდაჭერისა და სერვისის სამსახური. ნებისმიერი ფორმით
წარდგენილ პრეტენზიაზე პასუხის მიღებისათვის მაქსიმალური ვადა შეადგენს 1 (ერთი) თვეს, თუ კანონმდებლობით სხვა
რამ არ არის განსაზღვრული. კლიენტი უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებასთან
დაკავშირებით პრეტენზია წარადგინოს ბანკის სერვისცენტრებში (ფილიალებში) ან ბანკის დისტანციური საკომუნიკაციო
საშუალებით, ხოლო პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ბანკის

4/5
სერვისცენტრებში (ფილიალებში) და ვებ-გვერდზე www.bankofgeorgia.ge.

ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშიდან, მათ შორის კლიენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან
უაქცეპტოდ ჩამოწეროს ყველა გადასახდელი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვადიანი დეპოზიტი არ არის კრედიტის
უზრუნველყოფის საგანი, ასეთი დეპოზიტის ანგარიშიდან თანხის ჩამოწერა მოხდება მხოლოდ დეპოზიტის ვადის გასვლის
შემდგომ. ამასთან, გადასახდელი პირველ რიგში დაიფარება იმ ვალუტის ანგარიშიდან, რომელ ვალუტაშიც არსებობს
გადახდის ვალდებულება, თუ კლიენტი სხვანაირად არ განსაზღვრავს.
კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების
შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის უძრავ/მოძრავ ქონებას ან/და არამატერიალურ
ქონებრივ სიკეთეზე, რის შედეგადაც შესაძლოა განხორციელდეს კლიენტის/მსესხებლის ანგარიშების ან/და ქონების
დაყადაღება, ასევე უძრავ/მოძრავი ქონების ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის რეალიზაცია ხელშეკრულებით
გათვალისწინებული წესით (მათ შორის იძულებითი აღსრულების გზით).

იმ შემთხვევაში თუ, წინამდებარე ხელშეკრულებაში, ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტში ან/და მასთან
დაკავშირებით კლიენტის მიერ ბანკისადმი წარდგენილ განაცხადში, მითითებულია კლიენტის მხრიდან საკონტაქტო პირი
(შემდგომში - საკონტაქტო პირი), ბანკი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში (მათ შორის და არა
მხოლოდ, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში და საკრედიტო
დავალიანების კლიენტისგან ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ამოღების მიზნით) ნებისმიერი სახის და შინაარსის
კომუნიკაცია (მათ შორის და არა მხოლოდ, საკრედიტო დავალიანების მოცულობისა და კრედიტთან დაკავშირებული სხვა
პირობების შესახებ) განახორციელოს შეუზღუდავად, როგორც თავად კლიენტთან, ისე საკონტაქტო პირთან. კლიენტი
ადასტურებს, რომ მას მოპოვებული აქვს ყველა ნებართვა და თანხმობა საკონტაქტო პირისგან, მისი პერსონალური
მონაცემების ბანკისთვის გადაცემის და მათი დამუშავების თაობაზე და საკონტაქტო პირი ინფორმირებულია წინამდებარე
პუნქტში განსაზღვრული ბანკის უფლებამოსილების შესახებ.
წინამდებარე საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებაზე დათანხმებით კლიენტი ადასტურებს, რომ ეთანხმება ბანკის ვებ-
გვერდზე www.bankofgeorgia.ge განთავსებულ ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საერთო პირობებს
და მის დანართებს (მათ შორის, დანართს N1 (საკომისიოები) და დანართს N5 (ბარათი)) და, ასევე, American Express Blue-ის
მომსახურების ძირითად პირობებს , რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების
განუყოფელ ნაწილს და განიხილება მასთან ერთად. წინამდებარე საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებისა და
ზემოაღნიშნული პირობების/დანართების პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას უპირატესობა
ენიჭება წინამდებარე საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების პირობებს.

ბანკის საზედმხედველო ორგანო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მისამართი: 0114 თბილისი, საქართველო, სანაპიროს ქუჩა
№ 2.

ბანკი კლიენტი

5/5

You might also like