Professional Documents
Culture Documents
20135840198
20135840198
20135840198
ფინანსური ხარჯები
1/9
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, კლიენტის ინფორმირება
მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის
ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე. ამასთან, წინამდებარე ხელშეკრულების
მნიშვნელოვანი პირობებით გათვალისწინებული კლიენტის ქმედებით გამოწვეული გარემოებების
დადგომის გამო ხელშეკრულების ცვლილებისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბანკი კლიენტს
ატყობინებს აღნიშნულის შესახებ, ცვლილებების განხორციელებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
კლიენტისათვის აღნიშნული შეტყობინების გაგზავნა განხორციელდება ბანკში დაფიქსირებულ
კლიენტის შესაბამის მისამართზე, წერილობით ან/და ელექტრონულად (რაც ერთმნიშვნელოვნად
მოიცავს კურიერის ან რეგისტრირებული ფოსტის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური
შეტყობინების, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების (მათ შორის მობილ ბანკის, ინტერნეტ ბანკის
ან/და სხვა) საშუალებით შეტყობინების გაგზავნას). ხელშეკრულების პირობების ცვლილება, რომელიც
ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ, არ საჭიროებს კლიენტის თანხმობას ან/და მოწონებას ან/და
რაიმე ფორმით კლიენტის ინფორმირებას.
კლიენტს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, თავისუფალი
წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
2/9
საკრედიტო ხელშეკრულება,რომლის ერთიანი ნომერი მოიცავს # 18415108
ფინანსური ხარჯები
3/9
კლიენტის ქვემოთ მითითებული გადასაფარი ვალდებულებების სრულად დაფაროს, მათ შორის, მიზნობრივი თანხით
კრედიტის გაცემიდან დაუყოვნებლივ.
გადასაფარი ვალდებულებები:
ვადაგადაცილების პირგასამტეხლო გაცემული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის
დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის: ვადაგადაცილებული თანხის 0.50% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში
არაუმეტეს ნარჩენი კრედიტის თანხის (ძირითადი თანხის) 0.27%-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან,
დამატებით ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვადაგადაცილების
სრულ აღმოფხვრამდე, ერთჯერადად 20 ლარი; ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში
დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
პირგასამტეხლო კრედიტის თანხის წინსწრებით დაფარვისათვის: წინსწრებით დაფარული კრედიტის თანხის: 2.00%, 0%, თუ
კრედიტის მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი; 0.5%, თუ დარჩენილია 6-დან 12 თვემდე
პერიოდი; 1%, თუ დარჩენილია 12-დან 24 თვემდე პერიოდი; 2%, თუ დარჩენილია 24 თვეზე მეტი ვადა.
საკომისიო გაცემული კრედიტის თანხ(ებ)ის სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირებისთვის: რეფინანსირებული
კრედიტის თანხის: 0%, თუ კრედიტის მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი; 0.5%, თუ
დარჩენილია 6-დან 12 თვემდე პერიოდი; 1%, თუ დარჩენილია 12-დან 24 თვემდე პერიოდი; 2%, თუ დარჩენილია 24 თვეზე
მეტი ვადა.
4/9
ამასთან, ზემოაღნიშნული საკომუნიკაციო საშუალებებით და ფორმით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი:
ა) კლიენტს გაეგზავნება ინფორმაცია: კრედიტის ვადაგადაცილებისა და სხვა ნებისმიერი ტიპის დავალიანების წარმოშობის,
ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შეწყვეტის/დროებით შეჩერების (მაგალითად, საკრედიტო ლიმიტის
შეჩერება) შემთხვევაში, ასევე, ბანკის მიერ გაცემული სესხის მესამე პირზე გასხვისების შემთხვევაში, ასეთი გარემოების
დადგომისას დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა. ბ) თუ კრედიტზე, იზრდება შენატანის ოდენობა
(გარდა იმ შემთხვევისა, თუ შენატანების ოდენობის ცვლილება განპირობებულია ხელშეკრულების მნიშვნელოვანი
პირობების ცალმხრივი ან კლიენტთან შეთანხმებით ცვლილებით და აღნიშნულის შესახებ შეტყობინება უკვე გაგზავნილია
ბანკის მიერ), კლიენტს და უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებელს (არსებობის შემთხვევაში) გაეგზავნება ინფორმაცია
შენატანის შეცვლილი ოდენობისა და შეცვლილი პირობების შესახებ შემდეგ ვადებში: ბ.ა) ცვლილებამდე არანაკლებ ხუთი
სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ცვლილების განხორციელების მომენტში ყველა აღნიშნული პირი
ეთანხმება შეცვლილ პირობებს ან ბ.ბ) ცვლილების შემდეგ არაუგვიანეს ხუთ სამუშაო დღისა თუ, შეცვლილ პირობას
ცვლილების განხორციელების მომენტში ეთანხმება მხოლოდ კლიენტი.
კლიენტის მიერ ბანკში წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე ან ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში
დისტანციური არხების საშუალებით კრედიტის თანხა და საპროცენტო განაკვეთი შეიძლება დაიფაროს
ხელშეკრულებით/გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებზე ადრეც. ამასთან კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვისათვის
საკმარისი არ არის მხოლოდ კლიენტის ანგარიშზე შესაბამისი ოდენობის თანხის განთავსება.
იმ შემთხვევაში თუ, წინამდებარე ხელშეკრულებაში, ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტში ან/და მასთან
დაკავშირებით კლიენტის მიერ ბანკისადმი წარდგენილ განაცხადში, მითითებულია კლიენტის მხრიდან საკონტაქტო პირი
(შემდგომში - საკონტაქტო პირი), ბანკი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში (მათ შორის და არა
მხოლოდ, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში და საკრედიტო
დავალიანების კლიენტისგან ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ამოღების მიზნით) ნებისმიერი სახის და შინაარსის
კომუნიკაცია (მათ შორის და არა მხოლოდ, საკრედიტო დავალიანების მოცულობისა და კრედიტთან დაკავშირებული სხვა
პირობების შესახებ) განახორციელოს შეუზღუდავად, როგორც თავად კლიენტთან, ისე საკონტაქტო პირთან. კლიენტი
ადასტურებს, რომ მას მოპოვებული აქვს ყველა ნებართვა და თანხმობა საკონტაქტო პირისგან, მისი პერსონალური
მონაცემების ბანკისთვის გადაცემის და მათი დამუშავების თაობაზე და საკონტაქტო პირი ინფორმირებულია წინამდებარე
პუნქტში განსაზღვრული ბანკის უფლებამოსილების შესახებ.
ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშიდან, მათ შორის კლიენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან
უაქცეპტოდ ჩამოწეროს ყველა გადასახდელი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვადიანი დეპოზიტი არ არის კრედიტის
უზრუნველყოფის საგანი, ასეთ დეპოზიტის ანგარიშიდან თანხის ჩამოწერა მოხდება მხოლოდ დეპოზიტის ვადის გასვლის
შემდგომ. ამასთან, გადასახდელი პირველ რიგში დაიფარება იმ ვალუტის ანგარიშიდან, რომელ ვალუტაშიც არსებობის
გადახდის ვალდებულება, თუ კლიენტი სხვანაირად არ განსაზღვრავს.
წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ, ხელშეკრულების დამატებითი ვერსია
შედგენილია, ასევე, სხვა ენაზეც, ხელშეკრულების სხვადასხვა ენებზე შედგენილ ვერსიებს შორის შეუსაბამობის აღმოჩენის
შემთხვევაში, აღნიშნული ვერსიების განმარტების თაობაზე წარმოშობილი ნებისმიერი დავის ფარგლებში, უპირატესობა
მიენიჭება ქართულ ენაზე შედგენილი ხელშეკრულების ვერსიას. ამასთან, ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის
5/9
კომუნიკაცია წარმოებს იმ ენაზე (ენებზე), რომელ(ებ)ზეც შედგენილია წინამდებარე ხელშეკრულება.
წინამდებარე პირობები წარმოადგენს ბანკის ვებ-გვერდზე www.bankofgeorgia.ge განთავსებული ფიზიკური პირების საბანკო
მომსახურების ხელშეკრულების საერთო პირობების და მისი დანართების (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად დანართ N13-ის)
ერთიან და განუყოფელ ნაწილს და განიხილება მასთან ერთად. წინამდებარე პირობებზე დათანხმებით კლიენტი
ადასტურებს, რომ ეთანხმება ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საერთო პირობებს, მის დანართებს
(მათ შორის ერთმნიშვნელოვნად დანართ N13-ს). წინამდებარე პირობებსა და ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების
ხელშეკრულების საერთო პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას უპირატესობა ენიჭება
წინამდებარე პირობებს.
სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს არსებობის შემთხვევაში: კლიენტის მიერ სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო
გადაიხდება, ბანკის მიერ კლიენტის გარდაცვალების რისკზე კრედიტის გადაუხდელი ვადამოსული/ვადამოუსვლელი
ძირითადი თანხის (შემდგომში - დავალიანება) დაზღვევის უზრუნველსაყოფად (შემდგომში - დაზღვევა). თუ მხარეები
წერილობით სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან (მათ შორის არ შეთანხმდებიან სხვა სადაზღვევო კომპანიაზე), კლიენტი
უფლებამოსილია ზეპირად ან წერილობით აირჩიოს და ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის არჩევანის და ხელშეკრულების
პირობების შესაბამისად, დაზღვევა განახორციელოს შემდეგ სადაზღვევო კომპანიაში: 1. სს სადაზღვევო კომპანია იმედი ელ
(ს/ნ 204919008), 2. სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი (ს/ნ 404476189), 3. სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აიჰოლდინგი (ს/ნ
204426674) ან 4. სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო (ს/ნ 205023856) (შემდგომში -ასარჩევი სადაზღვევო კომპანია).
კლიენტის არჩევანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირებით შესაძლოა დადასტურდეს
ბანკის მიერ კლიენტისთვის გაგზავნილ ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ
შეტყობინებაში. იმ შემთხვევაში თუ ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ
შეტყობინებაში მითითებული სადაზღვევო კომპანია არ შეესაბამება კლიენტის არჩევანს, კლიენტი ვალდებულია ბანკის მიერ
ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით შეტყობინების გაგზავნიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში
მიმართოს ბანკს და მოითხოვოს მისი არჩევანის შესაბამისად ახალი ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული
საშუალებით შეტყობინების გაგზავნა და სწორი სადაზღვევო კომპანიის მითითება. იმ შემთხვევაში თუ კლიენტი არ აირჩევს
სადაზღვევო კომპანიას, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს სადაზღვევო კომპანია. ამასთან:
ა) დაზღვევის პირობები - „ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის პირობები“ განთავსებულია ბანკის ვებ-მისამართზე
https://conditions.bog.ge/ge/366; ბ) დაზღვევის მოსარგებლეს (ბენეფიციარს) წარმოადგენს ბანკი; გ) ბანკი უფლებამოსილია,
საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ მომენტში, კლიენტისათვის 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე
გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, შეწყვიტოს დაზღვევა. აღნიშნულ შემთხვევაში, სიცოცხლის დაზღვევის
საკომისიოს გადახდის ვალდებულება უქმდება. მხარეები თანხმდებიან, რომ: ა) სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო
გადაიხდება გრაფიკის შესაბამისად; ბ) დავალიანება დაზღვეულია იმ ვადის განმავლობაში, რა ვადაშიც კლიენტი
ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „ბანკის საკრედიტო
პორტფელის დაზღვევის პირობებით“ გათვალისწინებული გარემოებების ან ბანკის მიერ დაზღვევის შეწყვეტის გამო,
დავალიანება აღარ ექვემდებარება დაზღვევას; გ) ბანკის მიერ დავალიანების დაზღვევის შეწყვეტის შემთხვევაში, კლიენტი,
მისი მემკვიდრე ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი უფლებამოსილია, იმ პერიოდზე, რომელ პერიოდშიც
დავალიანება არ იყო დაზღვეული: გ.ა) მოსთხოვოს ბანკს მის მიერ ზედმეტად დარიცხულ სიცოცხლის დაზღვევის
საკომისიოზე უარის თქმა; გ.ბ) კლიენტის მიერ ზედმეტად გადახდილი სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს დაბრუნება; დ)
კლიენტი, მისი მემკვიდრე ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაცია იმის
თაობაზე, დაზღვეულია თუ არა მისი დავალიანება ხელშეკრულების მოქმედების შესაბამის პერიოდზე; ე) დაზღვევის არ
არსებობა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების ბანკის წინაშე შესრულებისგან; ვ)
დაზღვევის და მისგან გამომდინარე უფლებების განხორციელების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის დამატებითი
თანხმობისა და აქცეპტის გარეშე, დაამუშაოს კლიენტის პერსონალური მონაცემები (განსაკუთრებული კატეგორიის
მონაცემის ჩათვლით), რაც შეუზღუდავად მოიცავს ბანკის უფლებას მიიღოს, გამოითხოვოს, შეაგროვოს, შეინახოს,
გამოიყენოს, გადასცეს (მათ შორის ასარჩევი სადაზღვევო კომპანიებიდან კლიენტის არჩევანის შესაბამისად განსაზღვრულ
სადაზღვევო კომპანიას, მის უფლებამონაცვლეს ან/და სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე პირს), დაბლოკოს, წაშალოს ან/და
განახორციელოს კანონმდებლობით აუკრძალავი სხვა მოქმედებები კლიენტის პერსონალურ მონაცემებზე.
6/9
404476189); 3. სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი (ს/ნ 204426674) ან 4. სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო
(ს/ნ 205023856) (შემდგომში - ასარჩევი სადაზღვევო კომპანია). კლიენტის არჩევანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირებით შესაძლოა დადასტურდეს ბანკის მიერ კლიენტისთვის გაგზავნილ ელექტრონული
ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ შეტყობინებაში. იმ შემთხვევაში თუ ელექტრონული ფოსტის ან
სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული სადაზღვევო კომპანია არ შეესაბამება კლიენტის
არჩევანს, კლიენტი ვალდებულია ბანკის მიერ ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით შეტყობინების
გაგზავნიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში მიმართოს ბანკს და მოითხოვოს მისი არჩევანის შესაბამისად ახალი
ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით შეტყობინების გაგზავნა და სწორი სადაზღვევო კომპანიის
მითითება. იმ შემთხვევაში თუ კლიენტი არ აირჩევს სადაზღვევო კომპანიას, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი
შეხედულებისამებრ განსაზღვროს სადაზღვევო კომპანია. თუ ბანკის მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული
დაზღვევა ხორციელდება არაუადრეს კლიენტის მიერ საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიოს პირველი
გადახდისა. ამასთან: ა) დაზღვევის პირობები - „მსესხებლის საკრედიტო შენატანის დაზღვევის პირობები“ - მოცემულია
ბანკის ვებ-მისამართზე https://conditions.bog.ge/ge/366 ბ) დაზღვევის მოსარგებლეს (ბენეფიციარს) წარმოადგენს ბანკი; გ) ბანკი
უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს დაზღვევა. მხარეები თანხმდებიან, რომ: ა)
საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიო გადაიხდება გრაფიკის შესაბამისად; ბ) კლიენტი უფლებამოსილია იმ
პერიოდზე, რომელ პერიოდშიც საკრედიტო შენატანი არ იყო დაზღვეული: ბ.ა.) მოსთხოვოს ბანკს მის მიერ ზედმეტად
დარიცხულ საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიოზე უარის თქმა; ბ.ბ.) კლიენტის მიერ ზედმეტად
გადახდილი საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიოს დაბრუნება; გ) კლიენტი უფლებამოსილია მოითხოვოს
ინფორმაცია იმის თაობაზე დაზღვეულია თუ არა საკრედიტო შენატანი ხელშეკრულების მოქმედების შესაბამის პერიოდზე;
დ) დაზღვევის არ არსებობა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების ბანკის წინაშე
შესრულებისგან; ე) იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი რამდენიმე პირია, ნებისმიერი მათგანი უფლებამოსილია მიმართოს ბანკს
განაცხადით დაზღვევის ან დაზღვევის შეწყვეტის თაობაზე, აღნიშნულ შემთხვევაში დაზღვევა ან დაზღვევის შეწყვეტა
გავრცელდება ყველა კლიენტზე; ვ) საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიო დაერციხება კლიენტის მიერ
ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდზე გადასახდელი კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლისა და სიცოცხლის
დაზღვევის საკომისიოს ოდენობას; ზ) დაზღვევის და მისგან გამომდინარე უფლებების განხორციელების მიზნით, ბანკი
უფლებამოსილია, კლიენტის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე, დაამუშაოს კლიენტის პერსონალური მონაცემები
(განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის ჩათვლით), რაც შეუზღუდავად მოიცავს ბანკის უფლებას მიიღოს, გამოითხოვოს,
შეაგროვოს, შეინახოს, გამოიყენოს, გადასცეს (მათ შორის ასარჩევი სადაზღვევო კომპანიებიდან კლიენტის არჩევანის
შესაბამისად განსაზღვრულ სადაზღვევო კომპანიას, მის უფლებამონაცვლეს ან/და სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე პირს),
დაბლოკოს, წაშალოს ან/და განახორციელოს სხვა კანონმდებლობით აუკრძალავი მოქმედებები კლიენტის პერსონალურ
მონაცემებზე.
კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს დაანგარიშება და გადახდა უნდა მოხდეს
წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და გრაფიკით დადგენილი წესით და შესაბამისად. გრაფიკი გულისხმობს წინამდებარე
ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ან/და სხვა
გადასახდელების დაბრუნების/გადახდის გრაფიკს, (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც განთავსდება ინტერნეტ-
ბანკში ან/და მობაილ-ბანკში ან/და დაერთვება ხელშეკრულებას ან/და მიეწოდება კლიენტს ხელშეკრულებით განსაზღვრული
კომუნიკაციის რომელიმე საშუალებით. თუ კლიენტისთვის, რომელიმე ზემოაღნიშნული ფორმით ხელმისაწვდომი არ გახდა
გრაფიკი ან/და კლიენტს სურს გრაფიკის მიღება (მათ შორის, დამატებით), იგი უფლებამოსილია მიმართოს ბანკს და
მოითხოვოს გრაფიკის გაცემა. ამასთან, გრაფიკსა და წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებს შორის შეუსაბამობის
შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებს მიენიჭება უპირატესობა. ამასთან, შეუსაბამობად არ მიიჩნევა
გრაფიკით განსაზღვრული დებულებების/მონაცემების არარსებობა წინამდებარე ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში,
უპირატესობა ენიჭება გრაფიკით განსაზღვრულ დებულებებს/მონაცემებს. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, მხარეები
ადასტურებენ, რომ გრაფიკის ნამდვილობის მიზნებისთვის, სავალდებულო არ არის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერა.
ბანკის საზედამხედველო ორგანო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მისამართი: 0114 თბილისი, საქართველო, სანაპიროს ქუჩა
№2
7/9
კრედიტის დაფარვის გრაფიკი
კრედიტის N: 10091756
კლიენტი:
სახელი, გვარი საბა ოდიშვილი
პირადი ნომერი 01019088724
კრედიტის დეტალები:
ხელშეკრულების N: 18415108
ვალუტა: ლარი (GEL)
წინამდებარე გრაფიკში მოცემული მონაცემები მოქმედი იქნება მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის ან საკრედიტო ხელშეკრულების
საფუძველზე გრაფიკით გადასახდელი ფინანსური ხარჯების ცვლილებამდე.
8/9
კრედიტის N: 10091756
9/9